| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-03.12.2019 |
| Received On : | 03.12.2019 09:11 |
მედიამონიტორინგი 03.12.2019
ტელევიზია
03.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
შშმპ საერთაშორისო დღე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522797
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522996
---
03.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი დღე
3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შშმპ-თა დასაქმების 1 დღიანი ფორუმი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ გადაცემაში სტუმრად იმყოფებიან სიმონ პეტრიდისი და მარიამ ბეზარაშვილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522635
---
03.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სახელმწიფომ ავტოფარეხებში მდებარე კლინიკებზე გასცა ლიცენზია. ეს ბიემჯისთან ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ თქვა. მისი თქმით, თუ ბოლო სტატისტიკას გადავხედავთ 2011-დან 2018 წლის ჩათვლით კლინიკების რაოდენობა 229-დან 272-მდე გაიზარდა და დღეისთვის მილიონ მოსახლეზე 79 კლინიკა ფუნქციონირებს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფომ ავტოფარეხებში მდებარე კლინიკებზე გასცა ლიცენზია, რომელთა უკან ბიზნესმენები, პარლამენტარები, სამინისტროს წარმომადგენლები დგანან, ამბობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522475
---
03.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
520-ე დადგენილების გამო აბოტმა შესაძლოა ქართული ბაზარი დატოვოს. ეს განცხადება ჯოენის კლინიკისა და ჰელსიკორის არითმოლოგიის ხელმძღვანელმა გიორგი პაპიშვილმა გააკეთა. გულის რიტმის ასოციაციის ებოტის ქართული წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ახალი დადგენილებით გათვალისწინებული თანხა 13 500 ლარი არ ფარავს იმ ხარჯებს, რაც შესაბამისი სამედიცინო მასალების შესყიდვას სჭირდება. ძალიან დიდი იმედი გვაქს, რომ მოხერხდება ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის საერთო ენის გამონახვა, სხვა შემთხვევაში არითმოლოგიური მიმართულება დაიხურება, ხოლო ხარისხიან კომპანიებს მოგვიწევს საქართველოს ბაზრის დატოვება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522462
---
03.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
5 პირი, ვინც ქართული ოცნების ოფისთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა, ამ დროისთვის საავადმყოფოდან ყველა მათგანი გაწერილია. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით ყველა მათგანს სხეულის ზედაპირული დაზიანება აღენიშნებოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522752
რუსთავი 2 -კურიერი 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522383
---
03.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ეს არის 25-ე დღე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან, რომლის გათავისუფლების მოთხოვნითაც ესტონეთის დედაქალაქში, ტალინში, მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქალაქის მთავარ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება გააპროტესტეს და მას სოლიდარობაც გამოუცხადეს. აქციას, რომელიც ქართული სათვისტომოს ორგანიზებით ჩატარდა, ცხადია, დაესწრო საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი. ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს 2-თვიანი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდა. 19 ნოემბერს ცხინვალის კაგებემ განაცხადა, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის მოვლენებშიც იღებდა მონაწილეობას სამხედრო ექიმის სტატუსით და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის კაპიტნის წოდებაც აქვსო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519819
---
02.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
"ჯო ენის" კლინიკისა და კლინიკა "Helsicore"-ის არითმოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში #520-ე დადგენილების შემოღების გამო, ქვეყნის ბაზარი შესაძლოა ამერიკული სამედიცინო აპარატებისა და მოწყობილობების მწარმოებლის Abbot-ის ქართულმა წარმომადგენლობამ დატოვოს. როგორც გულის რიტმის ასოციაციისთვის Abbot-ის ქართული წარმომადგენლობის მიერ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ახალი დადგენილებით გათვალისწინებული თანხა 13,500 ლარი არ ფარავს იმ ხარჯებს, რაც შესაბამისი სამედიცინო მასალების შესყიდვას ესაჭროება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522222
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6520655
---
02.12.2019
არხი: კავკასია
გადაცემა: ბარიერი
ჯანდაცვაში შექმნილი ვითარება. მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, გამოსცა 520-ე დადგენილება, რომელმაც კლინიკებს დაუდგინა ახალი ტარიფები და კლინიკები ამბობენ, რომ ტარიფების პირობებში, ფაქტობრივად, მუშაობა შეუძლებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522172
---
02.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია ვერ სრულდება. საქართველოში საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მსოფლიოში დადგენილ სტანდარტს ორ-სამჯერ აჭარბებს. 2018 წელს დაფიქსირებული მცირედი კლების მიუხედავად, მონაცემი მაინც საგანგაშოა. სახელმწიფო პრობლემის გადაჭრას და ფიზიოლოგიური მშობიარობის წახალისებას გამკაცრებული რეგულაციებით, მათ შორის სოლიდური ფინანსური სანქციებით ცდილობს, თუმცა სასურველი შედეგი ჯერ ვერ დგება. სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდების შეცვლას ურჩევს. არ არის გამორიცხული, რომ პრობლემის გადასაჭრელად საკეისრო კვეთის დაფინანსების წესში ცვლილება შევიდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522166
