| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-09.01.2020 |
| Received On : | 09.01.2020 09:06 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 09.01.2020
ტელევიზია
09.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
თბილისში გერმანულ კლინიკაში 28 წლის ქალი გარდაიცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. ამასთან მდგომაროების დამძმე პაციენტის ქრონიკულმა უკმარისობებმა გამოიწვია. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელობა საუბრობს. მათივე ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი გორის ჰოსპიტალიდან საკმაოდ მძიმე მდომარეობაში გადმოიყვანეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6594016
---
09.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო პროცესის გადადების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად სწავლაც ჩვეულ რეჟიმში განახლდება, კახა გვანცელაძის თქმით სააღმზრდელო პროცესი 15 იანვრიდან გაგრძელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593801
---
08.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. ცენტრში ამაჟამად შვიდი მოზარდი მკურნალობს, ყველაზე პატარა პაციენტი კი 11 თვისაა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბავშვებისთვის კლინიკამ ახალი სერვისი დანერგა. შესაბამისი მკურნალობის გარდა, არასრულწლოვან პაციენტებს, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც მიეწოდებათ. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593378
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593170
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592887
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592640
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592382
---
08.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯერ ისევ დგინდება, რამ იმსხვერპლა ჭიათურაში მცხოვრები 30 წლის ქალი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელი ტიპის ვირუსული ინფექციაა. ოჯახს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მიმართ პრეტენზია აქვს. ახლობლების მტკიცებით, პირველივე გამოძახებაზე პაციენტის ჰოსპიტალიზება არ მოხდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა. ოჯახის მიმართვის შემთხვევაში სამედიცინო რეგულირების სააგენტო მოკვლევის ჩასატარებლად მზად არის. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსია გავრცელებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, რის გამოც ბაღებსა და სკოლებში სწავლა არ გადაიდება. გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ სასწრაფოს ექიმებმა სითხეების მიღებისკენ მოუწოდეს, უთხრეს, რომ ბორჯომი და ნაბეღლავი დაელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593397
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593388
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593330
მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593314
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593310
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593289
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593262
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593167
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593077
ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592937
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592881
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592857
---
08.01.2020
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს დავალიანების ნაწილი გადაუხადა. როგორც სამედიცინო დაწესებულებების წრმომადგენლები ახცხადებენ დარჩენლი თანხას მთავრობა ეტაპობრივად გადაიხდის თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა სქემით. გასული თვილსი ბოლოს პრემიერსა და კლინიკების წარმომადგენელბს შორის გამართული შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593355
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592401
---
08.01.2020
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
საზარელი ტრაგედიის მოწმე გახდა წყალტუბოს მოსახლეობა. ყოფილი სანატორიუმის შენობაში გაჩენილმა ხანძარმა ორი მოხუცი შეიწირა. მაშველებმა მათი დამწვარი ცხედრები საწოლში იპოვეს. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები დევნილები გათბობის და დენის გარეშე არსებობდნენ. პენსიონერებს 80 ლარიანი დავალიანების გამო ელექტროენერგია გათიშული ჰქონდათ. სანთლის შუქზე გატარებული საღამო კი მძიმე ტრაგედიით დასრულდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593318
ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593283
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593315
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593158
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593156
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6593073
---
ინტერნეტი
09.01.2020
თბილისში, გრიპის სიმპტომებით 28 წლის გოგო გარდაიცვალა
