From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-04.11.2019
Received On : 04.11.2019 08:53
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 04.11.2019

 

ტელევიზია

04.11.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი ამ დრომდე ცხინვალის საავადმყოფოში რჩება. უცნობია, რა გამოკვლევები ჩაუტარდა დაშავებულს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თამარ გიგაური ჭაში შვიდი მეტრის სიღრმეზე ჩავარდა და ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მრავლობითი მოტეხილობებით ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი აპარატურა არ არის და არ ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6441263

---

 

03.11.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: იმედის კვირა

ბედიანი ერთი წლის წინ და ერთი წლის შემდეგ. "იმედის კვირა" ფსიქიატრიულ კლინიკაში ისევე ჩავიდა. ერთადერთი კითხვით თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც "იმედის კვირის" რეპორტაჟი მომზადდა და ყველამ ნახა დახურული სივრცე, სადაც ბენეფიციარები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. სიუეჟეტის ავტორი ამბობს, რომ ძველი სიუჟეტი, რომ გავიმეოროთ კადრების თვალსაზრისით დღევანდელი ეთერისთვის მომზადებულ რეპორტაჟთან განსხვავებას ვერ ნახავთ. არადა მაშინაც და დღესაც ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ იქ ცხოვრებისთვის ძალიან მძიმე პირობებია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6440461

---

 

02.11.2019

არხი:    ფორმულა

გადაცემა: ფორმულა ნიუს 20:00

პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო" ომბუდსმენს სოციალური შემწეობებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გადამოწმების დროს ოჯახებს სოციალურ დახმარებას თვეობით უჩერებენ, რაც უსამართლო და უპასუხისმგებლო მიდგომაა. პოლიტიკური პლატფორმა შემწეობის გარეშე დარჩენილ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს და ცხელი ხაზის ნომერს ასაჯაროებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6439553

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6439437

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6438921

კავკასია - დღეს 19:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6439598

---

 

02.11.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 12:00

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გრიპის საწინააღმდეგო 6 000 ვაქცინა მიიღეს და წელს 15 668 ათასი დოზის შემოტანაა დაგეგმილი. რისკ ჯგუფების ჩამონათვალს დაემატა, საბავშვო ბაღის პედაგოგები, მონადირეები, ვეტერინარისაა და გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე ადამიანები. რაც შეეხება დიაბეტის მქონე პირებს, შარშან მხოლოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდებოდა უფასო ვაქცინაცია, დღეისთვის ნებისმიერი ასაკის დიაბეტით დაავადებული პირებისთვის ვაქცინაცია უფასოდ ჩატარდება. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, აქ ვაქცინა ნოემბერში ეტაპობრივად გადაეცემათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6438408

---

 

02.11.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. მიზანი ზოონოზური ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებზე ერთიანი მიდგომის შემუშავებაა. საქართველო ამ საკითხებზე რამდენიმე წელია მუშაობს. ამ მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობემ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში თითქმის აღარ ფიქსირდება ცოფის შემთხვევები. შემცირდა ჯილეხის გავრცელებაც, თუმცა ეს საკმარისი არ არის, და ისინი აქტიურად იმუშავებენ ზოონოზური დაავადებების შესამცირებლად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6438108

---

 

02.11.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

"გავიგუდეთ" - ეკო-აქტივისტებმა რუსთავში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქალაქში არსებული ინდუსტრიული გარემო, ეკოლოგიას აბინძურებს, რაც რუსთავში სხვადასხვა დაავადებებს და სიკვდილიანობას იწვევს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სპეციალური დეტექტორების გამოთვლებით რუსთავში, ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკები, დაშვებულ ნორმას 3.5 -ჯერ აღემატება. ეკოლოგები ბიზნესმენებისგან საწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6440338

---

 

01.11.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

მინდელის სახელობის შახტაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის სესწავლის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. სოციალური პარტნიორობის სამხრევი კომისიის წევრებმა ის რეკომენდაციები მოისმინეს რაც მინდელის შახტაში უსაფრთოების ნორმების დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს. ანგარიში გერმანიის კომპანიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით არის მომზადებული შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და სხვა წევრები დაესწრნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6437646

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6437443

---

 

01.11.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: ბიზნესპარტნიორი

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 12.7%-ია. ვებ პორტალზე დარეგისტრირება, რომელიც ერთ სივრცეში დამსაქმებელსა და დასაქმებულებს აერთიანებს მარტივია, ვორქნეთით სარგებლობისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო. სამუშაოს მაძიებლები ონლაინ პლატფორმაზე საკუთარ მონაცემებს განათავსებენ, რის შემდეგაც მათ დაინტერესებული დამსაქმებელი სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით დაუკავშირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6437693

---

 

 

