From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-03.09.2019
Received On : 03.09.2019 08:28

 

 

მედიამონიტორინგი 03.09.2019

ტელევიზია

02.09.2019

არხი: I არხი

გადაცემა: ბიზნესპარტნიორი

შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები ამოქმედებულია. 1 სექტემბრიდან შრომოს უსაფრთხორების შესახებ კანონო არამხოლოდ საფრთხის შემცველ მძიმა ან მავნე პირობებიან სამუშაოებზე არამედ ეკონომიკური საქმინობის ყველა დარგზე ვრცელდება. ასეთი ისქნება მაგალითად ოფისები, მაღაზიები, ავტო სერვისები და ა.შ. იმ შემთვევაში თუ ორგანიზაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 30 არ აღემატება შრომის ინსპექცის ინსპექტორის მოვალეობის შესრულება დამსაქმებელს შეეძლება იმ პირობით თუ გავლილი აქვს აკრედიტაციის პროგრამა. ამ დრომდე სერთიფიცირებულია 1400 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ ცვლილებების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის გახაფხულზე გახდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6307637

---

 

02.09.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

სამსახურებში დღეიდან შრომის უსაფრთხოების ინსპექტორების ყოფნა სავალდებულო გახდა. კანონის ეს ნაწილი ძალაში ახლახან შევიდა. უსაფრთხოების დასაცავად წინ გადადგმულ ნაბიჯს, სპეციალისტების შეფასებით დაბრკოლება დახვდა - ეს სპეციალისტების დეფიციტია. ფაქტია რომ ბაზარზე ინსპექტორებზე მოთხოვნა მაღალია, სპეციალისტები კი არცისე ბევრი. რეგულაცია ყველა იმ სამსახურს ეხება რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მათ შორისაა სამშენებლო სექტორი, სადაც ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ფიქსირდება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6308638

---

 

02.09.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ზუგდიდში სავარაუდოდ სასმელი წყლით 6 ადამიანი მოიწამლა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6308619

---

 

 

ინტერნეტი

02.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministro-16-wlis-luka-fofxadzis-gardacvalebaze-pasuxismgebelia-samedicino-dawesebulebebi-da-eqimebi

ჯანდაცვის სამინისტრო: 16 წლის ლუკა ფოფხაძის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს ერთდროულად ეკისრებათ

