| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-08.01.2020 |
| Received On : | 08.01.2020 09:40 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 08.01.2020
ტელევიზია
08.01.2020
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 12:00
წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მისულ მაშველებს ორივე ქალბატონი გარდაცვლილიდ ახვადთ. გარდაცვლილები აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ და მათ გადაუხდელობის გამო დენის მიწოდება შეზღუდული ჰქონდათ. მოხუცებს ღამე სანთელი ენთოთ, რაც სავარაუდოდ ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592200
---
08.01.2020
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
1. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, შემცირებულია. ქვეყანაში ძირითადად ბე ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც ა ტიპის ვირუსთან შედარებით, ნაკლებად აგრესიულია. გრიპის სეზონი მარტამდე გრძელდება. ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციაა სიფრთხილე და ჰიგიენის წესების დაცვა. 2. ვირუსული ინფექციებით პაციენტებს 24 საათიან რეჟიმში იღებს ინფექციური საავადმყოფო. ამ დროისთვის საავადმყოფოში 15 პაციენტი მკურნალობს. 3. 24 საათის განმავლობაში მუშაობს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოც. კლინიკაში მყოფი პაციენტების უმეტესობას ბე ტიპის ვირუსი აქვს. სოფო ცერცვაძის თქმით, კლინიკას ახალი პაციენტების მიღების საშუალებაც აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6591601
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6591713
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592098
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6591999
---
08.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
გახდა თუ არა გრიპი 30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი? დაავადებათ კონტროლის ცენტრში ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ. საავადმყოფოში კი, სადაც პაციენტი მკურნალობდა აცხადებენ, რომ ქალი კლინიკაში მწვავე ვირუსული სიმპტომებით შეიყვანეს. შემთხვევა ჭიათურაში მოხდა. მედიკოსების განცხადებით, ის კლინიკაში 7 იანვარს მიიყვანეს და შეყვანიდან საათნახევარში დაიღუპა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592093
მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6592039
---
08.01.2020
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
მიმდინარე სეზონზე სახელმწიფომ 96 ათასამდე რისკ ჯგუფში შემავალი მოქალაქე, კერძო სექტორმა კი 30 ათასამდე პირი აცრა. კომპანიებში აცხადებენ, რომ მომართვინობა გრიპის ვირუსის ვაქციანზე ბოლო წლების მაქსიმუმზეა, რამაც კომერციულ სექტორში მარაგების სრული ამოწურვა გამოიწვია. რა მდგომარეობაა ქვეყანაში გრიპის ვირუსთან მიმართებით და არსებობს თუ არა ეპიდემიის სფართხე?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6591599
---
07.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად საჭირო კვლევები ფართოვდება. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მცირეწლოვანი უფასო სახელმწიფო პროგრამაში მოხვდება. ეს არის ერთ-ერთი სიახლე იმ გეგმებს შორის, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლისთვის აანონსებს. უწყება კიბოს სკრინინგის პროგრამასაც აფართოებს და იმ კლინიკების ჩამონათვალს ზრდის, სადაც მსგავსი გამოკვლევების ჩატარებაა შესაძლებელი. ცვლილებებია მოსალოდნელი გეგმიური აცრების პროგრამაშიც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6591365
---
07.01.2020
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
გარკვეული ჯგუფებისთვის ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" უფასოდ გაიცემა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6590526
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6590208
---
07.01.2020
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
გრიპის ვირუსით მიმართვიანობა წინა თვესთან შედარებით გაზრდილია, თუმცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. მონაცამებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ზამთრის სეზონზე წელს ძირითადად "ბი" ტიპის ვირუსია გავრცელებული, რომელიც ნაკლებად საფრთხისშემცველია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6590299
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6590223
ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6590193
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6590181
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6590160
