| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-07.11.2019 |
| Received On : | 07.11.2019 08:50 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 07.11.2019
ტელევიზია
07.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებებს უნდა ველოდოთ. კლინიკების ლიცენზირების სისტემის გამკაცრება ერთ-ერთი სიახლეა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის სახით წარმოადგინა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6448746
---
07.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
გუშინ ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში ჩავიდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა. მინისტრმა შეხვედრაზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პროექტზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული გეგმა გააცნო. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6448725
---
06.11.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
როგორი პროფილი ექნება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომლის აღჭურვა ჯერაც არ დაწყებულა, მედიკოსების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ დრო ხელოვნურად ჭიანურდება და იგეგმება შენობის გასხვისება, თუმცა მთავრობის წარმომადგენლების თქმით გასხვისება გამორიცხულია და საავადმყოფო 2020 წლიდან სრული დატვირთვით ამუშავდება და საუნივერსიტეტო პროფილის კლინიკად გადაიქცევა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6448048
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6448120
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6447595
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6447362
---
06.11.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
ივანიშვილების ოჯახის პირადი ექიმის მორიგი გადაწვყეტილება, რომელიც კლინიკების დახურვას და მედიკოსების უმუშევრობას გამოიწვევს. მცირე და საშუალო საავადმყოფოები მალე სავარაუდოდ აღარ იარსებებს და ბაზარზე მხოლოდ მსხივლი მოთამაშეები დარჩებიან. ხელისფულების ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ რისკებს შეიცავს უწყებაში განმარტებებს არ აკეთებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6448631
---
06.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი. ამჯერად მეუღლეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ დაპირისპირება მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ხდებოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6448585
---
06.11.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ცხინვალის რეჟიმის 60 წლის ახალგორელ პედაგოგს ადმინისტარციული საზღვრის გადმოკვეთის უფლებას ისევ არ აძლევს. თამარ გიგაური ოკუპირებულ ახალგორში ჭაში რამდენიმე დღის წინ ჩავარდდა. მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს თუმცა ცხინვალის კლინიკიდან ისე გამოწერეს რომ ბოლომდე არ უმკურნალეს. ოჯახი დაზარალებულის თბილისში გადმოყვანას ითხოვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6448481
---
ინტერნეტი
07.11.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tbilsresis-tanamshromlebi-gaifitsnen/63856
„თბილსრესის“ თანამშრომლები გაიფიცნენ
გარდაბანში, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია „თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. აქციის მონაწილეები ხელფასების 50%-ით მატებას და პრემია-დანამატებს ითხოვენ. მათი განმარტებით, „თბილსრესის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში მიმდინარეობდა. მაშინ დაპირება მიიღეს, რომ ხელფასის მატება სექტემბრიდან დაიწყებოდა, თუმცა პირობა არ შესრულდა. „თბილსრესი“ ამ დროისთვის რეზერვის რეჟიმშია. თუმცა ენერგო დეფიციტის შემთხვევაშიც აქციის მონაწილეები სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/571580-gardabnis-tboelektrosadguris-tbilsresis-tanamshromlebis-saprotesto-akcia-dilidan-ganaxlda
---
06.11.2019
სამედიცინო ჰოლდინგი შეიქმნება, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა შეხვედრაზე ბათუმის რესპუბლიკური საავამდყოფოს განვითარების პროექტზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული გეგმა გააცნო. მინისტრის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ის ერთ-ერთია იმ ოთხი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მართვაში იქნება. „შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, მოექცევა ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში. განხორციელდება კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. უკვე შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც მუშაობს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების სტრატეგიულ გეგმაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის 170-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ, სპეციალიზირებულ სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. კლინიკის ფუნქციებში შედის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, დავადების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტების და მეთოდების დანერგვა. „ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება ასევე სტუდენტების და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკაში ჩატარდება მაღალხარისხიანი სამედიცინო გამოკვლევები, იმუშავებს პედიატრიული და სამეანო განყოფილებები. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92541
