From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-09.08.2019
Received On : 09.08.2019 08:15
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 09.08.2019

ტელევიზია

09.08.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის მიმდინარე წლის 6 თვის შედეგები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6266901

მაესტრო - ახალი ამბები 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6267065

---

 

09.08.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 10:00

ცენტრალური და ადგილორბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სიონის, არვშისა და გარბანის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს. შეხვედრას სხვადასხვა უწყების, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ეწსრებოდნენ. ისინი მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრნენ, ასევე სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ძირითად პრიორიტეტბად მიწის რეგისტრაციის, შიდა გზების მოწესრიგებისა და წყალმომარაგების გაიუმჯობესები საკითხები გამოიკვეთა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6267007

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6267263

---

 

08.08.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 15:00

მმართველი გუნდის მეთაური გორშია. მამუკა ბახტაძე, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც 480 ოჯახი ცხოვრობს. პრმიერი მათ საჭიროებებს გაეცნო და პირობა დადო, რომ იზულებით გადაადგილებული პირებისთვის, ბგინების მშენებლობა დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება. დევნილებს აქვთ ყოფითი პრობლემები, მათ შორის არის ჯანდაცვის პრობლემები, განათლების საკიტხი, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ისევ უმუშევრობა. ომთან დაკავშირებით კი მამუკა ბახტაძემ განაცხად, რომ რუსული ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იან წლებში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6265919

---

 

08.08.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:  პალიტრა ნიუს 12:00

წამლის ფასი, რომ წლიდან წლამდე იზრდება ამას უკვე ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობას მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაუძვირდა. კერძოდ, 6,29%-ით არის გაძვირებული სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასმა 3,10%-ით მოიმატა, ანტიბიოტიკებზე 11,32%-ით. 5,62%-ით არის გაძვირებული ვიტამინები. მოქალაქეების თქმით, მედიკამენტებზე ფასის ზრდა მათ ჯიბეზე მძიმედ აისახა. გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მაღალი ფასის გამო წამლის შეძენას ვერ ახერხებენ. პეესპეს დამფუძნებლის, კახა ოქრიაშვილის თქმით, ლარმა გაუფასურება რომ შეწყვიტოს და მაგალითად, 20 ლარიანი წამლის ფასი 17 ლარამდე მაინც რომ შემცირდეს მოსახლეობის ნაწილს წამლის შეძენა მაინც გაუჭირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6265617

---

 

ინტერნეტი

09.08.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/ar-aqvs-xedva-ar-hyofnis-kompetencia---ra-kitxvebi-aqvs-jandacvis-seqtors-ekaterine-tikaradzestan-/38159

არ აქვს ხედვა? არ ჰყოფნის კომპეტენცია? - რა კითხვები აქვს ჯანდაცვის სექტორს ეკატერინე ტიკარაძესთან