რეანომობილის გაუმართაობის გამო, 41 დღის განმავლობაში კომაში მყოფი 16 წლის ლუკა ფოფხაძე დღეს გარდაიცვალა. — მოზარდის ისტორია დღეს ყველამ კარგად იცის. ოჯახის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას რომ გამართულად ემუშავა ბავშვი გადარჩებოდა. სწორედ პაციენტის კატასტროფის მანქანით ტრანსპორტირებისას წარმოშობილი სამედიცინო ხარვეზების შედეგად ვითარება რადიკალური გახდა - მოზარდს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რის გამოც მას ტვინი გაეთიშა. ერთი შეხედვით მარტივი ტექნიკური პრობლემის გარდა, სხვა სირთულეებიც დაფიქსირდა, რასაც საბოლოოდ ჯანდაცვის სისტემასთან მივყავართ. ამიტომ დღეს „კომერსანტი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. კითხვაზე - ვის ეკისრება მოზარდის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას? - უწყებამ სამედიცინო დაწესებულებები და ექიმები დაასახელა, თუმცა ბოლოს აღიარა, რომ პასუხისმგებლობა სამინისტროსაც ეკისრება: „აქ გამოიკვეთა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა. ისინი სამინისტროს მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ. ასევე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ექიმებსაც, რომლებიც იმ პაციენტს ემსახურებოდნენ. უახლოეს მომავლში, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში, მათი საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილება და გადაწყდება ვის რა სახის სასჯელი შეეფარდება. ეს შესაძლოა იყოს გარკვეული დროით საექიმო საქმიანობის შეჩერება, ან სამუდამოდ საექიმო უფლების შეჩერება“,- განმარტავს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ კაპანაძე. როგორც ზაალ კაპანაძე გვიამბობს, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა სამედიცინო დაწესებულებას და ექიმს, რომელიც იმ ღამეს მოზარდს მკურნალობდა: „ თავის დროზე ბავშვი ხერხემლისა და კიდურების ტკივილის სიმპტომების გამო გადაიყვანეს ამბოლაურში, რაიონული ჯანდაცვის ცენტრში. აქ ადგილზე ვერ მოხდა მოზარდის შესაბამისი მართვა, ამიტომ ცენტრს დაეკისრა პასუხისმგებლობა. შემდეგ ნათესავების დაჟინებული მოთხოვნა იყო მოზარდის თბილისში გადაყვანა და გამოიძახეს ლენტეხის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კატასტროფის ბრიგადა (მოგეხსენებათ, იმ პერიოდისთვის ამბროლაურს რეანომობილი არ ემსახურებოდა). გადაადგილების პერიოდში კი ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. თავად კატასტროფის ბრიგადაშიც გარკვეული სამედიცინო აპარატურის ტექნიკური ხარვეზი გამოიკვეთა. კერძოდ, ბავშვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება დროულად ვერ მოხდა და ამიტომ მას მექანიკურად მართავდნენ. შემდეგ გადაიყვანეს დროებით ტყიბულის „ევექსის“ კლინიკაში, საიდანაც 4 საათში ქუთაისში, ცხაკაის სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენტული მედიცინის ცენტრში მოათავსეს. ყველა ამ დაწესებულებაში გარკევული დარღვევები დაფიქსირდა - პაციენტის მართვასთან დაკავაშირებით, ჩანაწერებთან მიმართებაში... ასევე გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობა“. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში დარღვევები გამოიკვეთა და დაფიქსირდა პროფესიული დანაშაულის ფაქტებიც, ნიშნავს თუ არა ეს თავად ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობას? ეკისრება თუ არა ასეთ დროს პასუხისმგებლობა უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს ? - ამ კითხვას ზაალ კაპანაძე შემდეგს პასუხობს: „დიახ, ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს გაუმართავობის გამო. უწყების უშუალო და პირდაპირი მოვალეობაა, რომ გაუმართავ სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით განახორციელოს მონიტორინგი. გიდასტურებთ რომ სამინისტრო სისტემატურად ახორციელებს ასეთი ტიპის მონიტორინგს , თუმცა არის შემთხვევები, როცა ასეთი რაღაცები მაინც ხდება. ალბათ კანონმდებლობაშიც ხარვეზებია, რადგან არაა შესაბამისად მოქნილი. ვგულისხმობ იმას, რომ სამინისტრომ სრულად მოიცვას ამ ბრიგადების გადამოწმება. საქმე იმაშია, რომ ლიცენზიის გაცემისას ისინი პირობებს აკმაყოფილებენ, მაგრამ რადგან მუდმივი დაკვირვების ქვეშ არ არიან, სამედიცინო დაწესებულებები ხშირად ზოგავენ და არ აგზავნიან გამოძახებაზე. ერთი სიტყვით, 16 წლის ლუკა ფოფხაძის გარდაცვალებაზე პასუხისმგებობა ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს ერთდროულად ეკისრებათ“. გამოსავალს ზაალ კაპანაძე საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგის გამკაცრებაში ხედავს: „პრობლემის აღმოსაფრქველად საჭიროა უფრო მასშტაბური და სისტემური გახდეს. ასევე საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რათა ის ცარიელი სივრცე შეივსოს, ანუ იმ ნაწილის კონტროლის სავალდებულო გახდეს, რომელიც დღეს არ კონტროლდება“. შეგახსენებთ, 16 წლის მოზარდი ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს მიიყვანა. მალევე გამოიძახეს რეანომობილი, რომელსაც ბიჭი ქუთაისში უნდა წაეყვანა. თუმცა, ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. ამასთან, გზაში რეანომობილის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა და პაციენტს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რამაც მისი გულ-ფილტვის გაჩერება გამოიწვია. ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება სწორედ ამან გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით ემერჯენსის (სასწრაფო დახმარება) მიმართულებით ამოქმედდა რეგულაციები და მისი იმპლემენტაციაც უკვე დაწყებულია. ტრაგიკული ფაქტის შემდეგ, ოფიციალურად რეანომობილით მომსახურება ამბროლაურის რაიონში ხელმისაწვდომი გახდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/561990-16-clis-mozardi-romlis-janmrtelobis-mdgomareobac-reanomobilis-gaumartaobis-gamo-gartulda-gardaicvala

აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=5677

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/16461-gardaizvala-16-xlis-mozardi-romlis-mkurnaloba-reanomobilis-gamo-dagvianda