თბილისში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით 28 წლის გორელი გოგო გარდაიცვალა. დაღუპული გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თავდაპირველად მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი 6 იანვარს შეიყვანეს. მათი განმარტებით ახალგაზრდა ქალს მზარდი სუნთქვის უკმარისობა არენიშნებოდა. ექიმი აცხადებს, რომ დაღუპულის ახლობლების თქმით, იგი 5 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა. „6-იანვარს სასწრაფო დახმარების მიერ, შემოყვანილი იქნა 28 წლის ქალბატონი. მას მზარდი სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ახლობლების გადმოცემით პაციენტი 5 დღის განმავლობაში ბინაზე მკურნალობდა. შემოსვლისთანავე იგი გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე“, - აცხადებს ექიმი.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/580287-jandacvis-ministrma-damcvrobis-centrshi-bavshvebi-moinaxula
ჯანდაცვის მინისტრმა დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრში ამაჟამად 7 მოზარდი მკურნალობს, ყველაზე პატარა პაციენტი კი 11 თვისაა. ბავშვებისთვის კლინიკამ ახალი სერვისი დანერგა. შესაბამისი მკურნალობის გარდა, არასრულწლოვან პაციენტებს, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც მიეწოდებათ. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებს აქვთ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. მსგავსი ტიპის სერვისებს მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ იმ კუთხით, რომ ყველა ბავშვისთვის გვქონდეს შესაბამისი სერვისის მიწოდების საშუალება. დამწვრობის ცენტრს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი გულწრფელად ზრუნავენ პაციენტებზე და ნამდვილად აწვდიან ხარისხიან სერვისს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვებში მაღალია ცხელი წყლით და საჭმლით მიღებული დაზიანებები, ამასთანავე ახალი წლის დღეებში, განსაკუთრებით იზრდება პიროტექნიკის გამოყენებისას დაზიანებების მიღების რისკი. „ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით გაიხსნა. ფსიქოლოგები მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. დამწვრობის მიღება საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმაა. მსგავსი ტიპის პირველი ცენტრი ჯოენის კლინიკაში გაიხსნა. რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის შედეგად შეიცვალა ჩვენი მუშაობა და მიდგომა პაციენტებთან, მათ მშობლებთან, რამაც ძალიან გაგვიადვილა მუშაობა. მოხარული ვართ, რომ ქალბატონი მინისტრი გვყავდა სტუმრად, ყოველთვის ვგრძნობთ ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო შობა და ახალი წელი, ამავე დროს უნდა გავაფრთხილო პიროტექნიკასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი, ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო პიროტექნიკამაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული დაზიანება მოგვაყენოს“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95427
პია.ჯი- https://pia.ge/post/301709-jandacvis-ministrma-damwvrobis-centrsi-bavsvebi-moinaxula
---
08.01.2020
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/profesiul-saswavleblebshi-charicxul-devnilebs-transportirebis-xardjebi-daufinansdebat
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2019 წლებში, ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამა, 2016 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით, უკვე 600-ზე მეტი დევნილი სტუდენტი დაფინანსდა. განაცხადების შევსება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მიმდინარეობს (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა). ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის გაგზავნა ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; • დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; • ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით; • განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; • განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია); • კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.). პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: • რეგისტრირებული უნდა იყოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის სტატუსი; • სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; • სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2017-2019 წლებში; • განმცხადებლის მისამართსა და იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც იგი ჩაირიცხა მანძილი 2 კმ-ზე მეტი უნდა იყოს. განაცხადის ფორმა, ინსტრუქცია და დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა დეტალურად იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/c94a5“ — ნათქვამია ინფორმაციაში.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/580299-propesiul-sascavleblebshi-charicxul-devnilebs-transportirebis-xarjebi-daupinansdebat
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/274748
ქეინიუს.ჯი- https://knews.ge/?p=44152
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/profesiul-sastsavleblebshi-charitskhul-devnilebs-transportirebis-khardjebi-daufinansdebat/65303
