| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-08.08.2019 |
| Received On : | 08.08.2019 08:37 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 08.08.2019
ტელევიზია
08.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ჯანდაცვის მინისტრუის მოადგილე თამარ გაბუნია ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. ხელსუფლების წარმომადგენლებმა ჭალა-ბოხვაურისა და სილაურაის მაცხოვრებლებისაგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6265261
იმედი-ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6265495
---
08.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 10:00
რკინიგზის თანამშრომლების პროტესტი - EMC მემანქანეების უფლებების დაცვას გეგმავს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6265474
---
07.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 33 სამშენებლო ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა. ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფებმა 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით 54 ობიექტი შეამოწმეს და სხვადასხვა ტიპის დარღვევები ყველა მათგანში დაფიქსირდა. მათ შორისაა ისეთი შეუსაბამობები როგორიცაა რისკების შეუფასებლობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით შემოწმებულ ყველა ობიექტზე. მეწარმეებსა და მომხმარებლებში სოფლის მეურნებობის დარგში არსებული სტანდარტებისა და ხარისხის ნიშნებს შორის ცნობადობა დაბალია. ამის სესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. კვლევაში საუბარია ორ ქართულ სტანდარტზე. აღნიშნულ თემაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მოეურნეობის მინისტრის მოადგილემაც იასაუბრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6264991
---
07.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 22:00
200 %-ით გაზრდილი სამივლინებო ხარჯები. ჯანდაცვის სამინისტრომ მილიონ 100 ათასი ლარი ოდენობის სამივლინებო ხარჯები გაიღო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6264988
---
07.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია სამტრედიაში გამართეს და ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს. მათი თქმით, სამი თვეა, კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც ერთი კვირაა, სამუშაოები შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძირითადად ხიდების სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ხელფასები არ დაერიცხებათ. „ხელფასები არ აგვიღია, უკვე მესამე თვე სრულდება, თითქმის, და ეს არის მთავარი მიზეზი. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვქონდა და შევწყვიტეთ მუშაობა და არ განვაახლებთ, სანამ არ იქნება ხელფასები ანაზღაურებული,“ - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული ირაკლი ოდიშარია. კომპანია ”გრინ ვაის” წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემები აქვთ, თუმცა გარანტიას იძლევა, რომ 15 დღეში ხელფასი დაირიცხება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6264791
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6264189
პალიტრა ტვ- პალიტრა ნიუს 16:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6264910
---
07.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
პრემიერ-მინისტრთან შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამის ამოქმედების პრეზენტაციაზე გახდა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქშია შესაძლებელი. მთავრობის ინფორმაციით აღარ მოხდება დიფრენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ პროგრამით, რომელიც 1 ლარად გარკვეული მედიკამენტების შეძენას გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6263800
---
ინტერნეტი
08.08.2019
მედიასაშუალება: http://pia.ge/post/276522-centraluri-da-adgilobrivi-xelisuflebis-warmomadgenlebi-yazbegsi-mosaxleobas-sexvdnen
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყაზბეგში მოსახლეობას შეხვდნენ
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიონის, არშისა და გარბანის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მირიან წიკლაური, გია გაჩეჩილაძე, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ტრიპოლსკი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სიონში, არშასა და გარბანში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა მოსახლეობას ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან დეტალურად ისაუბრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე. ასევე, მიმოიხილა ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები. 2019 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მიმდინარეობს სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდისა და სიონში კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები, რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსს არშაში და საჯარო სკოლებს სამივე სოფელში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სიონში, არშასა და გარბანში სკვერები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. ახლახანს კეთილმოეწყო ამბულატორია სოფელ სიონში. ასევე, დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სიონში და შიდა გზების მოწყობა არშაში. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. აქ, ძირითად პრიორიტეტებად მიწების რეგისტრაციის, შიდა გზების მოწესრიგებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხები გამოიკვეთა, ასევე მოითხოვეს რეგიონისთვის რეანომობილის გადაცემა. ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად რეგიონის ყველა დასახლებას მოიცავს.
