| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-06.01.2020 |
| Received On : | 06.01.2020 08:47 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 06.01.2020
ტელევიზია
06.01.2020
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ განახლებული მონაცემები საჯარო დღეს გახდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ირწმუნებიან, რომ სტატისტიკა საგანგაშო არ არის. ამირან გმყრელიძის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, ქვეყანა ეპიდემიური აფეტქებისგან შორს არის. მისივე თქმით, ქვეყანაში ძირითადად ბე ტიპის ვირუსი ცირკურირებს, რომელიც შედარებით მსუბუქია და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. უწყების ხელმძღვანელი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588909
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588851
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588763
---
05.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
8 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექციით, თბილისის პედიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში სამდღიანი მაღალი ცხელების ფონზე შეიყვანეს, ბავშვს სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილიც აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტ, მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს, თუმცა ექიმის განცხადებით, ლეტალური შედეგის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. მომხდარ შემთხვევას უკვე სწავლობენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები. ვირუსული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ლეტალური შედეგი მძიმე ბაქტერიული პნევმონიის გამო დადგა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588628
ტვ პირველი-დღის ამბები 22:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588654
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588548
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588533
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588523
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588491
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588391
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588293
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588286
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588228
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588196
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588152
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588080
---
04.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ექიმები გრიპის აფეთქების ახალ ტალღას ელოდებიან - ქვეყანაში 8 ტიპის ვირუსია გავრცელებული
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588050
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6588017
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587995
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587978
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587916
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587889
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587861
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587763
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587722
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587452
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587395
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587308
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587122
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587088
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587025
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6586964
---
04.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან დღემდე, ინტოქსიკაციის მოტივით, საქართველოს მასშტაბით სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა. უწყების ცნობით, მათგან 387 შემთხვევა კვებითი ინტოქსიკაცია იყო, 844 კი – ალკოჰოლური. კვებითი და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციის 23 შემთხვევა ერთად დაფიქსირდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587901
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6587550
---
02.01.2020
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
კიდევ ერთი პროტესტი და კვლავ ხელისუფლების მიერ ქუჩაში მიტოვებული ხალხი. უკვე სამ თვეზე მეტია გრძელდება აფხაზეთიდან დევნილების აქცია ჯანდაცვის სამინისტროში. პროტესტი არც ახალი წლის ღამეს შეწყვეტილა. ადამიანები, რომლებსაც საკუთარ შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფან ერჩინვათ, ღამე სამინისტროს ფოიეში დარჩნენ, ისინი კი ვინც შენობაში არ შეუშვეს, საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ქუჩაში შეიკრიბნენ და აქციაში ჩართულებს ტკბილეულით მიულოცეს 2020წლის დადგომა. ჯანდაცვის სამინისტროდან კი დევნილებთან კვლავ არავინ მივიდა, მოწვევის მიუხედავად მინისტრმა არც ახალი წლის და არც ბედობის ღამეს დევნილებთან მისვლა არ იკადრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6586651
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6586263
---
ინტერნეტი
06.01.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/aversma-da-jipisim-gripis-vaqcinis-maragi-srulad-amowura/46499
„ავერსმა“ და „ჯიპისიმ“ გრიპის ვაქცინის მარაგი სრულად ამოწურა
კომერციულ სექტორში გრიპის ვაქცინა სრულად ამოწურულია. ამის შესახებ bm.ge-ის "ავერსსა" და "ჯიპისიში" განუცხადეს. როგორც ვაქცინის შემომტან კომპანიებში ამბობენ, ამის მიზეზი უპრეცედენტოდ გაზრდილი მოთხოვნა გახდა. „კომპანია "გეფამ" (ჯიპისი) სექტემბრის ბოლოს 12 ათასი დოზა, ჰოლანდიური წარმოების სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანა, ხოლო ნოემბრის ბოლოს კი - ფრანგული წარმოების ვაქსიგრიპის (4 კომპონენტიანი) დამატებით 12 ათასი დოზა, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გახარჯული ვაქცინების რაოდენობას 25%-ით აღემატება, თუმცა შესყიდული პრეპარატების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მარაგი უკვე ამოიწურა. შემსყიდველებს შორის იყვნენ როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე სხვა კომპანიები, რომლებმაც ვაქცინები საკუთარი თანამშრომლების აცრის მიზნით შეიძინეს. გარდა კომპანია „გეფასი“, ვაქცინები კერძო სექტორიდან სხვა კომპანიებმაც შემოიტანეს, ხოლო სახელმწიფომ კი, 100 000 დოზა რისკ ჯგუფებისთვის“, - ნათქვამია BM.GE-ისთვის კომპანია „ჯიპისის“ მიერ მოწერილ ოფიციალურ პასუხში. მათივე ინფორმაციით, მწარმოებლებს ამ ეტაპზე ექსტრა რაოდენობა აღარ აქვთ, რის გამოც, მიმდინარე სეზონზე დამატებითი ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში არ იგეგმება. ცნობისთვის: წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის დასაწყისის ნაცვლად, ნოემბრის ბოლოს შემოიტანეს. მაშინ „ჯიპისიში“ აცხადებდნენ, რომ დაგვიანების მიზეზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან 2019-2020 წლის გრიპის ვირუსის საპროგნოზო შტამების დადგენის ვადების დაგვიანება იყო (თებერვლის ნაცვლად აპრილში), რის გამოც წარმოების პროცესმა და მიწოდების ვადებმა გადაიწია.
