From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-02.12.2019
Received On : 02.12.2019 08:37
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 02.12.2019

 

ტელევიზია

02.12.2019                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519917

---

 

02.12.2019                                    

არხი:  ფორმულა

გადაცემა: ფორმულა ნიუს 09:00

მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას", მისმა მეუღლემ მიაწოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6520044

---

 

02.12.2019                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: დილა მშვიდობისა

გათანაბრებული ტარიფები სამედიცინო მომსახურებაზე და კლინიკების შეფერხებული მუშაობა - ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო მომსახურებებზე ერთიანი ტარიფი დაადგინა. კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაწესებული ფასებით ოპერაციის ხარჯების დაფარვაც კი შეუძლებელი იქნება. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე უკვე უარიც კი თქვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519824

---

 

01.12.2019                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: ახალი კვირა

რა ახალი რეგულაცია მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლითაც სახელმწიფომ კარდიოქირურგიას, ინტერვენციულ კარდიოლოგიასა და რითმოლოგიის მიმართულებებისთვის ახალი ტარიფები განსაზღვრა და ამით კონრეტული ოპერაციების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა? ექიმები გიორგი გახარიას სთხოვენ 520-ე დადგენილების გაუქმებას,რ ადგან გაწეული მომსახურების თვითღირებულება აღემატება იმ ფასს, რაც სამინისტრომ კლინიკებს დაუდგინა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519757

---

 

01.12.2019                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 18:00

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს. უწყების ინფორმაციით გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომია როგროც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ასევე კომერციულ სექორშიც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს რომ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519452 

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519142

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519097

---

 

01.12.2019                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 18:00

მსფოლიოში დღეს შიდსის დღე აღინიშნება. ამ დღისადმი მიძრღვილი ღონისძიება იმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. თამარ გაბუნია: "ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე რომ მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ მკურნალობის შესაძლებლობა პაციენტებთან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519446

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519365

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519297

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519095

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6519018

---

 

30.11.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები

საქართველოს კლინიკებში ბოლო რამდენიმე დღეა ოპერაციები აღარ ტარდება. ექიმები მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო პროცედურებს ატარებენ, სამედიცინო სფერო გამოუვალ მდგომარეობაში "ქართული ოცნების" მორიგი გაუაზრებელი რეფორმის შემდეგ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა ახალი საფასო რეგულაციებით შემოსაზღვრა ოპერაციების ღირებულება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518614

 

30.11.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები

 გვიშველეთ, ვიდრე ყველა დავიხოცებით - ოკუპანტების მძევლებად ქცეული ახალგორელები ამ სიტყვებით მიმართავენ ხელისუფლებას. ანონიმური წერილი, რომელიც დღეს ოპოზიციამ გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ ოკუპირებვულ ახალგორში უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. მიმართვის ავტორი ყვება, რომ უკვე 3 თვეა დაახლოებით 1500 ოჯახი მინიმალური საარსებო პირობების გარეშეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518622

---

 

30.11.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი

ეკა ბესელია ოკუპირებული რეგიონიდან მიღებულ წერილს აქვეყნებს - "ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელი და ხელისუფლებისთვის საყურადღებოა". წერილში მოქალაქე აღნიშნავს, რომ ახალგორისა და მიმდებარე რაიონების ყველა სოფელში მძიმე მდგომარეობაა, ვერ ახერხებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტისა და წამლების შეძენას. ოკუპირებულ რეგიონში ჩარჩნენ სტუდენტები, რადგან გადმოსვლის უფლება არ მისცეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518547

ტელეკომპანია აჭარა - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6517798

---

 

30.11.2019                                    

არხი: აჭარა

გადაცემა:  მთავარი

20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილითაც მიმართეს. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518597

 

 

30.11.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

მიქსი საქართველო 2018 - ამ სახელწოდებით საქსტატმა, მთავრობის ადმინისტრაციამ, ბავშვთა ფონდმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2018 წლის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა განათლების, ჯანდაცვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ჩატარდა. ყურადღება გამახვილდა საკვებში და სასმელ წყალში ტყვიის მაღალ შემცველობაზე. გოგიტა თოდრაძე:"საკმაოდ სრულყოფილი და დეტალური მონაცემები მივიღეთ ქვეყანაში ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518424

იმედი- ქრონიკა 14:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6517986

იმედი- ქრონიკა 11:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6517893

---

 

30.11.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ინფორმაციით, საქართველოში 3 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონი აზარტულ თამაშებშია ჩართული. იმავე ორგანიზაციის ინფორმაციით, თინეიჯერების 58% დაავადებულია ლუდომანიით, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" პრეზიდენტი თამარ ჯაფარიძე ამ სენის წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. თამარ ჯაფარიძე ლუდომანიაზე დამოკიდებულების გამო სუიციდის ფაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ივლისის თვიდან დღემდე ასეთი 20 შემთხვევა იყო. "სტატისტიკა შემზარავია. ლუდომანია, ეს არის უმძიმესი სენი, ადიქციური ფორმა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოებრივ მზრუნველობას. ყველაზე მეტად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული და მე ძალიან მაოცებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მდუმარე მდგომარეობა. სუიციდის სტატისტიკა ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 6 თვის მონაცემი არის 209 განხორციელებული მცდელობა, მაგრამ ამ 209 შემთხვევიდან შსს-ს არ აქვს არანაირი ფილტრაცია გაკეთებული. ჩვენი მოძიებით, ივლისის მეორე ნახევრიდან დღემდე, 20 სუიციდის ფაქტია განხორციელებული,"- განაცხადა თამარ ჯაფარიძემ. სავარაუდოდ ლუდომანიის გამო სუიციდის შედეგად გარდაცვლილი სანდრო ბერაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ ათი ათასზე მეტი ელექტრონული ხელმოწერა უკვე შეაგროვეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518182

რუსთავი2-კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518157

რუსთავი2-კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518620

---

 

30.11.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა

ტალინში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქალაქის მთავარ, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და დე-ფაქტო რეჟიმს ქართველი ექიმის გათავისუფლება მოსთხოვეს. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ გაფრინდაშვილი უკანონო პატიმარია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518385

---

 

30.11.2019                                     

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00 - შიდცთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისში შიდცზე და C ჰეპატიტზე ტესტირების კვირეული გაიმართა. ტესტირება უფასოდ ტარდება, რომლის მიზანია პრევენცია და საზოგადოებისთვის გზავნილის მიწოდება, რომ ტესტირება აუცილებელია და დროული ჩარევის შემთხვევაში აივ ინფექცია მართვადი დაავადებაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6517959

---

 

30.11.2019                                    

არხი: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გადაცემა:  რეალური სივრცე

უსისტემო და ქაოტური მშენებლობების შედეგები ჩვენს ქვეყანაში - უსისტემო და ქაოტური მშენებლობების შედეგები ჩვენს ქვეყანაში. პრაქტიკულად ყველა ფანჯრიდან ვხედავთ შიშველ კარკასებს, არმატურას, ბეტონს და სამშენებლო ნაგავს. ასეთ დაუმთავრებელ შენობებში ხშირად ხალხი ცხოვრობს, რადგან სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6518566

 ---

 

 

ინტერნეტი

01.12.2019

მედიასაშუალება:

---

 

01.12.2019

მედიასაშუალება:    https://bm.ge/ka/article/jandacvis-sistema-gakotrebuliaquot---jandacvis-eqspertis-gia-werili-ekaterine-tikaradzes-/44525/

„ჯანდაცვის სისტემა გაკოტრებულია" - ჯანდაცვის ექსპერტის ღია წერილი ეკატერინე ტიკარაძეს

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ: „ქალბატონო მინისტრო, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების ამოქმედების შედეგად შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმ ნეგატიურ მხარეებზე, რაც ამ დადგენილების ამოქმედებას მოყვება. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სამართლიანი და ადეკვატური ტარიფების დაწესებას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ტარიფების გათანაბრება თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყოვლად დაუშვებელია. #520 დადგენილებით შემოთავაზებული ტარიფები ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე სახარჯი მასალის ღირებულება და ამ ტარიფებით შეუძლებელია არათუ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, არამედ ზოგიერთი სერვისების მიწოდება საერთოდ შეწყდება. სამწუხაროდ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ქალბატონო მინისტრო, ხარჯების შეკავება ამ გზებით არ ხდება. ახალი რეგულაციით კი, თანხების დაზოგვა კი არა, კატასტროფულად დავარდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, დაიხურება მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებები (რაც ზოგიერთი რეგიონში ჯანდაცვის სერვისებისადმი საერთოდ ხელმისაწვდომობას მოსპობს), შემცირდება ხელფასები, მოხდება კვალიფიციური კადრების უცხოეთში გადინება, შემცირდება სამუშაო ადგილები. რაც მთავარია, #520 დადგენილებით საფრთხე ექმნება პირველ რიგში პაციენტებს, რომლებიც საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ მთელი რიგი სერვისებით, ხოლო რიგ სერვისებზე მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ წვდომა, რადგანაც ჯანდაცვის სამინისტროს ეს მცდარი ინიციატივა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი სამედიცინო მიმართულებების არსებობას. გასაგებია, რომ თქვენი მიზანია, შეამციროთ ხარჯები, რომელსაც სამინისტრო უკვე წლებია ვერ აკონტროლებს, მაგრამ უსამართლო და გაუაზრებელი ტარიფებით ეს ვერ მოხდება. ჯანდაცვის სისტემა წლებია უკვე ფინანსურად ფაქტობრივად, გაბანკროტებულია. გარდა იმისა, რომ სამინისტრომ უკვე ამოწურა საბიუჯეტო სახსრები, სამედიცინო დაწესებულებების 6-7 თვის დავალიანება 300-400 მილიონ ლარს აღწევს. წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილმა არაკომპეტენტურობამ და გულგრილობამ სრულ კრახამდე მიიყვანა სისტემა. კატასტროფულად დაეცა ხარისხი, ვერ განვითარდა პირველადი ჯანდაცვა, ვერ ხდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია, სამედიცინო კადრები არათანაბარზომიერადააა გადანაწილებული, ექთნების კატასტროფული ნაკლებობაა ქვეყანაში, წამლების ხარისხი და უსამართლო ფასები უდიდესი გამოწვევაა მოსახლეობისთვის, სახელმწიფო პროგრამები ვერ ასრულებენ დასახულ ინდიკატორებს, პროგრამების უმეტესობა არახარჯთეფექტურია, კვლავ ვერ დაინერგა უწყვეტი სამედიცინო განათლების სტანდარტები. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია პრობლემების. ყოველივე ამის ფონზე, თქვენ მიერ შეთავაზებული მთავრობის ეს დადგენილება კიდევ უფრო ამძიმებს ჯანდაცვის სფეროში შექმნილ ისედაც მძიმე ვითარებას და საერთოდ ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ თქვენს მიერ დადგენილ ტარიფებს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი დარგის სპეციალისტების, პრაქტიკოსი ექიმების და ჯანდაცვის მენეჯერების ჩართულობით, რომელიც დაადგენს სამართლიან, ადეკვატურ ტარიფებს და დაითვლის რეალურ ხარჯებს“, - ნათქვამია სერგო ჩიხლაძის წერილში.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/236281-jandatsvis-sistema-gabankrotebulia-jandatsvis-ekspert-sergo-chikhladzis-ghia-tserili-ministr-ekaterine-tikaradzes