01.11.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15

პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს რომ მინიმალური ხელფასი თვეში 320 ლარი უნდა იყოს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და კანონი 130 000 დასაქმებულზე გავრცელდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6437473

---

 

ინტერნეტი

04.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/571114-gorshi-binis-migebis-motxovnit-devnili-ojaxebis-ganacxadebis-shevseba-daicqo

გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო. ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება 4 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყება გორში, საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე განაცხადების შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ. „უკვე არსებული განაცხადები არ განიხილება და ყველა დევნილმა ოჯახებმა, გორში ბინის მიღების მოთხოვნით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

---

 

03.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/571055-daavadebata-kontrolis-centrshi-sezonuri-gripis-sacinaagmdego-vakcinaciisa-da-gripis-epidzedamxedvelobis-shesaxeb-preskonperencia-gaimarteba

დაავადებათა კონტროლის ცენტრში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და გრიპის ეპიდზედამხედველობის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება

4 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და გრიპის ეპიდზედამხედველობის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე გამართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, სახელმწიფომ 2019 - 2020 წლის სეზონზე 100 000 დოზა ვაქცინა შეიძინა რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად უკვე განაწილებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში და რისკ ჯგუფებში შემავალ პირებს მიეწოდება უსასყიდლოდ. გრიპის გართულების რისკის ჯგუფში იმყოფებიან: ორსულები, ბავშვები, ხანდაზმულები და ნებისმიერი ქრონიკული მდგომარეობის მქონენი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რისკის ან პრიორიტეტულ ჯგუფს მიკუთვნებულმა პირებმა გრიპის ვაქცინაცია შეუძლიათ ჩაიტარონ იმ სამედიცინო დაწესებულებებში სადაც რეგისტრირებული არიან მომსახურეობის მიმღებად, თუ ეს დაწესებულება მონაწილეობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებელი ან საქართველოში არსებულ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მონაწილეობენ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლნი. გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გრიპი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადება, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად ფიქსირდება გრიპის ვირუსით გამოწვეული 3 – 6 მილიონი დაავადების მწვავე შემთხვევა, მათ შორის, ლეტალური 290000-დან 650000-მდე. გრიპის სეზონი ზოგადად განსაზღვრულია ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე და საქართველოში პიკურ გავრცელებას დეკემბრი-თებერვლისათვის აღწევს. გრიპის პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა - ვაქცინაციაა. უკუჩვენებები ვაქცინას თითქმის არ გააჩნია და თითქმის ყველასთვისაა რეკომენდირებული. საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან იმუნიზაციის პროცესი ჩაატარონ შეუფერხებლად, თუ არსებობს ასაცრელი პირის რომელიმე რისკის ან პრიორიტეტულ ჯგუფში მიკუთვნების კანონიერი საფუძველი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ახლა საქართველოში გრიპის ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდია. პრესკონფერენციას დაესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხლმძღვანელი პირები, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი და დარგის ექსპერტები.

---

 

03.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1572703307-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90

"დღეს გორის სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან კიდევ ერთი სასიხარულო ამბით დაბრუნდა..." - გორში მშობიარე ქალმა ბავშვი სახლში გააჩინა

გორში მშობიარე ქალმა ბავშვი სახლში გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,დღეს გორის სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან კიდევ ერთი სასიხარულო ამბით დაბრუნდა - ჯანმრთელი, ენერგიული და გამორჩეულად აქტიური ბიჭი საკუთარ სახლში დაიბადა! - წერს თალაკვაძე. თალაკვაძის ცნობით, გამოძახებაზე ექიმი მაია ნაოჭაშვილი იმყოფებოდა: „ასეთი შემთხვევების დროს, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენი გზა, ადამიანთა გადარჩენიდან ახალი სიცოცხლის დაბადებამდე, მართლაც მნიშვნელოვანი და ღირსეულია” - ამბობს ექიმი მაია ნაოჭაშვილი.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=217639-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98

კვირა.ჯი- http://kvira.ge/513454

---

 

02.11.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/saarsebo-shemtseobis-charitskhva-45-000-adamians-sheucherda-akhali-saqartvelos-sotsialuri-samsakhuris-khelmdzghvaneli/63740

საარსებო შემწეობის ჩარიცხვა 45 000 ადამიანს შეუჩერდა - „ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი

ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, საარსებო შემწეობის ჩარიცხვა 45 000 ადამიანს შეუჩერდა. მისივე თქმით, უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებს აბსურდული მიზეზებით უწყდებათ აღნიშნული დახმარება. „ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში „ახალი საქართველოს“ სოციალურმა სამსახურმა დავაანონსეთ, რომ 2019 წელს მოსალოდნელი იყო სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარებების შეჩერება - შეწყვეტა. როგორც ვხედავთ ხელისუფლების ხელში სოციალური დახმარებები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა და არასაარჩევნო წელს ყოველთვის იყენებენ ეკონომიის გასაკეთებლად. ყოვლად აბსურდული მიზეზებით უჩერდებათ საარსებო შემწეობა ადამიანებს. ყოველ დღე მოგვდის შეტყობინებები უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან. ზოგიერთ ოჯახებს წელიწადში ორჯერ, 3 -3 თვით უჩერებენ დახმარებას და გამოდის, რომ ნახევარი წელი ჩვენს გვერდით ადამიანები კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებიან. რიგ ოჯახებს კი - უწესებენ ერთწლიან აკრძალვას, რაც იმას ნიშნავს რომ 1 წელი მათი განაცხადი ამ პერიოდში არ განიხილება. 45 000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა. მივმართავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საქართველოს მასშტაბით, მერებს, გამგებლებს, რომ პარალელურად უფასო სასადილოების სიებიდან ეს პირები არ ამოიღონ. ხოლო, ვინც მოლოდინის რეჟიმში იყო და ეს შემწეობა შეუჩერდა, გამოინახოს რესურსი და ამ ადამიანებისთვის სასადილოებიდან საკვების წაღება მაინც გახდეს შესაძლებელი. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, რომ შეეცვალათ ეს უპასუხისმგებლო მიდგომა და მანამდე არ შეეჩერებინათ ოჯახებისთვის დახმარება, სანამ არ დადასტურდებოდა, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი, საერთოდ არაკომპეტენტური და არასენსიტიური აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართ. მივმართავ სახალხო დამცველსაც, კიდევ ერთხელ დაინტერესდეს ამ ადამიანების მდგომარეობით. აქვე ვაქვეყნებ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერს, რომელსაც პირადად ვუპასუხებ - 591051601. ჩვენ მისამართია: თბილისი, ვაკე, მეცხრე საავადმყოფოსთან, ზურა ავალიშვილის N8. ვისაც უსამართლოდ გიჩერებენ ამ დახმარებას მოგვმართეთ და შეგვატყობინეთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/570985-axali-sakartvelos-socialuri-samsaxuris-xelmzgvanelis-teona-chalizis-gancxadebit-saarsebo-shemceobis-charicxva-45-000-adamians-sheucherda

---

 

02.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1572692595-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1

არაფერი შეგვიძენია და რატომ მოვიდა ამდენი ქულა ვერ გავიგეთ - ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მცხოვრებ ჭაფანძეების ოთხსულიან ოჯახს, გასული წლის მაისში, სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დახმარება მოუხსნა. ოჯახმა ერთი წლის შემდეგ, განმეორებით შემოწმების მიზნით, სააგენტოს განცხადებით მიმართა, თუმცა მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, ოჯახს კიდევ უფრო მაღალი სარეიტინგო ქულა მიანიჭეს. „სოციალური დახმარება გვქონდა, როდესაც სარეიტინგო ქულა 37 000 იყო. შემდეგ მოვიდა , კომისია და 75 000 ქულა მოგვივიდა. არაფერი შეგვიძენია და რატომ მოვიდა ამდენი ქულა ვერ გავიგეთ, თქვენ თავადაც ნახეთ, რა მდგომარეობაა. 45 კვადრატში ვცხოვრობთ 4 სული. 4 ოთახიდან 2 საცხოვრებლად უვარგისია, “ – ამბობს ოჯახის დიასახლისი ლაურა ჭაფანძე. სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის ნატალია ქირიას განცხადებით, ოჯახი გეგმიური 4-წლიანი შემოწმების მიზნით 2017 წელს შემოწმდა. როგორც სოციალური სააგენტოს ცენტრის უფროსის მოადგილე ამბობს, გეგმიური შემოწმების შემდეგ ოჯახს შესაბამისი სარეიტინგო ქულა მიენიჭა. თუმცა მას, იმ კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუ რის საფუძველზეც მოეხსნათ ჭაფანძეების ოჯახს სოციალური დახმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახს დემოგრაფიული ზრდის საფუძველზე, განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნის სრული უფლება აქვს. „დეკლარაციის შევსებიდან და სარეიტინგო ქულის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში, ოჯახს ისევ შეუძლია მომართოს სააგენტოს, თუმცა მათი შვილი მსახურობს ჯარში. დემოგრაფიული ცვლილების საფუძველზე მათ შეუძლიათ განმეორებით მოითხოვონ შემოწმება, შესაბამისად მათ კიდევ ერთი შანსი მიეცემათ, რომ სოციალური დახმარება მიიღონ,“ – განაცხადა ნატალია ქირიამ. ჭაფანძეების ოთხსულიანი ოჯახი, სოციალურ დახმარებას მიიღებს თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს სოციალური აგენტი მათ საცხოვრებელ მდგომარეობას.