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95428
---
08.01.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/rogor-unda-gamovides-krizisidan-sayoveltao-jandacvis-programa---kerdzo-seqtoris-shetavazeba/46525/
როგორ უნდა გამოვიდეს კრიზისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - კერძო სექტორის შეთავაზება
ჩემი მოაზრებაა, რომ საყოველთაო დაზღვევა ტექნიკურად ძალიან გამართულად გადავიდეს კერძო სექტორზე, - ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო კობახიძემ განუცხადა. „ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, კერძო სადაზღვევო სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს ეს „საყოველთაო“ სადაზღვევო სისტემა. ძალიან საინტერესოა ისრაელის და ევროპის მაგალითები. კერძოდ, ოთხი კომპანია ახორციელებს ისრაელის მოქალაქეების დაზღვევას; მაგალითად, ევროპაში ყველა დასაქმებულს სავალდებულო დაზღვევა აქვს, ისინი თავისუფლები არიან არჩევანში, უნდათ კერძო დაზღვევით სარგებლობენ, უნდათ - არა. ჩვენს შემთხვევაში მინიმუმ ბავშვების, პედაგოგების, ექიმების დაზღვევის ეტაპით უნდა დაიწყოს პროცესი და ასე გაგრძელდეს. მაგალითად მოვიყვან თავდაცვის სამინისტროს - ცხადდება ტენდერი და 60 ათასი ადამიანი დაზღვეულია კერძოდ. საშუალოდ 25-დან 30 ლარამდე ჯდება ძალიან კარგი პაკეტი, რომელშიც შედის ბევრი რამ. ის რისკი, რომ რომელიმე სადაზღვევო კომპანია თავის კლინიკებს შეტენის პაციენტებს, არის მიზერული, რადგან ბაზარზე არის 17 კომპანია და თუ ტენდერებში თავისუფალი არჩევანის უფლება იქნება ჩადებული, ეს რისკი მოიხსნება“, - განაცხადა ნინო კობახიძემ. მისივე თქმით, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მომსახურეობა მიიღოს იმ კლინიკისგან, რომელიც მას სურს. ნინა კობახიძე ამბობს, რომ სადაზღვევო პირობები, ლიმიტები, გამონაკლისები და თამაშის წესები სახელმწიფომ წინასწარ უნდა განსაზღვროს. ის ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბიუჯეტი დაცული იქნება მოსალოდნელი ზრდისგან, ხოლო კლინიკების მომსახურეობის ხარისხზე იზრუნებს სადაზღვევო ინდუსტრია. რაც შეეხება რისკებს, რაც შეიძლება ამ კონცეფციას ახლდეს, ნინო კობახიძე ამბობს, რომ წარსულში არსებული პრაქტიკა მახინჯი იყო, თუმცა სწორედ იმ გამოცდილების გათვალისწინებით, ახლა შეიძლება ძალიან კარგი შედეგები დაიდოს. „თავიდან, როცა დაიწყო აღნიშნული კონცეფციის განხორციელება, სახელმწიფო არ იყო მზად, არ იცოდა რა მოთხოვნები უნდა დაეყენებინა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის. მომსახურეობის ხარისხის საკითხი უკვე აღარ დგას, იმიტომ რომ, როცა მოქალაქეს თავისუფალ არჩევანს უტოვებ და კლინიკას არჩევს, თუ კლინიკა არ მოემსახურება სათანადოდ, სადაზღვევო კომპანია ჩახსნის მას. დღევანდელ ბიუროკრატიაზე უარესი კი, ვერანაირად ვერ იქნება მომსახურეობა, ვინაიდან კერძო ინდუსტრია ამ ნაწილში იმდენად მოქნილია, რომ სერვისები მაქსიმალურად მოქნილი იქნება. გავიარეთ ძალიან დიდი ეტაპი და კერძო სადაზღვევო კომპანიები მაღალი კონკურენციის პირობებში ცდილობენ მაქსიმალურად მოქნილი სისტემა ჰქონდეთ. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები უკეთესი მენეჯერები არიან აღნიშნულ სიტუაციაში და ჩვენც უნდა დავეწიოთ ამ ყველაფერს. ის არგუმენტი, რომ კომპანიები ფლობენ კლინიკებს, იგივე შეიძლება ითქვას ბანკებზეც - მათაც აქვთ. ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, ჩემი აზრით“, - განაცხადა კობახიძემ. სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები ცდილობენ ყველა პლატფორმაზე, შეხვედრაზე, თუ კონფერენციაზე მიაწვდინონ ხმა ხელისუფლებას, რომ აღნიშნული კონცეფცია ყველასთვის ოპტიმალური იქნება. „ყოველდღიურ რეჟიმში 10-15 ბავშვის თხოვნა მოდის, ზოგს ონკოლოგიური დაავადება აქვს, ზოგს - სხვა, მაგრამ ფინანსები არ ყოფნით. 12 ათას ლარიანი ლიმიტი საკმარისი არ არის რთული დაავადებების მკურნალობისთვის. მთავრობას შეუძლია დაიტოვოს ფონდები და თავად დააფინანსოს სურვილის მიხედვით სერვისები. თუ დადგება კითხვა - სჯობს, რომ წავიდეთ კერძო სადაზღვევო პაკეტის მიმართულებით“, - აღნიშნა ნინა კობახიძემ და დასძინა, რომ მთავრობა კონცეფციის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პროცესი სამუშაოა.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: https://publika.ge/siskhlis-bankis-yofilma-eqimebma-khelfasis-mighebis-motkhovnit-kidev-erti-aqcia-gamartes/
„სისხლის ბანკის“ ყოფილმა ექიმებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გამართეს
