| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-06.12.2019 |
| Received On : | 06.12.2019 08:59 |
მედიამონიტორინგი 05.12.2019
ტელევიზია
06.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
გუშინდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი მედიასთან კიდევ არ ჩამოვიდა. საქართველოს პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, გუშინ პრემიერსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის მე-20 დადგენილების შესახებ გამართული შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო და ის ასევე, არ დაეთანხმა ჟურნალისტების რეპლიკას იმასთან დაკავშირებით, რომე ეკატერინე ტიკარაძე არ ხვდება ამ თემასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6530262
---
05.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის რეფორმის გამო კლინიკების ნაწილმა გეგმიური ოპერაციების გაკეთება შეწყვიტა. საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ საავადმყოფოებზე. 21 ნოემბრიდან რეანიმაციის და კარდიოლოგიის მიმართულებით ამოქმედებული ახალი ტარიფების შედეგად სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად მწვავე პაციენტებს იღებენ, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ შეცვლილი ტარიფების ძალაში დატოვების შემთხვევაში, კლინიკების ნაწილი საერთოდ დაიხუროს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ახლა პრემიერისგან დაპირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ელოდებიან, სადაც უნდა გაირკვეს, შეცვლის თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო სატარიფო პოლიტიკას. მედიკოსები განმარტავენ, რომ სამინისტროს მიერ შემცირებული ტარიფების გამო, პაციენტებს ხარისხიან მომსახურებას ვეღარ უწევენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6529968
---
05.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროსგან მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ელიან. როგორც კლინიკებსი აცხადებენ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის, რიგ სამედიცინო მანიპულაციებზე დადგენილი ტარიფების შეცვლის შესაძლებლობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6530034
---
05.12.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 20:00
20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება. სამედიცინო სექტორი ითხოვდა დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არაა გათვალისწინებული არც ლარის გაუფასურების ფაქტორი და არც ის, რომ გაზრდილია კომუნალური ტარიფები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6529903
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6529902
---
05.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
მთავრობის 520-ე დადგენილება ისევ საკამათოა. 21 დეკემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. თუმცა სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი რეგულაციების გადავადებას მოითხოვდა. საკითხი 30 კლინიკის ხელმძღვანელმა და პროფესიული გაერთიანების წარმომადგენელმა ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერთან ერთად განიხილა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6529892
---
05.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
საპარტნიორო ფონდის კუთვნილი რესპუბლიკური საავდმყოფო ტიკარაძის რეფორმას იწონებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6529064
---
05.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
სამედიცინო მომსახურების გერმანული მოდელის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, გერმანელმა კოლეგებმა. ქართულმა დელეგაციამ გადაუდებელი დახმარების საკოორდინაციო ცენტრი დაათვალიერა გაეცნო სერვისის მიწოდების იმ სქემას, რომლის მიხედვითაც გერმანელი ექიმები პაციენტებს დახმარებას უწევენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6528821
---
05.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ჯანდაცვის სამინისტროსთან სტუდენრებმა აქცია დღესაც გამართეს. სამედიცინო მიმართულებუის კურსდამთავრებულები მთავრობის მიერ დადგენილებას ითხოვენ რომელიც რეზიდენტურის გამოცდაზე გასასვლელად გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. ახალგაზდების პროტესტის შემდეგ გასადახადი განახევრდა შეთავაზება სტუდენტების მაინც მიუღებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6529050
---
05.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ბავშვთა პორნოგრაფია, დანაშაულებრივი ქსელი და მშობლები, რომლებიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილების პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო მასალით ვაჭრობდნენ - არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე პოლიციამ დღეს დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი გამოავლინა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6529987
---
05.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
10 წლის იოანე ხობუას საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარა ბიჭს ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. იოანეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აქვს. მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია გადაუდებელი და ძვირადღირებული მკურნალობა თურქეთში, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6530113
---
ინტერნეტი
06.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576038-jandacvis-msoplio-organizacia-gasul-cels-citelas-142000-adamiani-emsxverpla
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - გასულ წელს წითელას 142,000 ადამიანი ემსხვერპლა
2018 წელს წითელას ინფექციით მსოფლიოში 142,000 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ კვლევაშია აღნიშნული. გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან დღემდე წითელას შემთხვევები სამჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან დაფიქსირებულ შემთხვევებთან შედარებით. წითელას მსხვერპლთა უმეტესობა ბავშვია. ექსპერტების შეფასებით, სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულმა აცრის საწინააღმდეგო დეზინფორმაციამ ხელი შეუწყო წითელას შემთხვევების მატებას ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი. აღსანიშნავია, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე კონფლიქტისა და დაბალი ხარისხის სამედიცინო სერვისების გამო, ძალიან ცოტა ბავშვის ვაქცინაცია ხდება. წელს იქ წითელას გამო 4,500 ადამიანი დაიღუპა, რაც ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე მეტია. წითელას ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამოაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სამოას ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში წითელას 60 ადამიანი ემსხვერპლა. სამოას ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4 000-ს აღემატება. ქვეყანაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.
