From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-06.09.2019
Received On : 06.09.2019 07:30
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 06.09.2019

ტელევიზია

05.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

სოციალური მომსახურების სააგენტოში კადრების დეფიციტი უფასო მედიკამენტების პროგრამამ კიდევ ერთხელ გამოავლინა. შედეგად პენსიონრებს, სოციალურად დაუცველებს და შშმ პირებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, საჭირო პრეპარატების მისაღებად ხშირად რიგებში უწევთ დგომა. პრობლემებია პროგრამის ბენეფიციარების ინფორმირების კუთხითაც, რასაც ექსპერტები ოჯახის ექიმების დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან და ჯანდაცვის სამინისტროს ხარვეზების გამოსწორებისკენ და პროგრამის მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6315587

---

 

05.09.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

რეანიმობილი პეტიციის შედეგად - ხალხის ხმა დასჭირდა იმას რომ ამბროლაურისთვის კატასტროფის მანქანა გადაეცათ. ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სწორედ გაუმართავი რეანიმობილის გამო დამძიმდა. მოზარდი 2 დღის წინ გარდაიცვალა. მსგავს, ფატალურად დასრულებულ შემთხვევებს მაღალმთიან აჭარაშიც იხსენებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სისტემა ცენტრალიზებულია. რეანიმობილები საკმარისი რაოდენობისაა, თუმცა შესაძლოა გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს. აცხადებენ, რომ ყველაზე კრიტიკული დამწვრობის შემთხვევებია, რადგან რეგიონში, სადაც დამწვრობის ცენტრი არ არსებობს, ამ დროს ყველაზე ნათლად დგება რეანიმობილის საჭიროება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6315581

---

 

05.09.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ცხვირის ძგიდის ტრაგიკულად დასრულებული ოპერაცია 40 წლის პაციენტის ოჯახი ხუჯაძე-გოგინაშვილის კლინიკაში არსებული ვიტარების შესასწავლად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიმართავს. სააგენტომ დარღვევები აღმოაჩინა და ახლა პროცესი სასამართლოში მიმდინარეობს. დღეევანდელი სხდომა მოპასუხის მოთხოვნით გადაიდო, დაზარალებული ჯარიმაზე მკაცრ სასჯელს მოითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6315520

---

 

05.09.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა:  მთავარი 15:00

გაძვირებული პროდუქტები და მედიკამენტები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6314580

---

 

 

 

ინტერნეტი

05.09.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1567677795-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

მინისტრების კანდიდატებს შორის ეკატერინე ტიკარიძე ყველაზე სუსტია - თეონა ჭელიძე

„როგორც ჩანს, მინისტრი ოფიციალურ სტატისტიკასაც არ იცნობს“, - პარტია „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, მინისტრობის კანდიდატებს შორის ეკატერინე ტიკარაძე ყველაზე სუსტია. „მინისტრობის კანდიდატებს შორის ყველაზე სუსტებში ეკატერინე ტიკარაძე ლიდერობს. ნათელია, ძალიან მძიმე ტვირთია მისთვის ამხელა სამინისტროს პორტფელი. განსაკუთრებით უცხო ჩანს მისთვის სოციალური დაცვა, სადაც გასატარებელი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები 45 წამში გაგვაცნო და ეს სხვა არაფერი იყო, გარდა იმაზე ხაზგასმისა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები თითქოს გაზარმაცდნენ და სამუშაო ადგილების სიუხვის მიუხედავად მაინც უმუშევრობისა და სიღარიბისკენ ილტვიან. როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ უკეთეს შემთხვევაში 60 ლარი თვეში საარსებო შემწეობა იმხელა ფულია, რომ ადამიანებს ურჩევნიათ ეს დახმარება აიღონ და სამსახურებზე უარს ამბობენ. ამ თანხით ქალბატონო ეკა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები ძლივს არსებობენ, დამერწმუნეთ, არავის არ უხარია ამკაპიკებით არსებობა. როგორც ჩანს, მინისტრი ოფიციალურ სტატისტიკასაც არ იცნობს. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 948 971 პირი და აქედან მხოლოდ 433 522 იღებს საარსებო შემწეობას, საიდანაც140 000 ბავშვია, დიდი ნაწილი კი საპენსიო ასაკს მიღწეულები და შრომისუუნარო სტატუსის მქონე პირები არიან. გირჩევთ, იზრუნოთ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დახვეწაზე, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და საარსებო შემწეობის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლების გადახედვაზე. რაც შეეხება სოციალურ დაცვას, გაცნობებთ, რომ მხოლოდ საარსებო შემწეობაზე საუბარი არაა თქვენი კომპეტენცია, ამ კუთხით ბევრი სხვა პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/562419-teona-chalize-ministrobis-kandidatebs-shoris-qvelaze-sustebshi-ekaterine-tikaraze-liderobs-umnishvnelovanesi-cvlilebebi-45-camshi-gagvacno