მე-15 დღეა, რაც სისხლის ბანკის ყოფილი თანამშრომლები 6 და 8-თვიანი, კუთვნილი დავალიანების მიღებას ითხოვენ, – მათ დღეს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ წინ აქცია გამართეს და ანაზრაურების გადახდა მოითხოვეს. პროფკავშირის ახალგაზრდული მოძრაობის ცნობით, სამედიცინო პერსონალს 8 თვის ანაზღაურება არ მიუღია, რის გამოც 29 დეკემბრამდე შიმშილობდნენ. საბოლოოდ კი ნაძვის ხეც დაწვეს როგორც წართმეული შობა-ახალი წლის სიმბოლო. ასევე იხილეთ სამედიცინო კლინიკის ყოფილი თანამშრომლები მეოთხე დღეა, შიმშილობენ 28 დეკემბერი, 2019 „უკვე რვა თვეა, რაც ექიმები, ვითხოვთ ჩვენი კუთვნილი ანაზღაურების მიღებას – მხოლოდ იმის, რაც გვეკუთვნის, არც მეტს, არც ნაკლებს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დავა მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზებით მოგვარებულიყო, დამსაქმებლის მხრიდან გამოჩენილი უგულისყურო და ცრუ დამოკიდებულების გამო, მაინც მოგვიწია მიგვემართა პროტესტის უკიდურესი ფორმებისთვის: ჯერ ქუჩის აქციები, შემდეგ უკვე შიმშილობა. დღეს 31 დეკემბერია, ახლა წესით სამსახურიდან სახლში დაღლილი მისულნი, საახალწლო სამზადისში უნდა ვიყოთ და ხელმოკლედ, თუმცა მაინც ვტკბებოდეთ ჩვენს ოჯახთან ერთად გატარებული თითოეული წუთით. მაგრამ თქვენ ხომ ხელფასები მოგვპარეთ, თქვენ მოიპარეთ ჩვენი შობა და ახალი წელი”, – აცხადებენ ექიმები.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/274720
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესის შეჩერების საჭიროება არ დგას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებელი არ ქმნის იმის საჭიროებას, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს. ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველაზე დაცული ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან, რადგან აღმზრდელები გრიპზე არიან აცრილნი. გამყრელიძის თქმით, გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. „დღეს, დილის სხდომაზე კიდევ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა რეკომენდაციას. მდგომარეობა არ გახლავთ ისეთი, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს ან არდადეგები გახანგრძლივდეს. დავაკვირდეთ მიმდინარეობას. გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და ამისდა მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ბაღებსაც ეხება ეს და სკოლებსაც. ბაღებთან მიმართებით, ჩვენ უკეთესად ვართ დაცულნი, რადგანაც წელს ბაგა-ბაღის დაახლოებით 14 ათასამდე აღმზრდელი აიცრა და ნაკლებია ბავშვებისთვის ინფექციის ბაგა-ბაღებში მიტანის შანსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/274766
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, გრიპის სეზონზე H1N1-ით ორი ადამიანია გარდაცვლილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის სეზონზე ვირუსით, H1N1-ით ორი ადამიანია გარდაცვლილი. ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორივე შემთხვევაში სახეზე იყო სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით მიმართვა. ამასთანავე, ორივე პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. „ლაბორატორიულად დადასტურებული ორი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, რომელიც უკავშირდებოდა გრიპის ვირუსს და კერძოდ H1N1-ს. ერთი გახლდათ იმერეთში და მეორე აჭარაში. ორივე შემთხვევაში, საქმე გვქონდა სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებულ მიმართვასთან. ორივე გარდაცვლილი მოზრდილი იყო და გრიპს თან ახლდა, გრიპმა გაართულა ამ ადამიანების ძირითადი ქრონიკული დაავადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ რვა წლის გოგონას გარდაცვალების შემთხვევას, ამირან გამყრელიძის თქმით, კვლავ უცნობია, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვირუსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ კვლევა კვლავ მიმდინარეობს. „კვლევა მიმდინარეობს და ვიდრე არ დამთავრდება, კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
08.01.2020
გამყრელიძე: ძირითადად “ბ” ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით გამოირჩევა
“ძირითადად “ბ” ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით გამოირჩევა, ვიდრე “ა” ტიპის გრიპის ვირუსი.”,-ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა “ლაბორატორიულად დადასტურებული ორი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, რომელიც უკავშირდებოდა გრიპის ვირუსს და კერძოდ H1N1-ს. ერთი გახლდათ იმერეთში და მეორე აჭარაში. ორივე შემთხვევაში, საქმე გვქონდა სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებულ მიმართვასთან. ორივე გარდაცვლილი მოზრდილი იყო და გრიპს თან ახლდა, გრიპმა გაართულა ამ ადამიანების ძირითადი ქრონიკული დაავადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: https://knews.ge/?p=44144
კახეთში გრიპის ვაქცინაცია 7 000-მდე პაციენტმა ჩაიტარა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული ოფისის მონაცემებით, კახეთში გრიპის ვაქცინაცია 7 000-მდე პაციენტმა ჩაიტარა. კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მარაგში არსებული 7 000 ვაქცინიდან უმეტესობა ამ დროისთვის უკვე გახარჯულია. ნელი ხიზანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციაზე მოთხოვნის რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება, რაც გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების გართულებას უშლის ხელს. ,,გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი კახეთში 13% -ით არის გაზრდილი. გრიპის ვაქცინაცია მოთხოვილი გვქონდა 7 000 დოზა, რომელიც თითქმის სრულად არის გახარჯული კახეთის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ჩვეულებრივ რისკ ჯგუფებს მიმდინარე წელს დაემატა დიაბეტით დაავადებულების და ასევე ბაგა-ბაღების აღსაზრდელების და მასწავლებლების ვაქცინაცია. სწორედ აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლები არიან აცრილები გრიპის ვაქცინაციით’’,– განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა. მისივე თქმით, გრიპის წამალი ,,ტამიფლუ“ ბოლო კვირის მონაცემებით, კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ლაგოდეხშია გაცემული. ნელი ხიზანიშვილის თქმით, რაიონულ ცენტრებს ,,ტამიფლუს“ 2 285 ერთეული აქვთ მარაგში.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: https://knews.ge/?p=44141