---
06.12.2019
სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა ვერ გაიხსენეს
უმრავლესობის დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი პოლიტიკიდან წასვლა კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორცილების დროს, რა კანონპრექტი შეიმუშავა ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას მოუტანდა და მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახებოდა. აკაკი ზოიძის მიერ განხორციელებული კანონპროექტების და მისი დეპუტატობის დროს ჯანდაცვის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი პროექტების გახსენება ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვა. სამედიცინო სფეროს ექსპერტმა სერგო ჩიხლაძე აკაკი ზოიძის მიერ შემუშავებულ ვერც ერთ საკანონმდებლო ინიციატივის გახსენება ვერ შეძლო. ჩიხლაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანდაცვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად ვერანაირი ღიებული ცვლილება ვერ განახორციელა. „კანონმდებლობის თვალსაზრისით მიჭირს გავიხსენო აკაკი ზოიძის მიერ განხორციელებული პროექტები, იმიტომ რომ კარდინალური ინიციატივა არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესები, რასაც კომიტეტი ყოველდღიურად ახორციელებდა. რევოლუციური ძვრები, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას დააბალანსებდა და ჯანდაცვის სამინისტროს (ხშირ შემთხვევაში უგუნურ ქმედებებს) გაანეიტრალებდა - ასეთი არ მახსოვს. თუმცა, ბატონი აკაკი ჯანდაცვის მიმართულებით ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე საღი აზრის მქონე ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მის პოლიტიკას მთლიანად არ ვიზიარებ. სერგეენკოსთან შედარებით ის უფრო მოქნილი იყო, მაგრამ მისი არცერთი ცვლილება არ დასრულებულა რაიმე შედეგით, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ამას ყოველთვის ბლოკავდა. კომიტეტმა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერანირი ღირებული ცვლილების შეტანა ჯანდაცვის პოლიტიკის სასიკეთოდ, რადგან ძირითადი როლი აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდა, რომელიც ყოველთვის სიხისტით გამოირჩეოდა“, - განაცხადა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ. აკაკი ზოიძის საპარლამენტო საქმიანო დასამახოვრებელი არ ყოფილა კიდევ ერთი სამედიცინო სფეროს სპეციალისტისთვის. ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარის მიერ განხორციელებულ ღირებულ პროექტი ვერც ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ვატო სურგულაძემ გაიხსენა. „აკაკი ზოიძის მიერ განხორციელებული ღირებული პროექტი არ მახსენდება. ძალიან კარგი პროექტებით მოვიდა, პარლამენტში ბევრი შეხვედრა იყო, განვიხილავდით სტრატეგიული განვითარების პროექტებს, მაგრამ რეალურად არანაირი შედეგი არ მიგვიღია. ისევ დგას ექთნების არარსებობის პრობლემა, რომელიც საქართველოში ძალიან სერიოზული საკითხია, კლინიკებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არ ხდება, ამიტომ მე არ მახსენდება არცერთი ღონისძიება, რომელმაც შედეგი მოიტანა. თუმცა, დასაწყისი კარგი ჰქონდა და იმედი მქონდა, რომ რაც დაისახა იმის მცირედი ნაწილი მაინც განხორციელდებოდა. საბოლოოთ, მივიღეთ ძალიან უხარისხო ჯანდაცვის სისტემა, ხარისხი ყოველდღიურად ვარდება, ზუსტად იმიტომ რომ არ მოხდა იმ რეგულაციების შემოტანა რაც ამისთვის საჭირო იყო. არ მომხდარა არცერთი ისეთი საკანონმდებლო აქტის განხორციელება, რომელიც ქვეყანას ჯანდაცვის მიმართულებით წინ წაწევდა, იყო მხოლოდ დაპირებები“, - განმარტა ვატო სურგულაძემ. შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 3 წლის განმავლობაში ეკავა.
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/411671/
კლინიკის დირექტორის კითხვა მინისტრს – 520-ე დადგენილება
კლინიკა “ჰელსიკორის” დირექტორის, რუსუდან ლაგვილავას თქმით, იმ დროს როცა ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი საჩხერის რაიონულ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა, კლინიკაში შუნტირება 11 ათასი ლარი ღირდა. როგორც “ტვ პირველის” ეთერში 3 დეკემბერს ლაგვილავამ განაცხადა, მისთვის გაუგებარია იმ მომსახურეობაში, რაშიც ეკატერინე ტიკარაძის მმართველობის პერიოდში კლინიკა 11 ათას ღირდა, ახლა სამინისტრო #520-ე დადგენილების ფარგლებში შუნტირებაში 8 500 ლარს რატომ იხდის. “მაქვს შეკითხვა მინისტრთან: ქალბატონი ეკა თავად მართავდა საჩხერის კლინიკას. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში საჩხერეში შეიქმნა კარდიოქირურგია როგორც ახალი დარგი. ამ პერიოდშივე შუნტირებაზე მათ ატვირთეს ფასი – 11 ათასი ლარი. ეს იყო მისი მმართველობის პერიოდში… მას ხომ ეს კალკულაცია ნანახი აქვს, მაშინ ვუსვამ კითხვას, თუ მის კლინიკაში შუნტირება განფასებული იყო 11 ათას ლარად, დღეს როგორც მინისტრი რატომ გვთავაზობს 8 500 ლარს?,” – ამბობს ლაგვილავა. ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კლინიკაში კონკრეტული სერვისის ღირებულება საჯარო არ არის, ნეტგაზეთმა ლაგვილავას მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერც თავად კლინიკაში მოახერხა. მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებული დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია. სამინისტროს მიერ დადგენილ ტარიფებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. ექიმებისა და კლინიკების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ერთიანი ტარიფი მათთვის მისაღებია, თუმცა პრობლემურია ის ფასები, რაც სამინისტრომ შესთავაზა. მათი მტკიცებით, დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია. კლინიკები ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვლენ, რადგან მათი თქმით, კერძო სადაზღვავო კომპანიების წილი 3-5%-ზე მაღალი არ არის. კლინიკების წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ აცხადებენ, რომ შეხვედრაზე გიორგი გახარიასგან დაპირება მიიღეს, რომ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ექიმების თქმით, დადგენილების გადავადების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკები სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაადასტურებენ, რომ რიგი სამედიცინო მანიპულაციები განსაზღვრულ ტარიფზე ძვირი ჯდება, შესაძლოა ტარიფები გადაიხედოს.
---
05.12.2019
ტარიფების გათანაბრების მიუხედავად, პაციენტებმა შესაძლოა, სერვისები თანადაფინანსებითაც მიიღონ
ჯანდაცვის სამინისტრო ტარიფების გათანაბრების რეგულაციის ფარგლებში, პაციენტებისთვის სხვადასხვა სერვისზე არჩევანისა და თანადაფინანსების მექანიზმის შექმნაზე მუშაობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება დამატებით გადასახადს იმ მომსახურებაზე, რომელიც კონკრეტულად ფიქსირებული ტარიფის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის. მაგალითად, საუბარია კონკრეტული ექიმის აყვანაზე და მისთვის შესაბამისი ჰონორარის გადახდაზე, ან განსაკუთრებული ხარისხის პალატაში მოთავსებაზე, ასევე, განსაკუთრებული ხარისხის სამედიცინო დანიშნულების საგნების გამოყენებაზე. „ჯერჯერობით ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან ერთის მხრივ არის პაციენტის არჩევანის უფლება, მეორეს მხრივ არის იმის ინტერესი, რომ პაციენტი იყოს დაცული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგისგან, მას არ მოუხდეს ზედმეტი თანხის გადახდა იმის გამო, რომ არ მიიღო სათანადო განმარტება სტანდარტსა და მომსახურების თაობაზე. როგორც კი ჩვენ ეს კონსულტაციები გვექნება დასრულებული, კონსულტაციები არის მრავალმხრივი, როგორც იურიდიული კუთხით, ასევე სპეციალისტების მიმართილებით, ტექნიკური კუთხით, ძალიან მალე კლინიკებს ამის შესახებ ვაცნობებთ“, – განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის ძალაში შევიდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფიქსირებული ტარიფები, რომლებიც ამ ეტაპზე სავალდებულოა მხოლოდ კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის სერვისებზე. კერძო კლინიკების დიდი ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ, როგორც თავად აცხადებენ, პაციენტს დამატებითი სერვისების მიღების უფლება ეზღუდებათ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის 4 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა, რომელიც კონკრეტული შედეგით დასრულდა. კერძოდ, როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსისტებით. ჯგუფში ასევე შევლენ პროფესიული გაერთიანებების წევრები. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება, არ გადავადდება, თუმცა ზემოაღნიშნული ჯგუფი ტარიფების შეცვლაზე იმუშავებს.