---

 

05.09.2019

მედიასაშუალება: https://factcheck.ge/ka/story/38202-c-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგები და გამოწვევები

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან (2015 წლის აპრილიდან) 2019 წლის 30 ივნისამდე C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა 1.5 მლნ პირს, აქედან დადებითი აღმოჩნდა 7.8% (117 ათასი ადამიანი). სკრინინგული ტესტი არ არის საკმარისი C ჰეპატიტის საბოლოო დიაგნოზის დასასმელად. ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, პაციენტს აქტიური ინფექციის გამოსავლენად უნდა ჩაუტარდეს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები - HCV რნმ ან HCV core Ag. დამატებითი ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 89,914 პირს, აქედან აქტიური C ჰეპატიტი აღმოაჩნდა 74,307 ადამიანს. მკურნალობა დაიწყო 58,229 პირმა, აქედან მკურნალობა დაასრულა 53,908 პირმა. მკურნალობის დასრულებიდან პაციენტმა უნდა გაიაროს SVR ტესტირება, რათა განისაზღვროს განიკურნა თუ არა ვირუსისგან. SVR ტესტირება ჩაუტარდა 38,538 ბენეფიციარს, მათი 98.6% (38,006 ადამიანი) განიკურნა.

·         27.5 ათასზე მეტი ადამიანია ისეთი, ვინც სწრაფი ტესტითCჰეპატიტის ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ არ ჩაუტარებია შემდგომი კვლევა, რათა განისაზღვროს, აქვს თუ არა აქტიურიCჰეპატიტი

·         16 ათასს აჭარბებს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დაუდგინდათ აქტიურიCჰეპატიტი, საჭიროებს მკურნალობას და არ მიუმართავს მკურნალობისთვის

·         12.4 ათასი ადამიანია ისეთი, ვინც გაიარა C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი, ექვემდებარებოდაSVRტესტირებას (რომლითაც დგინდება განიკურნა თუ არა) და არ ჩაიტარა ტესტირება

C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიისთანახმად, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს:

·         Cჰეპატიტით ინფიცირებულთა90%-ის (135 000 ადამიანის) დიაგნოზირებას

·         ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობას

·         ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნებას

საბოლოოდ C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობა (გავრცელება) 0.5%-მდე უნდა შემცირდეს. 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება. ამ ეტაპზე დიაგნოსტირებულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 55%, პროგრამაში ჩართულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 45%. დასახული მიზნის მისაღწევად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დამატებით მინიმუმ 70 ათასი ადამიანი უნდა ჩაერთოს. რატომ შეირჩა საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის?  საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა. C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის თანახმად, საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულია ზრდასრული მოსახლეობის 7.7% (ანტი HCV +). ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, დაახლოებით 150 000 ადამიანს აქვს აქტიური დაავადება (HCV რნმ+), რომელიც საჭიროებს მკურნალობას. ქვეყნის მცირე მასშტაბი და C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ის ძირითადი კრიტერიუმებია, რის გამოც საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის შეირჩა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაცია მოხდება, საქართველო ამ მხრივ პირველი ქვეყანა გახდება და ეს გლობალური ჯანდაცვის სფეროში უდიდესი მიღწევა იქნება. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დახმარებით და „გილეადის“ ხელშეწყობით, 2015 წლის აპრილში ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას, უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამით შეუძლია, ისარგებლოს აქტიური C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. პროგრამის ფარგლებში „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის ანტივრუსულ პრეპარატებს - ეპკლუსას და ჰარვონს. დამხმარე პრეპარატის - რიბავირინის შეძენას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო გაღრმავებული დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა (პაციენტის მხრიდან თანაგადახდა 140 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობდა). რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად. ამ თემაზე ფაქტ-მეტრიჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკატერინე ადამიას ესაუბრა. „2018 წლის ზაფხულში დაიწყო დეცენტრალიზაციის პროექტი, რომელიც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ყველა მუნიციპალიტეტში თითო დაწესებულება მაინც უნდა იყოს, რომელიც ბენეფიციარებს მიაწვდის სერვისს. ასევე ზიანის შემცირების ცენტრების ჩართვა პროგრამაში, რაც მნიშვნელოვანია ყველაზე მაღალირისკჯგუფის -ნარკომომხმარებლების პროგრამაში ჩართვისთვის. მეორე ნაბიჯი იყო ფინანსური ბარიერი, წლების განმავლობაში ყველა ძვირადღირებული კვლევა, რომელიც საჭირო იყო პროგრამაში ჩასართვად, ეტაპობრივად დააფინანსა სახელმწიფომ. 1 აგვისტოდან კი სამედიცინო კვლევები სრულად უფასო გახდა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ინფორმაციის ნაკლებობა ან არასწორი ინფორმაცია, ასევე გავრცელებული დეზინფორმაცია. ჩვენ საინფორმაციო კამპანია გავაძლიერეთ. პროგრამაში ჩართვს მიზნით, ინდივიდუალურად ხდება იმ პაციენტებთან კომუნიკაცია,ვინც იდენტიფიცირებულია და პროგრამაში არ არის ჩართულ“, - ამბობს ეკატერინე ადამია. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლისთვის ელიმინაცია ვერ მიიღწევა, რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. ეკატერინე ადამია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „ამუშავდება ალტერნატიული მექანიზმები, პირველი რიგის ამოცანა იქნება ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამ წუთას ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ“.

