| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-05.09.2019 |
| Received On : | 05.09.2019 08:39 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 05.09.2019
ტელევიზია
05.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ახალი მთავრობის მომავალი მინისტრების მოსმენები პარლამენტში გუშინ, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე გაიმართა. "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" კომიტეტის არც ერთ სხდომას არ დასწრებია. პარტიებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება სხვადასხვა მიზეზით ახსნეს. გუშინ, კანონმდებლებს პრიორიტეტებსა და გეგმებზე დავით ზალკალიანი, მიხეილ ბატიაშვილი და ეკატერინე ტიკარაძე ესაუბრნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313779
---
05.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
2020 წლიდან, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს ბავშვთა ონკოლოგიისათვის განსაზღვვრული ფინანური რესურსები - ამის შესახებ, ჟურნალისტებს განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის მოსმენის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობები შეიქმნას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313557
---
05.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ფოთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტი ვაკანსია, რეგიონში მოქმედმა 21 კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები ძირითადად: სამომხმარებლო, საბანკო, საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ფორუმი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მიზანი, ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირება იყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313803
I არხი - მოამბე 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313583
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313506
---
04.09.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. სიახლე ძირითადად ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა წარადგინა, რაც ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებებს ეხებოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313385
მაესტრო - მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313356
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313281
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313271
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313249
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313214
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6313039
მაესტრო - ახალი ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6312914
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6312905
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6312696
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6312595
მაესტრო - მაესტრო პირდაპირი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6312174
---
ინტერნეტი
05.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/562391-6-sektembers-kutaisshi-dasakmebis-porumi-gaimarteba
6 სექტემბერს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 6 სექტემბერს, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებების მიზანს დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. მათივე ინფორმაციით, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 500-მდე აქტიურ ვაკანსიას 25 კომპანია შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ქუთაისის დასაქმების ფორუმი, 6 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიება ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ (წერეთლის მე-2 ჩიხი, N2) გაიმართება. „ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის საქალაქო განყოფილებას ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 1505. სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინენების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
04.09.2019
განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტებმა მინისტრობის კანდიდატებს, მიხეილ ბატიაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს
პარლამენტის განათლების და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანდაცვის კომიტეტებმა მინისტრობის კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ბატიაშვილსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმინეს. ფარული კენჭიყრის შედეგად მათ კომიტეტებისგან ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის საკომიტეტო განხილვა ხვალაც გაგრძელდება. 5 სექტემბერს ძალოვანი და ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს შესაბამისი პროფილის საპარლამენტო კომიტეტბში მოუსმენენ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89354
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/komitetebma-djandacvisa-da-ganatlebis-ministrobis-kandidatebs-mxari-dauchires
---
04.09.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministrobis-kandidati-c-hepatitis-programashi-arsebobda-xarvezebi-2
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი - C ჰეპატიტის პროგრამაში არსებობდა ხარვეზები
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე აღიარებს, რომ ცე ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობაში მათი მხრიდან გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული. პარლამენტში კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძემ აქცენტი არასაკმარის კომუნიკაციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მომავალში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებია დაგეგმილი. „ცე ჰეპატიტის პროგრამა გრძელდება. დღეისთვის უკვე 58 ათასი მოქალაქეა ჩართული და განკურნებული. პროგრამაში არსებობდა გარკვეული ხარვეზები და ეს იყო ცნობადობის ამაღლების კომპონენტში გარკვეული შეცდომები ჩვენი მხრიდან. არ იყო საკამრისი მარკეტინგული სვლები, ახლა მეტად გავაქტიურდით და ვთვლით, რომ პროგრამის ვადის ამოწურვამდე ის წარმატებულად განხორციელდება.“ - აღნიშნა ტიკარაძემ.