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/gabunia-seleqciuri-kontraqtirebistvis-saministro-fiqrobs-ori-gansxvavebuli-meqanizmis-gamoyenebas/44794/
გაბუნია: სელექციური კონტრაქტირებისთვის სამინისტრო ფიქრობს ორი განსხვავებული მექანიზმის გამოყენებას
სელექციური კონტრაქტირებისთვის სამინისტრო ფიქრობს ორი განსხვავებული მექანიზმის გამოყენებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველი მექანიზმი შეეხება სანებართვო პირობების დახვეწას და უფრო მეტად შესაბამისობის უზრუნველყოფას საერთაშორისო სტანდარტებთან. „კარდიოქირურგიის მიმართულებით სტანდარტები უკვე მზად არის, დასრულებულია კონსულტაციები პროფესიულ საზოგადოებასთან და შეთანხმება ამაზე არსებობს. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ პროცედურული უზრუნველყოფის ფაზაში. როგორც კი დასრულდება ეს ფაზა, უკვე შეგვიძლია რომ ამ მიმართულებით გვქონდეს ახალი სანებრათვო პირობები, რაც თავისთავად მეტად სელექციური ხასიათი ექნება. ანუ ის კლინიკები ვინც ვერ დააკმაყოფილებენ ბუნებრივია ახალ სანებართვო პირობებს, ვეღარ მიიღებენ, ცხადია, ამ სერვისის მიწოდებაში მონაწილეობას. გარდა ამისა, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბევრად უფრო გონივრულია შესყიდვების წარმოება მეტად რენტაბელური დიდი ზომის დაწესებულებებიდან და ამისთვის ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რათა განისაზღვროს საჭირო საწოლფონდის ოდენობა და ასევე ის, თუ რა იქნება ეფექტურობის ზღვარი იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და ამ დისკუსიისთვისაც ჩვენ გამოვიყენებთ უნივერსალური ხელმისაწვდომობის საბჭოს, როგორც პლატფორმას, იმისთვის, რომ მოხდეს გაზიარება ამ გადაწყვეტილებებისთვის, როგორც პირველად ჯანდაცვასთან, ასევე ჰოსპიტალურ სექტორთან მიმართებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/412000/?fbclid=IwAR3IbsbWk5iVjXXO-8N2oAx044aGvf0vRMZaXkB0Pckp8BFZ2N0ykWdInWU
კლინიკების დისკრედიტაცია FB-ზე სამინისტროსთან კამათის ფონზე
ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო კლინიკების ნაწილს შორის 520-ე დადგენილების გამო არსებული კამათის ფონზე, ფეისბუკზე საავადმყოფოების და ერთ შემთხვევაში კონკრეტული მენეჯერის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოჩნდა. ერთ-ერთი გვერდი, რომელიც ამ კუთხით აქტიურობს 28 ნოემბერსაა შექმნილი. ის კლინიკებს “სიცოცხლით მოვაჭრეებს” უწოდებს და არგუმენტაციისთვის კონკრეტული კლინიკების მოგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის ავთენტურობაც ნეტგაზეთისთვის უცნობია. პოსტს 1.3 ათასი მოწონება და ათასზე მეტი გაზიარება აქვს. გვერდი ასევე “წურბელას” უწოდებს ერთ-ერთ კლინიკას, რომლის წარმომადგენელიც ასევე მონაწილეობს 520-ე დადგენილებით ჩამოყალიბებული ფასების წინააღმდეგ კრიტიკაში. “გააზიარე პოსტი და დაუჭირე მხარი ჯანდაცვის მინისტრის N520 ბრძანებას, რომელიც კერძო კომპანიებს თქვენი ჯანმრთელობით ვაჭრობას უკრძალავს, დაუჭირე მხარი სამედიცინო მომსახურების ფასების რეგულაციას!”, – წერს გვერდი. გვერდი პერსონიფიცირებულად “სიცოცხლით მოვაჭრეს” უწოდებს ერთ-ერთი კლინიკის დირექტორსაც. ამ პროცესში აქტიურობს მეორე ფეისბუკ-გვერდიც. ეს გვერდი 2018 წლის მაისშია შექმნილი და სხვადასხვა საკითხებზე პროსამთავრობო ინფორმაციას ავრცელებს. ეს გვერდიც ავრცელებს ინფორმაციას დადგენილების შესახებ, ხოლო კლინიკებს ასევე უწოდებს წურბელებსა და ჭინკებს. აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ექიმი და სამოქალაქო აქტივისტი ჯაბა ზარქუა, რომელიც წერს, რომ არ შეიძლება ასეთ სენსიტიურ საკითხებზე მანიპულაცია და “ტროლების მიქსევა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია. სამინისტროს მიერ დადგენილ ტარიფებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. ექიმებისა და კლინიკების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ერთიანი ტარიფი მათთვის მისაღებია, თუმცა პრობლემურია ის ფასები, რაც სამინისტრომ შესთავაზა. მათი მტკიცებით, დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია. კლინიკები ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვლენ, რადგან მათი თქმით, კერძო სადაზღვავო კომპანიების წილი 3-5%-ზე მაღალი არ არის. კლინიკების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ აცხადებენ, რომ შეხვედრაზე გიორგი გახარიასგან დაპირება მიიღეს, რომ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ექიმების თქმით, დადგენილების გადავადების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკები სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაადასტურებენ, რომ რიგი სამედიცინო მანიპულაციები განსაზღვრულ ტარიფზე ძვირი ჯდება, შესაძლოა ტარიფები გადაიხედოს.