---
02.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
საქართველოში წამლები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად ძვირდება. 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილზე ფასების მატება 96%-ს აჭარბებს. რატომ იზრდება ფასები და როგორ აპირებს სახელმწიფო მედიკამენტებზე მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესებას?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522012
---
02.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
"კურიერი" ექსკლუზივი - მენინგიტის სავარაუდო შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფექციის ნიშნები რამდენიმე მოზარდს აღენიშნება. ამის გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს. სასწავლო პროცესს უკვე რამდენიმე დღეა მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ესწრება. მშობლები დროულ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6521252
---
02.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით იზრდება. გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით ბიუჯეტის ასიგნებები 14 მილიარდ 432 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით მომავალ წელს მთავრობა 300 მილიონი ლარით მეტ საშინაო ვალს აიღებს. ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 16 მილიონი ლარით იზრდება, განათლების სამინისტროს იგი 30 მილიონ ხუთასი ათასი ლარით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522188
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6521383
---
02.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ტყვეობის 24-ე დღე, ვაჯა გაფრინდაშივლი ისევ ოკუპირებული ცხინვალსი საპატიმროში რჩება. დეფაქტო რეჟიმი ექიმს არარსებული საზღვრის გადაკვეთას ედავება. დაკავებული ამას არ ეთანხმება და 2 თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გატაცებული ექიმის შესახებ გრიგორი კარასინთან ისაუბრა პრემიერის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522120
---
02.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ოკუპირებულ ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა დეფაქტო უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩაატარა, რომელზეც ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნა გადაწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება იმ ადამიანებს ექნება, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო ან მაღალტექნოლოგიური დახმარება სჭირდებათ და რუსეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა არ აქვთ. ორ თვეზე მეტია, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ახალგორის მოსახლეობას პრობლემები ექმნება. ამის გამო ადგილობრივები თბილისში სამკურნალოდ ჩასვლას ვერ ახერხებენ. მას შემდეგ, რაც დეფაქტო ცხინვალმა ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, პაციენტების მცხეთასა და თბილისში გადმოყვანა შეუძლებელი გახდა. დეფაქტო ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიზეზად სოფელ ჩორჩანაში აგებული საგუშაგოს ასახელებდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6521248
პალიტრა ტვ -პალიტრა ნიუს 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6522116
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6521593
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6521586
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6521149
---
02.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
მამა დავითს დახმარება სჭირდება, სასულიერო პირი ძვლის სიმსივნეს ებრძვის. მკურნალობის მესამე ეტაპისთვის მამა დავით ძვირადღირებული მკურნალობა თურქეთში უნდა ჩაუტარდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6521434
ინტერნეტი
03.12.2019
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირების შედეგად ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტი საავადმყოფოდან გაწერილია
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტი საავადმყოფოდან გაწერილია. ხუთი პაციენტიდან ორი ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი, ხოლო სამი „ნიუ ჰოსპიტალსში“. ექიმების თქმით, მათ აღენიშნებოდათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა კვლევების შედეგად რაიმე სახის გართულება არ გამოკვეთილა. სამედიცინო პერსონალის დაკვირვების შემდეგ, სამმა პაციენტმა რამდენიმე საათში დატოვა დაწესებულება, ხოლო ორი პაციენტი ღამის განმავლობაში გაეწერა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები საღამოს შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ მცხეთაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაშავდა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ახალგაზრდებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/575528-shshm-pirta-dasakmebis-porumi-gaimarteba
შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება
დღეს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, ფორუმი ერთდღიანია და მის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან. დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები შშმ პირებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - www.worknet.gov.ge.