---
04.09.2019
მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/255665
“ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს ნგრევადი ობიექტიდან ეკომიგრანტების და იძულებით გადაადგილებული პირების გამოყვანა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფა მოხდეს” – ეკატერინე ტიკარაძე
ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს ყველა ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტიდან ეკომიგრანტების და იძულებით გადაადგილებული პირების გამოყვანა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფა მოხდეს,– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ეკატერინე ტიკარაძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „ეკომიგრანტები და იძულებით გადაადგილებული პირები ამ დრომდე რჩებიან ჩვენს ტკივილად. ჩვენი მთავრობის ძალიან დიდი გულისხმიერების მიუხედავად, ისინი კვლავ რჩებიან იმ პირობებში, რომელშიც არიან. ჩვენი სამომავლო მიზანია, რომ 2020 წელს მაქსიმალურად შევეცადოთ, ყველა ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტიდან მოხდეს ეკომიგრანტების და იძულებით გადაადგილებული პირების გამოყვანა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფა. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ პროგრამებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ შესაფერის რეგიონებში სტარტაპ პროგრამებით, ვინაიდან ასევე მათაც მიეცეთ თავისუფალი არჩევანის უფლება და გახდნენ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
04.09.2019
" ჩვენ დავიწყეთ ფასების კონტროლი - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის პრობლემა ან საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემა"
ჩვენ დავიწყეთ ფასების კონტროლი - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის პრობლემა ან საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემა, - ამის შესახებ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის განმარტებით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია გარკვეული ხარვეზები და პრობლემატიკა იმისი, რომ ჯანდაცვაში ფასები მუდმივად მზარდია. “ფასების ზრდას ყველა ქვეყანა ებრძვის. ისინი სხვადასხვა ბერკეტებს იყენებენ იმისათვის, რომ ხარვეზები აღმოფხვრან და უფრო ეფექტურად მართონ თანხები. ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, არის შემდეგი - ჩვენ პირველ რიგში, ვიმუშავეთ ფასწარმოქმნის პოლიტიკაზე. ფასწარმოქმნის პოლიტიკით ჩვენ დავადგინეთ ტარიფები. ტარიფების დადგენით, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ ყველა სერვისების მომწოდებელზე, პარალელურად ავამოქმედებთ სელექტიურ კონტრაქტებს. სელექტიური კონტრაქტების მექანიზმი, რა თქმა უნდა, ჩვენს ფინანსებს მეტად ხარჯთეფექტურს გახდის. ეს იქნება გადადგმული პირველი ნაბიჯი. ჩვენ არ ვთვლით, რომ უნდა ვიყოთ რადიკალურები, ვინაიდან ეს ყველაფერი დაკავშირებულია პაციენტის სამედიცინო საჭიროებების მიწოდებაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან დინამურად, ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცდებით სახსრები იმართოს მეტად ეფექტურად“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ პარლამენტში მოსმენისას.
---
04.09.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/60051-jandacvis-ministrobis-kandidatis-inpormaciit-saqoveltao-jandacvis-dapinansebis-mekanizmi-icvleba/
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გათანაბრდება. „სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ხარჯავს 2013 წლიდან. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ არის საკმარისი და კვლავ დიდი რჩება მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები. ბოლო 7 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან მოხდა 3 მილიარდნახევარზე მეტი თანხის დაფინანსება პაციენტების ჯანმრთელობისთვის. 2013 წლიდან 2 მილიონ 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საყოველთაო ჯანდაცვით სამედიცინო დაწესებულებებს. ნამკურნალებია 6 მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევა. მიუხედავად ამისა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება. ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35 პროცენტზე მეტია. აღნიშნული მონაცემები ნათლად წარმოაჩენს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით. რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხსაც. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/562280-jandacvis-ministrobis-kandidatis-inpormaciit-saqoveltao-jandacvis-dapinansebis-mekanizmi-icvleba
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministrobis-kandidatis-informaciit-sayoveltao-djandacvis-dafinansebis-meqanizmi-icvleba
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89342
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sakoveltao-djandatsvis-dafinansebis-meqanizmi-itsvleba/62164
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=106285
---
04.09.2019
"იგეგმება ექიმებისთვის ფიქსირებული ანაზღაურების შემუშავება, რომელიც კლინიკების მხრიდანაც იქნება ბონუსურის სისტემით სუბსიდირებული"
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო გეგმავს ექიმებისთვის ფიქსირებული ანაზღაურების სისტემის შემუშავებას, რომელიც ასევე კლინიკების მხრიდანაც ბონუსურის სისტემით იქნება სუბსიდირებული. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის უწყება ვალდებულია განსაზღვროს, თუ რა არის ღირსეული ანაზღაურება ექიმისთვის თუ ექთნისთვის. „ჩვენს მიერ ფასწარმოქმნაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს ექიმების სახელფასო მარჟებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიდგომა არის საკმაოდ რბილი, კერძო სექტორის მიმართებაში. მაგრამ ასევე ვითვალისწინებთ იმას, ერთის მხრივ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, მეორე მხრივ, შრომის და ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტრო, ვალდებული ვართ, რომ უნდა განვსაზღვროთ თუ რა არის ღირსეული ანაზღაურება ექიმისთვის თუ ექთნისთვის. შემდგომში, იგეგმება ექიმებისთვის გარკვეულწილად ფიქსირებული ანაზღაურების შემუშავება, რომელიც ასევე კლინიკების მხრიდანაც იქნება ბონუსურის სისტემით სუბსიდირებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/tikaradze-eqimebis-fiqsirebuli-anazgaurebis-shemushaveba-igegmeba
აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=5759
---
04.09.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saxelmwifo-kerdzo-klinikebis-martvashic-apirebs-shesvlas-djandacvis-saministro
სახელმწიფო კერძო კლინიკების მართვაშიც აპირებს შესვლას - ჯანდაცვის სამინისტრო