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6590116
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589995
ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589897
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589760
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589569
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589345
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589327
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589311
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589127
---
07.01.2020
არხი: ფორმულა
გადაცემა: ფორმულა ნიუს 17:00
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის" თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი სასტუმროს მენეჯერის კობა აბულაძის გადადგომას ითხოვენ. 50-მდე ადამიანი ახლა სასტუმროს ეზოშია შეკრებილი და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ელოდება. გაფიცვის მიზეზად გაუსაძლისი სამუშაო პირობები სახელდება. ამ სასტუმროს გაყიდვას საპარტნიორო ფონდი 2019 წლის დეკემბერში გეგმავდა. გამოცხადებულ აუქციონზე ფონდი პოტენციურ ინვესტორებს 10-წლიან იჯარას, ასევე შესყიდვის უფლებით სარგებლობას მოიცავდა. აუქციონზე სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის" შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 მილიონ 565 ათას 408 დოლარი იყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589890
---
06.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
520-ე დადგენილების გარშემო დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკებს მოლაპარაკებებისკენ ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს. კლინიკებისთვის ერთიანი სატარიფო გეგმის ამოქმედებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რაზეც მხარეებმა უნდა იმუშაონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6589479
ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588951
---
ინტერნეტი
08.01.2020
დადგენილება 520 = ჯანდაცვა 2019
თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სექტორისთვის 2019 წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. სექტორს ჯერ კიდევ ახალი მინისტრის მოსვლა არ ჰქონდა კარგად გათავისებული, რომ დავით სერგეენკოს მემკვიდრემ ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ტარიფების გათანაბრების მოდელი შესთავაზა. კლინიკებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი ფასები მიუღებელი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები ხან მინისტრთან, ხან პრემიერთან, ხან ბიზნესომბუდსმენთან გაიმართა, ჯერჯერობით მთავრობას უკან არ დაუხევია. შესაბამისად, 520-ე დადგენილება სექტორისთვის წლის სკანდალად მოინათლა, ერთადერთი რაც ამ დროისთვის მოხერხდა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის საბჭო შეიქმნა. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე CBW-სთან 520-ე დადგენილებით გამოწვეულ აჟიოტაჟს პროცესში დაინტერესებული მხარეების არასაკმარისად ჩართვით ხსნის. „ერთი მხრივ გასაგებია, სახელმწიფო როგორც ამ მომსახურების შემსყიდველი ადგენს ტარიფებს, მაგრამ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ტარდება (მით უმეტეს არა ვადის მიცემით არამედ საკმაოდ მოკლე დროში), სასურველი იყო უფრო მეტი კონსულტაცია ჩატარებულიყო და ნაკლები კითხვები გაჩენილიყო. ეს რეფორმის პირველი ნაბიჯია და მისი საბოლოო მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სახელმწიფო დანახარჯების ეფექტიანობის გაზრდაა. მისასალმებელია, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის საბჭოს შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო წრეები, ასოციაციის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი თუ კერძო კლინიკები ჩაერთვებიან რეფორმის სწორად გატარებისთვის“, – ამბობს ზოიძე. აკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები მტკივნეული იქნება, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელად მიაჩნია აღიკვეთოს ის ტენდენციები, რაც ზოგადად ჯანდაცვის სექტორში მთელ მსოფლიოში შეინიშნება, ანუ როდესაც პაციენტი ჭარბ მომსახურებას იღებს. „როდესაც კლინიკის თავისუფალი არჩევანის მეთოდი არსებობს სექტორში არასასურველი მოტივაციის გაჩენის შესაძლებლობაც დიდია. სწორედ ამიტომ ნაცვლად იმისა რომ წახალისდეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, ხალისდება ზედმეტი მომსახურების მიწოდება“, – ამბობს ზოიძე და უმთავრესად მაინც პროცესის გამჭვირვალობას და დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობას მიიჩნევს. „სარგებელი უნდა მიიღოს პაციენტმა, სახელმწიფომ, ექიმმა და კლინიკამ“. ციფრები ჯანდაცვაში სექტორს, ისევე როგორც ბევრ სხვა მიმართულებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უჭირს. 