| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-04.11.2019 |
| Received On : | 04.12.2019 09:11 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 04.12.2019
ტელევიზია
04.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6525581
---
04.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
რატომ გახდა ფასიანი, აქამდე სრულიად უფასო რეზიდენტურისა და ექიმების სასერტიფიკაციო გამოცდა, თანაც მოულოდნელად, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე და რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით სტუდენტები, რომელბმაც უკვე შექმნეს პეტიცია, აგროვებენ ხელმოწერებს საფასურის გაუქმებასთან დაკავშირებით და საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ და რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო, შედგა თუ არა კონსენსუსი ორ მხარეს შორის და როგორია მოლოდინები?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6525016
ფორმულა -ფორმულა ნიუს 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6525273
---
04.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობიდან შვიდი დევნილი ოჯახის გამოასახლეს. მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. გამოსახლებულები ამბობენ, რომ შენობაში ხუთი თვის წინ თვითნებურად შეიჭრნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6525200
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524998
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6525481
---
03.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია
ჯანდაცვის რეფორმა. თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის თემა. საყოველთაო ჯანდაცვა, პროექტი რომლითაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ყველაზე მეტად ამაყობდა დღეს ფაქტობრივად ჩაშლის პირასაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524775
---
03.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: თავისუფალი ხედვა
ახალი ტარიფები კლინიკებისთვის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524696
---
03.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ერთიან სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით კლინიკები და სმაინისტრო კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადავიდნენ. საყოველთო ჯანდაცვის პროგრამაში ცართული სამედიცინო დაწესებულებებისთბვის ჯანდაცვის სამინისტრომ გათნაბრებულ ტარიფებს გადახედავს. დაპირება ჰოსპიტალურმა სექტორმა გასულ კვირაში უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. კომპანია ევექსში აცხადებენ, რომ კლინიკები სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობენ, რომელსაც უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინსიტროში წარადგენენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524844
I არხი - ბიზნესპარტნიორი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524669
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524591
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524230
---
03.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
ახალგაზრდა ექიმები და სტუდენტები 520-ე დადგენილების შეჩერებას ითხოვენ. გადაცემის სტუმარია პეტიციის ავტორი მარიამ ჯაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524225
---
03.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
დღეს აქცია იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან. თბილისის ახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტები რეზიდენტურის გამოცდაზე გასასვლელად დაწესებულ გადასახადს აპროტეტსტებდნენ. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, მათ რეზიდენტურის გამოცდაზე გასასვლელად 80 ლარი უნდა გადაიხადონ, ამ ფაქტის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს როცა გამოცდაზე დარეგისტრირდნენ. "
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524833
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6524800
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6523911
---
03.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი- ამ სახელწოდებით თბილისში კონფერენცია იმართება. ღონისძიება შშმპ მდგომარეობას ეხება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6523759
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6523036
---
03.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 13:45
საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებლის გამო, წელს საქართველოში ექვსი კლინიკა ჯამში 600 000 ლარით დაჯარიმდა. მონაცემები პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, დაჯარიმებული კლინიკებიდან მათზე დაწესებული სანქციებია სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტი კლინიკა, ევექსის ჰოსპიტალების იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა კლინიკა და ემბრიო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საკეისრო კვეთა გაზრდილია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6523318
---
ინტერნეტი
04.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotgia-werilisquot-xelmomweri-klinikebi-giorgi-gaxarias-shexvdebian---tema-520-e-dadgenileba/44677
"ღია წერილის" ხელმომწერი კლინიკები გიორგი გახარიას შეხვდებიან - თემა 520-ე დადგენილება