სახელმწიფო კერძო კლინიკების მართვაშიც აპირებს შესვლას - მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადება bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტა. უწყებაში განმარტავენ, რომ მართვაში შესვლაში არ იგულისხმება მხოლოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები. თუმცა, რას გულისხმომბს კლინიკების მართვაში შესვლა და რა მექანიზმით მოხდება ეს, სამინისტროში არ აზუსტებენ და აცხადებენ, რომ ეს უახლოეს მომავალში სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ამ დრომდე სახელმწიფო არ იღებდა მონაწილეობას კლინიკების მართვაში. “მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდება შემდეგ წლებში და სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბარ კონკურენტულუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მომსახურების ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და მეტად გარანტირებულ ხარჯვას”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ექიმი ზაზა სინაურიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ არსებობს პრეცედენტები, როცა კლინიკის მართვაში სახელმწიფოც არის ჩართული და ეს ხორციელდება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში (ppp). “მე მაგალითად ჰიუსტონში ვმუშაობდი კლინიკაში, სადაც არის ppp მოდელი. ეს არის ჩვეულებრივი კერძო კლინიკა, ჰიუსტონის მერიამ აირჩია ეს კლინიკა და ნახეთ რას აკეთებდა: შემოვიდა მართვაში 25%-27% ჰქონდა და წელიწადში 22 მილიონ დოლარს უხდიდა ამ კლინიკას და ეს კლინიკა ემსახურებოდა ყველა არალეგალს და ა.შ. ასეთი პრეცედენტები არის მსოფლიოს გარშემო, თუმცა, რა ფორმით ფიქრობს ამას საქართელო, ჩემთვის უცნობია”,- აცხადებს ზაზა სინაურიძე.
---
04.09.2019
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი - სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ქვეყნებში ქართველი პაციენტები შეღავათიან ფასად მკურნალობას იმ პერიოდამდე შეძლებენ, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაბამისი სტანდარტის და ხარისხის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. „ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ონკოლოგიური დაავადებების დროული აღმოჩენა და მართვის გაუმჯობესება. განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევეცდებით დავნერგოთ საქართველოს მასშტაბით თანამედროვე მიდგომები. ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან დიდია ჩვენი მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის საჭიროებისთვის. შევეცდებით, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, სანამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაბამისი ხარისხის და სტანდარტისა ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ტიკარაძემ. გარდა ამისა, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია რეგიონების ადგილზე გაძლიერება, რათა არ მოხდეს პაციენტების მიგრაცია დედაქალაქში მკურნალობის საჭიროებისთვის.
აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=5762
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89343
კვირა.ჯი- http://kvira.ge/495770
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=106283
---
04.09.2019
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მიზანი სადაზღვევო კულტურის განვითარებაა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით დღეისათვის საზოგადოების ცნობიერება დაბალია. ამიტომ, მისი თქმით, უწყების ერთ-ერთი მიზანი სადაზღვევო კულტურის განვითარებაა. ამის შესახებ ტიკარაძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „დღეს დაბალია ცნობიერება ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევასთან და მის სარგებლიანობასთან მიმართებით. ჩვენი მიზანია განვავითაროთ ასევე სადაზღვევო კულტურა. სავალდებულო დაზღვევა მოსახლეობას საშუალებას მისცემს კერძო დაზღვევის მინიმალური სატარიფო გადასახადით დაფაროს ის დანახარჯი, რასაც არ ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსება. ამავდროულად დაზღვეულ მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს როგორც ოჯახის ექიმის, ასევე სამედიცინო დაწესებულების არჩევანის გაკეთების თავისუფლება. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სადაზღვევო და ასევე, ჯანდაცვის სექტორში. აღნიშნულ რეფორმას აქვს ერთი მთავარი მიზანი - ჩვენ უნდა დავრჩეთ პაციენტებზე ორიენტირებულნი და ჩვენი პოლიტიკა იქნება აუცილებლად პაციენტზე ორიენტირებული, მისთვის შესაბამისი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიწოდების მიზნით.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
04.09.2019
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი - უკვე გარემონტებულია 400-ზე მეტი ამბულატორია, მომავალი წლიდან კი მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას ვგეგმავთ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გარემონტებულია 400 ამბულატორია, რომლის აღჭურვასაც სამინისტრო მომავალი წლიდან დაიწყებს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მასშტაბით მოხდება ერთიან ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა და შეიქმნება პაციენტის ელექტრონული ბარათი, რომელზეც აისახება პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. „ვთვლით, რომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის. დღეს არსებული პოლიტიკა მიმართული იქნება სპეციალიზირებული სერვისების გაუმჯობესებაზე პირველადი ჯანდაცვის კუთხით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ამბულატორების გაუმჯობესებას, რაც უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. უკვე გარემონტებულია 400-ზე მეტი ამბულატორია და მომავალი წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ამ ამბულატორიების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
---
04.09.2019
სოცაგენტებს დაურიგდებათ პლანშეტები და სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასებისას, ადგილზე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების შესაძლებლობა ექნებათ
სოციალურ აგენტებს დაურიგდებათ პლანშეტები, რომლის საშუალებითაც ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასებას ელექტრონული ფორმით შეძლებენ, მათ შორის ადგილზე ფოტოებისა და ვიდეორგოლების გადაღებას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი სოციალური აგენტების საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის. „მიმდინარეობს პროექტის დასრულება, რომლის მიხედვითაც სოციალურ აგენტებს აღჭურვაში ექნებათ შესაბამისი პლანშეტები. ისინი მოახდენენ ელექტრონული ფორმით ასახვას ადგილიდანვე, სადაც განახორციელებენ ამა თუ იმ შეფასებას. მოხდება სურათების გადაღებაც, ვიდეორგოლების ჩაწერაც, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის მათ საქმიანობას. მე მგონი ეს ერთ-ერთი სერიოზული რეფორმა იქნება,“ - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.