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/235017-batumis-respublikuri-saavadmqofos-aghchurvaze-sakhelmtsifo-izrunebs
ბიფიემ.ჯი- http://bfm.ge/sakhelmwifo-samedicino-holdings-qmnis-romelshic-4-saavadmyofo-gaertiandeba/
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92538
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/571515-batumis-respublikuri-saavadmqopos-agchurvaze-saxelmcipo-izrunebs
ბათუმელები.ჯი- https://batumelebi.netgazeti.ge/news/238065/?fbclid=IwAR3wpiKFIPsoeiEV99SZ74gs2bcb8SSDIoFwa9ZZyXEuE9fFRGluNhvUkUw
---
06.11.2019
ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის შემოღება კონკურენციას დაარეგულირებს და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება კონკურენციას დაარეგულირებს და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში განუცხადა. მინისტრი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ერთიანი ტარიფის შემოღება ბაზრის კანონებს დაარღვევს. „მთელი მსოფლიო ოპერირებს ერთიანი ტარიფებით ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და საქართველოში ეს კლინიკებს ვერ დაანგრევს. პირველ რიგში, პაციენტებისთვის იქმნება პრობლემები, ვინაიდან პაციენტის ჯიბიდან გადასახადი არ რეგულირდება და ისინი თითქმის გაკოტრების ზღვარზე არიან მისული კლინიკების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე პირველ ნოემბერს მიიღეს. ცვლილებით, რომელიც მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ) შევიდა, ამ ეტაპზე, ახალი ტარიფები კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ამოქმედდება. პაციენტი კვლავ გადაიხდის თანაგადახდის განსაზღვრულ ოდენობას, თუმცა აღნიშნული გადასახადი შემცირდება და ერთნაირი იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.
---
06.11.2019
ქართველ სპეციალისტებს ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის ელექტრონულ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ჯანდაცვის კომპანია BMJ Publishing Group Limited-ს (BMJ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ადამიანური რესურსის გაძლიერებას ისახავს მიზნად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და BMJ-ის გლობალური ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების, სტრატეგიული პარტნიორობის ხელმძღვანელმა მიტალი როზინსკიმ მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, ქართველ სპეციალისტებს ეძლევათ ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის ელექტრონულ სერვისებზე (BMJ Best Practice & BMJ Learning) წვდომის შესაძლებლობა, რაც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პლატფორმები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის საუკეთესო კლინიკური გადაწყვეტილების მიღების დამხმარე საშუალებაა. პორტალი სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზის, ხარისხის გაუმჯობესების და სხვა მოდულებს მოიცავს, რომლებიც 20-ზე მეტ ქვეყანაშია აკრედიტირებული. აღნიშნული ინიციატივით ექიმებს ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან რესურსებზე წვდომა უფასოდ შეეძლებათ. როგორც ზაზა ბოხუამ აღნიშნა, საქართველო მიდის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემისკენ - „ეს არის სამედიცინო პერსონალის, ადამიანური რესურსის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. უწყვეტი სამედიცინო, უწყვეტი პროფესიული განვითარება უმნიშვნელოვანესია. სელექტიურ კონტრაქტირებაში მყოფ კლინიკებს აქვთ ვალდებულება გარკვეული კრედიტები დააგროვონ. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალსა და სხვა პლატფორმებს მივანიჭეთ შესაბამისი კრედიტები. პლატფორმის უფასოდ გამოყენება შეეძლებათ პირველადი ჯანდაცვის, სოფლის ექიმებს, სახელმწიფო კლინიკების პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს, კლინიცისტებს და სხვა“. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს. ახალი მემორანდუმის თანახმად, 2020-2022 წლებში საქართველოს 15 000 ლიცენზია გადმოეცემა. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან მემორანდუმი, სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს, 3 წლის ვადით გაფორდა. წელს კი დოკუმენტის განახლება მოხდა.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/britanul-samedicino-jurnalsa-da-djandacvis-saministros-shoris-memorandumi-gaformda
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92522
---
06.11.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/amortizebuli-sabchota-infrastruqtura-da-ganvitarebis-adreul-etapze-myofi-jandacvis-seqtori/
ამორტიზებული საბჭოთა ინფრასტრუქტურა და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ჯანდაცვის სექტორი