---

 

02.11.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/sakoveltao-djandatsvis-programashi-chartuli-klinikebistvis-patsientebis-momsakhurebis-tarifebi-gatanabrdeba/63726

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. ცვლილებით, რომელიც მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ) შევიდა, ამ ეტაპზე, ახალი ტარიფები კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ამოქმედდება. ცვლილებები ძალაში ორ კვირაში შევა. უწყებაში განმარტავენ, რომ პაციენტი კვლავ გადაიხდის თანაგადახდის განსაზღვრულ ოდენობას, თუმცა აღნიშნული გადასახადი შემცირდება და ერთნაირი იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. დაფინანსების ახალი სისტემა ეტაპობრივად სხვა სამედიცინო სერვისებზეც გავრცელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. „რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები. მართალია, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები“, – აცხადებენ სამინისტროში.

---

 

01.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570929-tqibulis-shaxtashi-shromis-usaprtxoebis-mimartulebit-arsebuli-mdgomareobis-angarishi-socialuri-partniorobis-sammxrivi-komisiis-cevrebs-gaacnes

ტყიბულის შახტაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანგარიში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრებს გააცნეს

ტყიბულის შახტაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანგარიში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრებს გააცნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კომისიის წევრებმა ის რეკომენდაციები მოისმინეს, რაც მინდელის შახტაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს. მინდელის სახელობის შახტაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. ანგარიში დამოუკიდებელი, გერმანული კომპანია DMT-ის მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით არის მომზადებული. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესწრებოდა. „განვიხილეთ ტყიბულის შახტის ამოქმედების საკითხი, მოგეხსენებათ, ობიექტი უბედური შემთხვევის შემდეგ იყო გაჩერებული. აქედან გამომდინარე, ძალიან მკაცრი მონიტორინგი დაწესდა შრომის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის მეშვეობით, დაიწერა ძალიან კომპლექსური დასკვნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინვესტორი სრულიად იზიარებს ამ ანგარიშს და მზად არის, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა მოამზადოს, რისთვისაც ჩვენი რეკომენდაციით იგივე გერმანელი სპეციალისტები ყავთ ჩართული. მათი მეშვეობით ჩვენც მოვახერხებთ და გავუწევთ მონიტორინგს კონკრეტული გეგმის შესრულებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, ტყიბულის შახტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემასთან დაკავშირებული რეკომენდაციებია. „დასკვნა გერმანულმა კომპანიამ ქართული ექსპერტების ჩართულობით დადო. ყველაზე მნიშვნელოვანია სისტემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც ეხება უსაფრთხოების და რისკების შეფასების სისტემის დანერგვას. ამაში შედის ტექნიკური საკითხები, ისეთი როგორიც არის ლიფტების მოწყობა და ასევე პერსონალის გადამზადება, ინფორმირება და აღჭურვა”, - განაცხადა ბარკალაიამ. შეხვედრას სამმხრივი კომისიის წევრების გარდა DMT-ის წარმომადგენლები და საქნახშირის ახალი მფლობელებიც ესწრებოდნენ. „ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ტერიტორიაზე და ჩავატარეთ მოკვლევა, მე პირადად გავეცანი იქ არსებულ მდგომარეობას და ამის შემდეგ დავწერეთ აღნიშნული ანგარიში. მალე ახალ ანგარიშსაც მოვამზადებთ, რომელის დროსაც ფოკუსირება წარმოების ახალ ადგილებზე მოხდება, ყურადღებას გავამახვილებთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის საკითხებზე და განვახორციელებთ მონიტორინგს, მოხდა თუ არა ამ საკითხების გადაჭრა. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ შახტაში უსაფრთხოების ნორმების იმპლემენტაცია მოხდება“, - განაცხადა კომპანია DMT-ის წარმომადგენელმა სტეფან პეტერსმა. „სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი“-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რომელიც მინდელის შახტაში მიმდინარე უსაფრთხოების სამუშაოების იმპლემენტაციას პერმანენტულად დააკვირდება და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს. „ჩვენმა კომპანიამ გარკვეულწილად უკვე დიდი ნაბიჯები გადადგა ხარვეზების გამოსასწორებლად. გერმანული კომპანია იმისთვის ჩამოვიყვანეთ, რომ პროგრესის შესახებ ახალი დასკვნა მოამზადონ. ამასთანავე ქცევის წესების შედგენის კუთხით და აფეთქების მიმართულებით თურქი სპეციალისტებიც იქნა ჩამოყვანილი, რომლებიც კვირის ბოლომდე დაასრულებენ მუშაობას. გერმანელი სპეციალისტები წლის ბოლომდე მოამზადებენ ახალ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება გამოსასწორებელი საკითხები და გაგრძელდება მონიტორინგი სპეციალისტების მიერ. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლებსაც დავატრენინგებთ. შემდგომი ეტაპი კი ახალი ტექნოლოგიით ნახშირის მოპოვება იქნება, რომლის იმპლემენტაცია 2 წლის განმავლობაში იგეგმება“, - განაცხადა „სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი“-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე ჩოჩიამ. სამმხრივი კომისიის შეხვედრას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლები და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/tqhibulis-shakhtashi-shromis-usaphrthkhoebis-mimarthulebith-arsebuli-mdgomareobis-angarishi/