მას შემდეგ, რაც 7-წლიანი მინისტრობის მერე დავით სერგეენკო ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი უწყების პირველი პირის პოსტს დაემშვიდობა და პრემიერის მრჩევლად გადაინაცვლა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პორტფელი ეკატერინე ტიკარაძეს ჩააბარეს.  რა იყო ის მთავარი კრიტერიუმები, რის გამოც 4 მლრდ-მდე ლარის ბიუჯეტის მქონე უწყება სწორედ მას ჩააბარეს, კონკრეტულად უცნობია, მაგრამ ცნობილი ისაა, რომ ეკატერინე ტიკარაძე მინისტრობამდე საჩხერის რაიონულ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.  უკვე თითქმის ორი თვე ხდება, რაც ახალი მინისტრი საქმიანობას შეუდგა, თუმცა მან, ჯერჯერობით, მედიას საჯარო აქტიურობით თავი ვერ დაამახსოვრა. ამ დრომდე არც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტრადიციულ პრესკონფერენციებზე გაუცია პასუხები ჟურნალისტების კითხვებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჯანდაცვის მინისტრის პროფილური თემებიც იყო დღის წესრიგში და მედიის მხრიდანაც იყო მასზე მოთხოვნა.  გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან კომუნიკაციას სხვა საჯარო ღონისძიებების დროსაც გაურბის. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, როცა პრემიერმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის ერთ ლარად შეძენის პროგრამის განახლებული პირობების პრეზენტაცია გამართა, ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ შაბლონური „სფიჩით“ შემოიფარგლა და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.  რა ხედვით მოვიდა ეკატერინე ტიკარაძე ყველაზე მსხვილბიუჯეტიან სამინისტროში? შეხვდა თუ არა ის ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს? როგორ აპირებს ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებას, რაზეც მინისტრად წარდგენის დღეს თავად ისაუბრა - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც bm.ge-ს აქვს და შესაბამის ადრესატებთანაც დასვა. როგორც აღმოჩნდა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი თუ ინიციატივა ახალ მინისტრს თავად არ გამოუთქვამს, თუმცა დაახლოებით, ერთი თვის წინ ეკატერინე ტიკარაძეს თავად ფარმაცევტებმა მიმართეს.  რა კითხვები აქვს ჯანდაცვის სექტორს ეკატერინე ტიკარაძესთან? ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ჭელიძე bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მათ აინტერესებთ, რა იგულისხმა მინისტრმა ბაზრის მოწესრიგებაში და რა ცვლილებებს გეგმავს ის ამ მიმართულებით.  „ჩვენ მივმართეთ თხოვნით, რომ შეგვხვედროდა, მაგრამ არ გვაქვს ჯერ პასუხი. რადგანაც განაცხადა, რომ ფარმაციაში იქნება ცვლილებები, ამ კუთხით გვაინტერესებდა მასთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხედვით მოვიდა და როგორ აპირებს ჩვენთან თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ უწყებასთან აქტიურად ვმუშაობდით დავით სერგეენკოს დროს. ვფიქრობთ, ეცნობა ყველაფერს და ველოდებით, რომ აუცილებლად შეგვხვდება“, -აცხადებს ირინა ჭელიძე.  ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრის სურვილი აქვთ ჯანდაცვის სპეციალისტებსაც.  ვახტანგ სურგულაძე ტიკარაძეს საჯარო აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ერთადერთი ცვლილება, რაც მისი მოსვლის შემდეგ სამინისტროში დაიწყო, არის ის, რომ ყველა თანამშრომელს განცხადება დააწერინეს სამსახურიდან წასვლის შესახებ.  სავარაუდოდ, ეს იმ სტრუქტურული ცვლილებების შედეგია, რომელიც ტიკარაძის ჯანდაცვის სამინსიტროში მისვლიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო და რაზეც მცდელობის მიუხედავად, ინფორმაცია გასულ კვირაში უწყებიდან არ მოგვაწოდეს.  „პრაქტიკულად, ის 4 სამინისტროს ხელმძღვანელობს. ეს არის შრომა, ეს არის დევნილები, ეს არის სოციალური საკითხები და ეს არის ჯანდაცვა. მე რომ ვიყო მის ადგილას, ყოველ სამშაბათს მოვაწყობდი ბრიფინგს ან პრესკონფერენციას. ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს ძალიან გახსნილი და პირიქით, ჟურნალისტებს უნდა სთხოვდეს, რომ თემები მიაწოდონ, პრობლემები ნახოს. მას არ უნდა აინტერესებდეს, რა არის კარგი, არამედ უნდა ინტერესდებოდეს, რა არის ცუდი, რომ ის ცუდი გამოასწოროს.  მან დაიწყო სტრუქტურული ცვლილებები, ყველა სამინისტროს თანამშრომელს დააწერინეს განცხადება წასვლაზე, მათ შორის რეგიონალური სასწრაფოს ექიმებს, მძღოლებასაც - კი. მიდის შტატების დათვლა, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება, ზოგიერთი შეიძლება დატოვონ, ზოგიერთი -გაუშვან. მე როცა ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროში, ყოველთვიურად გვქონდა შეხვედრა ცალკე სტაციონარებთან, ცალკე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სხვათაშორის წინა მინისტრიც არ აკეთებდა ამას. ეს შეხვედრები სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა უნდა ვმართოთ - არა. ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ინფორმაცია მივიღოთ, რა გამოვასწოროთ“, - აცხადებს ვახტანგ სურგულაძე.  მართალია, ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებიდან დიდი დრო არ არის გასული, თუმცა როგორც ჯანდაცვის კიდევ ერთო სპეციალისტი, სერგი ჩიხლაძე bm.ge-ისთან ამბობს, ორი თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ მინისტრმა ზოგადი ხედვა მაინც წარმოადგინოს და საზოგადოებას თავი დაამახსოვროს.  „ახალ მინისტრად როცა ინიშნები, პირველივე დღიდან რაღაც ხედვა უნდა გქონდეს. გასაგებია, დეტალურად გაწერილ გეგმას მუშაობა სჭირდება, ამას არავინ სთხოვს, მაგრამ 2 თვე გადის. მას აბარია 4 მილიარდი ლარის ბიუჯეტის მქონე უწყება, ამიტომ ის ვალდებულია, ისაუბროს რა ხედვით მოვიდა ამ თანამდებობაზე; როცა ორი თვის თავზე კომენტარს არ/ ვერ აკეთებ გეგმებზე, ვერ საუბრობ ზოგადი ჩარჩოს ფარგლებში, ვფიქრობ, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. მას არავინ სთხოვს სისტემის ძირეულ გარდაქმნას 2 თვეში.  მარტო იმის თქმა, რომ წამლები პრობლემაა, არაფერს ნიშნავს. ჩვეულებრივი მოქალაქე რომ გავაჩეროთ, ამას ისიც იტყვის. საჯარო კომუნიკაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ ეს არ კეთდება, ეს ბადებს ეჭვს მინისტრის კომეპტენციაზე, მის უკან ვინც დგას იმის ნებაზე და ობიექტური თუ სუბიექტური სპეკულაციის საგანი ხდება“, - აცხადებს ჩიხლაძე.  