From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-05.12.2019
Received On : 05.12.2019 08:49
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 05.12.2019

 

ტელევიზია

05.12.2019                                    

არხი:  მედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

პრემიერის შეხვედრა კლინიკების წარმომადგნლებთან

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527592

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6528052       

ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527855                                                  

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527853

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527763

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527612

--- 

 

05.12.2019                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

საოცრებები ხდება სამედიცინო რეფორმისა და პრემიერის მიერ ხელმოწერილი 520-ე დადგენილების ირგვლივ, რომლის დანიშნულებაც ცალსახად ფინანსური ოპტიმიზაციაა და მას არაფერი აქვს საერთო სამედიცინო რეფორმასთან, არც წინა და საყოველთაო ჯანდაცვას ჰქონდა რაიმე მიმართება ჯანდაცვის განვითარებასთან. ეს ჯამში იყო სოციალური პროექტი, რომელიც მარტივა რომ ვთქვათ ლოგიკურად სრულდება საქართველოში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნითაც. ეს პირდაპირი მოთხოვნა არ გახლდათ. მივიღეთ სრულიად გაოგნებული სამედიცინო სექტორი, საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიებისა, გლობალური ბრენდებისა, შესაძლო გასვლაზე ქართული ბაზრიდან, ამბავი გრძელდება. სამშაბათს ინდუსტრიამ მიიღო დაპირება, რომ თუ წარმოადგენდა არგუმენტებს, ჯანდაცვის სამინისტრო იყო მზად, რომ განეხილათ ეს დადგენილება და მასში კორექცია შეეტანათ. კომუნიკაციის ნაკლებობას აღიარებს ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527574

---

 

05.12.2019                                    

არხი:  ფორმულა

გადაცემა:  ფორმულა ნიუს 09:00

საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან დღესაც გაგრძელდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527773

---

 

05.12.2019                                    

არხი:  მედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527585

ტვ პირველი - საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527533                                                  

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6528133

---

 

05.12.2019                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:  ახალი დღე

საქართველოში წამლები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ძვირდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527903

---

 

04.12.2019                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

მთავრობის კიდევ ერთ დადგენილებას სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები აპროტესტებენ. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებისთვის რეზიდენტურა ფასიანი ხდება. სტუდენტების განცხადებით, სიახლის შესახებ ინფორმაცია რეზიდენტურაზე დარეგისტრირების შემდეგ გაიგეს, რაც უსამართლოა. ახალგაზრდები აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან მართავენ და დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ. სტუდენტები დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც შეხვდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527466

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527446

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527290

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527139

ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526762

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526222

---

 

04.12.2019                                    

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

"ჯანდაცვის სამინისტროს" და "თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან" ლექტორთან სტუნდეტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526792 

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526664

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526425

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526378

---

 

04.12.2019                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

კლინიკებისთვის ამოქმედებული ახალი ტარიფები შესაძლოა გადაიხედოს. ამ შედეგით დასრულდა საავადმყოფოების ხელმძღვანელთა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მთავრობის მეთაურისგან იმ რეფორმის დროებით შეჩერებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფები დაწესდა. პირველ ეტაპზე ახალი რეგულაცია რეანიმაციის და კარდიოლოგიის მიმართულებით ამოქმედდა. დღევანდელ შეხვედრაზე მყოფი ექიმები ამბობენ, რომ რეფორმა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებულმა ახალმა ტარიფებმა სერვისების ხარისხი მმკვეთრად გააუარესა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527444 

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527438

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527403

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 21:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527447

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527371

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527102

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527098

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526935                                                  

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526839

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526667                                                  

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526224

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6526217

---

 

04.12.2019                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 21:00

სამედიცინო ცენტრები პარალიზებულია. ყველა გეგმიური ოპერაცია მედიკოსებმა გაურკვეველი დროით გადადეს. თეთრხალათიანების პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება არ გადახედავს ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმის, ჯანდაცვის მინისტრის დადგენილებას, რომელმაც სამედიცინო სფეროში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და კლიონიკები გაკოტრების წინაშე აღმოჩნდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527348 

---

 

04.12.2019                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 18:00

სოციალურად დაუცველ 4 ოჯახს სამგორის მუნიციპალიტეტის ძველ ნაგავსაყრელზე აშენებული სახლები ზედამხედველობის სამსახურმა დაუნგრია. უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები ზამთრის ცივ ღამეებს ღია ცის ქვეშ გაათენებენ. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამგორის გამგეობის წინ კარვებს გაშლიან. სამგორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ რომ მათ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ის სახლები დაანგრიეს, რომელიც უკანონოდ იყო აშენებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6527307

---

 

ინტერნეტი

05.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/presspikeri-klinikebis-warmomadgenlebtan-premieris-shexvedra-dzalian-shedegiani-iyo-/44747/

პრესსპიკერი: კლინიკების წარმომადგენლებთან პრემიერის შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გუშინ პრემიერსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის 520-ე დადგენილების შესახებ გამართული შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ვერ მივიღებ კრიტიკას, თითქოს მინისტრი არ ხვდება დარგის წარმომადგენლებს. იმ შეხვედრას, რომელიც გუშინ გაიმართა, მინისტრი ესწრებოდა. ეს შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო, გადაწყვეტილება მიღებულია და სამინისტროს, ასევე სექტორის წარმომადგენლების, ექსპერტების ჩართულობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და ეს ჯგუფი იმუშავებს ხარვეზი თუ არსებობს, იმის აღმოჩენაზე და ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც აქამდე არსებობდა", - განაცხადა ჩიქოვანმა.

---

 

05.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/575898-laboratoriulad-b-tipis-gripis-virusi-gamovlinda-gripis-virusze-75-atasi-adamiani-aicra

ლაბორატორიულად B ტიპის გრიპის ვირუსი გამოვლინდა - გრიპის ვირუსზე 75 ათასი ადამიანი აიცრა

ლაბორატორიულად გამოვლენილია B ტიპის გრიპის ვირუსი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ასევე ცირკულირებს გაციების 5 ვირუსი. “ჯერჯერობით ავადობა არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ ამავე პერიოდში. რა თქმა უნდა, გაციების ვირუსები არის, ასეთი 5 ვირუსია. გამოჩნდა B ტიპის გრიპის ვირუსიც, მაგრამ ჯერჯერობით ავადობა არის ძალიან დაბალ დონეზე“- განაცხადა პაატა იმნაძემ. რაც შეეხება გრიპის წინააღმდეგ აცრას, იმნაძის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გრიპის ვაქცინაცია გრძელდება და უკვე 75 ათასი ადამიანი აიცრა. „სახელმწიფო პროგრამით შემოსულია 100 ათასი დოზა ვაქცინა, რაც არის 2,5-ჯერ მეტი გასულ წელთან შედარებით. 75 ათასი ადამიანი უკვე აიცრა და სახელმწიფო პროგრამით ვაქცინაცია გრძელდება მაღალი რისკის ჯგუფებისათვის. მე არ ვიცი რა ხდება კერძო სექტორში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

---

 

05.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/575910-iashvilis-klinikis-samedicino-direktoris-inpormaciit-gripis-virusis-shemtxvevebis-mateba-dekembris-meore-naxevarshia-mosalodneli

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება დეკემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების პიკის პერიოდის პროგნოზირება რთულია, თუმცა შემთხვევების მატება დეკემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მისი თქმით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. „უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე 2018-2019 წლებში. ეს გამოიხატება იმაში, რომ ერთი წლის წინ, ნოემბერში იყო გრიპის შემთხვევების მატება. ახლა, საქართველოში გვაქვს მხოლოდ ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული. ერთი შემთხვევა B ტიპის გრიპის ვირუსი იყო იდენტიფიცირებული, მეორე შემთხვევა იყო გუშინ, A ტიპის ვირუსი. მხოლოდ ორი ტიპის ვირუსია დადასტურებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპის ვირუსები არ აქტიურობენ. პირიქით - სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა მაღალია, მაგრამ კარგია, რომ ასეთი კლინიკური ვირუსების შემთხვევები არის ერთეული. შარშან დეკემბერში მივიღეთ პიკი, ამიტომ ველოდებით წელსაც დეკემბერში ამ შემთხვევების მატებას. ტიპურია საქართველოსთვის დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, ეს არის ვირუსების მაქსიმალური ატიურობის პერიოდი. ჩვენ ვაფიქსირებთ შემოსვლას როგორც იაშვილის კლინიკაში, ასევე, რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში. თუ წინა კვირებში 5-6 შემოსვლა იყო ამ დეპარტამენტში ყოველდღიურად, ახლა გაორმაგებულია, 10-12 ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს დაფიქსირებული. მატებას ველოდებით, თუმცა პიკური მატებას პროგნოზირება რთულია, რადგან 2017-18 წელს ძირითადად B ტიპის ვირუსი იყო, შარშან პირიქით A ტიპის. რა იქნება წელს, რთული სათქმელია”,- განაცხადა ჩხაიძემ. მისი თქმით, გრიპის ვირუსის ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, ასევე ზოგ შემთხვევაში ყელისა და მუცლის ტკივილი. „ეს არის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე გამორჩეული სიმპტომით. მაღალი ტემპერატურა, ასევე დამახასიათებელია ზოგადი სისუსტე, შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ბავშვებში შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი. ასე რომ, განსხვავება გრიპსა და გაციებას შორის საკმაოდ დიდია”,- განაცხადა ჩხაიძემ. მისი თქმით, ვაქცინის დეფიციტი ამ ეტაპზე არ არის. ჩხაიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ნოემბრის დასაწყისია, ვაქცინის გაკეთება ახლაც რეკომენდირებულია. “სახელმწიფოს გადაწყვეტილება ყოველწლიურად გაზარდოს უფასო ვაქცინა რისკ ჯგუფებში. წელს 100 ათას აღწევს ამ ვაქცინების რაოდენობა. რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა. მე არ მგონია, რომ დეფიციტი იყოს, იაშვილის მაგალითზე გეტყვით, ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის კაბინეტი. რა შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია სიტყვა „დეფიციტი“ გამოვიყენოთ, ეს ეხებოდა მხოლოდ 4 კომპონენტიან ვაქცინას, რომელიც შეიცავს ორი A და ორი B ტიპის კომპონენტს. ნოემბრის დასაწყისი იდეალურია ვაქცინაციისთვის. ეს ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან 2 კვირის განმავლობაში. ახლაც, რა თქმა უნდა, აზრი აქვს ამ ვაქცინის გაკეთებას”,- განაცხადა ჩხაიძემ.

