| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-05.11.2019 |
| Received On : | 05.11.2019 08:28 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 05.11.2019
ტელევიზია
05.11.2019
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: განთიადი
განთიადის სტუდიის სტუმარი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტი ირინე კალანდაძე გრიპის ვირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. ოქტომბრის თვეში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსი არ გვქონია. საქართველოში ჯერ არ დაწყებულა გრიპის ვირუსის ცირკულაცია და შესაბამისად გრიპის შემთხვევები არ გვაქვს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443371
---
05.11.2019
არხი: ფორმულა
გადაცემა: ფორმულა ნიუს 09:00
უკვე მესამე დღეა თამარ გიგაურის ოჯახი ქალის თბილისში გადმოყვანას უშედეგოდ ითხოვს. მოხერხდება თუ არა ახალგორში დაშავებულის თბილისში სამკურნალოდ ჩამოყვანა ამ ეტაპზე ისევ უცნობია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ამ თემაზე პასუხი არ აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი მის გადმოყვანას უშედეგოდ ითხოვს. სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ თამარ გიგაურს ცხინვალში სათანადო მკურნალობა არ უტარდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443562
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443490
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443560
---
05.11.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
შრომის კოდექსის რეფორმა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443373
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443359
---
04.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია. საუბარია კერძო ქსელებში არსებულ მარაგებზე, სადაც პრეპარატების რეზერვი თითქმის ამოწურულია. ახალი მარაგების შემოტანა კი თვის შუა რიცხვებამდე არ იგეგმება. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ვირუსით ინფიცირების რისკი ყოველდღიურად მატულობს, თუმცა დეფიციტის პრობლემა არ შეექმნებათ რისკ-ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, რომელთათვის სახელმწიფომ ცალკე მარაგები უკვე შეისყიდა და უფასო ვაქცინაციაც დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443244
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443097
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443136
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6442990
პალიტრა ტვ -პალიტრა ნიუს 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6443253
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6442717
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6442455
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6442066
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6441346
---
ინტერნეტი
05.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/idzulebit-gadaadgilebul-pirta-sakitxebtan-dakavshirebit-ekaterine-tikaradze-saertashoriso-partniorebs-shexvda
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძე საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW), ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი და სამომავლო პროექტები განიხილეს. მინისტრმა იძულებით გადაადგილებულ პირთა სერვისების და პირობების გაუმჯობესების საკითხის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დევნილების დასაქმება და საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კუთხით კი გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. საერთაშორისო პარტნიორებთან სამმხრივი ხელშეკრულება 2019 წლის თებერვალში გაფორმდა. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკვე დაწყებულია 31 კერძო სახლის მშენებლობა, მარნეულში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის, საერთო ჯამში კი - 236 სახლი აშენდება. ამას გარდა მოხდება 10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა - პროცესი უკვე დაწყებულია ხონში, სენაკში და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში. განხორციელდება 24, მცირე მასშტაბის, ინფრასტრუქტურული პროექტი. შემოსავლის გაჩენისა და დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით უკვე გაიცა 150-მდე გრანტი, საერთო ჯამში კი 366 გრანტის გაცემა მოხდება. პროექტის ფარგლებში 260-მდე დევნილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლის. დასავლეთ საქართველოში, პროფესიული განათლებისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე საგანმანათლებლო ცენტრიც აშენდება. შეხვედრას დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მ.