| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-02.09.2019 |
| Received On : | 02.09.2019 08:30 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 02.09.2019
ტელევიზია
02.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი დღე
შრომის უსაფრთხოების კანონი დღეიდან, ყველა ორგანიზაციაზე გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კომპანიას შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის დაქირავება მოუწევს. ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში ფუქნციონირებად საწარმოებში, შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება სპეციალურად დადგენილი სტანდარტების მიხდვით მოხდება. კომპანიებში, რომლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებია, უსაფრთხოების ნორმების შემოწმება თავად დამსაქმებელსაც შეეძლება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306509
---
01.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. დამსაქმებელი დღეიდან ვალდებულია დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტი. დამსაქმებელს რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს შეუძლია პირადად შეასრულოს უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები. მაგრამ თუ 20-იდან 100-მდე თანამშრომელი ჰყავს ვალდებულია სამსახურში მინიმუმ 1 უსაფრთხოების სპეციალისტი აიყვანოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306367
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306361
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306372
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306293
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306208
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306191
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306103
---
01.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
"ვინ არის პასუხისმგებელი გააკონტროლოს ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტის ბინაზე მკურნალობის პროცესი?"- ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქრონიკაში ისაუბრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306098
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6305919
---
01.09.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
საქართველოში ქალთა შორის კიბოთი ავადობის მიზეზებს შორის პირველ ადგილზე კვლავ ძუძუს კიბო, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე ყელისა და საშვილოსნოს დაავადებები იჭერს. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონებს მთელი საქართველოს ფარგლებში სკრინინგი უფასოა, ისინი სერვისს იშვიათად იყენებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სპეციალურ კამპანიას ატარებენ, რათა მოქალაქეებმა უფასო სერვისი გამოიყენონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6306217
---
31.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
როგორია სახელმწიფოს მიდგომა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ? ეს საკითხი ბოლო კვირაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საუბარია პეკინის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ქალმა 3 წლის ბავშვი დანით დაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის ადვოკატი ადასტურებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და გარკვეული პერიოდი მკურნალობდა კიდეც. ფსიქიკური ჯანმრთელობა და არასათანადო მკურნალობა გახდა დანაშაულის მიზეზი თებერვალშიც, როდესაც რუსთავში ბიძამ 13 წლის ძმიშვილი მოკლა. ამ მიმართულებით არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს სახალხო დამცველიც. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია თამარ გაბუნია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6305758
---
31.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო ახლა ბრალდებულის ფსიქიკური ექსპერტიზის შედეგებს ელის. ფაქტია, რომ თამარ საძაგლიშვილმა შესაბამის ცენტრში იმკურნალა, თუმცა გამოწერის შემდეგ მისი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6304590
ტვ პირველი - დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6304611
---
30.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ერთ ლარად შეიძენენ, – შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6304509
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6304102
---
30.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის შემთხვევაში დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ. მათ ბინით დაკმაყოფილებაზე უარს ეტყვიან. საგანგაშო სტატისტიკა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ამ ნაბიჯზე თამთა ასანიძე ისაუბრებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6304476
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6304209
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6304191
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6303879
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6303719
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6303551
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6303442
---
30.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მხრიდან დაანონსებული გაფიცვა არ შედგება, რადგან სადავო საკითხები მოგვარებულია. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების აქციები და გაფიცვები 4 აგვისტოდან დაანონსდა. ისინი ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6303550
---
ინტერნეტი
01.09.2019
მედიასაშუალება: https://for.ge/view/172367/daiRala-xalxi-mxolod-fulis-keTebaze-gadasuli-klinikebiT-ratom-ar-ixsneba-ew-sagiJeTebi.html
დაიღალა ხალხი მხოლოდ ფულის კეთებაზე გადასული კლინიკებით, რატომ არ იხსნება ე.წ. "საგიჟეთები"
ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს ფსიქიატრიული კლინიკების არარსებობაზე წერს. ის მთავრობისგან მეტ ყურადღებას ითხოვს. „პრაიმტაიმი" ივერის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „კომუნისტების დროს უამრავი ფსიქიატრიული საავადმყოფოები იყო გახსნილი და....დღეს რა ხდება? კარგი ცხოვრებაა, კარგი მთავრობა გვყავს და ფსიქიურად გიჟები აღარ არიან თუ რა ხდება? სად არის ფსიქიატრიული საავადმყოფოები? დაიღალა ხალხი სოკოებივით მომრავლებული, მხოლოდ ფულის კეთებაზე გადასული ამ კერძო კლინიკებით. რატომ არ იხსნება ე.წ. „საგიჟეთები? იქნებ იქ მოსათავსებელი დღეს იმაზე მეტია, ვიდრე კომუნისტების დროს? რატომ უნდა იყოს ქვეყნის ფლაგმანი ტელევიზიის წინ მუდამ ბუნკერებში მოფუსფუსე „წვერებიანი ქალი ან თუნდაც არაყიშვილი/ფალიაშვილის კვეთაში შუქნიშანთან მდგომი ხელებისმქნეველი ქალი და კიდევ მრავალი ასეთი ბედის ანაბარა მთავრობისგან მიგდებული? თუ აუცილებლად აგრესიულები უნდა იყვნენ? ან უმკურნალონ ან მოათავსონ ფსიქიატრიულში, რადგან თვით ყველაზე „უწყინარი შეურაცხადიც კი...უცებ რა წუთში რა გააღიზიანებს და რა მოქმედებას ჩაიდენს არავინ იცის" - წერს თამარ ივერი.