---

 

01.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotaxali-reforma-xarisxis-gauaresebis-did-risks-sheicavs---kardioqirurgi-520-e-dadgenilebaze/44524/

"ახალი რეფორმა ხარისხის გაუარესების დიდ რისკს შეიცავს“ - კარდიოქირურგი 520-ე დადგენილებაზე

„პირდაპირ ხარჯებში ვერ ვეტევით“ , - აცხადებს კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი მთავრობის 520-ე დადგენილების კომენტირებისას, რომლის თანახმად, 21 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. „პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. ასევე, საჭიროა გათვალისწინება, არის თუ არა ის შესაძლებლობის ზღვარს ქვემოთ. რიგი ოპერაციები ეტევა სტანდარტში, მაგრამ ხშირია გართულებები და ისინი ძალიან ძვირი ჯდება; პირდაპირ ხარჯებში ვერ ვეტევით. რიგი ოპერაციების შემთხვევაში, ეს დაჯგუფებები მატერიალური ხარჯის დღევანდელ რეალობას ვერ შეესაბამება. ინტერნეტ რესურსებს თუ დავეყრდნობით, შუნტირების ოპერაცია 5000 დოლარზე ნაკლებად არ არსებობს, ახალი კალკულაციით კი, ის 2800 დოლარზე ჩამოვიდა. მსოფლიოში არსებობს ზოგადი დინამიკა. როგორ შეიძლება ყველა ცუდად ითვლიდეს?!“ - განაცხადა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში კარდიოქირურგმა. ამასთან, ექიმ ზვიად ბახუტაშვილის აზრით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რეგიონში ყველაზე დაბალი ფასების და მაღალი ხარისხის გამო, საქართველოში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან პაციენტების ნაკადი გვყავს, რაც ეკონომიკაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს, მაგრამ ახალი რეფორმა, თავის მხრივ, ხარისხის გაუარესების დიდ რისკს შეიცავს. შეგახსენებთ: მთავრობის 520-ე დადგენილებას სამედიცინო ინდუსტრიის შეშფოთება და ხმაური მოჰყვა. ექიმები, კლინიკები და დარგობრივი ასოციაციები დადგენილების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილითაც მიმართეს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, საკითხი ღიაა და 520-ე დადგენილება 21 ნოემბრიდან ძალაშია.

---

 

01.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/tikaradzis-uwyebas-anesteziologiis-da-kritikuli-medicinis-asociaciac-akritikebs/44521/

ტიკარაძის უწყებას ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციაც აკრიტიკებს

ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ინდუსტრიასთან გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა არა - სამუშაო ფორმატში. „რამდენიმე პროფესიულმა ასოციაციამ სამინისტროს დიდი ხნის წინ მივმართეთ, თუმცა ამას სამუშაო ფორმატში კომუნიკაცია არ მოჰყოლია ანუ იყო რამდენიმე პრეზენტაცია, სადაც ამის საგნობრივი და საქმიანი განხილვა ვერ შედგებოდა“ - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ და დასძინა, რომ „სამინისტროს მხრიდან გამომჟღავნდა დამოკიდებულება, რომლითაც ჩანდა, რომ უწყებას პროცესში პროფესიული ასოციაციების ჩართვა აუცილებლობას არ მიაჩნდა. "მსოფლიო გამოცდილება, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დამოკიდებულება, საწინააღმდეგოს მიუთითებს. პროფესიული ასოციაციების ჩართულობა, პირველ რიგში, პაციენტის უსაფრთხოების თავლსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ კალოიანი ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაციის ფორმას და ხარისხს უწუნებს, ის ღიად ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში, ფასების რეგულირება გარდაუვალი საკითხია და აქ თავს იჩენს სახელწიფოს, როგორც შემსყიდველის ინტერესი - შეზღუდოს დანახარჯი. „ყველგან, სადაც არის ერთი გადამხდელის პრინციპი, აუცილებელია, ფასების რეგულირება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფო ნაკლებად თამაშობს მარეგულირებლის როლს და გვევლინება მომსახურების შემსყიდველად და შესაბამისად, სახელმწიფო, როგორც შემსყიდველი, დაინტერესებულია ნაკლები გადაიხადოს“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი და დასძენს, რომ „ერთი გადამხდელის პრინციპის პირობებში, სექტორში დამაბალანსებლად სწორედ პროფესიული ასოციაციები და მათ მიერ შემოთავაზებული კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები გვევლინება“. ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორზეც, რომ უახლესი გაიდალიანი, რომელიც კრიტიკულ მედიცინას ეხება, 2012 წლისაა, რაც მოძველებულია, რადგან იმ პერიოდის შემდეგ მედიცინაში მნიშვნელოვანი პროცესები წარიმართა და მიდგომები სტრატეგიულად შეიცვალა. „დღეს ჩვენ გვსურს დავითვალოთ პროცესი, რომელიც განმარტებული არ გვაქვს“- აცხადებს კალოიანი და მაგალითად მოჰყავს ფაქტი, რომ არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც, პირობითად, კარდიოქირურგიის და კარდიოქირურგის მოვალეობას განმარტავს. „520-ე დადგენილება შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ ეს არ არის გათვლილი და განსჯილი. ასევე, სამედიცინო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მტკივნეული უნდა იყოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ შევცვალეთ თამაშის წესები, ცვლილებები კი მიდის დასჯის, შემცირების მიმართულებით. ამიტომ, ბიზნესს არ შეუძლია დაგეგმოს თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში მისი განვითარება“, - დასძენს ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი. შეგახსენებთ: მთავრობის 520-ე დადგენილებას სამედიცინო ინდუსტრიის შეშფოთება და ხმაური მოჰყვა. ექიმები, კლინიკები და დარგობრივი ასოციაციები დადგენილების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილითაც მიმართეს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, საკითხი ღიაა და 520-ე დადგენილება 21 ნოემბრიდან ძალაშია.

---

 

01.12.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/521915

ამ ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და გაძლიერება სჭირდება” – სოციალური სააგენტო წყალტუბოში მცხოვრები ფრუიძეების ოჯახის საქმეს გადახედავს

წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომულში ფრუიძეების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახის თქმით, მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ, სოციალური დახმარება კი რომელსაც მათი არასრულწლოვანი შვილი იღებდა, მოუხსნეს. როგორც ემზარ ფრუიძე ამბობს, მათთან სოციალური მომსახურების სააგენტოდან ხშირად მიდიან, თუმცა ყოველ ჯერზე ოჯახი უფრო და უფრო მაღალ ქულას იღებს. რის საფუძველზე ხდება ასე, ოჯახს ახსნა უჭირს. “გვითხრეს მაღალი ქულა იმიტომ არის, რომ სახლი დიდიაო. არცერთი არ ვმუშაობთ. მე ვხდები ხოლმე ხშირად ცუდად, დაბალი წნევები მაქვს. ჩემს მეუღლეს -ემზარს ოპერაცია აქვს გაკეთებული, არ შეუძლია მუშაობა. ბავშვსაც ოპერაცია აქვს გაკეთებული, ორი წლის წინ ავარიაში მოხვდა, მანქანა დაეჯახა სანთლებს რომ ყიდდა. სოციალური დახმარება გვქონდა 190 ლარი და მოგვიხსნეს. მეზობლები გვეხმარებიან საკვებით. ბავშვი სკოლაში ვერ დადის იმის გამო, რომ ტანსაცმელი არ აქვს“, – ამბობს ფრუიძის მეუღლე ეკა ლაფერაშვილი. 14 წლის ჯიმი ფრუიძეს, რომელიც ქუჩაში სანთლებს ყიდდა, ახლა სახლში ყოფნა უწევს, რადგან სკოლაში სიარულს სოციალური პირობების გამო, ვერ ახერხებს. ჯიმის თოვლის ბაბუის დიდი ხანია აღარ სჯერა, თუმცა საახალწლო სურვილები აქვს, სურს, რომ სახლის გაკეთებაში დაეხმარონ და ახალი წლისთვის წვენსაწური ჰქონდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით “რეგიონულმა კვირამ” სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიმართა. სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახში ქმედუნარიანი ზრდასრული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ვალდებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად დარეგისტრირდნენ. სოციალური მომსახურების ქუთაისის სააგენტოს უფროსის ნინო ჭიღლაძის განმარტებით კი ამ პუნქტის არ შესრულება სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერებას იწვევს. „ამ ოჯახთან მუშაობს სოციალური მუშაკი, ბავშვის მიმართ გაწერილია ინდივიდუალური განვითარების გეგმა, როცა მუშაობისას გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის პრობლემები, გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ოჯახთან მიმართებაში. არასრულწლოვანს ჩვენ სახელმწიფოს ზრუნვის ფორმაში გადასვლა შევთავაზეთ, საოჯახო ტიპის სახლში ან სხვა ფორმაში, მაგრამ უარი გვითხრა. ბიოლოგიურ ოჯახთან ყოფნა ურჩევნია. რაც ჩვენთვისაც პრიორიტეტია, რომ შენარჩუნებული იქნეს ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, სარეიტინგო ქულის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინფორმაციაა დეკლარაციაში. ერთ-ერთი შეფასების შემდეგ, ოჯახს რეგისტრაციაც შეუწყდა, იმის გამო, რომ არ ჰქონდა ვალდებულება შესრულებული, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ სოციალურად დაუცველთა სიაში, რეგისტრაციის წესი, ოჯახის სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს ავალდებულებს დარეგისტრირდეს სამუშაოს მაძიებლად. ამ ოჯახის წევრებს სტატუსი, რომ რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ, მინიჭებული არ აქვთ. შესაბამისად ითვლებიან შრომისუნარიანებად და ვალდებულებაც ჰქონდათ, გაევლოთ რეგისტრაცია სამუშაოს მაძიებლად. ეს ვალდებულება უკვე შეასრულეს, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, დეკლარაციაში მხოლოდ ორი წევრი ფიქსირდება, ეს კიდევ ერთხელ გადამოწმების საფუძველია და აუცილებლად უნდა გადამოწმდეს და შეფასდეს. შემდეგ მინიჭებული ქულა განსაზღვრავს მიიღებს თუ არა სოციალურ დახმარებას“, – უთხრა “რეგიონულ კვირას” ნინო ჭიღლაძემ. მისივე განმარტებით, სამუშაო ამ ოჯახთან დაკავშირებით ისევ გასაგრძელებელია, რადგან ეს ისეთი ტიპის ოჯახია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და გაძლიერება სჭირდება.

---

 

01.12.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/521837

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ არ ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში უკვე 80 000 ადამიანია აცრილი და წლევანდელ სეზონს მოსახლეობა უფრო მომზადებული ხვდება. “დღეის მონაცემებით, 80 000 ადამიანი უკვე აცრილია საქართველოში. ეს არც ერთ წელიწადს არ ყოფილა. ამასთან ერთად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს და რისკ ჯგუფებში არ შედის, კერძო სექტორმა შემოიტანა ვაქცინა. გასულ კვირას, მათ 12 000 დოზა შემოიტანეს. ვფიქრობთ, რომ წელს ბევრად მომზადებული შეხვდება მოსახლეობა. ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ არ ცირკულირებს ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

30.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/zurab-chiaberashvili-saxelmwifo-biujetis-klinikebisadmi-davalianeba-350-mln-laria-/44494/

ზურაბ ჭიაბერაშვილი: სახელმწიფო ბიუჯეტის კლინიკებისადმი დავალიანება 350 მლნ ლარია

"ძირეული პრობლემა არის ერთი შემსყიდველის პრინციპი. დღეს სახელმწიფო მოთამაშეც არის და არბიტრიც. როგორც მოთამაშეს, მას აწყობს, რომ კლინიკებს ნაკლები ფული გადაუხადოს, ხოლო როგორც არბიტრი, წესით, ხარისხით უნდა იყოს დაინტერესებული და აკონტროლებდეს, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს. გამოსავლად სადაზღვევო მედიცინაზე დაბრუნება მესახება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ იქნება ერთადერთი შემსყიდველი“, - ეს განცხადება გადაცემა „საქმიან დილაში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის 520-ე დადგენილების შედეგად სამედიცინო ინდუსტრიაში წარმოქმნილი შეშფოთების და პროტესტის კომენტირებისას გააკეთა. მისი აზრით, 520-ე დადგენილებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, გადავადება არ უშველის, რადგან ის თავისი არსით საზიანოა, თუმცა დეპუტატის თქმით, „სამედიცინო სექტორი მსგავსი ცვლილებების განხორციელებას არსებული ხელისუფლების პირობებში არ უნდა ელოდოს“. დეპუტატი ფიქრობს, რომ „არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სახელმწიფო რესურსების შეზღუდვას ცდილობს, რაც სამედიცინო ბიზნესის გამოწვევებზე მნიშვნელოვნად აისახა“. „წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში დეფიციტი პროგრამაში არის 75 მლნ, მთლიანად კლინიკებისადმი დავალიანება კი - 350 მლნ ლარი“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. გარდა ამისა, დეპუტატი ამბობს, რომ 2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი შემოვიდა, მას მოსწონდა ის, რომ ჯანდაცვის სექტორს მეტი მატერიალური რესურსი ეთმობოდა, თუმცა თავიდანვე ხედავდა იმ საშიშროებას, რომელსაც ერთი შემსყიდველის პრინციპი გულისხმობდა. „არსებული პრინციპით კლინიკებს სახელმწიფოზე ზემოქმედების ყველანაირი ბერკეტი დაკარგული აქვთ; სახელმწიფოს კი, შეუძლია, თავისი სურვილისამებრ შეცვალოს პოლიტიკა. სადაზღვევო მედიცინის პრინციპის დროს კი, კლინიკასთან უშუალო ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიას აქვს, სახელმწიფო კი, მაკონტროლებლის ფუნქციას ითავსებს“, - აღნიშნა მან. ცნობისთვის:საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაზრდილი ხარჯების გამო, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ამოიწურება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტიდან 745.1 მილიონი ლარი უკვე დახარჯული და ათვისებულია. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე პროგრამის ერთი თვისთვის მხოლოდ 9 მილიონი ლარი რჩება. იმისთვის, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე არ ამოწურულიყო, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად ხარჯვა ამაზე მეტს შეადგენდა და 2.277 მილიონ ლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რათა წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების განმავლობაში პროგრამა შეუფერხებლად არსებობდეს, დაახლოებით 60 მილიონი ლარის დამატება არის საჭირო.

---

 

01.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/helsikori-tikaradzis-reformaze-saoperacio-gundistvis-xelfasis-900-larit-shemcireba-miwevs/44480/

„ჰელსიკორი“ „ტიკარაძის რეფორმაზე“: საოპერაციო გუნდისთვის ხელფასის 900 ლარით შემცირება მიწევს

ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა „ჰელსიკორის“ დირექტორი რუსუდან ლაგვილავა საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებას აფასებს, რომლის მიხედვით, 21 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. კლინიკის დირექტორის განმარტებით, ბოლო კვირაში ჩატარებული სამედიცინო პროცედურები კლინიკისთვის წამგებიანი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ სახარჯ მასალებზე ეკონომია არ გააკეთეს. „მოვიდეს ჯანდაცვის სამინისტროდან ექსპერტი და ჩვენთან ერთად გაიაროს ყველა ხარჯი. ერთი კვირის განმავლობაში იყოს კლინიკაში და გამცეს პასუხი, როგორ დავზოგო შუნტირების ოპერაციაზე ერთ პაციენტზე მედიკამენტებზე 1100 ლარი. ახალი ტარიფით მიწევს, საოპერაციო გუნდს 900 ლარით შევუმცირო ხელფასი“, - განაცხადა გადაცემა „საქმიან დილაში“ რუსუდან ლაგვილავამ და დასძინა, რომ კლინიკების მხრიდან ახალი ტარიფებით მუშაობა პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდის. როგორც რუსუდან ლაგვილავა განმარტავს, მათ არ აქვთ უფლება საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტს თანხა დაამატებინონ მაშინაც კი, თუ თავად პაციენტი გამოთქვამს სურვილს, ზესტადნარტული მომსახურებით ისარგებლოს. „ჩვენ რამდენჯერმე განვახორციელეთ ზარი ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, ვსვამთ კითხვას - აქვს თუ არა ადამიანს უფლება, მოითხოვოს ზესტანდარტული მომსახურება. პასუხი არ მიგვიღია“, - აცხადებს რუსუდან ლაგვილავა.