მისივე თქმით, მნიშვენლოვანია, მინისტრი შეხვდეს ასოციაციებს, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს და თემატური შეხვედრები ჩაატაროს.  „უნდა თქვას, რა დახვდა სამინისტროში, რა გამოწვევებია და რა რეაგირებას მოახდენს. თუ ეს არ გაკეთდა, შეგვიძლია ობიექტურად დავასკვნათ, რომ არ აქვს ხედვა, არ ჰყოფნის კომპეტენცია ან არ ჰყოფნის კომუნიკაციის უნარი, რაც საჯარო მოხელეს და მინისტრს უნდა გააჩნდეს. რასაც ვხედვათ, ეს არის არატრანსფარენტული, მათ შორის საზოგადოებისადმი, ჟურნალისტებისადმი არამეგობრული დამოკიდებულება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მინისტრი გაურბის საჯარო შეხვედრებს და საჯარო აზრის დაფიქსირებას“, - აცხადებს სერგი ჩიხლაძე.  ეკატერინე ტიკარაძის ხედვებზე მინისტრის მოადგილე საუბრობს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ახალი მინისტრის მისამართით გაკეთებული შეფასებების და მოლოდინების მოსმენის შემდეგ, Bm.ge ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა და ეკატერინე ტიკარაძეს ინტერვიუს ფორმატი შევთავაზეთ, რათა ყველაზე მსხვილი უწყების პირველი პირის ხედვებსა და გეგმებზე მეტი ინფორმაცია მიგვეღო. ასევე დაგვესვა ყველა ის კითხვა, რაც სექტორს აწუხებს, მაგრამ ამ ეტაპზე მინისტრთან ინტერვიუ ვერ შედგა და თავად ეკატერინე ტიკარაძის ხედვებსა და სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციაზე მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შემოგვთავაზეს.  კითხვაზე - რა იგულისხმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში, გაბუნია განმარტავს, რომ ფარმაციის კუთხით გარკვეული მიმართულებები უკვე განსაზღვრულია და მთავრობის წინასწარი ხედვაც არსებობდა ამაზე, რის მიხედვითაც სამინისტრო მიყვება პროცესებს. საუბარია, წამლის მწარმოებლებისთვის „GMP“ და „GDP“ სტანდარტებზე, რომელიც 1 ივლისიდან უკვე შევიდა ძალაში, თუმცა 2022 წლამდე ის მწარმოებლებისთვის ნებაყოფლობითია.  „რაც შეეხება წამლის კანონმდებლობას, ეს სფეროც განსაზღვრულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროდირექტივებთან. ახლა ჩვენ ვფიქრობთ და რა თქმა უნდა, ეს თემა გაიხსნება ყველა მხარისთვის, ჩამოყალიბდეს პროფესიული პლატფორმა საკანონმდებლო და სტრატეგიულ საკითხებზე სამუშაოდ და ეს ყველაფერი ჩატარდება ფართო კონსულტაციების რეჟიმში; სადღაც ოქტომბერში ინტენსიურად დაიწყება მუშაობა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე და ირწმუნება, რომ სწორედ ამ ცვლილებებს გულისხმობდა ახალი მინისტრი, როცა ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება ჯანდაცვის უწყების პრიორიტეტად დაანონსა.  რაც შეეხება დარგთან კომუნიკაციას, გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროს მუშაობის ფორმატი არ შეიცვლება და ყველა მექანიზმი, რასაც იყენებდა უწყება საკონსულტაციოდ ფარმაცევტულ ასოციაციასთან თუ სხვა დაინეტერსებულ მხარესთან, გაგრძელდება და ამ პროცესში მინისტრიც ჩაერთვება.  რეორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ ერთი თემა, რაც ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის ამ მოკლე პერიოდს უკავშირდება, ჯანდაცვის სამინისტროში გამოცხადებული რეორგანიზაციაა.  როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, უწყების ყველა თანამშრომელს განცხადება დააწერინეს, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა რეორგანიზაციას მათი პოსტიდან გათავისუფლება მოჰყვეს.  გაბუნია განმარტავს, რომ ეს სტანდარტული გაფრთხილებაა და არ ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ისინი თანამდებობებს დატოვებენ.  „24 ივლისს გამოიცა მინისტრის ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და ასევე მის დაქვემდებრებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. აქ არის გამაფრთხილებელი განცხადება , რომელიც ასევე სტანდარტული პროცედურის ნაწილია. თანამშრომლები გაეცნენ ამ განცხადებას, რომ მას შესაძლოა, მოჰყვეს სტრუქტურული ცვლილებები და საშტატო ერთეულების შემცირება. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თანამშრომელს კონკრეტული რისკი აქვს სამსახურის დაკარგვის“, - განმარტავს გაბუნია.  მისი თქმით, რეორგანიზაციის მიზანია, სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა, მათ შორის ფუნქციური ერთეულების გაჩენა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვს.  „აქ ადამიანების მოზიდვაზე უფროა საუბარი, ვიდრე არსებულის სამსახურიდან გათავისუფლებაზე“, - ამბობს გაბუნია. მისი თქმით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება სავარაუდოდ, მალე დასრულდება და სექტემბერში საბოლოო ხედვა ჩამოყალიბდება.  როდის გააქტიურდება ეკატერინე ტიკარაძე? კიდევ ერთი კითხვა, რაზეც პასუხის გაცემა თამარ გაბუნიას ეკატერინე ტიკრაძის ნაცვლად მოუწია, საჯაროდ მინისტრის ნაკლებ აქტიურობას ეხება.  „შიდა სამუშაო პროცესში ვართ და ქალბატონ ეკასთან ერთად საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკის პრიოროტეტებზე ღრმა ტექნიკური შეხვედრები გვაქვს. დადგება ალბათ მომენტი, როცა გააქტიურდება“, - აცხადებს თამარ გაბუნია.  ცნობითვის: მინისტრობის თითქმის 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძის ანგარიშზე 20-მდე ოფიციალური შეხვედრაა, მაგრამ არცერთი ასოციაციებთან და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან.  კერძოდ, ამ დროის განმავლობაში მინისტრი შეხვდა ავსტრიის ელჩს, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ჩეხეთის ელჩს საქართველოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს საქართველოში, გერმანიის ელჩს, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ასევე დაესწრო რამდენიმე გასვლით შეხვედრას - აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.  შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებაა. 2019 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.863 მილიარდი ლარია, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება.  3.8 მილიარდი ლარი არის რეკორდული თანხა, რაც საქართველოს რომელიმე სამინისტროს წლის განმავლობაში დაუხარჯავს. მეტიც, ის ნომინალურად 2006 წელს არსებულ მთელ საქართველოს ბიუჯეტს აღემატება, რაც მაშინ 3.85 მილიარდ ლარს შეადგენდა.  ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის 12.7-მილიარდიანი ბიუჯეტის 30%-ს დახარჯავს.