---

 

05.12.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/63467-sakartveloshi-samushaos-shesrulebisas-celicadnaxevris-ganmavlobashi-84-piri-daigupa/

საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში 84 პირი დაიღუპა

საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) 84 პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შსს-დან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას 270 ადამიანი დაშავდა. შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაოს შესრულებისას 59 პირი გარდაიცვალა და 199 დაშავდა. 2019 წლის 6 თვეში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულ პირთა რაოდენობა 71-ია, ამავე პერიოდში სამუშაოს შესრულებისას 25 პირი დაიღუპა. შეგახსენებთ, საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი 2019 წლის მარტში ამოქმედდა, სრული დატვირთვით კი ძალაში სექტემბრიდან შევიდა. სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, სექტემბრიდან კი მისი მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-samushaos-shesrulebisas-weliwadnaxevris-ganmavlobashi-84-piri-daigupa

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/575881-sakartveloshi-samushaos-shesrulebisas-celicadnaxevris-ganmavlobashi-84-piri-daigupa

---

 

05.12.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/gadacharbebuli-sakeisro-kvetebi-eveqsi-morig-skandalshi-exveva

გადაჭარბებული საკეისრო ოპერაციები - „ევექსი“ მორიგ სკანდალში ეხვევა

„ევექსის“ მორიგი კრახი - კორპორაცია, რომელსაც უმაღლესი მომსახურების ქსელის სტატუსზე აქვს პრეტენზია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და 149 700 ლარით ჯარიმდება. „ევექსმა“ კიდევ ერთხელ დაიკავა მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, რომელიც მათ პროფესიონალიზმზე, პაციენტებისა და ჰიპოკრატეს ფიცის მიმართ ერთგულებაზე დამატებით კითხვის ნიშანს ბადებს და უკვე არაერთხელ შელახულ რეპუტაციას ძლიერ დარტყმას აყენებს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ „ევექსის“ ბათუმის ჰოსპიტალი საკეისრო კვეთების გადაჭარბებით დაჯარიმებული კლინიკების ექვსეულში ქუთაისის სამშობიაროების გვერდით აღმოჩნდა და ჯარიმის რაოდენობით გაუსწრო კიდეც. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, საკეისრო კვეთების გადაჭარბების გამო ექვსი კლინიკა დაჯარიმდა. დაჯარიმებული კლინიკები და მათზე დაწესებული სანქციები კი ასე გამოიყურება: 1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა – 149 800 ლარი. 2. ევექსის ჰოსპიტლების იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი – 149 700 ლარი 3. ემბრიო – 111 900 ლარი 4. ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა – 115 800 ლარი 5. ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი – 99 900 ლარი 6. ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი – 49 500 ლარი. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. როცა მშობიარე საკეისრო ოპერაციას ითხოვს, რატომაც არ უნდა ავიღოთ სკალპელი ხელში, თუკი ამით არა 500-ს, არამედ 800 ლარს მივიღებთ. მე რა, რომ შეიძლება ნორმას გადავაჭარბოთ და სამედიცინო სფეროში ყველაზე უპასუხისმგებლო კლინიკის სტატუსი გავიმყაროთ????- ამ პრინციპით მოქმედი კლინიკების მიზნები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. 6 კლინიკა - აქედან 3 ქუთაისში მდებარე სამშობიარო სახლია. რიგით მეორე კი სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 36 კლინიკით არის წარმოდგენილი. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ , რომლის მფლობელობაშიცაა სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ , პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც 2015 წელს ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა, რითაც 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა. მოულოდნელად გამდიდრებული ღარიბის ისტორიას ჰგავს ის, თუ როგორ იყენებს „ევექსი“ ამ ფინანსებს არა პაციენტების საკეთილდღეოდ, არა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, არა უმაღლესი ტექნოლოგიების დასანერგად და არა მომსახურე პერსონალის მოტივაციის ასაწევად. გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში „ევექსის“ მიმართ უარყოფითი მოსაზრებები დიდი ხანია მუსირებს მათი მომსახურების ხარისხზე, გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმზე, როგორც აღმოჩნდა, ის ასეთ მომსახურებას ჭარბადაც გასცემს. რა პასუხი აქვს ამაზე „ევექსს“? გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას? მოტივირებულია თუ არა, რომ მეტი გააკეთოს იმ პაციენტების ოჯახების სახელით, ვისაც მათმა საქმიანობამ ცხოვრება გაურთულა. შესაძლოა თუ არა, რომ კორპორაცია ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ჭარბად ატარებდეს საკეისრო კვეთის ოპერაციებს? „კომერსანტის“ ამ შეკითხვებზე „ევექსის“ პასუხი იყო ამ შედეგის გადაბრალება პაციენტების არასაკმარის განათლებაზე. „ევექსის“ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის დირექტორი თამარ ბახტაძე დაწესებულების ფინანსურ ინტერესებს კატეგორიულად უარყოფს და საანგარიშო წლის ბოლოს ბევრად პოზიტიური შედეგების ჩვენების პირობას დებს. „ამ საქმეში ფინანსურ ინტერესებს აბსოლუტურად გამოვრიცხავ. საკეისრო ოპერაციები ტარდებოდა ან მკაცრი სამედიცინო ჩვენებით, ან მშობიარეს მოთხოვნით. ახლა ფიზიოლოგიური კვეთის უპირატესობების შესახებ დიდი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. როცა დავინახეთ, რომ ქალბატონები ხშირად ითხოვდნენ საკეისრო კვეთას, მერე მოხდა ამ ისტორიის გაანალიზება. ახლა ეს მაჩვენებელი ბევრად გავაუმჯობესეთ და საანგარიშო წლის ბოლოს დასაშვებ ზღვარს მივუახლოვდებით. „უნდა აღინიშნოს, რომ საკეისრო კვეთის დიდი წილი მოდიოდა ისეთ ქალბატონებზე, რომელთაც ერთი ან მეტი საკეისრო კვეთა ჰქონდათ ანამნეზში. თუმცა, როცა ერთი საკეისრო კვეთა ჰქონდათ, მაინც ითხოვდნენ ქალბატონები, რომ კიდევ გაეკეთებინათ. აუცილებელია, რომ ერთხელ ნაკეისრალი ქალები არ ითხოვდნენ განმეორებით იგივე ტიპის ქირურგიულ ჩარევას.“–ამბობს თამარ ბახტაძე. სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა.გაითვალისწინებს თუ არა მომავალი საანგარიშო წლისთვის ამ რეკომენდაციებს „ევექსი“, დროისა და პასუხისმგებლობის საკითხია. მიმდინარე წელს, სამეანო-ნეონატალური სერვისის მომწოდებლის სტატუსი შეუწყდა ერთ სამედიცინო დაწესებულებას – ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობების წილი 2000 წლიდან 4.3- ჯერ გაიზარდა და 2017 წელს მშობიარობათა საერთო რაოდენობის 44.7% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს სამჯერ აღემატება. 2018 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების პროცენტი კი შემცირდა და 41.6%-ს გაუტოლდა. 2017 წლის პირველი მარტიდან საქართველოში ამოქმედდა სანქციები იმ სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც გარკვეულ პერიოდში (ამ ეტაპზე ეს პერიოდი ერთი წლითაა განსაზღვრული) საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი არ შემცირდა. საქართველოში საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მსოფლიოში დადგენილ სტანდარტს ორ-სამჯერ აჭარბებს. 2018 წელს დაფიქსირებული მცირედი კლების მიუხედავად, მონაცემი მაინც საგანგაშოა. სახელმწიფო პრობლემის გადაჭრას და ფიზიოლოგიური მშობიარობის წახალისებას გამკაცრებული რეგულაციებით, მათ შორის სოლიდური ფინანსური სანქციებით ცდილობს, თუმცა სასურველი შედეგი ჯერ ვერ დგება. სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდების შეცვლას ურჩევს. არ არის გამორიცხული, რომ პრობლემის გადასაჭრელად საკეისრო კვეთის დაფინანსების წესში ცვლილება შევიდეს