---

 

30.11.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/575217-2018-2019-clebshi-chatarebuli-mravalindikatoruli-klasteruli-kvlevis-shedegebi-caradgines

2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგები წარადგინეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები მედიას წარუდგინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა „მიქსი საქართველო 2018“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით 2018 წელს ჩაატარა. ტყვიის და წყლის შემოწმების კომპონენტს, რომელიც მთავრობის ინიციატივით კვლევას საქართველოსთვის საგამონაკლისო წესით დაემატა, საქსტატთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად უძღვებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. MICS-ი განხორციელდა 11 სხვადასხვა დონორის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორისაა - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. საქართველოში ჩატარებული MICS-ი მიზნად ისახავდა მონაცემების შეგროვებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი სტრატეგიული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას. კვლევის სრული შედეგები დღეს მედიას და კვლევის დონორებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარუდგინა. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. “ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ხანგრძლივი პარტნიორობის შედეგად წარმატებით დაასრულა MICS-ი - ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი კვლევა, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია ბავშვების კეთილდღეობის შესახებ ქვეყნის და რეგიონების მიხედვით. შედეგები აჩვენებს ბავშვების მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, თუმცა ასევე ცხადყოფს მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებზეც აუცილებელია რეაგირება“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს MICS-ის და სხვა აქტივობების მხარდაჭერისთვის და მიულოცა კვლევის განმახორციელებელ გუნდს სამუშაოების წარმატებით დასრულება. მისი თქმით, „აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ დეტალური მონაცემების შეგროვება. შესაბამისად, კვლევის შედეგად შეგროვდა ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემები სხვადასხვა ჭრილში, რაც მეტად მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად“. „კვლევის განხორციელების ყველა ეტაპზე საქართველოს მთავრობის პოზიცია და მზაობა ნათელი იყო უმნიშვნელოვანესი მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, წინასწარი ინფორმაციით, სახარბიელო მაჩვენებლებით არ გამოირჩეოდა. შესაბამისად, მთავრობის ინიციატივით კვლევას საქართველოსთვის საგამონაკლისო წესით დაემატა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები: სისხლში ტყვიის შემცველობა და სასმელი წყლის ხარისხის გაზომვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას, შესაბამის უწყებებს, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ აქტიური მუშაობა ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, კვლევის შედეგები დაეხმარება კონკრეტულ დადგენილ მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ. კვლევის შედეგები განთავსდება გაეროს ბავშვთა ფონდის და საქსტატის ვებგვერდებზე. კვლევა დაეხმარება საქართველოს მთავრობას არსებული პრობლემების დასაძლევად მონაცემებზე დაყრდნობით შეიმუშავოს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომლის რეალიზაციაც მდ

---

 

29.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/520-e-dadgenileba-djandacvis-seqtors-ar-daangrevs-reforma-ubralod-dasaxvewia

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში კომუნიკაციის პრობლემაა-№520-ე დადგენილება სამინისტროს არც ბიზნესთან და არც პარლამენტთან არ განუხილავს

520-ე დადგენილების შესახებ სკანდალი არ მთავრდება. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, კომუნიკაცია აღნიშნულ რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს შორის არ ყოფილა. ეს ფაქტი ჩვენთვის განსაკუთრებით გასაოცარია გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროც და კომიტეტიც ერთი გუნდია და მათ შორის, კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უნდა ყოფილიყო. როდესაც საუბარია ჯანდაცვის სექტორში საკმაოდ მნიშვნელოვან რეფორმაზე, კომიტეტის ხელმძღვანელები 520-ე დადგენილებაზე „კომერსანტთან“ კომუნიკაციას გაურბიან, ხოლო წევრები განმარტავენ, რომ დოკუმენტის შინაარსი მისი ამოქმედების შემდეგ გაიგეს. გვინდა შევახსენოთ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს და კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ ისინი ხელფასებს პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით იღებენ და არა პოლიტიკური განცხადებების გამო. რაც 520-ე დადგენილება ამოქმედდა, აკაკი ზოიძე საერთოდ კონტაქტზე არ გამოდის, დიმიტრი ხუნდაძე კი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებითაა დაკავებული. 25 სამედიცინო დაწესებულება ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმის გადავადებას 10 დღეა უშედეგოდ ითხოვს. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები პრობლემის მოგვარების მიზნით ხან პრესკონფერენციას მართავენ, ხან ბიზნესომბუდსმენს ხვდებიან და ხან პრემიერ–მინისტრს ღია წერილს უგზავნიან. თეთრხალათიანების მასშტაბური პროტესტის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები პრობლემის მოგვარებისთვის ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯის არ დგამენ. არადა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ № 520-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი დადგინდა, ჯანდაცვის სექტორს დაანგრევს. დიმიტრი მხეიძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი - როგორ აფასებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა? –მინისტრთან ჯანდაცვის კომიტეტს არ გვისაუბრია, თუმცა,გვქონდა კომუნიკაცია, გვინდოდა საკითხი ერთად გაგვევლო, მაგრამ ვერ მოხერხდა. პარლამენტში ჩემი შემოსვლის შემდეგ, ბატონ დავით სერგეენკოს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ არსებული ტარიფები გადასახედია, რადგან არასწორად არის შედგენილი. ზოგ კლინიკას დიდი თანხა აქვს მოთხოვნილი ზოგს პირიქით –დემპინგური, რომელიც ბაზარზე ფასს აგდებს. უნდა ვიცოდეთ რა არის ოპერაციის თვითღირებულება და ამ ტარიფში უნდა გავაერთიანოთ კლინიკის პირდაპირი და არაპირდაპირი მოგება. - ჰოსპიტალური სექტორი ერთხმად აცხადებს, რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯი ჯანდაცვის სექტორს დაანგრევს, ეთანხმებით მათ პოზიციას? –ჯანდაცვის სამინისტროს არ უნდა აწყობდეს სამედიცინო სფეროს დანგრევა. ამიტომ მინდა პირადად გავესაუბრო მინისტრს, ან მოადგილეებს. აუცილებლად გავივლი მათთან კონსულტაციას და გეტყვით საით მიდის ეს სფერო ან რა მდგომარეობაა ამჟამად. - თქვენ დადგენილი ტარიფები ნანახი გაქვთ? –დადგენილი ტარიფები ვნახე. არ ვიცი რეალობას ასახავს თუ არა, რადგან არ ვიცი საიდანაა დადგენილი ფასები, ვინ არიან მომწოდებლები და სანამ დეტალები არ მეცოდინება გამიჭირდება პასუხის გაცემა. ამ კვირაში უნდა შევხვდე მათ და გავარკვევ საიდან აქვთ მათ ეს მონაცემები. ჯანდაცვის კომიტეტსაც და მეც პირადადაც ბევრი კითხვები გვაქვს. -დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეკატერინე ტიკარაძის 520-ე დადგენილება პრაქტიკულად დავით სერგეენკოს პოლიტიკის საპირისპიროდ გამოიცა –საპირისპიროდ ვერ ჩავთვლი .ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფინანსების ოპტიმიზაცია მოინდომა და გადაწყვიტა თანხებს სწორი მიმართულება მისცეს. - ფინანსების ოპტიმიზაცია საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯზე უნდა მოხდეს? –ვფიქრობ, რომ ლოგიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სამინისტრო არა ლოგიკურს რამეს აკეთებს. -როგორ შეაფასებთ დავით სერგეენკოს მინისტრობის 7 წელს? –ბატონი დავითის პერიოდი, რომ შევაფასოთ ვიტყვი, რომ სამედიცინო სფეროს აღმავლობა იყო. წარმატებულად ვაფასებ მის პერიოდს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებით განვითარდა, რადგან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე გადაირჩინა ამ პროგრამით. -იმის ფონზე, რომ სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ხარჯების ხელოვნური ზრდა ხდებოდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებული გგონიათ? –თუ ჩვენ მომხმარებლები ანუ კლინიკები ცუდად ვიყენებთ იმ სიკეთეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეფორმამ ცუდად ჩაიარა. თანხები რაც გამოიყოფა სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაში, ეკონომიურად და მიზანმიმართულად უნდა გავანაწილოთ. არ უნდა გვქონდეს ის განცდა, რომ ფული არაგონივრულად დავხარჯოთ. - საყოველთაო ჯანდაცვა თითქმის ყოველწლიურად იმაზე უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული, ამის გამო 2017 წელს 150 000 ადამიანი პროგრამიდან გამოვიდა, ესეც მის წარმატებაზე მიუთითებს? –მომსახურებას ყველა იღებდა, უბრალოდ 40 000 ლარზე მეტი ვისაც ჰქონდა შემოსავალი გადავიდა კერძო დაზღვევაზე, ამის პარალელურად პროგრამას სერვისები დაემატა, სფერო განვითარდა. როგორც მე ვიცი, კვლევების მიმართულებით ბიუჯეტი უფრო მეტად გაიზარდა. - როგორ აფასებთ ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც როგორც ამბობენ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი გახდა? –მინისტრი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ეს არ ყოფილა და ამას მის ავტორიტეტზე უარყოფითად არ უმოქმედია. ნებისმიერ რეფორმას სჭირდება დახვეწა, მომავალში გვაჩვენებს პრაქტიკა თემა საით და როგორ წავიყვანოთ. როდესაც დაფინანსდა ქრონიკული დაავადების პრეპარატები, ეს ხარვეზები აღმოიფხვრა. დღეს რომ არის 10 ქრონიკული დაავადებული ადამიანი, რომელსაც 10 წამალი ეკუთვნის, ამ ადამიანებს კიდევ ემატებათ ადამიანების რაოდენობა. ჩვენ რომ განვსაზღვრეთ 10 წამალი აღმოჩნდა, რომ 12 მედიკამენტია საჭირო და საბოლოოდ, სიმბოლურ ფასად გასაცემი წამლების რაოდენობა არ იყო საკმარისი. აფთიაქებიც ცუდ მიმართულებას აძლევდნენ პაციენტებს, ვერ უხსნიდნენ რაში იყო საქმე, ამიტომ უარყოფითი ტალღა ჩვენსკენ წამოვიდა. - როდესაც ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა 800,000-ს (ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, პენსიონერები, შშმ პირები) აღწევს და პროგრამით 30 000 ადამიანი სარგებლობს ეს თქვენი აზრით წარმატებაა? –იქედან გამომდინარე რა ოდენობის ბიუჯეტიც გვაქვს, ისე დავიწყეთ თანხის გადანაწილება. პირველ რიგში, სოც. დაუცველები, პენსიონრები და მარტოხელა პენსიონრები, ეტაპობრივად ეს ჩაიშალა, ერთბაშად ყველაფერი ვერ გაკეთდება, ყველაზე მეტად ვისაც სჭირდებოდა პრეპარატები იმათ მივაწოდეთ. - თქვენ თქვით, რომ ნებისმიერ რეფორმას დახვეწა სჭირდება, სრულიად ჰოსპიტალური სექტორი აპროტესტებს ჯანდაცვის სამინისტროს № 520-ე დადგენილებას. რას მოუტანს ქვეყანას მმართველობის ფორმა, რომლის მიხედვითაც, ჯერ რეფორმას ატარებთ, ხოლო შემდეგ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობთ? ნებისმეირ გადადგმულ ნაბიჯს უნდა გაანალიზება და რის შემდეგაც უნდა გადაიდგას მეორე ნაბიჯი. აუცილებლად უნდა გავიაზროთ რა სარგებელი მოგვიტანა მეორე ნაბიჯმა და მერე გადავდგათ მესამე ნაბიჯი. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და მონიტორინგს ვახორციელებთ, რომ რეფორმა მოსახლეობაზე რაც შეიძლება მეტად იყოს მორგებული, ვერ ვიტყვით რომ იდეალურია მაგრამ, ვიმედოვნებთ რომ მორგებული იქნება მოსახლეობაზე. ლევან ბეჟანიძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი - როგორ აფასებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა. –ვთვლი, რომ ერთიანი ტარიფი მისაღებია, მაგრამ დასახვეწია.იქნება ალბათ მრგვალი მაგიდა, სადაც კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრებენ. როგორც მე მივხვდი, ამ ეტაპზე სამინისტრომ კონსულტაცია მხოლოდ ფინანსური მენეჯერებისგან მიიღო და კლინიკების ხელმძღვანელებთან უშუალოდ საუბარი არ ჰქონიათ. დროთა განმავლობაში რეფორმა უფრო მეტად დაიხვეწება. - რას მოუტანს ქვეყანას მმართველობის ფორმა, რომლის მიხედვითაც, ჯერ რეფორმას ატარებთ, ხოლო შემდეგ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობთ? –პიონერული პროექტია, რასაკვირველია და შეუძლებელია მისი ყველა ნიუანსის წინასწარ დაგეგმვა. არის აზრთა სხვადასხვაობა და გზადაგზა მომავალში დაიხვეწება, ეს ნორმალური მოვლენაა.რაც მთავარია არის დინამიკა, არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. საჭიროა ცვლილება ცვლილების შემდეგ კი საკითხი ბოლომდე დალაგდება. - 25 სამედიცინო დაწესებულება ამბობს, რომ ერთიანი ტარიფის რეფორმა ჯანდაცვის სექტორს დაანგრევს, თქვენ იზიარებთ ჰოსპიტალური სექტორის პოზიციას? –ჩვენ ჯანდაცვის კომიტეტზეც საკითხზე გვქონდა საუბარი. რეფორმა დანგრევით არაფერს დაანგრევს, გადამეტებული აზრია, საკითხი უბრალოდ დასახვეწია. ჩვენც გვაქვს ჩვენი პრეტენზიები, რასაკვირველია,გავაცანით სამინისტროს წარმომადგენლებს ეს საკითხები და რეფორმა დაიხვეწება. კლინიკების ფასებს შორის სერიოზული სხვაობა არ უნდა იყოს. -ეკატერინე ტიკარაძის 520-ე დადგენილება პრაქტიკულად დავით სერგეენკოს პოლიტიკის საპირისპიროდ გამოიცა, თქვენ როგორ აფასებთ ყოფილი მინისტრის მოღვაწეობას? –დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდს დადებითად ვაფასებ. ან უმძიმეს პერიოდში სფერო აამოქმედა, მაშინ დაზღვევაზე საუბარი საერთოდ არ იყო, ასევე ვთვლი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა წარმატებული პროგრამაა. -მაშინ როდესაც სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ხარჯების ხელოვნური ზრდა ხდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებული გგონიათ? –ეკატერინე ტიკარაძის რეფორმა მოწოდებულია იმისკენ, რომ თქვენ რაც თქვით ის პრობლემა მოაგვაროს. 2013 წელს როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, პროგრამა წარმატებული და აუცილებელი იყო, რეფორმა მოსახლეობას ძალიან დაეხმარა, რადგან მათ სამედიცინო სერვისის მიწოდების პრობლება ჰქონდათ. რეალურად ამ პროგრამამ მოსახლეობა გადაარჩინა. - თქვენი აზრით, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაც წარმატებული იყო? კი, წარმატებული იყო. „კომერსანტი“