შ. ესწრებოდა. ბესარიონ სიმონიშვილმა, საერთაშორისო პარტნიორების დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, სახელმწიფო 2020 წლისთვის გეგმავს 6000 დევნილი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფას, აქედან 3000 ოჯახისთვის ახალი ბინების გადაცემა მოხდება, დანარჩენს კი არსებული დაუკანონდებათ. ამას გარდა, მომდევნო წლის ბოლომდე, ბინები გადაეცემათ ეკომიგრანტებსაც. მათ შორის 200 ახალი, 500 კი - დაუკანონდებათ. ბესარიონ სიმონიშვილის თქმით, პრიორიტეტად რჩება დასაქმება და საარსებო წყაროების მიმართულება, ამ კუთხით 150 ბენეფიციარს უკვე გადაეცა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა. მომდევნო წლისთვის კი აღნიშნული რიცხვის გაორმაგება იგეგმება.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/571268-izulebit-gadaadgilebul-pirta-sakitxebtan-dakavshirebit-ekaterine-tikaraze-saertashoriso-partniorebs-shexvda
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92444
---
05.11.2019
ახლობლები ახალგორში დაშავებული პედაგოგის ცხინვალის საავადმყოფოდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას კვლავ ითხოვენ
ახალგორში დაშავებული 67 წლის თამარ გიგაური კვლავ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩება. სოფელ იკოთის სკოლის პედაგოგი, რომელიც ოკუპირებულ დაბაში დაშავდა, ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ზედა კიდურის მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, გიგაურს მკურნალობა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში უტარდება. თამარ გიგაურმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები 7 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნისას მიიღო. გიგაურის ოჯახის წევრები მესამე დღეა უშედეგოდ ითხოვენ, რომ დაშავებულს მკურნალობის საშუალება მიეცეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
---
04.11.2019
„საჯარო სამსახურში შემცირებები დაიწყო, იშლება სამინისტრო“ - უწყებიდან გამოშვებული თანამშრომელი
„ჯანდაცვის სამინისტროში დიდი არეულობაა. საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის გამო გარღვეულ ბიუჯეტს თანამშრომელთა რაოდენობის დაკლებით აბალანსებენ“ - ასე დაიწყო „პრაიმტაიმთან“ საუბარი ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა თანამშრომელმა. ამბობს, რომ შემცირება არა სამსახურეობრივი პასუხისმგებლობების და ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მიხედვით მიიღება, არამედ ნაცნობ-მეგობრობით. სამინისტროს დაქვემდებარებული ქვეუწყებები ნაწილდება და სულ სხვა გადალაგება ხდება. „ნაკლებ მტკივნეული სიტყვით „რეორგანიზაციით“ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს სახლში გაუშვებდნენ. დღეის მდგომარეობით, უწყებიდან გათავისუფლდა 125 თანამშრომელი. ე.წ. გასაუბრებები გრძელდება, იმდენად მოკლე დროში უნდა გაიცხრილონ დასაქმებულები, რომ „სკაიპის“ მეშვეობით ხდება გასაუბრება, რომელსაც უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია უძღვება. დღეს, სამინიტროს ერთ-ერთი უწყების, ძველი თბილისის სამსახურის თანამშრომლებს სწორედ სოციალური ქსელში ესაუბრნენ... ჯანდაცვის ბიუჯეტი გარღვეულია ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია, რომ საავადმყოფოების გარკვეული ნაწილი დაიხურა სწორედ სახელმწიფო დავალიანების გამო. ზედა ეშელონებში არც სამივლინებო ხარჯებს იკლებენ, არც პრემია-დანამატებს და არც სხვა მატერიალურ სიკეთეებს. ამიტომ, ჯოხი საშუალო და დაბალ რგოლზე ტყდება. თუ ჩვენი კადრები საჭირო არ იყო, აქამდე რატომ არსებობდა. უსაქმურად ნამდვილად არ ვყოფილვართ. დეპარტამენტების გაუქმება ნორმალურია. ტოვებენ იმას, ვისაც პატრონი ჰყავს და არა იმას, ვინც რეალურად საქმეს უძღვება. აუცილებლად სასამართლოს მივმართავ ჩემი შრომითი უფლებების დასაცავად“ - ამბობს სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომელი. „პრაიმტაიმმა“ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა. უწყებაში საკადრო შემცირება ერთადერთი მიმდინარე პროცესი არაა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მასში შემავალი ქვეუწყებები ისევ გამოეყოფა და სხვადასხვა სააგენტოებად გარდაიქმნება. დევნილთა სამინისტროს გაუქმების და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ, დევნილებზე ზრუნვის ორგანო ცალკე სააგენტოდ ყალიბდება. იგივე პრინციპით შეიქმნება დასაქმების სააგენტო. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, ის ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდს შეუერთდება. ამ მოდელის ავტორი ჯანდაცვის ახალი მინისტრია. „პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ ჩვენს ინფორმაციაზე კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებენ.