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით (2016 წ.), საქართველოს მოსახლეობა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში საშუალოდ იმაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს, ვიდრე რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მოსახლეობა. სამედიცინო დანახარჯები საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 308 დოლარს შეადგენს, რაც რეგიონში არსებულ საშუალო დანახარჯზე ნაკლებია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან სამედიცინო დანახარჯების წილი ქვეყნის მშპ-ში 8%-იან ნიშნულზეა დასტაბილურებული და რეგიონულ ჭრილში მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის დასტაბილურება განპირობებულია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით, რის შედეგადაც მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიწყო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები მიემართება ჯანდაცვის მიმართულებით, ფაქტია, რომ სექტორში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა არსებობს. განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია რეგიონების მასშტაბით, სადაც კლინიკები საკმაოდ მოუწესრიგებელია და ხშირ შემთხვევაში, მოძველებული და ამორტიზებული საბჭოთა დროინდელი ინფრასტრუქტურა გვხვდება. სწორედ ჯანდაცვის სექტორში არსებულ დაბალ დონეზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ექიმებთან შეხვედრისას და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისათვის, რათა ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები იმსახურებენ. “ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ ექიმებმა უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების საკმაოდ დიდი რაოდენობაა ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში პატარა კლინიკები განვითარებას ვერ ახერხებენ. “დღეს ჩვენ კლინიკების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს. მსოფლიოში ვართ მეორე ან მესამე ადგილზე. 79 კლინიკა გვაქვს 1 მილიონ მოსახლეზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით. ჰოსპიტალების სიმრავლე იწვევს მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს იმიტომ, რომ ყველა კლინიკას სჭირდება მენეჯერი, დამხმარე პერსონალი, ფინანსური გუნდი. საწოლფონდი ის გვჭირდება, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არის არარაციონალურად გადანაწილებული, რაც ზრდის მომსახურების ხარჯს და მეორეც, ამცირებს მომსახურების ხარისხს იმიტომ, რომ იმ პატარა კლინიკას განვითარებისა და მაღალ ტექნოლოგიებში ინვესტიციის შესაძლებლობა აქვს ძალიან დაბალი”, – აცხადებს გაბუნია. თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი შეისწავლა საერთაშორისო ორგანიზაცია “კოლიერსმა” და მათი შეფასებით სექტორი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. “თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. სექტორის ჯამური მიწოდება 700,000 კვ.მ-ს შეადგენს, საიდანაც უმეტესი წილი საბჭოთა დროის საავადმყოფოებზე მოდის, როგორებიცაა რესპუბლიკური საავადმყოფო, მედისონი ვაჟა-ფშაველაზე და ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებების მასშტაბური კლასტერი. ჯამური ფართობიდან თანაბარი – 28%-28% საბურთალოსა და დიდუბეში წარმოდგენილ სამედიცინო დაწესებულებებს უკავიათ, დარჩენილი 44% კი სხვა უბნებშია გადანაწილებული. უძრავი ქონების მფლობელობის ტიპების მიხედვით არსებული სამედიცინო დაწესებულებების ჯამური ფართობიდან 87% საკუთარ უძრავ ქონებას წარმოადგენს, 11% იჯარით არის აღებული, ხოლო 2% შერეული ტიპის მფლობელობაა. დაქირავებული ფართების საიჯარო განაკვეთი 2.5 დოლარიდან 25 დოლარამდე მერყეობს, რაც ქონების ადგილმდებარეობაზე, ზომაზე, საიჯარო პირობებსა და სხვა ძირითად მახასიათებლებზეა დამოკიდებული”, – აღნიშნულია “კოლიერსის” კვლევაში.
---
06.11.2019
კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ფრანგულ ვაქცინას 15 ნოემბრიდან ელოდებიან
გრიპის საწინააღმდეგო, ოთხკომპონენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინები აფთიაქების ქსელში სავარაუდოდ 15 ნოემბერს შევა, თუმცა იმპორტის ვადები მწარმოებელზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სააფთიაქო ქსელ „ჯიპისიდან“ აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, მათ ოქტომბრის ბოლოს 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანეს, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გახარჯული სამკომპონენტიანი ვაქცინების რაოდენობას 25 პროცენტით აღემატება. თუმცა, შესყიდული პრეპარატების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მარაგი უკვე ამოიწურა. შემსყიდველებს შორის იყვნენ როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე სხვა კომპანიები, რომლებმაც ვაქცინები საკუთარი თანამშრომლების აცრის მიზნით შეიძინეს. „ჯიპისიში“ ამბობენ, რომ ნოემბრის შუა პერიოდისთვის ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი ჯერ უცნობია. ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა პრეპარატი შეიძინა „ავერსმა“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი ქსელში სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს შევა. ამ მომენტისთვის კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია. ოთხკომპონენტიანი, 100 000 ერთეული ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ შემოიტანა, რომელიც უფასო აცრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს (შიდსითა და ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები, მედპერსონალი და სხვ.) უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით, აცრები პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე ადამიანებს ჩაუტარდებათ. იქნება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „თავისუფალ დღეს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს. გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა.