---
02.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sakeisro-kvetebis-magali-machveneblis-gamo-wels-saqartveloshi-eqvsi-klinika-djamshi-600-atasi-larit-dadjarimda
საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებლის გამო, წელს საქართველოში ექვსი კლინიკა ჯამში 600 ათასი ლარით დაჯარიმდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, საკეისრო კვეთების გადაჭარბების გამო, ხუთი კლინიკა დაჯარიმდა. მონაცემები საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, დაჯარიმებული კლინიკები და მათზე დაწესებული სანქციებია: 1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა – 49800 ლარი. 2. ევექსის ჰოსპიტლების იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი – 149700 ლარი 3. ემბრიო – 111900 ლარი 4. ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა – 115800 ლარი 5. ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი – 99900 ლარი 6. ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი – 49500 ლარი. ამასთან, მიმდინარე წელს, სამეანო-ნეონატალური სერვისის მომწოდებლის სტატუსი შეუწყდა ერთ სამედიცინო დაწესებულებას – ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობების წილი 2000 წლიდან 4.3- ჯერ გაიზარდა და 2017 წელს მშობიარობათა საერთო რაოდენობის 44.7% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს სამჯერ აღემატება. 2018 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების პროცენტი კი შემცირდა და 41.6%-ს გაუტოლდა. 2017 წლის პირველი მარტიდან საქართველოში ამოქმედდა სანქციები იმ სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც გარკვეულ პერიოდში (ამ ეტაპზე ეს პერიოდი ერთი წლითაა განსაზღვრული) საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი არ შემცირდა. ამასთან, სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით.
აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=9431
---
02.12.2019
მენინგიტის შემთხვევა თბილისის სკოლაში - ავადმყოფობა მეოთხეკლასელს დაუფიქსირდა
მენინგიტის სავარაუდო შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფექციის ნიშნები რამდენიმე მოზარდს აღენიშნება - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ავრცელებს. ამის გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს. სასწავლო პროცესს უკვე რამდენიმე დღეა მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ესწრება. მშობლები დროულ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვენ. ფაქტს სკოლის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ. „სამწუხაროდ მენინგიტის ფაქტი დადასტურდა სკოლაში. მე-4 კლასელს დაუფიქსირდა. სკოლამ ყველა საჭირო ზომა მიიღო, იმ დღესვე ჩატარდა დეზინფექცია. მხოლოდდამხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი და ამ ბავშვის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება“ - აცხადებს სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიქოვანი
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=93908
---
02.12.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/jandatsvis-saministro-mtskhethashi-dashavebuli-pirebi-eqimebis-dakvirvebis-qvesh-rchebian/
ჯანდაცვის სამინისტრო: მცხეთაში დაშავებული პირები ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან
სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ ბინაზე გაეწერებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყება მცხეთაში დღეს მომხდარი დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება. “დღეს, მცხეთაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 პაციენტის ჰოსპიტალიზება მოახდინა. პაციენტებს თავის გარეგანი ტრავმები აღენიშნებოდათ. მათ თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდათ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არცერთ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდება. ამჟამად, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ ბინაზე გაეწერებიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მოძრაობა “გაბედეს” აქციაზე დაირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის. შსს-მ 7 პირი დააკავა. არიან დაშავებულებიც.