კახეთში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი 13% -ით არის გაზრდილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული ოფისის მონაცემებით, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი კახეთში 13% -ით არის გაზრდილი. კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ 2019 წლის დეკემბრის თვის ბოლო კვირის მონაცემებით, ექიმთან 4 751 ვიზიტიდან, 747 გრიპს და გრიპისმაგვარ დაავადებებს შეეხებოდა. მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი მიზეზით ჰოსპიტალიზებული 801 პაციენტიდან 109 გრიპის შემთხვევა იყო. ,,გრიპზე ზედამხედველობა ყოველწლიურად მიმდინარეობს, იწყება ოქტომბრის თვიდან და გრძელდება მეორე წლის აპრილის ბოლომდე. წინა წლებთან შედარებით, ახლანდელი მონაცემები არ არის განსხვავებული. გრიპით დაავადების შემთხვევების მატება რათქმაუნდა არის, თუმცა ეს არ ატარებს ეპიდემიურ ხასიათს. მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც 2017 და 2018 წლებში მომატებულია ასევე გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი 13% -ით. გარდა ამისა, სრული ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც გაზრდილია. ნებისმიერი მიზეზით ჰოსპიტალიზებული 801 პაციენტიდან 109 გრიპის და გრიპისმაგვარ დაავადებებს შეეხებოდა. რაც შეეხება მსუბუქ შემთხვევებს, რომელიც არ ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას, წინა წელთან შედარებით ნაკლებია. ნებისმიერი მიზეზით ექიმთან ვიზიტის 4 751 შემთხვევიდან, გრიპით დაავადებულთა რაოდენობა 747-ი იყო. აღნიშნული შემთხვევების რაოდენობა არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს. ეს არის ჩვეულებრივი სეზონური მატება, რომელიც ყველა წელს ხდება ხოლმე. რაც შეეხება თელავს, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით აქ ყოველთვის მეტია გრიპის შემთხვევების და ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა, რადგან მოსახლეობაც მეტია და აქ მდებარე ბავშვთა საავადმყოფოში ახმეტიდან, ყვარლიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოდიან სამკურნალოდ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: http://gurianews.ge/article/mtavari/sazogadoeba/dedachemi-rom-daetsvinat-akhla-ar-davrchebodi-oboli-virusit-gardatsvlilis-shvili
"დედაჩემი რომ დაეწვინათ, ახლა არ დავრჩებოდი ობოლი" _ ვირუსით გარდაცვლილის შვილი
ჭიათურაში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები, მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას სასწრაფო დახმარების ექიმებს აკისრებენ და აცხადებენ, რომ უმძმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი სასწრაფომ პირველ ეტაპზე კლინიკაში არ გადაიყვანა, შემდგომ კი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. "პირველის წუთები იყო, როცა სასწრაფო გამოვიძახეთ, გულიც აწუხებდა, კუჭი ტკიოდა. როცა სასწრაფო მოვიდა უთხრეს, ბევრი სითხე მიიღეთო. სითხეები რას უშველიდა?! დედაჩემი რომ საავადმყოფოში დაეწვინათ, ახლა ცოცხალი მეყოლებოდა და არ დავრჩებოდი ობოლი", _ ამბობს გრიპის ვირუსით დაღუპული ქალის შვილი. შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს, ჭიათურაში 30 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ვირუსული ინფექცია სახელდება. მედიკოსთა თქმით, პაციენტი კლინიკაში შეყვანიდან 1 საათში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ქალს მწვავე ვისრუსული ინფექციის ფონზე პლევმონია აღენიშნებოდა.
---
08.01.2020
ტრაგედია წყალტუბოში - ადგილობრივები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს დაუპირისპირდნენ
წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, შენობა რომელშიც ორი ქალი დაიწვა ამორტიზებულია და სამინისტრო ადამიანების დასახმარებლად არაფეს აკეთებს. დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს წარმომადგენლის გიორგი ქორიძის თქმით, შენობა საცხოვრებლად საშიში იყო. „სანთელის ან რაღაცის წვის შედეგად არის, სავარაუდოდ, ხანძარი გაჩენილი. აღნიშნულ შენობაზე სამი ექსპერტიზაა როგორც მახსოვს გაკეთებული. ორ შემთხვევაში არ ეწერა პირდაპირ, რომ ავარიული იყო შენობა. იძულებული გავხდით მესამე ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა, სადაც დაიდო დასკვნა, რომ შენობა არის ავარიული და აქ ცხოვრება არ შეიძლება“, - განაცხადა ქორიძემ. „თავისუფალი საქართველოს“ წევრის გოგი წულაიას განცხადებით, შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან 2 მოხუცს ელექტროენერგია ჩაუჭრეს. „ამ პირობებში მცხოვრებს, ორ მოხუც ქალბატონს დენს რომ ჩაუჭრი, რომელთაც ამ ქვეყნის წინაშე რაღაც ვალი მოხდილი აქვს და უჭრის ის ადამიანი, რომელსაც ერთი ხეც არ გაუხარებია - ახალგაზრდა ცივსისხლიანი “შპინგალეტები“ და აი, შედეგიც. არ ჰქონდათ სინათლე, დაანთეს სანთელი და დაიწვა ორი ადამიანი“, - ამბობს გოგი წულაია. ცნობითვის, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს, გადასახადის გადაუხდელობის გამო ელექტრო ენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, აალება სანთელმა გამოიწვია, რომელსაც ისინი იყენებდნენ. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