---
06.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/bunebrivia-eqimebsac-aqvt-survili-saxlshi-meti-dro-gaataron-amistvis-xelfasis-sistema-unda-gaumdjobesdes
„ექიმებსაც აქვთ სურვილი სახლში მეტი დრო გაატარონ, ამისთვის ხელფასის სისტემა უნდა გაუმჯობესდეს“ - დიმიტრი ცქიტიშვილი
„ექიმი რატომ მუშაობს ბევრ ადგილას? იმიტომ, რომ დაბალი აქვს ხელფასი. თუ ეს სისტემა გაუმჯობესდება, მათაც აქვთ სურვილი სახლში მეტი დრო გაატარონ.“ - ასე აფასებს ექიმებისთვის ორ კლინიკაში მუშაობის სავარაუდო აკრძალვას საქართველოს პარლამენტის წევრი, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას. მედიკოსებისთვის სამუშაო ადგილების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააჟღერა. განცხადებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რაც არა ერთ პრობლემას წარმოშობს, მათ შორის საავადმყოფოში გადაუდებელი ვითარების დროს ექიმის დროულად მისვლის პრობლემას. პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ პარტნიორებთან, დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან ერთად კონსულტაციის შედეგად რისკის შემცველი სამუშაოების სიის შედგენის აუცილებლობას ხედავს. „კანონში გვინდა ჩაეწეროს, რომ რისკის შემცველ სამუშაოებზე შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. რისკის შემცველი სამუშაო გულისხმობს, რომ ადამიანის საქმიანობა არა მხოლოდ მას, არამედ სხვა პირებსაც ჯანმრთელობის საფრთხეს უქმნის, ამიტომაც უნდა შეიზღუდოს. ესენი შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ბევრს. ექიმების სამუშაო პროცესის რეგულაცია მე წარმომიდგენია ზოგადად სამედიცინო სისტემის რეფორმის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ დაზუსტდება სამინისტროსგან, თუ როგორ ხედავენ ექიმებისთვის ორ ადგილას მუშაობის აკრძალვას. მედიკოსები არაადამიანურად მუშაობენ , სასწაულებს აკეთებენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია რეგიონებში, სადაც ექიმების და რესურსების ნაკლებობაა და ანაზღაურება კიდევ უფრო დაბალია. კანონში გვინდა ჩანაწერი გავაკეთოთ, რომ მთავრობა ან ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან, დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან ერთად კონსულტაციის შედეგად შეადგენს რისკის შემცველი სამუშაოების სიას. კანონი ასეთ სამუშაოებს ვერ საზღვრავს, ამას საზღვრავენ ქვენორმატიული აქტები იმისთვის, რომ უფრო ოპერატიული იყოს საქმიანობა. სხვა მსგავს პროფესიებს რაც შეეხება, შეიძლება მძღოლებს შეეზღუდოს მსგავსი მუშაობის რეჟიმი, განსაკუთრებით მათ, ვისაც გადაჰყავთ მგზავრები. უცხოეთში დანერგილია ეს სისტემა, რითაც სპეციალურად კონტროლდება, რომ მძღოლმა შესაბამისაი დროით შეისვენოს და გააჩეროს მანქანა. ჩვენთან როგორ იქნება ამას დაარეგულირებს ქვენორმატიული აქტები, ხოლო კანონში ცვლილება ხელს შეუწყობს ამ პროცესს.“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ექიმების რამდენიმე ადგილას მუშაობის საკითხი აქტუალური 2017 წელსაც იყო. ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ექიმებისთვის სხვა კლინიკებში მუშაობის აკრძალვა არ იგეგმებოდა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ ასეთ ამკრძალავ რეგულაციებზე მუშობა სამინისტროს არც დაუწყია და ამას არც მომავალში გეგმავს. 2019 წლის სექტემბერში დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ გახდა ცნობილი ,რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა შეიძლება აიკრძალოს.