---   

 

29.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/davetanxmebi-rom-reforma-gasatarebelia---klinika-gia-gulis-agmasrulebeli-direqtori/44475/

დავეთანხმები, რომ რეფორმა გასატარებელია - კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორი

დავეთანხმები, რომ რეფორმა გასატარებელია, - ამის შესახებ კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მიქელთაძემ BMG-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა. „ჩვენ არ ვართ რეფორმის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვართ მომხრე რეფორმა გატარდეს გონივრულად და იყოს სწორად დაგეგმილი. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ რეგულაციების წინააღმდეგ, რეგულაციები აუცილებლობას წარმოადგენს, რეფორმაც აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ ამ ტარიფიკაციის პირობებში, რომელიც ამ რეფორმამ 20 ნოემბრიდან მოგვიტანა, იქმნება ძალიან ბევრი პრობლემა“, - განაცხადა დავით მიქელთაძემ. მისივე თქმით, ცვლილებები, რომელსაც 520-ე დადგენილება ითვალისწინებს, გარკვეულ რისკებს აჩენს. „ეს არის ძალიან კარგი ფინანსისტების მხრიდან ორგანიზებულად ჩამოთვლილი, დათვლილი, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსისტებმა რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს, სამედიცინო სპეციფიკაცია არ იციან, შესაბამისად უნდა მომხდარიყო კომუნიკაცია დარგობრივ ასოციაციებთან, რომ მათთან ერთად მომხდარიყო სტანდარტების სწორად შექმნა“, - აცხადებს კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორი. იგი ამბობს, რომ გამოსავალი ჯერ კიდევ არის და ეს გამოსავალი დარგის წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით შესაბამისი სტანდარტების შექმნაა.

---

 

29.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/eqsperti-jandacvis-sistemis-reformas-gmirobad-afasebs-/44461/

ექსპერტი ჯანდაცვის სისტემის რეფორმას გმირობად აფასებს

ვფიქრობ, გმირობის ტოლფასია ადამიანმა ასეთ დროს თავი ამ ვითარებაში გაყოს”- ასე აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს 5 ნოემბრის #520 დადგენილებას ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე. აღნიშნული დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სახელმწიფო ტარიფებს ათანაბრებს. როგორც ბერაძე ამბობს, ცვლილებები ძალაში დიდი ხნის წინ უნდა შესულიყო, რათა ყველა კლინიკა თანაბარ პირობებში ყოფილიყო. “ახლა რამ უბიძგა(ჯანდაცვის მინისტრს) ამ ნაბიჯის გადადგიმსკენ, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ოდესღაც აუცილებლად უნდა დაწყებულიყო. მე მაგალითად, ველოდებოდი, რომ ეს მომენტი დღეს თუ ხვალ მაინც დადგებოდა”,-ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე. მისივე თქმით, კლინიკების მხრიდან წამოსული პრეტენზიები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბუნებრივი იყო, რადგან წლების განმავლობაში არ ხდებოდა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების ანალიზი და მათ შესაძლო შედეგებზე საჯაროდ საუბარი. “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, თუმცა აუცილებელი იყო განვლილი ეტაპების შეფასება და ანალიზი. თუ პერიოდულად საზოგადოებას მიეცემოდა ინფორმაცია რომელი რეფორმა რა შედეგებს დებს, მაშინ ასეთი მღელვარება აღარ იქნებოდა ამ ეტაპზე განხორციელებულ ცვლილებებზე. ეს დაემთხვა მინისტრის გამოცვლასაც. თუმცა, მხოლოდ ამასაც ვერ დავაბრალებთ. აჟიოტაჟი კი შეიძლება იყოს პოლიტიკური “რყევის და ქარის” მიზეზი, იმიტომ, რომ, ალბათ, ახლა არის დრო, რომ ყველამ თავისი ნიშა მოძებნოს და თავი დაიმკვიდროს,”-აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე.

---

 

29.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-programis-biujeti-shesadzloa-ramdenime-dgeshi-amoiwuros/44468/

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში ამოიწუროს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაზრდილი ხარჯების გამო, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ამოიწურება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტიდან 745.1 მილიონი ლარი უკვე დახარჯული და ათვისებულია. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე პროგრამის ერთი თვისთვის მხოლოდ 9 მილიონი ლარი რჩება. იმისთვის, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე არ ამოწურულიყო, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად ხარჯვა ამაზე მეტს შეადგენდა და 2.277 მილიონ ლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რათა წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების განმავლობაში პროგრამა შეუფერხებლად არსებობდეს, დაახლოებით 60 მილიონი ლარის დამატება არის საჭირო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო გასული ერთი თვის განმავლობაში კერძო კლინიკების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. კლინიკების კრიტიკა საქართველოს მთავრობის #520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, თუმცა, როგორც ირკვევა გათანაბრებული ტარიფები სამედიცინო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ ფარავს, რის გამოც ისინი მთავრობისგან ცვლილების დაუყოვნებლივ გადახედვას ითხოვენ. თავისმხრივ ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ახალი ტარიფები სამართლია, ხოლო კლინიკების მიერ საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთების შემთხვევაში, ისინი ტარიფის გადახედვისთვის მზად არიან. სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაცია არის ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც #520-ე დადგენილება მიიღეს. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, პრაქტიკულად, ყოველწლიურად ვადაზე ადრე იწურებოდა 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ამ დროს, სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.