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacva---gazrdili-danaxarjebi-da-sabiujeto-riskebi-/44759/
საყოველთაო ჯანდაცვა - გაზრდილი დანახარჯები და საბიუჯეტო რისკები
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/rodis-gamartavs-jandacvis-saministro-klinikebis-tarifebze-samushao-shexvedras-/44786/
როდის გამართავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ტარიფებზე სამუშაო შეხვედრას
ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის 520-ე დადგენილებაში შესაძლო ცვლილებებისთვის ემზადება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ეტაპზე უწყება კარდიოქირურგიული მიმართულებით სამედიცინო დაწესებულებებიდან სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაციას აგროვებს. გაბუნიას კომენტარი თავად სამინისტრომ გაავრცელა. "რაც შეეხება კონკრეტულად კარდიოქირურგიასთან მიმართებაში ტარიფების დადგენის პროცესს, როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით ვიმუშავეთ კლინიკებთან. გასულ კვირას რამდენიმე შეხვედრა იყო, ამ კვირის მანძილზე უკვე ვიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას სხვადასხვა სახარჯი მასალის, სამედიცინო დანიშნულების საგნების თაობაზე დაზუსტებული ფასებით, მათი შესყიდვების გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს მონაცემები დამუშავების პროცესშია. როგორც კი დასრულდება მონაცემების შეგროვება, ჩვენ ჩავნიშნავთ სამუშაო შეხვედრას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ, არის თუ არა რაიმე გადაცდომა, ან კორექტორებას საჭიროებს თუ არა რომელიმე ნაწილი და ამის მიხედვით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ჯგუფის ჩართულობით, როგორც ამაზე შეთანხმება უკვე იყო", - განაცხადა გაბუნიამ.
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-xelmisawvdomobis-gaumjobesebistvis-saministro-sabchos-qmnis-/44784/
საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის სამინისტრო საბჭოს ქმნის
საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების უნივერსალური ხელმისაწვდომობის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პლატფორმას - საბჭოს ქმნის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას კომენტარი თავად სამინისტრომ გაავრცელა. „სამინისტრო გეგმავს უნივერსალური ხელმისაწვდომობის თაობაზე საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება სათათბირო პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მსჯელობის საშუალება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხებზე, არამედ ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც უკავშირდება უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის გაუმჯობესებას და ზოგადად, ახალი მექანიზმების ამოქმედებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ ხარისხი და ხელმისაწვდომობა სისტემაში. რაც შეეხება კონკრეტულად კარდიოქირურგიასთან მიმართებაში ტარიფების დადგენის პროცესს, როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით ვიმუშავეთ კლინიკებთან. გასულ კვირას რამდენიმე შეხვედრა იყო, ამ კვირის მანძილზე უკვე ვიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას სხვადასხვა სახარჯი მასალის, სამედიცინო დანიშნულების საგნების თაობაზე დაზუსტებული ფასებით, მათი შესყიდვების გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს მონაცემები დამუშავების პროცესშია. როგორც კი დასრულდება მონაცემების შეგროვება, ჩვენ ჩავნიშნავთ სამუშაო შეხვედრას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ, არის თუ არა რაიმე გადაცდომა, ან კორექტორებას საჭიროებს თუ არა რომელიმე ნაწილი და ამის მიხედვით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ჯგუფის ჩართულობით, როგორც ამაზე შეთანხმება უკვე იყო", - განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ დადგენილებაში ცვლილებების შესატანად, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, გარკვეული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/yofili-ministri-jandacvis-saministro-ar-aris-mze-romlis-garshemoc-yvelaferi-trialebs-/44787
ყოფილი მინისტრი: ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მზე, რომლის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს
ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მზე, რომლის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს. ეს სამინისტრომ უნდა გააცნობიეროს და გახდეს ამ სისტემის ლიდერი, ოღონდ ეს არ გულისხმმობს იმას, რომ ის უნდა იყოს მბრძანებელი, - ამის შესახებ bm.ge-ს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა სანდრო ურუშაძემ მთავრობის 520-ე დადგენილების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, სამინისტროსთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სერიოზული პრეტენზია აქვთ, რაც სწორია. „ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ბრძანება, რომელიც გამოდის სამინისტროში, უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან, და უნდა არსებობდეს კომუნიკაცია. ამ გადაწყვეტილებაში მათი მონაწილეობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემები გამოვრიცხოთ. დაფინანსების ასეთი გაუაზრებელი შემცირება, საფრთხის ქვეშ აყენებს თვით ამ დარგის განვითარებას, ეს ექიმებმაც აღნიშნეს და პირველ რიგში საფრთხის ქვეშ აყენებს პაციენტების ჯანმრთელობას“, - განაცხადა სანდრო ურუშაძემ. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა არის სწორი გზა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეკონომიკა ვერ ახერხებს დაპირებების დაფინანსებას, და სადაც საჭიროა ყოველთვის ამ ხარჯების პრიორიტეტიზაცია და იმ პოლიტიკური პრიორიტეტების შერჩევა, რომელიც შესაფერისია ეკონომიკასა და გადახდისუნარიანობასთან. „გარდა ამ პრობლემებისა, რომელიც ამ მიზნების სწორად ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული, მეორე პრობლემა, რაც ამ პროგრამას ყოველთვის ჰქონდა, ეს არის ხარჯების კონტროლი და ამ პროგრამის მართვის ხარისხი. ამას ყველა აღნიშნავდა და სასურველია, რომ ამას სერიოზული ყურადღება მიექცეს. ეს დადგენილებაც სწორედ ამის გამოძახილია, რომ ვერ მოხერხდა ამ პროგრამის საკმარისად ხარისხიანად მართვა. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში იყო ძალიან სწორი სურვილი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველას თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იყო საკმარისი ის მმართველობითი რესურსი, ხარისხი მმართველობის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა. ეს მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის პრობლემა. ეს ბევრ ქვეყანაშია, რომელიც ვითარდება, სახელმწიფო სამსახურები ხშირად არ არიან მზად ახალ გარემოში იმუშავონ, იმიტომ რომ ამ ახალ გარემოში ახალი ტიპის მმართველობაა საჭირო. შეუძლებელია მართვა ცალმხრივი ბრძანებებით, მე ამას გიბრძანებ და შენ გააკეთე. თანამედროვე მართვა გულისხმობს მონაწილეობას, კომუნიკაციას, გამჭვირვალობას გადაწყვეტილებების მიღებაში, გულისხმობს თანამშრომლობას, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფო სექტორთან. დღევანდელ ჯანდაცვის სისტემებში, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მზე, რომლის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს. ეს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააცნობიეროს და გახდეს ამ სისტემის ლიდერი, ოღონდ ეს არ გულისხმმობს იმას, რომ ის უნდა იყოს მბრძანებელი“, - განაცხადა ურუშაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის თანამშრომლობა: „არ შეიძლება იზოლაცია ექიმებისგან, სამედიცინო საზოგადოებებისგან, ექსპერტებისგან, არასამთავრობო სექტორისგან. ეს სამინისტროს დაასუსტებს და ჩვენს სისტემას უარყოფით შედეგებს მოუტანს და პირველ რიგში, ეს აისახება პაციენტებზე და მომსახურების ხარისხზე“.