---

 

05.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/575884-2018-2019-clebshi-arasrulclovanta-korcinebis-ateulobit-shemtxveva-piksirdeba-romelta-shorisac-14-da-15-clis-mozardebic-arian

2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა ქორწინების ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, რომელთა შორისაც 14 და 15 წლის მოზარდებიც არიან

2018-2019 წელს ადრეული ქორწინების თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯამში 195-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან 3 არასრულწლოვანი 2005 წელს იყო დაბადებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, სააგენტოში ადრეული ქორწინების თაობაზე 2019 წელს შესულია 80 შეტყობინება. აქედან 2001 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე– 21 შეტყობინება; 2002 წელს დაბადებულზე - 33; 2003 წელს დაბადებულზე 17; 2004 წელს დაბადებულებზე – 7; 2005 წელს დაბადებულებზე - 2; რაც შეეხება რეგიონებს, 2019 წელს იმერეთში ადრეული ქორწინების თაობაზე 18 მიმართვა დაფიქსირდა; კახეთში 14; შიდა ქართლში - 10; ქვემო ქართლში - 8; სამცხე-ჯავახეთში - 6; სამეგრელო ზემო-სვანეთში - 6; აჭარაში - 6; მცხეთა-მთიანეთში - 6; თბილისში - 5; ხოლო გურიაში - 1; სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ადრეული ქორწინების თაობაზე 2018 წელს ცენტრში შესულია 115 შეტყობინება. აქედან 1999 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე – 1 შეტყობინება. 2000 წელს დაბადებულზე - 20 შეტყობინება, 2001წელს- 40 არასრულწლოვანზე; 2002 წელს – 40 არასრულწლოვანზე; 2003 წელს – 9 არასრულწლოვანზე; 2004 წელს - 4 არასრულწლოვანზე; 2005 წელს – 1 არასრულწლოვანზე; რაც შეეხება რეგიონებს, 2018 წელს იმერეთში 29 ადრეული ქორწინების თაობაზე მიმართვა დაფიქსირდა; კახეთში - 17; თბილისში - 17; ქვემო ქართლში - 15; აჭარაში - 12; სამცხე-ჯავახეთში- 10; სამეგრელო ზემო-სვანეთში - 7; შიდა ქართლში - 4; მცხეთა-მთიანეთში - 2; გურიაში -2; რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს, როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო წესით გამოთხოვნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150 მუხლებით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში; თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და ქორწინების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის 176 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი უკავშირდებოდა ბავშვობის ასაკში ქორწინებას. აქედან, შსს-ის ინფორმაციით, 76% ეხებოდა კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), 19% -კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), ხოლო 5% - კოდექსის 150 მუხლით (ქორწინების იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს. უწყების ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ამ მუხლით გამოძიება ყველაზე ხშირად ქვემო ქართლში დაიწყო, ყველაზე ნაკლები ოდენობით კი მცხეთა-მთიანეთში. რაც შეეხება ქორწინების იძულების შემთხვევებს, როგორც შსს-ში განმარტავენ, ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულებიდან, 5% უკავშირდება ქორწინების იძულებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, მარნეულსა და თეთრიწყაროში. შინაგან საქმეთა სამინისტროში 2019 წლის ანალოგიური სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ამ ეტაპზე, სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში არ განხორციელებულა. რაც შეეხება ცალკეულ სტატისტიკურ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს იანვარ-სექტემბერში ქორწინების იძულების მუხლით გათვალისწინებულ 4 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ამ მუხლით გამოძიება 105 შემთხვევაზე დაიწყო. 2018 წელს კი ამავე მუხლით 201 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/236427-tikaradze-sergeenkos-logikuri-gagrdzelebaa-zurab-chiaberashvili

ტიკარაძე სერგეენკოს ლოგიკური გაგრძელებაა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიუაბერაშვილი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სისტემაში შექმნილ კრიზისს ეხმაურება. "ჯანდაცვაში შექმნილი კრიზისის მიზეზი სერგეენკოს მიერ შემოღებული ერთი გადამხდელის პრინციპია. ეს გულისხმობს, რომ საავადმყოფოსთან ანგარიშსწორებას სახელმწიფო პირდაპირ ახდენს. სანამ სახელმწიფო იხდის, პრობლემა არაა. სახელმწიფოს რომ ფული აღარ ყოფნის, იწყება კრიზისი. ის, რომ სახელმწიფოს ფული არ ეყოფოდა, ნათელი იყო საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების მომენტშივე. ტიკარაძე სერგეენკოს ლოგიკური გაგრძელებაა. თუ ერთი გადამხდელის პრინციპს არ იცვლება, ამ კრიზისის კიდევ უფრო დამამძიმებელ ნაბიჯებზე წასვლა მოუწევდა ნებისმიერ მინისტრს. სერგენკოსთვის შვება იყო წასვლა გამოსავალი არაა სელექტიური კონტრაქტირება (რაც უფრო უცნობია ტერმინი საზოგადოებისთვის, მით უფრო დამაჯერებლად ჟღერს). სელექტიური კონტრაქტირება ამ კონტექსტში იქნება გარიგება სახელმწიფოსა და მსხვილ მოთამაშეებს შორის, რომ მსხვილი მოთამაშეები დათანხმდნენ უფრო დაბალ ტარიფებს იმის ხარჯზე, რომ სახელმწიფო მათ წვრილ კონკურენტებს მოაცილებს. ეს კრიზისს მხოლოდ გადაავადებს. სისტემა არსებითად იგივე დარჩება, ოღონდ სახელმწიფოც და საყოველთაოში დარჩენილი კლინიკებიც კიდევ უფრო დამოკიდებულნი გახდებიან ერთმანეთზე და კიდევ უფრო დიდი კრიზისის მოწმენი გავხდებით ფულის მორიგი დეფიციტისას. სახელმწიფოს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. გამოსავალი? ერთი გადამხდელის პრინციპზე უარის თქმა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებისთვის სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს და პაციენტის, საავადმყოფოსა და სადაზღვევო კომპანიის სამკუთხედში ობიექტური არბიტრის როლს თამაშობს. ასე შეიძლება მხოლოდ პაციენტის მკურნალობის ხარისხზე ზრუნვა. იქ, სადაც სახელმწიფო პირდაპირი გადამხდელია, სახელმწიფო მოთამაშეცაა და არბიტრიც. მას აინტერესებს არა ხარისხი, არამედ ხარჯი. სელექტიური კონტაქტირება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ინტერპრესნიუს.ჯი-https://www.interpressnews.ge/ka/article/575769-zurab-chiaberashvili-jandacvis-sistemashi-krizisuli-vitarebis-mizezi-sergeenkos-mier-shemogebuli-erti-gadamxdelis-principia

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/tikaradze-sergeenkos-logikuri-gagrdzelebaa

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/tikaradze-sergeenkos-logikuri-gagrdzelebaa---rashi-xedavs-krizisidan-gamosavals-deputati/44665/

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/gaxariam-rogorc-yoveltvis-aseti-konfliqtebis--daregulirebis-saqmeshi-gamoachina-didi-talanti/44721/

“გახარიამ, როგორც ყოველთვის ასეთი კონფლიქტების დარეგულირების საქმეში გამოაჩინა დიდი ტალანტი”

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ალექსანდრე ალადაშვილი აფასებს. მისი თქმით, შეხვედრა იყო კონსტრუქციული. „ბატონმა გიორგიმ როგორც ყოველთვის ასეთი მედიაციის და კონფლიქტების დარეგულირების საქმეში გამოაჩინა დიდი ტალანტი, რაც მთავარია შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა. შევთანხმდით, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა, უნდა შეიქმნას ასე ვთქვათ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პროფესიული გაერთიანებების, საზოგადოების წარმომადგენლები, და საჭიროა მოვამზადოთ მასალები, პირველ რიგში, საჭიროა რაღაც სტანდარტები შევიმუშავოთ, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ სტანდარეტბის გამკაცრება და ხარისხის კრიტერიუმი და ა.შ. ეს არის საკმაოდ ვრცელი, ხანგრძლივი და რთული საქმე, ამიტომაც ამას დასჭირდება დრო“, - განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა. მისივე თქმით, დღეს იყო ზოგადი ჩარჩო მოლაპარაკება და შემდეგ გამოჩნდება, რაც იქნება ყველაზე აქტუალური, იმაზე გაგრძელდება მუშაობა. „პირველი საკითხი არის სტანდარტი და ეს სტანდარტი უნდა განფასდეს“, - აღნიშნა ალადაშვილმა.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/575852-giorgi-gaxaria-saqoveltao-jandacvis-repormis-principebs-schirdeba-ganvitareba-romlis-mtavari-amosavali-mokalake-programis-epekturoba-da-dargze-zrunva-ikneba