---

 

05.09.2019

მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/226474/

მინდობით აღზრდის შემდეგ 18-დან 25 წლამდე პირები თვეში 465 ლარს მიიღებენ

2020 წლიდან პირველად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებს გაუწევს, რომელთაც შეუსრულდებათ 18 წელი და ვეღარ ისარგებლებენ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“. „მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ ახალ პროგრამაში ჩაერთვებიან ის პირები, რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ მოახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო მინდობით აღზრდაში მყოფ სრულწლოვან პირებს ფინანსურად 18-დან 25 წლამდე პერიოდში უზრუნველყოფს. მათ უწყება ყოველთვიურად დაახლოებით 465 ლარს გამოუყოფს. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალიდან წარდგენილი სიისა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. ბენეფიციარს ყოველთვიურად ჩაერიცხება თანხა საბანკო ანგარიშზე. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი იქნებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89370

---

 

05.09.2019

მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/255752

6 სექტემბერს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 6 სექტემბერს, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებების მიზანს დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 500-მდე აქტიურ ვაკანსიას 25 კომპანია შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო–საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ქუთაისის დასაქმების ფორუმი 6 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიება გაიმართება მისამართზე: ქ. ქუთაისი, წერეთლის მე-2 ჩიხი, N2, სასტუმრო „ბაგრატი“. ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის საქალაქო განყოფილებას ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 1505. სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინენების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/6-seqtembers-quthaisshi-dasaqmebis-phorumi-gaimartheba/

პია.ჯი- https://pia.ge/post/280092-6-seqtembers-qutaissi-dasaqmebis-forumi-gaimarteba

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89375

---

 

05.09.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=213599-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90,%20%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98

ოჯახი, სადაც მძიმედ ავადმყოფი მამა-შვილი ცხოვრობს - გუჩაშვილებისთვის თქვენს თანადგომას სასიცოცხლო, მნიშვნელობა აქვს!