დღეს, "ღია წერილის" ხელმომწერი კლინიკების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდებიან. როგორც bm.ge-ის ექიმებმა განუცხადეს, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე შედგება. შეხვედრა, სავარაუდოდ, მედიისთვის დახურული იქნება. მოთხოვნა კი უცვლელია - გადავადდეს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლის თანახმად, 21 დეკემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. კლინიკების წარმომადგენლებისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
---
04.12.2019
მედიასაშუალება: http://pia.ge/post/296104-goca-ingoroyva-mivesalmebi-sayoveltao-jandacvasi-cartuli-klinikebistvis-tarifebis-gatanabrebas
გოჩა ინგოროყვა: მივესალმები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალურ ტარიფებს
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის, “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა” დირექტორი გოჩა ინგოროყვა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალური ტარიფების დაწესებას მიესალმება. "გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა კლინიკებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება. შეხვედრა გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, სადაც განხილული იყო ახალი ტარიფები და სავარაუდო ხარვეზები. შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, რაც მისასალმებელია. მივიღეთ კონკრეტული დავალება, რომ ჩვენი მხრიდან დათქმულ ვადაში წარმოდგენილი იქნება 2018-19 წლის შესყიდვებზე დეტალური ინფორმაცია და საინვოისო ხელშეკრულებები, რის შემდეგაც გაგრძელდება შეხვედრები, აღნიშული დოკუმენტაცია სამინისტროში მიწოდებული იქნება უახლოეს დღეებში. ჩვენი შეხედულებით ასეთი დამოკიდებულება შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა გოჩა ინგოროყვამ. მისი თქმით, ფასების დადგენა და ერთიანი ტარიფიკაციის სისტემა კლინიკებს მისცემს ჯანსაღი კონკურენციის საშუალებას. "ის კლინიკები, რომლებიც 2013 წლიდან ჩართული არიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში დღემდე სერვისის მიწოდებას ახორციელებდნენ ძველი ტარიფების მიხედვით და არ იყო ამის განახლების საშუალება, მაშინ როდესაც ახლად შექმნილი კლინიკები უკვე სახელმწიფოსთვის ფასის მიწოდებას ახდენდნენ მიმდინარე ხარჯთაღიცხვაზე დაყრდნობით. ეს თავისთავად კლინიკებს არათანაბარ პირობებში აყენებს. აქედან გამომდინარე ერთიანი ტარიფიკაციის სისტემა კლინიკებს შეუქმნის თანაბარი კონკურენციის პირობებს.სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთანამშრომლობა გამოიღებს დადებით შედეგს, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის პოზიცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნება პაციენტის ინტერესი, მიიღოს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში", - განაცხდა გოჩა ინგოროყვამ. ცნობისთვის: 20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/522616
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotsapartnioro-fondisquot-kutvnili-saavadmyofo-quottikaradzis-reformasquot-iwonebs/44656/
"საპარტნიორო ფონდის" კუთვნილი საავადმყოფო "ტიკარაძის რეფორმას" იწონებს
დღეს საღამოს რესპუბლიკურმა საავადმყოფომ (ოფიციალური სახელი - "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა") საკუთარ Facebook გვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლინიკა საქართველოს მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მომხდარ ტარიფების გათანაბრებას მიესალმება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალი ტარიფები "მოგების მაღალი მარჟის ნაცვლად, ბენეფიციართა კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული." აღნიშნული განცხადება საავადმყოფომ გაავრცელა მას შემდგომ, რაც კერძო კლინიკების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდეს, რადგანაც მათი ინფორმაციით, ახალი ტარიფები ხშირ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. კერძო კლინიკებისგან განსხვავებით, რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს კუთვნილი დაწესებულებაა, მისი უშუალო მფლობელია შპს "კლინიკების განვითარების კომპანია", რომელიც რამდენიმე სახელმწიფო საავადმყოფოს აერთიანებს, აღნიშნული კომპანიის 100%-იან წილს კი სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი "საპარტნიორო ფონდი" ფლობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადება: "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა #მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული ჯანდაცვის რეფორმების განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც მთავრობის #N520დადგენილებით დამტკიცებული ახალი სამედიცინო მომსახურის ტარიფები სრულად შეესაბამება კლინიკების მომსახურების ღირებულებას და კლინიკების მხრიდან მაღალი მოგების მარჟის მიღების ნაცვლად, ორიენტირებულია ბენეფიციარების ინტერესზე. