| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-07.08.2019 |
| Received On : | 07.08.2019 08:37 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 07.08.2019
ტელევიზია
07.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
2019 წლის ბოლობდე ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილია 33 სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და 9 ახალი ამბულატორიის აშენება. ხოლო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურებისათვის - თანამედროვე სტანდარტის მქონე, 13 ახალი ოფისის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია პირველადი ჯანდაცვის და სოფლის ექიმების გადამზადება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6263413
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6263208
---
06.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის გაფიცულ მშენებლებთან მოლაპარაკებები დაიწყო და ისინი 20-დან 30 ლარამდე ანაზღაურების მატებას ითხოვენ. გვირაბიდან 13 საათამდე გამოვლენ და აღარავის შეუშვებენ. ასეთი იყო გუშინდელი განცხადებები, ზეგანაკვეთური სამუშაოსა და გაცდენილი დღეების ანაზღაურებაზე დამქირავებელი გუშინ დათანხმდა. მუშების თქმით, დამკვეთ ერთთვიან ხელშეკრულებას უფორმებენ და უწინ მოქმედი კონტრაქტებისგან ის განსხვავებული პირობებით არის შეთავაზებული, სადაც ვალდებულებები გაწერილი იყო. საქართველოს რკინიგზა პროცესზე სამართლებრივ კავშირს გამორიცხავდა. ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6263165
---
06.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
35 მედიკამეტი 1 ლარად. მთვრობის გადაწყვეტილებით პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და შშმპ-ები ქრონიკული დაავადებეის სამკურნალო მედიკამენტებს სიმბოლურა ფასად შეიძენენ. პროგრამაში 118 აფთიაქი უკვე ჩართულია. პრემიერ მინისტრი პირობას დებს, რომ მედიკამენტების სია გაფართოვდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262873
მაესტრო- დღის მთავარი თემა 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262994
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262915
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262495
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6261988
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262437
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262205
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6261756
იმედი-ქრონიკა 14:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6261601
---
06.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
6 სახეობის ქრონიკული დაავადების 35 დასახელების სხვადასხვა წამალს 1 ლარად იყიდიან ასაკით პენსიონერი, შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ადამიანები. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262159
---
06.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
ხელმისაწვდომი ჯანდაცვა-მედიკამენტები 1 ლარად. დღეიდან, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ 35 დასახელების მედიკამენტის 1 ბლარაედ შეძენას შეძლებენ. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6261924
---
06.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
1 წლის განმავლოაბში გაძვირდა მედიკამენტებიც. წამლები საერთო ჯამში 15 %-ითაა გაძვირებული (მეოთხე ვიდეო ფაილი). სამწუხარო ფაქტი არის რომ ლარის დღევანდელი მერყეობა დამატებით ბიძგს მისცემს ფასების ზრდას. როგორც ბაზისურ სურსათზე ისე აფთიაქებში მედიკამენტებზე. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო მედიკამენტების პრროგრამა, მაგრამ პროგრამა რჩება ფურცელზე. ამ მომენტისთვის გამოყოფილი 20 მილიონიდან ათვისებულია 3 მილიონი. ადამიანები ელოდებიან შეღავათს და მედიკამენტი ისევ მიუწვდომელი ხდება. რა უნდა მოხდეს? მედიკამენტების ჩამონათვალი უნდა გაფართოვდეს და დაემატოს საყოველთაო ჯანდაცვას. მაგრამ ამისთვის თვითონ საყოველთაო ჯანდაცვის დიზაინი უნდა შეიცვალოს და უფრო ყაირათიანი გახდეს ", - ზურაბ ჭიაბერაშვილი (მეოთხე ვიედო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262255
---
06.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა, პროტესტის ნიშნად სამსახური დატივეს. გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" არ არის თანახმა 60 დასაქმებულს ყოველდღიური ანაზღაურება 20-დან 30-ლარამდე გაუზარდოს და ამის გამო 60-ვე თანამშრომელი სამსახურიდან მიდის. დამსაქმებელ კომპანიას საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. გაფიცვა ადგილზე 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262976
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6262634
---
06.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სადაზღვევო სექტორი შრომის უსაფრთხოების კანონში დაზუსტებებს ითხოვს. სადაზღვევო ასოციაციის ხელძღვანელმა განაცხადა რომ არსებული სისტემა ვერ მუშობს, შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრო ახლა მსჯელობს პირობებზე. ეს პროცესი სავარაუდოდ სექტემბერში დასრულდება. ხეჩინაშვილის თქმით მხოლოდ ერთი წინადადების ჩაწერა მოხდა, რომელიც მიუთითებდა რომ დაზღვევა ყველას უნდა ჰქონოდა, თუმცა მისი შეფასებით ყველამ კაპიკიანი დაზღვევა იყიდა, რომელიც შემთხვევის დროს არაფერს არ ფარავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6261235
---
ინტერნეტი
07.08.2019
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - ამბროლაურის კლინიკაში უკვე რეფერალური დახმარების ბრიგადა მუშაობს, დაემატა ქირურგი და რეანიმატოლოგი
ამბროლაურის კლინიკაში უკვე რეფერალური დახმარების ბრიგადა მუშაობს, დაემატა ქირურგი და რეანიმატოლოგი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ ბოლქვაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის განხორციელების შედეგად, რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისები გაუმჯობესდება, მათ შორის საუბარია ნეონატოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე. „რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს ჰოსპიტალური სექტორის, რეფერალური დახმარებისა და საბაზისო სერვისების გაუმჯობესებას. ამბროლაურში უკვე დადგა რეფერალური დახმარების ბრიგადა, დაემატა ქირურგი და რეანიმატოლოგი. რაც შეეხება ონს, დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ლაბორატორიული ულტრათანამედროვე სამსახურის შექმნისათვის, რაც დასრულდება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში. მაგალითად, შედეგად მოიტანა ის, რომ გუშინ გვქონდა 2 გადაუდებელი ოპერაცია, რომლებიც წარმატებით დამთავრდა და პაციენტები ადგილზე რჩებიან, არ დასჭირდათ სხვაგან გადაყვანა,“ - განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამბროლაურში ამ დრომდე რეანომობილი არ იყო. ნუგზარ ბოლქვაძის განმარტებით, ახლა იქ მუდმივად იქნება 1 რეანომობილი, რომელიც რაჭას მთლიანად ფარავს. „ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით იმუშავებს ყველა იმ რაიონში, სადაც მსგავსი პრობლემებია, რაც რაჭაში გამოვლინდა“, - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, რეანომობილით მომსახურების სერვისის გაუმართაობის გამო რაჭიდან ახალგაზრდა პაციენტის თბილისში გადაყვანა პრობლემა გახდა, რის გამოც მისი მდგომარეობა გართულდა.