პია.ჯი- http://pia.ge/post/290333-jandacvis-saministrosi-mindelis-saxtasi-sromis-usafrtxoebis-mimartulebit-arsebuli-mdgomareobis-seswavlis-angarisis-prezentacia-gaimarta

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92319

ბიემ.ჯი-https://bm.ge/ka/article/tyibulis-shaxtashi-shromis-usafrtxoebis-mimartulebit-arsebuli-mdgomareobis-angarishi-waradgines/42909/

---

 

01.11.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/giorgi-tsotskolaurma-aphethqebis-shedegad-dashavebuli-mamakatsi-khechinashvilis-klinikashi-moinakhula/

გიორგი წოწკოლაურმა აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ქარელში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 58 წლის მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა. „მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება დამწვრობის ცენტრში, სადაც შემთხვევიდან უმოკლეს დროში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაშავებულს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე საათში, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება მის მდგომარეობაზე დაზუსტებით საუბარი”, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. მინისტრის მოადგილე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად, ქარელში, შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაზიანებული დევნილთა საცხოვრებელი შენობის აღდგენა უმოკლეს ვადაში მოხდება.

პია.ჯი- http://pia.ge/post/290240-giorgi-wowkolaurma-afetqebis-sedegad-dasavebuli-mamakaci-xecinasvilis-klinikasi-moinaxula

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/570881-giorgi-cockolaurma-devnilta-dasaxlebashi-apetkebis-shedegad-dashavebuli-mamakaci-klinikashi-moinaxula

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92298

---

 

01.11.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/gaphantuli-sklerozis-mqone-patsientebma-mkurnalobis-khelmisatsvdomis-mkhardamtcheri-onlain-petitsia-sheimushaves/

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავეს

„გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიასა და საკრებულოს, მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პაციენტების მკურნალობის და რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება, ” – ნათქვამია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების განცხადებაში. მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შემუშავებულია პაციენტების მიერ და ხელმოწერების შეგროვა უკვე დაიწყო! პეტიციის მიზანს, საქართველოში გაფანტული სკლეროზით მქონე პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. გამოქვეყნებული შედეგები მკურნალობის ხელშეწყობის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიასა და საკრებულოს გადაეგზავნებათ. შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის – Bringing us closer“. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. საქართველოში რეგისტრირებულია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო დაავადების მამოდიფიცირებებელი რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა ისინი არ ფინანსდება ქვეყანაში მიმდინარე რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რის გამოც გაფანტული სკლეროზის მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის. პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო! დროული მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ისინი დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ: გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა – ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/513172

ექსპრესნიუს.ჯი-https://expressnews.com.ge/?id=92285

---

 

01.11.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradzes-parlamentshi-15-noembers-mousmenen/

ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში 15 ნოემბერს მოუსმენენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. პარლამენტის ბიურომ დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართვა განიხილა „მინისტრის საათის“ განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ. დადგენილი გრაფიკის თანახმად, „მინისტრის საათი“ მიმდინარე კვირის ხუთშაბათს უნდა გამართულიყო, თუმცა, ბიუროს წევრების თანხმობით ერთი კვირით გადაიწია და 15 ნოემბერს ჩაინიშნა.

---

 

01.11.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/klinikebistvis-pacientebis-momsakhurebis-gatanabrebuli-tarifebi-or-kvirashi-amoqmeddeba/?fbclid=IwAR3-RrxnwhAByrj9blnQYh7ZZb9PAQiVNzlYkP1AeKwaiKoSuDowUGH1B9I

პაციენტების მომსახურების გათანაბრებული ტარიფები კლინიკებისთვის ორ კვირაში ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ცვლილებით, რომელიც მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ) შევიდა, ამ ეტაპზე, ახალი ტარიფები კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ამოქმედდება. ცვლილებები ძალაში ორ კვირაში შევა. უწყებაში განმარტავენ, რომ პაციენტი კვლავ გადაიხდის თანაგადახდის განსაზღვრულ ოდენობას, თუმცა აღნიშნული გადასახადი შემცირდება და ერთნაირი იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. დაფინანსების ახალი სისტემა ეტაპობრივად სხვა სამედიცინო სერვისებზეც გავრცელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. „რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები. მართალია, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები“, – აცხადებენ სამინისტროში.