---
04.11.2019
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს და გრიპის ვირუსის დროს თვითმკურნალობისგან თავის შეკავებას ურჩევს
29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა. აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიულად ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს, შესაბამისად, ეს პერიოდი ვაქცინაციისთვის საუკეთესოა. „ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფებში არიან ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები. „განსაკუთრებით მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულების არის სწორედ ორსულებში - მიმართონ შესაბის პოლიკლინიკებს და აიცრან რამეთუ ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის არის ვაქცინაცია. ასევე რისკჯგუფებში შედიან სამედიცინო მუშაკები, რომლებიც მინისტრის იანვრის ბრძანებით არის დამტკიცებული. სასურველია, რომ სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს“, - განმარტა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრების გარდა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება. „მთავარია, რომ თუ გრიპის ზოგადი სიმპტომები არის და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს და გრიპის ვირუსის დროს თვითმკურნალობისგან თავის შეკავებას ურჩევს
---
04.11.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/571139-amiran-gamqrelizem-da-paata-imnazem-acris-uvneblobis-sademonstraciod-vakcinacia-chaitares
ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ აცრის უვნებლობის სადემონსტრაციოდ ვაქცინაცია ჩაიტარეს
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და გრიპის ეპიდზედამხედველობისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, იმის დემონსტრირებისთვის, რომ აცრა უვნებელი და სასარგებლოა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და მოადგილემ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ ვაქცინაცია ჩაიტარეს. აცრის გაკეთების საშუალება ჰქონდათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც. „აცრის საუკეთესო დრო არის ახლა. ნახეთ, რომ მე დღეს გავიკეთე აცრა, გრიპის საწინააღმდეგო აცრა მოგეხსენებათ, რომ ძალიან უსაფრთხოა, არავითარ გართულებებს ის არ იწვევს. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამოუშავებას აცრის შემდეგ, სჭირდება 10 დღე დაახლოებით, 2 კვირა. ამიტომ აცრის შემდეგ შეიძლება ადამიანს დაემართოს გრიპი, მაგრამ ის ჩაივლის აუცილებლად იოლ ფორმებში. გრიპის აცრის დამცველობითი უნარი არის დაახლოებით 70%-მდე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და განმარტა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფომ სხვა წლებთან შედარებით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე დიდი დოზა შეიძინა. მისივე შეფასებით, საქართველოში აცრების გაკეთების კულტურა სულ უფრო მეტად მკვიდრდება.
---
04.11.2019
ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერჯერობით არ ცირკულირებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერჯერობით არ ცირკულირებს. ამის შესახებ გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ახლა ვაქცინაციის ჩასატარებლად ყველაზე კარგი პერიოდია. მისი თქმით, სახელმწიფომ 29 ოქტომბერს 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანა, რომელიც ოთხკომპონენტიანია. "ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით, ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძის განმარტებით, მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან: ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი პირები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები. რისკჯგუფებში არიან სამედიცინო მუშაკებიც. "სასურველია, რომ სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს", - განაცხადა გამყრელიძემ. მან ასევე თქვა, რომ გრიპის ვირუსის ნიშნების გაჩენისთანავე სჯობს ექიმს მიმართოს მოქალაქემ და არ დაიწყოს თვითმკურნალობა. "თუ გრიპის ზოგადი სიმპტომები არის და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
---
04.11.2019
ბიზნესპარტნიორი - რა შედეგს გამოიღებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ცვლილებები
რა ცვლილებები შედის ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში და როგორ აისახება ეს საქართველოს მოქალაქეების დანახარჯებზე – როგორ ფასდება ჯანდაცვის სექტორში აქამდე გატარებული რეფორმები და რა შედეგს უნდა ველოდოთ კლინიკებისთვის ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ერთიანი ფასის შემოღებით? „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ შეკითხვებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ უპასუხა.
---
04.11.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=92386
გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გორში, საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს. ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება 4 ნოემბერს იწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე, განაცხადების შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ. უკვე არსებული განაცხადები არ განიხილება და ყველა დევნილმა ოჯახებმა, გორში ბინის მიღების მოთხოვნით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/gorshi-binis-migebis-motxovnit-devnili-odjaxebis-ganacxadebis-shevseba-iwyeba
---
04.11.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/phothshi-avariis-shedegad-erthi-piri-dashavada/
ფოთში, ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავადა
ფოთში, ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავადა. შემთხვევა, „კოკაის ხეივანში“ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. დაშავებული მძღოლი, სასრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.დაზიანებული მანქანიდან საწვავი იღვრება, სამართალდამცველები გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს გულმკერდის ტრავმა და თავზე ჭრილობა აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე მობილუზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადა სა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.