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად გაარძელებს ჯანდაცვის რეფორმის სწორ პოლიტიკას, უზრუნველყოფს მედიკამენტების, სახარჯი მასალების, იმპლანტების თვითღირებულების გამჭვირვალობას, გაამკაცრებს საქართველოში უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის შემოტანაზე კონტროლსა და მონიტორინგს. დარწმუნებულნი ვართ, თავის მხრივ, ეს იქნება გარანტი მოსახლეობისთვის #ხარისხიანიმომსახურების გაწევისა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, სამედიცინო მომსახურების მიწოდება და დაფუძნდება #ჯანსაღიკონკურენციის პრინციპი, რომელიც ორიენტირებული იქნება პაციენტის ჯანმრთელობაზე და არა კომერციულ მოგებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკა მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მისი ამოქმედების პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული. 2014 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათეული ახალი კერძო კლინიკა გაიხსნა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ფინანსურად მძლავრი დამფუძნებლებით, საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და ბოლო თაობის დიაგნოსტიკური სამედიცინო ტექნიკით, რომლებიც მომსახურების გაზრდილი ფასებით ჩაერთნენ ჯანდაცვის პროგრამაში. სამწუხაროდ, ჩვენს კლინიკაში ათწლეულების მანძილზე არ მომხდარა ინვესტირება. კლინიკაში არსებული სამედიცინო მომსახურების დაბალი ფასი ორიენტირებული იყო #პაციენტისინტერესზე - მიეღო მაღალი ხარისხის მომსახურება მაქსიმალურად დაბალ ფასად, რამაც გარკვეულწილად გაართულა კლინიკის კონკურენტუნარიანობა სამედიცინო მომსახურების ბაზარზე. მიუხედავად ამისა, კლინიკამ სახელმწიფო შესყიდვების პირობებში შეძლო არათანაბარ გარემოში ოპერირება საწოლთა 90–95%–იანი დატვირთვითა და სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით."- ნათქვამია განცხადებაში. რესპუბლიკური საავადმყოფოს აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საავადმყოფომ შემოსავლის სახით 16,847,000 ლარი მიიღო, თუმცა აღნიშნული შემოსავალი ყველა ხარჯის დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა და კლინიკამ გასული წელი 833,000 ლარის ზარალით დაასრულა. 1 მილიონ ლარს შეადგენდა "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ზარალი 2017 წელსაც. რაც შეეხება "კლინიკების განვითარების კომპანიას" მისი კონსოლიდირებული შემოსავალი 2018 წელს 27,435,000 ლარი, სრული ზარალი კი 3,194,000 ლარი იყო. 2019 წლის 5 ოქტომბერს "საპარტნიორო ფონდის" მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, არსებობს ამერიკული წარმოშობის ინვესტორი (სახელი განცხადებაში არაა მითითებული), რომელიც მზად არის სახელმწოფოს საკუთრებაში კლინიკები შეისყიდოს და მათში 50 მილიონის ინვესტირება განახორციელოს. "2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადმოსცა. იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. სხვადასხვა გარემოების გამო, აღნიშნული პროექტი შეჩერდა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. აღნიშნული კლინიკების შემდგომი განვითარების მიზნით, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ 2017 წელს „კლინიკების განვითარების კომპანია“ შეიქმნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „კლინიკების განვითარების კომპანიის“ ფუნქციებში არ შედიოდა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ფონდის ფინანსური რესურსით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, თუმცა მიუხედავად ამისა, ფონდი იძულებული გახდა ელემენტარული პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მედპერსონალის შენარჩუნების მიზნით, თანხა გამოეყო. სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რამაც გააუმჯობესა საავადმყოფოს ფუნქციონირება. ასევე, გატარდა ცალკეული ადმინისტრაციული ღონისძიებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რის შედეგადაც მოხდა კლინიკის შიდა რეზერვების მობილიზება, რამაც გაზარდა შემოსავლები და გარკვეულწილად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, საერთო ვითარება მაინც რთულია. „საპარტნიორო ფონდი“ კლინიკების მართვის კომპანიის შექმნის დღიდან ინვესტორის მოძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობდა. ფონდის ძალისხმევის შედეგად, ინტერესი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მზად არის, კლინიკების განვითარების მიზნით, 50 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს აუქციონში. აღნიშნული კომპანია სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიონზე მეტ პაციენტს უწევს. წელიწადნახევრიანი შრომის შედეგად, საინვესტიციო პროექტი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, მზად არის და სამეთვალყურეო საბჭოზეა წარდგენილი. პროექტის მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული, ევროპული სტანდარტების 350 საწოლზე გათვლილ სამედიცინო დაწესებულებად უნდა გადაიქცეს და მასში ინტეგრირდეს ფონდის მფლობელობაში არსებული „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, გამოთავისუფლებულ შენობებში კი თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყობა. პროექტის თანახმად, აღნიშნულ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება, მედპერსონალი ახალ სამუშაო სივრცეში გადავა და ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს. პროექტის მიხედვით, ექიმების პროფესიულ განვითარებას ამერიკული კომპანია თავის თავზე იღებს, ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩება,"- ნათქვამია განცხადებაში.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/klinikebis-nawili-520-e-dadgenilebis-winaagmdeg-sasamartloshi-sachivris-shetanas-gegmavs/44648/
კლინიკების ნაწილი 520-ე დადგენილების წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავს
კლინიკების დიდი ნაწილი 520-ე დადგენილების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკების 90% სარჩელით აპირებს მოითხოვოს 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება. „90% კლინიკებისა ვაპირებთ შევიტანოთ საჩივარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ამ დადგენილების მოქმედება. ასევე მინდა მოვუწოდო მთავრობას, რომ თითოეული მათგანი მზად არის და მე ვარ გარანტი იმისა, რომ დასხდნენ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან... მოხდეს რეალური განფასება, არა ფინანსისტების მონაწილეობით, არამედ სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი მზად არიან მიყვნენ ხელისუფლებას ამაში, მაგრამ არა ისე, რომ მათ დაადგინონ ტარიფები, რომელიც არ არის რეალური“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ. შეგახსენებთ, მთავრობის 520-ე დადგენილება 21 ნოემბერს ამოქმედდა.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/tikaradzestan-shexvedra-da-520-e-dadgenilebis-shechereba----samedicino-asociaciebis-gaertianebis-gancxadeba/44652/
ტიკარაძესთან შეხვედრა და 520-ე დადგენილების შეჩერება - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადება
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, სადაც ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას, მანამდე კი 520 დადგენილების შეჩერებას ითხოვს. Bm.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "3 დეკემბერს გაიმართა გაერთიანების სხდომა, რომელმაც საქართველოს მთავრობის №520 დადგენილებასთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი განცხადება: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილების ამოქმედების გამო, ჯანდაცვის სფეროში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დადგენილების კორექტირებამდე მოხდეს მისი მოქმედების შეჩერება. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში ის ფისკალური ეფექტი, რაზეც გათვლილია ეს დადგენილება აშკარად არათანაზომიერია იმ გამოუსწორებელ ზიანთან, რაც შეიძლება მიადგეს ჩვენ ქვეყანაში გარკვეული დარგების (განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურის) არსებობას. ამ მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაუყოვნებლად მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან, რათა კონსტრუქციულ რეჟიმში მოხდეს პრობლემური საკითხების გადაწყვეტა", - წერია განცხადებაში.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/deputati-gaxarias-da-tikaradzes-klinikebis-menejerebtan-da-eqimebtan-shexvedrisken-mouwodebs-/44658/
დეპუტატი გახარიას და ტიკარაძეს კლინიკების მენეჯერებთან და ექიმებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს
დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კლინიკების მენეჯერებთან და ექიმებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. შესაბამის პოსტს კობერიძე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ: „გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრის ვალდებულებაა: 1. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვდეს ექიმებს და კლინიკების ხელმძღვანელებს 2. დროებით შეჩერდეს მის მიერ ხელმოწერილი 520 -ე დადგენილება სამედიცინო სერვისების ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით 3. დაიწყოს საჯარო, ღია დიალოგი და მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელშიც იქნებიან კლინიკების წარმომადგენლები, ექიმები, ჯანდაცვის სამინისტრო, დეპუტატები, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები და დაიწყოს პროფესიონალური განხილვა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და გასაგრძელებელ რეფორმებზე. !!! ხარისხიანი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეების კონსტიტუციით დაცული უფლება და მისი მოქალაქეებისათვის მიწოდების უზრუნველყობა მთავრობის ვალდებულებაა!“, - წერს კობერიძე.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/shecherdes-saqartvelos-mtavrobis-520-e-dadgenileba---axalgazrda-eqimebis-peticia-/44636/
შეჩერდეს საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება - ახალგაზრდა ექიმების
პეტიცია „შეჩერდეს საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება!“ - ასე ჰქვია პეტიციას, რომლითაც ახალგაზრდა ექიმები დასტუდენტები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძე 520-ე დადგენილების შეჩერებას ითხოვენ. „ჩვენ, პეტიციაზე ხელისმომწერნი, წარმოვადგენთ ახალგაზრდა ექიმებს, რეზიდენტებს და სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს. მიგვაჩნია, რომ, ჩვენი მოსაზრების დაფიქსირება, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის მომავლისათვის, ასევე ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. საკითხი ეხება საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილების საფუძველზე ცალკეული სამედიცინო სერვისების ტარიფიკაციის ცვლილებას. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ მივესალმებით ყველა რეგულაციას, რომელიც აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს და ზრდის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, რამდენადაც ჩვენთვის პაციენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უზენაესი ღირებულება. თუმცა, შეუსაბამოდ და არაგონივრულად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც, არა თუ აუმჯობესებს, არამედ, საფრთხის ქვეშ აყენებს, პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან, სამინისტროს მიერ მოწოდებული განფასება შემთხვევათა უმეტესობაში არ ფარავს საერთაშორისო სტანდარტით უზრუნველყოფილი ჩარევისთვის აუცილებელ ხარჯებს. რეგულაცია უდიდეს ზიანს გვაყენებს ჩვენც, ახალგაზრდა ექიმებს, შემდეგი მიზეზების გამო: · თუ ჰოსპიტლებს მოუწევთ მოცემული ტარიფებით მუშაობა, ისინი ვეღარ შეძლებენ სამედიცინო სფეროს განვითარებას და სიახლეების შემოტანას. მოგეხსენებათ, მედიცინა მუდმივად განვითარებადი