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1565330321-%E1%83%92%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D1-%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90

ლუკას ჯანმრთელობას ახალი პრობლემები დაემატა - მოზარდი 21-ე დღეა კომაშია

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომელიც ვირუსის გართულების გამო მძიმედ ავად გახდა, 21-ე დღეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გუშინ კი ოჯახის წევრებმა ახალი ინფორმაცია გაავრცელეს, სადაც წერია, რომ მოზარდს ჯანმრთელობის ახალი პრობლემები აქვს.  „გთხოოვთ, გეხვეწებით ილოცეთ ლუკასთვის, ახალი პრობლემა წამოვიდა ძალა მეცლება გემუდარებით, აქამდე თქვენმა ლოცვებმა და უფალმა მოგვიყვანა მკურნალობა დაიწყეს, ამასაც რომ გავუძლოთ დამეხმარეთ, ილოცეთ უფალი შეგეწევათ მე მჯერა, მაგრამ ძალა მეცლება.დამეხმარეთ გეხვეწებით. დიაგნოზი ახალი პრობლემის მენინგიტი+სეფსისი სამი სიკვდილი დავამარცხეთ ლოცვით ამასაც მოვერევით ოღონდ დამეხმარეთ მარტო გამიჭირდება“ - დაწერა ბელა ჯმუხაძემ. 16 წლის ბიჭის შესახებ ინფორმაცია 23 ივლისს გავრცელდა. მოზარდი ვირუსის გართულების გამო თბილისში გადმოჰყავდათ, რა დროსაც გზაში რეანმობილი გაფუჭდა. გარდა ამისა რეანმობილში განთავსებული სამედიცინო აპარატი გაითიშა. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რეალურად რეგიონებში რეანმობილებთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ვიტარება მართლაც საგანგაშოა. „პრაიმტაიმმა“ ასევე გაარკვია, რომ რეანომობილი, რომელსაც ხარვეზები აღმოაჩნდა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ერთადერთი იყო. ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა და სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურით უზრუნველყოფა.

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559534-socialuri-mushaki-zvrebs-ver-vxedav-rom-socialuri-momsaxurebis-sistema-zireulad-icvlebodes

სოციალური მუშაკი - ძვრებს ვერ ვხედავ, რომ სოციალური მომსახურების სისტემა ძირეულად იცვლებოდეს

