| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-06.11.2019 |
| Received On : | 06.11.2019 08:41 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 06.11.2019
ტელევიზია
06.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავრდნის შედეგად დაშავებული ქალისათვის ოპერაცია ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ავრცელებს. თანარ გიგაური ჭაში 8 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა და ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედევად ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6446530
---
05.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია
გაძვირებული ცხოვრება, გაზრდილი ფასები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცით საქართველოში 422 970 ადამიანი საარსებო შემწეობის მიმღებია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6445744
---
05.11.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
შრომის კანონდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესი კვლავ რეგულაციის გავლენის შესწავლას ითხოვს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6445881
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6445180
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6444272
---
ინტერნეტი
06.11.2019
ბექა ნაცვლიშვილი - მინიმალური ხელფასის დადგენა სულ მცირე 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებდა
"მინიმალური ხელფასის დადგენა სულ მცირე 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებდა,"- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ კანონით განისაზღვროს მინიმალური ხელფასი და მისი ოდენობა საარსებო მინიმუმზე მეტი იყოს. ამასთან, ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესება არ შეეხება მცირე ბიზნესს, რომლის ბრუნვაც არ აღემატება 500 000 ლარს. „ამ კანონპროექტის შემუშავებაზე იმუშავეს შრომითმა გაერთიანებებმა. ეს კანონი ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს მინიმალური ხელფასის საკითხს. მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე მეტი, რომელიც დღეს 380 ლარს შეადგენს. ჩვენი კანონროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საშუალო ხელფასის 45%, რაც დღევანდელი მონაცემებით გამოდის 500 ლარი (დარიცხული), 400 ლარი (ხელზე ასაღები). არ შეიძლება ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურებით. რაც შეეხება მცირე ბიზნესს, თუ მისი ბრუნვა არის 500 000 ლარი, მასზე ეს კანონი არ გავრცელდება. თუ არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს. მინიმალური ხელფასი გააუმჯობესებდა სულ მცირე 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას. იქიდან გამომდინარე, რომ კანონით მოხდება ხელფასის ქვედა ზღვრის დადგენა, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდასაც. ამ კანონის შემოღება გაზრდის დასაქმების მოტივაციას,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა. მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტის ინიციატორები არიან: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური და დავით ჭიჭინაძე.
---
05.11.2019
იურიდიული დახმარების სამსახურსა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრი უსასყიდლოდ მიაწვდის იურიდიული დახმარების სამსახურს საჭირო ცნობებსა და ინფორმაციას. „როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე. საადვოკატო მომსახურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებულ პირს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის მომსახურებით. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს პაციენტის დამცველთან შეხვედრა მესამე პირის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას; შეიტანოს საჩივარი და განცხადება სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ა.შ. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები იღებენ ვალდებულებას, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით განახორციელონ ერთობლივი სოციალურ-სამართლებრივი პროექტები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე“, - აცხადებენ იურიდიული დახმარების სამსახურში.
---
05.11.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/158710-jandacvis-saministrom-100-000-doza-gripis-satsinaaghmdego-vaqcina-ikida-vis-sheudzlia
ჯანდაცვის სამინისტრომ 100 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იყიდა - ვის შეუძლია უფასოდ აცრა
2019–2020 წლის სეზონისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 100 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (VAXIGRIP გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA, საფრანგეთი) შეიძინა და ვაქცინაციისთვის რისკის პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრა. რისკჯგუფები, რომლებიც გრიპზე უფასოდ აიცრებიან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ( ა) ექიმები; ბ) ექიმი-რეზიდენტები; გ) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები); დ) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები; ე) ბებიაქალები; ვ) სტომატოლოგები; ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები; თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან); ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი (ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები; ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები); სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი - საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები, სხვა პერსონალი (სავალდებულოა მხოლოდ ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თანამშრომლებისთვის). "ზემოთ აღნიშნული კონტინგენტის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა აცრები განხორციელდება ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში" - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და აღნიშნავს, რომ ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევე ვაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამების თანხვედრაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის (მათ შორისაა საქართველო), გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით პერიოდი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონზე ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (100 000 დოზა) შემოიტანა. 2018-2019 წლის სეზონზე ეს რაოდენობა 48 935 იყო, 2017-2018 წელს - 27 000 დოზა, ხოლო წინა წლებში - უფრო ნაკლები.