თიანეთის მხარეში არის სოფელი ბოჭორმა. იქ ხალხი ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა შექმნილი გუჩაშვილების ოჯახში, სადაც ორი ავადმყოფი ადამიანია - 83 წლის მამა გიორგი და მისი 37 წლის შვილი ლარისა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: მამამ გადაიტანა ინსულტი, დაქვეითებული აქვს მხედველობა, უჭირს გადაადგილება, მისი ქალიშვილი კი, უბრალოდ, იტანჯება შაქრის დიაბეტისგან. მას ეს დაავადება ბავშვობიდან აწუხებს, რომელმაც დროთა განმავლობაში უმძიმესი ხასიათი მიიღო. ლარისამ დაკარგა კბილები, არ შეუძლია სიარული, ღვიძლია აქვს გადიდებული, ხოლო თირკმელები - დაზიანებული. მამა-შვილს უვლის 45 წლის მთვარისა გუჩაშვილი. იგი ძალღონეს არ იშურებს მამის და დის მოსავლელად, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა სათანადო მოვლისა და მკურნალობის საშუალებას. დედა 8 წლის წინ გარდაიცვალა და ლარისას ახლა მარტო უხდება უამრავ სიძნელეებთან გამკლავება. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იგი სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, მითუმეტეს რომ მამისა და დის მდგომარეობა ამ ბოლო დროს კიდევ უფრო დამძიმდა, მისი ძალები კი უკვე გამოიფიტა. . თუ ახლა არ დავეხმარეთ ამ ოჯახს, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მთვარისა გუჩაშვილს: -დიდი ხანია, რაც ლარისა ავადმყოფობს? მთვარისა: ჩემი და, სავარაუდოდ, შაქრის დიაბეტით დაიბადა, თუმცა ეს 10 წლის შემდეგ გავიგეთ. მაშინ ლარისა მეხუთე კლასში იყო, უცებ შეუძლოდ გახდა, დაკარგა ძალა და მას მერე სკოლაში არ წასულა, უფრო სწორად - ვერ შესძლო წასვლა. -ბავშვს არ მკურნალობდნენ? მთვარისა: ვუმკურნალეთ, მაგრამ ჩვენს სოფელში არ იყო მკურნალობის ისეთი დონე, რომ დიაბეტი დაგვემარცხებინა. ამას დაემატა 90-იანი წლების საშინელი სიდუხჭირე, რომელმაც კიდევ უფრო გაურთულა ჩემს დას მდგომარეობა, რადგან ელემენტარული საჭმელი არ გვქონდა. -დღეს როგორია მისი მდგომარეობა? მთვარისა: ფაქტიურად საწოლს არის მიჯაჭვული, ყველაფერი ტკივა - ღვიძლი, თირკმლები, გული, კბილები დასცვივდა, ჰაერი არ ჰყოფნის, ხშირად მისდის გული, ერთი სიტყვით - ძალიან ცუდათაა. -მამის მდგომარეობა როგორია? მთვარისა: გადატანილი ინსულტის შემდეგ, იგი ვერ დადის, დაქვეითებული აქვს მხედველობა, გული ტკივა, ჰაერი არ ჰყოფნის. 37 წელი მეურნეობაში მუშაობდა, საქონელს უვლიდა. ეს სახლი 1967 წელს მან ააშენა, მაგრამ აქ რემონტი 30 წელია, რაც არ გაკეთებულა. სახურავიდან წყალი ჩამოდის, იატაკი ყანყალებს, ფანჯრებში მინის ნაცვლად ცელოფნის პარკები მაქვს გაკრული. ჩვენთან ოჯახში აუტანელი საცხოვრებელი პირობებია, მაგრამ რა ვქნათ? ვითმენთ, სხვა გზა არ არის... -გეხმარებათ ვინმე? მთვარისა: მეზობლები მეხმარებიან, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს ჩვენთან, თუმცა მათაც უჭირთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, მხოლოდ ინსულინს გვაძლევენ უფასოდ, მეტს არაფერს. სოციალური შემწეობა და პენსიას გვეხარჯება წამლებში. უამრავი წამალია საჭირო, საჭმლის ფული არც კი გვრჩება. -საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაქვთ? მთვარისა: არც გაზქურა გვაქვს და არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა და არც ავეჯი. ძველი რკინის საწოლები გვიდგას და „გაუბედურებული“ ავეჯი... -რა წარმოადგენს ლარისასთვის გადაუდებელ საჭიროებას ამ ეტაპზე? მთვარისა: სისხლის გადასხმა ესაჭიროება წელიწადში ორჯერ, გლუკომეტრი არ გვაქვს, ინსულინის გარდა, უამრავი წამალი ესაჭიროება... -რაზე ოცნებობთ? მთვარისა: ოჯახის შექმნაზე ვოცნებობდი, მაგრამ მამას და დას ხომ მოვლა სჭირდება, მთელი ჩემი ცხოვრება მათ მივუძღვენი...ალბათ ეს არის ცემი ჯვარი და იგი ღირსეულად უნდა ვატარო! მეგობრებო, მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ გუჩაშვილების ოჯახის ტკივილი, არ დავტოვოთ ეს ადამიანები ყურადღების გარეშე და შეძლებისდაგვარად გავუწიოთ მათ დახმარება. ახლა გუჩაშვილებისთვის თქვენს თანადგომას ძალიან დიდი, ვიტყოდით სასიცოცხლო, მნიშვნელობა აქვს! დაურეკეთ მთვარისას და ლარისას, გაესაუბრეთ საჭიროებების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ისინი და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება! კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს გუჩაშვილების ოჯახის გასაჭირს, მით უფრო დიდი იქნება მათი დახმარების შანსი. აი, მათი მისამართი: თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოჭორმა, ტელ.: 591 97 46 86. შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლარისა გუჩაშვილი).

---

 

05.09.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=213641-%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,

"უნდა სხვა ბავშვბეივით ეზოში ბურთის თამაში, თუმცა მხოლოდ ეტლით შეუძლია გაადგდილდეს" -14 წლის ლუკას დახმარება სჭირდება

14 წლის ლუკა საჯაიას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგერთ მკურნალობა ახლობლების ინფორმაციით, 6 წლის წინ ლუკას გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია საქართველოში, თუმცა უსახსრობის გამო ვერ შეძლო რეაბილიტაციის გავლა. "ლუკა ძალიან ნიჭერი და ჭკვიანი ბიჭია, უნდა სხვა ბავშვბეივით ეზოში სიარული და ბურთის თამაში, თუმცა მხოლოდ ეტლით შეუძლია გაადგდილდეს, ის თქვენ გელოდებათ კეთილო ადამიანებო"- აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელი. დახმარების მსურველთათვის საჭირო ინფორმაცია: 09 01 200 128 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე ლუკა საჯაია თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