გიორგი გახარია - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება, რომლის მთავარი ამოსავალი, მთავრობისთვის არის უპირველეს ყოვლისა მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და ამასთან ერთად, დარგზე ზრუნვა, რამდენადაც დარგის საშუალებით ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა. „შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ვფიქრობ, ჩვენი ყველას ინტერესია. ის პრინციპები, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება. მაინტერესებს, რა არის ძირითადი პრობლემა თქვენი ხედვით, რისი გამოსწორებაა შესაძლებელი. მაინტერესებს ჯანდაცვის სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვა უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში, რადგან ეს სისტემური ცვლილებებია. ამ სისტემურმა ცვლილებებმა პირველ რიგში, უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად - ხარისხი მომსახურებისა, რომელსაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვაწვდით. აქ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით“, - მიმართა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. კლინიკების ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. მიმართვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაური სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დღეს სამუშაო შეხვედრაზე მასპინძლობს, რომელზეც მათ არგუმენტაციას ეცნობა. შეხვედრას 30-მდე კლინიკის ხელმძღვანელი პირები ესწრება.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/522910

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1575481357-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/216897-giorgi-gakharia-sayovelthao-jandacvis-reformis-principebs-stcirdeba-ganvithareba-romlis-mthavari-amosavali-moqalaqe-programis-efeqturoba-da-dargze-zrunva-iqneba.html?lang=ka-GE

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94034

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/gaxaria-sayoveltao-jandacvis-reformis-arsebuli-principi-shesacvlelia-da-ganvitareba-schirdeba-/44708/

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/is-principebi-ritac-sayoveltao-jandacvis-reformam-daiwyo-funqcionireba-ertmnishvnelovnad-shesacvlelia-gakharia/

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/giorgi-gaxaria-is-principebi-ritac-sayoveltao-djandacvis-reformam-daiwyo-funqcionireba-ertmnishvnelovnad-shesacvlelia-da-ganvitareba-schirdeba

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/63462-saqoveltao-jandacvis-repormis-principebs-schirdeba-ganvitareba-romlis-mtavari-amosavali-mokalake-programis-epekturoba-da-dargze-zrunva-ikneba/

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება:https://bm.ge/ka/article/ras-dahpirda-gaxaria-klinikebs-da-ra-davaleba-miigo-ekaterine-tikaradzem-premierisgan-/44711/

რას დაჰპირდა გახარია კლინიკებს და რა დავალება მიიღო ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერისგან

პრემიერ-მინისტრსა და 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს შორის მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა, შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტარიფიკაციაზე იმუშავებს. მისივე თქმით, კონკრეტული დავალება მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა. „კონკრეტულდ 520-ე დადგენილების გადავადებაზე იყო უარყოფითი დამოკიდებულება იმ მოტივით, რომ პროგრამა უნდა განვითარდეს, მაგრამ პრემიერი დაგვპირდა, რომ უმოკლეს ვადაში, რამდენიმე დღეში ორ პრინციპულ საკითხს განიხილავს. ასევე დავალება მიეცა ჯანდაცვის მინისტრს, რომ უმოკლეს ვადებში, საუბარია დღეებზე, ის უზუსტობები და შეცდომები რაც არის თვითონ ამ ტარიფებში, გასწორდეს. მეორე თემა შეეხებოდა პაციენტთა ჩართულობის საკითხს და მათი ინფორმირებულობის და სურვილის შემთხვევაში, თანამონაწილეობის თემას და ამ შემთხვევაშიც პრემიერმა განაცხადა, რომ 2-3 დღეში ამ საკითხზე იმსჯელებენ და გარკვეულ დასკვნებს გააკეთებენ“, - განაცხადა ლაზარაშვილმა. კითხვაზე - თანახმაა თუ არა მთავრობა, რომ 520-ე დადგენილებით დამტკიცებული ტარიფები დაკორექტირდეს, ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მათი (მთავრობის) პოზიციაა ესეთი, რომ იქ სადაც არის კაზუსები და ჩვენ ვთვლით, რომ პრინციპულად არის შეცდომები, მათ განაცხადეს, რომ ეს, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს და ლოგიკური ტარიფები უნდა დაიდოს“. რაც შეეხება ეკატერინე ტიკარაძის როლს ამ შეხვედრაში, ლაზარაშვილმა თქვა, რომ „მინისტრმა მიღო დავალება“. „როგორც ჩვენ მივხვდით, ხვალიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ამ ტარიფების დახვეწისთვის და გასწორებისთვის. სამუშაო ჯგუფში არ ვიცი ვინ შევა სამინისტროს მხრიდან, მაგრამ კლინიკების მხრიდან იქნებიან ფინანსისტები, ასევე დარგობრივი ასოციაციები... ჩემი კოლეგებიც ეთანხმებიან და ჩემი პირადი მოსაზრებაცაა, რომ არასწორი განფასება არის შედეგი იმ არასწორი პირველად განფასების, რაც უნდა განფასებულიყო და აქ იყო ძაღლის თავი დამარხული“, - განაცხადა ლაზარაშვილმა.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/522889

ზაზა სინაურიძე: მწვავე პაციენტს ვმკურნალობთ ჩვენს ხარჯზე, მაგრამ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია

კლინიკა “პინეოს” სამედიცინო ეკოსისტემის ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული დადგენილება სამედიცინო სფეროში ხარისხის დაცემას გამოიწვევს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე კლინიკა “პინეოს” სამედიცინო ეკოსისტემის ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ განაცხადა, შეხვედრა პრემიერის სამდივნოს ინიციატივით გაიმართა. “კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არავინ არ არის DRG- სისტემის წინააღმდეგი, მაგრამ ამას უნდა კომუნიკაცია და სწორი დაგეგმვა. იმიტომ, რომ ჯანდაცვა ძალიან რთული სფეროა. ეს გამოიწვევს ხარისხის დაცემას და სამწუხაროდ, პაციენტების გარდაცვალებას. ვინაიდან ჩვენ ვართ ექიმები და მე პირადად ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული, ცხადია, მწვავე პაციენტს ვმკურნალობთ ჩვენს ხარჯზე, მაგრამ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია”, – აცხადებს ზაზა სინაურიძე. ცნობისათვის, პრემიერის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიასა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობის 520-ე დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. შეგახსენებთ, რომ ტარიფების გადახედვის და ხელახლა შემუშავების დადგენილება 21 ნოემბერს ამოქმედდა.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/gaxaria-klinikebis--xelmdzgvanelebs-xvdeba---premieris-samdivnodan-damirekes/44696/

გახარია კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება - „პრემიერის სამდივნოდან დამირეკეს”

პრემიერის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობის 520-ე დადგენილებაა, რომლითაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ფასებს არ ეთანხმებიან და მათ გადახედვას ითხოვენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე კლინიკა „პინეოს“ სამედიცინო ეკოსისტემის ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ განაცხადა, შეხვედრა პრემიერის სამდივნოს ინიციატივით იმართება. შეხვედრის დაწყებამდე ექიმებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა დადგენილების მინიმუმ 6 თვით შეჩერებაა, რადგან არსებულ პირობებში უბრალოდ ზარალზე მუშაობა უწევთ. "კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არავინ არ არის DRG სისტემის წინააღმდეგი, მაგრამ ამას უნდა კომუნიკაცია და სწორი დაგეგმვა. იმიტომ, რომ ჯანდაცვა ძალიან რთული სფეროა. ეს გამოიწვევს ჩვეულებრივად ხარისხის დაცემას და სამწუხაროდ, პაციენტების გარდაცვალებას. ვინაიდან ჩვენ ვართ ექიმები და მე პირადად ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული, ცხადია, მწვავე პაციენტს ვმკურნალობთ ჩვენს ხარჯზე, მაგრამ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია. მე პირადად პრემიერ მინისტრის სამდივნოდან დამირეკეს და დღევანდელ შეხვედრაზე მითხრეს", - აცხადებს ზაზა სინაურიძე.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/216898-klinikebis-tsarmomadgenlebis-informaciith-5-dekembridan-mthavrobis-520-e-dadgenilebis-thaobaze-samushao-jgufi-sheiqmneba-romelic-kharvezebs-sheistsavlis.html?lang=ka-GE

კლინიკების წარმომადგენლების ინფორმაციით, 5 დეკემბრიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ხარვეზებს შეისწავლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და მას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრა საკამოდ ნაყოფიერი იყო და შეთანხმება მოხდა, რომ 5 დეკემბრიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არსებულ ხარვეზებს შეისწავლის. "შეხვედრამ საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა. შეთანხმება მოხდა,რომ ხვალიდან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება სამინისტროში და ტექნიკური ხარვეზებს, რაც შეიძლებოდა არსებობდეს, გაითვალისწინებენ და გამოსწორდება. გადავადებაზე საუბარი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში გონივრული და კონსტრუქციული გამოსავალია",-განაცხადა "ევექსის" დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. დადგენილების ამოქმედების მიმართ კერძო კლინიკების წარმომადგენლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ისინი დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/575855-klinikebis-carmomadgenlebis-inpormaciit-5-dekembridan-mtavrobis-520-e-dadgenilebis-taobaze-samushao-jgupi-sheikmneba-romelic-xarvezebs-sheiscavlis