05.11.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/idzulebith-gadaadgilebul-pirtha-sakithkhebthan-dakavshirebith-ekaterine-tikaradze-saerthashoriso-partniorebs-shekhvda/
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძე საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW), ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი და სამომავლო პროექტები განიხილეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრმა იძულებით გადაადგილებულ პირთა სერვისების და პირობების გაუმჯობესების საკითხის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დევნილების დასაქმება და საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კუთხით კი გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. საერთაშორისო პარტნიორებთან სამმხრივი ხელშეკრულება 2019 წლის თებერვალში გაფორმდა. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკვე დაწყებულია 31 კერძო სახლის მშენებლობა, მარნეულში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის, საერთო ჯამში კი – 236 სახლი აშენდება. ამას გარდა მოხდება 10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა – პროცესი უკვე დაწყებულია ხონში, სენაკში და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში. განხორციელდება 24, მცირე მასშტაბის, ინფრასტრუქტურული პროექტი. შემოსავლის გაჩენისა და დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით უკვე გაიცა 150-მდე გრანტი, საერთო ჯამში კი 366 გრანტის გაცემა მოხდება. პროექტის ფარგლებში 260-მდე დევნილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლის. დასავლეთ საქართველოში, პროფესიული განათლებისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე საგანმანათლებლო ცენტრიც აშენდება. შეხვედრას დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მ.შ. ესწრებოდა. ბესარიონ სიმონიშვილმა, საერთაშორისო პარტნიორების დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, სახელმწიფო 2020 წლისთვის გეგმავს 6000 დევნილი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფას, აქედან 3000 ოჯახისთვის ახალი ბინების გადაცემა მოხდება, დანარჩენს კი არსებული დაუკანონდებათ. ამას გარდა, მომდევნო წლის ბოლომდე, ბინები გადაეცემათ ეკომიგრანტებსაც. მათ შორის 200 ახალი, 500 კი – დაუკანონდებათ. ბესარიონ სიმონიშვილის თქმით, პრიორიტეტად რჩება დასაქმება და საარსებო წყაროების მიმართულება, ამ კუთხით 150 ბენეფიციარს უკვე გადაეცა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა. მომდევნო წლისთვის კი აღნიშნული რიცხვის გაორმაგება იგეგმება.
