| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-08.11.2019 |
| Received On : | 08.11.2019 08:36 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 08.11.2019
ტელევიზია
08.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
უკვე მესამე დღეს თბილსრესის 200-მდე თანამშრომელი გაფიცულია. აქციის მონაწილეები ხელფასების 50%-ით მატებას და პრემია -დანამატებს ითხოვენ, თანამშრომლების თქმით ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში მიმდონარეობდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451690
---
08.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
მშენებლობაზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მუშის საქმე - შრომის ინსპექტორები შემოწმებით სამუშაოებს აგრძელებენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451546
I არხი - მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451669
---
07.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ჯანდაცვის მინისტრი მედიკოსებს ბათუმში შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს კითხვები დაისვა მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებითაც. მინისტრის თქმით ჯანდასვის სამინისტრო მუშაობს გეგმაზე რომლის მიხედვითაც ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე იზრუნებენ.
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6450656
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451124
---
07.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების მართვის მიზნით სპეციალურ ჰოლდინგს აფუძნებს, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები გაერთიანდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. კლინიკები სრულად სახელმწიფოს მართვასა და მფლობელობაში იქნება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებაში შექმნილია სპეციალური საბჭო, სადაც ამ დაწესებულებების განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6450795
---
07.11.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
უბედური შემთხვევა ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მშენებლობიდან ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა და დაგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მშენებლობნაზე სახლსი სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, როცა ბაგირი გაწყდა და მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451289
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451174
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451002
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451242
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451037
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6449796
---
07.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
გაფიცვა გრძელდება თბილსრესში. გაფიცულებს და ადმინისტრაციას შორის ოლაპარაკება დღეს რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. მოლაპარაკებას პროფკცავშირებიც ესწრებოდნენ. როგორც გაფიცულები ამბობენ, იანვრიდან ადმინისტრაცია ხელფასების 15-20%-ით პირდება, თუმცა ამის გარანტიას დასაქმებულებს ვერ აძლევენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451246
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6450872
---
07.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მძიმე რეაქციები გამოიწვია საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომელიც საქართველოდან დროებით წასულ მოქალაქეებზეც აისახება. მომავალი წლიდან ქვეყანაში საიმიგრაციო წესები მკაცრდება. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთში ლეგალურად ჩასულ მიგრანტებზე კვოტები დაწესდება. რეგულაციების ქვეშ მოექცევა ჯანდაცვის სფეროც. 2020 წლიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლები უფასო ჯანდაცვის სერვისით მხოლოდ გადაუდებელი შემთვევების დროს ისარგებლებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451187
---
07.11.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს რომ მას დაურეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს - დაკარგა თუ არა ჯანსაღი თვალი. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451143
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6450713
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6450473
---
07.11.2019
არხი: ფორმულა
გადაცემა: ფორმულა ნიუს 20:00
ახალგორში, 49 წლის ბესიკ ობესოვი არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალა ის ახალგორში მეხანძრედ მუშაობდა და გუშინ გახდა შეუძლოდ, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის გამო, ობესოვი თბილისის კლინიკაში ვერ გადმოიყვანეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451117
---
07.11.2019
არხი: ფორმულა
გადაცემა: ფორმულა ნიუს 20:00
თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება დაგვიანებთ აღმოუჩინეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451105
---
07.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია
სიღარიბე, რომელიც უამრავ ოჯახს ახრჩობს საქართველოში. 422,970 ეს არის ციფრი, რომელიც იმ ადამიანების რაოდენობას ასახავს, ვინც ოჯახების გამოკვებას მხოლოდ სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარებით ძლივს ახერხებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6451010
---
07.11.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 15:00
ჭიათურის რაიონის, სოფელ მსხველაში მცხოვრები მოსახლეობა მაღალმთიანი სტატუსის გაუქმებაზე საუბრობს. "ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე ადგილობრივებს შეხვდა. მოსახლეობა, მოხსნილი სოც.დახმარების, ჯანდაცვის უწყების მიერ, 1 ლრიანი წამლების, შეშის და ნახევრად დაგებული ბეტონის შიდა გზების პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. ადგილობრივები ხელისუფლების უყურადღებობაზეც საუბრობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6450627