---
02.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/575425-okupirebuli-cxinvali-axalgoris-mcxovreblebs-tbilisshi-mkurnalobis-nebartvas-azlevs
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის მცხოვრებლებს თბილისში მკურნალობის ნებართვას აძლევს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ახალგორის მცხოვრებლებს, რომელთაც სასწრაფო და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით შეუძლიათ გადავიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა. ამასთან, ოსური მხარის ცნობით, ახალგორიდან პენსიონერებისთვის, რომელთაც არ აქვთ „სამხრეთ ოსეთის და/ან რუსეთის მოქალაქეობა და პენსიას მხოლოდ საქართველოდან იღებენ“, სპეციალური პირობები შეიქმნება.
---
02.12.2019
ახალგორის საავადმყოფოში მყოფი თამარ გიგაური გამოთქვამს ეჭვს, რომ თბილისში მკურნალობის საშუალება არც ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიეცემა
ახალგორში დაშავებული 67 წლის თამარ გიგაური კვლავ ოკუპირებული დაბის საავადმყოფოში რჩება. დაშავებული პედაგოგის ახლობლების არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გიგაურს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის საშუალება არ მისცეს. თამარ გიგაური, რომელმაც ტრავმა 3 ნოემბერს, რამდენიმე მეტრი სიღრმის ორმოში ჩავარდნისას მიიღო, ჯერ ახალგორის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს, თუმცა, ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კლინიკიდან გაწერილი პაციენტი კვალავ ახალგორის საავადმყოფოს სტაციონარში მოათავსეს. თამარ გიგაური ,,ინტერპრესნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას გამოთქვამს ეჭვს, რომ შეუზღუდავად გადაადგილების და შესაბამისი სამედიცინო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა არც ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიეცემა. ,,ე.წ. პროპუსკები ორი თვის წინ ჩამოგვართვეს, ამის მიზეზად ,,პროპუსკების“ ვადის გასვლა დაასახელეს, ამ დოკუმენტის გარეშე კი, გამშვებ პუნქტზე არავინ გაგვატარებს. ფაქტია, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, ახლაც საავადმყოფოში ვწევარ. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ უნდა გახსნან ახალგორის გამოსასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, მაგრამ არ ვიცი, ამ ,,პროპუსკის“ გარეშე როგორ შევძლებ სამკურნალოდ გამოსვლას“, - განაცხადა თამარ გიგაურმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
---
02.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/axalgorelebi-shvelas-itxoven-am-zamtars-sicivit-da-shimshilit-nel-nela-amovixocebit
ახალგორელები შველას ითხოვენ - „ამ ზამთარს სიცივით და შიმშილით ნელ-ნელა ამოვიხოცებით“
1500-ზე მეტი მძევლად აყვანილი მოსახლეობა-ახალგორელები შველას ითხოვენ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუ ე.წ. ჩაკეტილი საზღვარი არ გაიხსნა, ამ ზამთარს მოსახლეობა ნელ-ნელა სიცივით და შიმშილით ამოიხოცება. თითქმს მესამე თვეა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტივის გამო რეგიონი ჰუმანიტარული კატსტროფის ზღვარზეა. ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, იზოლაციაში ცხოვრობს. დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებისთვის გადაადგილების შეზღუდვას არ განმარტავს. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის მიზეზი წნელისის ქართული საგუშაგოა, რომლის აშენების საპასუხოდ დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ვინაობის დასახელებისგან მისი თხოვნით თავს ვიკავებთ, ყვება, რომ ახალგორში სიტუაცია დღითი-დღე მძიმდება. პენსიონერებს ფული გამოელიათ, ავადმყოფები ვერ იღებენ კვალიფიციურ დახმარებას და პრობლემები ყოველდღიურად მატულობს. მათ არავის იმედი აღარ აქვთ, რომ თბილისში ან კიდევ ცხინვალში პრობლემას გადაწყვეტენ. ხშირია ფაქტები, როდესაც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიისა და, შესაბამისად, გათბობის გარეშეა ხშირად დარჩენილია საავადმყოფოც, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში ხვდება. ე.