---
08.08.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559398-jandacvis-ministris-moadgile-tamar-gabunia-ozurgetis-soplebshi-mosaxleobas-shexvda
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭალა-ბოხვაურის და სილაურის სოფლების მაცხოვრებლებისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მინისტრის მოადგილის თქმით, გურიაში მიმდინარე წელს აშენდება 6 ამბულატორია. სამივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 17 ამბულატორიას. დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა ქალაქ ოზურგეთში. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობამ მთავარ საკითხად ჭალა-ბოხვაურში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სილაურში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაასახელა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზაზა გაბუნია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88170
---
08.08.2019
დავით ბაქრაძე - ქართული სახელმწიფო ვალშია დევნილებთან, რომლებმაც რუსული ოკუპაციის შედეგად ყველაფერი დაკარგეს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ცხინვალის რაიონის სოფელ ხეითიდან იძულებით გამოდევნილ ოჯახებს გორის რაიონში, სკრის დასახლებაში შეხვდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძესთან საუბარში ოჯახთან ერთად იძულებით გადმოსახლებულმა უჩა კეკელიშვილმა და დევნილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს რუსული ოკუპაციისა და აგრესიის მძიმე დღეები, ისაუბრეს დევნილების დღევანდელ პრობლემებზეც. დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსული აგრესია და ოკუპაცია იყო ტრაგედია მთელი ქვეყისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეული და ტრაგიკული დევნილებისთვის, ვის მხრებზეც გადაიარა ჩვენი ისტორიის ყველაზე მტკივნეულმა პროცესებმა - ადამიანებისთვის - ვინც დაკარგა სახლ -კარი, შემოსავალი, ვისაც დაენგრა ცხოვრება და ძალიან ბევრმა მათგანმა დაკარგა ოჯახის წევრები. „მე არაერთგზის მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ ქართული სახელმწიფო ვალშია იმ დევნილებთან, რომლებმაც რუსული ოკუპაციის შედეგად დაკარგეს ძალიან ბევრი რამ, საკუთარი სახლ-კარი და ოჯახის წევრები. ჩვენი ვალდებულებაა ყველაფერი გავაკეთოთ დევნილთა პირობების გასაუმჯობესებლად და იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს. მათ სახლებში დაბრუნებამდე, იქ, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, უნდა ჰქონდეთ შედარებით უკეთესი საცხოვრებელი და სოციალური პირობები, ვიდრე მათ დღეს აქვთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
---
07.08.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559284-ekaterine-tikaraze-avstriis-elchs-sakartveloshi-arad-benkos-shexvda
ეკატერინე ტიკარაძე ავსტრიის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ავსტრიის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა იმსჯელეს პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა და სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების, ტელე-მედიცინის დანერგვის მიმართულებით. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, ადამიანური რესურსების განვითარებისა და საექთნო განათლების სისტემის დახვეწის კუთხით. საუბარი ასევე შეეხო ონკოლოგიური სერვისების განვითებასა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88130
პია.ჯი- https://pia.ge/post/276300-ekaterine-tikaraze-saqartvelosi-avstriis-elcs-arad-benkos-sexvda
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/252978
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-avstriis-elchs-saqarthveloshi-arad-benkos-shekhvda/
---
07.08.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=88131
ნუგზარ ბოლქვაძე - ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გეგმა, რომლითაც რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისები გაუმჯობესდება
ამბროლაურის კლინიკაში უკვე დაემატა ექიმი-ქირურგი და რეანიმატოლოგი, ასევე ადგილზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი“, - ამის შესახებ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ ბოლქვაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის განხორციელების შედეგად, რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისები გაუმჯობესდება, მათ შორის საუბარია ნეონატოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე. „რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს ჰოსპიტალური სექტორის, რეფერალური დახმარებისა და საბაზისო სერვისების გაუმჯობესებას და გაძლიერებას. ამბროლაურში უკვე განთავსდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი, დაემატა ქირურგი და რეანიმატოლოგი. რაც შეეხება ონს, დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ლაბორატორიული ულტრათანამედროვე სამსახურის შექმნისათვის, რაც დასრულდება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში. ჩვენი დაუყოვნებლივი მოქმედებების შედეგია ის, რომ გუშინ ამბროლაურის კლინიკაში წარმატებით ჩატარდა 2 გადაუდებელი ოპერაცია და პაციენტები ადგილზე რჩებიან, არ დასჭირდათ სხვაგან გადაყვანა,“ - განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამბროლაურში ამ დრომდე რეანომობილი არ იყო. ნუგზარ ბოლქვაძის განმარტებით, ახლა იქ მუდმივად იქნება 1 რეანომობილი, რომელიც რაჭას მთლიანად ფარავს. „ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით იმუშავებს ყველა იმ რაიონში, სადაც მსგავსი პრობლემებია, რაც რაჭაში გამოვლინდა“, - აღნიშნა ნუგზარ ბოლქვაძემ.