---
08.01.2020
დადგენილება 520 = ჯანდაცვა 2019
თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სექტორისთვის 2019 წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. სექტორს ჯერ კიდევ ახალი მინისტრის მოსვლა არ ჰქონდა კარგად გათავისებული, რომ დავით სერგეენკოს მემკვიდრემ ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ტარიფების გათანაბრების მოდელი შესთავაზა. კლინიკებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი ფასები მიუღებელი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები ხან მინისტრთან, ხან პრემიერთან, ხან ბიზნესომბუდსმენთან გაიმართა, ჯერჯერობით მთავრობას უკან არ დაუხევია. შესაბამისად, 520-ე დადგენილება სექტორისთვის წლის სკანდალად მოინათლა, ერთადერთი რაც ამ დროისთვის მოხერხდა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის საბჭო შეიქმნა. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე CBW-სთან 520-ე დადგენილებით გამოწვეულ აჟიოტაჟს პროცესში დაინტერესებული მხარეების არასაკმარისად ჩართვით ხსნის. „ერთი მხრივ გასაგებია, სახელმწიფო როგორც ამ მომსახურების შემსყიდველი ადგენს ტარიფებს, მაგრამ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ტარდება (მით უმეტეს არა ვადის მიცემით არამედ საკმაოდ მოკლე დროში), სასურველი იყო უფრო მეტი კონსულტაცია ჩატარებულიყო და ნაკლები კითხვები გაჩენილიყო. ეს რეფორმის პირველი ნაბიჯია და მისი საბოლოო მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სახელმწიფო დანახარჯების ეფექტიანობის გაზრდაა. მისასალმებელია, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის საბჭოს შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო წრეები, ასოციაციის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი თუ კერძო კლინიკები ჩაერთვებიან რეფორმის სწორად გატარებისთვის“, – ამბობს ზოიძე. აკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები მტკივნეული იქნება, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელად მიაჩნია აღიკვეთოს ის ტენდენციები, რაც ზოგადად ჯანდაცვის სექტორში მთელ მსოფლიოში შეინიშნება, ანუ როდესაც პაციენტი ჭარბ მომსახურებას იღებს. „როდესაც კლინიკის თავისუფალი არჩევანის მეთოდი არსებობს სექტორში არასასურველი მოტივაციის გაჩენის შესაძლებლობაც დიდია. სწორედ ამიტომ ნაცვლად იმისა რომ წახალისდეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, ხალისდება ზედმეტი მომსახურების მიწოდება“, – ამბობს ზოიძე და უმთავრესად მაინც პროცესის გამჭვირვალობას და დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობას მიიჩნევს. „სარგებელი უნდა მიიღოს პაციენტმა, სახელმწიფომ, ექიმმა და კლინიკამ“. ციფრები ჯანდაცვაში სექტორს, ისევე როგორც ბევრ სხვა მიმართულებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უჭირს. 2019 წლის სამ კვარტალში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში 11,2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, სრული მოცულობა მესამე კვარტალზე მოდის, პირველ კვარტალში მობილიზებული 0,8 მლნ დოლარის ინვესტიცია, ფაქტობრივად მეორე კვარტალში გადინებით დასრულდა. კარგი მდგომარეობა ინვესტიციების თვალსაზრისით არც 2018 წელს იყო, სულ 12,4 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი ჩაიდო, კიდევ უფრო ნაკლები 5,9 მლნ დოლარი იყო 2017 წელს. კვლავინდებურად დაბალია მშპ-ში სექტორის წილი. მესამე კვარტლის მონაცემებით, ის 4%-ს არ აღემატება, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ს მიაღწია და მიმდინარე ფასებში 489 ათას ლარს გადააჭარბა. სექტორში 71 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, შრომის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება კი 1 107 ლარს არ აღემატება. უნდა ითქვას რომ სახელმწიფო წლიდან წლამდე ზრდის ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას, ბოლო წლების განმავლობაში ის თითქმის გასამმაგდა და 2019 წლის მონაცემებით 1,1 მლრდ ლარამდეა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველადაც სახელმწიფო გვევლინება. როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, სწორედ ამან მოიზიდა სექტორში ინვესტიციები, თუმცა მისი თქმით, ინვესტიციები არა ხარისხში არამედ რაოდენობაში გადადის. წლის განმავლობაში ინფლაციის მაღალმა ტემპმა და გაუფასურებულმა ლარმა გავლენა იქონია, როგორც ჯანდაცის სერვისებზე ასევე მედიკამენტების ფასებზე, რაც ერთგვარ ზეწოლად იქცა როგორც მომხმარებლისთვის ასევე საყოველთაო ჯანდაცვისთვის. საქსტატის