პია.ჯი- https://pia.ge/post/290642-fotsi-satvirto-manqana-amobrunda
---
04.11.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/62468-sakstatma-saarsebo-minimumis-datvla-shesazloa-shecqvitos/
„საქსტატმა“ საარსებო მინიმუმის დათვლა შესაძლოა, შეწყვიტოს
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადაიხედოს ან საერთოდ გაუქმდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გოგიტა თოდრაძემ განუცხადა, საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან. მისივე თქმით, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვისა ან გაუქმების შესახებ პარტნიორ უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან საუბარი ჰქონდეს. „განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების პრაქტიკა არ არსებობს. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხდება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას „საქსტატი“ ეფუძნება მინიმალურ სასურსათო კალათას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. არსებული მეთოდოლოგიით, რომელიც თუ არ ვცდები 2003 წელსაა შემუშავებული, ხდება მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებზე დაკვირვება და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება მხოლოდ „საქსტატის“ კომპეტენციას არ წარმოადგენს. მეთოდოლოგიის ცვლილება ხდება მთავრობის დადგენილებით და ინიცირების უფლება ერთობლივად „საქსტატს“, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ", -აცხადებს თოდრაძე. შეგახსენებთ, 2019 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 168.2 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 318.6 ლარია.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/571097-sakstatma-saarsebo-minimumis-datvla-shesazloa-shecqvitos
---
04.11.2019
მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/237487/?fbclid=IwAR3-geXEbBb5sfTPqyW1hTYYpGbqEq9l3X_9F08yckUFCXsLUBYQc64QRRU
ვინ გადაიხდის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის 35 მილიონ ლარს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვა 2020 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა აღჭურვისთვის საჭირო თანხა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის პროექტში არ არის გათვალისწინებული. ამ საკითხის დაზუსტებისთვის დასმულმა კითხვამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გააღიზიანა. მან გვითხრა, რომ ამის შესახებ უკვე ბევრჯერ განმარტეს და მეტი კითხვა ამ ფორმულირებით აღარ უნდა დავსვათ. მინისტრის განმარტებით, როცა თორნიკე რიჟვაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე განაცხადა, იგულისხმა, რომ არსებობს შეთანხმება ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე. მთავრობის იმ სხდომის შემდეგ, სადაც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა 2020 წელს არათუ უნდა დაიწყოს, უნდა დასრულდეს კიდეც, ფინანსთა მინისტრმა გვითხრა, რომ არ იცის, რა თანხაა ამისთვის საჭირო. „ეს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა, ისინი ითვლიან და მათ ჰკითხეთ“, – გვითხრა ჯაბა ფუტკარაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის დაახლოებით 35 მილიონი ლარია საჭირო. თუმცა ეს თანხა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტშიც არ არის გათვალისწინებული. 2020 წლის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტიდან აჭარის რეგიონისთვის ელექტროძაბვის გაძლიერების, ბათუმი -ახალციხის გზის მშენებლობის, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის, ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის და კიდევ რამდენიმე პროექტის დაფინანსებისთვის იგეგმება თანხის გამოყოფა. მათ შორის, ჯერჯერობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის საჭირო 35 მილიონი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ ბიუჯეტის პროექტი განხილვის ეტაპზეა და შესაძლოა ის შეიცვალოს.