წ. უშიშროების კომიტეტმა კი „შავი სია“ შეადგინა, რომელშიც 3 წლის ბავშვიც კი მოხვდა. ადგილობრივი ამბობს, რომ ეს „შავი სია“ პერიოდულად იზრდება. საშვზე 35-ზე მეტ ადამიანს უკვე უარი ეთქვა. „ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში უმძიმეს სიტუაციაა.1500-ზ მეტი ადამიანი ოსურმა მხარემ მძევლად აიყვანა. მოსახლეობას არა აქვს არც რუსული და არც ოსური პასპორტი. ვერ იღებენ პენისებს. პურსაც კი ნისიად ვყიდულობთ. აფთიქებში არ არის ელემენტარული ტკივილგამაყუჩებელი. მაღაზიები დაცარიელებულია, ვისაც რამე აქვს შემორჩენილი სამმაგ და ოთხმაგ ფასებში ყიდიან. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართულ პენისიაზე და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სამი თვეა არავის არაფერი აუღია. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც სასწრაფოდ ქიმიო–თერაპია ესაჭიროებათ. შეშა და ფქვილი ძვირია. არის სიტუაცია, როდესაც ელექტროენერგია მიდის და ხან 36 საათის განმავლობაში არ მოდის. ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ არ ვიცით, ალბათ ასე სიცივით და შიმშილით ნელ-ნელა დავიხოცებით. აქ არიან ასევე ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტებიდან გამორიცხვის საფრთხის წინაშე დგანან. ზოგის ოჯახის წევრები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე იქით დარჩა, ზოგიც აქეთ. თუ ვინმე ცხინვალიდან პროდუქტს ჩამოიტანს იმდენად ძვირია, რომ გაღატაკებული ხალხი ყიდვას ვერ ახერხებს. ნისიადაც აღარ უნდათ მოცემა, რადგან არვინ იცის ე.წ. საზღვარი როდის გაიხსნება. ალბათ, როცა ე.წ. საზღვარს გახსნიან ცოცხლები აღარ დაგხვდებით“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“. ტრაგიკული შემთხვევა სწორედ ამ შეზღუდვას მოჰყვა. 29 ოქტომბერს, ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა, რაც ევროკავშირმა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ტრაგიკული მაგალითად შეაფასა. გარდა ამ ფაქტისა, ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებულის ოჯახი ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას უშედეგოდ ითხოვს. დღემდე ასევე პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 15 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონ კვეთის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი ჭაში ჩავარდნილი პაციენტის მოსანახულებლად მიდიოდა. ყოფილი მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი რაც ახლა ახალგორთან დაკაშირებით ხდება, ომის დროსაც არ ყოფილა. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ახალგორში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა, თუმცა უკვე მესამე თვეა ხელისუფლების მხრიდან ამის მზაობა არ ჩანს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ არსებობს პირდაპირი კონტაქტები, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებასთან საუბრის შედეგად საქართველოს ხელისუფლება თავის თანამოქალაქეებს უნდა დაეხმაროს. ასევე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს სიის შედგენა რა სახის მედიკამენტები და პირველადი სახის დახმარება ესაჭიროებათ. ამის შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ წითელი ჯვრის ან სხვა კონტაქტების დახმარებით, ადგილობრივებს უნდა გაუგზავნოს. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ახალგორელები განაწყენებულები და გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ კარასინი აბაშიძის შეხვედრის დროს მათი პრობლემის განხილვა არ მოხდა. „ახალგორელები აღშფოთებულები არიან იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს, მათი საკითხი არ დაისვა და ამ პრობლემის მოგვარებაზე თავს არავინ იწუხებს. ადგილობრივები იმაზე ბრაზობენ, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ახალგორის ჩაკეტვა ისეთი მტკივნეული არ არის, როგორც თუ გინდ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრებას მოჰყვა. რა თქმა უნდა, გაფრინდაშვილის დაკავებას რომ აჟიოტაჟი უნდა მოჰყოლოდა, ამაზე ადგილობრივები არც დაობენ, მაგრამ უკვე მესამე თვეა არანაკლებ მძიმე პრობლემის ირგვვლივ, რასაც ამდენი ადამიანის ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნა ქვია, არავინ არფერს აკეთებს. მეც მიკვირს, რატომ არ მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან ერთად ახალგორის ე.