---
07.08.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/katastrofis-pediatriuli-brigadebis-arasakmaris-raodnebas-bavshvebis-sicocxle-ewireba
რეანომობილების პრობლემას და კატასტროფის პედიატრიული ბრიგადების არასაკმარის რაოდნებას ბავშვების სიცოცხლე ეწირება
16 წლის ლუკა ფოფხაძის ისტორიამ ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის — რეანომობილების პრობლემა გააშიშვლა. რამდეიმე დღის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდის ამბროლაურიდან ქუთაისში გადაყვანა ისე გართულდა, რომ დღესაც ბიჭის გადარჩენის შანსებზე ექიმებს საუბარი უჭირთ. მიზეზად 16 წლის ბიჭის ახლობელები რეანომობილის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ. მათი თქმით, ტრანსპორტირებისას პაციენტს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და ტვინი გაეთიშა — ერთი შეხედვით ძალიან მარტივმა ტექნიკურმა პრობლემამ ძალიან რთული შედეგი მოიტანა, რის გამოც მოზარდი დღესაც კომაშია. „კომერსანტი“ ამჯრად დარგში არსებულ ყველა პრობლემაზე, გამოწვევასა და მთავარ დაბრკოლებებზე მოგიყვებათ. ჩვენ ვესაუბრეთ ყველა მხარეს და შევეცადეთ მთავარი აქცენტები გამოგვყო: სამედიცინო დაწესებულებების არათანაბარზომირი გადანაწილება; რეანომობილების ტექნიკური გაუმართაობა და არასაკმარისი რაოდენობა; კატასტროფის პედიატრიული ბრიგადის გაუმართაობა; კერძო კომპანიების ლიცენზირებასთან დაკავშირებული ხარვეზები; არასათანადო კვალიფიციური კადრები და ტექნიკურ-მატერიალური ბაზა; გეოგრაფიული დაფარვის ზონის გაუთვლელობა; ხშირად ერთი და იგივე ბრიგადა კვირის განმავლობაში იმაზე მეტი დრით მორიგეობს, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს. სწორეს ამ პრობლემებზე ამახვილებენ დარგის სპეციალისტები ყურადღებას და როგორც თავად აღნიშნავენ, სანამ ყველა არსებული ხარვეზი სრულად არ მოგავრდება, მანამდე ადამიანების ჯანმრთელობა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ვინ არის პასუხისმგებელი მათ სიცოცხლეზე და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელწმიფოს? ამბროლაურში მომხდარი ფაქტი გახდა ის მთავარი მიზეზი, რის შედეგადაც ჯანდაცვის სამინისიტრომ ორი დღის წინ ტრანსპორტირებაში ოპერირებული კერძო კომპანიების ლიცენზირებისა და დარგში არსებეული მოთხოვნების გამკაცრება დაანონსა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს არსებული პრობლემების ჩამონათვალში მხოლოდ ერთი პუნქტის შესრულებაა. რაც შეეხება უშუალოდ სამედიცინო ტრანსპორტირებას და რეანომობილების მუშაობის ხარისხს, რის გამოც, მოზარდის ჯამრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თავად შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ სამედიცინო დირექტორი ნინო ლოჩიშვილი ამ ფაქტს სხვაგვარად ხსნის: „რეანომობილებში არ ყოფილა პრობლემა. ბავშვი იყო ძალიან მძიმედ, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია ქუთაისი კლინიკებში ვერ მოხერხდა. რეანომობილში პრობლემა დადგა მისი ჯანრთელობის გართულების გამო. ამიტომაც გაჩერდა მანქანა შაორის გზაზე. კატეგრიულად უარვყოფ, რომ ავტომობილს რაიმე ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა და ამიტომ გაჩერდა.“ დარგში არსბეული პრობლემების დასაზუსტებლად „კომერსანტი“ ჯანდაცვის ექსპერტს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა: „რადგან აქ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტრანსპორტირებაა, პირველ რიგში გეტყვით, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ავტომობილი მოსახლოებას არ ემსახურება. ხშირად იგი გაუმართავია. ასევე ეს რეანომობილები არ მუშაობენ კოორიდინირებულად, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ. ამ ყველაფრის მოწერიგებას კი არა ერთი კონკრეტული მიმართულების, არამედ სისტემური მოგვარება სჭირდება. ამ საკითხში პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება“. ტრანსპორტირების გარდა, სერგ ჩიხლაძე სხვა ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც საერთო ჯამში პრობლემას ამწვავებს: „ჯანდაცვის სანმინისტრომ რეგულაციების გამკაცრება დაანონსა, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემას. სერიოზული გამოწვევებია სამედიცინო დაწესებულებების არათანაბაზომიერ გადანაწილებაში. გვყავს იმაზე მეტი ექიმი და გვაქვს იმაზე მეტი სამედიცინო ცენტრი ათას სულ მოსახლეზე, ვიდრე ევროპის ქვეყნებში და ძირითადად ისინი ცენტრალურ ქალაქებშია განაწილებული. რაიონებში კი ხშირად ამბულატორიებიც კი მხოლოდ ფადასურად ფუნქციონირებს და მეტი არაფერი. ამიტომაც, როდესაც ჩვეულებრივი სტანდარტით მაქსიმუმ 30 წუთში უნდა მოხდეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ამას საათები სჭირდება. ასევე გამოწვევაა ისიც, რომ საავადმყოფები ან ცენტრები არ არიან შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილნი და ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნება, თუნდაც 24 საათი, ვერ ხერხდება. რაც შეეხება კადრებს, რაიონებში მათ არ აქვთ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ“. გამსოავალს ექსპერტი შესაბამის პოლიტიკური ნების არ არსებობაში ხედავს: „მთავარი ამოსავალია ჯანდაცვის პოლიტიკა, რაც ბოლო წლებში განსაკუთრებით დამძიმდა. ანომალიურია, როდესაც თითქმის სამჯერ გაიზარდა ბოლო 7 წელში სახელწმიფო დანახარჯები, პარალელურად კი მსგავსი, ერთი შეხედვით, მარტივი პრობლემებიც კი მოუგვარებელია. სახელწმიფო ვალდებულია დაითვალოს, სად რამდენი სამედიცინო დაწესებულებაა საჭირო, მოაგვაროს ტრანსპორტირება და გეორგაფიული დაფარვის ზონა... სამწუხაროდ დღეს ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამა გათვლების გარეშე დგინდება, რასაც მივყავართ ასეთ სავალალო შედეგამდე“. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია საქართველოს მოსახლეობას დღეს ჯამში 70-მდე სახლემწიფო (13) და კერძო რეანომობილი ემსახურება. აქედან დაახლოებით 10 პედიატრიული ბრიგადაა. რეანომობილები თითქმის ყველა რაიონშია განაწილებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე ამ სფეროში მხოლოდ კერძო სექტორი ოპერირებდა, უკვე 3 წელია რაც სეგმენტში სახელმწიფოც ჩაერთო. დეტალების გასარკვევად დავუკავშირდით უშუალოდ პასუხისმგებელ ორგანოს - ჯანდაცვის სამინისტროს დაგემამარების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროს ამირან გოგიტიძეს, რომელიც რეალობას განსხვავებულად აფასებს და დარწმუნებულია, რომ სფეროში მცირე პრობლემებია, თუმცა საერთო ჯამში რეფორმები ტარდება და მთლიანი პროცესი დადებითად აისახება ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე. „იმის გამო, რომ თავის დროზე რეანომობილებით ტრანსპორტირებაში მხოლოდ კერძო კომპანიები ოპერიებდენენ, ჩვენ მათ რეკომენაციები არაერთხელ გავუწიეთ. ვგულისხმობ ავტოპარკის, სამედიცინო აღჭურვილობის განხლებას და ა.შ. 2016 წლამდე ხელისუფლებას მხოლოდ მაკონტროლოებელი ფუნქცია ეკისრებოდა, მაგრამ როდესაც ბიზნესმა რჩევები არ გაითვალისწინა, გადავწყვიტეთ სეგმენტში შესვლა. პირველ რიგში მინდა განვამრტო, რომ არსებული რეანომობილების რაოდენობა სრლიად საკამარისია, რადგანდ სასწრაფო დახმარების მანქანისგან განსხვავებით (ამ დროს პაციენტს ოპერატიულად სჭირდება დახმარების აღმოჩენა), ამ შემთხვევაში პაციენტი უკვე იმყოფება საავადმყოფოში. შესაბამისად, რეანომობილი 2 საათშიც რომ მივიდეს, ეს პრობლემა არაა. აქ უფრო მთავარია, სადაც იმყოფება იქ, ექიმებმა შეძლონ მინიმუმ 24 საათი სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნება. ესე იგი, სამედიცინო დაწესებულებების ტექნიკურ-მატერიალური მიმართულების გამოსწორება, კადრების გადამზადება, უფრო სწორია. თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ სისტემა გაუმართავია“... რამდენად უშლის ხელს ექიმების პროფესიული მოვალეობის შესრულებას 24-საათიანი მორიგეობა კვირაში რამდენჯერმე, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს დაუშვებელია - გოგიტიძის თქმით ამ საკითხის მოგვარება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. , „გეთანხმებით, რომ ხშირად ექიმები მუდმივად მორიგეობენ, რაც შეიძლება მათ პროფესიონალიზმზე უარყოფითად აისახოს და შემდგომ აღნიშნულმა არასახარბიელო შედეგი მოიტანოს, მაგრამ კონტროლი შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენ ვცდილობთ კონკრეტულ დაწესებულებაში მორიგეობა გადაბმული არ ჰქონდეს ფიზიკურ პირს, თუმცა შემდეგ იგი სხვა ცენტრში გადადის და იქაც მორიგეობს. ანუ, ამის კონტროლი ძალიან რთულია“. რაც შეხება რეგულაციების გამკაცრების ნაწილს, ამირან გოგიტიძის თქმით, აღნიშნული აუცილებლად დადებით ეფექტს იქონიებს არსებულ ვითარებაზე: „მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით ემერჯენსის (სასწრაფო დახმარება) მიმართულებით ამოქმედდა რეგულაციები და მისი იმპლემენტაციაც უკვე დაწყებულია. ყველას მიენიჭება ემერჯენსისი თავისი დონე და ეს ნაწილი გამკაცრდება, ესე იგი კლინიკებზე იქნებიან მუდმივად მიმბულნი. ასევე უკვე ვამზადებთ სამედიცინო ტრანსპრტირების ლიცენტზირების საკითხსაც და უახლოეს მომავალში ესეც ამოქმდდება. ლიცნეზიების გაცემა არც დღესაა მარტივი, მაგრამ ახლა მოთხოვენბი უფრო დეტალიზირებული გავხადეთ. მათ შორის კვალიფიკაციაზე, ტექნიკურ მხარეზე, გამოძახების შესაბამისად შესრულების ხარისხსზე და ა.შ. ეს ყევლაფერი არის მთლიანი პროცესი, რაც ეტაპობრივად იხვეწება“.