მარსალპრეს.ჯი-https://marshalpress.ge/archives/252987
პია.ჯი- https://pia.ge/post/276306-ambrolauris-klinikasi-eqimi-qirurgi-da-reanimatologi-daemata
---
07.08.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559344-jandacvis-ministris-moadgile-ozurgetis-pirveladi-jandacvis-rgolis-carmomadgenlebs-shexvda
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოზურგეთის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სოფლის ექიმის პროგრამაში მიმდინარე სიახლეები გააცნო. მან ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მართვის გაუმჯობესებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულად ამოქმედების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის განვითარება მნიშვნელოვანია და სამინისტრო, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოცვის გაუმჯობესებისთვის, ინტენსიურად მუშაობს. მისივე თქმით, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის. თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათისაა და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას ემსახურება.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88152
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/jandatsvis-saministros-tsarmomadgenlebi-ozurgethshi-medikosebs-shekhvdnen/
პია.ჯი- https://pia.ge/post/276384-ozurgetis-municipalitetis-samedicino-sazogadoebastan-sexvedra-gaimarta
---
07.08.2019
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები კახა ოქრიაშვილი, სიმონ ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტის სოფლებში - აწყურში, ტყემლანაში, თისელსა და ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდნენ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ. სამინისტროს ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. კერძოდ, გასულ წლებში სოფელ აწყურში მოეწყო სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენი, სატუმბი სადგური, გარე განათება, სკვერი, საყრდენი კედელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლსა და მუსიკალურ სკოლას, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი. მიმდინარე წელს ატიურად გრძელდება აწყურის ციხისა და კათედრალის რეაბილიტაცია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი მოსხლეობის გადაწყვეტილებით, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება. სოფელ ტყემლანაში მოეწყო სკვერი და სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასევე აშენდა სამეურნეო დანიშნულების შენობა და ეწყობა სველი წერტილი. სოფელ თისელში, გასულ წლებში მოეწყო გარე განათება, შემოიღობა სასაფლაო და მოიხრეშა შიდა გზები. ასევე, კეთდება ამბულატორია და გრძელდება გარე განათების მოწყობა. გარდა ამისა, სხვადასხვა სახის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა ვალეში. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლს , საბაშვო ბაღს, მუსიკალურ სკოლას, N1 საჯარო სკოლას. მოეწყო სკვერები, სარწყავი და სანიაღვრე არხები, სატუმბი სადგური, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, შიდა ქუჩებზე, ასფალტის საფარი დაიგო, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. მეორე შახტის დასახლებაში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავს. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის შიდა ქსელს და სარწყავს სისტემას. N2 საჯარო სკოლაში კი კეთდება ცენტრალური გათბობა.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88154
პია.ჯი- https://pia.ge/post/276395-xelisuflebis-warmomadgenlebi-axalcixis-soflebsi-mosaxelobas-sexvdnen
კვირა.ჯი- http://kvira.ge/490338
---
07.08.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/490340
ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდნენ
საკანონმდებლო, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ – ზაზა ბოხუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოდერძი ჩანქსელიანმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა სოფელ ასურეთის, ენაგეთისა და შავსაყდარის მოსახლეობას პრიორიტეტული მიმართულებებით უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააცნეს ინფორმაცია და ადგილზე არსებული საჭიროებები ერთობლივად განიხილეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ სიახლეებზე. ყურადღება გამახმილდა სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებზე. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს ქვემო ქართლის რეგიონში 783 პროექტი განხორციელდება, ჯამური ღირებულებით – 245 117 658 ლარი; მათ შორის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 18 749 200 ლარის ღირებულების 129 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი. სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებია. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროექტის პირველ ეტაპზე 9 აპრილის ქუჩის მოასფალტების და შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულდა. პროექტის მეორე ეტაპზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გერმანელთა სასაფლაოს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შვაბების ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ლუთერანული ეკლესიისა და 3 სახლის რეაბილიტაციის პროცესი. 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით კი, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ასურეთში, „სხვავის დასახლებაში“ საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლა აშენდება. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. სოფელ შავსაყდარში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ადგილობრივებს კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11132
---
07.08.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ramdenad-gagidzvirdat-medikamentebi-1-weliwadshi
რამდენად გაგიძვირდათ მედიკამენტები 1 წელიწადში
2019 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამკურნალო საშუალებებზე ფასები გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები 3.5 პროცენტით არის მომატებული ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში. კერძოდ, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.9 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გაძვირებულია მედიკამენტებიც. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები -6.29%-ით გაძვირდა; ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასი - 3.10%-ით არის გაზრდილი; ანტიბიოტიკებზე - 11.22%-ით; 5.64%-ით არის გაძვირებული ვიტამინები; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 1.49%-ით ; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების - 4.87%-ით არის მომატებული. ასევე გაზრდილია 1.68%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.
ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/ramdenad-gadzvirda-wamlebi-1-weliwadshi/
---
07.08.2019
„მთავარია აქაც შერჩევითი სამართალი არ იყოს“ - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები 1-ლი სექტემბრიდან ყველა დარგს შეამოწმებენ
2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი მკაცრდება. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ეკონომიკური საქმიანობა ყველა დარგს შეეხება. თუ აქამდე, ანუ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან, მენეჯერები მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე მიმდინარე პროცესებს ამოწმებდნენ, კანონის მოქმედება უკვე ყველა სფეროზე ფართოვდება. როგორ ხვდება ბიზნესი გამკაცრებულ რეგულაციებს და როგორ იმუშავებს ცვლილება პრაქტიკაში ? ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი გამოცდების ჩაბარების საფუძველზე 1000 სერთიფიკატი უკვე გასცა, აგვისტოში ეს ციფრი კიდევ უნდა გაიზარდოს და სექტემბრიდან ამ საბუთის მქონე მენეჯერები ობიექტებზე აქტიურ შემოწმებებს დაიწყებენ. როგორც ირკვევა, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჯამში 12 აკრედიტირებული კერძო ორგანიზაციაა, რომელიც შესაბამის სერთიფიკატებს გასცემს. შრომის უსაფრთხოებით დაინტერესებულმა პირებმა სწორედ ამ კომპანიებს უნდა მიმართონ. სწავლა ახლაც მიმდინარეობს და კურსის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია. მაქსიმალური დრო 2 თვე-ნახევარია, ხოლო თუ ფიზიკურ პირს შესაბამისი დოკუმენტის აღება უფრო სწრაფად უნდა, ყოველდღე 6 საათიანი სალექციო კურსის გავლა 20 დღეშია შესაძლებელი. სწავლის პროცესთან და გაცემულ სერტიფიკატებთან დაკავშირებით, „კომერსანტი“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვებს უწყების წარმომდგენელი მაია მიქაიამ უპასუხა: „1-ლი სექტემბრიდან უკვე მოქმედი კანონი აბსოლუტურად ყველას შეეხება. შესაბამისად, ყველა ობიექტი შემოწმდება და გაკონტროლდება. რაც შეეხება თავად შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს, გარკვეული რაოდენობა ახლაც გადის სწავლებას. ეუფლებიან შრომის უსაფრთხოებას, საფრთხეებისა და რისკების შეფასებას, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და ა.შ. აქედან ყველაზე მნიშვნლოვანი რისკების შეფასების ნაწილია, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რათა მენეჯერმა შეძლოს დროული რეაგირება მოსალოდნელი საფრთხეების. უშუალოდ სერთიფიკატის გამცემ ორგანიზაციებს კი აკრედიტაციას ჩვენ ვაძლევთ და მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს, ანუ რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს სწავლება. ახლა მათი რაოდენობა 12 და უახლოეს პერიოდში კიდევ 4 დაემატება“. გარდა კანონის გამკაცრების, უახლოეს მომავალში აკრედიტირებული პროგრამა ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტირებულ ცენტრში გადავა და ამ მიმართულებაშიც კონკრეტული ცვლილებებია დაგეგმილი: „სულ მალე მოხდება ეს ცვლილება და შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს საკითხზე მუშაობა. აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე გვეცოდინება რა ფორმით დარჩებიან აკრედიტირებული ორგანიზაციები და ცვლილებები შეეხებათ,“ — აცხადებს მაია მიქაია. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა რომ ზედმეტი ხარჯია, ამას ბიზნესი ადასტურებს, თუმცა დარწმუნებულია რომ საჭირო და აუცილებელი კანონია. ის, რაშიც კერძო სექტორს ეჭვი ეპარება, ეს შერჩევითი სამართალია: „შრომის უსაფრთხოება ისეთი რამაა, რომ აუცილებელია და სწორია. ამიტომ მივესალმებით, მაგრამ გააჩნია როგორ ფორმას მიიღებს. ჩემი პოზიცია ასეთია, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ჩვენს რეალობაში კი ყველა მიმართულებით შერჩევითი სამართალია და არც აქაა გამორიცხული იგივე გამეორდეს. მაგალითად, ჩემმა კომპანიამ 15 წლის წინ იყიდა ტერიტორია, სადაც თავის დროზე შეიჭრნენ დევნილები და ადგილზე უკანონოდ აშენდა 28 სახლი. ეს გახლავთ დღევანდელი „ორთაჭალის ტურფა“, რომლის ლოკაციას დღემდე ჩვენი საკუთრებაა, მაგრამ ვერაფერს ვშვრებით. წლებია სასამართლოში ვიბრძვით, თბილისის მერიაში ვდაობთ, მაგრამ ზარალს ვერ ვინაზღაურებთ. მსგავსი რამ რომ რომელიმე მაღალჩინოსანს დამართნოდა, ვფიქრობ, მალევე იპოვიდა სამართალს. ამიტომ მგონია, რომ აქ ყველაფერი ინდივიდუალურად წყდება და არა კანონის მიხევდით“.,- განმარტავს მენაშენთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი. უშუალოდ შრომის უსაფრთხოების მენეჯერების საქმიანობის ეფექტიანობის ნაწილზე კი მისი თქმით, კოორდინირებული მუშაობის გარეშე ყველაფერი ფორმალობა გახდება: „თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო. მარტო შრომის უსაფრთხოების მენეჯერები ვერ მოაგვარებს მთლიან პრობლემას, რადგან დღეს ყველა მშენებლობაზე ადგილობრივი მუშა ძალიან ხშირად იქცევა დაუდევრად. როგორც კი დაინახავს, რომ არავინ აკონტროლებს, იხსნის ჩაფხუტს, არ აბამს თოკს და ა.შ. თავად იგებს სიცოცხლეს საფრთხეში და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ კოორდინირებულად უნდა განვითარდეს ყველაფერი“. როსტომაშვილს ეთანხმება დეველოპერული კომპანია „GDG ჯგუფი“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძეც: „რა თქმა უნდა, კარგი ცვლილებაა და საერთაშორისო სტანდარტებს ეხმიანება. ეფექტიანობას უფრო დრო გვიჩვენებს. მაგრამ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულთა დამოკიდებულებასაც. კანონის მიხევდით, თუ ობიექტზე რაიმე შემთხვევა დაფიქსირდა, პასუხისმგებლობა ეკისრება დასაქმებულს. არადა, მშენებარე ობიექტებზე ბევრი ადამიანი მუშაობს, ვინც სრულიად დაუდევრად იქცევა. უსაფრთხოების მენეჯერი რომ წავა, ისევ წესების დარღვევით განაგრძობს საქმიანობას, ასეთ პირებს ვგულისხმობ. ამიტომ პრობლემას სისტემურად უნდა მივუდგეთ და ამ ნაწილზეც სამუშაო“, -ასეთია წაქაძის პოზიცია.