მონაცემებით, ფასები 3%-ზე მეტად გაიზარდა, მათ შორის ანტიბიოტიკური პრეპარატები 5%-ით, ტკვილგამაყუჩებელი – 3%-ით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 7%-ით გაძვირდა,თუმცა ეს მაჩვენებლები წლიურ ჭრილშია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან კი ფასები თითქმის გაორმაგებულია. ვერ გაამართლა 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამამ, არც მომხმარებელია კმაყოფილი და შემუშავებულია რეკომენდაციები მის გადახედვასთან დაკავშირებით. გაციფრულების ეპოქაში სექტორი 2019 წელსაც ელექტრონულის ნაცვლად ისევ ქაღალდომანიის ტყვეობაში დარჩა, ანუ ექიმებს პაციემტების მკურნალობის პარალელურად ათასგვარი დოკუნენტის წარმოება უცევთდა ლამის კლერკებად არიან ქცეული. გამოწერილი მედიკამენტების სიჭარბე, დიაგნოზის დასმის ცდომილება და ხარისხი კვლავინდებურად მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს. ასე რომ გამოწვევები ჯანდაცვის სექტორს 2020 წელშიც გადაყვება, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც დადგენილება #520 რჩება. წლის გარიგება და ინვესტიცია წლის მნიშვნელოვან ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) გადაწყვეტილება. ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის ემიტენსი Georgia Healthcare Group-ის შვილობილი “ევექსის ჰოსპიტალების” ობლიგაციებში 19,5 მლნ ლარი დააბანდა. ემისიის შედეგად მოზიდული თანხებისა და კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით ვალის ნაწილის რეფინანსირება მოხდება, იგეგმება კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის, მომსახურების ხარისხისა და მმართველობის ხელშეწყობა. ობლიგაციების საერთო მოცულობა 50 მლნ ლარია. წლის გარიგებად შესაძლოა მივიჩნიოთ “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“ მიერ ჯიპიაი ჰოლდინგი კლინიკების შეძენა. შედეგად ჯიპიაი ჰოლდინგი კლინიკების ბიზნესიდან გავიდა, სამაგიეროდ გაფართოვდა “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“, რომელმაც „ჯეო ჰოსპიტალსის“ 100%-იანი წილი შეიძიენა და 17 კლინიკის მფლობელი გახდა. ახალი მენეჯმენტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გათვალისწინებულია „ჯეო ჰოსპიტალსის‘’ ინფრასტუქტურის განახლება, გადაირაღება და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. ამაში „ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“ მოცულობითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორის პაატა ლომაძემ ბაზრის დატოვების მნიშვნელოვან მიზეზად სხვა საკითხებთან ერთად დაასახელა საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რასაც ნაჩქარევი და ხშირად დაუფიქრებელი ინიციატივები ქმნის.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: https://knews.ge/?p=44147&fbclid=IwAR0PFKZQ9IKZrTLqdARaOUlKxaHaNO2yQ2aPLcjfHRUBLn2kMT-BbJeZPmU
27 წლის ახალგაზრდას ოჯახი დახმარებას ითხოვს
---
ბეჭდვითი მედია
09.01.2020
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ეკატერინე ტიკარაძემ დამწვრობის ცენტრის პაციენტი ბავშვები მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. ცენტრში ამაჟამად შვიდი მოზარდი მკურნალობს, ყველაზე პატარა პაციენტი კი 11 თვისაა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბავშვებისთვის კლინიკამ ახალი სერვისი დანერგა. შესაბამისი მკურნალობის გარდა, არასრულწლოვან პაციენტებს, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც მიეწოდებათ. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებს აქვთ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. მსგავსი ტიპის სერვისებს მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ იმ კუთხით, რომ ყველა ბავშვისთვის გვქონდეს შესაბამისი სერვისის მიწოდების საშუალება. დამწვრობის ცენტრს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი გულწრფელად ზრუნავენ პაციენტებზე და ნამდვილად აწვდიან ხარისხიან სერვისს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ბავშვებში მაღალია ცხელი წყლითა და საჭმლით მიღებული დაზიანებები, ამასთანავე ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით იზრდება პიროტექნიკის გამოყენებისას დაზიანებების მიღების რისკი.
---
09.01.2020
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
600-ზე მეტი დევნილი სტუდენტი დაფინანსდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2019 წლებში, ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამა, 2016 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით, უკვე 600-ზე მეტი დევნილი სტუდენტი დაფინანსდა. განაცხადების შევსება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მიმდინარეობს.
---
09.01.2020
მედიასაშუალება: მესინჯერი
„სისხლის ბანკის“ ყოფილმა ექიმებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გამართეს
მე-15 დღეა, რაც სისხლის ბანკის ყოფილი თანამშრომლები 6 და 8-თვიანი, კუთვნილი დავალიანების მიღებას ითხოვენ, – მათ „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ წინ აქცია გამართეს და ანაზღაურების გადახდა მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე შიმშილობდა 29 დეკემბრამდე.