---
07.08.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/153727-2019-tslis-pirvel-6-tveshi-33-milionit-gaizarda-samivlinebo-xarjebi-da-407-milionia
2019 წლის პირველ 6 თვეში 3,3 მილიონით გაიზარდა სამივლინებო ხარჯები და 40,7 მილიონია
ბიუჯეტის მონიტორის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ბიუჯეტური მივლებებზე 3,3 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მივლენებებზე 2019 წლის პირველ ექვს თვეში ჯამურად 40,7 მილიონი ლარი შეადგინა. სამივლინებო ხარჯები გაზრდილია თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში. არის ცალკეული შემთხვევები, როცა სამივლინებო ხარჯების 100%-ით არის გაზრდილი. წარმოგიდგნეთ საბიუჯეტო ორგანიზაციების მივლენებებზე დახარჯულ თანხებს სამინისტროების მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში თავდაცვის სამინისტრო — 21,4 მილიონი ლარი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო — 2,9 მილიონი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო — 2,6 მილიონი ლარი; მთავრობის ადმინისტრაცია — 3,6 მილიონი ლარი; გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — 1,8 მილიონი ლარი; პარლამენტი და ასოცირებული ორგანიზაციები — 1,4 მილიონი ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო — 1,4 მილიონი ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო — 1,1 მილიონი ლარი; ჯანდაცვის სამინისტრო— 1,1 მილიონი ლარი; ფინანსთა სამინისტრო — 982 ათასი ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაცია —853 ათასი ლარი; იუსტიციის სამინისტრო — 392 ათასი ლარი.
---
07.08.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/490220
„მამიკო, ემილია რატომ არ ახელს თვალებს? რატომ არ გველაპარაკება?“ – “ჩერნოვეცკის ფონდი” საზოგადოებას ბუკიების ოჯახის დახმარებისკენ მოუწოდებს
საშინელებაა, როდესაც საავადმყოფო ადამიანის „სახლად“ იქცევა. ემილია – ეს არაჩვეულებრივი გოგონა, უკვე 3 წელია, რაც კლინიკაში წევს. ხანდახან იგი გაახელს თვალებს, ღრმად ამოისუნთქავს, მაგრამ ეს მხოლოდ წამები გრძელდება. ბავშვი უმალვე კარგავს გონებას და კომაში ვარდება. ემილია ასეთ მდგომარეობაში დაბადებიდან იმყოფება. 3 წელია, მას ერთი წუთითაც არ შორდება საკუთარი მამა, რომელიც მისთვის ნამდვილად რომ მფარველი ანგელოზია. იგი რეანიმაციის განყოფილების კარებთან „მორიგეობს“, ღამეებს უძილოდ ატარებს, ოცნებობს შვილის გამოჯანმრთელებაზე, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ არა და არ იცლება. “მე ჩემს გოგონას არასდროს მივატოვებ. სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები მასთან. მისი შემხედვარე, გული მაქვს ნაფლეთებად ქცეული. იცით, სიცოცხლე ისეთი რამ არის, რომ მისთვის უნდა იბრძოლო, არ უნდა დანებდე, არ უნდა შეუშინდე სირთულეებს და „გამარჯვებაც“ მოვა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში იური ბუკია. ემილია დაზიანებული ხერხემლით დაიბადა, ცოტა ხანში კი მას ჰიდროცეფალია განუვითარდა. თავის ტვინზე ბავშვს 24 ოპერაცია აქვს გადატანილი, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად რთული რჩება. 6 წლის წინ, იურიმ და სალომემ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. შეეძინათ ტყუპები – მარიამი და მართა. მამა სტომატოლოგად მუშაობდა, დედა – ბავშვებს უვლიდა. მოკლედ, ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ და მატერიალურად არ უჭირდათ. როდესაც ემილია დაიბადა, ბუკიების ოჯახის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. „მომაკვდავი შვილი თბილისის კლინიკაში იწვა და მე ხობში როგორ უნდა დამეძინა მშვიდად?” – ამბობს იური ბუკია, – “ჩემი გული იქ იყო, ჩემს შვილთან. მე მას ვერ მივატოვებდი. გადავწყვიტეთ გაგვეყიდა სახლი და თბილისში გადავსულიყავით საცხოვრებლად. შევსახლდით ერთ პატარა ბინაში თემქაზე. მეუღლე უვლის ტყუპებს, მე კი – ემილიას და, შესაბამისად, კლინიკაში ვიმყოფები. -როგორია თქვენი ოჯახის შემოსავალი? იური: სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსია. თანხის დიდი ნაწილი მედიკამენტებსა და საფენებში გვეხარჯება. ძალიან ღარიბულად ვცხოვრობთ, ხანდახან, მე და ჩემი მეუღლე ვშიმშილობთ, რომ ტყუპებს არ მოაკლდეს საჭმელი. -სახელმწიფო რით გეხმარებათ? იური: ჯანდაცვის სამინისტრო იხდის მკურნალობისა და კლინიკაში ყოფნის საფასურს, ხოლო მედიკამენტების ნაწილსა და საფენებს მე ვყიდულობ. -ანუ ტყუპებისთვის თანხა არ გრჩებათ? იური: თითქმის არ მრჩება. -რამდენი წლისანი არიან ტყუპები და ჰყავთ თუ არა ნანახი ემილია? იური: მარიამი და მართა 5 წლისანი არიან. დაიკო რამდენჯერმე ჰყავთ ნანახი. ორი წლის წინ, ემილია ცოტა უკეთ შეიქნა და ექიმებმა ნება დაგვრთეს იგი სახლში წაგვეყვანა. რომ იცოდეთ, როგორ გაეხარდათ გოგონებს?! კოცნიდნენ, ეხვეოდნენ, სათამაშოებს ჩუქნიდნენ და მეუბნებოდნენ: „მამიკო, ემილია რატომ არ აღებს თვალებს? რატომ არ გველაპარაკება?“. ოჯახის ერთად ყოფნა 6 დღე გაგრძელდა. ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და ისევ კლინიკაში გავაქანეთ. მას არ შეუძლია სუნთქვა აპარატის გარეშე და ყოველდღიურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს”, – ამბობს იური. მეგობრებო, მოდით ვილოცოთ ამ არაჩვეულებრივი გოგონას გამოჯანმრთელებისთვის. ლოცვას, როგორც იცით, უდიდესი ძალა აქვს. თქვენ შეგიძლიათ, პირდაპირ დაუკავშირდეთ ემილია ბუკიას მამას, გაესაუბროთ და შეძლებისდაგვარად აღმოუჩინოთ დახმარება. მისამართი: თბილისი, თემქა, 11 მკრ, 2 კვარტალი, ტელ.: 568 16 15 15. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ ემილია ბუკიას უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი!