---
07.08.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samtredia-grigoletis-avtobanze-dasaqmebuli-mushebi-gaificnen
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია სამტრედიაში გამართეს და ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს. მუშების თქმით, სამი თვეა კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც ერთი კვირაა სამუშაოები შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძირითადად ხიდების სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ. გაფიცულების განცხადებით, სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ხელფასები არ დაერიცხებათ. კომპანია „გრინ ვეის" წარმომადგენელი განმარტავს, რომ პრობლემები აქვთ, თუმცა გარანტიას იძლევა, რომ 15 დღეში ხელფასი დაერიცხებათ.
პია.ჯი- https://pia.ge/post/276339-samtrediasi-avtobanis-mseneblobaze-dasaqmebulebi-gaificnen
---
07.08.2019
"სახლში 3 წლის ლილე ელოდება..."- ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
24 წლის მარიამ ლაბაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს და გოგონასთან დაკავშირებულ უმძიმეს ისტორიას ასაჯაროებს: "ვიმედოვნებთ, თქვენს დროს გამოგვიყოფთ და მოისმენთ ისტორიას, რომელმაც არაერთი ადამიანი ჩააგდო სასოწარკვეთილებაში, განსაკუთრებით კი 24 წლის მარიამ ლაბაძე და მისი ოჯახის წევრები. შორიდან ყველა ტრაგედია ერთ ფერებში ჩანს, თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც 24 წლის გოგონამ ერთდროულად დაკარგა ჯანმრთელობა და ბავშვი მუცელში. იყო ბევრი ვერსია, ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ, რადგან ქართველმა ექიმებმა ძალიან ბევრი "იმკითხავეს" უშედეგოდ და ამასობაში ოჯახის ფინანსური რესურსიც სრულად ამოწურეს. მივიდა მარიამი იმ ეტაპამდე რომ ორივე თირკმელი გაეთიშა, წაუვიდა სეფსისი, ფილტვები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, ყველა სასიცოცხლო ორგანო ჩათრეულია, გოგონა კი დაუძლურებული და როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად დანგრეული. 4 დღეა რაც მარიამი თურქეთში გადაიყვანეს. სხნა ამ ეტაპზე თურქეთში მკურნალობაა, რადგან იქაური ექიმები გადარჩენის იმედს გვაძლევენ. მარიამი აშკარად უკეთესობისკენაა, ბოლო 2 დღეა, ჭამა დაიყო, სიცხემაც დაუწია, ცოტა მომჯობინდა. მთელი ტრაგედია ისაა, რომ მიუხედავად იმისა რომ ყველა მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი გაერთიანებულია, ამის მიუხედავად საკმარისი თანხა არ გროვდება საწყისი ოპერაციებისათვის. დრო აღარ იცდის, დიდძალ თანხას კი თავს ასე სწრაფად ვერ ვუყრით. საწყის ეტაპზე საუბარია 50 000დოლარზე. ჩვენ მოგმართავთ თქვენ, არაერთი, არამედ ასობოთ ადამიანი, გამოიჩინეთ გულისხმიერება და გამოუყავით თანხა 24 წლის გოგონას, რომელსაც სახლში დედის ლოდინით დაღლილი შვილი - ლილე ელოდება, რომელიც 25 აგვისტოს 3 წლის ხდება"- აცხადებენ ახალგაზრდა ქალის ნათესავები. თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ მარიამ ლაბაძე აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.