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6450110
---
07.11.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
სეზონური გრიპის აცრები-გრიპების სეზონი ძალიან ახლოს არის, მისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა კი ვაქცინაციაა. ვინ არის მაღალი რისკის ჯგუფში, ვისთვის შეიძლება აცრის გაკეთება, ვისთვის არის აცრა უფასო და რომელია ასაცრელად საუკეთესო პერიოდი. თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი ირაკლი ქარსელაძე საუბრობს და სასარგებლო რჩევებს გვაძლევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6448764
---
ინტერნეტი
08.11.2019
ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეული ჯგუფებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველებისთვის კონტრაცეპტივების უფასოდ გადაცემაზე მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის კონტრაცეპტივების უფასოდ გადაცემის საკითხზე მუშაობს. როგორც AMBEBI.GE წერს, 2017 წელს დამტკიცებული „დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის“ მიხედვით, 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს დაფინანსება იმისთვის, რომ საპეციალურ სამიზნე ჯგუფებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ ქალებს კონტრაცეპტივები უფასოდ გადაეცეს. დოკუმენტის მიხედვით, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელმაც სტრატეგიის მთავარ მიზანს, ოჯახის დაგეგმვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას უნდა შეუწყოს ხელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ ამ საკითხე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა დაინერგება თუ არა ეს ცვლილება, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს. „როგორც სტრატეგიაშია აღწერილი, ოჯახის დაგეგმვის მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუცა რომ გითხრათ, რომ ახლა სამინისტროში დგას კონტრაცეპტივების შესყიდვის საკითხი იმ მიზნით, რომ შემდეგ ისინი უფასოდ დარიგდეს, ეს ასე არ არის. ეს არის კომპლექსური თემა და ამაზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. მომზადებულია კითხვარი, ჩართულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია - სად, როგორ, რანაირად უნდა მოხდეს ცვლილებები. უფრო მკაფიოდ არის განსასაზღვრი ამის საჭიროება. სტრატეგიაში რაც წერია, ის არ არის სავალდებულო შესასრულებელი ხასიათის. სტრატეგია გადახედვას ექვემდებარება, თუმცა რაც იქ წერია, იმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აუცილებლობა გამოიკვეთა, ამ კონტრაცეპტივების შეძენას დიდი თანხა არ სჭირდება და რესურსი მოიძებნება“ - განუცხადა თამარ გაბუნიამ AMBEBI.GE-ს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს უფასოდ სთავაზობს საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის სერვისს - ე.წ. სპირალს. „რეფერალური პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია, ე.წ. სპირალი უკვე წლებია ფინანსდება. ამ მომსახურების მიღება უფასოდ შეუძლიათ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან: სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ. მომსახურების მიღებმა პირმა საჭიროების ყოველ ჯერზე უნდა მიმართოს განცხადებით სამინისტროს. განცხადების განხილვის შემდეგ, რეფერალური პროგრამის ფარგლებში ამ კონტრაცეფციის გამოყენება დაუფინანსდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ბევრი განცხადება არ გვაქვს, არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა აქამდე, თუ სხვა რამის. ვისაც აქვს უკიდურესი საჭიროება კონტრაცეფციის ამ მეთოდის, შეუძლიათ მოგვმართონ,“ - აცხადებს გაბუნია.
---
08.11.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/571728-gardabnis-tboelektrosadguris-gapiculi-tanamshromlebi-centraluri-gzis-gadaketvit-imukrebian
გარდაბნის თბოელექტროსადგურის გაფიცული თანამშრომლები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან
გარდაბნის თბოელექტროსადგურის მე-3 და მე-4 ბლოკის 200-მდე თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია. გაფიცული მუშები, დილიდან „თბილსრესის" ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ხელფასების 50%-ით გაზრდას, პრემია-დანამატებსა და შრომითი უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებსა და ადმინისტრაციას შორის გუშინ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. „თბილსრესის" ხელმძღვანელობამ მათ ხელფასების 15-20%-ით გაზრდა შესთავაზა, რასაც მუშები არ დათანხმდნენ. „თბილსრესის" ტერიტორიაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდა, აქციებს გააგრძელებენ და პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/tbilsresis-200-mde-tanamshromeli-mesame-dghea-gaficulia/
---
07.11.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=92604
ჯანდაცვის მინისტრმა აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დაგეგმილი რეფორმები გააცნო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე რეფორმა წარმოადგინა, მათ შორის, ერთ-ერთი რეფორმა ეხება დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას. „ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები. მართალია, ბოლო 7 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55%-მდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მინისტრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემას ეხება. მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. „ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი. ეს საკითხი მნიშვნელოვანია არამხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია. ტელემედიცინის პირველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა. რეფორმა შეეხება მედიკამენტების საკითხსაც, რადგან სწორედ ამ კომპონენტზე მოდის მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი. მინისტრის თქმით აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული სტრატეგია“, - ნათქვამია ინფორმაციაში. „უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება. ღონისძიებას აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/514836