2019 წლის სამ კვარტალში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში 11,2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, სრული მოცულობა მესამე კვარტალზე მოდის, პირველ კვარტალში მობილიზებული 0,8 მლნ დოლარის ინვესტიცია, ფაქტობრივად მეორე კვარტალში გადინებით დასრულდა. კარგი მდგომარეობა ინვესტიციების თვალსაზრისით არც 2018 წელს იყო, სულ 12,4 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი ჩაიდო, კიდევ უფრო ნაკლები 5,9 მლნ დოლარი იყო 2017 წელს. კვლავინდებურად დაბალია მშპ-ში სექტორის წილი. მესამე კვარტლის მონაცემებით, ის 4%-ს არ აღემატება, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ს მიაღწია და მიმდინარე ფასებში 489 ათას ლარს გადააჭარბა. სექტორში 71 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, შრომის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება კი 1 107 ლარს არ აღემატება. უნდა ითქვას რომ სახელმწიფო წლიდან წლამდე ზრდის ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას, ბოლო წლების განმავლობაში ის თითქმის გასამმაგდა და 2019 წლის მონაცემებით 1,1 მლრდ ლარამდეა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველადაც სახელმწიფო გვევლინება. როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, სწორედ ამან მოიზიდა სექტორში ინვესტიციები, თუმცა მისი თქმით, ინვესტიციები არა ხარისხში არამედ რაოდენობაში გადადის. წლის განმავლობაში ინფლაციის მაღალმა ტემპმა და გაუფასურებულმა ლარმა გავლენა იქონია, როგორც ჯანდაცის სერვისებზე ასევე მედიკამენტების ფასებზე, რაც ერთგვარ ზეწოლად იქცა როგორც მომხმარებლისთვის ასევე საყოველთაო ჯანდაცვისთვის. საქსტატის მონაცემებით, ფასები 3%-ზე მეტად გაიზარდა, მათ შორის ანტიბიოტიკური პრეპარატები 5%-ით, ტკვილგამაყუჩებელი – 3%-ით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 7%-ით გაძვირდა,თუმცა ეს მაჩვენებლები წლიურ ჭრილშია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან კი ფასები თითქმის გაორმაგებულია. ვერ გაამართლა 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამამ, არც მომხმარებელია კმაყოფილი და შემუშავებულია რეკომენდაციები მის გადახედვასთან დაკავშირებით. გაციფრულების ეპოქაში სექტორი 2019 წელსაც ელექტრონულის ნაცვლად ისევ ქაღალდომანიის ტყვეობაში დარჩა, ანუ ექიმებს პაციემტების მკურნალობის პარალელურად ათასგვარი დოკუნენტის წარმოება უცევთდა ლამის კლერკებად არიან ქცეული. გამოწერილი მედიკამენტების სიჭარბე, დიაგნოზის დასმის ცდომილება და ხარისხი კვლავინდებურად მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს. ასე რომ გამოწვევები ჯანდაცვის სექტორს 2020 წელშიც გადაყვება, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც დადგენილება #520 რჩება. წლის გარიგება და ინვესტიცია წლის მნიშვნელოვან ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) გადაწყვეტილება. ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის ემიტენსი Georgia Healthcare Group-ის შვილობილი “ევექსის ჰოსპიტალების” ობლიგაციებში 19,5 მლნ ლარი დააბანდა. ემისიის შედეგად მოზიდული თანხებისა და კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით ვალის ნაწილის რეფინანსირება მოხდება, იგეგმება კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის, მომსახურების ხარისხისა და მმართველობის ხელშეწყობა. ობლიგაციების საერთო მოცულობა 50 მლნ ლარია. წლის გარიგებად შესაძლოა მივიჩნიოთ “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“ მიერ ჯიპიაი ჰოლდინგი კლინიკების შეძენა. შედეგად ჯიპიაი ჰოლდინგი კლინიკების ბიზნესიდან გავიდა, სამაგიეროდ გაფართოვდა “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“, რომელმაც „ჯეო ჰოსპიტალსის“ 100%-იანი წილი შეიძიენა და 17 კლინიკის მფლობელი გახდა. ახალი მენეჯმენტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გათვალისწინებულია „ჯეო ჰოსპიტალსის‘’ ინფრასტუქტურის განახლება, გადაირაღება და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. ამაში „ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“ მოცულობითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორის პაატა ლომაძემ ბაზრის დატოვების მნიშვნელოვან მიზეზად სხვა საკითხებთან ერთად დაასახელა საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რასაც ნაჩქარევი და ხშირად დაუფიქრებელი ინიციატივები ქმნის.