დარგია და თუ არ გვექნება საშუალება, ჰოსპიტლებში თანამედროვე მედიცინის შესაბამისი გამოცდილება შევიძინოთ, ჩვენი თეორიული ცოდნა ვერ მოვა თანხვერდაში პრაქტიკულ ნაწილთან. სათანადო პრაქტიკული სწავლებისა თუ საქმიანობის გარეშე კი, ვერ ჩამოვყალიბდებით პროფესიონალ ექიმებად და ფაქტობრივად ვკარგავთ შესაძლებლობას, ფეხი ავუწყოთ გლობალურ გამოწვევებს. · დადგენილების გამო ჰოსპიტლებს უწევთ ხარჯის შემცირება, რამაც უკვე გამოიწვია გამოცდილი კადრების სამსახურიდან განთავისუფლება. თუ სამუშაო ადგილების შემცირება გაგრძელდება, ახლგაზრდა ექიმები და სტუდენტები ვეღარ მოვახერხებთ გამოცდილი მენტორებისგან სწავლას ან დასაქამებას კლინიკებში, რის შედეგადაც ჩვენ ვერ შევძლებთ კვალიფიკაციის ამაღლებას და სპეციალისტებად ჩამოყალიბებას. მიუხედავად საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, უმაღლესი განათლების სისტემის არსებული სტანდარტი, საშუალებას გვაძლევდა, განვითარებული ქვეყნების შესაბამის პროფესიონალებად შევმდგარიყავით. სულ რამდენიმე თვის წინ, ქართული უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი გაწევრიანდა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს (EQAR-The European Quality Assurance Register for Higher Education) რეესტრში, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენი განათლება უტოლდება ევროპულ სტანდარტს და მეტად გაგვიხსნა გზა, განვითარებული ქვეყნებისკენ. ამ პროცესის უწყვეტობა გვაძლევდა იმედს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მიღებული განათლებით, შევძლებდით მომავალში მონაწილეობა მიგვეღო ქართული ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და არსებული პრობლემების აღმოფხვრაში. თუმცა, სამინისტროს მხრიდან გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც პასუხობდა კლინიკების ღია წერილს, მოყვანილია არასაკმარისად არგუმენტირებული ფაქტები და სტატისტიკები. წერილში აღნიშნულია, რომ: "აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ 2018 წელს 41 000-ზე მეტი გარდაცვალების მაჩვენებელი დაფიქსირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურების შემთხვევებში". "გარდა სტატისტიკისა, ყურადღებას იპყრობს გადარცვალების მიზეზების ანალიზი. მიზეზებს შორის მრავლად არის წარმოდგენილი ისეთი ნოზოლოგიები, რომელთა ხარისხიანი მოვლისა და კვალიფიციური დახმარების პირობებში, არა ლეტალური გამოსავლით, არამედ პაციენტის გამოჯანმრთელებით დასრულების შესაძლებლობა არსებობდა. ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ გადაცვალების კონკრეტული მიზეზი, ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი ჯერადობით დაფიქსირდა, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, აქვს თუ არა კლინიკას საკმარისი შესაძლებლობა მართოს ის მდგომარეობები, რაზეც მას აქვს მინიჭებული უფლება. სამინისტრო ზედმიწევნით გამოიძიებს გარდაცვლილი პაციენტების უკლებლივ ყველა შემთხვევას, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და ასევე სამედიცინო სფეროს, ზემოაღნიშნული წერილით კი ზრდის აგრესიას ექიმების მიმართ, რაც ექიმებს უქმნის საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს. შედეგად ჩვენ ვიღებთ მომრავლებულ რაოდენობას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა, როგორც მოხდა ბატონი გიორგი მაღალაშვილის შემთხვევაში, 20 ნოემბერს, როდესაც მას პაციენტის ახლობელი ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე, თუ ზედმიწევნით არ ჩატარებულა გამოძიება გარდაცვლილი პაციენტების შემთხვევებზე, რატომ აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო მსგავს დასკვნას კვალიფიციურ დახმარებაზე და ხარისხიან მოვლაზე? რატომ აფასებს ექიმების 24 საათიან მორიგეობებსა და თავდაუზოგავ შრომას მხოლოდ სიკვდილიანობის მაჩვენებლით და არა გადარჩენილი პაციენტების რაოდენობით?! ეს არის მხოლოდ ვარაუდი და ემსახურება მოსახლეობაში ეჭვის გაზრდას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების არაკვალიფიციურობაზე, რაც მიგვაჩნია ჩვენი უფლებების შელახვად და სრულიად სამედიცინო სფეროს დისკრედიტაციად. რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს შემდეგი: · საზოგადოებაში ისეთი აზრის ჩამოყალიბება, რომ ექიმები არიან არაკომპეტენტურები, რაც განაპირობებს მათ მიმართ ნდობის დაკარგვას. აღნიშნულის შედეგად, დაზარალდებიან პაციენტებიც, რადგან, ექიმების მიმართ უნდობლობა გაზრდის თვითმკურნალობის შემთხვევებს, რამაც შესაძლოა ლეტალური შედეგიც კი გამოიღოს. · საქართველოდან ახალგაზრდა ექიმებისა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების გადინება, ქვეყნებში სადაც მოახერხებენ დასაქმებას, განვითარებას და იქნებიან დაფასებულნი, უსაფრთხო სამუშაო გარემოში. ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: · დაუყოვნებლივ შეჩერდეს საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება მასში არსებული ყველა ხარვეზი, დარგობლივ ასოციაციებთან ერთობლივი მუშაობით. ეს რეგულაცია არსებულ და მომავალ ექიმებს ხელს გვიშლის ჩვენი საქმიანობის ღირსეულად შესრულებაში. · ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვცეს არგუმენტირებული და ფაქტებით დადასტურებული პასუხი, თუ რას ეფუძნება ზემოაღნიშნული ბრალდებები სამედიცინო საზოგადოების მიმართ. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, ხოლო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მოიხადოს საჯარო ბოდიში!“, - ნათქვამია პეტიციაში.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/kardiologi-shexvedraze-saministros-ekonomistebsa-da-chvens-finansistebs-shoris-xelchartuli-omi-gaimarta/44644/