ტაბულა.ჯი-http://www.tabula.ge/ge/story/160939-jandacvis-reformis-mtsvave-kritikis-shemdeg-mtavroba-samushao-jgufs-qmnis

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/296281-zurab-utiasvili-tarifebis-80-rom-gatanabrdeba-idealuri-sedegi-masin-iqneba

ზურაბ უტიაშვილი: ტარიფების 80% რომ გათანაბრდება, იდეალური შედეგი მაშინ იქნება

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრება საავადმყოფოებს თანაბარ პირობებს შეუქმნის და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება. უტიაშვილის აზრით, იდეალური შედეგი მაშინ დადგება, როდესაც აბსოლუტურად ყველა სერვისზე გათანაბრდება თანხა. “ჩვენ 2012 წლიდან ისედაც დაბალი ტარიფებით ვმუშაობთ, შეუძლებელია ამ ტარიფზე ქვემოთ ჩამოსვლა. ჩვენთან ერთად ასევე არის სხვა რამდენიმე კლინიკა, რომელიც ისტორიულ მინიმალურ ფასებზე ვმუშაობთ. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება შეეხო ალბათ ტარიფების 10%-ს, გასათანაბრებელია სხვა დანარჩენი ტარიფების 80%. აი, ბოლომდე რომ გათანაბრდება აბსოლუტურად ყველა ტარიფი, ეს იქნება იდეალური შედეგი, როგორც პაციენტებისთვის, ისე კლინიკებისთვის. ადამიანს თანხის დასამატებელი წილი გაცილებით შეუმცირდება და ჩვენ კლინიკებიც თანაბარ პირობებში ვიქნებით”, – განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა. შეგახსენებთ, 20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/zurab-utiashvili-tarifebis-80-rom-gatanabrdeba-idealuri-shedegi-mashin-iqneba

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/shesadzloa-dotacia-mivigot-respublikuri-saavadmyofo-djandacvis-reformis-shedegebze

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ 520-ე დადგენილებას დაეთანხმა, თუმცა, არ იცის როგორ შეინარჩუნებს ხარისხს -„შესაძლოა დოტაცია მივიღოთ“

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ 520-ე დადგენილებას დაეთანხმა, თუმცა არ იცის როგორ შეინარჩუნებს ხარისხს. კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე „კომერსანტთან “ განმარტავს, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედების მიუხედავად,კლინიკა პაციენტებს ხარისხიან მომსახურებას მიაწოდებს. „რესპუბლიკური საავადმყოფო სამწუხაროდ კერძო კლინიკა არ არის. ჩვენ ვართ სახელმწიფო დაწესებულებაში მყოფი კლინიკა და გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი ფასები, ამიტომაც, ყველა კლინიკა, რომელიც შპს არის ჰქონდა საშუალება ფასები თვითონ დაერეგულირებინა. ჩვენ ამას ვერაფრით ვერ შევძლებდით, ამიტომაც ამ 520-ე დადგენილებაში ფასები რაც არის ზოგიერთი იგივეა რაც ჩვენ გვქონდა, ზოგიერთი უფრო მეტია. თუმცა, ეს არის სამუშაო პროცესი, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული, ეს დადგენილება გვაყენებს თანაბარ პირობებში სხვა კლინიკებთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ადრე უთანაბრო პირობებში ვიყავით“, - აცხადებს ლევან გოფაძე. იმ პირობებში, როდესაც კლინიკების ხელმძღვანელების უმრავლესობა აცხადებს, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები, მაგალითად, როდესაც საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის მიერ წარმოდგენილი ინვოისის მიხედვით,დეფიბრილატორის (რომელშიც არ შედის ინტროდიუსერი, ტრანსპორტირებაFedEx, განბაჟება) გასაყიდი ფასი 5200$ ამ ხარჯებსაც კი ვერ ფარავს და მოგებაზე საუბარი არ შეიძლება, როგორ აპირებს „რესპუბლიკური საავადმყოფო“ პაციენტებისთვის ხარისხიანი თერაპიის, მომსახურების მიწოდებას დადგენილებით განსაზღვრულ 13 500 ლარად,ლევან გოფოძე განმარტავს,რომ კლინიკაში ხარისხი არცერთ შემთხვევაში არ გაუარესდება. „მე არ ვიცი სხვა კლინიკების ფინანსური მდგომარეობა, რას და რა ფასად ყიდულობდნენ. ფასების და ხარისხის შესაბამისობასთან დაკავშირებით სამინისტრომ უნდა შექმნას ჯგუფი, რომლებიც ამაზე იმსჯელებენ და ხარისხის გაუარესების გარეშე შეძლებენ ყველაფერს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხარისხიანი პროდუქცია, რაც დიდ დანახარჯებს მოითხოვდა, რიგ შემთხვევაში იყო წაგებაზე მომუშავე „ქეისებიც“. ჩვენთან პაციენტი ისეთ მომსახურებას იღებდა, რომელსაც სხვა ნებისმიერ მდიდარ და ძალიან პოპულარულ კლინიკაში აქვთ, ამიტომაც კლინიკამ სახელმწიფო შესყიდვების პირობებში შეძლო არათანაბარ გარემოში ოპერირება საწოლთა 90–95%–იანი დატვირთვითა და სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით. ამ დადგენილების მთელი არსი იმაშია, რომ დამატებითი ფასი პაციენტმა აღარ უნდა გადაიხადოს, ჩვენთან ეს დამატების მარჟა ძალიან დაბალი და მისაღები იყო. მოგებაზე ნაკლებად ვმუშაობდით, იმიტომ გვქონდა სახელმწიფოსთან დავალიანება“, - განმარტავს ლევან გოფაძე. სახელმწიფოსგან დახმარების მიღების შესაძლებლობას „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი, არც ამჯერად გამორიცხავს, თუმცა აცხადებს რომ მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. „მართალია სურვილი გვაქვს, რომ დოტაცია მივიღოთ და ეს შესაძლებელია, თუმცა ამაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ერთიანი ფასის სიმაღლე რამდენი იქნება უკვე მუშაობის პროცესში დადგინდება, ყველაფერი ისე მოხდება, რომ ხარისხი არ გაფუჭდეს. სახელმწიფო გარკვეულ გარანტიებს თავის თავზე იღებს და პაციენტებზე არანაირ მეორად და უხარისხო პროდუქციას არ გამოვიყენებთ,“- აცხადებს ლევან გოფაძე. შეგახსენებთ, რომ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული ჯანდაცვის რეფორმების განხორციელების საკითხს მიესალმება. მაშინ როდესაც, 25 სამედიცინო დაწესებულება და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე.

---

 04.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/xelisufleba-adamianebis-janmrtelobas-ekideba-ara-shinaarsobrivad-aramed-kalkulatorit---deputati-/44719/

ხელისუფლება ადამიანების ჯანმრთელობას ეკიდება არა შინაარსობრივად, არამედ კალკულატორით - დეპუტატი

ხელისუფლება ადამიანების ჯანმრთელობას და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ეკიდება არა შინაარსობრივად, არამედ კალკულატორით, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ bm.ge-ის განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ ბიუჯეტს ზრდის, ყველა მონაცემებით, ინფლაციაც კატასტროფულია და "დოლარის კურსიც ახალი, საკმაოდ მაღალი კურსითაა ჩადებული". „ამ რეფორმის შედეგად „ოცნება“ საბოლოოდ დაშორდება 2012 წლის ყველა დაპირებას. რადგან, ასეთი დაბალი ფასით ჩვენი მოსახლეობის მომსახურებაც და ექიმების რეპუტაციის შენარჩუნებაც, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამიტომ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ადამიანების ჯანმრთელობას და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ეკიდება არა შინაარსობრივად, არამედ კალკულატორით. მათთვის ადამიანები მხოლოდ არითმეტიკული მანიპულირების საგანს წარმოადგენენ. ალბათ ჩათვალეს, რომ აქ დაზოგილი ფულით უფრო „ჯანმრთელ გულებს“ მოისყიდიან, ვიდრე იმ გულებს, რომლებსაც ნამდვილი თანაგრძნობა სჭირდებათ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ 520-ე დადგენილების შეფასებისას.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/sapartnioro-fondis-saavadmyofoebi-zaralze-arian/44664/