---
07.08.2019
მამა, რომელიც რეანიმაციის კართან „მორიგეობს“ და ღამეებს უძილოდ ატარებს - 3 წლის ემილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
საშინელებაა, როდესაც საავადმყოფო ადამიანის „სახლად“ იქცევა. ემილია - ეს არაჩვეულებრივი გოგონა, უკვე 3 წელია, რაც კლინიკაში წევს. ხანდახან იგი გააღებს თვალებს, ღრმად ამოისუნთქავს, მაგრამ ეს მხოლოდ წამები გრძელდება. ბავშვი უმალვე კარგავს გონებას და კომაში ვარდება. ემილია ასეთ მდგომარეობაში დაბადებიდან იმყოფება. 3 წელი მას ერთი წუთითაც არ შორდება საკუთარი მამა, რომელიც მისთვის ნამდვილად რომ მფარველი ანგელოზია. იგი რეანიმაციის განყოფილების კარებთან „მორიგეობს“, ღამეებს უძილოდ ატარებს, ოცნებობს შვილის გამოჯანმრთელებაზე, თუმცა სიტუაცია არ იცლება უკეთესობისკენ. „,მე ჩემს გოგონას არასდროს მივატოვებ. სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები მასთან. მისი შემხედვარე, გული მაქვს ნაფლეთებად ქცეული. იცით, სიცოცხლე ისეთი რამ არის, რომ მისთვის უნდა იბრძოლო, არ უნდა დანებდე, არ უნდა შეუშინდე სირთულეებს და „გამარჯვებაც“ მოვა, - ამბობს ჩვენთან საუბარში იური ბუკია. ემილია დაზიანებული ხერხემლით დაიბადა, ცოტა ხანში კი მას ჰიდროცეფალია განუვითარდა. თავის ტვინზე ბავშვს 24 ოპერაცია აქვს გადატანილი, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად რთული რჩება. 6 წლის წინ, იურიმ და სალომემ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა. შეეძინათ ტყუპები - მარიამი და მართა. მამა მუშაობდა სტომატოლოგად, დედა - უვლიდა ბავშვებს. მოკლედ, ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ და მატერიალურად არ უჭირდათ. როდესაც დაიბადა ემილია, ბუკიების ოჯახის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. „მომაკვდავი შვილი თბილისის კლინიკაში იწვა და მე ხობში როგორ უნდა დამეძინა მშვიდად? - ამბობს იური ბუკია. ჩემი გული იქ იყო, ჩემს შვილთან. მე მას ვერ მივატოვებდი. გადავწყვიტეთ გაგვეყიდა სახლი და თბილისში გადავსულიყავით საცხოვრებლად. შევსახლდით ერთ პატარა ბინაში თემქაზე. მეუღლე უვლის ტყუპებს, მე კი - ემილიას და, შესაბამისად, კლინიკაში ვიმყოფები. -როგორია თქვენი ოჯახის შემოსავალი? იური: სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსია. თანხის დიდი ნაწილი მედიკამენტებსა და პამპერსში გვეხარჯება. ძალიან ღარიბულად ვცხოვრობთ, ხანდახან მე და ჩემი მეუღლე ვშიმშილობთ, რომ ტყუპებს არ მოაკლდეს საჭმელი. -სახელმწიფო რით გეხმარებათ? იური: ჯანდაცვის სამინისტრო იხდის მკურნალობის და კლინიკაში ყოფნის საფასურს, ხოლო მედიკამენტების ნაწილს და პამპერს მე ვყიდულობ. -ანუ ტყუპებისთვის თანხა არ გრჩებათ? იური: თითქმის არ მრჩება. -რამდენი წლისანი არიან ტყუპები და ყავთ თუ არა ნანახი ემილია? იური : მარიამი და მართა 5 წლისანი არიან. დაიკო რამდენჯერმე ყავთ ნანახი. ორი წლის წინ, ემილია ცოტა უკეთ შეიქნა და ექიმებმა ნება დაგვრთეს იგი სახლში წაგვეყვანა. რომ იცოდეთ, როგორ გაუხარდათ გიგონებს?! კოცნიდნენ, ეხვეოდნენ, სათამაშოებს ჩუქნიდნენ და მეუბნებოდნენ: „მამიკო, ემილია რატომ არ აღებს თვალებს? რატომ არ გველაპარაკება?“. ოჯახის ერთად ყოფნა 6 დღე გაგრძელდა. ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და ისევ კლინიკაში გავაქანეთ. მას არ შეუძლია სუნთქვა აპარატის გარეშე და ყოველდღიურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს. მეგობრებო, მოდით ვილოცოთ ამ არაჩვეულებრივი გოგონას გამოჯანმრთელებისთვის. ლოცვას, როგორც იცით, უდიდესი ძალა აქვს. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ემილია ბუკიას მამას, გაესაუბროთ და შეძლებისდაგვარად აღმოუჩინოთ დახმარება. მისამართი: თბილისი, თემქა, 11 მკრ, 2 კვარტალი, ტელ.: 568 16 15 15. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ ემილია ბუკიას უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი! ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ემილია ბუკია).