---
09.01.2020
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესის შეჩერების საჭიროება არ დგას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებელი არ ქმნის იმის საჭიროებას, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს. ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველაზე დაცული ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან, რადგან აღმზრდელები გრიპზე არიან აცრილნი. გამყრელიძის თქმით, გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. „დღეს, დილის სხდომაზე კიდევ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა რეკომენდაციას. მდგომარეობა არ გახლავთ ისეთი, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს ან არდადეგები გახანგრძლივდეს. დავაკვირდეთ მიმდინარეობას. გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და ამისდა მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ბაღებსაც ეხება ეს და სკოლებსაც. ბაღებთან მიმართებით, ჩვენ უკეთესად ვართ დაცულნი, რადგანაც წელს ბაგა-ბაღის დაახლოებით 14 ათასამდე აღმზრდელი აიცრა და ნაკლებია ბავშვებისთვის ინფექციის ბაგა-ბაღებში მიტანის შანსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
09.01.2020
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
გარდაიცვალა დაუდგენელი ეტიმოლოგიის ვირუსით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭიათურაში გარდაცვლილ 30 წლის ქალს, წინასწარი დიაგნოზის თანახმად, დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია ჰქონდა. „სამწუხაროდ, ვერ მოესწრო სინჯის აღება და არ არის ვირუსოლოგიური კვლევები ჩატარებული. მოკვლევა გრძელდება. გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადგილი ჰქონდა მაღალ ცხელებას, დროულად იყო სასწრაფო გამოძახებული. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ განვითარდა სწრაფი, ელვისებური ფორმა. ეს იყო მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადება. ცხელება ახასიათებს გრიპს, ახასიათებს კიდევ ძალიან ბევრ დაავადებას. წინასწარი კლინიკური დიაგნოზი გახლავთ დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. კითხვაზე, იკვეთება თუ არა მომხდარში სასწრაფო დახმარების ბრალეულობა, გამყრელიძე ამბობს, რომ მოკვლევა გრძელდება და კითხვას ამის შემდეგ გაეცემა პასუხი. „ჩვენ საათობრივი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ სანამ მოკვლევა დასრულდება, ამაზე ვერ ვისაუბრებთ. მას გაეწია დახმარება, როგორც ბინაზე, შემდეგ მეორე გამოძახებაზე გადაყვანილი იყო“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ. ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ასაკის ქალი სავარაუდოდ ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
ხანძარს ორი პენსიონერი ქალი ემსხვერპლა - რა მოხდა წყალტუბოს სანატორიუმში?
წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" ამჟამად დევნილები ცხოვრობენ.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
„ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა, როგორც უნდა იყოს ზამთარში, არაფერი არაა მომრავლებული“ – პაატა იმნაძე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
„გარდაცვალებაზე საერთოდ არ ვიძლევი კომენტარებს, ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა როგორც უნდა იყოს ზამთარში, არაფერი არაა მომრავლებული,"- ამის შესახებ „რეზონანსთან" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. გრიპის ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 7 იანვარს ჭიათურის კლინიკაში 30 წლამდე ქალი ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მიიყვანეს, რომელიც ექიმების თქმით შეყვანიდან დაახლოებით 30 წუთში გარდაიცვალა. იმნაძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსით გარდაცვალების დადასტურებული ორი შემთხვევიდან, ორივე დაგვიანებული მკურნალობის გამო იყო გამოწვეული. „გარდაცვალებაზე საერთოდ არ ვიძლევი კომენტარებს, ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა, როგორც უნდა იყოს ზამთარში, არაფერი არაა მომრავლებული. „დადასტურებული გარდაცვალების ორი შემთხვევა იყო, ორივე დაგვიანებული მკურნალობის გამო, რეკომენდაციები ჩვეულებრივია, 38.5-ზე მეტი ტემპერატურა ერთი დღე მაინც თუ აქვს ბავშვს, დაუყოვნებლივ ექიმმა უნდა ნახოს, ასევე რისკ-ჯგუფებზეც ასეა, დანარჩენები, გრიპი ალბათ ყველას გადაუტანია და სამი დღე თუ ასეთი ტემპერატურა აქვთ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. „თბილისში სამი პოლიკლინიკა 24 საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე ბათუმშიც, რიგებზე რა გითხრათ, ზუსტად იგივე ხდებოდა შარშანაც, შარშანწინაც, არაფერი პრობლემაა არაა ამ მხრივ, სამედიცინო მომსახურეობის გაუწევლობის გამო, არავის არაფერი არ მოსვლია, რა თქმა უნდა ამ დროს ცოტათი მეტი იქნება მომართვიანობა, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, „დეკემბრის ბოლოს ერთი პიკი გადავიარეთ,მეორე შესაძლოა იყოს, ან არა,ჩვეულებრივ თებერვლის მეორე ნახევარში, ან მარტის დასაწყისში," - განცხდა იმნაძემ.
---
08.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
ქალს, რომელიც ამ დილით ვირუსმა იმსხვერპლა, ჭიათურაში 2 პატარა შვილი დარჩა - ცნობილია მისი ვინაობაც
ჭიათურაში, სავარაუდოდ, ვირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მეხკან მიხელაძეა. როგორც „პრაიმიტამისთვის" გახდა ცნობილი მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელსაც მარტო ზრდიდა, რადგან მეუღლესთან გაცილებული იყო. ადგილობრივების თქმით, 30 წლამდე ქალის გარდაცვალების მიზეზი ვირუსია. თუმცა დავადებათა კონტროლის ცენტში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას სეზონურ გრიპის ვირუსს არ უკავშირებენ. ახალგაზრდა ქალი ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში, 7 იანვარს მიიყვანეს და ის მიყვანიდან საათნახევარში გარდაიცვალა.
---