---
04.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/495692
გორში დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება
საქართველოს ოკიპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალურული დაცვის სამინისტრომ დევნილებისთვის ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსი შეიძინა. როგორც ,,კვირას” მინისტრის მოადგილემ, მამუკა ცოტნიაშვილმა განუცხადა, კორპუსი სახელწოდებით „ვარსკვლავი“ სამინისტრომ 2,56 მლნ ლარად კერძო მესაკუთრეებისგან შეიძინა და გათვალისწინებულია დევნილი ოჯახების იმ კატეგორიაზე, რომლებმაც სამართლებრივი გზით მოიპოვეს საცხოვრებლის მიღების უფლება. „კორპუსი „ვარსკვლავი“ 38 დევნილ ოჯახზეა გათვლილი, აქედან სახეზე უკვე 25 დევნილი ოჯახი გვყავს, რომლებმაც მუდმივი საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით სასამრთლოს მიმართეს და გამოტანილი გადაწყეტილების საფუძველზე, ჩვენი სამინისტრო გადასცემთ მათ ბინებს. კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოებები, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს გადაეცეს კეთილმოწყობილი ბინები. კონკრეტტულად როდის მოხდება ბინების გადაცემა, ვერ გეტყვით“ , – განაცხადა მამუკა ცოტნიაშვილმა.
---
04.09.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/chiaberashvili-medikamentebze-mwiri-tanxaa-gamoyofili-saministro-amasac-ver-itvisebs
ჭიაბერაშვილი: მედიკამენტებზე მწირი თანხაა გამოყოფილი, სამინისტრო ამასაც ვერ ითვისებს
ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მედიკამენტებზე გაძვირებული ფასების პირობებში, მთავრობა, ნაცვლად ადამიანების დახმარებისა, ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხებსაც ვერ ითვისებს: "საზოგადოება დაიღალა ქართული ოცნების ცრუ დაპირებებით. ჩვენ უკვე შვიდი წელიწადია ვუყურებთ, რომ მათ ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარეს, რაც ეხება ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ისედაც მწირი თანხა არის გამოყოფილი ბიუჯეტში, იგივე, მედიკამენტების პროგრამაზე, რომ გაძვირებული მედიკამენტების პირობებში ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს და სამინისტრო იმასაც ვერ ითვისებს," - აცხადებს ჭიაბერაშვილი. დეპუტატის თქმით, ქართული ოცნება არაფერს აკეთებს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების - უმუშევრობის, სიღარიბისა და ფასების ზრდის აღმოსაფხვრელად. ჭიაბერაშვილი ივლისში აცხადებდა, რომ 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მილიონი ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მილიონი ლარის წამალი მივიდა იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან 8 მილიონი ლარის წამალი შეიძინა. მისი თქმით, თუ პროგრამის ამოქმედებამდე მინისტრი სერგეენკოს დაპირებით პროგრამით 200 ათასი მოქალაქე ისარგებლებდა, სინამდვილეში მხოლოდ 32 669-მა შეძლო მისი გამოყენება.