---
ბეჭდვითი მედია
04.11.2019
მედისაშუალება: ქრონიკა+
"45.000 სოციალურად დაუცველს შემწეობა შეუჩერეს"
"ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის თქმით, ბოლო ექვს თვეში სოციალური დახმარება 45.000 ადამიანს შეუჩერდა. ჭალიძე ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. თეონა ჭალიძე: - ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს არაერთხელ მივმართეთ, რომ ამ საკითხით დაინტერესებულიყვნენ და პრაქტიკა შეეცვალათ. სამწუხაროდ, ყური არავინ შეიბერტყა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ხომ საერთოდ არაკომპეტენტურია. მას არ აინტერესებს სოციალურად დაუცველები და ჩახედულიც არ არის ამ სფეროში. მისთვის ეს სფერო პრიორიტეტი არ გახლავთ. 2020 წელს არჩევნებია და დახმარების მიმღებთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. გარდა იმისა, რომ ხელისუფლება გაჭირვებულების ხარჯზე ეკონომიას აკეთებს, ხალხის გაღარიბება სხვა მიზნისთვისაც სჭირდება. - რისთვის სჭირდება? - უნდა, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო დამოკიდებული გახდნენ ხელისუფლებაზე და იმ შემწეობაზე, რასაც ისინი იღებენ, რათა 2020 წელს უფრო მარტივად იყიდონ მათი ხმები. მშიერი ადამიანების ყიდვა ბევრას უფრო იოლია და იაფი ჯდება. - გამოსავალს სად ხედავთ? ამ თემაზე ბევრი პოლიტიკური პარტია დუმილს ამჯობინებს. - გამოსავალი ხალხშია. იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალოს, როგორც ჩანს, ძალის დემონსტრირებაა საჭირო. გასულ კვირას სახალხო დამცველსაც მივმართე და ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ დაინტერესდეს, თუ რატომ შეწყდ მასობრივად შემწეობები. ყველამ უნდა ვიაქტიუროთ.
---
04.11.2019
მედისაშუალება: ჯორჯია თუდეი
არასტაბილური საცხოვრებელი გარემო საქართველოში
არასტაბილური საცხოვრებელი გარემო ნიშნავს, როცა ადამიანი ან ოჯახი საკმარისად ვერ აკონტროლებს საცხოვრებელ გარემოს. ამის გამო ხშირად ოჯახები იცვლიან საცხოვრებელ ადგილს ან სხვა ზომებს მიმართავენ. საბოლოო ჯამში, კი ეს მათ ფინანსურ ტვირთად აწვებათ. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა საქართველოშიც მწვავედ დგას. კანონმდებლობაში მთელი რიგი ხარვეზებია ამ თვალსაზრისით. პრობლემების მოგვარების მიზნით მთავრობამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან. ამ ჯგუფმა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა. ჯგუფს დახმარებას უწევს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა. სტატიაში მოცემულია საქსტატის კვლევები მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებზე.
---
04.11.2019
მედისაშუალება: მესინჯერი
„საქსტატმა“ საარსებო მინიმუმის დათვლა შესაძლოა, შეწყვიტოს
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადაიხედოს ან საერთოდ გაუქმდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გოგიტა თოდრაძემ განუცხადა, საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან. მისივე თქმით, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვისა ან გაუქმების შესახებ პარტნიორ უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან საუბარი ჰქონდეს. „განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების პრაქტიკა არ არსებობს. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხდება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას „საქსტატი“ ეფუძნება მინიმალურ სასურსათო კალათას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. არსებული მეთოდოლოგიით, რომელიც თუ არ ვცდები 2003 წელსაა შემუშავებული, ხდება მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებზე დაკვირვება და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება მხოლოდ „საქსტატის“ კომპეტენციას არ წარმოადგენს. მეთოდოლოგიის ცვლილება ხდება მთავრობის დადგენილებით და ინიცირების უფლება ერთობლივად „საქსტატს“, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ", -აცხადებს თოდრაძე. შეგახსენებთ, 2019 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 168.2 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 318.6 ლარია. 2019 წლის ზაფხულში ენდიაისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც იყო საუბარი ოჯახების დანახარჯებზე. როგორც გაირკვა, ოჯახების უმეტესობა მთლიანად ხარჯავს შემოსავალს. ყველაზე მეტი თანხა იხარჯება საკვებზე და კომუნალურ გადასახადებზე.