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=213419-%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/154901-16-tslis-mozardi-romelic-komashireanomobilisgaumartaobis-gamo-chavarda-gardaicvala

კვირა.ჯი- http://kvira.ge/495245

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/mozardi-romelits-ratchidan-quthaisshi-gaumarthavi-reanomobilith-gadaiqhvanes-gardaitsvala/

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/213349-16-tslis-mozardi-romlis-janmrthelobis-mdgomareobac-reanomobilis-gaumarthaobis-gamo-garthulda-gardaicvala.html?lang=ka-GE

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1567424490-16-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

ნიუპოსტ.ჯი- http://newpress.ge/teqvsemti-wlis-mozardi-romlis-janmrtelobis-mdgomareobac-reanomobilis-dazianebis-gamo-gartulda-gardaicvala

---  

 

02.09.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/213353-zugdidsa-da-thbilisshi-binis-misaghebad-devnili-ojakhebis-ganackhadebis-migheba-daitsyo.html?lang=ka-GE

ზუგდიდსა და თბილისში ბინის მისაღებად დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქალაქ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. განაცხადების შევსებას დევნილის სტატუსის მქონე პირები მხოლოდ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ. განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. „აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ამ ეტაპზე, განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ზუგდიდში აშენებულ ბინებზე. განცხადებით მომართვა შეუძლიათ ორი კატეგორიის დევნილ პირებს: ნებისმიერ დევნილ პირს და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გამართული ომების დევნილ ვეტერანებს ან ამ ომებში დაღუპულების დევნილ ოჯახის წევრებს. ვეტერანების შემთხვევაში, განცხადებების მიღება ამ ეტაპზე შესაძლებელია ზუგდიდში და ასევე თბილისსა და ქუთაისში აშენებულ ბინებზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება მხოლოდ 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. განმცხადებელმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ომის ვეტერანის და/ან ოჯახის წევრის ომში დაღუპვის დამადასტურებელი საბუთები. „სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505“, - ნათქვამია სამინისტროს განცახდებაში.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/grdzelvadiani-satskhovrebeli-fartit-dakmakofilebis-taobaze-devnili-odjakhebis-ganatskhadebis-migheba-daitsko/62109

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/satskhovrebeli-pharthith-dakmaqhophilebis-thaobaze-devnili-ojakhebis-ganatskhadebis-migheba-daitsqho/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89229

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/231795-grdzelvadiani-satskhovrebeli-fartit-dakmaqofilebis-taobaze-devnili-ojakhebis-ganatskhadebis-migheba-daitsqo

კვირა.ჯი- http://kvira.ge/495257

---  

 

02.09.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/279685-zugdidis-saavadmyofosi-gardacvlili-pacientis-ojaxma-aqcia-gamarta

ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახმა აქცია გამართა

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში სამი წლის წინ გარდაცვლილი 19 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. შოთიკო ცირგაიას დედა, ირინა წურწუმია ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვს პასუხი, დადგინდა თუ არა ექიმის ბრალეულობა მისი შვილის გარდაცვალებაში. "სამი წლის წინ დავკარგე 19 წლის შვილი უბრალო გაციების გამო და ჯერ ოჯახს არ გვაქვს პასუხი, არის თუ არა დამნაშავე ექიმი. განა ბევრ რამეს ვითხოვთ, დაასრულოს ექსპერტიზამ თავისი საქმე, თქვან, არიან თუ არა დამნაშავეები, თუ არ არიან, ისიც თქვან. ნუთუ ამდენი დრო სჭირდება ერთი საქმის გადახედვას. ექსპერტიზის პასუხი არის, რომ შოთიკო გარდაცვლილია ჟანგბადის უკმარისობის გამო. ახლა უნდა დაამტკიცონ, მაია ჯალაღონია არის თუ არა დამნაშავე და ის ჯგუფი, რომელიც მის გვერდით იყო იმ საღამოს“, - ამბობს წურწუმია. ოჯახის ახლობლები საქმის დასრულებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია. საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობდა. ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ კი სახლში გაწერეს, თუმცა მდგომარეობის რამდენიმე დღეში კვლავ დამძიმების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა.

პრაიმტაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1567421216-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1

---

 

02.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/561977-potshi-socialuri-momsaxurebis-saagento-dasakmebis-porums-gamartavs

ფოთში სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ფორუმს გამართავს

4 სექტემბერს, ფოთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენოტან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფორუმი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით ტარდება და მის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. ამასთან, დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაც ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას რეგიონში მოქმედი 21 კომპანია შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. „სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს. ფოთში დასაქმების ფორუმი 4 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიება გაიმართება რესტორანში „ვერსალი“, მისამართი: ფოთი, მარჯანიშვილის ქუჩა N1. ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 1505“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/4-seqtembers-phothshi-sotsialuri-momsakhurebis-saagento-dasaqmebis-phorums-gamarthavs/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89217

პია.ჯი- https://pia.ge/post/279670-4-seqtembers-fotsi-socialuri-momsaxurebis-saagento-dasaqmebis-forums-gamartavs

---

 

02.09.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1567420428-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

სახლში გაწერის შემდეგ პაციენტმა ოჯახი ამოხოცა - ფსიქიატრი ჯაბა ტყემალაძე

ფსიქიატრი ჯაბა ტყემალაძე ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრიოვ არსებულ სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მიდგომა არ შეიცვალა, პროგნოზი კიდევ უფრო არასახარბიელო იქნება. „დაახლოები სამი თვის წინათ, ერთი ჩემი კოლეგა მორიგე იყო და შუაღამისას ოჯახის წევრებმა პაციენტი მიუყვანეს. გაიდლაინების მიხედვით, ავადმყოფი კლინიკაში დაწოლას არ საჭიროებდა და ამიტომაც სახლში გაუშვეს. ეს პაციენტი დღეს ბრალდებულია საკუთარი ოჯახის წევრების ამოხოცვის გამო, ხოლო დანაშაული იმ სახელმწიფო სამსახური კისერზეა, რომელიც ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ადამიანების მკურნალობასა და ზედამხედველობს ვერ ახორციელებს“, - ამბობს ფსიქიატრი ჯაბა ტყემალაძე.

---

 

02.09.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1567422059-Faceb%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90

როცა ეს ამბავი მოხდა, იმ დღეს მარტო იყო - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა შვილის დაავადებაზე

ორი წლის წინ შევამჩნიე აგრესიულობა, აღგზნება. ქავთარაძეზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავაწვინეთ და რამდენიმე დღეში გამოვიყვანე. განყოფილების უფროსმა ნება დამრთო, თუ გინდათ, გაიყვანეთ და სახლში უმკურნალეთო. ასეც მოვიქეცი“, - ამის შესახებ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, 51 წლის თამარ საძაგლიშვილის დედა გაზეთ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყვება. დედის თქმით, თავიდან დიაგნოზში მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ჩაუწერეს, მერე - შიზოფრენია. მისივე ინფორმაციით, შვილი კლინიკიდან დანიშნულებით არ გამოუშვიათ. „დანიშნულება არ დაუწერეს. მე მოვიყვანე შინ კერძო ფსიქიატრი, რომელიც გაესაუბრა, დარწმუნდა მის დიაგნოზში და დაუნიშნა „ჰალოპერიდოლის“ ნემსები და რაღაც ტაბლეტები - სახელი აღარ მახსოვს. რამდენიმე თვე იღებდა ამ პრეპარატებს. ამის შემდეგ ცუდად გახდა - მოდუნდა, ვეღარ დადიოდა, ჰემოგლობინი 116 რომ უნდა ჰქონოდა, 30-მდე დაუვარდა. პოლიკლინიკის ექიმმა ჰემოგლობინის ასამაღლებელი დაუნიშნა, რომელმაც კარგად იმოქმედა. ამის შემდეგ სხვა ფსიქიატრი მოვუყვანე, ისევ კერძოდ. მან მოუხსნა ძველი პრეპარატები და დაუნიშნა „კეტილეპტი“ და „ტრიტიკო“. ყველა პრეპარატს ჩემი სახსრებით ვიძენდი. ცოტა ხანს სვამდა, მერე მიატოვა. ჩემს შვილს მკურნალობაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ მე რომ მისი შინ წაყვანა მოვინდომე, მითხრეს, თქვენი ნებააო. დაინტერესდნენ, კერძო ფსიქიატრს მოიყვანთო? კი-მეთქი, ვუთხარი“, - ამბობს მანანა ჩხიკვაძე. კითხვაზე, მაშინ როგორ გრძნობდა თავს, დედა პასუხობს: „ჰემოგლობინი 69-მდე აეწია. ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალური ჰქონდა. ჩვეულებრივად საუბრობდა, საქმეს აკეთებდა, ხატავდა... წამლები რომ შეწყვიტა, მაშინაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა... როცა ეს ამბავი მოხდა იმ დღეს მარტო იყო. იმავე ღამით, 23.30-ზე მელაპარაკა ტელეფონით. არაფერი ახსოვდა, მითხრა, კარგად ვარო. რაღაცებს მომიყვა - ეს გავაკეთე, ის მოვიტანეო... ახლა დაიძინე, მეც ვიძინებო. ამის შემდეგ ღამის 3 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს. არ ვიცი... იმდენ რამეს ამბობენ... „ფეისბუკში“ ისიც დაწერეს, ძიძად მუშაობდა სამი თვის ბავშვთან და თვითონ მიატოვა სამსახურიო. ჩემს შვილს ძიძად არასდროს უმუშავია...“ - ამბობს ბრალდებულის დედა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამის თავიდან ასაცილებლად, თამარ საძაგლიშვილის დედა ამბობს: „სახელმწიფოსგან არაფერს ველოდი, მე ჩემი შვილის დარდი მქონდა და თანახმა ვიყავი, კერძოდ მემკურნალა. სახელმწიფოს მე არაფერს ვთხოვ, მაგრამ ხომ უნდა შეემოწმებინათ, ვმკურნალობდი თუ არა?!“. შეგახსენებთ, რომ დაჭრის ფაქტი პეკინის ქუჩაზე 27 აგვისტოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, რა დროსაც მას ქალმა ბასრი საგანი დაუსვა და სახე დაუსერა. ქალი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ 1967 წელს დაბადებული თ.ს. რამდენიმე საათში დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