---
06.11.2019
"ბავშვი ტკივლებით იტანჯება, ქართველი ექიმები ხელს არ კიდებენ"- 12 წლის ბიჭს დახმარება სჭირდება
12 წლის გიორგი ხაშურიდანას საქართველოში კუშინგის სინდრომი დადუგინეს. მოზარდის მშობლებს ქართველმა მედიკოსებმა უთხრეს, რომ მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელი აცხაებს, რომ ოჯახს ეუბნებოდენ რომ ბავშვს ვერაფერს შველოდენ საქრთველოში და საჭიროა მისი საზღვრაგერთ წაყვანა. "ბავშვი ტკივლებით იტანჯეა სახლში, აქვს ყველა ორგანო დაზიანეული. ყოველღე აქვს 160 წნევა, გულზე პრლბლემები. ქართველი ექები ხელს არ კიდებენ ბავშვი უწამლოდა იყო დიდი ხანი. გიორიგის ანალიზები გადაგზავნილი იყო თურქეთში თურქ სპეციალისტებთან ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. გიორგის დაუდგინეს სიმსივნე თავში ( მ ე ნ ი ნ გ ი ო მ ა) ბავშვს ესაჭიროება ოპერაცია. ყველას გთხოვთ, გევედრებით გიორგის დაეხმარეთ. ოპერაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გიორგის სიცოცხლისთვის 1 ლარიც მნიშვნელოანია"- აცხადებს აბაშიძე. ☎ 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე გიორგი დოგაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
06.11.2019
ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი სახლში ისე გაწერეს, შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ
ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე თამარ გიგაური სახლში ისე გაწერეს, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. „სახლში გამოწერეს ისე, რომ თითქოს არანაირი პრობლემა არ აქვს. მისთვის არ გაუკეთებიათ არც ოპერაცია, არც თაბაშირში ჩაუსვამთ მოტეხილობა. შეხვეული მოტეხილობებით, დაბეჟილობებით, მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანეს სახლში ახალგორში, თავისი დის, ნუნუ გიგაურის ოჯახში. ამ დროისათვის იგივე ვითარებაა, საზღვარს არ ხსნიან, რომ დაშავებული გადმოვიდეს და თბილისის კლინიკას მიმართოს. საზღვარი აუცილებლად უნდა გახსნან, რადგან ორ თვეზე მეტია, როგორც ქართველებისთვის, ისე ოსი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობებია შექმნილი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
---
06.11.2019
ფოთში, სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით, საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული 20-მდე ადამიანი გაიფიცა
ფოთში, სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით, საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული 20-მდე ადამიანი გაიფიცა. ისინი რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვენ. „არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, უბრალოდ, გვინდა ჩვენი ნამუშევარი მივიღოთ. ყველას პრობლემები გვაქვს, ზოგს ავადმყოფი ჰყავს ოჯახში,ზოგს - საბანკო დავალიანება. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. სათავო ოფისში გვითხრეს ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რომელმაც ჩვენ დაგვიქირავა, შესაბამისი თანხა გადავუხადეთო, მუშებს კი არ დაურიგდა ხელფასი. საქმიანობას არ განვაახლებთ, ვიდრე დავალიანებას ბოლო თეთრამდე არ მოგვცემენ“, - განაცხადა აქციის მონაწილე ჯუმბერ ჯგერენაიამ. ფოთში საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებს თურქული კომპანია ახორციელებს. აღნიშნული პროცესი ქალაქში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ სამუშაოებს სხვა ფირმა ასრულებდა, რომელმაც ტენდერით დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა და მუშაობა შეწყვიტა. ფირმის წარმომადგენლები ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. აქციის მონაწილეებს კომპანია TAHAL GROUP-ში უპასუხეს. მათი განმარტებით, დავალიანება არა მათ, არამედ კომპანია „იოლ იაფის“ უნდა მოსთხოვონ, რადგან ისინი მათ მიერ არიან დაქირავებული. „ამ ადამიანებს შეუძლიათ ეს თანხა მოთხოვონ იმ კომპანიას, რომელთანაც ისინი მუშაობენ, ეს არის , „იოლ იაფი“, რომელიც არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ჩვენ შეგვიძლია შუამდგომლობა გავუწიოთ აქციის მონაწილეებს, მოვაწყოთ შეხვედრა და შევახვედროთ კომპანიის წარმომადგენლებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია TAHAL GROUP-ის წარმომადგენელმა მოშე ტურსკიმ.