საპარტნიორო ფონდის საავადმყოფოები ზარალზე არიან

"საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკები ზარალზე არიან, ამის შესახებ ფონდის შვილობილი კომპანიის - "კლინიკების განვითარების კომპანიის" კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2018 წლის განმავლობაში "კლინიკების განვითარების კომპანიის" შემოსავალი - 27,435,000 ლარი, სრული ზარალი კი, 3,194,000 ლარი იყო. 268,000 ლარის ზარალით დაასრულა კომპანიამ საქმიანობა 2017 წელსაც. ჯამში, აღნიშნული კლინიკების აქტივების ღირებულება 181,349,000 ლარს შეადგენს. რომელი სამედიცინო დაწესებულებები ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს? 2015 წელს საქართველოს მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამართავად თბილისში მდებარე სამი მსხვილი კლინიკა გადასცა, ესენია -"რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი." ფონდის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ამ კლინიკებში ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე მუშაობდა, თუმცა ეს პროექტი შეჩერდა და "საპარტნიორო ფონდის" მფლობელობაში დარჩა საავადმყოფოები, რომელთაც თავად ფონდი - "სრულიად ამორტიზებულსა და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფს" უწოდებს. 5 ოქტომბერს "საპარტნიორო ფონდმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, არსებობს ამერიკული კომპანია (სახელი განცხადებაში არაა მითითებული), რომელიც "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" ინვესტირებით არის დაინტერესებული. "2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადმოსცა. იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. სხვადასხვა გარემოების გამო, აღნიშნული პროექტი შეჩერდა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. აღნიშნული კლინიკების შემდგომი განვითარების მიზნით, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ 2017 წელს „კლინიკების განვითარების კომპანია“ შეიქმნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „კლინიკების განვითარების კომპანიის“ ფუნქციებში არ შედიოდა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ფონდის ფინანსური რესურსით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, თუმცა მიუხედავად ამისა, ფონდი იძულებული გახდა ელემენტარული პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მედპერსონალის შენარჩუნების მიზნით, თანხა გამოეყო. სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რამაც გააუმჯობესა საავადმყოფოს ფუნქციონირება. ასევე, გატარდა ცალკეული ადმინისტრაციული ღონისძიებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რის შედეგადაც მოხდა კლინიკის შიდა რეზერვების მობილიზება, რამაც გაზარდა შემოსავლები და გარკვეულწილად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, საერთო ვითარება მაინც რთულია. „საპარტნიორო ფონდი“ კლინიკების მართვის კომპანიის შექმნის დღიდან ინვესტორის მოძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობდა. ფონდის ძალისხმევის შედეგად, ინტერესი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მზად არის, კლინიკების განვითარების მიზნით, 50 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს აუქციონში. აღნიშნული კომპანია სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიონზე მეტ პაციენტს უწევს. წელიწადნახევრიანი შრომის შედეგად, საინვესტიციო პროექტი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, მზად არის და სამეთვალყურეო საბჭოზეა წარდგენილი. პროექტის მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული, ევროპული სტანდარტების 350 საწოლზე გათვლილ სამედიცინო დაწესებულებად უნდა გადაიქცეს და მასში ინტეგრირდეს ფონდის მფლობელობაში არსებული „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, გამოთავისუფლებულ შენობებში კი, თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყობა. პროექტის თანახმად, აღნიშნულ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება, მედპერსონალი ახალ სამუშაო სივრცეში გადავა და ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს. პროექტის მიხედვით, ექიმების პროფესიულ განვითარებას ამერიკული კომპანია თავის თავზე იღებს, ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩება", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საპარტნიორო ფონდმა მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში გაავრცელა.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/520-e-dadgenileba-absoluturad-moumzadebelia---xechinashvilis-sauniversiteto-klinika/44697/

„520-ე დადგენილება აბსოლუტურად მოუმზადებელია” - ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა

პრემიერის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიასა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობის 520-ე დადგენილებაა, რომლითაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ფასებს არ ეთანხმებიან და მათ გადახედვას ითხოვენ. „520-ე დადგენილება, რომელიც 20 ნოემბერს შევიდა ძალაში, ჩვენი აზრით იყო აბსოლუტურად მოუმზადებელი, გაუთვლელი, შეუთანხმებელი კლინიკებთან და სამედიცინო საზოგადოებებთან. გვინდა, რომ როგორც მინიმუმ შეჩერდეს ეს დადგენილება, სანამ არ იქნება კონსესუსი მიღწეული იმ გაუაზრებელ ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ელემენტარულად პროცედურები ჩავატაროთ”, - განაცხადა მედიასთან ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელმა შალვა რცხილაძემ. მისივე თქმით, ტარიფების გათანაბრების წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ ეს არ არის ნაბიჯი, რითიც უნდა დაწყებულიყო რეფორმა. „უნდა ყოფილიყო მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა, რომელიც სულ ცოტა მოგვცემდა საშუალებას, ხარისხიანად და ეფექტირად გვემართა პაციენტების მდგომარეობა. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო სელექტიური კონტრაქტირება და მხოლოდ ამის შემდეგ ტარიფების გათანაბრება”, - აცხადებს რცხილაძე.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/shexvedram-produqtiulad-chaiara--eveqsi-hospitlebis-direqtori-gaxariastan-shexvedris-shemdeg/44715/

„შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა“ – „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

პრემიერ-მინისტრსა და 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს შორის მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ კლინიკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი ინფორმაციით, ხვალიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ხარვეზებს შეისწავლის. „ევექსის ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა. „შეხვედრამ საკმაოდ პოზიტიურად და პროდუქტიულად ჩაიარა. მოხდა შეთანხმება, რომ ხვალიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროში და პრინციპში, ტექნიკური ხარვეზები, რაც შეიძლება არსებობდეს, ყველაფრის გათვალისწინება მოხდება და გამოსწორდება. სამუშაო ჯგუფის წევრთა ვინაობა დაზუსტდება“, - განაცხადა მინდიაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში სამუშაო ჯგუფის შექმნა საკმაოდ გონივრული და კონსტრუქციული გამოსავალია.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/ardi-dazgveva-medikosta-pozicias-uertdeba-sheachere-520

„არდი დაზღვევა“ მედიკოსთა პოზიციას უერთდება – „შეაჩერე #520“

„არდი დაზღვევა“ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „520-ე დადგენილებამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია. „არდი დაზღვევა“ ერთმნიშვნელოვნად უერთდება მედიკოსთა პოზიციას და გამოთქვამს წუხილს, რომ აღნიშნული დადგენილების დანერგვით გაგრძელდება ჯანდაცვის სფეროს არაეფექტიანი მართვა, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ჩვენს მოქალაქეებზე და მათთვის განკუთვნილ სამედიცინო სერვისებზე. ადვილი სავარაუდოა, რომ 520-ე დადგენილება სამედიცინო ფასების ზრდის მორიგ ტალღას დაუდებს სათავეს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ფასების ხელოვნურად შემცირება კლინიკებს აიძულებს, რომ ფასები გაზარდონ ამ პროგრამის მიღმა მყოფ, ჯიბიდან გადამხდელი მოქალაქეებისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების ხარჯზე, რათა დანაკლისი დააკომპენსირონ. მნიშვნელოვნად შეიზღუდება ჯანდაცვის სერვისების ფუნდამენტური პარამეტრი – მისი ხელმისაწვდომობა, რადგან ბევრ კლინიკას მოუწევს უარი თქვას საყოველთაო ჯანდაცვის სქემაში მონაწილეობაზე ან შეზღუდოს რიგი სერვისები. ეს თავისთავად შექმნის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დეფიციტს, განსაკუთრებით რეგიონებში. და ბოლოს, ეს დადგენილება გამოიწვევს დაბალი ხარისხის სახარჯ მასალებსა და მედიკამენტებზე გადასვლას და ისედაც სავალალო მდგომარეობაში არსებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესებას. იქ, სადაც არსებობს კონკურენცია, სახელმწიფო უნდა ადგენდეს საერთო წესებს და უზრუნველყოფდეს მის დაცვას, ხოლო მომსახურებების სახეებს, ხარისხსა და ფასებს კონკურენცია აფორმირებს. ეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ანბანური ჭეშმარიტებაა და მისგან ნებისმიერი სახით გადახვევა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დააზარალებს“-ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/411567/

საკვალიფიკაციო და სასერფიტიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო და სასერფიტიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება 40 ლარი, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 60 ლარი იქნება. როგორც სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ განაცხადა, საკვალიფიკაციო გამოცდაზე სულ 1599 პირია რეგისტრირებული, ხოლო 501 პირი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ თანხის განახევრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მონაწილეობით მოხდება. გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად კი სამინიტრო გამოცდამდე დარჩენილ მცირე დროს ასახელებს. “ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მოხდა შეთანხმება ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების დანახარჯების გადანაწილების შესახებ. ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე, სამედიცინო უნივერსიტეტი გამოყოფს სათანადო რესურსს, რომელიც შეამცირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების დანახარჯებს”,-აცხადებენ სამინისტროში. რეზიდენტურაში სწავლის მსურველებმა გუშინ, 3 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლა ფასიანი გახდა. მათი თქმით, რეზიდენტურაში სწავლა, რაც რეალურად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში პრაქტიკის გავლას გულისხმობს, ისედაც ფასიანია და გამოცდაზე გასვლაში ფული არ უნდა გადაიხადონ.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1575468595-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/216900-jandacvis-saministros-informaciith-saeqimo-saqmianobis-madzieblebisthvis-sakvalifikacio-da-sasertifikacio-gamocdebis-safasuri-ganakhevrdeba.html?lang=ka-GE