წ. საზღვრის გახსნის საკითხი“,-აცახდებს პაატა ზაქერიშვილი. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ სიტუაცია ასევე ლავროვის და ზალკანიანის შეხვედრის შემდეგ გაუარესდა. ზაქარეიშვილს აინტერესებს საერთოდ რა იყო მათი ნიუ ორკში შეხვედრის მიზანი და საუბრის თემა, თუ არა ახალგორის პრობლემა. „ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ თუნდაც ოსეთის მხრიდან და მათთან საუბარი და კონტაქტი დღემდე მაქვს. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ მიდის საუბარი და აქვთ კონტაქტები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. თუმცა ესენი მე მეუბნებიან, რომ მათ არავინ ეხმაურებათ და არანაირი საუბარი არ მიდის. არანაირი რეზულტატი არ გვაქვს, პირიქით, სიტუაცია უარესობისკენ წავიდა. თუ კონტაქტები არის, სიტუაცია უფრო რატომ ფუჭდება? მე როდესაც მინისტრი ვიყავი, ექიმის გადასვლაზე ვურეკავდი, ვუთანხმებდი და მანქანით გადადიოდა, რომ ადგილობრივებისთვის ოპერაცია გაეკეთბინათ. სერგეენკო ყოველთვის მეხმარებოდა, რომ ახალგორელებისთვის მედიკამენტები მიმეტანა. ასეთი რამ ომის დროს არ მონხდარა. ეს არის კატასტროფა.არ იციან საქმე როგორ გააკეთონ და ხალხი ასე უყურადღებოდ უკვე მესამე თვეა დატოვებული ჰყავთ. არსებობს რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ჩამოვიდნენ და მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები ვლადიკავკაზიდან ახალგორელებს შეუტანონ. ამას ყველაფერს გაგება და მუშაობა უნდა’, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
---
ბეჭდვითი მედია
03.12.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
დატოვებენ თუ არა მსხვილი სამედიცინო კომპანიები საქართვეოს?
მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი , ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან , ჯანდაცვის რეფორმით იწონებდა თავს თუმცა, ახლა ირკვევა, რომ ეს რეფორმა ჩვეულბრივი " ფეიკი" ყოფილა და მეტი არაფერი. თავად " მეოცნებეებიც " კი ამბობენ რომ ის რაც დავით სერგეენკომ კარგი გააკეთა, მისმა შემცვლელმა, ეკატერინე ტიკარაძემ წყალს გაატანა. მოკლედ საქმე ის გახლავთ რომ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გამოსცა ნომერ 520 - ე დადგენილება, რომლის თანახმადაც, 21 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურქგიის, კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები ამოქმედდება. დავიწყოთ ექსპერტ სერგო ჩიხლაძის განცხადებით : " ქალბატონო მინისტრო, გასაგებია რომ გინდათ შეამციროთ ხარჯები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო უკვე წლებია ვერ აკონტროლებს, მაგრამ უსამართლო და გაუაზრებელი ტარიფებით ეს ვერ მოხერხდება. ჯანდაცვის სისტემა უკვე წლებია ფინანსურად გაბანკროტებულია. გარდა ამისა, რომ სამინისტრომ უკვე ამოწურა საბიუჯეტო სახსრები, სამედიცინო დაწესებულებების 6 - 7 თვის დავალიანება 300- 400 მილიონ ლარს აღწევს. წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილმა არაკომპეტენტურობამ და გულგრილობამ სრულ კრახამდე მიიყვანა სისტემა. ყოველივე ამის ფონზე თქვენ მიერ შემოთავაზებული მთავრობის ეს დადგენილება კიდევ უფრო ამძიმებს ჯანდაცვის სფეროში შექნილ ისედაც მძიმე ვითარებას და საერთოდ ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს." ნათქვამია ღია წერილში, რომელიც ჩიხლაძემ ტიკარძეს გაუგზავნა, თუმცა მინისტრმა ეს წერილიც , ტრადიცისამებრ უპასუხოდ დატოვა. მინისტრის რეფორმას " ოცნების" ყოფილი წევრი ლევან კობერიძეც აპროტესტებს და ამბობს, რომ სანამ რეფორმა დაიწყეობდა, ჯანდაცვის სამინისტროს მედიკოსებთან უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია და მათი მოსაზრებები გაეგო. 