---
06.08.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/45939/qronikuli-daavadebebis-samkurnalo-35-dasakhelebis-medikaments-patsientebi-1-larad-sheidzenen
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს პაციენტები 1 ლარად შეიძენენ
სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ პროგრამით, რომელიც ერთ ლარად გარკვეული მედიკამენტების შეძენას გულისხმობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. „სამუშაო ადგილებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე და აქ მინდა, ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომი ფასები წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა შევუმსუბუქოთ მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება. დღეს არის მართლაც განსაკუთრებული დღე ამ თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ, სიმბოლურად, ერთ ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები“, - განაცხადა პრემიერმა. პროგრამა „35 მედიკამენტი 1 ლარად" - გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა მომავალში გაგრძელდება და მედიკამენტების სიაც გაფართოვდება „აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ეს სიაც გაფართოვდება. ეს არის პრიორიტეტული დავალება, რომელიც არის მიცემული ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით. აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით არის ამოქმედებული აღნიშნული პროგრამა და ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქში შეიძინონ ერთ ლარად აღნიშნული პრეპარატები. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ სისტემური მოგვარება პრობლემების, რომლებიც არის ჩვენს საზოგადოებაში, ეკონომიკაში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
---
06.08.2019
მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=4773
წამლები, რომლებსაც პენსიონერები და სოციალურად დაუცველები 1 ლარად მიიღებენ
მთავრობის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით 118 აფთიაქში, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ. იმისთვის, რომ მოქალაქემ პროგრამით ისარგებლოს, რეგისტრაცია უნდა გაიაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში. ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა). ცნობაში მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა. "რეგისტრაციის შემდეგ, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი - სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს; მომხმარებელს შეუძლია, ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი; დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია" - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო. სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები და შშმ პირები ერთ ლარად მიიღებენ შემდეგ მედიკამენტებს: გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის - ენალაპრილი, ენაპი, ლოსარ დენკი, ლორისტა, ამრადიპინი, ჰიპოთიაზიდი, ეგილოკი, ნებივოლოლი შტადა, დანები, ეშკორი, კორდარონი, ვარფარინი ნიკომედი, დიგოქსინი - გრინდექსი, ვეროშპირონი, ატორვასტატინი, ტორვიტინი, ატორისი, მილტი, კლიპი, კლოპიდოგრელი, პეგორელი, მონოსანი, ფუროსემიდი, ამლოდიპინი, კარდიომაგნილი. დიაბეტისთვის - სიოფორი, ამარილი, დიაბეტონი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისთვის - L თიროქსინი, ეუთიროქსი; ფილტვის დაავადებებისთვის - პულმიკორტი, ეარფლუსალი, საფლუტინი, სალბუტამოლი, მედროლი, ბრეტარისი ჯენუეირი. გარდა ამისა, პარკინსონით ან/და ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 75%-იანი ფასდაკლებით. პარკინსონი - ნაკომი და მადოპარი; ეპილეფსია - ლევეტირაცეტამი, ნეიროლეფსინი, დეპაკინი ქრონო, ლამოტრიქსი და ლამიქტალი;
ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=14678
---
06.08.2019
აფთიაქების სია, სადაც მედიკამენტებს ერთ ლარად შეიძენთ
მთელი საქართველოს მასშტაბით 118 აფთიაქში, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას ერთ ლარად შეძლებენ. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეუძლია პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000; რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი; • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები). • პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები; • ეპილეფსიით დაავედებული საქართველოს მოქალაქეები. პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე: • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; • ფილტვის ქრონიკული დაავადებები; • დიაბეტი (ტიპი II); • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები. • ეპილეფსია; •პარკინსონის დაავადება. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს აფთიაქების სიას, სადაც მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად არის შესაძლებელი.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88077
---
06.08.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/premieri-pensionerebi-sotsdautsvelebi-da-shshm-pirebi-35-dasakhelebis-medikamentis-1-larad-shedzenas-shedzleben/
პრემიერი: პენსიონერები, სოცდაუცველები და შშმ პირები 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ
ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თბილისის საკრებულოში, იმ პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამა შეიძლება განიხილებოდეს სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ნაბიჯადაც, ვინაიდან, ბოლო კვლევების თანახმად, მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიდის მედიკამენტების შეძენაში. „ჩვენ ვაშენებთ სოციალურად პასუხისმგებელ სახელმწიფოს. მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა მოქალაქეებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. მინდა ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომობა წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც ჩვენი პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად – 1 ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, პროგრამა მოიცავს ყველაზე უფრო გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებები. „უკვე 2 წელია მოქმედებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლითაც უკვე 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ იყო საკმარისი. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ჩვენი პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ ამ პროგრამით. აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ეს სიაც გაფართოვდება. ეს არის პრიორიტეტული დავალება, რომელიც არის მიცემული ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამა ამოქმედებულია საქართველოს მასშტაბით და აღნიშნული მედიკამენტების შეძენა 118 აფთიაქში არის შესაძლებელი.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/490164
---
06.08.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559204-dimitri-xundaze-kartuli-ocnebis-xelisuplebis-savizito-barati-mosaxleobis-janmrtelobaze-zrunvaa
დიმიტრი ხუნდაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა
"ქართული ოცნების" ხელისუფლების სავიზიტო ბარათი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა , რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მედიკამენტების მაღალი ფასიდან გამომდინარე, ჯიბიდან დანახარჯები საკმაოდ მაღალი რჩება, რაც მძიმე ტვირთად განსაკუთრებით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და შ შ მ პირებს აწვება. ,,2013 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ მოქალაქეებს საშუალება მისცა, საჭიროების შემთხვევაში ესარგებლათ ჯანდაცვის მომსახურებით. მას შემდეგ, ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება და უკანასკნელ ქონებას ბანკში აღარ ტოვებს. ამას მოჰყვა c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რის გამოც საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. პაციენტები ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას უფასოდ იტარებენ. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიუხედავად, მედიკამენტების მაღალი ფასიდან გამომდინარე, ჯიბიდან დანახარჯები საკმაოდ მაღალი რჩება, რაც მძიმე ტვირთად განსაკუთრებით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და შ შ მ პირებს აწვება“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პრემიერის ინიციატივა სწორედ ამ სირთულის დასაძლევადაა მიმართული და საკმაოდ დიდ შვებას მისცემს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოსაგან დახმარება. ამ ინიციატივით ისინი, ქრონიკული დაავადების შემთხვევაში 35 დასახელების მედიკამენტს სიმბოლურ ფასად,1 ლარად მიიღებენ . ეტაპობრივად კი მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდება და უფრო დიდ არეალს მოიცავს.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/dimitri-xundadze-qartuli-ocnebis-xelisuflebis-savizito-barati-mosaxleobis-djanmrtelobaze-zrunvaa
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=104943
---
06.08.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=104944
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ ადამიანის სიცოცხლე, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული
„ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, ფინანსური ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე არის სწორი პრიორიტეტი. პარლამენტი მხარს უჭერს და მიესალმება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებები და მათი ბაზისური საჭიროებები, ჯანდაცვა, ადეკვატური საცხოვრისი და უსაფრთხოება, არის ხელისუფლების, მთავარი პრიორიტეტი. არჩილ თალაკვაძის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სიმბოლურ ფასად შეძენის პროგრამა არ არის პირველი რეფორმა და პირველი ინიციატივა რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ ადამიანის სიცოცხლე, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული. „ადამიანი, როგორც ღირებულება, ადამიანის უსაფრთხოება და მისი კეთილდღეობა რჩება და არის ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს აზროვნების მთავარი ცენტრი. თქვენთან ერთდ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ეს ღირებულება მომავალში. საქართველო გააგრძელებს განვითარებას იმ მიმართულებით, სადაც არის ევროპა, ევროპული ღირებულებები და სადაც ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვასთან, განათლებასთან, საცხოვრისთან, ეკონომიკურ პროცესში მონაწილეობასთან მიმართებაში არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი იქნება აქტიურად ჩართული ამ პროგრამის მონიტორინგში, რათა მისი ადმინისტრირება, ელექტრონული რეცეპტების გამოყენება მომავალში და ის მექანიზმები, რომლებიც შეუფერხებლად უნდა უზრუნველყოფდეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, განხორციელდეს ზუსტად ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც პროგრამის მუშაობას შეაფასებს და განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ სამინისტროს, სამთავრობო გუნდს, სამედიცინო დარგის პროფესიონალებს პროგრამის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისის საკრებულოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა პროგრამა, რომლითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/559171-archil-talakvaze-jandacva-satanado-sacxovrisi-usaprtxoeba-chveni-gundis-prioritetia-da-momavalshic-ase-ikneba
კვირა.ჯი- http://kvira.ge/490137
---
06.08.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/jandatsvis-ministris-pirveli-moadgile-zaza-bokhua-thethritsqharos-mosakhleobas-shekhvda/
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა საკანონმდებლო, ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამებზე. ზაზა ბოხუას თქმით, 2019 წლის ბოლობდე ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილია 33 სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და 9 ახალი ამბულატორიის აშენება. ხოლო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურებისათვის – 13 ახალი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ოფისების მშენებლობა. ასევე იგეგემება პირველადი ჯანდაცვის და სოფლის ექიმების გადამზადება. ქვემო ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ. მათ სოფელ ასურეთის, ენაგეთისა და შავსაყდარის მოსახლეობის საჭიროებები ადგილზე ერთობლივად განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/559221-jandacvis-ministris-pirveli-moadgile-zaza-boxua-tetricqaros-mosaxleobas-shexvda
პია.ჯი- https://pia.ge/post/276245-jandacvis-ministris-moadgile-zaza-boxua-tetriwyaros-mosaxleobas-sexvda
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88099
---
06.08.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559209-ekaterine-tikaraze-veteranebis-sakmeta-saxelmcipo-samsaxurs-estumra
ეკატერინე ტიკარაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ესტუმრა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ბესარიონ სიმონიშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, თავდაპირველად სტუმრებმა თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალი მოინახულეს და ადგილზე ჰოსპიტლის დღევანდელ მდგომარეობას გაეცნენ. „ეკატერინე ტიკარაძეს ჰოსპიტალი დეტალურად დაათვალიერებინეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალს დირექტორმა, ლევან ჯუღელმა. მინისტრი ჰოსპიტლის მედპერსონალ გაესაუბრა, მათი პრობლემები, საჭიროებები მოისმინა და ჰოსპიტლის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანების გადაჭრის საკითხებში დახმარებას დაჰპირდა. ჰოსპიტლის დათვალიერების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძე და ბესარიონ სიმონიშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მივიდნენ, სადაც უწყების პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებს, მრჩეველთა საბჭოს წევრებს და ვეტერანთა სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომლებიც დღესდღეობით ვეტერანთა წინაშე დგას; მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვეტერანებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რადგანაც ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისა და ჩვენი პრობლემების ახლოს გაცნობისთვის. ვეტერანები ის ხალხია, რომლებმაც უანგაროდ იბრძოლეს სამშობლოსთვის, მაშინ, როცა ამის საჭიროება დადგა და ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას. ყველაზე უფრო მეტად ვეტერანებს ყურადღება სჭირდებათ. თქვენ ჯანდაცვის პირველი მინისტრი ბრძანდებით, რომელიც უწყებას ესტუმრა; თუმცა წინა მინისტრის მიმართაც მადლიერებას გამოვხატავთ. იმედი გვაქვს, თქვენი ჩართულობით, ეტაპობრივად ყველა ის პრობლემა გადაწყდება, რომლის გადაჭრაც აქამდე ვერ მოხერხდა’’, - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ. მხარეები აღნიშნული პრობლემების ეფექტური და დროული გადაწყვეტისთვის, ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. „არ მინდა, გავცე ის დაპირება, რომელსაც ვერ შევასრულებ. დღეს მოვედი თქვენთან, რათა შევხვედროდი ვეტერანთა ფართო სპექტრს და მათგან გამეგო ყველა ის საკითხი, რაც ამ დამსახურებულ ადამიანებს აწუხებთ. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი წვლილი შევიტანო ვეტერანებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში’’, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. აღსანიშნავია, რომ პირველი, გაცნობითი შეხვედრა ვლადიმერ იმნაძესა და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის, მიმდინარე წლის 30 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შედგა. აღნიშნულ შეხვედრაზე, ეკატერინე ტიკარაძე ვლადიმერ იმნაძეს დაჰპირდა, რომ ვეტერანების ყველა პრობლემას და საჭიროებას პირადად გაეცნობოდა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/490167
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=104946
---
06.08.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/385640/
“ევოლუშენ გეიმინგიდან” გათავისუფლებულების აზრით, სამსახურიდან გაფიცისთვის გამოაგდეს
ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგიდან” გაათავისუფლეს იმ თანამშრომელთა ნაწილი, ვინც ბოლო დღეებში მიმდინარე გაფიცვაში მონაწილეობდა. ინფორმაციას ადასტურებენ როგორც დასაქმებულები, ისე პროფკავშირი, რომელიც პროცესებში მონაწილეობს. იმის შესახებ, რომ გაათავისუფლეს და სამსახურის უნიფორმა უნდა ჩაებარებინა, “ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომელმა და გაფიცვის მონაწილემ, დაჩი ჩალაბაშვილმა, მოკლეტექსტური შეტყობინება დღეს, 6 აგვისტოს მიიღო. მანამდე შეატყობინეს, რომ განრიგში ცვლები აღარ ჰქონდა. “ყველაფერი დაიწყო 30 ივლისს. გვერდით დავუდექი პროტესტის მონაწილეებს, რადგან გავაანალიზე, რომ ამბობდნენ სიმართლეს და არაფერს სხვას. 30 ივლისიდან 6 დღე-ღამის განმავლობაში ვიდექი მათთან ერთად. ადმინისტრაციამ მედიაციაზეც უარი თქვა”, – უცხადებს ის “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, 4 აგვისტოს, სამუშაო დღეს, ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში, თუმცა იმის გამო, რომ შეუძლოდ იყო, ე.წ. ემერჯენსის ღილაკი გამოიყენა და სამუშაო ადგილი დატოვა: “ეს [ღილაკის გამოყენება] ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ცუდად და არ შემიძლია მუშაობა. ეს არ ნიშნავს, რომ მე სამსახურიდან მოვდივარ ან რაიმე მსგავსი”. რამდენიმესაათიანი გაურკვევლობის შემდეგ დაჩი ჩალაბაშვილს კვლავ მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს და, როგორც თავად ამბობს, აცნობეს, რომ ზემოხსენებული ღილაკის გამოყენების გამო დარღვევა დაუდგინეს, რაც გათავისუფლების მიზეზი გახდა. თავად არ იზიარებს აღნიშნულს. “მომწერეს, რომ ემერჯენსი ღილაკის გამო დამიწერეს დარღვევა და მაგის საფუძველზე გამათავისუფლეს. ღილაკის გამოყენება არ არის დარღვევა, რადგან მე ვიყავი ცუდად. მათავისუფლებდნენ იმიტომ, რომ ვიდექი სიმართლის მხარეს. მე ხომ კონტრაქტი არ დამირღვევია?” – აცხადებს ის ნეტგაზეთთან ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ გაფიცვაში მონაწილეობის გამო სამუშაო საათები არ გაუცდენია. “ევოლუშენ გეიმინგიდან” გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი ანა აბესაძე ასევე მიიჩნევს, რომ კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი მისი გაფიცვაში მონაწილეობაა. ” მე ვიყავი აქციის მონაწილე, გავაცდინე ორი დღე. შემდეგ გავხსენი ბიულეტენი და ამომიღეს ცვლები, რომლებიც მქონდა ამ ბიულეტენის შემდეგ. მანამდე ჰქონდათ მოწერილი წერილი, რომ გაცდენასთან დაკავშირებით მივსულიყავი და დამეწერა ახსნა-განმარტება, თუ რატომ გავაცდინე, რაც არ გავაკეთე”, – გვითხრა მან. ანა აბესაძემ 31 ივლისს, გაფიცვის დაწყებისას, კომპანიის იურისტისგან მიიღო შეტყობინება, რომ სურვილის შემთხვევაში შეეძლო, სამუშაოს დაბრუნებოდა, სამსახურში გამოუცხადებლობა კი დაუსაბუთებელ გაცდენად ჩაითვლებოდა. ის გამორიცხავს, რომ კომპანიამ დაკავებული პოზიციიდან გაცდენილი დღეების გამო გაათავისუფლა და აღნიშნავს, რომ მანამდე ასეთ მკაცრ მიდგომას ადმინისტრაცია არ იჩენდა. “როდესაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა და იყო გაცდენები, ამის გამო არავინ არავის აგდებდა სამსახურიდან. რა თქმა უნდა, გამათავისუფლეს გაფიცვაში მონაწილების მიღების გამო. სხვა მიზეზი არ არსებობს”, – აცხადებს აბესაძე. ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე “ევოლუშენ გეიმინგის” ქმედებებს კონფრონტაციად აფასებს. მისი თქმით, პროფკავშირი დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. “დასახელდა სხვადასხვა მიზეზი, თუმცა ყველა ეს მიზეზი უკავშირდება ერთ ფაქტს, რომ მათ[გათავისუფლებულებმა] გამოთქვეს პროტესტი სამუშაოზე არსებული მძიმე პირობების გამო. ჩვენი რეაგირება იქნება ის, რომ ნებისმიერი სამართლებრივი გზით დავიცავთ ჩვენს წევრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოგვმართავს დახმარების თხოვნით. იმას, რაც ხდება ევოლუშენში, აუცილებლად დაერქმევა სახელი. ვიდავებთ სასამართლოს გზით, ასევე დაწყებული გვაქვს სამედიაციო პროცესი. მივმართეთ ჯანდცვის სამინისტრსოს და ველით მედიაციის დანიშვნას”, – უთხრა დიასამიძემ “ნეტგაზეთს”. გიორგი დიასამიძის თქმით, კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართა, თავი შეიკავოს მედიაციის დანიშვნისგან, ვინაიდან მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯერ არ შემდგარა. მისი აზრით, კომპანია ცდილობს შეაყოვნოს სამართლებრივი დავისა და მოლაპარაკების ოფიციალურად დაწყების პროცესი. ” ისიც გასათვალისწინებელია, რომ გაფიცვას წინ უძღოდა დასაქმებულთა მიერ მოლაპარაკებების მცდელობა რამდენიმე თვის მანძილზე და იქ არსებული გაუსაძლისი შრომითი პირობები. ამაზე ადმინისტრაცია არ მოდიოდა”, – ამბობს დიასამიძე. “ნეტგაზეთი” დასაქმებულებისა და პროფკავშირის ბრალდებებთან დაკავშირებით “ევოლუშენ გეიმინგთან” დაკავშირებას შეეცადა. კომპანიის კომუნიკაციების სამსახურში აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არ ახმიანებენ. ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომლები 1 კვირის წინ, 31 ივლისს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა იყო. მას შემდეგ, რაც პროფკავშირების თქმით, “თანამშრომლებში საპროტესტო მუხტის გამოვლენის” გამო კომპანიამ მათი გათავისუფლება დაიწყო, მოთხოვნებს მათი სამსახურში აღდგენაც დაემატა. პროფკავშირის ცნობით, რომელიც პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს, გაფიცულთა მინიმალური ხელფასი 384 ლარია და ზრდას 50%-ით ითხოვენ. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი.
---
06.08.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tbilisshi-54-samsheneblo-obieqti-sheamowmes-da-usafrtxoebis-standartebi-yvelgan-dargveuli-agmochnda
თბილისში 54 სამშენებლო ობიექტი შეამოწმეს და უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევა ყველა მათგანში დაფიქსირდა
სამმხრივი მონიტორინგის შედეგად, 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით 54 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და ყველა მათგანში არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 54-ვე ობიექტზე გამოყენებული იყო ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 10 დღემდე ვადა. 33 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 38 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებული იყო ჯარიმა, ჯამში 992 500 ლარის ოდენობით. ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები: რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა. შემოწმებული ობიექტებია: 1. შპს „იქსორი“ 2. შპს „აქსისი“ 3. შპს „გიგანტი 94“ 4. შპს „ლაგი კაპიტალი“ 5. შპს „ბოსტონ დეველოპმენტი“ 6. შპს „მს ბილდერი“ 7. შპს „სონნეტ კონსტრაქშენი“ 8. შპს „აიჯი დეველოპმენტ ჯორჯია“ 9. შპს „მეგა კონსტრაქშენი“ 10. შპს „ბილდინგ კომპანი“ 11. შპს „ეი თი დეველოპმენტი“ 12. შპს „ასტორი ჯგუფი“ 13. შპს „კვ დეველოპმენტი“ 14. შპს „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ“ 15. შპს „ლიტ ჯეო ინვესტი“ (ორთაჭალა თაუერი) 16. იმა „ჩვენი სახლი“ 17. შპს „ტიბინი დეველოპმენტი“ 18. შპს „ალიანს თბილისი“ 19. შპს „ბალავარი“ 20. შპს „ლექსველი“ 21. შპს „ბაზიტი“ 22. შპს „ჯი ემ თი გრუპი“ 23. შპს „არკო ინვესტი“ 24. შპს „რაიანი“ 25. მც „კვადრატი“ 26. შპს „ალუ“ 27. შპს „გეო ბილდერსი“ 28. შპს „ისანი პლიუსი“ 29. შპს „ვილა“ 30. შპს „ჯსჯ დეველოპმენტი“ 31. შპს „არგმშენი“ 32. შპს „ტრიდე“ 33. შპს „გოლდენ ქი“ 34. შპს „კავკასიის პოინტ ჯგუფი“ 35. შპს „ბეტა ჯგუფი“ 36. შპს „ჯითი თაუერი“ 37. შპს „ნიუ ჰორიზონტი“ 38. შპს „მალტა ფლეგს’ 39. შპს „ფრეშ ფროფერთის“ 40. შპს „ბაუ სტარ მს“ 41. შპს „ოუშენ კაპიტალი“ 42. შპს „მეგობრობა“ 43. შპს „ალფა რეზიდენსი“ 44. შპს „კარკასი“ 45. შპს „იქს სტილი+“ 46. შპს „ასტორია“ 47. შპს „დომუს ვაკის პარკი“ 48. შპს „კომპანია ჯდჯ“ 49. შპს „ეიმ ბილდინგ კომპანი“ 50. შპს „პიტ სტარ“ 51. ამხანაგობა ჩიტაძის #9 52. შპს „აქსისი“ 53. „ქოზი ჰოუმ თბილისი“ 54. შპს „ელიტ ჯგუფი“.