05.09.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=24110

სოფელ რუსთავში მცხოვრებ 53 წლის ქალს ეტლი სჭირდება

ასპინძაში, სოფელ რუსთავში მცხოვრებ ნაზო ლომიძეს გადასაადგილებლად ეტლი სჭირდება. ქალმა ინფარქტის გამო მარჯვენა კიდურებში მგრძნობელობა დაკარგა და საწოლსაა მიჯაჭვული. სოფელ რუსთავში მცხოვრებ 53 წლის ქალს ეტლი სჭირდება ნაზო ლომიძის მეუღლე, ომარ ლომიძე გვიყვება, რომ 53 წლის ქალმა, თვენახევრის წინ ინფარქტი მეორედ მიიღო. ნაზო ლომიძისთვის გარეთ გამოსვლა და ჰაერზე ყოფნა აუცილებელია, თუმცა იმის გამო, რომ ეტლი არ აქვს იძულებულია მთელი დღე საწოლში იწევს. ოჯახს ეტლის საყიდლად თანხა არ აქვს, ამიტომ მეზობლისგან ითხოვეს თუმცა, იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება შეუძლებელია. „საბურავზე რეზინები სულ დახეთქილია და ფეხის დასადგმელებიც არ აქვს, ამაზე როგორ დავსვა, რომ გადმოვარდეს?! მერე ხომ უარეს მდგომარეობაში ჩავარდება“,– ამბობს ომარ ლომიძე. ახლა ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლო შვილის ხელფასია, რომელც გზის მშენებლობაზე მუშაობს და თვეში 500 ლარამდე აქვს –„ეს თანხაც სულ წამლებში მიდის და ჭამა ხომ გვინდა“. ომარ ლომიძე ამბობს, რომ ეტლის მოთხოვნით ასპინძის მერიასაც მიმართა, თუმცა თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ საკმარისი დოკუმენტები არ ჰქონდა და ეტლის მისაცემად ბაზაში ვერ ჩასვამდნენ. „მერიაში მითხრეს, რომ ჯერ შშმ პირის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, ამის შემდეგ, ექიმის დამოწმებული ფორმა ასი უნდა წარმედგინა. ეს ყველა საბუთი მაქვს, მაგრამ მაინც უარი მითხრეს. ახალგაზრდა ქალი ასე მოულოდნელად გახდა ცუდად, ეტლი გვჭირდება და არ უნდა მოგვცენ?“,–ამბობს ომარ ლომიძე. ასპინძის მერიაში განმარტავენ, რომ ომარ ლომიძისგან ოფიციალური წერილი, ეტლის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ მიუღიათ, შესაბამისად ეს საკითხი არც განხილულა. „არ მახსოვს პირადად მოვიდა და ვისაუბრეთ თუ არა, მაგრამ ოფიციალური განცხადება უნდა შემოიტანონ, შესაბამისი დოკუმენტები რაც საჭიროა უნდა წარმოადგინოს, რითაც დამტკიცდება, რომ ესაჭიროება ეტლი და შემდეგ ჩვენ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას გადავუგზავნით, რომელიც ეტლებით გვამარაგებს“,– აცხადებს ასპინძის მერიის ჯანმრთელობის დავისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ქეთებან მამუკაშვილი. ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს.

---

 

05.09.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/495967

აბასთუმანში მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაშავდა

სოფელ აღობილში სასტუმროს მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაშავდა. შუახსნის მამაკაცი სახისა და ხელის დაზიანებებით, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. “პაციენტი შემოვიდა მსუბუქი დაზიანებით. აღენიშნება მტევნის მოტეხილობა,რის გამოც დაედო თაბაშირი. დაშავებულს მალე გავწერთ”,- განაცხადა ხათუნა კეკელაშვილი. დაიწყო თუ არა მომხდარზე მოკვლევა, შსს-დან პასუხს ამ დრომდე ველით. აღობილის დასახლებაში სასტუმროს თურქული კომპანია აშენებს. ამავე ობიექტზე ორი დღის წინ კიდევ ერთი მუშა დაშავდა.

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1567671279-%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90

პია.ჯი- https://pia.ge/post/280102-abastumansi-sastumros-mseneblobaze-kidev-erti-musa-dasavda

---

 