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94029

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saeqimo-saqmianobis-madzieblebistvis-sakvalifikacio-da-sasertifikacio-gamocdebis-safasuri-ganaxevrdeba

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/63459-saekimo-sakmianobis-mazieblebistvis-sakvalipikacio-da-sasertipikacio-gamocdebis-sapasuri-ganaxevrdeba/

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/saeqimo-saqmianobis-madzieblebistvis-gamocdebis-safasuri-ganakhevrdeba/

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/522904

სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მთავრობის მიერ 2 დეკემბერს გამოცემული ის დადგენილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, რეზიდენტურაში (საკვალიფიკაციო) ჩასაბარებელ გამოცდაზე გასვლა 80 ლარი, ხოლო რეზიდენტურის დამამთავრებელ (სასერთიფიკაციო) გამოცდაზე გასვლა 120 ლარი ეღირება. ამ დადგენილებამდე აღნიშნული გამოცდები უფასო იყო. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილმა კურსდამთავრებულებმა სამინისტროს კანცელარიაში საგამოცდო ტესტების ამობეჭდილი ვერსია ჩააბარეს და სიმბოლურად ხურდები მიიტანეს. მათი განცხადებით, მთავრობა გამოცდებს უხარისხოდ ატარებს და ტესტებში არაერთი ტექნიკური, თუ გრამატიკული შეცდომაა დაშვებული. როგორც კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, ამით პასუხი გასცეს ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო უნივერსიტეტის შეთავაზებას, რომ 12 დეკემბრის გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირებს 80 და 120 ლარის ნაცვლად, 40 და 60 ლარი ექნებათ გადასახდელი, სხვაობას კი ერთჯერადად სამედიცინო უნივერსიტეტი დაფარავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შესაბამის სარჩელს უკვე ამზადებენ, რომლითაც მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების გაუქმებას სასამართლოს გზით მოითხოვენ.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/575849-samedicino-universitetis-studentebi-jandacvis-saministrostan-rezidenturis-gamocdis-chasabareblad-gadasaxadis-dacesebas-aprotesteben

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან, რეზიდენტურის გამოცდის ჩასაბარებლად გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, რეზიდენტურის გამოცდა, რომელიც აქამდე უფასო იყო, 80 ლარი გახდა და ამას აპროტესტებენ. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ანა კაკაბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს შეთავაზება, რომ ეს თანხა განახევრდებოდა, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. მისივე თქმით, სტუდენტებმა რეზიდენტურაზე ჯერ რეგისტრაცია გაიარეს და შემდეგ გახდა ის ფასიანი, რაც მიუღებელი. "რეზიდენტურის გამოცდა იყო უფასო ამდენი წლის განმავლობაში. რეზიდენტურის გამოცდაზე რეგისტრაცია დასრულდა წინა კვირას, როდესაც რეგისტრაცია დასრულდა, მას შემდეგ პოსტი დაიწერა და ამ პოსტის საშუალებით გავიგეთ, რომ თურმე გამოცდაზე დასაშვებად კონკრეტულ ანგარიშზე ფული უნდა ჩავრიცხოთ და ქვითრები წარვადგინოთ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენთვის ამორალურია და ვემიჯნებით ამას. ჩვენ დავრეგისტრირდით გამოცდაზე, რომელიც უფასო იყო და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ თანხა. ამას გავაპროტესტებთ", - განაცხადა მან. აქციის მონაწილეები სამინისტროებს 1 დღეს აძლევენ და საინიციატივო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. ასევე, ითხოვენ, ამ პროცესში სტუდენტების ჩართვას.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/dasaqmebis-phorumze-22-ma-kompaniam-shshm-pirebs-100-ze-meti-vakansia-shesthavaza/

დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა

3 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 5 Shares 5 ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა – მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს, რომელსაც ორგანიზებას კვლავაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაუწევს. ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. „დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი,, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა. ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე. დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, 2016 წლიდან დღემდე, უკვე 350-ზე მეტი შრომის ბაზრის მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დასაქმდა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/dasaqmebis-forumze-22-ma-kompaniam-shshm-pirebs-100-ze-meti-vakansia-shestavaza-/44718/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94027

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/dasaqmebis-forumze-22-ma-kompaniam-shshm-pirebs-100-ze-meti-vakansia-shestavaza/

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/63457-jandacvis-saministro-dasakmebis-porumze-22-ma-kompaniam-shshm-pirebs-100-ze-meti-vakansia-shestavaza/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/522869

პია.ჯი- http://pia.ge/post/296285--dasaqmebis-forumze-22-ma-kompaniam-ssm-pirebs-100-ze-meti-vakansia-sestavaza

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/575829-jandacvis-saministro-dasakmebis-porumze-22-ma-kompaniam-shshm-pirebs-100-ze-meti-vakansia-shestavaza

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/rogori-iqneba-axali-infeqciuri-patologiis-shidsisa-da-klinikuri-imunologiis-samecniero-praqtikuli-centri

როგორი იქნება ახალი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი

ძველი კარები, აყრილი და დაზიანებული იატაკი, დაბზარული და ნესტიანი კედლები - წლებია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, რომლის ბედიც სახელმწიფოს აბარია, პაციენტებს სავალალო მდგომარეობაში იღებს. არაერთი დაპირების მიუხედავად, მედიკოსები მაღალი სტანდარტების საავადმყოფოში ამ დრომდე ვერ მუშაობენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოს დირექტორმა „კომერსანტს განუცხადა, რომ სახელმწიფო უწყებებიდან მყარი დაპირება მიიღო, რომ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს მომავალში მოიხსნება. „კომერსანტმა“ გაარკვია, თუ როგორი იქნება “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”, რა ეტაპზეა ახლა პროექტი და როდის შეძლებს საავადმყოფო პაციენტების მომსახურებას. საკითხზე „მედიაჰოლდინგთან“ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე საუბრობს. მისი თქმით, საავადმყოფოს პროექტირებაზე 900 000 ლარი დაიხარჯა. მშენებლობაზე კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარამდეა გამოყოფილი. „პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” მშენებლობას. ცენტრი თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში აშენდება. სამუშაო ფართი 7505 კვადრატული მეტრია. ახლა აქტიურ ფაზაშია პროექტირების ეტაპი. მშენებლობა დიაწყება მას შემდეგ, რაც ოფიციალურად თბილისის მერიიდან გრგ-ს პასუხი გვექნება. ამ დროისთვის კონსტრუქციული და არქიტეტურული ნაწილები უკვე მზად იქნება და მშენებლობაზე ტენდერს გამოვაცხადებთ. მიჭირს კონკრეტული თარიღის დასახელება, გამომდინარე იქედან რომ თბილისის მერია ბიუროკრატიული რგოლია, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ მოგვეხმარონ, რადგან დიდი მნიშვნელობის პროექტია. ჩემი ანგარიშით, ალბათ შევძლებთ, რომ მარტში მშენებლობაზე ტენდერი გამოვაცხადოთ. მშენებლობა კი სავარუდოდ წელიწადნახევარი გაგრძელდება“,- განაცხადა ჯაბა სირბილაძემ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ შესაძლებელია ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტოს. სამედიცინო დაწესებულება იმ ფართის გარეშე რჩება, რომლიც ჯანდაცვის სანებართვო პირობებით ცენტრის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ტერიტორიის მფლობელმა შპს ,,ავერსი–ფარმამ“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობის დემონტაჟი უკვე დაიწყო. „ავერსში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდეს. მათი თქმით, შენობაში ყოფნაც კი სახიფათოა არათუ რაიმე სერვისის მიწოდება/განხორციელება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს შენობები იჯარით ჰქონდა აღებული, რაშიც ყოველთვიურად 40 000 ლარის იხდიდა. ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილის თქმით, 2012 წლიდან სახელმწიფომ დაახლოებით 3 000 000 ლარზე მეტი გადაიხადა იმაში, რომ პერსონალს საბჭოთა განადგურებულ შენობაში, სადაც ანტისანიტარია და სიბინძურე აღარავის უკვირს, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონოდა. წლის განმავლობაში „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრს წლის განმავლობაში 50 000 ზე მეტი ამბულატორიული პაციენტია და 5 000 მდე სტაციონარული პაციენტი ჰყავს. არსებული პრობლემების გამო, შესაძლოა მკურნალობის გარეშე დარჩნენ შიდსით და სხვა ინფექციებით დაავადებული პაციენტები და საფრთხე შეექმნას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას. შპს „ავერსი–ფარმამ“ ტერიტორია, სადაც დღეს თბილისის ორი დიდი კლინიკა: სააქციო საზოგადოება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და შპს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრები ფუნქციონირებენ, 2009 წლის 25 დეკემბერს, აუქციონზე, 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა. უფრო ზუსტად, ამ აუქციონზე „ავერსი–ფარმამ“ 58 175 კვადრადული მეტრი მიწის ნაკვეთი და 18 შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ინფექციურის, შიდსის და სეფსისი ცენტრის შენობები) იყიდა. თვითონ კლინიკები, როგორც იურიდიული პირები, მას არ შეუძენია და ისინი ჯერ კიდევ სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება. კლინიკების პროფილის დროებით შენარჩუნების მიზნით, აუქციონის ოქმის თანახმად, „ავერსს“ დაევალა, რომ ორი წელი კლინიკებს პროფილურ მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა.სამი წლის გასვლის შემდეგ, „ავერსმა“ კლინიკის დირექტორებს არაერთი ოფიციალური წერილი გაუგზავნა და საკუთარი ტერიტორიების დაცლა სთხოვა. ალტერნატიული ფართის უქონლობის გამო კლიკინებმა სხვაგან გადასვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/160953-shss-sus-i-sdss-prokuratura-ra-utskebebshi-aighes-kvelaze-meti-danamati