სოციალური მუშაკის, თეა მაღრაძის განცხადებით, „ძვრებს ვერ ხედავს“ იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური მომსახურების სისტემის ძირეულად შეცვლის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დაპირება სრულდებოდეს. როგორც თეა მაღრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტრანსპორტით მომსახურება მხოლოდ თბილისში არსებულ ცენტრებს დაემატა, რეგიონებში კი ანალოგიური სიტუაციაა დარჩენილი და სოციალური მუშაკებისთვის ტრანსპორტი ხელმისაწვდომი არაა. „მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია შეიცვალა ტრანსპორტთან დაკავშირებით: როცა მანქანა გვჭირდება, სამსახურებთან არ დგას, მაგრამ ვრეკავთ, მოდიან და მანქანებით გვემსახურებიან. ასევე, თვეში ოცი ლარს რიცხავენ სამგზავრო ბარათზე, სამხარაულში ხელმოწერა ელექტრონული გახდა და აღარ გვიწევს სიარული. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს ხდება თბილისში, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, არის ცენტრები, სადაც იგივე მდგომარეობაა დარჩენილი. ტრანსპორტი ყველა სოციალური მუშაკისთვის არაა ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ლაპარაკი რომ იყო საქმეების ჩამოშორებაზე, ეს მოხდა ნაწილობრივ. განცხადებებს იღებს სხვა ოპერატორი, რაღაც ნაწილს ის ასრულებს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება, დასკვნების დაწერა და კონსულტაციები ჩვენ გვიწევს. ბრძანებით უნდა ჩამოგვშორებოდა ეს საქმეები, ბრძანება არ არსებობს. რაღაც ნაწილს აკეთებს სხვა ადამიანი, მაგრამ, ჩვენ ვწერთ გადაწყვეტილებებს ისევ, ჩვენ ვრეკავთ, რომ ვაუჩერები წაიღონ, ანუ შეხება გვაქვს ამ საქმეებთან მაინც. ბრძანება არ დაწერილა ამ საკითხთან დაკავშირებით და როცა ბრძანება არ არსებობს, მხოლოდ სიტყვიერი დაპირებით შემოფარგვლა არ შეიძლება. რაც შეეხება ფსიქოლოგებს, თბილისში იყო ერთი ფსიქოლოგი და ახლა დაემატა კიდევ ერთი, პირველი აგვისტოდან დაიწყო მუშაობა. ჯერჯერობით რა შეღავათი იქნება ამ ერთი ფსიქოლოგის დამატებით, ვერ გეტყვით, პრაქტიკასთან ერთად დავინახავთ. სხვა ცვლილება არაფერი არ არის, არც ხელფასების მატებაზე, არც მინისტრთან შეხვედრა ყოფილა, რა გეგმებია სამომავლოდ, არც ეგ ვიცით. ისევ ისეა ყველაფერი, როგორც იყო სერვისების მხრივაც და სამომავლოდ თუ რამე შეიცვლება ნამდვილად არ ვიცი. როგორი მოთხოვნებიც გვქონდა ჩვენ, რომ სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს და გაიმართოს, მინდა გითხრათ, რომ მე ძვრებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა თეა მაღრაძემ. შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ გაიფიცნენ და საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

---

 

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559553-psikikuri-jandacvis-servisebis-monitoringis-mimdinare-clis-6-tvis-shedegebi-da-strategiuli-mimartulebebi-ganixiles

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის მიმდინარე წლის 6 თვის შედეგები და სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის მიმდინარე წლის 6 თვის შედეგები და სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ირმა ხაბაზმა. შეხვედრაზე განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების ხარისხის და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შედეგები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მოსარგებლეთა შეფასების წინასწარი მონაცემები, ბავშვთა და მოზარდთა სერვისების და ასევე 2020-2025 წლის ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული გეგმის ძირითადი პრიორიტეტები, შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტები და ჯანდაცვის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. პროექტი განხორციელდა ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

პია.ჯი- http://pia.ge/post/276684-fsiqikuri-jandacvis-servisebis-sakitxze-samusao-sexvedra-gaimarta

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/phsiqikuri-jandatsvis-servisebis-monitoringis-shesakheb-shekhvedra-gaimartha/?fbclid=IwAR2Gfv8jhrC1Mrt7tfJgkTFcufEI90IWmvhphllmRzE5AsaskXOTDdllFL4

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88211

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/xelisufleba-valdebulia-qveyanashi-mdgomareoba-daastabiluros-mushebis-gaficvebis-talga-grdzeldeba

„ჩვენ კერძო ბიზნესის საქმიანობაში არ ვერევით“ - ხელისუფლების პასუხი გაფიცულ მუშებს

---

 

08.08.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=211809-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,

"ვერ დადის, ვერ საუბრობს, უჭირს მხედველობა..."- 8 წლის ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს - ფოტოები, რომელიც ოჯახის უმძიმესი ცხოვრებას ასახავს