---
04.11.2019
მედისაშუალება: ახალი თაობა
"ცხინვალში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლებელია"
ახალგორის რაიონში გასასვლელი საგუშაგო 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაიკეტა. გზის დაკეტვა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩორჩანაწნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს გახსნის საპასუხო გადაწყვეტილება იყო. მას შემდეგ რუსებისა და ოსების სამხედრო ძალებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მთის ფერდობი დაიკავეს, ხოლო ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტეს. საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილებამ ყველაზე მეტად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა. საჭიროების შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიიდან შესაძლებელი იყო ავადმყოფების გადმოყვანა და მკურნალობა. მას შემდეგ, რაც საგუშაგო ჩაიკეტა, ავადმყოფები იქიდან ვეღარ გადმოჰყავთ. ამის გამო ერთი ადამიანი უკვე გარდაიცვალა, ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი. ის ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. პაციენტის ოჯახი ითხოვდა, რომ წითელი ჯვრის დახმარებით, თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა, საგუშაგოზე ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის წევრებმა არ გაატარეს. ორი დღის წინ, ახალგორში მცხოვრები 60 წლამდე ქალბატონი თამარ გიგაური ჭაში ჩავარდა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. საჭირო გახდა სამკურნალოდ მისი აქეთ გამოყ ვანა, მაგრამ კვლავ ცხინვალში გადაიყვანეს. `ახალი თაობა~ ახალგორის რაიონის გამგებელს, ნუგზარ თინიკაშვილს ესაუბრა. _ ბატონო ნუგზარ, რატომ არ გამოუშვეს ახალგორიდან დაზარალებული ქალბატონი თა მარ გიგაური სამკურნალოდ და როგორ მდგო მარეობაში იმყოფება? _ რატომ არ გამოუშვეს, არ ვიცი. მაგათ სას რას გაიგებ, მაგრამ ძალიან რთულ მდგომა რეობაში იმყოფება. დაზიანებები მიიღო _ ხელი მოტეხილი და მრავლობითი დაზიანებები აქვს. ამჟამად ცხინვალში იმყოფება. ოჯახის სურვილია, რომ ჩვენს კონტრო ლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ და სა თანადო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს. _ ხომ არ განუმარტავთ, რატომ არ უშვებენ აქეთ? _ არა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არა ფერი უთქვამთ. ეგენი განმარტებებს არ იძლევი ან. _ რაც გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, მას შემ დეგ არ გახსნილა? არც იქით უშვებენ ადამიანებს და არც აქეთ? _ დიახ. ორი თვე გახდა, რაც გზა ჩაკეტი ლია. მას შემდეგ არც აქედან და არც იქიდან მოქალაქეებს არ უშვებენ. _ ე.ი. ჩორჩანაში ჩვენი ბლოკპოსტის გაკეთება და მაშინ გამწვავებული ვითარება გახდა გზის ჩაკეტვის მიზეზი? - სავარაუდოდ, გზის ჩაკეტვის მიზეზი ეგ არის. - ცხინვალის საავადმყოფოში ქართველებს როგორ ექცევიან? იქ რაიმე პრობლემები ხომ არ აქვთ? - არა, რაიმე ისეთი არაკორექტული და ცუდი დამოკიდებულების შესახებ არავის არაფერი უთქვამს, ცოდვას და ტყუილს ვერ ვიტყვი. რაიმე ისეთი ცუდი დამოკიდებულების შესახებ არავის არფერი უთქვამს.
---
04.11.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ნოემბერი გრიპის ვირუსის ვაქცინისთვის საუკეთესო დროა
29 ოქტომბერს სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანა, რომელიც განაწილებულია რეგიონებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები: „მოგეხსენებათ, ჩვენთან ის აქტივირდება ძირითადად ნოემბრის ბოლოს დეკემბერში და პიკზე გადის დეკემბრის ბოლოს იანვარში. აქედან გამომდინარე, ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით, ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს მიმართავს: „განსაკუთრებით მინდა, მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულებისა, არის სწორედ ორსულ ქალბატონებში. ამიტომ მინდა, მივმართო მათ, რომ მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს, აიცრან, რადგან ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის ორსულობის პერიოდში არის ვაქვინაცია. ასევე რისკჯგუფებში შედიან მინისტრის იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ადამიანები და ესენი არიან სამედიცინო მუშაკები. სასურველია, სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, გარდა აცრებისა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება.