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/mimdinareobs-mushaoba-fasebis-daregulirebasa-da-medikamentebis-charbad-danishvnis-kontrolze
---
07.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradze-arc-erti-medikosi-umushevari-ar-darcheba
ეკატერინე ტიკარაძე - არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ყველა კლინიკის ლიცენზირება თანაბრად მკაცრდება. რაც შეეხება კლინიკების შემცირების საკითხს, მინისტრი ამბობს, რომ არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება. „კლინიკების უპრეცედენტო რიცხვი გვაქვს, უპრეცედენტო რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში. ეს არის კონკურენციის საკითხი, რასაც ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება. არ გამორიცხავენ, რომ ტარიფების გათანაბრებამ კლინიკების შემცირება გამოიწვიოს. 6 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება კონკურენციას დაარეგულირებს და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამასთან, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს ქმნის, რომელშიც ოთხი საავადმყოფო გაერთიანდება.ჰოლდინგი ერთიან კონცეფციაში მოექცევა და სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში იქნება.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/514960
---
07.11.2019
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო და პირადად მე ჩართული ვიყავით მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში
ჯანდაცვის სამინისტრო და კონკრეტულად მე ვიყავით ჩართული მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მაკო გომურის სამედიცინო პროცედურები უცხოეთში გაგრძელდება. "სამწუხაროდ, ამ ფაქტის შესახებ ექსპერტიზამ რა დასკვნა დადო, ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, ფაქტით დავინტერესდები. ჯანდაცვის სამინისტრო და კონკრეტულად მე ვიყავით ჩართული მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში. მას არაერთი პროცედურა ჩაუტარდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის კლინიკაში. ასევე იგეგმება მისი თვალის რეაბილიტაციის კუთხით არაერთი პროცედურის ჩატარება უცხოეთში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
07.11.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=92620
თორნიკე რიჟვაძე: რეფორმები ჯანდაცვის სფეროში ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად აჭარის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" გამართა. ასევე, ისაუბრა დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე. აჭარაში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თორნიკე რიჟვაძემაც და აღნიშნა, რომ ის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, სრულად არის ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ორიენტირებული. მისი თქმით, ეს რეფორმა შეძლებს იყოს გარდამტეხი ჯანდაცვის სფეროში. „რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენ მომავალ წელს 18%-ით ვზრდით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალში პირველად აჭარაში მაცხოვრებლებს შეეძლებათ საზღვარგარეთ იმკურნალონ სახელმწიფოს დაფინანსებით. ასევე, ჩვენ ვზრდით ასაკობრივ მაჩვენებლებს რეინტეგრაციის ნაწილში. არასრულწლოვანთა დახმარებასთან დაკავშირებული ასაკობრივი ნიშნული 18 წლიდან 25 წლამდე გაიზარდა" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მედიკამენტების ფასის რეგულირება და მათი ჭარბად დანიშვნის კონტროლი; საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა და ინფრასტრუქტურული პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/571695-tornike-rizhvaze-jandacvis-speroshi-repormebi-adamianebis-sachiroebebzea-morgebuli
---
07.11.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/403885/
რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა
რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. დამსაქმებელი კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა. „ჩვენი ინფორმაციით, ამწეზე იყო ორი მუშა და ბაგირი გაწყდა. საბედნიეროდ ერთი მუშა გადარჩა… აქ მშენებლობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობდა ხელახლა გადაღებვა,“- გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ. მისი განმარტებით, მერიას არ ევალებოდა ამწეს ტექნიკური გამართულობისა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს კონტროლი იმის მიუხედავად, რომ ეს სახლი ჯერ მერიისთვის ჩაბარებული არ არის. განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაში: „პირველადი ინფორმაციით, ხარაჩოს ბაგირია გაწყვეტილი… ჩვენი ინსპექტორები უკვე შევიდნენ ობიექტზე და დაიწყო მოკვლევის პროცედურები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია მიქაიამ, შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექციის უფროსმა შრომის ინსპექტორმა. შრომის ინსპექციაში ასევე გვითხრეს, რომ ეს სამშენებლო ობიექტი ინსპექციას შემოწმებული არ ჰქონდა. ამ უწყებების გარდა სამშენებლო სამუშაოებზე გარკვეულ შემთხვევებში კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი უწყება ახორციელებს, თუმცა აქ თქვეს, რომ მათ უფლებამოსილებას სცდება მსგავსი შემთხვევების კონტროლი. ამ ეტაპზე უცნობია, ასევე, მუშაობდა თუ არა ამ ობიექტზე უსაფრთხოების ინსპექტორი, რომლის ყოლაც კანონში ბოლოს შესული ცვლილებების მიხედვით სავალდებულოა.