კარდიოლოგი: შეხვედრაზე სამინისტროს ეკონომისტებსა და ჩვენს ფინანსისტებს შორის „ხელჩართული ომი“ გაიმართა
შეხვედრაზე სამინისტროს ეკონომისტებსა და ჩვენს ფინანსისტებს შორის „ხელჩართული ომი“ გაიმართა, - ამის შესახებ რითმოლოგმა და კარდიოლოგმა ხათუნა ჯალაბაძემ "საქმიან დილაში" სტუმრობისას ჯანდაცვის სამინისტროს და სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. ჯალაბაძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო სექტორს რეგულაციის მისაღებად მეტი დრო სჭირდება. „სასურველია მოგვეცეს დრო, რათა ამ მოცემულობების პირობებში მოვიფიქროთ უკეთესი საშუალება. სოციალურ სივრცეში ხშირად ჟღერდება მოსაზრება, რომ სამედიცინო დაწესებულებებს ძალიან დიდი მოგება აქვთ და ექიმები ძალიან დიდ ფულს იღებენ. ამაზე ასეთი აპელირება არასწორია. ჩვენ გვესმის, რომ ჯანდაცვა ყველაზე ძვირად ღირებული სერვისია და რომ სახელმწიფო ხარჯები უნდა დაიზოგოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის გაუარესების ხარჯზე. თუ დავტოვებთ ამ ტარიფებს, მაშინ სავარაუდოდ, სახელმწიფო გამოაცხადებს ტენდერს და შეისყიდის იაფ მასალას, რომელიც ჩაეტევა ამ ხარჯებში. ეს სამედიცინო საზოგადოებამ და თვითონ პაციენტებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან“, - განაცხადა კარდიოლოგმა. მისივე თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით არსებობს რაღაც საერთაშორისო პრაქტიკა, თუმცა, რეალურად, ექიმს ის აინტერესებს, თუ რამდენად ხარისხიანად ჩაატარებს პროცედურას, რამდენად ხარისხიან იარაღს გამოიყენებს, რათა მკურნალობა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს“, - აღნიშნავს ჯალაბაძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში. შეგახსენებთ, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. დადგენილებამ სამედიცინო ინდუსტრიის წარმომადგენლებში შეშფოთება გამოიწვია.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/kardioqirurgta-asociaciis-prezidenti-chveni-biujetis-tanxebi-xvrelebshi-ikargeba/44642/
კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიუჯეტის თანხები „ხვრელებში“ იკარგება
სელექციური კონტრაქტირება არის ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი გამოსავალი, თუმცა, ამასთან ერთად ფასების გადახედვა მაინც საჭიროა, - ამის შესახებ კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა სულხან ლომინაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. საკითხზე საუბრისას, ლომინაძემ ერთ-ერთ გამოსავლად კლინიკების ლიცენზირების გამკაცრების საკითხი დაასახელა. მისი განმარტებით, კარდიოქირურგთა ასოციაციამ სამინისტროს არაერთხელ მიმართა თხოვნით, რათა მათ ყველა კლინიკაში, სადაც კარდიოქირურგიული პროცედურები ტარდება, გაეუმჯობესებინათ ხარისხის კონტროლი, შედეგად „აღარ იქნებოდა საქართველოში 25 კადიოქირურგიული განყოფილება, მაშინ როცა რეალურად 5-ია საჭიროა“. „მთავარია სამინისტროს ნება. ამ სიტუაციაში, სელექციური კონტრაქტირება არის ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი გამოსავალი, თუმცა ამასთან ერთად ფასების გადახედვა მაინც საჭიროა. სამინისტრო სამართლიანად აპელირებს, რომ არის კლინიკები, სადაც დატვირთვა არის 17%-18% და მეორე მხრივ, სადაც დატვირთვა 80%-90%-ს შეადგენს, რითაც საშუალო მაჩვენებელი 47% გამოდის. ამ პირობებში ეს თანხა ვერ იქნება ხარჯთეფექტური. ჩვენი ბიუჯეტის თანხები ხვრელებში“ იკარგება“,- აღნიშნავს სულხან ლომინაძე. ლომინაძემ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრაც შეაფასა: „კრება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ის საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, როგორც სამინისტროს, ასევე ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან. კრებაზე ყველა საკითხი გაირჩა. საბოლოოდ, ჩვენ გადავუგზავნეთ კალკულაციები. დღის განმავლობაში სამინისტროდან გამოხმაურებას ველოდებით“. შეგახსენებთ, 21 ნოემბერს მთავრობის 520-ე დადგენილება ამოქმედდა, რასაც სამედიცინო ინდუსტრიის წარმომადგენლების შეშფოთება მოჰყვა.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quoteveqsi-hospitlebiquot-seleqciur-kontraqtirebas-mxars-vuchert/44629/
"ევექსი ჰოსპიტლები": სელექციურ კონტრაქტირებას მხარს ვუჭერთ
სელექციურ კონტრაქტირებას მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ “ევექსის ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს. კითხვაზე - უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა სახელმწიფოს ჯერ სელექციური კონტრაქტირება დაეწყო და შემდეგ გაეთანაბრებინა ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის, მინდიაშვილი ამბობს, რომ ახლა საუბარი იმაზე, თუ რა ჯობდა, ვარაუდებს უფრო ჰგავს და არასერიოზულია. მისივე თქმით, ზოგადად სელექციური კონტრაქტირება მომართულია პაციენტისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. “ეს გულისხმობს, რომ კონტრაქტი დაიდოს ისეთ კლინიკებთან, სადაც გაცილებით უფრო დაცული გარემოა, სადაც ადგილზევეა ხელმისაწვდომი აპარატურული თუ საექიმო რესურსი და არ სჭირდება ექიმს გამოძახება და ლოდინი ან კვლევაზე გადაყვანა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა პაციენტისთვის ძალიან კარგი, ჩვენ ამ პროცესს ვემხრობით”,- აცხადებს გიორგი მინდიაშვილი. არის თუ არა სელექციური კონტრაქტირებისას მონოპოლიების და ოლიგოპოლიების რისკი, გიორგი მინდიაშვილი პასუხობს, რომ ეს ემოციური განცხადებაა. “სელექციური კონტრაქტირება რომ მოხდეს, ეს არ მოხდება ერთ და ორ კლინიკასთან. აქ ათეულობით კლინიკაზეა საუბარი. მულტიპროფილურ კლინიკებს უფრო დიდი შანსი აქვთ, თუმცა არ არის დღეს საქართველოში მულტიპროფილური კლინიკები ყველა ერთი გაერთიანების ქვეშ, ბევრი მულტიპროფილური კლინიკაა დღეს ცალკე მდგომი”, - აცხადებს გიორგი მინდიაშვილი. ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა კლინიკებისთვის ფასების გათანაბრებასთან ერთად გულისხმობს სელექციურ კონტრაქტირებასაც ანუ სახელმწიფო მხოლოდ კონტრეტულ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლებიც სპეციალურ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-biujets-mtavrobam-11-milioni-lari-daamata/44630/