---
08.01.2020
ჭიათურაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა. არსებული ვერსიით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით გადაიყვანეს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ პაციენტის შემთხვევაში სეზონური გრიპის შემთხვევას არ ადასტურებენ. ექიმების თქმით, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს და შეყვანიდან საათნახევარში გარდაიცვალა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/530918
---
07.01.2020
პოლიომიელიტის, დიფტერიის, ყივანახველასა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ერთ აცრად გაკეთდება
აცრების ეროვნულ კალენდარში ცვლილებები შედის. როგორც საქართველოს პირველ არხს დარგის სპეციალისტებმა განუცხადეს, წელს ქვეყანაში პირველად შემოვა ვაქცინა, რომელიც ადამიანს პოლიომიელიტისგან 99 პროცენტით დაიცავს. პრეპარატს, რომლებიც ვაქცინაციისთვის ამ დრომდე გამოიყენება, დაცვის მხოლოდ 95 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. ახალი, ოთხკომპონენტიანი პრეპარატი პოლიომიელიტთან ერთად დიფტერიის, ყივანახველას და ტეტანუსის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც შეიცავს, რომლითაც ბავშვებს 18 თვის, განმეორებით კი ხუთი წლის ასაკში ცრიან. თუ დღემდე ეს სამი აცრა და პოლიომიელიტის ვაქცინაცია ცალ-ცალკე კეთდებოდა, მიმდინარე წლის ივლისიდან, ოთხივე კომპონენტი ორგანიზმში ერთი აცრით მოხვდება. „ყველაზე სერიოზული, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სრულიად ახალი ვაქცინის შემოღება საქართველოს ეროვნულ კალენდარში. ეს არის ე.წ. ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დაავადებას. ამათგან დიფტერია, ყივანახველა და ტეტანუსი კეთდებოდა საქართველოში. ეს ჩვენთვის ნაცნობი ვაქცინები გახლავთ, მაგრამ არის სრულიად ახალი პოლიომიელიტის ვაქცინა, რომელიც სხვა ფორმით, სხვა სახით და სრულიად სხვა ფორმატით არის. ეს არის პოლიომიელიტის ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც ინტრამუსკულარულად გაკეთდება ამ სამ დაავადებასთან ერთად. ასე რომ, ეს ოთხკომპინენტიანი ვაქცინის განსხვავებული კომპონენტი გახლავთ პოლიომიელიტი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძემ ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რატომ არის აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანი. „თუ ადრე პოლიომიელიტის ვაქცინისთვის ვიყენებდით წვეთებს და ბავშვებს ეს ვაქცინა მიეწოდებოდა ორალური სახით, ახლა ეს არის ვაქცინა, რომელიც დანარჩენ სამ ჩამოთვლილ ვაქცინასთან ერთად ინტრამუსკულარულად გაკეთდება. ის საქართველოში პირველად 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება ვაქცინაცია 18 თვიდან და ხუთი წლის ასაკში. სწორედ ამ ახალი ტიპის პოლიომიელიტის ვაქცინის გამოყენებით. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ვაქცინა. ამ ვაქცინას აქვს გაცილებით მეტი დამცველობითი ძალა, ვიდრე ადრე გამოყენებულ ვაქცინას, რომელსაც წვეთებით ვაძლევდით. გარდა ამისა, გვერდითი მოვლენების კუთხით, ეს ვაქცინა არის სრულიად უსაფრთხო. პოლიომიელიტის ორალური ვაქცინის დროს თუ რამდენიმე მილიონ შემთხვევაში შესაძლებელი იყო გართულება, ახალი ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ამ ვაქცინის შემოღებით საქართველომ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და დღევანდელი გადასახედიდან, ის კალენდარი, რომელიც ქვეყანაში იქნება 2020 წლის მეორე ნახევრიდან, მართლაც განსაკუთრებულია, როგორც რეგიონის მასშტაბით, ისე ევროპის ქვეყნებს შორისაც. პოლიომიელიტის ვირუსს აქვს ერთი თვისება, იწვევს ე.წ. დუნე დამბლას, ანუ უნარშეზღუდულობას გადაადგილების თვალსაზრისით. ეს არიან ბავშვები, რომლებსაც შემდეგ, თუ გადაიტანეს პოლიომიელიტი, აღარ შეუძლიათ თავისუფალი მოძრაობა. ეს არის ვირუსული ინფექცია. არის გარკვეული რეგიონები, სადაც დღემდე შეიძლება ველური პოლიომიელიტის ვირუსი არსებობდეს. ამიტომ, ახალი ტიპის ვაქცინის შემოღებით საქართველოში ბავშვები იქნებიან სრულად დაცულნი ყველა ტიპის პოლიომიელიტის ვირუსისაგან. ასე რომ, მიგვაჩნია, რომ ეს მართლაც რევოლუციური ნაბიჯია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული კალენდარისთვის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
---
07.01.2020
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კიბოს სკრინინგზე ხელმისაწვდომობა 2020 წლიდან იზრდება
2020 წლიდან კიბოს სკრინინგის სერვისის მიწოდება ყველა იმ დაწესებულებას შეუძლია, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილების შედეგად, პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იზრდება. აქამდე აღნიშნულ სერვისს მოქალაქეებს სახელმწიფო შესყიდვის გზით ერთი გამარჯვებული დაწესებულება აწვდიდა. „კიბოს სკრინინგი ძალიან დიდი ხანია, ქვეყანაში ვრცელდება, მაგრამ მაჩვენებელი, თუ რამდენად ბევრ ადამიანს მოიცავს ის, არის საკმაოდ დაბალი. არ აღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც სასურველია. პროგრამა ხდება ვაუჩერული და სერვისის მიწოდება შეეძლება ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც დაინტერესდება, შეასრულებს პროგრამით ნაკისრ ვალდებულებებს და ამ მექანიზმით, მივაღწევთ მაქსიმალურად გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ვიმედოვნებ, რომ ეს გაზრდის მომსახურების ხარისხს და რაოდენობას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ.