---
06.01.2020
უმძიმესი ფაქტი რუსთავში - წლინახევრის გოგონა მშობლებმა გარდაცვლილი ნახეს
რუსთავში წლინახევრის გოგონა გარდაცვლილი ნახეს. პატარა მშობლებმა საწოლში ნახეს მას პულსი არ ესინჯებოდა. რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ სამედიცინო ბრიგადის მისვლისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
---
05.01.2020
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=113953
ამირან გამყრელიძე: 8 წლის ბავშვის გარდაცვალების საკითხს ეპიდემიოლოგები სწავლობენ
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც თბილისში გარდაიცვალა, მძიმე იყო. „ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან კონტაქტზე და სწავლობენ ამ საკითხს. ეს გახლავთ მძიმე ბაქტერიული პნევმონია. ვირუსული კვლევები, სამწუხაროდ, არ არის ჩატარებული და ვერ დავადასტურებთ, იყო ეს გრიპი თუ არა. კლინიკურად იყო მძიმე ფილტვების ანთების მიმდინარეობა, რომელიც გართულდა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, გრიპის ვირუსის სიმპტომებით მცირეწლოვანი პაციენტი კლინიკაში გარდაიცვალა.
---
05.01.2020
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=113948
გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ განახლებული მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი
გრიპის ვირუსით კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი განახევრებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, უწყებას გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალ ექნება. თუმცა მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, სტატისტიკა არ არის საგანგაშო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, ქვეყანა შორს არის ეპიდემიური აფეთქებისგან. „ხვალ გვექნება სტატისტიკა, ამ კვირის შემაჯამებელი მონაცემები. რამდენადაც მე წინასწარი ინფორმაცია მაქვს, არ არის მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ დაზუსტებული სტატისტიკა იქნება ორშაბათს. ჩვენ დღეს ვმსჯელობთ ერთი კვირის წინანდელი სტატისტიკით, რომლის დინამიკაც გახლავთ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმართვიანობის ზრდა, მაგრამ მძიმე შემთხვევების მაჩვენებელი, სადაც ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, იქ პირიქით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებულია“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლიც შედარებით მსუბუქია და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ სამედიცინო სექტორი მზად არის პაციენტთა გაზრდილი ნაკადის მისაღებად. მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის სეზონი კიდევ დაახლოებით, სამი თვე გაგრძელდება, ამიტომ უწყების ხელმძღვანელი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის მტკიცებით, ვაქცინის საკმარისი მარაგი არის, თუმცა საყურადღებოა, რომ აცრიდან დაახლოებით ორი კვირა არის საჭირო ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებისთვის. რაც შეეხება გრიპის სიმპტომებს, როგორც მედიკოსები განმარტავენ, გრიპის სიმპტომებია მაღალი სიცხე, ხველა და სახსრების ტკივილი. გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად მთავარი რეკომენდაციაა ხელის ხშირი დაბანა, ოთახის განიავება და პირბადის ტარება.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/530452
---
05.01.2020
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/amiran-gamqhrelidze-qveqhanashi-8-tipis-virusi-tsirkulirebs/
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში 8 ტიპის ვირუსი ცირკულირებს
აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. “ქვეყანაში 8 ტიპის ვირუსი ცირკულირებს აქედან გრიპის ვირუსია A და B და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს დაახლოებით 77% შემთხვევებში. გრიპის სეზონი აპრილამდე გრძელდება ხოლმე, ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს შეფარდება მომავალი 3 თვის განმავლობაში შეიცვალოს , ამიტომ ყველა ის პროფილაქტიკური ღონისძიება, რასაც ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებით და სტრატეგიულ მარაგში გვაქვს ვაქცინა და რისკ ჯგუფებს მოვუწოდებ, განსაკუთრებით ორსულებს, რომ მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური
---
05.01.2020
მოქალაქე დედის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს
სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ოირამაშვილი წერს, რომ მას და დედამისს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ. მარიამ იორამაშვილის თქმით დედისთვის საჭირო თანხის შეგროვება სჭირდება, რათა მას გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარონ. „1 საათის წინ 4-ჯერ დაარტყა გულის აპარატმა და სასწრაფომ გადაიყვანა ჩაფიძის კლინიკაში. მინდა ისევ თხოვნით მოგმართოთ დედას გადასარჩენად. გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია და ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე დამეხმარეთ რომ რაც შეიძლება მალე შევძლო საჭირო თანხის შეგროვება და გულის გადანერგვის პროცედურების დაწყება. ნინო ფრანგულაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა), თქვენი დახმარბისა და გვერდში დგომის გარეშე არაფერი გამოგვივა მე და ჩემს ოჯახს. ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი ოდესმე თუ მეც ამის გაკეთება მომიწევდა, მაგრამ ეს დღეც დადგა და ოჯახის ყველა რესურსის ამოწურვისა და გამოუვალი მდგომარების გამო მომიწია ჩემი ხალხისთვის დახმარების თხოვნა. დედას აქვს კარდიომიოპათია (მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულის ფიბრილაცია თრთოლვა) თანდართული გულის მწვავე უკმარისობით. აღნიშული დაავადების შესახებ შევიტყეთ 2018 წელს, რომლის შედეგადაც იმპლანტირებულ იქნა კარდიოვერტერდეფირილატორით ( ICD ) სიცოცხლისთვის საშიშ არითმიასთან საბრძოლველად. 2019 წელს კი ჩაუტარდა აბლაცია რადიოსიხშირული მეთოდით. ყოველი დღის გასვლასთან ერთად დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ გულის გადანერგვაა საჭირო. სიცოცხლისთვის საშიში არითმიის და კალიუმის უეცარი ვარდნის გამო ხშირად უწევს ჰოსპიტალიზაცია. მედიკამენტოზური მკურნალობის რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია, მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და იზრდება რისკი სხვა ორგანოების დაზიანებისა თუ სწრაფად არ მოხდა გადანერგვა. გულის გადანერგვაზე თანხომა მივიღეთ მინსკის (ბელორუსია) კარდიოლოგიური ცენტიდან, რომელიც შეადგენს 110 000 დოლარს ან ექვივალენტს ლარში. სამწუხაროდ თანხის უქონლობის გამო გულის გადანერგვა დღემდე ვერ ხერხდება. აღსანიშნავია, რომ გულის გადანერგვის შემდეგ დედას აქვს შანსი სრული გამოჯანმრთელებისა. მე და ჩემს ოჯახს თქვენი იმედი გვაქვს. მოგმართავთ თხოვნით, გავერთიანდეთ ჩემი დედიკოს სიცოცხლის გადასარჩენად“ - წერს მარიამ იორამიშვილი. თიბისი ბანკი: GE02TB7151945063300002 საქართველოს ბანკი : GE08BG0000000043827400 ლიბერთი ბანკი: GE83LB0711135174358000 მიმღები: მარიამ იორამაშვილი
---
04.01.2020
მედიასაშუალება: https://accentnews.ge/ka/article/11371-amiran-gamqrelize-gripis-sezoni-kveqanashi-aprila
ამირან გამყრელიძე - გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დეკემბრის ბოლო სამ კვირაში ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 312 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შარშანდელთან შედარებით წელს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. „მწვავე რესპირატორული ინფექციებით შარშან თუ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 40% იყო, წელს ეს მაჩვენებელი 19%-ია. ანუ ეს მიუთითებს, რომ შედარებით კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს გრიპი წელს და ეს გამოწვეულია იმით, რომ ცირკულირებს ქვეყანაში უპირატესად „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც „ა“ ტიპის გრიპის ვირუსთან შედარებით ხასიათდება შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით. ქვეყანა დღეს დაახლოებით რვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს აქედან გრიპის ვირუსი არის „ა“ და „ბ“. „ბ“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს დაახლოებით 77% შემთხვევაში, დაახლოებით 11-12%-ში არის „ა“ ტიპის ვირუსი და აქედან H1N1 გახლავთ ამავე პროცენტში. გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება ამიტომ შესაძლებელია ეს შეფარდება მომავალი სამი თვის განმავლობაში შეიცვალოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=113921