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს მთავრობამ 11 მილიონი ლარი დაამატა
სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 765 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ პროგრამას საკუთარი რესურსების გადანაწილების შედეგად 11 მილიონი ლარი დაუმატა და პროგრამაში ფულის ამოწურვის დრო კიდევ რამდენიმე დღით გადაავადა. ხაზინის მონაცემებითვე, ამ თანხიდან 754 მილიონი ლარი უკვე ათვისებულია. იმისთვის, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე არ ამოწურულიყო, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად ხარჯვა ამაზე მეტს შეადგენდა და 2.277 მილიონ ლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რათა წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების განმავლობაში პროგრამა შეუფერხებლად არსებობდეს, დაახლოებით 60 მილიონი ლარის დამატება არის საჭირო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო გასული ერთი თვის განმავლობაში კერძო კლინიკების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. კლინიკების კრიტიკა საქართველოს მთავრობის #520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, თუმცა, როგორც ირკვევა გათანაბრებული ტარიფები სამედიცინო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ ფარავს, რის გამოც ისინი მთავრობისგან ცვლილების დაუყოვნებლივ გადახედვას ითხოვენ. თავისმხრივ ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ახალი ტარიფები სამართლია, ხოლო კლინიკების მიერ საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთების შემთხვევაში, ისინი ტარიფის გადახედვისთვის მზად არიან. სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაცია არის ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც #520-ე დადგენილება მიიღეს. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, პრაქტიკულად, ყოველწლიურად ვადაზე ადრე იწურებოდა 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ამ დროს, სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/klinikebma-jandacvis-saministrosgan-520-e-dadgenilebis-gadaxedvis-dapireba-miiges---eveqsi-hospitlebi-/44627/
კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან 520-ე დადგენილების გადახედვის დაპირება მიიღეს - „ევექსი ჰოსპიტლები“
კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის გათანაბრებული ტარიფების გადახედვის დაპირება მიიღეს, - ამის შესახებ bm.ge-ის „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა განუცხადა.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=219999-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A0,%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90
"დღეს ექიმები აღშფოთებულები, შოკირებულები ვართ, სამსახურში მისვლა არ მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რა მელის" - ანზორ მელია ჯანდაცვის ახალ რეფორმაზე
ჯანდაცვის ახალი რეფორმა - დადგენილებით, რომელიც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა მიიღო, პაციენტები განწირულები არიან უხარისხო სერვისებისა და ოპერაციებისთვის. სახელმწიფო დაფინანსების თანხას ამცირებს და სერვისს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს უნდა გაუწიონ კარდიოქირურგიაში, რენიმაციაში, ზოგად ქირურგიაში სახელმწიფო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად აფასებს. ახალი რეფორმის მიხედვით, დაფინანსების განახევრება იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელი ხდება საშუალო სტანდარტული მკურნალობაც კი. აღნიშნულ საკითხზე კლინიკა "გულის" დამფუძნებელი ანზორ მელია გადაცემაში "რეაქცია" საუბრობს და აცხადებს, რომ ექიმები აღშფოთებულები არიან ახალი რეფორმით. "ჩვენ ექიმები აღშფოთებულები ვართ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო საყოველთა პროგრამა და ჩვენ ექიმები ბედნიერები ვიყავით, რომ ავადმყოფს უფულობის გამო უარს არ ვეუბნებოდით, წავიდა ის დრო და საყოველთაო პროგრამამ გამოიწვია ის რომ განსაკუთრებით კარდიოქირურგია, კარდიორეიმაცია მაღალ საფეხურზე ავიდა. დღეს შოკირებულები ვართ და სამსახურში მისვლა არ მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რა მელის, მელის ის, რომ ავადმყოფს სჭირდება სტენდის ჩაყენება და ყველა ითხოვს წამლით დაფარული სტენდის ჩაყენებას. როცა ვიანგარიშე რა ჯდება წამლით დაფარული სტენდის ჩაყენება, გამოვიდა ,რომ 1800 ლარი ჯდება ეს სტენდი. მე რომ ჩავაყენო ხარისხიანი სტენდი 2050 ლარი ღირს. ჩემი კლინიკა არანაირ შემთხვევაში უხარისხო სტენდს არ ჩააყენებს, დღეს 5 კაცს გადავუდეთ და გავუშვით ავადმყოფები. როცა კაცი კვდება, რა ფულზეა საუბარი ჩააყენებ სტენდს, მაგრამ ამას სულ, ყველა შემთხვევაში ვერ გააკეთებ. სახელმწიფოს მიერ დადებული ფასი 300-400ლარით ნაკლებია" - აცხადებს ანზორ მელია.