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576009-2019-clis-5-dekembris-monacemebit-samushao-adgilze-dagupulta-raodenoba-35-it-shemcirda
2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა
2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი. სამშენებლო სექტორში, ერთობლივი ინსპექტირების დასრულების შემდეგ, აგვისტოს ბოლოდან 5 დეკემბრის მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა რაოდენობა, მიმდინარე წლის ამავე სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მესამედია. საწარმოო უბედური შემთხვევების აღრიცხვა განახლებული მეთოდიკით ხდება. აღრიცხული ინციდენტების რაოდენობაში შესულია აგრეთვე საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევათა მონაცემები. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება განხორციელებულია იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაში ზედმეტი, დაუზუსტებელი ან/და შეუსაბამო ინფორმაციის მოხვედრა. 2020 წლიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დაგეგმილია შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და ინსპექტორების რაოდენობრივი ზრდა.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94097
პია.ჯი- http://pia.ge/post/296586-samusao-adgilze-darupulta-raodenoba-35-it-semcirda
კვირა.ჯი- http://kvira.ge/523238
---
05.12.2019
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გერმანიაში ოფიციალური შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ბავარიის მხარეში, სამხარეო სამედიცინო დაწესებულებას ეწვია, რომელიც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს ემსახურება. 600 საწოლზე გათვლილი კლინიკა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მათი სამედიცინო მომსახურების მოდელი, მოიცავს გადაუდებელი დახმარების სერვისების სრულ სპექტრს, მათ შორის რეაბილიტაციის მაღალტექნოლოგიურ სერვისს. კოლეგებმა სამინისტროს წარმომადგენლებს სამედიცინო მომსახურების გერმანული მოდელის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. "ქართულ დელეგაციას გავუზიარეთ გამოცდილება, იმის შესახებ თუ როგორ ხდება თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, უაღრესად მძიმე ტრავმის მქონე პაციენტების მკურნალობა. ჩვენი სამედიცინო დაწესებულება არის ძალიან მაღალკვალიფიციური ტრავმატოლოგიური ცენტრი და წელიწადში საშუალოდ 15 000 პაციენტს ვუწევთ სამედიცინო მომსახურებას. უბედური შემთხვევის ადგილიდან დაშავებულების გადმოყვანას კლინიკის კუთვნილი ვერტმფრენით ვახორციელებთ. გვაქვს როგორც ამბულატორიული მომსახურება, ასევე ვუზრუნველყოფთ რეაბილიტაციის სერვისების მიწოდებასაც", - განაცხადა მურნაუს კლინიკის მთავარმა ექიმმა კარენ ბაუერმა. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში დაინერგოს ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც გერმანულ სამედიცინო დაწესებულებებს გააჩნიათ. „ჩვენი ვიზიტის მიზანია, უკეთესად შევისწავლოთ სამედიცინო მომსახურების მიწოდების გერმანული მოდელი, გვქონდეს თანამშრომლობა კლინიკებთან და დავნერგოთ საქართველოში ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც გერმანულ სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჰოსპიტალურ დონეზე განვითარდეს სამედიცინო მომსახურების მოდელი და პაციენტმა მიიღოს უახლესი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ობერლანდის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრსაც ეწვივნენ და სერვისის მიწოდების იმ სქემას გაეცნენ, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება ხორციელდება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმა მიზნად ისახავს ერთი ქოლგის ქვეშ სხვადასხვა სამსახურების გაერთიანებას და სწორედ ამიტომ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ნაწილში გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძეც.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/575953-jandacvis-saministros-delegacia-vizitit-germaniashi-imqopeba
პია.ჯი- http://pia.ge/post/296455-jandacvis-saministros-delegacia-germaniasi-oficialuri-vizitit-imyofeba
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94074
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-delegacia-germaniashi-gadaudebeli-samedicino-daxmarebis-gamocdilebas-gaecno
ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოცდილებას გაეცნო
ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოცდილებას გაეცნო. ისინი ბავარიის მხარეში, სამხარეო სამედიცინო დაწესებულებას ეწვივნენ, რომელიც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს ემსახურება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 600 საწოლზე გათვლილი კლინიკა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მათი სამედიცინო მომსახურების მოდელი, მოიცავს გადაუდებელი დახმარების სერვისების სრულ სპექტრს, მათ შორის რეაბილიტაციის მაღალტექნოლოგიურ სერვისს. შეხვედრა შედგა „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრშიც,“ სადაც ქართული დელეგაცია სერვისის მიწოდების იმ სქემას გაეცნო, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება ხორციელდება. მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში დაინერგოს ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც გერმანულ სამედიცინო დაწესებულებებს გააჩნიათ. მურნაუს კლინიკის მთავარი ექიმის კარენ ბაუერის განცხადებით კი, გერმანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ ხდება თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, მძიმე ტრავმის მქონე პაციენტების მკურნალობა. „ჩვენი სამედიცინო დაწესებულება არის ძალიან მაღალკვალიფიციური ტრავმატოლოგიური ცენტრი და წელიწადში საშუალოდ 15000 პაციენტს ვუწევთ სამედიცინო მომსახურებას. უბედური შემთხვევის ადგილიდან დაშავებულების გადმოყვანას კლინიკის კუთვნილი ვერტმფრენით ვახორციელებთ. გვაქვს როგორც ამბულატორიული მომსახურება, ასევე უზრუნველყოფთ რეაბილიტაციის სერვისების მიწოდებასაც,“ – განაცხადა ბაუერმა.