---

 

02.09.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1567427269-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1

„იმაზე ძნელი არაფერია, შვილი დახმარებას გთხოვდეს და ვერ შველოდე...“ - დედა, რომელიც შვილის გადარჩენისთვის იბრძვის

„პრაიმტაიმი“ დედა-შვილის ტრაგიკულ ისტორიაზე წერს. ისტორიაზე, რომელიც დედა-შვილობას, სიკვდილ-სიცოცხლეს, ბრძოლასა და დიდ სიყვარულს აერთიანებს. იამზე კახაძე წლებია შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის და კეთილი ადამიანების დახმარების მოლოდინშია... „ათი წლის წინ ბედნიერი ქალი ვიყავი, ორი გოგონას შემდეგ ნანატრი ბიჭი გვეყოლა და მათი ბედნიერებით ვტკბებოდი, ცხოვრება მიხაროდაო“- ამბობს. თუმცა, ეს ოჯახური იდილია ზუსტად 2009 წლის შემოდგომაზე დიდმა ტრაგედიამ შეცვალა. მისი მეუღლე და 5 წლის ბიჭი, ცხენზე შებმული თივით დატვირთული ურმით ნაკვეთიდან სახლში ბრუნდებოდნენ. საპირისპიროდ მომავალ სატვირთოსა და ურემს შორის ავტობუსმა მოინდომა გავლა... სწორედ ამ დროს მგზავრებით სავსე სატვირთო მანქანა ურემს დაეჯახა. ურემზე მსხდომი მამა-შვილი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იპოვეს, მძიმე ტრავმები მიიღეს. იამზეს მეუღლე კომიდან ორ კვირაში გამოვიდა. შვილზე კი უთხრეს, რომ გარდაცვლილიაო. დედა მაინც არ დანებდა, შვილი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. 4 წლის მარადი ზუსტად 2 თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი გადარჩენის იმედს ექიმები არ იძლეოდნენ, მაგრამ სასწაული მოხდა და ბიჭუნა კომიდან გამოვიდა. მაშინ იამზეს თუ რამე ებადა ყველაფერი გაყიდა, მათ შორის ერთადერთი სახლიც. იმ დღიდან ებრძვის სიდუხჭირესა და ავადმყოფობას. „როცა დედას შვილის გამო ცრემლი ჩამოუვარდება, იქ მთავრდება ფერადი ცხოვრება“ - ამბობს იამზე... „მეუღლეც და ბავშვიც, ორივე პირველი ჯგუფი ინვალიდები არიან. უკვე 10 წელია მარადი საწოლს არის მიჯაჭვული. წოლისგან ფილტვებიც დაუავადმყოფდა, გულყრებიც დაეწყო. მეტყველება უჭირს, მაგრამ მაინც მაგებინებს რა უნდა. იმაზე ძნელი არაფერია, შვილი დახმარებას გთხოვდეს და ვერ შველოდე... დღეში რამდენჯერ ვკვდები და ვცხოცლდები ვერ გეტყვით. მარადი ახლა 14 წლისაა, ამ უბედურებამდე სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. ყველა დედას თავისი შვილი განსაკუთრებული ჰგონია, მაგრამ არა, მარადი მართლაც გამორჩეული ბიჭუნა იყო. მეუღლეს თავში გაჟონვა აქვს. დიდხანს დგომა ფეხზე მას არ შეუძლია. შრომის უუნაროა, თუმცა მადლობა ღმერთს რომ სიარული მაინც შეუძლია. ჩვენი ოცნება მარადის ჯანმრთელობაა. რაც კი რამ გაგვაჩნდა ყველაფერი გავყიდეთ. ახლა, სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი მიქირავა, სადაც 2 ოთახია და იქ ვცხოვრობთ. სოციალურად დაუცველები ვართ, ჩვენი შემოსავალი ყოველთვიურად 270 ლარი სოციალური დახმარება და ბავშვის პენსია 200 ლარია. ოთხწლიანი კრედიტი მაქვს აღებული. მაშინ მარადი საავადმყოფოში მეწვინა. ყოველდღიურად ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაში ვერ მოხვდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ვტოვებ და თურქეთში მივდივარ ჩაის საკრეფად ხოლმე. ახლა, ისევ ექიმთან მყავს წასაყვანი, ენციფალოგრამის გადაღება და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიაუნდა გადავუღო, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. ახლაც ასპირაციული კათეტერი გვჭირდება. ბავშვი საჭიროებს მუდმივ რეაბილიტაციას. სამი წლის წინ ექიმმა მითხრეს, რომ 80%-ია იმის შანსი, რომ ფეხზე გაიაროსო. მე ამის საშუალება არ მაქვს. ორი სტუდენტი გოგონა მყავს, რომელებიც ბათუმში უფასოზე სწავლობენ, ისინი იქით არიან დასახმარებლები... 40 წლის ქალი ვარ, 3 შვილის დედა, ერთადერთი რაც მაცოცხლებს დღევანდელზე უკეთესი ხვალინდელი დილის გათენების იმედია. ძალიან გთხოვთ ყველას, ვისაც რისი საშუალება გექნებათ შემეწიეთ. შვილი გადამირჩინეთ. როცა დედას, შვილის გამო თვალიდან ცრემლი ჩამოუვარდება, მისთვის იმ დღეს მთავრდება ცხოვრება, მისთვის მერე უკვე აღარაფერია ფერადი. გემუდარებით ყველას, დამიდეგით გვერდში, იქნებ ისევ დადგეს ფეხზე ერთი ქართველი ბიჭუნა, რომელიც საწოლიდან ადგომაზე ოცნებობს“ ამბობს იამზე კახაძე. მარადის სხვა თანატოლების მსგავსად სახლში არც ტელევიზორი და არც ნორმალური ავეჯი აქვს. ლანჩხუთის რაიონში სოფელ ნიგვზიანში ამ ოჯახის ტრაგედია ყველამ იცის, ყველანი შეძლებისდაგვარად უდგანან გვერდში თუმცა, ეს საკმარისი მაინც არ არის. დედას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. სჯერა, რომ გულთან მიიტანენ მისი ოჯახის ტრაგედიას და მათგან მორალურ და მატერიალურ დახმარებას მიიღებს.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=213405-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

კვირა.ჯი- http://kvira.ge/495189

---

 

02.09.2019

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=15472

რა შემთხვევაში მკურნალობენ ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტს იძულებით

ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობა კანონმდებლობით რეგულირდება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში პაციენტის სურვილისა და თანხმობის, ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე იძულებითი მკურნალობა არ ინიშნება. მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტს თავისი მდგომარეობის სიმძიმე არ ესმის, ან ვერ აცნობიერებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტს იძულებითი მკურნალობა ენიშნება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ შეუძლია მკურნალობის სურვილის გამოხატვა, ან არ ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც ამას განახორციელებენ, სხვას, გარეშე პირს შეუძლია სასწრაფოს მიმართოს და სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში პაციენტს იძულებითი მკურნალობა დაენიშნება. „6 თვე მაქსიმალური პერიოდია, რა დროსაც პაციენტს იძულებით მკურნალობა უტარდება“, – აღნიშნა გაბუნიამ. ასევე, მისი განმარტებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული და მობილური მკურნალობის საშუალებები არსებობს. თამარ გაბუნიას განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სამედიცინო კადრების ნაკლებობა შესამჩნევია და ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორებაზე მუშაობენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს. რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. ბავშვის დაჭრის საქმეზე დაკავებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში რამდენჯერმე მკურნალობდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

---

 

02.09.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=89197

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შუახევის მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის ხიჭაურის, ხაბელაშვილების, დაბა შუახევისა და ჯაბნიძეების მოსახლეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. მათ ხაბელაშვილების ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. დაწესებულება ექსპლუატაციაში უკვე ახალი სასწავლო წლიდან შევა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მინისტრებმა კი, ადგილობრივებს თავიანთი უწყებების პროგრამები პირადად გააცნეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება დაასახელა. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ამ სოფლების მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებებიც ეტაპობრივად იქნება გათვალისწინებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია სამომავლოდ, პროექტების დაგეგმვის პროცესში, ადგილობრივების ინტერესების გასათვალისწინებლად.

---

 

02.09.2019

მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/255328

“მასობრივ სპორტში განუხორციელებელი ინვესტიციები ერთი ათად დაუჯდება სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯების ზრდით მომავალში” – მამუკა ბახტაძე

საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც გადაარჩინა მრავალი სიცოცხლე და ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სჭირდება შემდგომი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს. პრემიერი მიიჩნევს, რომ უნდა დაინერგოს სელექტიური კონტრაქტები, განვითარდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემა, ჩამოყალიბდეს ეტალონური კლინიკები, დაინერგოს დიაგნოზების ჯგუფებით (DRG) დაფინანების მეთოდი და განვითარდეს სადაზღვევო სისტემა. მამუკა ბახტაძე ასევე განსაკუთრებით უსვამს ხაზს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის მნიშნელობას. „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის განვითარება არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტო შედეგები პროფესიულ სპორტში (2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედალი აიღეს), მაგრამ ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობა მასობრივ სპორტში რჩება დაბალ ნიშნულზე. ხშირად მესმოდა არაკომპეტენტური კრიტიკა სპორტის მზარდი დაფინანსების გამო. მასობრივ სპორტში განუხორციელებელი ინვესტიციები ერთი ათად დაუჯდება სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯების ზრდით მომავალში. ზემოაღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა, მისი შემადგენელი რეფორმის მიმართულებებით, განათლების რეფორმასთან ერთად, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად შეიქმნას 50 ათასი დამატებითი სტაბილური სამუშაო ადგილი, რაც ერთადერთი გზაა ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დასამარცხებლად. 2020 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გვექნება დაახლოებით 700 მილიონი ლარის ოდენობით და გუნდში მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას“, – აცხადებს პრემიერი.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

03.09.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

16 წლის ლუკა ფოფხაძე გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა. ლუკა ფოფხაძე ქუთაისის ინტერვენციური მედიცინის ცენტრში მკურნალობდა, ის უგუნო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო. გარდაცვლილის მამიდის, ფატი გოგიჩაიშვილისს ინფორმაციით, მოზარდი ქუთაისში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო. 16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო. გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. საბოლოოდ, საჭირო გახდა მეორე რანომობილის გამოძახება, რომელმაც 3 საათით დაიგვიანა. მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6308726&name=03.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

03.09.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

ბათუმის სამედიცინო ცენტრში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ახლახან ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდა. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია მივიდა. მოქალაქეების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ tv25.ge ავრცელებს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი, ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის დღეს გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა. ექიმები კამერასთან საუბარს თავს არიდებენ. სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტში კი პასუხისმგებლობას იცილებენ და ამბობენ, რომ მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ დიაგნოზი ექოსკოპისტს უნდა დაესვა, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ შესაძლოა ნაკლი თავის დროზე არ გამოჩენილიყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6308909&name=03.09.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 ​