---
07.01.2020
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვს ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიმართვის საფუძველზე ტყვიაზე კვლევას უფასოდ ჩაუტარებენ
ტყვიის შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები ექნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს ცნობით, ეს სიმპტომებია მაგალითად, ჰიპერაქტიულობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი აშლილობა. ქვეყანაში უკვე არის ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. ამასთან, უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც. ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია აცხადებს, რომ ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. „გასულ წელს დავიწყეთ „მიქსის“ კვლევის მიხედვით გამოვლენილი ბავშვების სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგის კომპონენტი. პროგრამის ფარგლებში მოვიცავით მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც გამოვლინდნენ ამ კვლევის ფარგლებში. 2020 წლისთვის ეს კომპონენტი ფართოვდება და უკვე შვიდ წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიმართვის საფუძველზე ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაიტაროს ტყვიაზე კვლევა. ასევე, ტყვიის მაღალი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებიც იქნებიან გამოკვლეულნი ტყვიაზე. ეს კომპონენტი შევიდა ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან“, – აცხადებს ეკა ადამია. მისივე თქმით, ოჯახის ექიმები და პედიატრები გადამზადდნენ და მზად არიან პროცესის დასაწყებად.
---
07.01.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotwels-parlamentshi-shromis-inspeqciis-shesaxeb-kanonis-inicireba-moxdebaquot---beqa-feradze/46485/
"წელს პარლამენტში შრომის ინსპექციის შესახებ კანონის ინიცირება მოხდება" - ბექა ფერაძე
მიმდინარე წელს პარლამენტში შრომის ინსპექციის შესახებ კანონის ინიცირება მოხდება - ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 2020-ში ასევე შემუშავდება და დამტკიცდება რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი, რომელიც დაარეგულირებს, მაგალითად, უბედური შემთხვევის სავალდებლო დაზღვევას, რისკების შეფასების სისტემას და ა.შ. „უბედური შემთხვევევის სტატისტიკა გაუმჯობესდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ფასდაუდებელი და მუშაობა გრძელდება. სწორედ ამიტომ 2020 წელს შრომის ინსპექციის კანონი იქნება მიღებული, რაც მეტად მოგვცემს იმის მანდატს, რომ გავაძლიეროთ ზედამხედველობა, მათ შორის რეგიონულ ჭრილში, გაჩნდეს შრომის ინსპექციის ფილიალები და ეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართლიან სისტემას ჩამოაყალიბებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს სტატისტიკა უკეთესი იქნება. 2020-ში უკვე შემუშავდება და დამტკიცდება რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი, ეს არის უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა, გარკვეული ლიმიტები იქნება დადგენილი, ასევე რისკის შეფასების ერთიანი წესი იქნება საწარმოების მიმართ, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელონ, ასევე ორსული, მეძუძური, ახალნამშობიარევი ქალებისთვის იქნება განსაკუთრებით მძიმე და მავნე სამუშაოები განსაზღვრული. წელსვე პარლამენტში იქნება ინიცირებული შრომის ინსპექციის კანონი, რაც 2020 წელს უკეთეს საზედამხედველო სისტემას ჩამოაყალიბებს“, - განაცხადა ფერაძემ.