---
06.08.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/385391/
პენსია სესხად
---
06.08.2019
"ახალი წლის დადგომა ოთხი კარტოფილით აღვნიშნეთ... თავად არ მიჭამია" - 4 შვილის დედას, საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი წლის დადგომა ოთხი კარტოფილით აღვნიშნეთ. მეტი არაფერი გვქონდა. თავად არ მიჭამია, მხოლოდ ერთი ლუკმა ჩავიდევი პირში და ისიც „ყელში გამეჩხირა“, - ამბობს 35 ნესტან ტუფურია, ოთხი შვილის დედა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, იგი მარტო ზრდის შვილებს, რადგან დამხმარე არ ჰყავს. მისი მეუღლე - ბავშვების მამა ციხეშია. იგი შვილს გამოექომაგა და კონფლიქტი მოუვიდა ნაცნობებთან. შედეგად - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დედა სასოწარკვეთაშია: უჭირს ბავშვების დაპურება, არ იცის სად იშოვოს შეშა, როგორ მოამზადოს შვილები სკოლისთვის. მოკლედ, უამრავი პრობლემა აქვს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან - არავითარი დახმარება. „აი, ვიწყებ ფაფის მომზადებას და ამ დროს, 10 თვის ემილია, რომელიც უფროს ბიჭს დიეგოს ხელში ჰყავს აყვანილი, იწყებს ტირილს; გამოვართმევ ბავშვს, ვიწყებ მის დამშვიდებას და უცებ მესმის 9-წლის მანუჩარის წუწუნი: „დედიკო, მშია“; ერთ ხელში ბავშვი მიჭირავს, მეორე ხელით კი ფაფას ვურევ; უცებ 7 წლის თაკოს მუცელი ატკივდება, ალბათ შიმშილისგან. აი, ასე დავრბივარ მთელი დღე გაზის ბალონსა და დერეფანს შორის, არადა კიდევ ოთახიც დასალაგებელია, ტანსაცმელიც გასარეცხია და გახეული შარვალიც უნდა გავკერო“, - გვიყვება ნესტანი. მისი თქმით, მეუღლე თეიმურაზი შესანიშნავი მამაა. მან ვერ აიტანა, როდესაც შვილს შეურაცყოფა მიაყენეს ცელქობის გამო და იჩხუბა. „ბავშვები ძალიან განიცდიან, რომ მამა ციხეშია. როგორც მითხრეს, მას ვადაზე ადრე გამოუშვებენ. ეს ალბათ ოქტომბერში ან ნოემბერში მოხდება, მაგრამ მანამდე ხომ უნდა გავუძლოთ შიმშილს“, - ამბობს ნესტანი. ბებია და ბაბუა არ გეხმარებათ? ნესტანი: მათ ქვის გული აქვთ. არაფერში მეხმარებიან, პირიქით - ცუდად გვექცევიან. ერთხელ, ბებია გაბრაზდა, მანუჩარს ცომის გასაბრტყელებელი ჯოხი ესროლა და ხელი მოსტეხა. მერე სასამართლომ განიხილა მისი საქციელი და გირაო შეეფარდა. აი, ასეთი საშინელება ხდება ამ სახლში. ღმერთო, დაგვიფარე! გამოდის, რომ ამ სახლში გაჩერება საშიშია ბავშვებისთვის? ნესტანი: დიახ, არავინ იცის რას მოიმოქმედებენ ბებია და ბაბუა. ჩვენი დამცველი მხოლოდ ეს ეზოს ძაღლია, რომელიც ბავშვებმა შემოიჩვიეს. როგორი საყოფაცხოვრებო პირობები გაქვთ? ნესტანი: სახლში არც წყალია და არც გაზი, არ გვაქვს მაცივარი, ბავშვები ერთ საწოლზე წვანან, ავეჯი მწყობრიდანაა გამოსული, იატაკი კი ყანყალებს. რით ირჩენთ თავს? ნესტანი: მიზერული სოციალური ფულადი დახმარება არის ჩვენი ერთადერთი „შემოსავალი“, რომელიც 10 დღე ძლივს გვყოფნის. ხელისუფლება გეხმარებათ? ნესტანი: მე აფხაზეთიდან ვარ. ჩემი მშობლები იქ არიან და ვერ მეხმარებიან. მათ აქეთ არ უშვებენ და მე - იქით. მივმართე დევნილთა სამინისტროს თხოვნით, რომ საცხოვრებელი გამოგვიყონ, მაგრამ ჯერჯერობით უარს ამბობენ. რაზე ოცნებობს მრავალშვილიანი დედა? ნესტანი: აქედან წასვლაზე ვოცნებობ, მინდა ჩემს ქმარ-შვილთან ვიცხოვრო მშვიდად და წყნარად. ახლა მეხუთე შვილზე ვარ ორსული და ეჭვი მაქვს, დაიბადება თუ არა ის ჯანმრთელი. მეგობრებო, აი ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ცხოვრება დედას და მის ოთხ შვილს. სამწუხაროა, რომ ყველაზე მეტად პატარები იჩაგრებიან! ჩვენ დავინტერესდით თუ რაზე ოცნებობენ ამ ოჯახის ბავშვები. მათ კი - ერთხმად გვიპასუხეს: „ვოცნებობთ, რომ მამიკო მალე დაბრუნდეს“. აი, ასე უყვართ ბავშვებს მამა, რომელიც მათ „წაართვეს“. ჩვენ ვუსურვებთ დიეგოს, მანუჩარს, თაკოს და ემილის ბედნიერ ბავშვობას. თუმცა, თუ მათ არ ექნებათ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან დახმარება, ისინი დამოუკიდებლად ვერ გადალახავენ მათ წინაშე არსებულ უამრავ პრობლემას. ჩვენი დახმარება შეუმსუბუქებს მათ მძიმე არსებობას, მისცემს დიდ სტიმულს. ამ ეტაპზე ტუფურიების ოჯახს ესაჭიროება საკვები პროდუქტები, მაცივარი, მედიკამენტები, საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თქვენ შეგიძლიათ ისინი პირადად მოინახულო ასპინძის რაიონის სოფელ აბასთუმანში და დაეხმაროთ, გადასცეთ საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები. დაურეკეთ მათ ამ ნომერზე 574 086 096 და გაესაუბრეთ.