---

 

29.11.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/63302-shshm-pirta-dasakmebis-porumi-gaimarteba/

შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, ფორუმი ერთდღიანია და მის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან. დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები შშმ პირებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - www.worknet.gov.ge.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/3-dekembers-shezghuduli-shesadzleblobebis-mqone-pirtha-dasaqmebis-phorumi-gaimartheba/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=93788

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1575025728-3-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ნიუპოსტ.ჯი- https://www.newposts.ge/?l=G&id=219700-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%A8%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/575085-shshm-pirta-dasakmebis-porumi-gaimarteba

პია.ჯი- http://pia.ge/post/295439-ssm-pirda-dasaqmebis-forumi-3-dekembers-gaimarteba

კვირა.ჯი- http://kvira.ge/521534

--- 

 

29.11.2019

მედიასაშუალება: https://bpi.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D-4/

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსების საკითხი კვლავ ბუნდოვანია

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას და დედაქალაქის საკრებულოს მათი მკურნალობის დაფინანსების საკითხის გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. პაციენტები ითხოვენ აღნიშნულმა ორგანოებმა, მათი მოთხოვნა, 2020 წელს მკურნალობის სრულ დაფინანსებაზე გაითვალისწინონ. მათ ამისთვის შექმნეს პეტიციაც, რომელიც შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. მიუხედავად იმისა რომ დღეს ცნობილი გახდა, თბილისის მერიის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, სადაც სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება მნიშნველოვან ადგილს იკავებს, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსების საკითხი კვლავ ბუნდოვანი რჩება . დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2020 წელს თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონი ლარით განისაზღვრება. „არის ორი ძირითადი მიმართულება, რომელიც იქნება პრიორიტეტული. ეს არის ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ გვყავს ბევრი ადამიანი რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება. ყველაფერს გავაკეთებთ რომ ამ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ რომ მოახერხონ გამართულად ცხოვრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებზე ბიუჯეტის 27-28 % იქნება დახარჯული რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს“,-განაცხადა კახა კალაძემ. მიუხედავად იმისა რომ 2020 წელს განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს დაეთმობა, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „აიპრესი“ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ დაუკავშირდა თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, თუმცა მათგან დამაიმედებელი პასუხი ამ დრომდე არ ჩანს. როგორც „აიპრესს“ თბილისის საკრებულოში განუცხადეს ამ ეტაპზე ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დააფინანსებს თუ არა თბილისის მერია 2020 წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების სრულ მკურნალობას. „ამ ეტაპზე არაფერი სიახლე არ არის. ახლა გაფანტული სკლეროზის პროგრამაზე ჩვენთან შემოსული არაფერი არ არის. მერიაში მიმდინარეობს ბიუჯეტის დამუშავება, შემდეგ გადმოგვიგზავნიან ჩვენ“,-ამბობენ თბილისის საკრებულოში. ამასთან, „აიპრესს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ 2020 წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის სრული დაფინანსების შესახებ პროექტი გათვალისწინებული არ არის: „ზუსტად ვიცი, რომ მომავალ წელს აღნიშნული პროგრამა არ იქნება“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს არაერთხელ დავუკავშირდით. როგორც ბოლო ინტერვიუდან ირკვევა, 2020 წელს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების დაფინანსება/თანადაფინანსების გამოყოფის საკითხი, თბილისის საკრებულოში, ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცებაზეა დამოკიდებული და აქვე დასძენენ: „ჩვენ არ გვაქვს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული დაფინანსების პროგრამა. ჯერჯერობით ეს საკითხი არ განიხილება, შესაბამისად პროგრამაც არ გვაქვს. არ იდგა დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი იმ დონეზე, რომ პროგრამის დაწყება გვქონოდა დაგეგმილი. ჩვენ არსებული რესურსიდან ვიწყებთ პროგრამას, ჯერჯერობით გვაქვს ის, პროგრამები რაც გვაქვს,“ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები წლებია, სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე მიანიშნებენ და მასთან დაკავშირებულ ფინანსური პრობლემების დარეგულირებასა და დაფინანსებას ითხოვენ. საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას “მსსფ – მრავლობითი სკლეროზის საქართველოს ფონდი“ ითხოვს. ამისთვის მათ სპეციალური პეტიციაც შექმნეს. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, გაფანტული სკლეროზის დაავადებით, ცხოვრებაში პირველად დადგენილი დიაგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით 174 პაციენტია აღრიცხული. აქედან დედაქალაქში 70 პაციენტია რეგისტრირებული. შენიშვნა (დაავადების ყველა შემთხვევა აღრიცხულია 18 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში) შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის – Bringing us closer“. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა – ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

---

 

29.11.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/216658-kvleva-saqarthveloshi-bavshvebis-41-procentis-siskhlshi-tyviis-shemcveloba-momatebulia.html?lang=ka-GE

კვლევა: საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია

საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმისათვის არ არის დადგენილი. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე). ამის შესახებ ნათქვამია მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინეს. კვლევის თანახმად, ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე, ხოლო 16 პროცენტის სისხლში აღემატება10 მკგ/დლ-ს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის გავრცელების მაჩვენებელი სასოფლო ტიპის დასახლებებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებებში. სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აჭარის ა.რ.-ში (85%, ≥ 5 მკგ/დლ) და გურიაში (73%, ≥ 5 მკგ/დლ). კვლევაში აღნიშნულია, რომ ტყვია არის ტოქსიკური მეტალი, რომელიც იწვევს ტვინისა და სხეულის სხვა სისტემების დაზიანებას. სისხლში ტყვიის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს, როგორც ზრდისა და ქცევითი სირთულეები, ასევე სწავლის პრობლემები. სისხლში ტყვიის მაღალმა შემცველობამ ორსულ ქალებში შესაძლოა, გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, მუცლის მოშლა და მკვდრადშობადობა

---

 

 

ბეჭდვითი მედია

02.12.2019

მედიასაშუალება:     კვირის პალიტრა

"მიშველეთ, სანამ ჩემს ფსიქიკურად დაავადებულ ქალიშვილს რამე უბედურება არ ჩაუდენია"