---
07.08.2019
მედიასაშუალება: https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/12294--chemi-ckhovreba-30-larith-gaumjobesebula-martokhela-ciuri-qsovreli
,,ჩემი ცხოვრება 30 ლარით გაუმჯობესებულა" - მარტოხელა ციური ქსოვრელი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუმცირეს. 60-ლარიანი დახმარების ნაცვლად, წელიწადზე მეტია, 30 ლარს იღებს. ამბობს, რომ დახმარების შემცირების მიზეზად ცხოვრების დონის გაუმჯობესება დაუსახელეს. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა თანხის შემცირება ცხოვრების დონის გაუმჯობესებას არ უკავშირდებოდეს: ,,როგორც ჩანს, ამ ქალბატონს, ხელმეორედ გადამოწმების დროს, მაღალი ქულები მოუვიდა. ადრე თუ იღებდა 60 ლარს, გამოდის, რომ ახალი კრიტერიუმებით, ის ამ დახმარების მიმღებ კატეგორიას აღარ ეკუთვნის" - გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში. კატეგორიები ასე ნაწილდება: ,,არის 60-ლარიანი, 50-ლარიანი, 40-ლარიანი და 30-ლარიანი დახმარებები. რატომ შეიმცირდა ასე მკვეთრად დახმარება, ამის მიზეზს ზუსტად ვერავინ გეტყვით. დეკლარაცია შეივსო და იმის მიხედვით, დადგინდა ქულები" - განმარტავენ კასპის სოციალური მომსახურების სააგენტოში. ციური ქსოვრელი კი, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყოველდღიურად არაფერი უმჯობესდება: ,,პირიქით, უკან-უკან მივდივარ. თან ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიუარესდება. ვერ ვიგებ, რატომ მომიხსნეს დანარჩენი 30 ლარი. რა გაუმჯობესდა ჩემ კარ-მიდამოზე, მითხრან" - ამბობს ციური ქსოვრელი. მას შვილი წლების წინ დაეღუპა: ,,ჩემი ბიჭი 16-წლის იყო, როცა დაიღუპა. მყავს მეორე შვილიც, გოგო, რომელიც გათხოვილია სხვაგან და თავისი ოჯახი აქვს. სოფელში კი, მარტო ვარ" - ამბობს ქალბატონი ციური.
---
07.08.2019
"დედა ჩამეხუტა, ბომბი რო ჩამოვარდა, წნევამ ორივე გაგვისროლა... სიზმრებში ვხედავ დედაჩემს და მეღვიძება" - აგვისტოს ომის დაზარალებულის ისტორია
Indigo.com.ge 2008 წლის ომის ერთ-ერთი დაზარალებულის და დაშავებულის გივიკოს ისტორიას წარმოგიდგენთ. "სიზმრებში ვხედავ დედაჩემს და მეღვიძება. გული მიჩქარდება, ვეღარ ვიძინებ ხოლმე. იმ მომენტს ვხედავ, თვითმფრინავი რო გადაგვაფრინდა თავზე. ყვირილის ხმა მესმის, გარშემო სუ მტვერია. მერე უცბად დედას ვხედავ, სისხლიანია ყველაფერი. მარტო ჩემ თავში ვიხსენებ. მეგობრებმა იციან რო არ უნდა ისაუბრონ ამაზე. გაფრთხილებული მყავს. პირველი ბომბი რო ჩამოაგდეს ბინის წინ, ქალებს მოხვდათ. ჩვენ გავრბოდით, სარდაფში უნდა ჩავსულიყავით. სადარბაზოს სარდაფი დაკეტილი დაგვხვდა და გვერდზე წავედით. ეზოში ქალები დავინახე, სულ სისხლში იწვნენ, ვიღაცეები ყვიროდნენ. დედაჩემმა თვალებზე ამაფარა ხელი, უკან გავიქცეთო. თავზე გადაგვიფრინა თვითმფრინავმა ამ დროს. დედა ჩამეხუტა. ბომბი რო ჩამოვარდა, წნევამ ორივე გაგვისროლა. თავში მოხვდა დედას ნამსხვრევი, მე ფეხში. რო არ გადამფარებოდა სახეში მომხვდებოდა. მახსოვს სისხლში ჩამივარდა ტელეფონი. დედასთან მივხოხდი და გავითიშე. მანქანაში მოვედი აზრზე. ჯარისკაცებმა წამომიყვანეს. სულ ვითიშებოდი. თვალს რო ვახელდი მამხნევებდნენ, არაფერიაო. დედა როგორ არის-მეთქი და კარგადააო. ამ დროს ყველაფერი დავინახე, დედაჩემი ჩემ გვერდზე იწვა. ვიცოდი, რაც მოხდა, მარა არ მინდოდა მეფიქრა რო ესე იყო. ჰოსპიტალში იმან გამომაფხიზლა, რო თქვეს ფეხი უნდა მოვაჭრათო. ყველა სისხლძარღვი და ნერვი გადაჭრილი აქვსო, ძვალიც გახვრეტილი იყო. ის დიდი ბომბის ნამსხვრევი ფეხში მქონდა გარჭობილი. რო ვუყურებდი გული მიმდიოდა. სამი თუ ოთხი საათი ვიწექი ეგრე. მახსოვს მამაო მოვიდა და ზეთი მცხო. მერე თვითმფრინავმა გადაიფრინა იქაც და გარბოდა ხალხი. მეშინოდა, მაგრამ ვერავის ვერ ველაპარაკებოდი. საკაცეზე ვიწექი, საწოლი აღარ იყო. ჯარისკაცები იყვნენ იმდენი დაჭრილები. მომენტებში ვითიშებოდი ტკივილისგან, სისხლსაც ბევრს ვკარგავდი. დედაჩემის მეგობარი დავინახე