---
05.11.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/quthaisshi-msheneblidan-gadmovardnili-mushis-mdgomareoba-ukve-me-9-dghea-kritikulad-mdzimea/
ქუთაისში მშენებოლიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა უკვე მე-9 დღეა კრიტიკულად მძიმეა
ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა უკვე მე-9 დღეა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი მკურნალობას იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გადის. „პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. ის კვლავ მართვის სუნთქვაზე იმყოფება“-განაცხადა Ipress-თან საავადმყოფოს მენეჯერმა ირაკლი გოგინავამ. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე არსებულ მშენებარე ობიექტზე 27 ოქტომბერს მოხდა. აზერბაიჯანის მოქალაქე 28 წლის მუშა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
---
05.11.2019
ირაკლი ტაბაღუა რუსთავში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს მოუწოდა, გარემოს დაბინძურების რეალური მონიტორინგი ჩაატარონ და ამ კუთხით არსებული პრობლემის გადაჭრაზე, აქტიურად იზრუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. როგორც ირაკლი ტაბაღუამ საწარმოების ტექნიკურ დირექტორებთან შეხვედრისას განაცხადა, უკვე წელიწადნახევარია ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც შესაბამის სტრუქტურებთან, ასევე საწარმოების ხელმძღვანელებთანაც. მისი თქმით, თითოეული მათგანი გადაბრალების პრინციპით მოქმედებს და ამბობს, რომ ატმოსფეროში, მათი საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევა დადგენილი ნორმების ფარგლებში ხდება. ტაბაღუას განცხადებით, იმისათვის, რომ ეს აღარ მოხდეს, უნდა განხორციელდეს ცვლილებები, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე რეალური თვითმონიტორინგი და არა ისეთი, როგორიც დღესაა. ,,აქ არ არის საუბარი ისეთ მოთხოვნებზე, რომელებიც საწარმოო პროცესს და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის. რუსთავში დამონტაჟებულმა მობილურმა სადგურმა, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგისას დააფიქსირა, რომ ბოლო პერიოდში, მტვრის ნაწილაკების, კერძოდ PM2,5 და PM10-ის გაფრქვევა დადგენილ ნორმას ორჯერ და მეტჯერ აჭარბებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. მისივე თქმით, თვალნათლივ ჩანს ის, რომ გარკვეულ ხარვეზებს, რაც არსებულ საკანონმდებლო აქტებს გააჩნია, ძალიან წარმატებულად იყენებს აბსოლუტურად ყველა კომპანია, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. ,,თვითმონიტორინგის შედეგად წარდგენილი ჰაერის მასების დაბინძურების მაჩვენებლები, ფაქტობრივად ყველას ნორმაში აქვს და ზოგს გადაჭარბებითაც კი შეუძლია უფრო მეტი გამონაბოლქვით, ასე ვთქვათ ისარგებლოს. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის აბსურდი. ჩვენი შეთავაზება და მათი მხრიდანაც იყო აღიარება იმისა, რომ ეს თვითმონიტორინგი არასრულფასოვანია. ეს არის, რაღაც თეორიაზე დაფუძნებული გამოკვლევა, რომელიც არ ასახავს ზუსტ შედეგებს. მათ მიეცათ დრო, იმისათვის რომ ჩამოყალიბდნენ. საქართველოშიც არიან აკრედიტირებული კომპანიები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ საწარმოში მონიტორინგი ჩაატარონ ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების დაცვით. რაც მთავარია, მე მათ ავუხსენი, რომ გარემოს დაბინძურების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტს თავისუფლად შეუძლია მოითხოვოს ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამისი პროცედურების ჩატარება, რაც ეხება უსაფრთხო გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას. მე ვფიქრობ საკმარისი დრო გავიდა უკვე იმისათვის, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა, საწარმოებმა, ტექნიკურმა პერსონალმა, ქმედითი ნაბიჯები გადადგან უსაფრთხო და უკეთესი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, რასაც მე ჯერ ვერ ვხედავ. დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ მთავარია ადამიანის ჯანმრთელობა და პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ჯანმრთელობა, რომლებიც, არა ერთი წელია მუშაობენ და სწორედაც, მათი მუშაობით არის წარმოებაც გამართული“, - განაცხადა რუსთავის მერმა შეხვედრის დასასრულს, ჟურნალისტებთან საუბარში. რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი, ,,ჰაიდელბერგ-ცემენტ ჯორჯიას“, ,,ჯეო-ფერო მეტალის“, ,,რუსელოისის“, ,,ჯორჯიან-ელოის გრუპისა“ და ,,ჯეოსთილის“ ხელმძღვანელი პირები და ტექნიკური დირექტორები ესწრებოდნენ.