26 - მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, ბიზნესომბუდსმენს, პარალმენტის თავჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღუა წერილითაც მიმართეს და ზემოთხსენებული დადგენილების გადავადება მოითხოვა, თუმცა ხელისუფლებამ თვალი დახუჭა და თეთრხალათიანების თხოვნა არ გაითვალისწინა. გადავიქცევით დაახლოებით ტაჯიკეთის დონის ქვეყნად. არც ერთი სერიოზული კომპანია არ მუშაობს ტაჯიკეთში, სწორედ აქეთ მივდივრთ. საკითხი შემდეგნაირად დგას - კლინიკები ვეღარ იყიდიან ძვირადღირებულ მასალებს. ტრანსნაციონალური კომპანიები კი, შეიძლება ბაზრიდან გავიდნენ. ჯანდაცვის უწყებაში არც იმას მიაქციეს ყურადღება რომ თანამედრპოვე გაიდლაინით პაციენტს უნდა ჩაუყენდეს წამლიანი სტენტი და არა - მეტალის. სპეციალისტების თქმით, აწორედ ამაში გამოიხატება მინისტრ ტიკარაძის არაკომპეტენტურობა. "საქართველოს გულის რიტმის" ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას , რომლის თანახმადაც, არსებობს ალბათობა, რომ ზემოთხსენებული დადგენილობის გამო ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ხარისხიანმა კომპანია abbott -მა შესაძლოა საქართველო დატოვოს.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სერგო ჩიხლაძე: "ჯანდაცვის სისტემა გაკოტრებულია"
ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძეჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს და 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ შექმნილ მძიმე ვითაებას მიმოხილვას: "ახალი რეგულაციით, თანხების დაზოგვა კი არა, კატასტროფულად დავარდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, დაიხურება მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებები, შემცირდება ხელფასები, მოხდება კვალიფიციური კადების უცხოეთში გადინება, შემცირდება სამუშაო ადგილები. ჯანდაცვის სისტემა, წლებია უკვე, ფინანსურად, ფაქტობრივად, გაბანკროტებულია. გარდა იმისა, რომ სამინისტრომ უკვე ამოწურა საბიუჯეტო სახსრები, სამედიცინო დაწესებულებების 6-7 თვის დავალიანება 300-400 მილიონ ლარს აღწევს. წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილმა არაკომპეტენტურობამ და გულგრილობამ სრულ კრახამდე მიიყვანა სისტემა. კატასტროფულად დაეცა ხარისხი, ვერ განვითარდა პირველადი ჯანდაცვა, ვერ ხდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია, სამედიცინო კარდები არათანაბარზომიერადაა გადანაწილებული, ექთნების კატასტროფული ნაკლებოვაა ქვეყანაში, წამლების ხარისხი და უსამართლო ფასები უდიდესი გამოწვევაა მოსახლეობისთის, - აღნიშნულია წერილში.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში ამოიწუროს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაზრდილი ხარჯების გამო, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ამოიწურება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტიდან 745.1 მილიონი ლარი უკვე დახარჯული და ათვისებულია. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე პროგრამის ერთი თვისთვის მხოლოდ 9 მილიონი ლარი რჩება. იმისთვის, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე არ ამოწურულიყო, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად ხარჯვა ამაზე მეტს შეადგენდა და 2.277 მილიონ ლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რათა წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების განმავლობაში პროგრამა შეუფერხებლად არსებობდეს, დაახლოებით 60 მილიონი ლარის დამატება არის საჭირო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო გასული ერთი თვის განმავლობაში კერძო კლინიკების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. კლინიკების კრიტიკა საქართველოს მთავრობის #520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, თუმცა, როგორც ირკვევა გათანაბრებული ტარიფები სამედიცინო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ ფარავს, რის გამოც ისინი მთავრობისგან ცვლილების დაუყოვნებლივ გადახედვას ითხოვენ. თავისმხრივ ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ახალი ტარიფები სამართლია, ხოლო კლინიკების მიერ საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთების შემთხვევაში, ისინი ტარიფის გადახედვისთვის მზად არიან. სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაცია არის ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც #520-ე დადგენილება მიიღეს. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, პრაქტიკულად, ყოველწლიურად ვადაზე ადრე იწურებოდა 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ამ დროს, სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.