---
04.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/495847
“ილუზიაა, რომ ჩვენ ჯანდაცვის სექტორის ნაციონალიზაციას გავაკეთებთ და ამით რაღაც ბალანსს აღვადგენთ, რომელიც თურმე კარგია”
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებისთვის გაცემული დაპირებები და მათი მოგვარების გზები ასახულია იმ პროგრამაში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა. ზოიძე ასევე შეეხო საკითხს ჯანდაცვის სექტორის ნაციონალიზაციის შესახებ, რომელიც მისი თქმით, თითქოსდა ჯანდაცვის სექტორის ბალანსს აღადგენს. „ილუზიაა, რომ ჩვენ ჯანდაცვის სექტორის ნაციონალიზაციას გავაკეთებთ და ამით რაღაც ბალანსს აღვადგენთ, რომელიც თურმე კარგია, თუ სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება ყველა კლინიკა, ან პირიქით. არ არსებობს მსგავსი რეკომენდაცია. ცუდია, როდესაც ჯანდაცვის სექტორში ერთი ფორმა დომინირებს, თუ იქნება ეს კერძო, ან მხოლოდ სახელმწიფო, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ მუნიციპალური საავადმყოფოები არ გვაქვს. არსებობს შერეული ფორმები და ყველა ასეთი ფორმის ხელშეწყობა და კონკურენცია, პატიოსანი თამაშის წესები მოგვცემს ჯანდაცვის სექტორის განვითარების საშუალებას და მე ეს ხედვა დავინახე. კარგია, რომ ამ მიმართულებით მივდივართ. დაპირებას, რომელიც მოსახლეობას მივეცით, აუცილებლად შევასრულებთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გამაღარიბებელი ხარჯები, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და იმ სისტემის იმედი ჰქონდეთ, რომელიც მათ ემსახურება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
---
04.09.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=politics&AID=77253
„მოგესალმებით, პაციენტ...“ - ასე მიმართა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა დეპუტატებს პარლამენტში
დრონი.ჯი- https://droni.ge/?m=9&AID=45990
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89336
---
04.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/562244-paramedikosebis-me-6-jgupis-momzadeba-dasrulda
პარამედიკოსების მე-6 ჯგუფის მომზადება დასრულდა
პარამედიკოსების მე-6 ჯგუფის მომზადება დასრულდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პარამედიკოსები გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მომზადდნენ, რის შემდეგაც, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში გაიგზავნებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ. „ამ დროისთვის, პარამედიკოსთა სულ ექვსი ჯგუფია მომზადებული და ახალი ნაკადის მიღება გრძელდება. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩევიან, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედის. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა უტარდებათ, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სერტიფიკატები გადაეცემათ და სასწრაფოს რაიონულ სამსახურში ნაწილდებიან. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/paramedikosebis-me-6-jguphis-momzadeba-dasrulda/
პია.ჯი- https://pia.ge/post/279945-paramedikosebis-me-6-jgufis-momzadeba-dasrulda
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89319
---
04.09.2019
როდის გაიხსნება საუნივერსიტეტო კლინიკა საზღვრისპირა სოფელ რუხში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დასრულებულია-აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. უწყებაში ამბობენ,რომ ამ ეტაპზე დასუფთავებისა და გადაბარების სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად კი თავდაპირველი პროექტის შეცვლას ასახელებენ. „თავდაპირველი პროექტის მოდერნიზება გახდა აუცილებელი. ეს იყო ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც გაჭიანურდა მშენებლობა. ობიექტის აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დაწყებულია“,- აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. თავის მხრივ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკას მიმდინარე წლის ბოლოს გადაიბარებენ. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღჭურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. 2020 წლიდან, როდესაც შენობა ექსპლუატაციაში შევა, სამინისტრო თავის ვალდებულებებს შეასრულებს“, - განმარტავენ სამინისტროში. სამშენებლო სამუშაოებს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისაგან შედგება და პროექტის ღირებულება41 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. კლინიკის ამოქმედების თარიღად ჯერ 2016 წლის ბოლოს ვარაუდობდნენ. მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა 2017 წლის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. მას შემდეგ 2019 წლის 30 მარტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდებოდა.
---
04.09.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/155050-klinikashi-sadac-dzgidis-operaciamde-kaci-daighupa-sanebartvo-pirobebis-darghveva
კლინიკაში, სადაც ძგიდის ოპერაციამდე კაცი დაიღუპა, სანებართვო პირობების დარღვევა დადგინდა