ბათუმში, სოფელ განთიადში მცხოვრები მელქაძეები მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები. მარტოხელა დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ამ ქოხში წლებია ცხოვრობს, ოჯახს არ აქვს წყალი. შუქი კი მეზობლებისგან აქვს გადმოყვანილი. რადაგნ სახლი ეკონმიკის სამინტროს კუთვნილი მიწაზე დგას, ქოხსაც ვერ იფორმებენ, რომ შუქის, გაზის და წყალის პრობლემბა მოაგვრონ. "ჩემი დიდი თხოვნაა, მაპოვნინოთ რაიმე გამოსავალი"- აცხადებს ახალგაზრდა ქალი. მელქაძეების მძიმე სოციალურ მდგომარეობას 8 წლის რამაზის მძიმე დიაგნოზიც ემატება. ბიჭუნა 22 აგვისტოს 8 წლის ხდება. ვერ დადის, ვერ საუბრობს, უჭირს მხედველობა. ამ სახლში კიდევ ერთი პატარა 11 წლის რიტა ცხოვრობს. რამაზის დიაგნოზი ცერბარლური დამბლა ვიცით რომ ვერ შვძლებთ მის გამოჯამრთელებას, მაგრამ ძალიან მინდა ადამინურ პირობებში მაინც იცხოვორონ სულ ცოტა საკუთარი საცხოვრებელი სახლის იატკაზე არ ბანაობდენ, რის გამოც იატაკი სულ დამპალია და სადაცა ჩავარდება."ვერ აღვწერ იმ ემოციას, რაც ამ ოჯახიდან წამოვლის შემდე დღემდე მომყვება , როგორ გულდასმით უვლის პატარა, 11 წლის რიტა თავის ძამიკოს, ასუფთავებს, აჭმევს, პამპერს უცვლის, მას შემდეგ, რაც დედა ცუდად გახდა , საოჯახო საქმეებს 11 წლის გოგონა უძღვება. ყველა ბავშვს აქვს უფლბა იყოს ბედნიერი. ნუ დავტოვებთ მარტო"- აცხადებს "იქალქანის" ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე. ოჯახის დასახმარებლად გთხვთ ნუ აუვლით ამ წერილს გვერდს 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ რამაზი და რიტა თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.

---

 

08.08.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/ar-gamovricxav-farmacevtul-kompaniebs-shoris-karteluri-garigeba-iyos-/38155

„არ გამოვრიცხავ, ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელური გარიგება იყოს“

ჯანდაცვის სპეციალისტი, ვახტანგ სურგულაძე მიიჩნევს, რომ დღეს ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. „ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია, პრაქტიკულად მთელ ფარმაცევტულ ბაზარს მართავს 3-4 კომპანია, რომელსაც აქვს ჯამში 80%-ზე მეტი ბაზრის წილი, რაც ნიშნავს, რომ ოლიგოპოლიაა. ვერ დავასაბუთებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, კარტელური გარიგებაც იყოს ამ 3-4 კომპანიას შორის. ურთულესია ამის კონტროლი, მაგრამ შეუძლებელი არ არის, ამას ძალიან ბევრი შრომა და სისტემური მიდგომა სჭირდება. ფასები არის იმაზე მეტი, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ ფასების ზრდა რომ შეჩერდება, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს. დაეცემა ლარი- ფასები გაიზრდება, რადგან მედიკამენეტები ძირითადი მაინც შემოდის უცხოეთიდან“-აცხადებს ვახტანგ სურგულაძე. "კავკასიის უნივერსიტეტის" ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგ მედიკამენტებზე ფასები 15%-18%-მდე გაიზარდა, ასევე არის გარკვეული ფარმაცევტული ნაწარმი, რომელიც 400%-ითაც კი გაძვირდა. ივლისის ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა. კონკრეტულად, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა გაძვირდა 4.9%-ით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 3.4%-ით, საავადმყოფოების მომსახურება კი 1.7%-ით.

---

 

08.08.2019

მედიასაშუალება: https://factcheck.ge/ka/story/38169-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

უკავშირდება თუ არა ბიუჯეტის ათვისების პრობლემას მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებები

პროგრამის ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა არაერთხელ გაფართოვდა, მთავარი გამოწვევა პროგრამაში მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა.  მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებები უკავშირდება თუ არა ბიუჯეტის ათვისების პრობლემას მედიკამენტებზე მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. UNICEF-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მოსახლეობის 27.8%-ისთვის უმთავრესი პრობელმა მედიკამენტების შეძენაა. UNICEF-ის კვლევები აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა. თუმცა, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის დანახარჯების უდიდესი წილი - 69% მედიკამენტებზე მოდის. მედიკამენტებზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მედიკამენტების დაფინანსებას არ ითვალისწინებს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის 1 ივლისიდან „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა არაერთხელ გაფართოვდა, მთავარი გამოწვევა პროგრამაში მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა. ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მესამე წელია ვერ ახერხებს პროგრამის ბიუჯეტის ათვისებას. რა იცვლება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში? მიმდინარე წლის ივლისში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც მედიკამენტების დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად (1 ლარად) სოციალურად დაუცველებთან ერთად, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც შეიძენენ. ასევე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პარკინსონის და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები 75%-ით უფინანსდება. აქამდე, პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების სიმბოლურ ფასად (1 ლარად) შეძენა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეძლოთ. ასაკით პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს კი მედიკამენტები 50%-ით უფინანსდებოდათ. საწყის ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ჯამში 23 დასახელების) ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებსა და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2018 წლის დეკემბერში პროგრამას პარკინსონის და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებიც დაემატა. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტი ფინანსდება. მოსახლეობის ჩართულობა- ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გაფართოვდა, შესაბამისად, გაიზარდა პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა. თუმცა, ჩართულობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. 2017-2019 წლებში „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით სარგებლობის მიზნით, ჯამში, 56,4 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. 2017 წელს პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 13,010 ადამიანი იყო. 2018 წელს პროგრამაში 22,651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. 2019 წლის 6 თვეში, პროგრამაში დამატებით 20,748 ადამიანი ჩაერთო. ბიუჯეტი- ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების თუ გადავხედავთ, ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის ბიუჯეტს ვერ ითვისებს, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის დაბალი ჩართულობით არის გამოწვეული. 2017 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 3.3 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა რეალურმა ხარჯმა 2.6 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა, პროგრამის რეალურმა ხარჯმა კი 7.6 მლნ ლარი შეადგინა. სახელმწიფო ხაზინის 11 თვის მონაცემებით, პროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 590 ათასი ლარი იყო. 2018 წელს ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი წლის ბოლოს, დეკემბერში გაიხარჯა. წლის ბოლოს, როცა გამოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის ბიუჯეტს ვერ ითვისებდა, პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები შეისყიდეს და დაასაწყობეს (ამ თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია). 2018 წლის დეკემბერში პროგრამის გაფართოებაც პროგრამაში ჩართულობის დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება. 2019 წლის ბიუჯეტში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება გაორმაგდა და 20 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში პროგრამის რეალურმა ხარჯმა დაახლოებით 1,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური ბიუჯეტის 6%-ია. მიმდინარე წლის ივლისში პროგრამაში შესული ცვლილება, რაც შშმ პირებისთვის და პენსიონერებისთვის მედიკამენტების 50%-იანი თანადაფინანსების ნაცვლად, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიწოდებას ითვალისწინებს, დიდი ალბათობით პროგრამის ბიუჯეტის ათვისების დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება.

---

 

08.08.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/gaficvebis-seria-grdzeldeba-mushebi-kvlav-xelasfebis-momatebistvis-ibrdzvian

ლარის გაუფასურების პარალელურად მუშების გაფიცვების ტალღა იზრდება - ხელისუფლება პასუხისმგებლობის აღებას გაურბის

---

 

 

ბეჭდვითი მედია

09.08.2019

მედიასაშუალება:     ჯორჯია თუდეი

საქართელოში მედიკამენტების გაფართოებული პროგრამა იწყება

პრემიერის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქშია შესაძლებელი. "სამუშაო ადგილებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მინდა ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომი ფასები წამლებზე," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ბახტაძის თქმით, აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ პროგრამით, რომელიც ერთ ლარად გარკვეული მედიკამენტების შეძენას გულისხმობს. „ჩვენ ვაშენებთ სოციალურად პასუხისმგებელ სახელმწიფოს, მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა ჩვენს მოქალაქეებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, არის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე და აქ მინდა ცალკე გამოვყო - ხელმისაწვდომი ფასები წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება. დღეს არის მართლაც განსაკუთრებული დღე ამ თვალსაზრისით“,- განაცხადა ბახტაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6267269&name=09.08.2019+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება:    რეზონანსი