05.09.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=24116

ვინ აშენებს აღობილში სასტუმროს, სადაც ორი მუშა დაშავდა

აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ორი მუშა დაშავდა, სასტუმროს კომპანია „რედიქსის“ დაკვეთით, თურქული კომპანია „Synergy construction” აშენებს. მუშების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას დამკვეთი, სამშენებლო კომპანიას აკისრებს, კომპანიაში კი კომენტარს არ აკეთებენ. ვინ აშენებს აღობილში სასტუმროს, სადაც ორი მუშა დაშავდა დღეს, ოთხ სექტემბერს აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე სასტუმრო „აღობილის“ მშენებლობაზე შუახნის კაცი დაშავდა. როგორც აქ დასაქმებული მუშები ამბობენ, შუახნის კაცს ფეხი გაუცურდა და ლითონის კონსტრუქციაზე სახით დაეცა. „ხელის მტევანზე ერთი ძვალი ჰქონდა მოტეხილი, თაბაშირი დავადეთ და სახეზე დაცემის შედეგად ესკორიაციები აღენიშნებოდა, დახმარება აღმოვუჩინეთ და გავწერეთ“, – გვითხრა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა. სასტუმროს მშენებლობაზე, მუშის დაშავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. სამ სექტემბერს კიდევ ერთი დაშავდა. მას თავში კონსტრუქცია ჩაეცა, იმის გამო რომ თავზე ჩაფხუტი ეფარა თავზე სერიოზული დაზიანება არ აქვს, თუმცა დაჟეჟილობა აღენიშნება წელის არეში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე შემთხვევაზე ძიება სსკ-ის 240 მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს: უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. აღობილში სასტუმრო „რედიქსის“ დაკვეთით შენდება, რომლის 100% წილის მფლობელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. სამშენებლო სამუშაოებს კი თურქული სამშენებლო კომპანია „Synergy construction” აშენებს. „რედიქსში“ ამბობენ, რომ კომპანიას 16 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, როგორც კომერციული, ასევე ინდუსტრიული და სამოქალაქო სექტორის სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში. „რედიქსში“ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ დაშავებული მუშების შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა საკითხზე რეაგირება მათი კონპეტენცია არ არის, რადგან სამუშაოების უსაფრთხოების დაცვაზე და ზედამხედველობაზე სრული პასუხისმგებლობა „Synergy construction“–ს აკისრია. „აღნიშნული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა, დასაქმებულეზბზე ზედამხედველობას და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს კომპანია „Synergy construction“–ი და ჩვენ მათ კომპეტენციაში არ ვერევით“,–ნათქვამია „რედიქსის“ მიერ „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გამოგზავნილ წერილში. იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული სამშენებლო ობიექტზე, არ გვიპასუხა სასტუმროს სამუშაოთა მწარმოებელმა. „სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი არც სასტუმროს ტერიტორიაზე შეუშვეს. „Synergy“–ის ცენტრალურ ოფისში კი განგვიცხადეს, რომ ხვალ, ექვს სექტემბერს გააკეთებენ აღნიშნულზე კომენტარს. პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის ტექნიკური ინსპექტორი ნიკოლოზ კაკაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობისას, ისვე როგორც სხვა შემთხვევებში ეფექტური ინსპექტირება არ ხორციელდება. კაკაშვილის თქმით, ინსპექტორები ყველა დეტალს არ ითვალისწინებენ, რაც ობიექტზე დასაქმებული მუშების უსაფრთხოებას დაიცავს და ამაში ერთ–ერთ მიზეზს კანონის აღსრულებაში ხედავს. „ამ მხრივ თბილისში მეტნაკლებად გამოსწორდა მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე რომ კანონი გამკაცრდა და სანქციები გაიზარდა, თუმცა ეს კანონი არ შეხებია რეგიონებს, ამიტომაც ხდება მსგავსი ფაქტები. არ ხდება საკმარისი მონიტორინგი“,–გვიხსნის ნიკოლოზ კაკაშვილი. გარდა ამისა, მისი თქმით, სამშენებლო ობიექტებზე ისნპექტირება ერთდროულად რამდენიმე უწყებას აქვს გადანაწილებული, მათ შორის მუნიციპალურ ზედამხედველობას, რომელთა უფლებები გამიჯნული არ არის, ამიტომ სამუშაოებს ეფექტურად ვერ აკონტროლებენ: „სასურველი იქნება თუ მთლიანი ინსპექტირება ასეთ შემთხვაში გადაეცეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, მას დაევალოს ყველაფერი და უფრო ეფექტურად მოხდება ზედამხედველობა ყველა დეტალზე“. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აბასთუმანში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ: “ჩვენ თვითონაც ვარკვევეთ რაღაცეებს და კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებთ“. ევალებოდა და უწევდა თუ არა აღობილში სასტუმროს მშენებლობას ზედამხედველობას ადიგენის მერიის ზედამხედველობის სამსახური, ჩვენთვის უცნობია. ადგილობრივი თვითმმართველობისგან დღეს „სამხრეთის კარიბჭემ“ კომენტარი ვერ მიიღო. მერმა ზაქარია ენდელაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, აღნიშნული სამსახურის უფროსი როინ ძაძამია კომენტარის გაკეთებას დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონი გამორთო. აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროს „აღობილის“ მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და როგორც „რედიქსში“ განმარტავენ 2021 წელს უნდა დასრულდეს. აქ პროექტის მიხედვით, სასტუმრო 140 ნომრიანი იქნება და ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯება. „რა თქმა უნდა ზოგადად რეგიონისა და აბასთუმნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტულ და სოციალურ განვითარებაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითად იმოქმედებს“, – ამბობენ „რედიქსში“. ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა, საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. მოგვიანებით პროექტში საპარტნიორო ფონდი შევიდა. რაც შეეხება რედიქს ჯგუფს, კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან არის. 2008 წლიდან კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს.