---
07.01.2020
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/418650/
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ექვემდებარება – ამირან გამყრელიძე
გრიპთან დაკავშირებით „ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება, ჩვენ შორს ვართ ჯერჯერობით ეპიდემიურ ზღვართან“, – აღნიშნა დღეს, 6 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, „2019 წლის დეკემბრის ბოლო სამი კვირა ხასიათდებოდა მზარდი ციფრებით, მიმართვიანობისა და ახალი შემთხვევების, გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციებისა ქვეყანაში… იანვრის პირველი კვირის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი არის 191 ყოველ 100 ათას მოსახლეზე. დეკემბრის ბოლოს ეს მაჩვენებელი იყო -312“. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სიმშვიდისკენ მიდის, მაგრამ მეორე ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს მძიმე, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს – ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით არის დაახლოებით 3%-ით მომატებული. იყო 19% და არის 22%, თუმცა ეს 2-ჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/274053
---
07.01.2020
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვს ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიმართვის საფუძველზე ტყვიაზე კვლევას უფასოდ ჩაუტარებენ
ტყვიის შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები ექნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს ცნობით, ეს სიმპტომებია მაგალითად, ჰიპერაქტიულობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი აშლილობა. ქვეყანაში უკვე არის ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. ამასთან, უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც. ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია აცხადებს, რომ ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. „გასულ წელს დავიწყეთ „მიქსის“ კვლევის მიხედვით გამოვლენილი ბავშვების სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგის კომპონენტი. პროგრამის ფარგლებში მოვიცავით მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც გამოვლინდნენ ამ კვლევის ფარგლებში. 2020 წლისთვის ეს კომპონენტი ფართოვდება და უკვე შვიდ წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიმართვის საფუძველზე ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაიტაროს ტყვიაზე კვლევა. ასევე, ტყვიის მაღალი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებიც იქნებიან გამოკვლეულნი ტყვიაზე. ეს კომპონენტი შევიდა ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან“, – აცხადებს ეკა ადამია. მისივე თქმით, ოჯახის ექიმები და პედიატრები გადამზადდნენ და მზად არიან პროცესის დასაწყებად.
---
07.01.2020
მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=13323
"ტამიფლუ"უფასოდ
ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე), მედიკამენტ ტამიფლუს (იგივე "ოსელტამივირი") უფასოდ მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. "მედიკამენტის მიღებისთვის აუცილებელია რეცეპტისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ქუთაისიპოსტ.ჯი- https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/16535-orsulebi-da-socialurad-daucveli-moqalaqeebi-medikament-tamiflus-ufasod-miigheben
---
07.01.2020
მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/274075
პაატა იმნაძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
„ეპიდემიის რისკს წელს ვერ ვხედავთ, რადგან „ბ“ ტიპის ვირუსი დადის და არ ჩანს ისე, რომ ავადობა მოიმატებს ეპიდემიურ ზღვრამდე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. მან ასევე ისაუბრა გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციებზე. „ვაქცინაცია მორჩა, მას აქვს, ასე ვთქვათ, ჩატარების რეკომენდირებული ვადები და ის პრაქტიკულად, დასრულებულია, მარტო ორსულებისთვის გრძელდება. ძირითადი რეკომენდაცია რჩება, რაც თავიდან იყო – ორსულებს ახლაც ვურჩევთ აცრას, რადგან როცა დაიწყო აცრები, შეიძლება მაშინ არ იყო ორსულად და ახლა გაიგო, ამიტომ ორსულებს ყოველთვის ვურჩევთ აცრას. დანარჩენებმა თავი შეიკავონ დახურულ სივრცეებში ყოფნისგან, სადაც ბევრი ადამიანი იქნება, თუ მაღალი რისკის ჯგუფია და აცრილები არ არიან. ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, რადგან მსუბუქი ავადმყოფი, რომელიც დადის, ავრცელებს გრიპს. სხვათა შორის, ოჯახის წევრებიც უნდა მოერიდონ, რადგან ძირითადად, ოჯახური კერები გვაქვს – ერთი რომ გახდება ავად, მერე სხვა წევრებიც ხდებიან ავად“, – განაცხადა იმნაძემ. მანვე ეპიდემიის რისკის შესახებ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჩვეულებრივი ზამთარი იქნება ჩვეულებრივი გრიპით. „ეპიდემიის რისკს წელს ვერ ვხედავთ, რადგან „ბ“ ტიპის ვირუსი დადის და არ ჩანს ისე, რომ ვთქვათ, ავადობა მოიმატებს ეპიდემიურ ზღვრამდე. ასე რომ, ჩვეულებრივი ზამთარი იქნება ჩვეულებრივი გრიპით“, – აღნიშნა იმნაძემ.