კვირა.ჯი- http://kvira.ge/530415
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/amiran-gamqhrelidze-gripis-sezoni-qveqhanashi-aprilamde-grdzeldeba/
---
04.01.2020
მედიასაშუალება: https://info9.ge/chven-shesakheb/218088-amiran-gamyrelidze-risk-jgufebs-gansakuthrebith-orsul-qalebs-movutsodebth-aicran.html?lang=ka-GE
ამირან გამყრელიძე: რისკ ჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულ ქალებს მოვუწოდებთ, აიცრან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს. „ქვეყანაში დღეს დაახლოებით 8 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, აქედან გრიპის ვირუსი არის A და B. B ტიპის ვირუსი დაახლოებით 77%-ის შემთხვევებში ცირკულირებს. გრიპის სეზონი აპრილამდე გრძელდება. ჩვენ სტრატეგიულ მარაგში კიდევ გვაქვს ვაქცინაციის საკმაო რაოდენობა, ამიტომ რისკ ჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს მოვუწოდებთ, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
---
04.01.2020
ახალი წლის დღეებში, ინტოქსიკაციის გამო, საქართველოს მასშტაბით 1254 გამოძახება დაფიქსირდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან დღემდე, ინტოქსიკაციით, საქართველოს მასშტაბით 1254 გამოძახება დაფიქსირდა. მათგან 387 შემთხვევა კვებითი ინტოქსიკაცია იყო, 844 კი – ალკოჰოლური. ამასთან, 23 შემთხვევაში, კვებითი და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციის შემთხვევა ერთად დაფიქსირდა.
---
03.01.2020
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/saakhaltslo-dgheebshi-intoqsikatsiis-gamo-saqarthvelos-masshtabith-1254-gamodzakheba-daphiqsirda/
საახალწლო დღეებში, ინტოქსიკაციის გამო საქართველოს მასშტაბით 1254 გამოძახება დაფიქსირდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან დღემდე, ინტოქსიკაციის მოტივით, საქართველოს მასშტაბით სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა.როგორც “აიპრესს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მათგან 387 შემთხვევა კვებითი ინტოქსიკაცია იყო, 844 კი – ალკოჰოლური. ამასთან, 23 შემთხვევაში, კვებითი და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციის შემთხვევა ერთად დაფიქსირდა.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saaxalwlo-dgeebshi-intoqsikaciis-gamo-saqartvelos-masshtabit-1254-gamodzaxeba-dafiqsirda
---
03.01.2020
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/gamqhrelidze-thu-bavshvs-erthi-dghis-ganmavlobashi-temperatura-38-5-ze-meti-aqvs-autsilebelia-eqimis-konsultatsia/
გამყრელიძე: თუ ბავშვს ერთი დღის განმავლობაში ტემპერატურა 38.5-ზე მეტი აქვს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია
“სტრატეგიულ მარაგში გვაქვს ვაქცინა, რომელსაც მივმართავთ მაღალი რისკის ჯგუფებზე, განსაკუთრებით ორსულებზე.”,-აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე “კურიერთან”.“გრიპი არაპროგნოზირებადია, შეიძლება ვთქვათ, რომ გრიპი იანვარი, თებერვალი, მარტი, შეგვაწუხებს, ამიტომ სიმშვიდეს არ უნდა მივეცეთ და ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებთ, პროფილაქტიკური ღონისძიებები, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, რომ სტრატეგიულ მარაგში გვაქვს ვაქცინა, რომელსაც მივმართავთ მაღალი რისკის ჯგუფებზე, განსაკუთრებით ორსულებზე. ამავე დროს ზოგადი გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, ხელის ჰიგიენა, ხშირი დაბანა, განიავება, სველი წესით დალაგება. თუ არის მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით ბავშვებში, ერთი დღის განმავლობაში 38.5-ზე მეტი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულებით,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