---

 

ბეჭდვითი მედია

06.09.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

 ირაკლი კობიაშვილის მეუღლე ხუჯაძე-გოგნიაშვილისა და ალადაშვილის კლინიკებს უჩივის

უკვე ერთი თვეა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო 40 წლის ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს. უწყებაში ამბობენ, რომ სრულყოფილი დასკვნა გარდაცვლილი პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ, დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში ცხვირის ძგიდის ოპერაციის გასაკეთებლად მისული ირაკლი კობიაშვილი ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიაზე გამოვლენილი ალერგიული რეაქციის შედეგად ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, 10 დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. ირაკლი კობიაშვილი ექიმთან კონსულტაციაზე 2018 წლის დეკემბერში მეუღლესთან, ნინო გოგინაშვილთან ერთად მივიდა. ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში პაციენტს დაუსვეს ვაზომოტორული რინიტის (ძგიდის გამრუდება) დიაგნოზი და ოპერაცია დაუნიშნეს. ოპერაციამდე კობიაშვილს რამდენიმე გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა როგორც მისი მეუღლე ამბობს, ანესთეზიაზე სინჯი არ აუღიათ. ნინო გოგინაშვილის აზრით, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება. "არც კი ვიცოდით, რომ სინჯს არ უკეთებდნენ. ეს მე განმიმარტეს მაშინ, როცა წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ხელოვნურ კომაში ჰყავდათ. მითხრეს, რომ ანესთეზიაზე სინჯს არ აკეთებენ, რადგან პროტოკოლის და გაიდლაინის მიხედვით, თუკი ანამნეზი არ იძლევა ამის აუცილებლობას, არ არის რეკომენდებული. თუმცა, უცნაურია რატომ არ იძლეოდა ჩემი ქმრის ისტორია ამის აუცილებლობას, როცა ექიმების კითხვაზე - აქვს თუ არა ალერგია ანესთეზიაზე, პირდაპირ უპასუხა, რომ არ იცის, რადგან 40 წლის განმავლობაში არასდროს ჰქონია შეხება არაფერთან, სადაც ანესთეზია დასჭირდებოდა. ეს პასუხი, მინიმუმ, ეჭვის საფუძველს იძლეოდა. დაგვიმალეს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო შეეცვალა ჩვენი გადაწყვეტილება ოპერაციის საქართველოში გაკეთებასთან დაკავშირებით" - ამბობს ნინო გოგინაშვილი. გარდაცვლილის მეუღლე AMBEBI.GE-სთან საუბარში კიდევ ერთ მნიშნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი ამბობს, რომ ირაკლი კობიაშვილს ჰქონდა მალამპატის მე-3 ხარისხი. მალამპატი არის სასის აგებულება, რომლის კლასიფიკაცია გამოიყენება ინტუბაციის სირთულის წინასწარ შესაფასებლად. ამ დაავადების 3 და მე-4 კლასი ექიმებისთვის ნიშნავს მოსალოდნელ გართულებულ ინტუბაციას. გარდაცვლილის მეუღლე გვეუბნება რომ, საავადმყოფოდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, რეაქცია გამოიწვია ანესთეზიის მესამე კომპონენტმა, განვითარდა ხორხის უკიდურესი შეშუპება, ალერგიული შოკი, ტაქიკარდია. "ხორხის შეშუპების შემდეგ დაიწყო ფიბრილაცია და 20 წუთის განმავლობაში გულის მუშაობა ვერ დაარეგულირეს. შემდეგ ჟანგბადის სრულყოფილად მიწოდებისთვის კიდევ 20 წუთი დაიხარჯა. თვითონ გამოიწვიეს ხელოვნური კომა. ერთადერთი, რაზეც მათ იზრუნეს, ისაა, რომ საოპერაციო მაგიდაზე არ გარდაიცვალა ადამიანი. სასიცოცხლო ფუნქციები შეუნარჩუნეს იმისთვის, რომ რეანიმაციაში გადაემისამართებინათ", - ამბობს ნინო გოგინაშვილი. გარდაცვლილის მეუღლეს პრეტენზია აქვს ალადაშვილის კლინიკასთანაც, სადაც კომაში მყოფი პაციენტი რეანიმაციაში იწვა და სწორედ იქ გარდაიცვალა. AMBEBI.GE დაუკავშირდა ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკას (დამფუძნებლები გიორგი გოგნიაშვილი და მიხეილ ხუჯაძე არიან). სამედიცინო დაწესებულების აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან კალინამ პირდაპირ გვითხრა, რომ კლინიკისგან ვერანაირ შეკითხვაზე ვერ მივიღებდით პასუხს. მან თქვა, რომ ამ საქმეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. "ამ კლინიკაში არავის არ უნდა ჰკითხოთ ეგ კითხვები. სამედიცინო ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ. ამ ქალბატონს მიღებული აქვს ყველა კითხვაზე პასუხი. მე ვერ გავაკეთებ ამ ფაქტზე ვერანაირ კომენტარს" - გვითხრა ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა. იკვეთება თუ არა მოკვლევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებების გადაცდომები და დარღვევები, რომლებსაც შეიძლებოდა პაცინტის გარდაცვალება გამოეწვია, ამაზე რეგულირების სააგენტოში არ გვიპასუხეს, თუმცა გვითხრეს, რომ დასკვნა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. "პაცინტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების საქმის შესწავლა დავიწყეთ 2 აგვისტოს. ამ დაწესებულებიდან სამედიცინო დოკუმენტაცია მოპოვებულია სრულად, განხილულია და გაგზავნილია სამედიცინო უნივერსიტეტში სარეცენზიოდ. ანესთეზია-რეანიმატოლოგიისა და ოტოლარინგოროლოგიის მიმართულებით არის გაგზავნილი მასალები სარეცენზიოდ. სპეციალისტებმა უნდა განიხილონ ეს დოკუმენტები. ზუსტ ვადას ვერ გეტყვით, მაგრამ, საშუალოდ ერთ თვეში გვექნება სრული და საბოლოო დასკვნა. რამ გამოიწვია გარდაცვალება - ასეთი მიზეზობრივი კავშირის დადგენის კომპეტენცია ჩვენ არ გვაქვს, ამის კომპეტენცი აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, რაც სამწუხაროდ, თავის დროზე არ ჩატარებულა. თუმცა, მოკვლევის შედეგად როგორც ხუჯაძე-გოგნიაშვილის, ისე ალადაშვილის სახელობის კლინიკებში გამოვლინდა სანებართო პირობების ზოგიერთი მოთხოვნის დარღვევები. კონკრეტულად ვერ მოგცემთ ინფორმაციას, რადგან ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ორივე დაწესებულება ფლობს სტაციონარული საქმიანობის ნებართვას და სანებართვო მოწმობის დანართებს იმ საქმიანობებში, რასაც ახორციელებენ, მაგრამ მთავრობის დადგენილებებში არის გაწერილი რიგი მოთხოვნები, რომლებიც სააგენტოს მიერ მოწმდება როგორც გეგმიურად, ისე განმცხადებლის მომართვის საფუძველზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემოწმება დაიწყო განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. სასამართლოს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია სამართალდარღვევის თაობაზე და საქალაქო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. თუ სასამართლო გადაწყვეტს, შესაბამისი ფინანსური სანქციები ამოქმედდება ამ დაწესებულებების მიმართ" - გვითხრა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა ინგა პაიჭაძემ. გარდაცვლილი ირაკლი კობიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ რეგულირების სააგენტოს დასკვნის გამოქვეყნებისთანავე მიმართავს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით და სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს. "სხვადასხვა საერთაშორისო კლინიკების და პროფესიონალების ალტერნატიული დასკვნები მაქვს უკვე, რომლის მიხედვითაც ასეთი გართულებები არ უნდა დაწყებულიყო. იქ იყო კონკრეტული მაჩვენებლები, რისი გათვალისწინების შემთხვევაშიც ექიმები მზად იქნებოდნენ გართულებებისთვის და შესაბამისად იმოქმედებდნენ. ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში ეს პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. ორი წლის წინ იქ გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი ჩიყვის ოპერაციის დროს. თავის დროზე ამაზე ახმაურდა მედია, დაიწერა სტატიები, თუმცა დღეს რომ ეცადოთ ამ მასალების მოძიებას, ვერაფერს იპოვით, რადგან ააღებინეს ეს სტატიები. გასაგებია ხომ, რასთან გვიწევს ბრძოლა? საკმაოდ აქვთ გავლენები მათ. ჩვენს შემთხვევაში შეცდომებია დაშვებული როგორც მენეჯმენტის ნაწილში, ასევე, უშუალოდ ექიმების პროფესიონალიზმის კუთხითაც. ადამიანის გარდაცვალება უკვე სტატისტიკაა, მაგრამ ჩემი ქმრის საქმე ვერ ჩაიფარცხება, რადგან მივმართავ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, თუ საჭირო გახდა საერთაშორისო სასამართლოებსაც. გაჩერებას არ ვაპირებ!" - ამბობს ნინო გოგნიაშვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6315692&name=06.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​