---

 

01.11.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/thurnava-okupirebuli-teritoriebidan-idzulebith-gadaadgilebul-627-ojakhs-sakhelmtsipho-sakuthrebashi-arsebuli-binebi-simbolur-phasad-gadaetsema/

თურნავა: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 627 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 627 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები, რომელშიც ისინი დღეს ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად გადაეცემა“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამისი ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა, რაზეც მთავრობის მხარდაჭერა მიიღო. „627 ოჯახს ჩვენ სიმბოლურ ფასად გადავცემთ იმ ბინებს, სადაც ისინი დღეს არიან განთავსებული და დავუმკვიდრებთ სახელმწიფო საკუთრებაში დღეს არსებულ ამ ქონებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ჩვენც ვმონაწილეობთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განმარტებით, 627 ოჯახს გადაეცემა 665 უძრავი ნივთი (ზოგიერთ ოჯახს ძირითად საცხოვრებელ ფართთან ერთად გადაეცემა დამხმარე ფართებიც. გადასაცემი ქონება მდებარეობს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: თბილისი (გლდანი, თემქა, საბურთალო, სამგორი, ვარკეთილი, წყნეთი), ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მცხეთა, დუშეთი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ახალციხე, ბორჯომი, ზესტაფონი, სამტრედია, თერჯოლა, წყალტუბო, მარტვილი და ჩხოროწყუ.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/saqarthvelos-19-dasakhlebul-punqtshi-627-devnil-ojakhs-satskhovrebeli-pharthebi-1-larad-gadaetsemath/

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=217584-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/570899-okupirebuli-teritoriebidan-izulebit-gadaadgilebuli-627-ojaxi-saxelmcipo-sakutrebashi-arsebul-binebs-simbolur-pasad-miigebs

---

 

 

ბეჭდვითი მედია

04.11.2019

მედისაშუალება:      ალია

"ლაპარასკოპის ფული გამოგვართვეს, დანით გამჭრეს, მკაცრი საუბრის მერე, დაგვიბრუნეს ფული" - სკანდალური პოსტი ექიმებზე