---
06.08.2019
პატარა სანდრომ საუბარი რომ შეძლოს კეთილი ადამიანების დახმარებაა საჭირო
„პრაიმტაიმი“ პატარა სანდროს ისტორიას მოგითხრობთ, რომელსაც სასწაფო ოპერაცია სჭირდება. ოჯახს საჭირო მატერიალური სახსრები არ გააჩნია, მათ 39 000 ევრო სჭირდებათ იმისთვის, რომ პატარა სანდრო გადარჩეს. დედას, ლიზი მეზურნიშვილს ბავშვი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს, რათა სტომა არ ამოიგდოს და არ გაიგუდოს. ყველაფერი 2 წლის წინ უბრალო გაციებამ და ვირუსმა განაპირობა. ჯანმრთელი ბავშვი საავადმყოფოში დედამ ვირუსის სამკურნალოდ წაიყვანა, ფილტვები ნახველით ჰქონდა სავსე და ერთ დღეს „ტყუპოპებს ველოდებოდი. ექიმებმა ნაადრევი მშობიარობა მირჩიეს. 8 თვიანები გავაჩნე. რაც მუცელში ზრდა დააკლდათ, ორი კვირით ინკუბატორში დავასრულებინებთო, თქვეს ექიმებმა. იქიდან სრულიად ჯანმრთელები გამოვიყვანე. მერე სანდროს ვირუსი დაემართა და ამით დაიწყო ჩვენი უბედურება. ბავშვს ჯერ შინ პედიატრის დანიშნულებით ვმკურნალობდი, მაგრამ მერე ბრონქებში ბევრი ნახველი დაუგროვდა და ერთ-ერთ კლინიკაში გადავიყვანე. იქ მხოლოდ ინჰალაციით მკურნალობდნენ, მაგრამ ეს ბავშვს არ შველიდა, ამიტომაც ექიმს ვთხოვდი, მკურნალობის შეცვლას. მეუბნებოდნენ ემოციური დედა ხარ, ბავშვი სხვა მკურნალობას არ საჭიროებსო. პალატაში მივბრუნდი, სანდროს ვაჭამე, ხელში ავიყვანე და უცებ ბავშვს თავი მოწყვეტით ჩამოუვარდა. მოგვიანებით რეანიმაციის ექიმებმა მითხრეს ბავშვს ფილტვები ნახველით ჰქონდა სავსეო. ამის შემდეგ სანდროს ხორხში სასუნთქი მილი ჩაუდგეს და თითქმის 3 თვე ჟანგბადის აპარატზე ჰყავდათ. მილის ხშირმა ამოღებამ ხორხის სტენოზი, სასუნთქი არტერიის დავიწროება და იოგების დამბლა გამოიწვია, შედეგად ბავშვი დამუნჯდა. შემდეგ სანდროსთვის ყელის გაჭრა და სტომის ჩადგმა გახდა საჭირო. ახლა წლის და რვა თვის არის. სანდრო ცელქია. ერთხელაც წამით ყურადღება მოგვიდუნდა და მანაც სტომა ამოიგლიჯა. ძლივს მივასწარით. იმისთვის, რომ სანდრომ საუბარი შეძლოს, იოგების აღდგენისა და სასუნთქი მილის გაფართოების ოპერაციისთვის 39.000-ევროა საჭირო. ბავშვს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ, იოგებს კი დაუჭიმავენ და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ილაპარაკებს. ჩვენ ფასეულიც არაფერი გვაქვს, თორემ დაუფიქრებლად გავყიდდით. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად ვართ. დახმარების სანაცვლოდ პირობას ვიძლევი, სანდროს ადამიანების დახმარებას ვასწავლი, დრო რომ მოვა და თავადაც სიკეთით გადაიხდის.
---
06.08.2019
3 წლის იოანეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია 3 წლის ბიჭის შესახებ, რომელსაც ესაჭიროება საზოგადოების დახმარება. „გამარჯობა, გაიცანით იოანე ის მხოლოდ 3 წლის ბიჭუნაა სამეგრელოდან, კერძოდ ზუგდიდიდან, მას ჰყავს მშობლები და უმცროსი ძმა. ეს ყველაფერი დაბადებისთანავე დაიწყო, აქვს აპერტის სინდრომი, ოთხივე კიდურის სინდაქტილია (ძვლების არასრული ჩამოყალიბება) და ასევე კრანიოსინოსტოზი, (თავის ძვლის არასწორი შეხორცება) რომელიც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას თურქეთში აჯიბადენის კლინიკაში. ოპერაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული კერძოდ, 22,800 EUR. ოპერაცია უნდა გაკეთდეს 5 წლამდე, სანამ ტვინი დაიწყებს ზრდას, თუ მანამდე ვერ გაკეთდა დაეწყება გაუსაძლისი ტკივილები რაც შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. თქვენი შემოწირულობები დაეხმარება იოანეს დაასრულოს საჭირო ეტაპები და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. იოანეს მშობლებისთვის ძალზე რთული გადაწყვეტილებაა დახმარების თხოვნა, შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში. თუნდაც მცირედი, ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. მადლობა წინასწარ ყველას. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე GE65BG0000000161351283 მიმღებია: ალექსი ხარებავა ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901701502 1 ზარის ღირებულება ერთი ლარია, ზარი ხელმისაწდომია მხოლოდ მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. თხოვნა იქნება ყველამ გააზიაროთ“, - წერს პატარა ბიჭის დედა.
ბეჭდვითი მედია
07.08.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
ჯანდაცვის სამინისტრო რკინიგზის ადმინისტრაციასა და ახალ პროფკავშირს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
რკინიგზელთა შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო მოუწოდებს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასა და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს მიმართონ ყველა ძალისხმევას, რათა გადავიდნენ მოლაპარაკებების რეჟიმში, განიხილონ არსებული პრობლემები და ორივე მხარის ინტერესის მაქსიმალურად გათვალისწინებით, მათი გადაწყვეტის გზებისა და საშუალებების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ. „2019 წლის 9 ივლისს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ვიტალი გიორგაძემ მიმართა როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, ისე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით, შემათანხმებელი პროცედურების (მედიაციის) დაწყების თაობაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, არსებული კოლექტიური შრომითი დავის რეგულირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მედიატორთა რეესტრიდან შეირჩა და დაინიშნა მედიატორი, რის შესახებაც ეცნობათ კოლექტიური შრომითი დავის მხარეებს. კოლექტიური დავის ფარგლებში მედიატორმა გამართა ინდივიდური შეხვედრა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან. მედიატორი ასევე დაუკავშირდა სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას შემათანხმებელ პროცედურებში უფლებამოსილი პირის ჩართვის მიზნით. მიუხედავად მედიატორის არაერთგზის მცდელობისა, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მედიატორს შორის შეხვედრა არ შედგა. შედეგად, მედიაციის პროცესი შეწყდა. მხარეების თანხმობისა და მომართვის შემთხვევაში სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ ჩაერთოს ზემოაღნიშნულ პროცესში და უზრუნველყოს შემათანხმებელ პროცედურებში მედიატორის მონაწილეობა“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ. ამ დროისთვის საგაფიცვო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე, ხელს 4 800 ადამიანი აწერს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრების განცხადებით, საპროტესტო აქციების დაწყება, ავტომატურად, შიდა და საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერებას გამოიწვევს. „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის წინადადების მიხედვით კი, 11 ათასი დასაქმებული, რომელთა ხელფასებიც 1500 ლარზე ნაკლებია, მომავალი წლის მარტიდან 10%-ით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. თუმცა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებენ და მასშტაბური გაფიცვებისათვის ემზადებიან. 10 აგვისტოს გაირკვევა, როგორია პროტესტის მონაწილეთა სამოქმედო გეგმა.
---
07.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი"-ს განცხადება
შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“-ს მუდმივმოქმედი ფილიალის დასაქმებულები 2019 წლის 3 აგვისტოდან უარს აცხადებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და არ გამოდიან სამუშაოზე. განმარტავენ, რომ არიან გაფიცულები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მათ კომპანიისთვის წერილობით არ მოუმართავთ და არ განუხორციელებიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. დასაქმებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შვებულებებთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ასევე ითხოვენ ხელფასის მომატებას. კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას დააკმაყოფილოს ყველა კანონიერი მოთხოვნა, რაც გამომდინარეობს საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან, მათ შორის შვებულებასთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ხოლო ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დასაქმებულებს შევთავაზეთ რამდენიმე ვერსია სახელფასო სისტემის დაანგარიშებისათვის. მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამჟამად მოქმედი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულების მიმართ გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ხელფასი, ისე დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის განკუთვნილი დამატებითი ანაზღაურება. რაც საერთო ჯამში ბევრად აღემატება დასაქმებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი დღიური ანაზღაურების - 20 ლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით.
---
07.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" გაფიცულმა თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს
ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებსა და მათი დამსაქმებლის, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. კომპანიამ უარი თქვა მათთვის ხელფასის მომატებაზე. შედეგად, სამოცივე გაფიცულმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მათ თავად მიიღეს. „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.
---