---
07.01.2020
მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/247743/
არასრულწლოვანთა რეფერირების წესი – რას სთავაზობს სახელმწიფო რთული ქცევის მქონე მოზარდს
2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა რეფერირების წესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წინა დღით, 2019 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წესის მიზანია „რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, დანაშაულის პრევენცია ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით“. წესში განმარტებულია „რთული ქცევა“ – ანუ, „ქცევა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მის ჰარმონიულ და სოციალურ განვითარებას, სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან/და მართლწესრიგს. რთული ქცევა შესაძლებელია გამოხატული იყოს არასრულწოვნის მიერ ნარკოტიკული საშუალების/ალკოჰოლის მოხმარებაში, მისი ჩართულობით ანტისაზოგადოებრივ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში, აზარტულ თამაშებში, სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებში“. დოკუმენტის თანახმად, რთული ქცევის მქონე მოზარდებისთვის შეიქმნება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულება“ იქნება. ასეთი დაწესებულების შექმნამდე კი, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების ფუნქციებს, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა (სკოლა-პანსიონი) შეასრულებს. სკოლა-პანსიონში 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით მყოფი არასრულწლოვნების ამ წესის მიხედვით ხელახალ შეფასებას კი, 2020 წლის პირველ აპრილამდე, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი განახორციელებს. ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი, როგორც წესშია განმარტებული, არის იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სათანადო სპეციალიზაციის მქონე თანამშრომლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეულ სხვა სპეციალისტებთან ერთად აფასებენ არასრულწლოვნის ინდივიდუალურ საჭიროებებს, სოციალურ გარემოს, უსმენენ მას, კონსულტაციას უწევენ მის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს, გადაწყვეტილებას იღებენ არასრულწლოვნის რეფერირების, მათ შორის, ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების/ცვლილების/შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ 2018 წლის 10 მაისს წარადგინა კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი 14 წლამდე არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე და როგორ უნდა დაეხმაროს ის რთული ქცევის ბავშვებს. კონცეფციაში მაშინ აღნიშნული იყო, რომ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი იქნება მაკოორდინირებელი ორგანო და დანაშაულში მონაწილე 14 წლამდე ასაკის ბავშვებს გადაამისამართებს სხვადასხვა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს, აგრეთვე, კერძო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ სარეაბილიტაციო, კულტურულ, სპორტულ და სხვა მსგავს პროგრამებსა და სერვისებში. ამასთან, უზრუნველყოფს თითოეული ასეთი არასრულწლოვნის შემდგომ მონიტორინგს შესაბამისი პროგრამისა თუ სერვისის ეფექტიანობის შეფასებისა და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. ამ თემაზე: 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის რეფერირების ცენტრის შექმნა იგეგმება ახალი წესი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, „განსაზღვრავს რეფერირების პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულების კოორდინირებულად მუშაობის პრინციპებს, პროცედურებსა და უფლებამოსილებებს“. რეფერირების სისტემა აერთიანებს უშუალოდ ცენტრს, შსს-ს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ამ სამინისტროთა მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, საქართველოს პროკურატურასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს. წესის მიხედვით, არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით, აღნიშნული დაწესებულებები რეფერირების პროცედურის ფარგლებში უზრუნველყოფენ შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას – საქართველოს პროკურატურა, ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენენ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას (არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში) და უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის შესახებ ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას; სპეციალური პენიტენციური სამსახური ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას იმ შემთხვევაში, თუ იგი პენიტენციურ დაწესებულებას ტოვებს პირობითი მსჯავრის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე და ნებაყოფლობით არ ერთვება „ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში“. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს არასრულწლოვნის შესახებ ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას; საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლების სამინისტრო, აგრეთვე, მათი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სკოლები, ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენენ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის გადამისამართებას ცენტრში; ეს უწყებები უზრუნველყოფენ ასევე რეფერირების მექანიზმის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების შემუშავებას და მიწოდებას, მონაწილეობენ ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების განვითარებაში და თანამშრომლობენ ცენტრთან არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართულობის მონიტორინგის მიზნით. ცენტრში არასრულწლოვნის გადამისამართების პარალელურად კი აგრძელებენ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობას. არასრულწლოვანთა რეფერირების ეტაპები გულისხმობს: რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდებას; არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას; არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას ან/და გადამისამართებას; ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას; არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგის და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას; უკიდურეს შემთხვევაში კი, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს წესი ვრცელდება რთული ქცევის მქონე 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიმართ დაწყებულია განრიდების პროცესი, ან მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელის სახით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. ეს წესი ასევე ვრცელდება 7-დან 14 წლამდე ასაკის იმ არასრულწლოვნებზე, რომლებთან მიმართებაშიც კომპეტენტური უწყებების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა დაუშვებელია. ცენტრის მიერ განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწოვნის მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრსა და არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელთან/ფაქტობრივ მზრუნველს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ასევე ხელს აწერს არასრულწლოვანი. ხელშეკრულებაში აისახება არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის წესი, პირობები, ვადები, აგრეთვე, რეფერირების ფარგლებში არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის უფლებები და მოვალეობები. ცენტრის გადაწყვეტილება შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის ჩართვის შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის გაგზავნა ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობაში განსაზღვრული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არასრულწლოვანს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ცენტრის სპციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, გაუხანგრძლივდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა. დაუშვებელია არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება. ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ: არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე; არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე; ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული ცენტრის მიერ არასრულწლოვნისათვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი; დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. „არასრულწლოვნის ვინაობის, ასევე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია და სხვა პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრისა და რეფერირების პროცედურებში ჩართული უწყებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად“ – აღნიშნულია წესში.