---
03.12.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საყოველთაო ჯანდაცვას ფული აღარ აქვს - მთავრობამ სასწრაფოდ თანხა უნდა მოიძიოს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაზრდილი ხარჯების გამო, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ამოიწურება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტიდან 745.1 მილიონი ლარი უკვე დახარჯული და ათვისებულია. წლის ბოლომდე მხოლოდ 9 მილიონი ლარი რჩება, რაც ძალიან მცირე თანხაა იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ თვეში 69 მილიონი ლარი იხარჯება. იმისთვის, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე არ ამოწურულიყო, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად ხარჯვა ამაზე მეტს შეადგენდა და 2.277 მილიონ ლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რათა წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების განმავლობაში პროგრამა შეუფერხებლად არსებობდეს, დაახლოებით 60 მილიონი ლარის დამატება არის საჭირო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო გასული ერთი თვის განმავლობაში კერძო კლინიკების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. კლინიკების კრიტიკა საქართველოს მთავრობის N520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, თუმცა, როგორც ირკვევა გათანაბრებული ტარიფები სამედიცინო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ ფარავს, რის გამოც ისინი მთავრობისგან ცვლილების დაუყოვნებლივ გადახედვას ითხოვენ. მთვრობა ამ მხრივ ერთსულოვანია. ჯანდაცვის მინისტრის შეუვალი პოზიციის გარდა, პრინციპულობას იჩენს ფინანსთა მინისტრიც. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესში ფინანსთა მინისტრის მოადგილეც იყო ჩართული. „მთავარი მიზანი ეკონომია კი არ არის, მთავარი მიზანი არის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა. მან უნდა გაუძლოს მრავალ წელს ისე, რომ არ მოხდეს არც ხარისხის ვარდნა და არც შეფერხებები გადახდების საკითხში, რაც შიგადაშიგ გვაქვს ხოლმე. ზოგ შემთხვევაში ჩამორჩენაა კლინიკების მიმართ ანაზღაურების ნაწილში. ამიტომ ეს სისტემა უნდა იყოს მდგრადი. მოთხოვნა იზრდება ამ სერვისზე, შესაბამისად, აქ უნდა შემოვიტანოთ ისეთი კომპონენტები და ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად მოვიცვათ დაფარვა, ვისაც ერგება აღნიშნული სერვისი, ხარისხი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ კიდეც, მაგრამ ეს იყოს ფისკალურად მდგრადი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით ცვლილება ამას ემსახურება და მისი აზრით, პროექტი წარმატებით წარიმართება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებით დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება. ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს. „გავზარდეთ წამლით უზრუნველყოფის პროგრამა 10-დან 20 მილიონამდე. ეტაპობრივად მოვახდენთ ქრონიკული დაავადებების და ასევე, შემდეგი ეტაპი იქნება სხვა დაავადებებისათვის საჭირო პრეპარატებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ცე ჰეპატიტის პროგრამით ჩვენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, რადგან ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს ამ პროგრამას სთავაზობს ამერიკელი მეგობრების დახმარებით“, - განაცხადა ხუნდაძემ. სახელმწიფო მართლაც ბევრს ხარჯავს და ყოველი წლის ბოლო თანხის მხრივ დეფიციტშია. „ბიზნეს მედიას“ ინფორმაციით, 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა.
---