შსს: სუს-ი; სდსს; პროკურატურა — რა უწყებებში აიღეს ყველაზე მეტი დანამატი

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ცნობით, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის მიერ გაცემული სახელფასო დანამატები 163 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. გაზრდილი სახელფასო დანამატები ყველაზე მეტად საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა იგრძნეს. შსს-ის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის, სუს-ის და პროკურატურის თანამშრომლობზე წელს სულ 85 მილიონი ლარის პრემია/დანამატი გაიცა. ეს თანხა, წელს საქართველოს საჯარო უწყებებში ჯამურად გაცემული პრემია/დანამატების ზუსტად ნახევარს შეადგენს. წარმოგიდგენთ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ჩამოთვლილ უწყებებში გაცემული პრემია/დანამატების ჩამონათვალს: შსს [შინაგან საქმეთა სამინისტრო] — 64,3 მილიონი ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუსი] — 12,4 მილიონი ლარი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური [სდსს] — 5,6 მილიონი ლარი; პროკურატურა — 2,5 მილიონი ლარი. ჯერჯერობით უცნობია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაცემული პრემია/დანამატების რაოდენობა. სხვა უწყებებიდან პრემიებისა და დანამატების შედარებით მაღალი რაოდენობით გამოირჩეოდა საერთო სასამართლოების უწყება - 7,9 მილიონი ლარით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო - 3,1 მილიონი ლარით. თუ წინა წლის პირველ ცხრა თვეში დანამატების წილი მთლიან შრომის ანაზღაურებაში 14% იყო, წელს იგივე მაჩვენებელი 15%-ია. გაზრდილია შრომის ანაზღაურების ჯამური რაოდენობაც, 1 მილიარდი ლარიდან 1,1 მილიარდ ლარამდე.

---

 

04.12.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1575524684-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97

ანიტას საოცარი ამბავი გრძელდება - არ ვნებდებით! ვიბრძვით! მოვიგებთ!

ანიტა ინარჩუნებს თამაშის, სიცელქის, მშობლების ჭკუიდან გადაყვანისა და ხაჭაპურზე გაგიჟების ხასიათს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიკა ხუციშვილი წერს. მარიკა ხუციშვილის თქმით, ანიტას გულის მუშაობა გაუმჯობესებულია. „სიკეთის ჯგუფში კიდევ ერთი სიყვარულითა და ერთიანობით სავსე დღე გავიდა და ვითარება შემდეგნაირია: როგორც იცით, თქვენი საოცარი თანადგომის წყალობით, თანხა რომელიც ანიტას პირველი ეტაპისთვისაა საჭირო უკვე შეგროვდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას! თქვენ მოახდინეთ სასწაული! ანიტას ჩაუტარდა საკონტროლო კვლევები, რომლის თანახმადაც მისი გულის მუშაობა გაუმჯობესებულია. ამასთანავე განდევნის ფრაქცია რჩება 14%-ზე. ანიტა ინარჩუნებს თამაშის, სიცელქის, მშობლების ჭკუიდან გადაყვანისა და ხაჭაპურზე გაგიჟების ხასიათს. დღეს იტალიაში გავაგზავნეთ დამატებითი საბუთი - ანიტას სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დასამოწმებლად. როგორც აგვიხსნეს, მათი ჯანდაცვის სამინსტროს მიერ უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიგის გადამოწმება, რის შემდეგაც გადაწყდება ჩვენი ამბავი. ამ ეტაპზე ვრჩებით ლოდინის რეჟიმში. ანიტას საოცარი ამბავი გრძელდება! მთელი ერი ველოდებით კლინიკის გამოჩენას, რომელიც ანიტას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს! არ ვნებდებით! ვიბრძვით! მოვიგებთ!“ - წერს მარიკა ხუციშვილი შეგახსენებთ,ანიტას „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა.მას სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება. ანიტასთვის მთელი საქართველოა გაერთიანებული. საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000100761966 მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია) TBC ანგარიში: GE38TB7855945064300017 გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხაიძე

---

 

ბეჭდვითი მედია

05.12.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

კლინიკის ხელმძღვანელების შეხვედრა პრემიერთან - რა უთხრა გახარიამ გაბრაზებულ მედიკოსებს

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კლინიკების ხელმძღვანელ პირებს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. "ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება, რომლის მთავარი ამოსავალი, მთავრობისთვის არის უპირველეს ყოვლისა მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და ამასთან ერთად დარგზე ზრუნვა, რამდენადაც დარგის საშუალებით ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეზე"- თქვა გახარიამ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა. „შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ვფიქრობ, ჩვენი ყველას ინტერესია. ის პრინციპები, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება. მაინტერესებს, რა არის ძირითადი პრობლემა თქვენი ხედვით, რისი გამოსწორებაა შესაძლებელი. მაინტერესებს ჯანდაცვის სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვა უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში, რადგან ეს სისტემური ცვლილებებია. ამ სისტემურმა ცვლილებებმა პირველ რიგში უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად - ხარისხი მომსახურებისა, რომელსაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვაწვდით. აქ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით", - მიმართა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. კლინიკების ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. მიმართვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დღეს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა, რომელზეც მათ არგუმენტაციას გაეცნო. შეხვედრას 30-მდე კლინიკის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. გიორგი გახარიას განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6527504&name=05.12.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.12.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

გოჩა ინგოროყვა: მივესალმები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალურ ტარიფებს!

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი გოჩა ინგოროყვა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალური ტარიფების დაწესებას მიესალმება. "გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა კლინიკებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის N520 დადგენილება. შეხვედრა გაგრძელა რამდენიმე განხილული იყო ახალი ტარიფები და სავარაუდო ხარვეზები. შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, რაც მისასალმებელია. მივიღეთ კონკრეტული დავალება, რომ ჩვენი მხრიდან დათქმულ ვადაში წარმოდგენილი იქნება 2018-2019 წლის შესყიდვებზე დეტალური ინფორმაცია და საინვოისო ხელშეკრულებები, რის შემდეგაც გაგრძელდება შეხვედრები, აღნიშნული დოკუმენტაცია სამინისტროში მიწოდებული იქნება უახლოეს დღეებში. ჩვენი შეხედულებით ასეთი დამოკიდებულება შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა გოჩა ინგოროყვამ. ცნობისთვის: 20 ნოემბრიდან ძალაშ შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის N520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6527548&name=05.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

05.12.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ახალგორელებისთვის ჯერ არაფერი შეცვლილა!

ახალგროში ახალგაზრდა კაცი ცხენიდან ჩამოვარდა და თავის არეში ტრავმები მიიღო, თუმცა მისთვის სამედიცინო დამხარების გასაწევად თბილისისკენ გზა არ გახსნილა და სასწრაფო დახმარების მანქანა ცხინვალიდან გამოიძახეს. არადა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ე.წ. საზღვარზე გადასვლის აკრძალვას ხსნიდა ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. 3 დეკემბერს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარყიშვილი აცხადებს, რომ დაბაში ჯერ არაფერი შეცვლილა. თამარ მეარყიშვილის აზრით, ახლა სიების შედგენა დაიწყება და ეს პროცესს კიდევ გააჭიანურებს. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი ნაწილობრივ გაიხსნას, შერიგებისა და სამოქალაქო ტანასწორობის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მთლიანად უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება. მისი აზრით, გადასასვლელის ნაწილობრივი გახსნა პრობლემას სრულად ვერ აგვარებს. გადააგილებაშეზღუდულები რჩებიან სტუდენტები, რომლებიც დაბაში არიან დარჩენილი, ასევე ქრონიკული ავადმყოფები, ვისაც თბილისის კლინიკებში გეგმურ შემოწმებაზე სიარული უწევდათ და ადამიანები, ვინც პროდუქტების ბზინესით იყო დაკავებული. ახალგროსა და წეროვანში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის გადაწყვეტილია ნათესაური კავშირები. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონტან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს დაიკეტა. ეს იყო ერთ-ერტი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე. ახალგორში შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელებენ ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6527607&name=05.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

​