კლინიკას, რომელსაც 40 წლის კაცმა ცხვირის ძგიდის ოპერაციისთვის მიმართა და დაწესებულებას, სადაც ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, სანებართვო პირობების დარღვევა დაუდგინდა. საუბარია ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაზე, რომელშიც ირაკლი კობიაშვილის ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ანესთეზიის შემდეგ, ის კომაში ჩავარდა. სანებართვო პირობების დარღვევა დაუდგინდა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკასაც, სადაც კობიაშვილი რეანიმაციაში გადაიყვანეს. ორივე კლინიკის წინააღმდეგ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს გარდაცვლილის ცოლმა, ნინო გოგინაშვილმა მიმართა. გარდა ქმრის დაღუპვის საკითხის შესწავლისა, გოგინაშვილი ითხოვდა სააგენტოს შეესწავლა რამდენად იცავენ კლინიკები სანებართვო პირობებს. უწყების პასუხები ჯერჯერობით მხოლოდ ამ უკანასკნელ საკითხზეა ცნობილი. გაირკვა, რომ ორივე დაწესებულება არღვევს სანებართვო პირობებს. კერძოდ, ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დარღვეულია შემდეგი 7 მოთხოვნა: არანაკლებ ერთი ბოქსირებული პალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ბოქსირებულ პალატაში, ფთიზიატრიულ და ინფექციურ განყოფილებაში წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სერვისის უზრუნველყოფა სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა სტაციონარულ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემა, რომლის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რაც შეეხება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას, აქ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა შესახებ დადგენილების სამი მოთხოვნის დარღვევა გამოვლინდა: ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები – თითოეულ სართულზე – არანაკლებ ორი სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები) ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ოფთალმოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს: 1) საოპერაციო, 2) მოწყობილობა ანესთეზიისათვის - კლინიკის შემთხვევაში, დარღვეულია პირველი პუნქტი. ორივე კლინიკის საქმეზე სააგენტომ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 10000 ლარით. რაც შეეხება ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების საქმეს, სამედიცინო რეგულირების სააგენტოში ამბობენ, რომ მოკვლევა გრძელდება. როგორც ტაბულას უწყების კონტროლის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა უთხრა, კლინიკებიდან დოკუმენტაცია უკვე ამოღებულია და გაგზავნილია დარგის სპეციალისტებთან ოტორინოლარინგოლოგიისა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიის პროფილით. "დასკვნების წარმოდგენის შემდეგ გვექნება საშუალება ვიმსჯელოთ შესწავლის შედეგებზე. დოკუმენტაცია საკმაოდ მოცულობითია, ამიტომ ზუსტი ვადების თქმა არ შეგვიძლია. ზუსტ ვადებს ვერ გეტყვით, მაგრამ უმოკლეს ვადაში გვექნება დარგის სპეციალისტების დასკვნები", - ამბობს ინგა პაიჭაძე ტაბულასთან. 40 წლის ირაკლი კობიაშვილი კლინიკაში ცხვირის ძგიდის ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა, თუმცა, დაწყებამდე, ანესთეზიაზე გამოვლენილი ალერგიული რეაქციის შემდეგ, დაგეგმილი ოპერაციიდან მე-11 დღეს გარდაიცვალა. შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა. მისმა ცოლმა საქმის გამოძიების მოთხოვნით სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართა. ნინო გოგინაშვილის ძირითადი პრეტენზია ეხება ალერგიაზე სინჯის არ აღებას და მალამპატის მესამე ხარისხის მიუხედავად, სპეციალური აღჭურვილობის არ გამოყენებას.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/562261-aladashvilisa-da-xujaze-gogniashvilis-klinikebshi-dargvevebi-gamovlinda
---
04.09.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/phothshi-dasaqmebis-phorumi-chatarda/
ფოთში დასაქმების ფორუმი ჩატარდა
ფოთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. დასაქმების მსურველებს 500-მდე აქტიური ვაკანსია, რეგიონში მოქმედმა 22-მა კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამედიცინო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. შეხვედრა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. 57 Shares 57 „ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დასაქმება, უმუშევრობის აღმოფხვრა. სოციალური მომსახურების სააგენტო 24 საათის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ატარებს დასქამების ფორუმებს , გვაქვს ასევე სხვადასხვა პროგრამა. აქ ჩამოვედით ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით, ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება და დაგვეხმარა ქალაქის მერია . დარწმუნებული ვარ , ასეთი ჩართულობა სამთავრობო სტრუქტურებში მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღისთვის , რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებისთვის და უფრო ბედნიერი ოჯახების შექმნისთვის.მჯერა, დღევანდელი დღე ძალიან ბევრ ადამიანს დაასაქმებს,“- განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გორგოძემ. სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.
ინტეპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/562282-potshi-dasakmebis-porumi-gaimarta
პია.ჯი- https://pia.ge/post/279996-socialuri-momsaxurebis-saagentom-fotsi-dasaqmebis-forumi-gamarta