"ასეთ ადამიანს შინ წამლების მიღება როგორ ვაიძულო. მალულად რომ მივცე და შემატყოს, მომკლავს. არადა, რა ვქნა, კლინიკიდანაც კი ყოველ წუთს ყვირილით მირეკავს, აქედან წამიყვანე, არც აქ ყოფნა მინდა, არც ამათი წამლებიო!" თქვენღა დამრჩით იმედად და უნდა მიშველოთ არა მარტო მე, არამედ მათაც, ვისაც ჩემმა ქალიშვილმა ინგა ჩორგოლიანმა შესაძლოა ფსიქიკური დაავადების გამო მიაყენოს ზიანი. შვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში პატრულის დახმარებით ამ დღეებში გადავიყვანე და სრულყოფილი მკურნალობა ესაჭიროება. თუმცაღა ექიმები მეუბნებიან, რომ მისთვის 10-დღიანი მკურნალობაც საკმარისია და უნდა გამოწერონ, რის შემდეგაც შინ უნდა წავიყვანო. თავად მედიცინის მუშაკი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა ამ 10 დღეში ოდნავადაც არ გაუმჯობესდება. არავინ იცის, რას აუტეხს ოჯახის წევრებს, მცირეწლოვან შვილიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული აგრესიით იხსენიებს, შემდეგ კი სულაც უცხო ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა შემთხვევით გადაეყაროს. მითხარით, რა მოვიმოქმედო, რომ სახელმწიფომ ჯეროვანი მკურნალობა ჩაუტაროს, რათა რაიმე საშინელება არ ჩაიდინოს? 83 წლის ქალს სიბერის კიდევ უფრო გამწარების სასტიკად მეშინია. მერე ხომ ყველაფერი გვიანი იქნება. სახელმწიფოს ეს არ ანაღვლებს, მე კი აღარც ძალა შემწევს და არც ენერგია, რომ ამ სიტუაციას გავუმკლავდე. ეთერ სარდლიშვილი ჩვენ ქალბატონ ეთერს დავუკავშირდით. მან ქალიშვილისა და ოჯახის უკიდურესად რთული მდგომარეობის შესახებ გვიამბო. - ჩემს გოგონას დაავადების პირველი ნიშნები 14-15 წლის ასაკში შევამჩნიე, როდესაც აგრესიული გახდა. მაშინ ეს ასაკობრივ ჰორმონულ ცვლილებებს მივაწერე. ვცდილობდი, მისი ყველა მოთხოვნა ამეტანა, რომ ასაკობრივ შემოტევებს გადაევლო. გამოხდა ხანი და ჩემმა შვილმა, არც კი ვიცი, რატომ, იმდენი ვალი დაიდო, რომ იძულებული გავხდი სახლი გამეყიდა და დარჩენილი ფულით სახელდახელოდ ქოხი ავიშენე, სადაც ახლაც ვცხოვრობთ. შემდეგ ჩემი გოგონა გათხოვდა. საბედნიეროდ, მისი მეუღლე კარგი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ ბედმა აქაც მიმუხთლა - თირკმლის დაავადება აღმოაჩნდა და გარდაიცვალა, ჩემს შვილს კი ორი კვირის ობოლი ბიჭი დარჩა, რომელსაც გაჭირვებით ვზრდიდი. ან რა უნდა მექნა, როდესაც ჩემი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობა რთულდებოდა. ფსიქიატრთანაც დაიწყო მკურნალობა და ბოდვითი ჰალუცინაციების დიაგნოზი დაუსვეს. წამლებსაც იღებდა, მაგრამ არაფერი შველოდა. წარმოიდგინეთ, რამდენად გართულდა მისი მდგომარეობა, რომ შვილი მერვე კლასიდან გამოიყვანა, არ არის საჭირო სკოლაში დადიოდესო, მე კი ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერი გავაწყვე. ერთხელაც აგრესიამ ისე შემოუტია, მოულოდნელად მომვარდა და ცემა დამიწყო. ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა პატრულმა, იქ ორი კვირა უმკურნალეს. მერე ექიმებმა მითხრეს, მწვავე პ[ერიოდმა გაუარა და შინ გააგრძელებინეთ წამლების მიღებაო, მაგრამ გამოწერის დღეს პალატაშივე ქოლგას წამოავლო ხელი და ისე ჩამარტყა,= ძირს დამანარცხა. ექიმები იძულებული გახდნენ, სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ და ერთი წლით ემკურნალათ. ამ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დიდხანს მართლაც უკეთ იყო, წამლებსაც იღებდა, მაგრამ ბოლო დროს ისევ მძაფრი აგრესია დაეწყო და ისევ ფსიქიატრიულში გადავიყვანეთ. 10-დღიანი მკურნალობის შემდეგ იგივე მითხრეს, მწვავე პერიოდმა გაუარა და წაიყვანეთო. არადა, მისი მდგომარეობა ისევ ურთულესია და კლინიკაშივე ესაჭიროება სრულყოფილი მკურნალობა. - გეშინიათ, იგივე არ განმეორდეს? - მეშინია, ის არ განმეორდეს, რაც რუსთავში მოხდა, როცა ფსიქიკურად დაავადებულმა ბიძამ ძმისშვილი მოკლა, როცა ფსიქიკურად დაავადებულმა ქალმა ქუჩაში სხვისი უმწეო ბავშვი დაჭრა. ჩემს შვილიშვილს 3 წლის ბიჭი ჰყავს. ჩემი ქალიშვილი მას განსაკუთრებით აგრესიულად ექცევა. ფსიქიკურად დაავადებული რომ არ იყოს, რომელი ჯანმრთელი ადამიანი შეიძულებდა 3 წლის შვილიშვილს? ასეთ ადამიანს შინ წამლების მიღება როგორ ვაიძულო. მალულად რომ მივცე და შემატყოს, მომკლავს. არადა, რა ვქნა, კლინიკიდანაც კი ყოველ წუთს ყვირილით მირეკავს, აქედან წამიყვანე, არც აქ ყოფნა მინდა, არც ამათი წამლებიო! - ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ? - მივმართე. მომწერეს, ექიმების გადასაწყვეტია, თქვენს შვილს რა ხანგრძლივობით უმკურნალებენო. ექიმებს მცირე შრომა არ უწევთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათი გულგრილობა დანაშაულია. მიშველეთ, გემუდარებით, სანამ რამე უბედურება არ მომხდარა. "ეს წესი კატეგორიულია - პაციენტის თანხმობის გარეშე პალატაში მისი გადაყვანა ვერ მოხერხდება!" ჩვენ დავუკავშირდით ქალაქ თბილისის თემქის მე-5 საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებას, სადაც ი. ჩ. მკურნალობს. იქ კი გვიპასუხეს: - ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი კლინიკაში შემოჰყავთ დაავადების მწვავე პერიოდში. მას შემდეგ, რაც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება და ექიმი საჭიროდ აღარ მიიჩნევს კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას, მწვავე პერიოდი გავლილად ჩაითვლება და პაციენტს კლინიკიდან გაწერენ. ასეთია კანონმდებლობა. მართალია, დედაქალაქში ფუნქციონირებს შესაბამისი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ორი კლინიკა, სადაც ასეთ პაციენტებს ხანგრძლივად მკურნალობენ, თუმცა ზემოაღნიშნულ კლინიკებში გადასაყვანად აუცილებელია თავად პაციენტის თანხმობა. ეს წესი კატეგორიულია - პაციენტის თანხმობის გარეშე პალატაში მისი გადაყვანა ვერ მოხერხდება! - როგორც წესი, პაციენტები ასეთ კლინიკებში ხანგრძლივ მკურნალობაზე იშვიათად თანხმდებიან. დაავადება კი უმწვავდებათ. სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ხშირია საბედისწერო შემთხვევები. მაგალითისთვის შეგახსენებთ რუსთავში მომხდარ ტრაგედიას, როცა ბიძამ ძმისშვილი მოკლა. - ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების თანხმობის გარეშე მკურნალობა საბჭოთა მანკიერი მეთოდი იყო და საბედნიეროდ, ეს წესი აღარ არსებობს. - მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მაგალითად დედა, რომელიც ხედავს, რომ მის ფსიქიკურად დაავადებულ შვილს მდგომარეობა უმწვავდება და საშიში ხდება ოჯახის წევრებისთვის. - კლინიკიდან გაწერილ პაციენტებს ოჯახის წევრებმა სათანადოდ უნდა მოუარონ, მკურნალობა შინ უნდა გაგრძელდეს. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგაც შინ გაწერილ პაციენტს მდგომარეობა მეორე დღესვე გაუმწვავდეს, ანუ დაუდგეს აგრესიული პერიოდი. აგრესიული პერიოდის დადგომისთანავე პაციენტი ხელახლა უნდა გადაიყვანონ კლინიკაში სამკურნალოდ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6520143&name=02.12.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.12.2019

მედიასაშუალება:

---

 

02.12.2019

მედიასაშუალება: ალია

რას აკეთებ? აი მითხარი, შენ მილიარდელი ივანიშვილი რომ ხარ, უკეთესი მომავლისთვის, რას აკეთებ? ან შენ ან შენი ბონძღი მინისტრები?

გინდა გითხრა ვინ არის ვაჟა გაფრინდაშვილი? არ იცი, როგორც ჩანს და მე გეტყვი - ეს არის ექიმი, რომელიც ხშირად გადადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც გადაჰქონდა მედიკამენტები და მკურნალობდა, კი, შენმა სუსმა უეჭველად იცოდა ამის შესახებ, თუ არ იცოდა, მთელი სუსი გასაშვებია! შენმა ბონძღმა მინისტრებმა, მაგალითად შერიგების მინისტრმა, ციხელაშვილმა ისიც არ იცის, რომ ცხელი ხაზი არ აქვს არცერთ სამინისტროს სპეციფიკური, სპეციალურად ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოსული ზარებისთვის. შენი ჯანდაცვის მინისტრი არ დგას არ არ ითხოვს გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. ამ დროს შენი ჯანდაცვის მინისტრი გაჭირვებულ მოსახლეობას სოციალურ დახმარებებს უხსნის. კარასინმა, იმ არავინ კარასინმა, ძალიან მნიშვნელოვვანი წინადადება თქვა: "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კონტაქტები სხვადასხვა ხაზით შედგა!" ორი წელი გავიდა და მატყუარა გახარია, რომელმაც ხორავას ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში მტელ საქართველოს უთხრა ტყუილი, რომ საქმე უკვე გამოძიებულია - დააწინაურე? დღეს ინტერნეტში ვრცელდება არჩილ თალაკვაძის სოციალური გვერდის სქრინი, სადაც ჩანს, რომ მას მეგობრებში გიგა მაქარაშვილი ჰყავს, ის გიგა მაქარაშვილი, რომელიც შენი და შენი გუნდის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს. რეზო ჩარკვიანი ერთ-ერტი ორგანიზატორი იყო იმ აქციისა, რომელიც ბასიანის დარბევის შემეგ გაიმართა, რომელ აქციასაც ბოდიში მოუხადა გახარიამ და ისე დაშალა. მართალია დაპირებული ნარკოპოლიტიკის შეცვლა დაიწყო და არ დასრულებულა, მაგრამ ბოდიში ხომ მოიხადა? რამე ახალი თამაშია? - ახლობელი აგინებთ ერთმანეთს და ტაშს ელოდებით? კი, თამაშია, ნაც-ქოცური და კაცს, რომელიც მიშას ყოფილი დამფინანსებელი და მომწონებელია მეტი არც უნდა მოსთხოვო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6520132&name=02.12.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.12.2019

მედიასაშუალება: ალია

"ივანიშვილის არტერიული ჰიპერტონიის გამო, მასთან წუხელ ორჯერ იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი"