სააფთიაქო ბაზრის მონოპოლიაზე მთავრობა ისევ არ რეაგირებს

სააფთიაქო ბაზარზე მონოპოლიის საკითხი საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. ამას მოწმობს მედიკამენტის უპრეცედენტოდ მაღალი ფასიც, რაზეც შესაბამის რეაგირებას არავინ ახდენს. ამასაობაში, წამლები 400%-ითაც კი არის გაძვირებული, რაც საბოლოოდ მომხმარებლის ჯიბეს "ურტყამს". ბაზარზე კარტელურ ნიშნებს ხედავს ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ სურგულაძე. ის მიიჩნევს, რომ დღეს ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. "ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია, პრაქტიკულად, მთელ ფარმაცევტულ ბაზარს მართავს 2-4 კომპანია, რომელთაც აქვთ ჯამში 80%-ზე მეტი ბაზრის წილი, რაც ნიშნავს, რომ ოლიგოპოლიაა. ვერ დავასაბუთებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, კარტელური გარიგებაც იყოს, ამ 3-4 კომპანიას შორის. ურთულესია ამის კონტროლი, მაგრამ შეუძლებელი არ არის, ამას ძალიან ბევრი შრომა და სისტემური მიდგომა სჭირდება. ფასები არის იმაზე მეტი, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ ფასების ზრდა რომ შეჩერდება, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს. დაეცემა ლარი - ფასები გაიზრდება, რადგან ძირითადი მედიკამენტები მაინც შემოდის უცხოეთიდან", - აცხადებს ვახტანგ სურგულაძე. კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგ მედიკამენტებზე ფასები 15%-18%-მდე გაიზარდა, ასევე არის გარკვეული ფარმაცევტული ნაწარმი, რომელიც 400%-ითაც კი გაძვირდა. ივლისის მაჩვენებლის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5%-ით გაიზარდა. კონკრეყულად, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა გაძვირდა 4.9%-ით, ამბულატორიული სამედიცინო მომსამხურება - 3,4%-ით, საავადმყოფოების მომსახურება კი - 1.7%-ით. ცხადია, გაძვირება ლარის კურსს უკავშირდება, თუმცა სპეციალისტების მოსაზრებას თუ გავითვალისწინებთ, ფარმაცევტული კომპანიები იმდენად მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რომ ფასის შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისი რესურსი აქვთ, რასაც რეალურად არავინ აკეთებს. დევალვაციის ფონზე მიზანმიმართულად სწორედ ის წამლები ძვირდება, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია. როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ეს გაშუალებული მაჩვენებელია და რიგი კატეგორიის წამლები ბოლო 6 თვის განმავალობაში 200%-ით და მეტადაც არის გაძვირებული. "ბოლო კვლევების მიხედვით, რაშიც მრავალი სპეციალისტი მონაწილეობდა, წამლების არნახული გაძირება დასურდება. 6 წლის განმავლობაში მედიკამენტები, საშუალოდ, 80%-ით არის გაძვირებული, როცა საკვებ პროდუქტებზე გვაქვს 25%-იანი ზრდა, ხოლო დასვენება-მომსახურების საფასური 22%-ით არის გაზრდილი. ცხადია, ეს 80% გასაშუალებული მაჩვენებელია, სინამდვილეში, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასი 200%-ით და მეტადაც არის მომატებული. ზოგი მეტადაც არის გაძვირებული, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ფასების კატასტროფული ზრდა შეეხო, ძირითადად, იმ წამლებს, რომლებიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ეს არის სამწუხარო ფაქტი და ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ერთადერთი, რაც ბოლო წლებში მედიკამენტების გაძვირების ტემპს უსწრებს, თამბაქოა. ამდენად, წამლების გაძვირების ტენდენცია იყო და გრძლედება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უკვე ნახტომისებურ ფაზაში გადავიდა. ბოლო 3-4 კვირიან პერიოდში ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატებსა და სხვა კატეგორიის წამლებზე ფასის ზრდა 10-11%-ის ფარგლებშია", - განუცხადა "რეზონანს" ჩიხლაძემ და დასძინა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე საფასო ფასებთან დაკავშირებით ვითარება იქნება ყოველთვის უმართავი, სანამ სახელმწიფო ამ სექტორის რეგულირებას არ მოახდენს და კონკურენტული გარემო არ ჩამოყალიბდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6266946&name=09.08.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება:    მესინჯერი

რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვისთვის მზად არიან

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა კანონიერი უფლება მოიპოვეს გაფიცვისთვის და მზად არიან ამისთვის. რკინიგზელები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ. პროფკავშირების დირექტორის მოადგილე, ილია ლეჟავა ამბობს, რომ მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, რკინიგზის ადმინისტრაციას კი მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია. პროფკავშირების განცხადებით, მათ უკვე აქვთ 4 500 ხელმოწერა, რითაც თანამშრომლები ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, გაფიცვის ლეგიტიმური უფლება აქვთ. ილია ლეჟავას თქმით, მათი უმეტესობა მემანქანისა და ზეინკალის პოზიციაზეა და გაფიცვის შემთხვევაში, რკინიგზის მუშაობა მნიშვნელოვნად შეფერხდება. პროფკავშირის წევრები შაბათს, 10 აგვისტოს გეგმავენ შეკრებას, სადაც დაზუსტდება გაფიცვის დრო და ადგილი. ილია ლეჟავა ამბობს, რომ ადმინისტრაციას ამის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, სამი დღით ადრე აცნობებენ. საქართველოს რკინიგზა 4 აგვისტოს გამოეხმაურა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ დაანონსებულ გაფიცვას და ხელფასების 50 პროცენტიანი მატების მოთხოვნას "არარეალური" და "პოპულისტური" უწოდა. საქართველოს რკინიგზის შეფასებით, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს არ აქვს ლეგიტიმაცია, სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და, მით უფრო, დააანონსოს გაფიცვები, ვინაიდან, პროფკავშირი აერთიანებს მხოლოდ 400-მდე წევრს. 22 ივლისს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. მედიატორი შეხვდა პროფკავშირის წარმომადგენლებს, მაგრამ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ მოახერხა. ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ 2014 წელს გაფიცვის შედეგად რკინიგზაში ხელფასები გაიზარდა. მას შემდეგ ხელფასები არ გაზრდილა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6266937&name=09.08.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​