---
03.01.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/beqa-feradze-sajaro-uwyebebshi-shromis-pirobebis-shemowmeba-wels-daiwyeba-/46393/
ბექა ფერაძე: საჯარო უწყებებში შრომის პირობების შემოწმება წელს დაიწყება
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი სახელმწიფო უწყებებს მიმდინარე წელს შეამოწმებს, - ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. bm.ge დაინტერესდა, თუ რატომ არ შემოწმდა ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები, რაზეც ფერაძეს შემდეგი პასუხი აქვს: „მოგეხსენებათ, გასული წლის 1 სექტემბრიდან გავრცელდა კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე; ათვისებული გვაქვს მომსახურების სექტორის სხვადასხვა სფეროები; რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ამ ეტაპზე არ შევსულვართ, თუმცა ჩვენ შემუშავებული გვაქვს პრიორიტეტული დარგები, რომელიც იქნება პრიორიტეტად განსაზღვრული მომდევნო 5 წლის განმავლობაში. უკვე 2020 წლიდან დაიწყება სახელმწიფო უწყებების შემოწმება. ზოგადად, პირველ რიგში, აქცენტი გავაკეთეთ იმ ობიექტებზე, რომლებზეც ყველაზე ხშირად ხდებოდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ეს გამოიხატება დაშავებაში ან გარდაცვალებაში. სახელმწიფო უწყებებში კი ამ დრომდე არ არის დაფიქსირებული მსგავსი ფაქტები, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებას მაინც დაექვემდებარონ“, - განაცხადა ფერაძემ.
---
03.01.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotdajarimebulia-200-ze-meti-kompaniaquot---ra-shedegebia-shromis-usafrtxoebis-kutxit-/46387/
"დაჯარიმებულია 200-ზე მეტი კომპანია" - რა შედეგებია შრომის უსაფრთხოების კუთხით?
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად 502-დან 127-მა კომპანიამ დარღვევები სრულად გამოასწორა, ხოლო 200-ზე მეტი დაჯარიმდა. როგორც bm.ge-ის ფერაძემ განუცხადა, ინსპექტირების შედეგად გაუმჯობესებულია სტატისტიკა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პედიოდთან შედარებით, გარდაცვალების მაჩვენებელი - 35%-ით, ხოლო დაშავებულთა სტატისტიკა 20%-ით შემცირდა. „რეალურად, კანონი რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, თუმცა ყველა ეკონომიკურ სექტორზე 1 სექტემბრიდან გავრცელდა. ამ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით შემოწმებულია 502 ობიექტი, ხოლო 1200-ზე მეტი ინსპექტირება არის განხორციელებული ჩვენ მიერ. გარდა ამისა, ჩვენ ზედამხედველობას და რეაგირებას ვახორციელებთ იძულებით შრომაზე და შრომით ექსპლოატაციაზე. ამ მიზნით, 125 კომპანიის შემოწმება განხორციელდა. გარდა ამისა, შრომის უფლებების მიმართულებით განხორციელდა 150 ინსპექტირება სხვადასხვა სექტორულ მიმართულებაში. ჯამში, მიმდინარე წელს 1500-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა. რაც შეეხება შედეგებს - წელს სტატისტიკურად დაღუპულების მაჩვენებელი შემცირებულია 35%-ით, ხოლო 20%-მდე არის შემცირებული დაშავებულთა რაოდენობა. მოკლე პერიოდში რისი განხორციელებაც შესაძლებელი იყო, გაკეთდა და ეს სტატისტიკაზეც მეტყველებს“, - განაცხადა ფერაძემ. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია 14 ათას ლარამდე დაჯარიმდა, ხოლო რამდენიმე - 50 ათასი ლარით. „ჯამში, პირველადი გაფრთხილების შემდგომ 127-მა კომპანიამ სრულად გამოასწორა დარღვევები, დაახლოებით, 200 კომპანია დაჯარიმდა 14 ათასი ლარის ფარგლებში, რამდენიმე კომპანიას დაეწერა 50 ათას ლარამდე დარღვევები, რამდენიმეს შემოწმება ახლა მიმდინარეობს. ამასთან, იანვარში გამოვაქვეყნებთ ანგარიშს, რაც სრულ სურათს მოგვცემს. ზოგადად, დადებითი მაჩვენებლები არის, კომპანიებმა დაიწყეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შედეგებზე მეტყველებს სწორედ სტატისტიკური მაჩვენებლები“, - განაცხადა ფერაძემ.