---
01.09.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=106120
ახალი რეგულაციები კომპანიებს და საჯარიმო სანქციები -+
დღეიდან, პირველი სექტემბრიდან კომპანიებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულება ეკისრებათ. კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები 1 000–დან 50 000 ლარამდე მერყეობს. საჯარიმო სანქციების მოცულობა – ამონარიდი საქართველოს კანონიდან "შრომის უსაფრთხოების შესახებ": მუხლი 19. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისათვის ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს საქმიანობის რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი 31 of 42 სამუშაოების რეგისტრაციის გარეშე განხორციელება არ ათავისუფლებს პირს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. მუხლი 20. ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა − გამოიწვევს: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხააღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით; ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. მუხლი 21. სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკურიპირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკურიპირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკურიპირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 14 000 ლარის ოდენობით; ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად(გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. მუხლი 22. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, თუ საწარმოში არ არსებობს კრიტიკული შეუსაბამობა, 33 of 42− გამოიწვევს გაფრთხილებას. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა: ა) არაარსებითი შეუსაბამობის არსებობისას გამოიწვევს: ა.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამა რაუმეტეს 2 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ა.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ა.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკურიპირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ა.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკურიპირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ა.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკურიპირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 8 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული34 of 42 პირობის შეუსრულებლობისათვის; ა.ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად(გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ბ) არსებითი შეუსაბამობის არსებობისას გამოიწვევს: ბ.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ბ.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ბ.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ბ.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 900 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ბ.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 14 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ 35 of 42 დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის; ბ.ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კრიტიკული შეუსაბამობა −გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენა −გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას და: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლი სმქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკურიპირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაშიგანხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკურიპირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას30 000 ლარის ოდენობით; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკურიპირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით; ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად36 of 42 (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. მუხლი 23. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, გარდა ამმუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, −გამოიწვევს გაფრთხილებას. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ამ კანონით 37 of 42 გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 14 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის; ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საშუალო სიმძიმის, მძიმე, ფატალური ან მასობრივი უბედური შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ ზედამხედველი ორგანოსათვის შესაბამისი უბედური შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას.
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/389374/
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=106108
ესქეინიუს.ჯი- http://sknews.ge/index.php?newsid=24049
---
01.09.2019
მუხლმოდრეკილი გევედრებით გადამარჩინეთ - მარტოხელა დედის სულისშემძვრელი მიმართვა
სოციალურ ქსელში მრავალშვილიანი დედა სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს. ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. „პრაიმტაიმი თამთა ვალიშვილის წერილს უცვლელად აქვეყნებს. „გთხოვთ,წაიკითხეთ ბოლომდე.ძალიან მძიმე და მტკივნეულია ახლა ამის წერა ჩემთვის,მაგრამ როდესაც 3 პატარა დგას ჩემს უკან ვივიწყებ თავმოყვარეობას, ვივიწყებ ჩემს თავს და გთხოვთ დახმარებას. მუხლმოდრეკილი გევედრებით გადამარჩინოთ ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი. ვარ 3 შვილის მარტოხელა დედა, რომელმაც ვერ გაუძლო მუდმივ ცემას, უბედურებას, შვილების შიშს და დარჩა მარტო ქუჩაში ყველანაირი შემოსავლის გარეშე. წელიწადია მოვდივარ კეთილი ხალხის შემწეობით, ბევრჯერ მეზობლის გადაგდებული პური გვიჭამია, ბევრჯერ ტირილში გაგვითენებია, მაგრამ შვილს ვერ გავყიდი, ვერც გავაშვილებ, ვერც ბავშვთა სახლში გავუშვებ პირადი გამოცდილება მაქვს ამ ტკივილის. უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი დედა გევედრებით დახმარებას. პატარა საოპერაციო მყავს და სისუსტის გამო ვერ უტარდება.ბინას 4 რიცხვში მაცლევინებენ და კაპიკიც კი არ მაქვს რომ ბინაში შევიდე.სოციალური შემიჩერდა ისევ მეპატრონიდან გამომდინარე. კატასტროფის წინაშე მყოფი დედა მუხლებზე გიდგებით, ისე გთხოვთ შველას. ჩვენი მისამართია ზემო მე-4 პლატო, კორპუსი 1, მე-6 სართული. ბევრი ადამიანი ნამყოფია ჩვენთან გადამამოწმეთ, ჩვენთვის ყველა სახის დახმარება მნიშვნელოვანია. დამეხმარეთ გევედრებით. ეს ჩემი თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერია GE62TB7576045061100067 ერთი თეთრიც კი მნიშვნელოვანია.