ფეისბუქმომხმარებელი, ნელ ელიზბარაშვილი, სოციალური ქსელის საჯარო ჯგუფში: "სასოწარკვეთილი მომხმარებელი" პოსტს აქვეყნებს: "პოსტი ექიმებზე 1 აგვისტოს არამიანცში მიმიყვანეს, ეჭვი იყო ბრმანაწლავზე და ჯერ ეხო უნდა გადამეღო, რომ გამეგო რა ხდება ჩემს თავს. მისული არ ვიყავი 15 წუთში ოპერაციაზე მიშვებდნენ, ჩემი თანხმობის გარეშე. ყოველგვარი ანალიზების გარეშე, არც ნარკოზის სინჯი აუღიათ. ექიმი იყო ალექსანდრე გვაზავა და მეორეს სახელი არ მახსოვს. ერთმა ქრონიკული ბრმანაწლავიაო, მეორემ მწვავეო (ეს ხელის დადებით დაასკვნეს მხოლოდ). ჩემს ქმართან დალაპარაკება დამშვიდობებაც არ მაცალეს. დაგვაბნიეს ძალიან (ეს კიდევ ცალკე თემაა რომ ტკივილების და ნერვიულობის ფონზე ბევრი რაღაც გაგვეპარა და დავრჩით მანდ..) მეუღლეს უთხრეს, ლაპარასკოპიით თუ გინდათ გაკეთება, 200 ლარი უნდა გადაიხადოთ და არ გაიჭრებაო, რა თქმა უნდა დავთანმდით. მეუღლე გაუშვეს სახლში ნივთებისთვის, დაიწყო გადაუდებელი ოპერაციაო მოატყუეს, მე მითხრეს თანხმობა მოგვცა ოპერაციის და ნივთებზე წავიდა ამიტომ დავიწყოთო კლინიკაში მისვლიდან 15 - 20წუთში საოპერაციოში შევედი, ჩემი ფეხით, სრული გონებით და სავსებით კარგად ვგრძნობდი თავს, თუ არ ჩავთვლით რომ მწიწკნიდა ბრმა ნაწლავის ადგილი სიარულის დროს. ოპერაცია რომ დამთავრდა მეუღლეს მოახსენეს ქირურგებმა, რომ ჩატარდა ლაპარასკოპია და მეც ასე ვიცოდი რომ არ ვიყავი გაჭრილი, ამიტომ ბევრი უნდა იმოძრაო და ნუ აბუქებ განა რა გტკივაო მეუბნებოდა მედ პერსონალი‍. პარასკევს გამიკეთდა ოპერაცია და მხოლოდ კვირას დილით შემოვიდნენ გადახვევაზე ჩემი ექიმები, ისიც უამრავი ნარეკის შემდეგ. მეუღლე თავზე ვერ მედგა ის დღეები, ჯერ რომ ბავშვი ჰყავდა ჩაბარებული, მეორეც პატარა პალატაში მეორე ნაოპერაციებიც ქალი იყო და არ გამოდიოდა, ოჯახის სხვა წევრები გასულები იყვნენ ქვეყნიდან. სრულიად უყურადღებოდ ვიყავი. თერმომეტრი მოვითხოვე, მომიტანეს,მაგრამ მთელი დღე არ შემოსულან რომ გაეგოთ მქონდა თუ არა სიცხე. შებერილობის წამალი მჭირდებოდა და ჩადი იყიდე, ჩვენ ვერ მოგიტანთ, არ გვაქვს უფლებაო... გადახვევაზე რომ შევედი უზარმაზარი ნაკერი დავინახე, ზედ ტატუ დაიხატეო მომახსენა ექიმმა გავბრაზდი და მოვითხოვე კლინიკის დატოვება. სახლში ვაჩვენე მეუღლეს ნაკერი, მოვყევი სიტუაცია. ნაკერების მოხსნაზე რომ მივედით, მეუღლე ექიმთან შევიდა და საკმაოდ მკაცრი საუბრის შემდეგ ექიმმა ლაპარასკოპიული ოპერაციის ფული დაგვიბრუნა. ჩვეულებრივი ოპერაცია გაჭრით უფასოდ მეკუთვნოდა და ფული 200ლარი უნამუსოდ გააკეთა ჩემზე, თანაც აქ ფულზე ნაკლებად არის ლაპარაკი, არ მინდოდა მქონოდა შრამი, ეს იყო აუცილებელი პორობა. ‍ოპერაციის მსვლელობის დროს გადავწყვიტეთ გაგვეჭრაო მაგრამ ოპერაციის შემდეგ რომ ნახეს მეუღლე ლაპარაკოსპია გავაკეთეთ და 200 ლარია გადასახდელიო... ფორმა 100-ში, რომელიც კლინიკიდან წამოვიღეთ, წერია, რომ კლინიკაში მომიყვანა მეუღლემ ნახევრად უგონო მდგომარეობაში, მქონდა ღებინება, პირის სიმშრალე. ჩამიტარდა საჭირო 10 ანალიზი თუ კვლევა ოპერაციის წინ, რომ ამიღეს ნარკოზის სინჯი. ყოველივე ეს საერთოდ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვარ მსუბუქად ალერგიული, რაც დააფიქსირეს ისტორიის შევსებისას, მაგრამ მაინც სინჯის გარეშე გამიშვეს. რამდენიმე თვე პერიოდულად და ბოლო 3 4 დღე საკმაოდ მტკიოდა ბრმანაწლავის ადგილი და მიშეშდებოდა ფეხი სულ ეს იყო ‍ჩემი იქ ყოფნის პერიოდში პალატა არ დაულაგებიათ."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6440767&name=04.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 

04.11.2019

მედისაშუალება:      ბანკები და ფინანსები

ამორტიზებული საბჭოთა ინფრასტრუქტურა და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ჯანდაცვის სექტორი