---
04.11.2019
მედისაშუალება: ქრონიკა+
ერთ-ერთმა პაციენტმა განაცხადა, რომ თანხმობის ფორმაზე ექიმის შიშით მოაწერა ხელი
როცა "წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის" დელეგაცია საქართველოში იმყოფებოა, აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში" არსებული მდგომარეობის შესახებ სკანდალური ანგარიში წარადგინა. ეს იყო ერთი წლის წინ. 2019 წელს კი უკვე ომბუდსმენის სპეციალური ჯგუფი შედის აღნიშნულ დაწესებულებაში. ცნობისთვის: ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოსი არ გეგონოთ, კერძოა! 2016 წლის 20 იანვარს განხორციელდა მისი პრივატიზაცია და ცენტრის 95%-იანი წილი კერძო ინვესტორს გადაეცა. ქრონიკა+ გთავაზობთ დაწესებულების თავშესაფრისა და მამაკაცთა მე-2 და ქალთა მე-7 განყოფილებებში არსებული უკიდურესად მძიმე ვითარების მიმოხილვას, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით წარმოადგენს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. შენობაში არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები; პალატები გადატვირთულია, ყველაგან დგას მძიმე და მძაფრი სუნი. თავშესაფარში ჰყავთ ეტლით მოსარგებლე ექვსი პირი, რომლებიც პალატებში იკმაყოფილებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. მათ ბიოლოგიური მასის გატანაში სხვა ბენეფიციარები ეხმარებიან. ცენტრში არსებული უკიდურესად მძიმე პირობების ფონზე ევროპულმა კომიტეტმა დაუყოვნებლივ მოსთხოვა მთავრობას დეტალური ინფორმაციის კვარტალურად მიწოდება დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. განყოფილებებში არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობის ფონზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წლების განმავლობაში კვლავ რჩებიან პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, მაგრამ სურვილის მიუხედავად სტაციონარს ვერ ტოვებენ, რადგან თემში არ არის საჭირო სერვისები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში ქაოსური გარემოს ფონზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პაციენტთა შორის ძალადობა, რაც ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ძალადობის მაღალი რისკის მქონე პაციენტების ქცევის მართვის მიზნით მათთან არ მიმდინარეობს ფსიქო-თერაპიული მუშაობა და მხოლოდ ფარმაკოთერაპიული საშუალებები გამოიყენება. მათ მედიკამენტები გაზრდილი დოზით მიეწოდებათ. პაციენტების უმრავლესობამ იცის, რომ საჩივრების ყუთში შეუძლიათ ჩააგდონ საჩივრები, თუმცა ისინი იშვიათად იყენებენ ამ უფლებას, რადგან არ აქვთ პრობლემების მოგვარების იმედი. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად უზუსტობები გამოვლინდა ქიმიური შეზღუდვის შესახებ ჩანაწერებში. კერძოდ, გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პაციენტთან მიმართებით განსხვავებულია ექთნის დღიურისა და სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერი მედიკამენტებთან დაკავშირებით. ასევე დადგინდა, რომ პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაწესებულებაში მიიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის, პოლიციის ან ოჯახის წევრის თანხლებით, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ; გამოვლინდა პაციენტზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები ხელმოწერაზე დაყოლიების მიზნით. მაგალითად: ერთ-ერთმა პაციენტმა დაადასტურა ინფორმირებული თანხმობის ფურცელზე ხელის მოწერის ფაქტი, მაგრამ განაცხადა, რომ თანხმობის ფორმაზე ექიმის შიშით მოაწერა ხელი, რადგან უთხრეს, რომ თუ არ მოაწერდა, სასამართლოს მიმართავდნენ და ნახევარი წლით დატოვებდნენ დაწესებულებაში. ასე და ამგვარად, დაწესებულებაში ფსიქიატრიული შემთხვევები ადეკვატურად არ იმართება; მომსახურება არ არის ორიენტირებული გამოჯანმრთელებასა და აღდგენაზე; მეტიც: რიგ შემთხვევებში განხორციელებული ინტერვენცია პაციენტს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს; კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა თერაპიული მედიკამენტებით მკურნალობასაც გულისხმობს. დაწესებულებაში მოთავსებულ პაციენტებს თერაპიული მედიკამენტების შეძენა საკუთარი ხარჯით უწევთ. ხშირად პაციენტებს არ აქვთ მედიკამენტების შეძენისა და დანიშნული მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით მოსარგებლე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში, გეგმიური სამედიცინო მომსახურება კი თანადაფინანსებას ითვალისწინებს, რისი ფინანსური რესურსიც პაციენტებს არ გააჩნიათ. პრობლემას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების საკითხივ.
---