---
01.09.2019
სასწრაფო ინფორმაცია! - ვერთიანდებით კესოსთვის
პატარა კესოს საზოგადოების დახმარება სჭირდება! თურქეთში ,,აჯიბადემის" კლინიკაში ნეიროქირურგის კონსულტაციის შემდეგ დადგინდა რომ საჭირო იყო ხელახალი დეტალური მაგნიტო რეზონანსული კვლევა. კვლევის შედეგად დადგინდა რომ, ბავშვს ვეღარ ჩაუტარდება განმეორებით სხივური თერაპია ამ ეტაპისთვის. რადგან სიმსივნის ზრდა მიმდინარეობს დაიგეგმა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. (ოპერაცია) ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ხარჯები გაზარდა - გამოიწერა ინვოისი დაახლოებით 25,800 დოლარზე. როგორც წესი, რეალური ხარჯი 20-25%-ით მეტია ხოლმე, ინვოისში მითითებულ თანხაზე. მიმღები ბანკი: სს "თიბისი ბანკი" GE65TB7192745064300002 თამარ ჩახმახაშვილი მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი GE63BG0000000101336837 NIKOlOZ BAKHUTASHVILI
---
01.09.2019
საქართველოში აივ-ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ შიდსის ცენტრში დღეისათვის 7882 აივ-ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული. მათ შორის 5913 კაცი, 1969 კი ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4184 პაციენტს განუვითარდა, 1599 გარდაიცვალა. არვ-მკურნალობას 4833 პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვი იტარებს. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.6% ნარკოტიკებისინექციური მომხმარებელია; 47.6% დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3% არიან კაცები, რომელთაც სექსი აქვთ კაცთან; 1.3% დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% სისხლის რეციპიენტია; 0.7%-ის გადაცემის გზა დაუდგენელია. აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2906 შემთხვევა), შემდეგ სამეგრელოსა – 1113 და იმერეთში – 956. 877 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, აფხაზეთში – 516; კახეთში – 386, ქვემო ქართლში – 446, შიდა ქართლში – 284, გურიაში – 169, სამცხე-ჯავახეთში –102 და ა.შ. დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში აივ-ინფიცირებული ადამიანები დიდხანს და სრულყოფილი ცხოვრებით ცხროვრობენ. ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზი: 2398018
პია.ჯი- https://pia.ge/post/279565-saqartvelosi-aiv-inficirebis-448-axali-semtxveva-dafiqsirda
კვირა.ჯი- http://kvira.ge/495067
---
01.09.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/bankis-movale-417-atasi-pensioneri
ბანკის მოვალე 417 ათასი პენსიონერი
---
31.08.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ra-shemtxvevashi-mkurnaloben-saqartveloshi-fsiqikurad-daavadebul-pacients-idzulebit
რა შემთხვევაში მკურნალობენ საქართველოში ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტს იძულებით
ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობა კანონმდებლობით რეგულირდება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში პაციენტის სურვილისა და თანხმობის, ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე იძულებითი მკურნალობა არ ინიშნება. მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტს თავისი მდგომარეობის სიმძიმე არ ესმის, ან ვერ აცნობიერებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტს იძულებითი მკურნალობა ენიშნება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ შეუძლია მკურნალობის სურვილის გამოხატვა, ან არ ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც ამას განახორციელებენ, სხვას, გარეშე პირს შეუძლია სასწრაფოს მიმართოს და სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში პაციენტს იძულებითი მკურნალობა დაენიშნება. „6 თვე მაქსიმალური პერიოდია, რა დროსაც პაციენტს იძულებით მკურნალობა უტარდება“, - აღნიშნა გაბუნიამ. ასევე, მისი განმარტებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული და მობილური მკურნალობის საშუალებები არსებობს. თამარ გაბუნიას განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სამედიცინო კადრების ნაკლებობა შესამჩნევია და ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორებაზე მუშაობენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს. რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. ბავშვის დაჭრის საქმეზე დაკავებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში რამდენჯერმე მკურნალობდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
---
31.08.2019
საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს-სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს. ფსიქიკური აშლილობის თემა საზოგადოებაში 3 წლის ბავშვის დაჭრის შემდეგ გააქტიურდა. 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, არსებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ფსიქიკური ექსპერტიზა გაარკვევს. დაკავებულის დედის თქმით, წლების განმავლობაში მის შვილს პრობლემები ჰქონდა და ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა.