---
05.12.2019
ეს გაჭირვებული ქვეყანაა და არ აქვთ ადამიანებს დამატებით თანხების გადახდის საშუალება - ნინო ნადირაძე-კუზანოვა: 520-ე დადგენილებაზე
ეს გაჭირვებული ქვეყანაა და არ აქვთ ადამიანებს დამატებით თანხების გადახდის საშუალება. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო უნდა დახვეწოს ტარიფები, რომ ჩვენ, კლინიკებს გვქონდეს იმის საშუალება, ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და დავინდოთ მათი ჯიბე,- კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ტარიფების გადახედვა ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს. „მე პირადად მხარს ვუჭერ ჯანდაცვის სამინისტროს ამ წამოწყებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს მიხედოს იმ ლაფსუსებს , რაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ გამოავლინა და ვირული სიჯიუტით არ ამბობს, რომ ყველაფერი სწორად და კარგად იყო გაკეთებული. ვფიქრობ, რომ ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს ტარიფების გადახედვა და ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს პაციენტის ჯანმრთელობაზე და მის კეთილდღეობაზე მორგებული სისტემის შექმნა. ეს გაჭირვებული ქვეყანაა და არ აქვთ ადამიანებს კიდევ ზემოდან დამატებით თანხების გადახდის საშუალება, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო უნდა დახვეწოს ტარიფები, რომ ჩვენ კლინიკებს გვქონდეს იმის საშუალება, რომ ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და დავინდოთ მათი ჯიბე . მე როგორც რიგირთი ექიმი, და ასევე კლინიკის ხელმძღვანელი, მართალია ყველაფერი ამ დადგენილებაში არ მომწონს მაგრამ სუფთა სახელმწიფოებრივი კუთხით აბსოლუტურად ზუსტად ვხვდები,რომ ეს დადგენილება უნდა მიეღოთ და ეს იყო გარდაუვალი. შეიცავს რაღაც ხარვეზებს, რომელიც დახვეწადია. ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა შემოიღოს ფასების რეგულაცია, გაამკაცრონ სალიცენზიო პირობები კლინიკების გახსნასთან დაკავშირებით“,- ამბობს ნინო კუზანოვა ვიდეომიმართვაში.
---
05.12.2019
„გადახდები გაიზრდება და შესაძლოა სადაზღვევო კომპანიებისთვის სერვისებიც გაძვირდეს“ – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჯანდაცვის რეფორმაზე
ჰოსპიტალური სექტორის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებულ პირველ რეფორმას და № 520-ე დადგენილებას სადაზღვევო კომპანიებიც ეხმიანებიან. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეფორმის პირობებში კლინიკები შეეცდებიან დანაკლისი თანხის კომპენსირება მოახდინონ, რაც სადაზღვევო პაკეტების ღირებულებაზე იმოქმედებს. „კლინიკები ამ პირობებში შეეცდებიან, რომ თავიანთი დანაკლისის კომპენსირება მოახდინონ. ცხადია ეს პაციენტებზეც აისახება, ვინაიდან გადახდები გაიზრდება და შესაბამისად, შესაძლოა სადაზღვევო კომპანიებისთვის სერვისების გაძვირებაც მოახდინონ, რაც თავისთავად სადაზღვევო პაკეტების ღირებულებაზე იმოქმედებს. ფაქტია, ეს რეფორმა ჯიბიდან გადახდებზეც აუცილებლად იმოქმედებს. საყოველთაო პროგრამაში ერთადერთი გადამხდელი სახელმწიფოა, თუმცა, ის ვერასდროს აღწევს ხარჯების კონტროლს, გარდა ამისა, არამარტო ინფლაციაა სამედიცინო მომსახურების გაძვირების მიზეზი, არამედ მიდგომა რაც გვაქვს. ანგარიშვალდებულების მენეჯმენტი გაცილებით უკეთ გამოსდის კერძო კომპანიას, ვიდრე სახელმწიფოს, ამიტომ მიგვაჩნია რომ კერძო სადაზღვევო სექტორმა გაცილებით მეტი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში. მაგალითად, როგორც ეს გასულ წლებში იყო, როდესაც კერძო სადაზღვევო სექტორი იმ ხარჯების ნაწილის დაფინანსებას თავის თავზე იღებდა, რასაც დღეს სახელმწიფო აკეთებს. მიგვაჩნია, რომ ამას კერძო სექტორი გაცილებით უკეთესად განახორციელებს. საუბარი იყო უფრო მეტი ხარჯის კერძო სექტორზე გადასვლის შესახებ, რაც განსაკუთრებით დასაქმებულებს ეხებათ ანუ დამსაქმებელი თავის თანამშრომლებს სავალდებულო წესით დააზღვევს, რაც საბიუჯეტო დანახარჯებს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საშუალება მიეცეს საყოველთაო პროგრამაში მონაწილე ადამიანებს, რომ კერძო დაზღვევით ისარგებლონ, შეღავათიანი პაკეტები, რომლებიც ჩვენ გვქონდა უკომპენსირებდა მათ მედიკამენტებს, ამბულატორიას და სხვა მსგავს სერვისებს. დღეს კი ამის საშუალება მათ არ აქვთ, მართალია ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა არსებობს, მაგრამ ჯიბიდან გადახდები წლიდან-წლამდე იზრდება“, - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.