---
03.01.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/davit-saganelidze-sapartnioro-fondi-klinikebis-gadmocemas-tavidanve-ewinaagmdegeboda/46390/
დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდი კლინიკების გადმოცემას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა
2015 წელს საქართველოს მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამართავად თბილისში მდებარე სამი მსხვილი კლინიკა გადასცა, ესენია -"რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი." დღეს ეს კლინიკები კვლავ საქართველოს მთავრობას უბრუნდება. BMG-ისთან საუბარში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამბობს, რომ ფონდი ჯანდაცვის ობიექტების მართვაში შესვლას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. აღნიშნულ პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებში ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების თაობაზე ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა ეს პროექტი შეჩერდა და საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში დარჩა საავადმყოფოები, რომელთაც თავად ფონდი - "სრულიად ამორტიზებულსა და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფს" უწოდებს. - კლინიკების მართვის კომპანიაზე მინდა გკითხოთ, როგორც ვიცით, იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს და ახალ მინისტრს აქვს ახალი პოლიტიკა, ფუჭი შრომა ხომ არ გამოვიდა ამ კლინიკების მართვის კომპანიის შექმნა, პროექტებზე მუშაობა, რა ბედი ელის ამ კომპანიას? “ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ისტორიას, ოთხი წლის წინ, როდესაც საპარტნიორო ფონდს გადმოეცა სამი კლინიკა მართვაში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიის ცენტრი და ბავშვთა ინფექციური, ამის წინააღმდეგი ფონდი იყო, ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ფონდში ჩემს მოსვლამდე. წერილობითაც ფონდი აცხადებდა ამის შესახებ. ფონდი იყო წინააღმდეგი, რომ სანამ არ გადაწყდებოდა ინვესტორის საკითხი არ მომხდარიყო გადმოცემა. ფონდის საქმიანობაში კლინიკების მართვა არ შედის, არც პოტენციალი და ადამიანური რესურსი საპარტნიორო ფონდს არ აქვს, მართოს ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანიები. მაშინ გადაწყვეტილი იყო, რომ 2016 წელს ინვესტორი შემოდიოდა, ერთ-ერთი ავსტრიული კომპანია, საპარტნიორო ფონდი, როგორც სახელმწიფო კომპანია უნდა ყოფილიყო პარტნიორი ამ უცხოელი ინვესტორის. თუმცაღა, მაშინ, სამწუხაროდ, კონტრაქტი არ შედგა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გარკვეულწილად ვერ მოიწონა ის კონტრაქტი და პროექტი. უნდა ვთქვა, რომ თითქმის სამი წელი ეს კლინიკები შერჩა საპარტნიორო ფონდს მართვაში. ეს იყო საკმაოდ რთული ჩვენთვის. მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მოგვეძებნა ინვესტორი ამ კლინიკებისთვის, ვნახეთ კიდეც ასეთი ინვესტორი, რომელიც 50 მილიონის ინვესტიციას გეგმავდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამ კლინიკის გარემონტების და აღჭურვის შემდეგ გეგმავდა გადმოყვანას ინფექციურის, ხოლო ონკოლოგიურის და ბავშვთა ინფექციურის ბაზაზე იგეგმებოდა სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა. თუმცაღა, დღევანდელმა ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ძალიან საინტერესო ხედვა წარადგინა. რეფორმა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ჯანდაცვაში, ვიმედოვნებ, რომ წარმატებული იქნება, ამ სისტემაში მოექცევა ეს კლინიკები, როგორც საბაზისო კლინიკები სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის. ეს შეიძლება იყოს გარკვეული გამწევი თემა იმ პრობლემების, რომელიც დღეს კერძო ჰოსპიტალურ სექტორში არსებობს. ფონდმა უკვე მიმართა მთავრობას, რომ ეს კლინიკები გადაეცეს ისევე ჯანდაცვის სამინისტროს. პროცესი დაწყებულია, იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროექტს განახორციელებს. ჩვენთვის კი უნდა ვთქვათ, რომ ძალიან რთული და ძალიან მძიმე პერიოდი და საქმიანობა, რომელიც ჯანდაცვის ობიექტების მართვას ეხება, ჩვენ ამ ტვირთისგან გავთავისუფლდებით,”- ამბობს დავით საგანელიძე. “საპარტნიორო ფონდი” აღნიშნულ კლინიკებს კომპანია “კლინიკების განვითარების კომპანიის” მეშვეობით მართავდა. ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური შედეგების მიხედვით, 2018 წელს მათ რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ. 2018 წლის განმავლობაში "კლინიკების განვითარების კომპანიის" შემოსავალი - 27,435,000 ლარი, სრული ზარალი კი, 3,194,000 ლარი იყო. ჯამში, აღნიშნული კლინიკების აქტივების ღირებულება 181,349,000 ლარს შეადგენს.
---
03.01.2020
გიორგი გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ფონდმა "ქართუმ" გადაჭრა
გიორგი გამსახურდია ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და იმედის მომცემია. მისი თქმით, ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი „ქართუს“ მიერ. „სალამი მეგობრებო. მოკლედ, ასეთი ამბავია, ჩემი ძმა ცოტნე გამსახურდია, თბილისში ადგილობრივი სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადგილზე ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ და ძლიერ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად. დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი ქართუს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას. (რომელთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს და სუს ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა ამ პროცესში ჩართულ პირს.(ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან).რაც შეეხება იმ რამოდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს.03.01.20ქ. ვარშავა“,-წერს გიორგი გამსახურდია. შეგახსენებთ, პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
---
ბეჭდვითი მედია
06.01.2020
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
საახალწლო დღეების მსხვერპლნი : პიროტექნიკით დაშავების - 51, ხოლო ინტოქსიკაციის1254 შემთხვევა
31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში პიროტექნიკით 81 მოქალაქე დაშავდა. პიროტექნიკით დაშავებულ 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, მათგან 7 არასრულწლოვანს იაშვილის კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს, მათ ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 387 -ს კვებითი, 844- ალკოჰოლური, ხოლო 23 -ს ერთდროულად კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა.
---
06.01.2020
მედიასაშუალება: ახალი თაობა
თბილისში 8 წლის გოგონა გარდაიცვალა
თბილისში 8 წლის გოგონა გარდაიცვალა, რის გამომწვევ მიზეზსაც ექსპერტიზა ადგენს. „პრივატ კლინიკის“ ექიმი რეანიმატოლოგი ოლიკო გახელაძე აცხადებს, რომ ბავშვი 4 იანვარს, დილას დაიღუპა. „პაციენტი შემოვიდა ავადობის სამდღიანი ანამნეზით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობა ცხელების ფონზე. დაწყებული მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა. განვითარდა რესპირატორული დისტრესის კლინიკა. პაციენტი გადაყვანილ იქნა ხელოვნურ ვენტილაციაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ძალიან გართულდა. გამოიხატა პოლიორგანული უკმარისობა და დღეს დილას დასრულდა ლეტალური გამოსავლით. გაგზავნილია მასალა გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისათვის. „ღორის გრიპი“ არ დასტურდება. მოზარდი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ოლიკო გახელაძემ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ 8 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა იმის დადასტურებისგან თავს იკავებს, იყო თუ არა გრიპის შემთხვევა. “ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან კონტაქტზე და სწავლობენ ამ საკითხს. ეს გახლავთ მძიმე ბაქტერიული პნევმონია. ვირუსული კვლევები, სამწუხაროდ, არ არის ჩატარებული და ვერ დავადასტურებთ, იყო ეს გრიპი თუ არა. კლინიკურად იყო მძიმე ფილტვების ანთების მიმდინარეობა, რომელიც გართულდა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---