---
ბეჭდვითი მედია
06.11.2019
მედისაშუალება: სარკე
ქუთაისელი ვახტანგ კირთაძე ხელისუფლებამ საშიმშილოდ გაწირა
ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ ვახტანგ კირთაძეს სოციალური დახმარება შეუჩერეს. 61 წლის მამაკაცი ერთ ოთახიან ბინაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მისი ერთადერთი საარსებო წყარო 60 ლარიანი სოციალური დახმარება იყო, მაგრამ ოქტომბერში ესეც შეუწყვიტეს. გადაუხდელობის გამო ჩაჭრილი აქვს დენი და გაზი. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ამბობს, რომ დახმარების ნაცვლად ხელისუფლება ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს. ქუთაისში სოციალური დახმარება გასულ თვეში 300-მდე ოჯახს შეუჩერდა.
---
06.11.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
სახელმწიფომ ექიმების ნორმალური ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს!
„ექიმს თუ სწორად აქვს დრო გადანაწილებული და პროფესიონალურად ემსახურება პაციენტებს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ადგილას იმუშავებს. თუმცა, რატომ უნდა იმუშაოს ექიმმა ორ ადგილზე მეტად? - ეს სავსებით საკმარისია, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ექიმებს ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეთ ამ ორ ადგილას. გარდა ამისა, არ უნდა გაიხსნას ამდენი ახალი კლინიკა, პირიქით, მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს,“ - ასე შეაფასა პედიატრმა თემურ მიქელაძემ, ინიციატივა, რომლის მიხედვით ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ასეთი რისკების შემცირებას უზრუნველჰყოფს აღნიშნული ინიციატივა. ამ ფაქტს ეთანხმება, თუმცა კომერციული კლინიკების რაოდენობის ზრდაზე და სპეციალისტების არასათანადო კვალიფიკაციის პრობლემაზე საუბრობს ბოხუას კლინიკის ანგიოქირურგი, პროფესორი კოტე ყიფიანი და აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სტაციონარების მკაცრი რეგულირება მრავალი კომპონენტით,რათა სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ იმ ფულით რომელსაც მათზე გასცემს, მოსახლეობას კვალიფიციურად ემსახურებიან. „ჩვენს ქვეყანაში, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, კლინიკების რაოდენობა უჩვეულოდ დიდია და უმეტესი მათგანი თბილისშია თავმოყრილი. ყველგან ხსნიან კომერციულ კლინიკას, მაგრამ არ ჰყავთ სპეციალისტები. შეუძლებელია ყველა კლინიკას ჰყავდეს მუდმივი და კარგი სპეციალისტი, მითუმეტეს, რომ ნამდვილი სპეციალისტები საქართველოში ძალიან ცოტაა. ამიტომ ისინი მომთაბარე პერსონები გახდნენ. ერთ დღეში სპეციალისტი ცდილობს მოიაროს რამდენიმე კლინიკა, რაც მისთვის ფინანსურად სარგებლიანია, თუმცა აქ უკვე ექიმობა არაფერ შუაშია, ის ხდება ხელოსანი. ჩემს კლინიკაში ეს მიუღებელია. უცხოეთშიც არის კომერციული კლინიკები, თუმცა ასეთი მასიური ხასიათი, როგორიც ამან საქართველოში მიიღო - დამღუპველია“, - განმარტავს კოტე ყიფიანი. ექიმებისთვის ორზე მეტ კლინიკაში მუშაობის აკრძალვა ჯანდაცვის ექსპერტის ვატო სურგულაძის ვარაუდით,მათთვის შრომის ანაზღაურების შემცირებას გამოიწვევს. „აკრძალვა მიუღებელია, სახელმწიფომ უნდა მისცეს ექიმებს ღირსეული ანაზღაურება და ის თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებს, რომ არ იმუშაოს რამდენიმე კლინიკაში. იმისათვის, რომ ექიმმა არჩინოს თავისი ოჯახი, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს რამდენიმე კლინიკაში, წარმოუდგენელია ასეთი გრაფიკით მუშაობა და მორიგეობების გადაბმა, ამიტომაც ვარდება ხარისხი და ამიტომ გვაქვს ჯანდაცვის სექტორში ცუდი მონაცემები,“ - აღნიშნავს ვატო სურგულაძე.
---