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით (2016 წ.), საქართველოს მოსახლეობა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში საშუალოდ იმაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს, ვიდრე რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მოსახლეობა. სამედიცინო დანახარჯები საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 308 დოლარს შეადგენს, რაც რეგიონში არსებულ საშუალო დანახარჯზე ნაკლებია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან სამედიცინო დანახარჯების წილი ქვეყნის მშპ-ში 8%-იან ნიშნულზეა დასტაბილურებული და რეგიონულ ჭრილში მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის დასტაბილურება განპირობებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით, რის შედეგადაც მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიწყო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები მიემართება ჯანდაცვის მიმართულებით, ფაქტია, რომ სექტორში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა არსებობს. განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია რეგიონების მასშტაბით, სადაც კლინიკები საკმაოდ მოუწესრიგებელია და ხშირ შემთხვევაში, მოძველებული და ამორტიზებული საბჭოთა დროინდელი ინფრასტრუქტურა გვხვდება. სწორედ ჯანდაცვის სექტორში არსებულ დაბალ დონეზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ექიმებთან შეხვედრისას და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისათვის, რათა ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები იმსახურებენ. „ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ ექიმებმა უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების საკმაოდ დიდი რაოდენობაა ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში პატარაკლინიკები განვითარებას ვერ ახერხებენ. „დღეს ჩვენ კლინიკების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს. მსოფლიოში ვართ მეორე ან მესამე ადგილზე. 79 კლინიკა გვაქვს 1 მილიონ მოსახლეზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით. ჰოსპიტალების სიმრავლე იწვევს მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს იმიტომ, რომ ყველა კლინიკას სჭირდება მენეჯერი, დამხმარე პერსონალი, ფინანსური გუნდი. საწოლფონდი ის გვჭირდება, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არის არარაციონალურად გადანაწილებული, რაც ზრდის მომსახურების ხარჯს და მეორეც, ამცირებს მომსახურების ხარისხს იმიტომ, რომ იმ პატარა კლინიკას განვითარებისა და მაღალ ტექნოლოგიებში ინვესტიციის შესაძლებლობა აქვს ძალიან დაბალი“, – აცხადებს გაბუნია. თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი შეისწავლა საერთაშორისო ორგანიზაცია „კოლიერსმა“ და მათი შეფასებით სექტორი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. „თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. სექტორის ჯამური მიწოდება700,000 კვ.მ-ს შეადგენს, საიდანაც უმეტესი წილი საბჭოთა დროის საავადმყოფოებზე მოდის, როგორებიცაა რესპუბლიკური საავადმყოფო, მედისონი ვაჟა-ფშაველაზე და ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებების მასშტაბური კლასტერი. ჯამური ფართობიდან თანაბარი - 28%-28% საბურთალოსა და დიდუბეში წარმოდგენილ სამედიცინო დაწესებულებებს უკავიათ, დარჩენილი 44% კი სხვა უბნებშია გადანაწილებული. უძრავი ქონების მფლობელობის ტიპების მიხედვით არსებული სამედიცინო დაწესებულებების ჯამური ფართობიდან 87% საკუთარ უძრავ ქონებას წარმოადგენს, 11% იჯარით არის აღებული, ხოლო 2% შერეული ტიპის მფლობელობაა. დაქირავებული ფართების საიჯარო განაკვეთი 2.5 დოლარიდან 25 დოლარამდე მერყეობს, რაც ქონების ადგილმდებარეობაზე, ზომაზე, საიჯარო პირობებსა და სხვა ძირითად მახასიათებლებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნულია „კოლიერსის“ კვლევაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6440873&name=04.11.2019+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

04.11.2019

მედისაშუალება:      ბანკები და ფინანსები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სხდომაზე მთავრობამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ჩვენ დღეს გამოვედით ინიციატივით და მთავრობამ დაგვიჭირა მხარი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს საკუთრებაში მიიღებს. ეს ოჯახები დღეს დე ფაქტო ცხოვრობენ იმ ბინებში, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო საკუთრებას, ჩვენ სიმბოლურ ფასად მათ გადავცემთ და ვუმკვიდრებთ საკუთრებაში ამ ბინებს. ეს შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე 19 დასახლებულ პუნქტს, ესაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მცხეთა, დუშეთი და ა.შ. ამ გადაწყვეტილების შედეგად ადამიანები დაიმკვირდებენ თავის მუდმივ, კანონიერ საკუთრებაში იმ ბინებს, რაც მათ ფაქტობრივად, აქვთ დაკავებული და რა თქმა უნდა, ეს მათი კეთილდღეობის მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია”, - განაცხადა თურნავამ პრესკონფერენციაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6441149&name=04.11.2019+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

02.11.2019

მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ამირან გამყრელიძე: ცოფის, ჯილეხისა და ბრუცელოზის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთიანი ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. მისი მიზანი ზოონოზური ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებზე ერთიანი მიდგომის შემუშავებაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ცხოველებსა და ადამიანებს შორის გადამდები დაავადებები მსოფლიოში კვლავ გამოწვევად რჩება. „ცხოველიდან გადატანილი დაავადებები მნიშვნელოვანია დღესაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ცოფი მინიმუმამდე დავიყვანეთ და სამი წლის განმავლობაში აღარ გვქონდა, თუმცა წელს სამწუხაროდ ერთი შემთხვევა გვაქვს, ჯილეხი საკმაოდ შევამცირეთ, პროგრესი გვაქვს ბრუცელოზთან მიმართებაშიც. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროსთან, გვაქვს სწრაფი რეაგირების ერთიანი მიდგომა.ზოონოზური დაავადებები დიდი გამოწვევა გახლავთ მსოფლიოსთვის გამომდინარე იქედან, რომ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის პორობებში შეიძლება მოულოდნელი საფრთხეები აღმოჩნდეს, ქვეყნები ამისთვის მზად უნდა იყვნენ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6438156&name=02.11.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

​