---
07.11.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/515025
“თავზე ჩაფხუტი არ ეფარა” – თვითმხილველები ბათუმში მუშის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზებზე თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” საუბრობენ. მათი ვარაუდით, ბაგირი, რომელზეც მუშები იდგნენ და სამღებრო სამუშაოებს ასრულებდნენ, კარგად დამაგრებული არ იყო, რის გამოც გაწყდა და ერთი მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა. თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ მუშას უსაფრთხოების ჩაფხუტი არ ეკეთა. “მუშები გარე ფასადს ღებავდნენ, იდგნენ ბაგირზე, რომელიც ჩამოწყდა და ჩამოვარდა, ერთ-ერთმა მუშამ თავის შველა შეძლო, ხოლო მეორე გარდაიცვალა”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. “ხმა გავიგე და გარეთ გამოვედი, კაცი ეგდო ძირს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი. შენობიდან გადმოვარდა, თავზე უსაფრთხოებისთვის ქუდი არ ეხურა. არ ვიცი, ვარდნის დროს მოძვრა, თუ საერთოდ არ ეკეთა. ბაგირი იყო ნახევრად მოწყვეტილი. ალბათ, ეგ არ იყო კარგად გამაგრებული”, – იხსენებს “რეგიონულ კვირასთან” მეორე თვითმხილველი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის უფროსის, ირაკლი მოქიას თქმით, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ არის. “სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა. კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. სამუშაოებს კომპანია “გიგერო” აწარმოებს”, – ამბობს ირაკლი მოქია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---
07.11.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/514995
“სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა”
ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ადგილზე ქალაქის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის უფროსი, ირაკლი მოქია ამბობს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა, რასაც ახალგაზრდის გარდაცვალება მოჰყვა. მისივე განმარტებით, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ არის. “სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა. კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. სამუშაოებს კომპანია “გიგერო” აწარმოებს”, – ამბობს ირაკლი მოქია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბესიკისა და კიროვის კვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის მოადგილის, ბადრი პაქსაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს 30 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. „30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე მისულ ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა, თუმცა სტაციონარში მაინც გადავიყვანეთ, მეოთხე სართულზე ბინას არემონტებდა სავარაუდოდ, კორპუსი მშენებარე არ არის”, – ბადრი პაქსაძემ. მომხდარის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---
07.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „6 ნოემბერს, ახალგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა ადგილობრივი, 49 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.კ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული პირი, გულის არეში გაუსაძლისი ტკივილით ახალგორის საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა, თუმცა ამ გარემოების მიუხედავად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ცხედარი ცხინვალში, ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს”, - აცხადებენ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დე ფაქტო უწყებების დაწესებული შეზღუდვა, ადამიანებს ართმევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას. „ვითარებას ამწვავებს ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი. რიგ შემთხვევებში ვერ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები, გვიანდება პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც, რიგ შემთხვევებში, შედეგად იწვევს ადამიანების გარდაცვალებას“, - ნათქვამია განცხადებაში. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლად, მათ შორის, შეიმუშავოს დამატებითი მექანიზმები, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის დროს გათვლილი იქნება მოსახლეობისთვის შექმნილი ზიანის მინიმუმამდე შემცირებაზე
---
07.11.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/571690-zestaponshi-samedicino-ambulatoriebis-mshenebloba-reabilitacia-mimdinareobs
ზესტაფონში სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ პირველ სვირში ახალი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარია. ზესტაფონის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ახალი საექიმო ამბულატორიის მომსახურებით 3000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „სვირი +“ აწარმოებს. მიმდინარე პროცესებს ვიცე მერი დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნენ. დაათვალიერეს ასევე სოფელ ზოვრეთში რეაბილიტირებული შენობაც. რეაბილიტაცია სოფელ ზოვრეთის საექიმო ამბულატორიასაც ჩაუტარდა. შენობის რეაბილიტაციისთვის 19 981 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „კეკე“ აწარმოებდა. პროექტი რგფ- ის დაფინანსებით განხორციელდა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/515002