---
06.11.2019
23 ათასზე მეტ ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს - როდიდან შეიძლება გაიზარდოს მინიმალური ხელფასი საქართველოში
პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიზანია საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების გარანტი იქნება. კანონპროექტის ავტორი პროფესიულ კავშირების გაერთიანებაა. კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი სრულ განაკვეთზე დასაქმებულისთვის - 320 ლარის ოდენობით, ხოლო არასრულ განაკვეთზე საათში 2 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს. ამასთან, პროექტის მიხედვით, სრული სამუშაო განაკვეთი თვის განმავლობაში არანაკლებ 120 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ხოლო არასრული - 120 საათზე ნაკლები სამუშაო გრაფიკია. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. „ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბეა. 2018 წლის ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში სიღარიბის დონე 22,3%-ია, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და საარსებო შემწეობას იღებს მოსახლეობის 11,6%-ი. 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს; 200 ლარზე ნაკლები - 63 356-ს; 300 -ზე ნაკლები - 114 000 პირს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი 126 665 ადამიანს ჰქონდა. 126 6654 დასაქმებული დაქირავებით დასაქმებულთა 14.7%-ს შეადგენს, მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანების სიღარიბის ზღვარს მიღმა და საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრის შანსს ზრდის. მინიმალური ხელფასის არ არსებობის პირობებში ქვეყანას ჰყავს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დაქირავებით დასაქმებულები,“-აღნიშნულია კანონპროექტში.
---
ბეჭდვითი მედია
07.11.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს ქმნის, რომელშიც ოთხი საავადმყოფო გაერთიანდება
საქართველოში სამედიცინო ჰოლდინგი შეიქმნება, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები გაერთიანდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნული განცხადება ბათუმში გააკეთა, სადაც აჭარის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მისი თქმით, ჰოლდინგი ერთიან კონცეფციაში მოექცევა და სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში იქნება.
---
07.11.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
გრიპის საწინააღმდეგო ფრანგულ ვაქცინას 15 ნოემბრიდან ელოდებიან
გრიპის საწინააღმდეგო, ოთხკომპონენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინები აფთიაქების ქსელში სავარაუდოდ 15 ნოემბერს შევა, თუმცა იმპორტის ვადები მწარმოებელზეა დამოკიდებული კომპანია "ჯიპისის" ინფორმაციით, მათ ოქტომბრის ბოლოს 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანეს, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გახარჯული სამკომპონენტიანი ვაქცინების რაოდენობას 25 პროცენტით აღემატება. თუმცა, შესყიდული პრეპარატების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მარაგი უკვე ამოიწურა. შემსყიდველებს შორის იყვნენ როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე სხვა კომპანიები, რომლებმაც ვაქცინები საკუთარი თანამშრომლების აცრის მიზნით შეიძინეს. „ჯიპისიში“ ამბობენ, რომ ნოემბრის შუა პერიოდისთვის ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი ჯერ უცნობია. ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა პრეპარატი შეიძინა „ავერსმა“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი ქსელში სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს შევა. ამ მომენტისთვის კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია. გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა
---
07.11.2019
მედისაშუალება: ბანკები და ფინანსები
" საქასტატმა " საარსებო მინიმუმის დათვლა შესაძლოა, შეწყვიტოს
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადაიხედოს ან საერთოდ გაუქმდეს. როგორც გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან. მისივე თქმით, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვისა ან გაუქმების შესახებ პარტნიორ უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან საუბარი ჰქონდეს. „განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების პრაქტიკა არ არსებობს. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხდება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას „საქსტატი“ ეფუძნება მინიმალურ სასურსათო კა-ლათას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. არსებული მეთოდოლოგიით, რომელიც თუ არ ვცდები 2003 წელსაა შემუშავებული, ხდება მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებზე დაკვირვება და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება მხოლოდ „საქსტატის“ კომპეტენციას არ წარმოადგენს. მეთოდოლოგიის ცვლილება ხდება მთავრობის დადგენილებით და ინიცირების უფლება ერთობლივად „საქსტატს“, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ”, -აცხადებს თოდრაძე. შეგახსენებთ, 2019 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 168.2 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 318.6 ლარია.
---