---
06.01.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/borjomi-likanshi-tanamshromlebis-gaficva-shewyda---ra-dapireba-miiges-menejmentisgan/46541/
„ბორჯომი-ლიკანში“ თანამშრომლების გაფიცვა შეწყდა - რა დაპირება მიიღეს მენეჯმენტისგან?
„ყველაფერი კარგად არის” - ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა bm.ge-ის ჟურნალისტთან ს სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის მენეჯერი კობა აბულაძე, რომელიც სასტუმროს გაფიცულ თანამშრომლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. აბულაძემ სიტუაციის დეტალურად ახსნაზე უარი თქვა. სასტუმროს თანამშრომლები ამ ენთუზიაზმს, როგრც ჩანს, არ იზიარებენ, რადგან ღია საუბრისგან ისევ თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ მენეჯმენტმა ერთკვირიანი ვადა ითხოვა დამატებითი კადრების ასაყვანად. ამ დროისთვის „ბორჯომი ლიკანში“ გაფიცვა შეწყდა. მიმღებმა სტუმრების მიღება განაახლა. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ „ბორჯომი ლიკანის“ თანამშრომლები გაიფიცნენ და სტუმრების მომსახურებაე უარი განაცხადეს. ისინი შრომის პირობების აპროტესტებდნენ. „გაუსაძლისი მდგომარეობაა. 1 კაცს უწევს იმდენი საქმის კეთება, რამდენსაც 20 თანამშრომელი უნდა აკეთებდეს. ვითხოვთ, ადამიანურ მოპყრობას და სასტუმროს მენეჯერის კობა აბულაძის გადადგომას. არსებულმა გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გავიფიცეთ ყველა - დამლაგებლებით დაწყებული დაცვის თანამშრომლებით დამთავრებული და უარი ვთქვით სტუმრების მომსახურებაზე“, - განუცხადა bm.ge-ის „ბორჯომი ლიკანის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
---
ბეჭდვითი მედია
08.01.2020
მედიასაშუალება: ფორბსი
ჯანდაცვის სისტემა და სიზიფეს შრომა
მთავრობის 520-ე დადგენილებამ, მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ფონისა, კონკრეტული რეფორმის ირგვლივ სერიოზული დებატები გამოიწვია და, ამასთან, უფრო ფართო დისკუსიისა და იმაზე დაფიქრების შესაძლებლობა გააჩინა, თუ საერთოდ რას წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, კონფლიქტი ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების მენეჯმენტს შორის განპირობებულია არსებული სისტემის მიერ შექმნილი დესტრუქციული სტიმულებით. ფაქტობრივად, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობს, არც ერთ მხარეს - არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს - არა აქვს სტიმული, იზრუნოს რესურების ეფექტიან გამოყენებაზე. რაც, მინიმუმ, მარტვივად პროგნოზირებადი იყო. სხვათა შორის, ასეთი სექტორის კარგი ინდიკატორია "ექსპერტების" სიმრავლე, რადგან "ობიექტური პოზიციის" მქონე ექსპერტებმა უნდა დამალონ გარიგების ფაქტი და დაიცვან ის ნებისმიერი კრიტიკისგან. თუ ვინმე ლარის გაუფასურების შემდეგ ალაპარაკდა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, "ექსპერტი" არ დააყოვნებს და გარე შოკებსა და "მთავრობის ბრალს" შეგვახსენებს. და როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი და საშიში. ამდენად, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ყველგანმ ცუდად მუშაობს და თუ დაგროვებულ გამოცდილებას კრიტიკულად მივუდგებით, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა. ხოლო დღევანდელი დაპირისპირება მორიგი ეტაპია იმ უსასრულო პროცესის, სადაც: მინისტრი ცდილობს, არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა გაზარდოს, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩინებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ. მაგრამ ვინც არ უნდა გამოვიდეს ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ისტორიას happy end არ ექნება, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ ფუნდამენტურად არასწორი სისტემის გაუმჯობესებას, ნაცვლად იმისა, რომ მისი გაუქმების გზების ძიება დავიწყოთ.
---