---
07.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/idfi---gazrdili-biurokratiuli-xarjebi-sagangebo-situaciebis-martvis-samsaxurshi/43204/
IDFI - გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, უწყებაში ჩატარებული რეფორმები არათანმიმდევრული იყო. ასევე უკანასკნელ წლებში გაზრდილია შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, ხოლო უწყების რიგით თანამშრომლებზე უფრო მაღალი ტემპით ანაზღაურება ორგანიზაციის მენეჯმენტს ეზრდება. IDFI-ის კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: 2015 წლიდან დღემდე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეფორმა სამჯერ განხორციელდა, ყოველ ჯერზე იცვლებოდა უწყების სახელწოდება, სამართლებრივი სტატუსი და მისი ხელმძღვანელი პირები. რეფორმათა განხორცილების ერთ-ერთ მთავარ მიზანს ხარჯების ოპტიმიზაცია წარმოადგენდა. თუმცა, უწყების ყოველწლიური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული მიზანი არათუ ვერ იქნა მიღწეული, არამედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუჯეტი რეფორმის განხორციელების ყოველ ეტაპზე განაგრძობდა ზრდას. IDFI წერს, რომ თავად, რეფორმათა განხორციელების სიხშირე შესაძლებელია მიუთითებდეს იმაზე, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეფორმები არ იყო საკმარისად ეფექტური. გადაწყვეტილებები მიიღებოდა დაჩქარებული წესით, შესაბამისი წინასწარი შეფასების თუ კონსულტაციების გარეშე. აღნიშნული კი გამოხატულებას პოვებდა, ხანმოკლე პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ ახალი ცვლილების განხორცილების აუცილებლობაში. ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი სამსახურის ხელმძღვანელად თავდაპირველად გიორგი მღებრიშვილის დანიშვნა, ხანმოკლე პერიოდში ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ უწყების შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დაბრუნება და მისი ხელმძღვანელის კიდევ ერთხელ შეცვლა, აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებს უფრო მეტად პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეალურად ეფექტური ცვლილებების გატარებაზე ორიენტირებული რეფორმისა. IDFI-ის მიხედვით, ხარჯების ოპტიმიზაციის გაცხადებული მიზნის საწინააღმდეგოდ 2015 წელთან შედარებით 2018 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხარჯი გაიზარდა 10 მილიონზე მეტი ლარით. მათ შორის გაიზარდა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი და მან წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2018 წელს მიაღწია. რეფორმათა შედეგად დაგეგმილი იყო ასევე, ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხებიდან მეხანძრე-მაშველთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2018 წლის 1 აგვისტოდან მეხანძრე-მაშველთა თანამდებობრივი სარგო გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 120 ლარით. მოიმატა ასევე სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ პირთა თანამდებობრივმა სარგომ, 3,000 ლარამდე ოდენობით, რაც წინა წლებში დამკვიდრებული დანამატის გაცემის პრაქტიკის ერთგვარ ჩანაცვლებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ მოდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მეხანძრე-მაშველთა თანამდებობრივი სარგოს გაზრდა დამატებით 125 ლარის ოდენობით. კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გაერთიანების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს სამი ახალი სტრუქტურული ერთეული. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და იურიდიული სამმართველო. მოცემულ სამმართველოთა ფუნქციებს უწყებათა გაერთიანებამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაცია და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტი ასრულებდნენ. არსებული მდგომარეობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადმინისტრაციული მიზნებისთვის დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მთელი რიგ სამინისტროთა ცენტრალურ აპარატებში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულთა რაოდენობას. ბოლო წლებში უწყების მიერ სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები, სხვა ხარჯებთან შედარებით მხოლოდ მცირედით გაიზარდა. მნიშვნელოვნად შემცირდა სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობაც, თუმცა რამდენიმე ასეულით გაიზარდა შტატგარეშე დასაქმებულთა რიცხვი. 2018 წელს შტატგარეშე დასაქმებულთა მკვეთრი ზრდის დეტალური შესწავლის მიზნით IDFI-მ უწყებიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა სამწუხაროდ ვერ შეძლო მოთხოვნილი მონაცემების მიღება. უწყებამ არ გასცა არც თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) გამოყოფილი და ათვისებული საწვავის ოდენობის შესახებ ინფორმაცია და საწვავის მოხმარებაზე ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები. გამოიკვეთა ასევე პრობლემები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი სატესტო რეჟიმში მოქმედების გამო არ ფუნქციონირებს საჯარო ინფორმაციის გვერდი. სურათზე ჩანს: ფინანსთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