---
05.12.2019
როგორ ავუხსნათ ეს ყველაფერი პაციენტის ოჯახს - ექიმები 520-ე დადგენილების შეჩერებას ითხოვენ
21 ნოემბერს ამოქმედებული 520-ე დადგენილება უკვე რამდენიმე კვირაა ექიმებისა და კლინიკების მფლობელთა უკმაყოფილების მიზეზია. ახალი წესი ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართეს: როგორ წერილში აღნიშნავდნენ, მომსახურებებზე გაწერილი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არ არის გათვალისწინებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორიც. სფეროს წარმომადგენლები გადაწყვეტილების 6 თვით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას ითხოვენ, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს. 21 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ღია წერილს ასევე საჯარო განმარტებით უპასუხა. რომ: „ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით“. შეუსაბამო ფასებთან დაკავშირებით კი არგუმენტად მოაქვს რამდენიმე კლინიკის მიერ მიწოდებული (კლინიკების მონაცემები არ ჩანს) ხარჯები კონკრეტული ინტერვენციაზე, რომელიც ჯდება სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ფასში. მთავრობის 520-ე დადგენილების გაუქმებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს ქვეყნებს ექიმი-კარდიოლოგი იოსებ სიხარულიძე. „37 წლის მამაკაცს, სამი შვილის მამას წინა კედლის გავრცელებული ინფარქტით. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გავუკეთე 2 სტენტის იმპლანტაცია თრომბო ასპირაციით. სახელმწიფომ ეს ოპერაცია შეაფასა 2100 ლარად. 520-ე დადგენილებით ვერც მე და ვერც ჩემი დამხმარე მედპერსონალი, ვერც დაწესებულება, ამ შემთხვევაში შემოსავალს ვერ მივიღებთ. ქვემოთ არის მხოლოდ სახარჯი მასალა რაც გაიხარჯა ამ ოპერაციის დროს“-წერს სიხარულიძე. განცხადებას ავრცელებენ სხვა ექიმებიც, რომელშიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და აცახდებენ, რომ შეაჩერონ 520-ე დადგენილება. „კოლეგებს, ყველაზე საპასუხისმგებლო დარგის წარმომადგენლებს - „კარდიოქირურგებს“, არითმოლოგებს, კარდიოლოგებს, ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას და მოვუწოდებ ერთიანობისკენ! ერთად შევაჩეროთ დადგენილება 520! დღეს, როდესაც საქართველოში მძიმე ზოგადი მდგომარეობაა, როდესაც ოკუპანტებს დაკავებული ჰყავთ ჩვენი სასახელო ექიმი - ვაჟა გაფრინდაშვილი, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე დამსახურებულ ნეიროქირურგს პაციენტი უბედავს რომ სცემოს, როდესაც ზოგადად მედიცინა ისედაც სავალალო მდგომარეობაშია ბევრი კლინიკების არსებობის გამო. ცუდი მდგომარეობაა კლინიკის „მფლობელების“ და დირექტორების გამო, რომელთაც საავადმყოფოები გაითავისეს, როგორც ბიზნესი-შემოსავლის წყაროდ და არ ახდენენ პაციენტების „ადეკვატურ“ მკურნალობას. ისედაც არ ახდენდნენ მედ-პერსონალის ნორმალური შემოსავლით უზრუნველყოფას. რამოდენიმე კლინიკაში, კონფერენცია იწყება ფინანსური -„გეგმებით“ ნაცვლად პაციენტების თერაპიული და აკადემიური მკურნალობისა. ძალიან ბევრმა კლინიკამ ექიმი „გადააგდო“ და კუთვნილი ანაზღაურება არ მისცა რამოდენიმეთვიანი მუშაობის და დაპირებების შემდგომ. როდესაც ქვეყნის საუკეთესო „ტვინები“ უცხოეთში გაედინებიან, როდესაც ლარი გაუფასურდა და ოპერაციების ღირებულებები ვერ გაიზარდა, რადგან ღირებულების ცვლილების უფლება კლინიკებს არ ჰქონდა. როდესაც ისედაც მიზერი იყო დაფინანსება ადამიანების რომლებიც „ახალგაზრდები“ არიან და რეალურად ქვეყანა მათზე დგას, 36-ე დადგენილებას ვგულისხმობ. ევროპის ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, ხოლო ჩვენთან შეფასებულია 36 დადგენილება 15000ლ (ლიმიტი). ადამიანები ვისაც 40 000ლარი და მეტი აქვთ შემოსავალი ისინი სულ ამოღებულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ისინი იხდიან გადასახადებს. 520 დადგენილება ეს არ არის მხოლოდ დაფინანსების შემცირება, ის არის ისეთი დარგების გაუქმება, რომელიც ყველაზე მეტად სიცოცხლის გადამრჩენია. ქართველებო დავდგეთ ერთად! ნუ ვაკადრებთ ერთმანეთს ასეთ „ჯანდაცინვას“! მინდა ფოტომასალა წარმოგიდგინოთ 2015 წელს გადაღებული სხვადასხვა საქართველოს თუ ევროპის კლინიკებიდან რითაც ნათლად ჩანდა სად ვიყავით ჩვენ და სად იყვნენ ევროპის კლინიკები „მატერიალურ-ტექნიკურ“ ბაზაში სხვაობას ვგულისხმობ. ისმის კითხვა: ასეთი ტარიფებით ვის გაუჩნდება სურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განაახლოს? P. S. ექიმებო, ქართველებო გთხოვთ ყველამ გავიაზროთ ასეთი დაფინანსებებით გამოდის რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავიანთ შეჭირვებულ მოქალაქეებს სასიკვდილოდ იმეტებს (ანუ თავაზობს დაბალხარისხიან-უხარისხო სერვისს) ერთად შევაჩეროთ დადგენილება 520!“,- წერია გავრცელებულ პოსტში. „ჩვენ ამ დეტალების ახსნა პაციენტების ოჯახებთან მოგვიწევს. რაც ძალიან რთულია“, - ამბობენ კარდიოლოგები.