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მთელი ღამის განმავლობაში მედპერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. მილიარდერთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბიზნესცენტრში ორჯერ იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი - მიზეზი ბიძინა ივანიშვილის არტერიული ჰიპერტონია გახდა, რაც, ოლიგარქის ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, საკმაოდ უცნაური, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევა იყო. როგორც "ნიუპოსტის" წყარო ამბობს, მედიკოსებმა ოლიგარქს წნევა მალევე დაურეგულირეს, თუმცა, მინი-გამოკვლევა ადგილზევე ჩაუტარეს, რათა გაერკვიათ, საქმე ჰქონდათ ესენციურ არტერიულ ჰიპერტენზიასთან, რაც მაღალი წნევის ჩივილების მქონე პაციენტთა 90%-ს აღენიშნება, თუ მეორად, ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიასთან, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას და განიხილება, როგორც სხვა პათოლოგიების გამოვლინება. წყაროს თქმით, პაციენტი საკმაოდ ნერვიულობდა, რის გამოც გამოკვლევების ხელახლა დაწყება გახდა საჭირო, პასუხი კი ამ დრომდე ცნობილი არ არის: "ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას, რაც სიმპტომების ამოცნობასა და პროფილაქტიკას აძნელებს. მას ე.წ. "თეთრი ხალათის სინდრომი" აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა ადამიანი ექიმთან მიდის ან რაღაც შემთხვევის გამო მასთან მიდის ექიმი, ეიფორული მდგომარეობა იწყება, წნევა იმატებს და შესაძლოა, ეს მდგომარეობა ჰგავდეს რაიმე დაავადების სიმპტომს. ადრე მას ეს სინდრომი კამერების მიმართ ჰქონდა - ნერვიულობას იწყებდა, როცა კამერასთან უწევდა ურთიერთობა და ეს ეტყობოდა კიდეც გამომეტყველებასა და სახის კუნთების დაძაბვაზე, შემდეგ დროთა განმავლობაში ეს სინდრომი გაუქრა, "თეთრი ხალათის სინდრომს" კი ვერაფერს უხერხებს. ამიტომ ძნელი სათქმელია, გუშინდელი შემთხვევა წნევის ერთჯერადი მომატება იყო თუ რაიმე პათოლოგიის გამოვლენა. თვითონ ბიძინა ივანიშვილი წნევის მომატებას დეპუტატებსა და ელჩებს უკავშირებდა, ასე ამბობდა, წნევამ ელჩებთან შეხვედრის მერე ამიწიაო", - ჰყვება "ნიუპოსტთან" წყარო, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. შეგახსენებთ, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებას ქართულ პოპულაციაში. საქართველოში არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულთა ხვედრითი წილი, სიკვდილის მიზეზთა შორის, 48,8%–ია. ბოლო წლებში, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტონია აღენიშნება 600 000 პირზე მეტს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6520111&name=02.12.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.12.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

ახალგორელები შველას ითხოვენ - "ამ ზამთარს სიცივითა და შიმშილით ნელ-ნელა ამოვიხოცებით"

1500-ზე მეტი მძევლად აყვანილი მოსახლეობა-ახალგორელები შველას ითხოვენ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუ ე.წ. ჩაკეტილი საზღვარი არ გაიხსნა, ამ ზამთარს მოსახლეობა ნელ-ნელა სიცივით და შიმშილით ამოიხოცება. თითქმს მესამე თვეა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტივის გამო რეგიონი ჰუმანიტარული კატსტროფის ზღვარზეა. ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, იზოლაციაში ცხოვრობს. დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებისთვის გადაადგილების შეზღუდვას არ განმარტავს. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის მიზეზი წნელისის ქართული საგუშაგოა, რომლის აშენების საპასუხოდ დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ვინაობის დასახელებისგან მისი თხოვნით თავს ვიკავებთ „რეზონანსთან“ ყვება, რომ ახალგორში სიტუაცია დღითი-დღე მძიმდება. პენსიონერებს ფული გამოელიათ, ავადმყოფები ვერ იღებენ კვალიფიციურ დახმარებას და პრობლემები ყოველდღიურად მატულობს. მათ არავის იმედი აღარ აქვთ, რომ თბილისში ან კიდევ ცხინვალში პრობლემას გადაწყვეტენ. ხშირია ფაქტები, როდესაც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიისა და, შესაბამისად, გათბობის გარეშეა ხშირად დარჩენილია საავადმყოფოც, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში ხვდება. ე.წ. უშიშროების კომიტეტმა კი „შავი სია“ შეადგინა, რომელშიც 3 წლის ბავშვიც კი მოხვდა. ადგილობრივი ამბობს, რომ ეს „შავი სია“ პერიოდულად იზრდება. საშვზე 35-ზე მეტ ადამიანს უკვე უარი ეთქვა. „ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში უმძიმეს სიტუაციაა.1500-ზ მეტი ადამიანი ოსურმა მხარემ მძევლად აიყვანა. მოსახლეობას არა აქვს არც რუსული და არც ოსური პასპორტი. ვერ იღებენ პენისებს. პურსაც კი ნისიად ვყიდულობთ. აფთიქებში არ არის ელემენტარული ტკივილგამაყუჩებელი. მაღაზიები დაცარიელებულია, ვისაც რამე აქვს შემორჩენილი სამმაგ და ოთხმაგ ფასებში ყიდიან. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართულ პენისიაზე და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სამი თვეა არავის არაფერი აუღია. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც სასწრაფოდ ქიმიო–თერაპია ესაჭიროებათ. შეშა და ფქვილი ძვირია. არის სიტუაცია, როდესაც ელექტროენერგია მიდის და ხან 36 საათის განმავლობაში არ მოდის. ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ არ ვიცით, ალბათ ასე სიცივით და შიმშილით ნელ-ნელა დავიხოცებით. აქ არიან ასევე ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტებიდან გამორიცხვის საფრთხის წინაშე დგანან. ზოგის ოჯახის წევრები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე იქით დარჩა, ზოგიც აქეთ. თუ ვინმე ცხინვალიდან პროდუქტს ჩამოიტანს იმდენად ძვირია, რომ გაღატაკებული ხალხი ყიდვას ვერ ახერხებს. ნისიადაც აღარ უნდათ მოცემა, რადგან არვინ იცის ე.წ. საზღვარი როდის გაიხსნება. ალბათ, როცა ე.წ. საზღვარს გახსნიან ცოცხლები აღარ დაგხვდებით“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“. ტრაგიკული შემთხვევა სწორედ ამ შეზღუდვას მოჰყვა. 29 ოქტომბერს, ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა, რაც ევროკავშირმა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ტრაგიკული მაგალითად შეაფასა. გარდა ამ ფაქტისა, ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებულის ოჯახი ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას უშედეგოდ ითხოვს. დღემდე ასევე პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 15 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონ კვეთის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი ჭაში ჩავარდნილი პაციენტის მოსანახულებლად მიდიოდა. ყოფილი მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი რაც ახლა ახალგორთან დაკაშირებით ხდება, ომის დროსაც არ ყოფილა. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ახალგორში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა, თუმცა უკვე მესამე თვეა ხელისუფლების მხრიდან ამის მზაობა არ ჩანს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ არსებობს პირდაპირი კონტაქტები, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებასთან საუბრის შედეგად საქართველოს ხელისუფლება თავის თანამოქალაქეებს უნდა დაეხმაროს. ასევე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს სიის შედგენა რა სახის მედიკამენტები და პირველადი სახის დახმარება ესაჭიროებათ. ამის შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ წითელი ჯვრის ან სხვა კონტაქტების დახმარებით, ადგილობრივებს უნდა გაუგზავნოს. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ახალგორელები განაწყენებულები და გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ კარასინი აბაშიძის შეხვედრის დროს მათი პრობლემის განხილვა არ მოხდა. „ახალგორელები აღშფოთებულები არიან იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს, მათი საკითხი არ დაისვა და ამ პრობლემის მოგვარებაზე თავს არავინ იწუხებს. ადგილობრივები იმაზე ბრაზობენ, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ახალგორის ჩაკეტვა ისეთი მტკივნეული არ არის, როგორც თუ გინდ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრებას მოჰყვა. რა თქმა უნდა, გაფრინდაშვილის დაკავებას რომ აჟიოტაჟი უნდა მოჰყოლოდა, ამაზე ადგილობრივები არც დაობენ, მაგრამ უკვე მესამე თვეა არანაკლებ მძიმე პრობლემის ირგვვლივ, რასაც ამდენი ადამიანის ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნა ქვია, არავინ არფერს აკეთებს. მეც მიკვირს, რატომ არ მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან ერთად ახალგორის ე.წ. საზღვრის გახსნის საკითხი“,-აცახდებს პაატა ზაქერიშვილი. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ სიტუაცია ასევე ლავროვის და ზალკანიანის შეხვედრის შემდეგ გაუარესდა. ზაქარეიშვილს აინტერესებს საერთოდ რა იყო მათი ნიუ ორკში შეხვედრის მიზანი და საუბრის თემა, თუ არა ახალგორის პრობლემა. „ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ თუნდაც ოსეთის მხრიდან და მათთან საუბარი და კონტაქტი დღემდე მაქვს. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ მიდის საუბარი და აქვთ კონტაქტები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. თუმცა ესენი მე მეუბნებიან, რომ მათ არავინ ეხმაურებათ და არანაირი საუბარი არ მიდის. არანაირი რეზულტატი არ გვაქვს, პირიქით, სიტუაცია უარესობისკენ წავიდა. თუ კონტაქტები არის, სიტუაცია უფრო რატომ ფუჭდება? მე როდესაც მინისტრი ვიყავი, ექიმის გადასვლაზე ვურეკავდი, ვუთანხმებდი და მანქანით გადადიოდა, რომ ადგილობრივებისთვის ოპერაცია გაეკეთბინათ. სერგეენკო ყოველთვის მეხმარებოდა, რომ ახალგორელებისთვის მედიკამენტები მიმეტანა. ასეთი რამ ომის დროს არ მონხდარა. ეს არის კატასტროფა.არ იციან საქმე როგორ გააკეთონ და ხალხი ასე უყურადღებოდ უკვე მესამე თვეა დატოვებული ჰყავთ. არსებობს რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ჩამოვიდნენ და მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები ვლადიკავკაზიდან ახალგორელებს შეუტანონ. ამას ყველაფერს გაგება და მუშაობა უნდა’, - აცხადებს „რეზონანსთან“ ზაქარეიშვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6519804&name=02.12.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

​