---
ბეჭდვითი მედია
08.11.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
საქართველოში ყველაზე ხშირად ჩატარებული ოპერაციების ათეული
(რეზონანსი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2009 წელს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთებია 34.398 მოქალაქეს, ხოლო 2018 წელს მაჩვენებელი თითქმის შვიდჯერაა გაზრდილი და 221.849 მოქალაქეს მიუმართავს ქირურგისთვის. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის ოპერაციები კეთდება და 2018 წლის მონაცემებით 48.772 ადამიანს ჩაუტარებია ასეთი ოპერაცია. გთავაზობთ საქართველოში ყველაზე ხშირად ჩატარებული ოპერაციების ათეულს: 1. საჭმლის მომნელებელი სისტემა - 48.772 2. ძვალკუნთოვანი სისტემა - 24.894 3. კბილები, ყბები, პირის ღრუ და ხახა - 19.354 4. სამეანო პროცედურები - 18.759 5. ქალის სასქესო ორგანოები - 16.814 6. ყური, ცხვირი და ყელი - 15.480 7. სისხლძარღვების ანგიოპლასტიკა - 11.591 8. პერიფერიული სისხლძარღვები და ლიმფური სისტემა - 10.939 9. თვალი და მისი დანამატები - 9.837 10. სტენტირება - 8.855.
---
08.11.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
"ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვას, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა"
ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ცხედარი ცხინვალში, ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს - ინფორმაციას ამის შესახებ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. მათივე ცნობით, 49 წლის მამაკაცი გულის არეში გაუსაძლისი ტკივილით ახალგორის საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ დე ფაქტო უწყებების დაწესებული შეზღუდვა, ადამიანებს ართმევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას. ვითარებას ამწვავებს ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი. რიგ შემთხვევებში ვერ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები, გვიანდება პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც, რიგ შემთხვევებში, შედეგად იწვევს ადამიანების გარდაცვალებას. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლად, მათ შორის, შეიმუშავოს დამატებითი მექანიზმები, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის დროს გათვლილი იქნება მოსახლეობისთვის შექმნილი ზიანის მინიმუმამდე შემცირებაზე" - აღნიშნულია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
08.11.2019
მედისაშუალება: ახალი თაობა
ბათუმში 23 წლის ანრი მახარობლიძე მე-10 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
გუშინ, 7 ნოემბერს, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. 23 წლის ანრი მახარობლიძე 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო კორპუსის გარე ფასადზე მუშაობდა, როდესაც ამწე გაწყდა და ის დაახლოებით მეათე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. ექიმების თქმით, 23 წლის მამაკაცს მრავლობითი სახის, სიცოცხლისთვის შეუსაბამო მოტეხილობები აღენიშნებოდა. “სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, გაწყდა ამწე და ჩამოვარდა ორი მუშა. ერთი საბედნიეროდ გადარჩა, მეორე უგონო მდგომარეობაშია,” – თქვა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის საპროექტო სამსახურის უფროსმა ირაკლი მოქიამ. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველები. “მე რომ გამოვიხედე, ერთი ადამიანი ძირს ეგდო და მეორე აივანზე ჩაკეცილი უყურებდა ამას და ცუდად გახდა. სასწრაფომ სანამ გადმოვარდნილი წაიყვანა, ის კაცი ჩაკეცილი ზემოდან უყურებდა და სავარაუდოდ, ცუდად გახდა ამის დანახვით,” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა. მშენებარე კორპუსში სამუშაო პროცესები ამ დროისთვის შეჩერებულია. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაავრცელა. “ინსპექტორები ადგილზე სწავლობენ უშუალოდ უბედურ შემთხვევას. ამ წუთის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ შეჩერებულია სამუშაო პროცესი. შრომის ინსპექციამ მოახდინა მყისიერად შეჩერება და სანამ არ იქნება დეტალურად შესწავლილი, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ასევე იმ შეუსაბამობების აღმოფხვრა, რომელიც იქ დაფიქსირდება და ფიქსირდება, სამუშაო პროცესი იქნება შეჩერებული,” – განაცხადა ბექა ფერაძემ. მომხდარის გამო გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---