---
05.12.2019
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი - ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ჩავდგეთ კონკურენტუნარიან გარემოში და გვქონდეს თანაბარი ფასები
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხს გამოეხმაურა. დევი ტაბიძე მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედებას მიესალმება, რომელიც ტარიფების გათანაბრებას ეხება. ტაბიძის თქმით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ფასები სხვა კლინიკებთან შედარებით, ყველაზე დაბალია და არაკონკურენტულ გარემოში იმყოფებიან. შესაბამისად, მთავრობის ბრძანება მეტწილად თანხვედრაშია იმ ტარიფებთან, რომელიც „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ სახელმწიფომ 2012 წელს დაუდგინა. „ჩვენ ვმუშაობთ 2012 წელს დადგენილი ფასებით, ამას ჰქვია ისტორიული მინიმუმი. დღეს სამინისტროს პოლიტიკა გვთავაზობს ასეთ რამეს, რომ ფასების გათანაბრება მოხდეს. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ 520-ე დადგენილებით მოცემული მინიმალური თანხა ჩვენთვის მისაღებია, ეს არის საერთო შეწონილი თანხა. რასაც სამინისტრო გვთავაზობს, სხვადასხვა კლინიკებიდან მიწოდებული თანხის საშუალო არითმეტიკულია გამოყვანილი. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ჩავდგეთ კონკურენტუნარიან გარემოში და ვიმუშაოთ ისე, როგორც მუშაობს სხვა. ჩვენ არც კვალიფიკაცია გვაკლია, არც პროფესიონალიზმი. ჩვენ ვართ სასწავლო-საუნივერსიტეტო კლინიკა. ასე რომ, ჩვენი კლინიკის არც მეტი არც ნაკლები, ამ მომენტისათვის გამოსავალს ვხედავთ მხოლოდ ამაში, რომ ვიყოთ თანაბარ ფასებში და თანაბარ პოზიციებში. წარმოიდგინეთ ისეთი კლინიკები, რომლებსაც ჰყავთ ძალიან სერიოზული მესვეურები, ძალიან სერიოზული დამფინანსებლები. რესპუბლიკური საავადმყოფო არის ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა და სახელმწიფო გვთავაზობს იმ პოზიციას, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში განვავითარებთ ჩვენს მუშაობას. 90-95 პროცენტიანი დატვირთვა მაინც გვაქვს, მიუხედავად ასეთი მძიმე სიტუაციისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენთან კორონაროგრაფიაც კეთდება, სტენტირებაც, სხვაობა არის დაახლოებით 4-5 ათასი ჩვენსა და კერძო კლინიკებს შორის. ანუ მინიმუმ სამი ათასი და ეს სხვაობა სერიოზულად აისახება შემდეგ ჩვენს საქმიანობაზე“ ,- განაცხადა დევი ტაბიძემ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტარიფების გათანაბრების პირობებში დაბალი ფასი მისასალმებელი არ არის, თუმცა მათთვის მისაღებია პოლიტიკა, რომელმაც „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობა უნდა უზრუნველყოს. „იმას არავინ ამბობს, რომ დაბალი ფასი უკეთესია. ჩვენთვის პოლიტიკაა მისაღები იმდენად, რამდენადაც ჩვენ, რესპუბლიკური საავადმყოფო ჩავდგეთ კონკურენტუნარიან გარემოში და ზუსტად ისევე ვიმუშაოთ, იმ დატვირთვით, როგორც სხვა. რა დავაშავეთ, რომ ჩვენ არ გვყავს კერძო მფლობელები და მილიარდელები, არ ვართ ამის ფუფუნებაში. ყოველ შემთხვევაში, ეს საავადმყოფო რომ არსებობდა, არსებობს და უნდა იარსებოს, ამაზე ორი აზრი არ არის“ ,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის 4 დეკემბერს გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. კერძოდ, როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსისტებით. ჯგუფში ასევე შევლენ პროფესიული გაერთიანებების წევრები. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება, არ გადავადდება, თუმცა ზემოაღნიშნული ჯგუფი ტარიფების შეცვლაზე იმუშავებს.
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/575937-grzelvadiani-sacxovreblit-uzrunvelqopas-49-258-devnili-ojaxi-elodeba
გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას 49 258 დევნილი ოჯახი ელოდება
გრელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას 49 258 დევნილი ოჯახი ელოდება. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში 90 606 ოჯახია რეგისტრირებული, საიდანაც გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 41 348 ოჯახი. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, 2012 წლიდან დაკმაყოფილებულია 19 970 დევნილი ოჯახი, რისთვისაც დაიხარჯა 406.485.960 ლარი.
---
05.12.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/audio/ghia-studia-shshm-pirta-saertashoriso-dghe/?fbclid=IwAR3lSYe_KXVTz_jH6a-m6W_HCRmHUN472iExFWWlztzSE-4h0S4rjvDWvqE
ღია სტუდია - შშმ პირთა საერთაშორისო დღე
„3 დეკემბერს მსოფლიო მაშტაბით აღინიშა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე. ჩვენს ქვეყანაშიც არის პრობლემები რაც დაკავშირებულია შშმ პირთა უფლებებთან, დასაქმებასთან და ა.შ. თუმცა, არის გარკვეული წარმატებებიც. განსაკუთრებით დასაქმების მიმართულებით გააქტიურდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტში შშმ პირთათვის შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამები და ამ საქმეს ემსახურებიან სპეციალურად მომზადებული მხარდაჭერისა და დასაქმების სპეციალისტები. თუმცა ბევრი მიმართულებით კვლავ ბევრი პრობლემაა. ეს განსაკუთრებით ეხება იფრასტრუქტურას. საჭიროა შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, სადაც ყველა მიმართულება იქნება გათვალისწინებული.“ სტუმრები: მარიამ თუთბერიძე – გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერი; მარიამ ბეზარაშვილი – სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი.
---
ბეჭდვითი მედია
06.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ეს გაჭირვებული ქვეყანაა და ადამიანებს დამატებით თანხის გადახდის საშუალება არა აქვთ"
ეს გაჭირვებული ქვეყანაა და არ აქვთ ადამიანებს დამატებით თანხების გადახდის საშუალება. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო უნდა დახვეწოს ტარიფები , რომ ჩვენ, კლინიკებს გვქონდეს იმის საშუალება, ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და დავინდოთ მათი ჯიბე,- კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. ,,მე პირადად მხარს ვუჭერ ჯანდაცვის სამინისტროს ამ წამოწყებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს მიხედოს იმ ლაფსუსებს , რაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ გამოავლინა და ვირული სიჯიუტით არ ამბობს, რომ ყველაფერი სწორად და კარგად იყო გაკეთებული. ვფიქრობ, რომ ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს ტარიფების გადახედვა და ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს პაციენტის ჯანმრთელობაზე და მის კეთილდღეობაზე მორგებული სისტემის შექმნა. ეს გაჭირვებული ქვეყანაა და არ აქვთ ადამიანებს კიდევ ზემოდან დამატებით თანხების გადახდის საშუალება, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო უნდა დახვეწოს ტარიფები , რომ ჩვენ კლინიკებს გვქონდეს იმის საშუალება, რომ ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და დავინდოთ მათი ჯიბე . მე როგორც რიგირთი ექიმი, და ასევე კლინიკის ხელმძღვანელი, მართალია ყველაფერი ამ დადგენილებაში არ მომწონს მაგრამ სუფთა სახელმწიფოებრივი კუთხით აბსოლუტურად ზუსტად ვხვდები,რომ ეს დადგენილება უნდა მიეღოთ და ეს იყო გარდაუვალი. შეიცავს რაღაც ხარვეზებს, რომელიც დახვეწადია. ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა შემოიღოს ფასების რეგულაცია, გაამკაცრონ სალიცენზიო პირობები კლინიკების გახსნასთან დაკავშირებით“,- ამბობს ნინო კუზანოვა ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, 21 ნოემბერს ამოქმედებული 520-ე დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, რაც ექიმებისა და კლინიკების მფლობელთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
---
06.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შეადრებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით. "2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი. სამშენებლო სექტორში, ერთობლივი ინსპექტირების დასრულების შემდეგ, აგვისტოს ბოლოდან 5 დეკემბრის მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა რაოდენობა, მიმდინარე წლის ამავე სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მესამედია", - ნათქვამია ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---