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89337
---
04.09.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/samegrelo-zemo-svanethis-sakhelmtsipho-rtsmunebuli-mosakhleobas-tsalenjikhis-sophlebshi-shekhvda/
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას წალენჯიხის სოფლებში შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებული მედანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე 3 თვის წინაც იმყოფებოდა, მაშინ მოსახლეობამ შეხვედრაზე მთავარ პრიორიტეტად გზის და ამბულატორიის პრობლემა დაასახელა. გზის სამშენებლო სამუშაოები სოფელში უკვე მიმდინარეობს, რაც შეეხება ამბულატორიას – მისი მშენებლობაც ასევე დაწყებულია. დღეს გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა მთავარ პრობლემად წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელეს. ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს პრობლემის შესწავლას და მის მოგვარებას დაპირდა. სახელმწიფო რწმუნებული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ კვარაცხელიებთან იმყოფებოდა. ოჯახი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს. ზამთრის დადგომამდე მათი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მოხდება. ალექსანდრე მოწრელია და მამუკა ცოტნიაშვილი დღესვე სოფელ ობუჯში ადგილობრივებს შეხვდნენ. სოფელში, ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მოსახლეობამ კი სახელმწიფო რწმუნებულთან და მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე ამჯერად არსებულ მთავარ პრობლემად წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმის და ბიბლიოთების განახლება დაასახელა. სახელმწიფო რწმუნებულმა არსებული პრობლემები თავად შეისწავალა და მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში არსებულ ვითარებას გაეცნო. ალექსანდრე მოწერელია დღესვე წალენჯიხაში, საკალანდიოს და ზღვაიას დასახლებებში მოსახელობას შეხვდა და იქ არსებული პრობლემებს გაეცნო. ზღვაიას დასახლებაში სახელმწიფო რწმუნებული სოციალურად დაუცველ ოჯახებში იმყოფებოდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
---
04.09.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=24089
ახალციხეში პაპილომა ვირუსზე აცრები დაიწყო
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, პაპილომა ვირუსზე უფასო აცრები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 753, 10–11 წლის გოგონა უნდა აიცრას. ახალციხეში პაპილომა ვირუსზე აცრები დაიწყო ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის ლია ზედგინიძის განმარტებით, ვირუსზე აცრის მსურველებმა, სადაც საცხოვრებლად არიან რეგისტრირებული, იმავე დასახლებაში არსებულ კლინიკებს უნდა მიაკითხონ. „პირველი სექტემბრიდან დავიწყეთ აცრები, ჯერ ნაკლები ინტენსივობით, თუმცა მოდიან გოგონები ასაცრელად. სოფლის ექიმებმა აღრიცხეს ისინი, ვისაც უნდა ჩაუტარდეს აცრები. ვაქცინები, ამის მიხედვით გამოვიწერეთ. ასეთი 753 გოგონაა“, – ამბობს ლია ზედგინიძე. მისივე თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე, პაპილომა ვირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები იგეგმება. უკვე გადამზადებულები არიან სოფლის ექიმები და კლინიკების ექიმები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. პაპილომა ვირუსის იმუნიზაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი დანერგილია და სამცხე–ჯავახეთში პირველად განხორციელდება. აცრები, სამცხე–ჯავახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც ჩატარდება. რა არის პაპილომა ვირუსი პაპილომა ვირუსი დნმ–ს შემცველი ვირუსია და მისი გადაცემა ძირითადად სქესობრივი გზით ხდება. იგი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზს წარმოადგენს. პაპილომა ვირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. ინფიცირებულ ადამიანთა ერთ ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები გენიტალური ტრაქტის ლორწოვან გარსში ან, უფრო იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში ხდება ვირუსის გამოდევნა შემთხვევათა 90%-ში. დანარჩენ 10%-ს უვითარდება პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომა ვირუსული ინფექცია. ასეთ დროს თუ ადამიანი ინფიცირებულია ვირუსის ე.წ. მაღალი რისკის გენოტიპებით, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები და კიბო.
---
ბეჭდვითი მედია
05.09.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სამინისტრო ფულს ვერ ითვისებს, ხალხი კი იაფ წამალს ვერ ყიდულობს
სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებისათვის გამოყოფილ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ითვისებს. ამ დროს კი, მოსახელობას წამლების შესაძენი ფული არ აქვს და ოჯახების შემოსავლის დიდი ნაწილი აფთიაქში იხარჯება. ე.წ. იაფი წამლების პროგრამას სხვადასხვა სახით, უკვე სამი წელია საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. წინა წლებში პროგრამა წარუმატებული აღმოჩნდა და მისით ბენეფიციართა მინიმალურმა რაოდენობამ ისარგებლა, რაც სამინისტრომ არასათანადო საინფორმაციო კამპანიით ახსნა. 2018 წლის სექტემბერში ახალი ტალღა დაიწყო, პენსიონერებს და შშმ პირებს აგვისტოს დასაწყისში ფიქსირებული ღირებულების ნახევარ ფასად შეუძლიათ მიიღონ წამლები. აღმოჩნდა, რომ ისევე როგორც შარშან პრობლემები კვლავ რჩება და 2017 წლის მსგავსად, მომხმარებელმა ვერც წლეულს ისარგებლა სრულფასოვნად სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხით ნაყიდი მედიკამენტებით. სამინისტროს გათვლით, უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. თუმცა, სერგეენკოს უწყების მიერ "რეზონანსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით" 2017 წელს მხოლოდ 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა და შარშან მედიკამენტების პროგრამით ჯამში 29 483 ადამიანმა ისარგებლა (ანუ აფთიაქს მიმართა და წამლები გაიტანა). აქედან, გარკვეული ნაწილი ის ადამიანები არიან ვინც პროგრამაში 2017 წელს ჩაერთვნენ. შარშან პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისების პრობლემა ნამდვილად იყო. მისი უდიდესი წილი 2018 წლის ბოლოს, დეკემბერში გაიხარჯა. 2018 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის დაზუსტებული მონაცემებით, ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებელი 7.6 მლნ ლარია. 11 თვის მონაცემებით, პროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 590 ათასი ლარი იყო. ამდენად, მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში სოციალური მომსახურების სააგენტომ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების შესყიდვაზე, დაახლოებით 6.5 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. ჯანდაცვის პროგრამის პრობელემებზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი აზრით, მედიკამენტებზე გაძვირებული ფასების პირობებში, მთავრობა, ნაცვლად ადამიანების დახმარებისა, ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხებსაც ვერ ითვისებს: "საზოგადოება დაიღალა `ქართული ოცნების~ ცრუ დაპირებებით. ჩვენ უკვე შვიდი წელიწადია ვუყურებთ, რომ მათ ვერც ერთი პრობლემა ვერ მოაგვარეს, რაც ეხება ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ისედაც მწირი თანხა არის გამოყოფილი ბიუჯეტში, იგივე, მედიკამენტების პროგრამაზე, რომ გაძვირებული მედიკამენტების პირობებში ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს და სამინისტრო იმასაც ვერ ითვისებს," - აცხადებს ჭიაბერაშვილი. გასული წლის დეკემბერში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდა და მას პარკინსონის და ეპილეფსიის მედიკამენტები დაემატა. აღნიშნული ცვლილება, სავარაუდოდ, პროგრამის ბიუჯეტის აუთვისებლობას უკავშირდება. სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში მართვის ძირეული პრობლემა არსებობს, რის გამოც იაფი მედიკამენტებისა და ბევრი სხვა პროგრამაც სათანადოდ ვერ ხორციელდება. "ფაქტია, ეს ე.წ. იაფი წამლების პროგრამა ყოველწლიურად კრახით სრულდება მას შემდეგ, რაც კი დაიწყო. არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, ისევ ვიმეორებ, ეს არის შედეგი ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი მენეჯმენტისა. როცა პროგრამას იწყებ, არ შეიძლება, ეს მხოლოდ ერთი სარეკლამო კლიპით და ერთი პრესკონფერენციით შემოიფარგლებოდეს. ვნახეთ, რომ შარშან ეს პროგრმა ვერ შედგა. ვერც შარშანწინ. ბენეფიციართა 5-6 პროცენტიც კი ვერ მოიცვეს, იგივე მდგომარეობაა წელსაც. სამინისტრო თანხას ვერ ითვისებს, ხოლო მოსახლეობამდე ვერ მიდის ეს სიკეთე. ყველა ბენეფიციარს რომ ესარგებლა, გადახარჯვა იქნებოდა ბიუჯეტში. შარშან თავად სამინისტრომ აღიარა, რომ საინფორმაციო კამპანიის პრობლემა იყო, სამწუხაროდ, წელს ვერ გამოიტანეს დასკვნები შეცდომებიდან. უცნაურია, იწყებ პროგრამას და ამის შესახებ არ იციან მოქალაქეებმა, სამედიცინო პერსონალმა და სააფთიაქო ქსელებმა, ანუ პროგრამა ისევ არ მუშაობს", - განუცხადა ჩიხლაძემ მედიკამენტების პროგრამას რომ უამრავი ხარვეზი აქვს, ,,რეზონანსთან” ხათუნა ჯღარკავაც ჰყვება, რომელმაც ორი თვის წინ გაიკეთა მძიმე ოპერაცია და ნუსხაში მოხვედრილი მედიკამენტის 50%-იანი ფასდაკლებით შეძენა ვერ შეძლო. ,,სამედიცინო მომსახურება ხომ ისედაც ძალიან ძვირი ღირს ყველგან და მით უფრო საქართველოში, სადაც ნორმალური დაზღვევა არავის გვაქვს და ხალხი ძალიან გაჭირვებულია. ორი თვის წინ მარცხენა ფეხზე სახსარი შევიცვალე. ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ოპერაციაც და შემდგომი მკურნალობაც. გამოწერამდე ორი დღით ადრე გავიგე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც დამენიშნა და 6 კვირის განმავლობაში უნდა დამელია, თურმე იაფი წამლების პროგრამაშია და 50%-იანი ფასდაკლებით შემეძლო შეძენა. გამიხარდა, მაგრამ როგორც გაირკვა, პროცედურები და უაზრო ბიუროკრატია ისე აქვთ აწყობილი, რომ წამალს მხოლოდ 4 კვირის შემდეგ მივიღებდი. ამ დროს ეს იყო წამალი, რომელიც ოპერაციის მერე, თრომბმა რომ არ მომკლას, 6 კვირა უნდა მესვა. შესაბამისად, ამ პროგრამით ვერ ვისარგებლე და მედიკამენტის შეძენა ისევ ძვირად მომიწია”, - აღნიშნა ხათუნა ჯღარკავამ ,,რეზონანსთან” საუბრისას.
---
05.09.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საყოველთაო ჯანდაცვა: ტარიფები ყველა კლინიკისთვის თანაბარი გახდება
ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გაათანაბროს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. „სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიცვალოს დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
---