---
03.12.2019
ჯანდაცვის სამინისტრო - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალური რეაბილიტაციისა და შშმ პირთა სერვისების დაფინანსება გაორმაგებულია
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა, სადაც შშმ პირებთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და ცხოვრებისეულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს მიერ შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების მეხუთე წელს მიეძღვნა. შშმ პირებისთვის ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. მისი თქმით კონვენციის ხელმოწერიდან 5 წლის თავზე საკმაოდ ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც ჯანდაცვის ასევე სოციალური ინკლუზიის მიმართულებით. „გაიზარდა მნიშვნელოვანი სერვისების მიმართ ხელმისაწვდომობა, მათ შორის რეგიონალურ დონეზე, თუმცა გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი, რისთვისაც საჭიროა გუნდური მუშაობა ბენეფიციართა ინფორმირების კუთხით, ასევე დაფინანსების ზრდის მიმართულებით. მნიშვნელოვანია არასამთავრობო თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სერვისების ხარისხი. უამრავი სერვისი არის, რომელიც საჭიროებს გაძლიერებას და განვითარებას, მაგალითად ზრდასრულთა რეაბილიტაცია, დღის ცენტრების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, შინ მოვლის სერვისი, მაგრამ პირველი და მნიშვნელოვანი არის სერვისის მიმწოდებლის გაძლიერება. იგეგმება დაფინანსების გაზრდა ყოველწლიურად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგებულია ზოგადად სოციალური რეაბილიტაციისა და შშმ პირთა სერვისების დაფინანსება, ასევე იგეგმება დღის ცენტრების დაფინანსების გაზრდა. ამავდროულად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ სერვისის მიმწოდებლების დატრენინგებას ხარისხის გაძლიერებისა და გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=93965&fbclid=IwAR312lm8ADXMfClQr-hq0Vxms85SOD1Qq4foey9dLaUdlc2lk2FcPiQDAWk
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/dasaqmebis-forumze-22-ma-kompaniam-shshm-pirebs-100-ze-meti-vakansia-shestavaza
დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართულ შშმ პირთა დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. პირველ ეტაპზე შეირჩა 47 შშმ პირი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა — მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაუწევს. „იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია რეგიონების განვითარება და ვიცით, რომ რეგიონში კიდევ უფრო რთულად დგას შშმ პირთა დასაქმების საკითხი, მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მთელს ქვეყანაში უნდა გაიშალოს. მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღვნიშნოთ შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით“, - განაცხადა ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. პრეზიდენტის განცხადებით, დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ვსაუბრობდეთ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე და ამ პროცესში ყველა არ იყოს ჩართული, ყველას პოტენციალი არ იყოს თანაბრად გამოყენებული, რადგან ჩვენი ქვეყანა მდიდარია ადამიანური რესურსით. საუბარია სწორედ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა უნარების გამოყენებასა და მათ დასაქმებაზე. ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა. ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე. დღევანდელ ფორუმში 22 კომპანია მონაწილეობს და მინდა მადლობა გადავუხადო დასაქმების ფორუმში მონაწილე კერძო სექტორის ყველა ამ კომპანიასა და სახელმწიფო უწყებას. დღევანდელ ფორუმს ბევრი სხვა ნაბიჯი უნდა მოჰყვეს, პროცესში მეტი კომპანია ჩაერთოს და მეტი ადამიანი დასაქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ. ფორუმში მონაწილეობდა 22 კომპანია, მათ შორის: საქართველოს რკინიგზა, ვიქტორია სექიურითი, აჭარა ჯგუფი, TBC დაზღვევა გეფა, არტ ვუდი, გუდვილი, ეკო ენდ კომპანია, ჯეოპროდუქტი, იკეა, გოჩიტსი, UGT, თბილსერვისი, დიო და სოციალური საწარმოები: კოდალა, ახალგაზრდული სახლი, ბაბალე, შშმ პირთა დასაქმების კავშირი.
---
03.12.2019
პოლიკლინიკები, რომელთაც 12 ათასზე მეტი დაზღვეული არ ეყოლებათ, შესაძლოა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამას გამოეთიშონ
კლინიკების ასოციაციის დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიებთან და პოლიკლინიკებთან მიმართებით ახალ ინიციატივაზე მუშაობს. ამის შესახებ პაჭკორიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. კერძოდ, როგორც ვილი პაჭკორიამ განაცხადა, შესაძლოა, ის პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 12 ათასზე მეტი დაზღვეული არ ეყოლებათ, საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან ჩაიხსნან. „არსებობს ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, ის პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც არ ჰყავთ 12 ათასზე მეტი დაზღვეული, საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან გაითიშონ. თუმცა, ამ შემთხვევაში ისმის შეკითხვა - თუ ასეთ პოლიკლინიკებს და ამბულატორიებს შევუწყვიტავთ სუბსიდიებს სამინისტროდან, რითი უნდა იარსებოს ამ დაწესებულებებმა, სად წავიდეს იქაური ბენეფიციარები. ეს უკვე მახინჯ სისტემას ემსგავსება, როდესაც მონოპოლიზაცია ხდება. ე.ი. ვიღაცას ვუწყობთ ხელს, რომ არსებულ ბაზარზე იყოს მონოპოლისტი და ვიღაცას ვძირავთ. რა თქმა უნდა, ამას ყურადღება უნდა მიექციოს,“- აღნიშნა ვილი პაჭკორიამ.
---
03.12.2019
2020 წელს საქართველოში ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის პირველი სარეაბილიტაციო სტაციონარის გახსნა იგეგმება
---
03.12.2019
პატარა ბიჭის სულისშემძვრელი წერილი - სასწაულების არ მჯერა, მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს
---
ბეჭდვითი მედია
04.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
საყოველთაო ჯანდაცვას მთავრობამ 11 მილიონი დაამატა, მაგრამ არც ეს იკმარებს
სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 765 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ პროგრამას საკუთარი რესურსების გადანაწილების შედეგად 11 მილიონი ლარი დაუმატა და პროგრამაში ფულის ამოწურვის დრო კიდევ რამდენიმე დღით გადაავადა. ხაზინის მონაცემებითვე, ამ თანხიდან 754 მილიონი ლარი უკვე ათვისებულია. იმისთვის, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე არ ამოწურულიყო, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად ხარჯვა ამაზე მეტს შეადგენდა და 2.277 მილიონ ლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რათა წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების განმავლობაში პროგრამა შეუფერხებლად არსებობდეს, დაახლოებით 60 მილიონი ლარის დამატება არის საჭირო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო გასული ერთი თვის განმავლობაში კერძო კლინიკების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. კლინიკების კრიტიკა საქართველოს მთავრობის #520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, თუმცა, როგორც ირკვევა გათანაბრებული ტარიფები სამედიცინო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ ფარავს, რის გამოც ისინი მთავრობისგან ცვლილების დაუყოვნებლივ გადახედვას ითხოვენ.
---