იქვე, ექიმია და დავუძახე, მომხედე-მეთქი. ეგრევე მანქანა გააჩალიჩა და მე და ერთი ჯარისკაცი წაგვიყვანეს თბილისში. ორივე ფეხი ქონდა იმას მოჭრილი. ჟვანიას კლინიკაში შვიდსაათნახევარი მიკეთებდნენ ოპერაციას. ბომბის ნამსხვრევები ხო ცხელი იყო, მაგან მოწვა კანიც და სისხლძარღვებიც, სისხლი შეადედა, თორე დავიცლებოდი სისხლისგან. მთავარი არტერია გადაჭრილი მქონდა. თვითმფრინავის ხმას რო გავიგებდი ცუდად ვხდებოდი, გული მიჩქარდებოდა, ფეხი მიხტუნავდა თავისით. ფსიქოლოგებმა გამომიყვანეს, თორე ხანდახან ნემსებით მთიშავდნენ ხოლმე. ბებიაჩემს თავიდან ვეუბნებოდი, წადი, დედაჩემთან იყავი-მეთქი. ვითომ მჯეროდა, რასაც მეუბნებოდნენ, საავადმყოფოშია ისიც და უკეთ არისო. მაგ მომენტებში მეც ვაჯერებდი თავს რო ცოცხალია. მერე ბებო “პროფილში” უნდა გამოსულიყო, ეგრე შემთხვევით არ გაიგოსო და ნათესავს თხოვა შენ გააგებინეო. შემოვიდა თუ არა, ვიცი-მეთქი, აღარ ვათქმევინე. გადავბრუნდი და ჩემთვის ვტიროდი ჩუმად. ჟვანიაში ბევრი ხალხი მოდიოდა, უცხოები, გვეხმარებოდნენ რითიც შეეძლოთ. ჩემმა ექიმმა თვითონ წამიყვანა ოპერაციაზე გერმანიაში. ეგ თვითმფრინავში ასვლა ჩემთვის საშინელება იყო. წამლები დამალევინეს და ეგრე გავუძელი იმ შიშს. ბებო ვერ წამოვიდა, მაგის და გამყვა. გერმანიაში ყველაზე ნათლად მახსოვს ფეხი რო დამადგმევინეს პირველად. ისეთი ბედნიერი ვიყავი, პატარა ბავშვივით მიხაროდა. მეტი არაფერი არ მახსენდება ხოლმე. მალე მინდოდა ჩამოსვლა. მეგობრებს ტელეფონით და სკაიპით ველაპარაკებოდი. სუ მირეკავდნენ. ეზოში რო შემოვედი პირველად, ძალიან უცნაური განცდა მქონდა, თან ძალიან მწარე იყო იმის გახსენება, თან მიხაროდა. სხვანაირი დამხვდა აქაურობა. ხალხიც შეიცვალა. ზოგი გაგიჟდა საერთოდ, რაც ნახეს როგორ ეყარნენ ქალები, ხელები, ფეხები, სუ აქეთ-იქით ეგდო. სუ ჩემთან იყვნენ მეგობრები, სანამ სკოლაში წავიდოდი. პირველ დღეს ტორტი გამიკეთეს. ბევრჯერ ცრემლებიც წამომსვლია იმაზე, რო არ მინდოდა ამხელა ყურადღება და შეცოდება. ფეხზე მეუბნებიან მადლობელი არ ხარ, დაჟე ესე რო დადიხარო? გაჭედილია სახსარი, გრძნობა არა მაქვს მაგ ფეხში. ხელოვნური ვენები რო ჩამიდგეს, ფიზიკურ დატვირთვაზე ეგრევე მტკივდება და ათი დღე, ორი კვირა ვწვები ხოლმე. სამსახურში ამდენი ხანი ვინ დაგელოდება. ერთი, ათი სამუშაო მაქვს გამოცვლილი. ბოლოს თევზის ქარხანაში ვმუშაობდი. ხუთასი კილო თევზი გამომქონდა ყოველ დღე. მიწერია დატვირთვა კი არა, ფეხის გაციებაც არ შეიძლებაო. არ გამოდის ეგრე, ვიწექი მერე ერთი თვე. ორჯერ ჩავაბარე, არ დამაფინანსეს და გამოვიტანე საბუთები. აქედან წასვლას არ ვაპირებ, ბებოსაც ვერ დავტოვებ. მიყვარს ეს ადგილი. სადმე რო მივდივარ სულ მენატრება ხოლმე. იმ დღეს მახსენებს, მარა დედაჩემის საფლავია, ის ადგილიც აქაა, სადაც გადამეფარა და გადამარჩინა. მაგიტო მენატრება ხოლმე"
---
ბეჭდვითი მედია
08.08.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
საქართელოში მედიკამენტების გაფართოებული პროგრამა იწყება
პრემიერის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქშია შესაძლებელი. "სამუშაო ადგილებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მინდა ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომი ფასები წამლებზე," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ბახტაძის თქმით, აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ პროგრამით, რომელიც ერთ ლარად გარკვეული მედიკამენტების შეძენას გულისხმობს. „ჩვენ ვაშენებთ სოციალურად პასუხისმგებელ სახელმწიფოს, მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა ჩვენს მოქალაქეებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, არის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე და აქ მინდა ცალკე გამოვყო - ხელმისაწვდომი ფასები წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება. დღეს არის მართლაც განსაკუთრებული დღე ამ თვალსაზრისით“,- განაცხადა ბახტაძემ.
---