---
31.08.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/devnilebs-romlebic-sheichrebian-sheuwydebat-shemweoba-da-binebs-veghar-miigheben/
დევნილებს, რომლებიც შეიჭრებიან, შეუწყდებათ შემწეობა და ბინებს ვეღარ მიიღებენ
დევნილებს, რომლებიც უკანონოდ შეიჭრებიან კერძო საკუთრებაში, ჯანდაცვის სამინისტრო შემწეობის გადახდას შეუწყვეტს და ბინის გადაცემაზე უარს ეტყვის. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს გააქტიუდევნილებს, რომლებიც უკანონოდ შეიჭრებიან კერძო საკუთრებაში, ჯანდაცვის სამინისტრო შემწეობის გადახდას შეუწყვეტს და ბინის გადაცემაზე უარს ეტყვის. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებით დევნილთა გარკვეული ჯგუფები კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში იჭრებიან და იქ ფართებს იკავებენ. სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, “ნუ აჰყვებიან პროვოკაციულ მოწოდებებს.” “იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კარგად იციან N320 ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომლითაც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, ვაფრთხილებთ, რომ მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე”,-აცხადებს გიორგაძე.რდნენ პირები, რომელთა წაქეზებით დევნილთა გარკვეული ჯგუფები კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში იჭრებიან და იქ ფართებს იკავებენ. სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, “ნუ აჰყვებიან პროვოკაციულ მოწოდებებს.” “იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კარგად იციან N320 ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომლითაც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, ვაფრთხილებთ, რომ მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე”,-აცხადებს გიორგაძე.
30.08
ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11442
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/255128
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saministro-devnilebs-romlebic-shenobebshi-sheichrebian-saxelmwifo-shemweobebi-sheuwydebat
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/389145/
---
30.08.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/494818
ანა ფუტკარაძე: საქართველოში 3628 მარტოხელა მშობელია, სტატუსის მაძიებელთა ოდენობა – მზარდი, კანონი – დისკრიმინაციული
---
30.08.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/aitserit-meore-tselitsadze-metia-tsitela-ver-movishoret-emuqreba-tu-ara-epidemia-saqartvelos/62034
„აიცერით! მეორე წელიწადზე მეტია წითელა ვერ მოვიშორეთ“ - ემუქრება თუ არა ეპიდემია საქართველოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, წითელას ინფექცია ევროპის ისეთ ოთხ ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც ინფექცია უკვე აღმოფხვრილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაავადება აღარ იყო გავრცელებული ალბანეთში, ჩეხეთში, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში. "ჩვენ უკან-უკან მივდივართ, არასწორ გზაზე ვართ", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეით ობრაიენმა. წითელა გადამდები ინფექცია და პოტენციურად ფატალური დაავადებაა, რომელიც იწვევს ხველას, გამონაყარს და ცხელებას. მისი პრევენცია შესაძლებელია MMR ვაქცინის ორი დოზით, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველა მცირეწლოვანი ბავშვისთვის უფასოა. ქვეყანა ინფექციისგან თავისუფლად მიიჩნევა, თუ 12 თვის განმავლობაში კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ინფექციის ენდემური გადაცემა არ ფიქსირდება. 2019 წლის პირველი ექვსი თვის შემდეგ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსოფლიოში წითელათი დაავადებულთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშში წერია, რომელიც 12 აგვისტოს გამოქვეყნდა. რა მდგომარეობაა საქართველოში და ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს ქვეყანას? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე შემოდგომიდან წითელას ვირუსის მატებას ვარაუდობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს: "მთელი ეს პერიოდია აქტიურად ვეუბნებით მოსახლეობას - წითელა, წითელა... ვიხვეწებით, მოვუწოდებთ მათ ვაქცინაციისკენ, აიცერით! მეორე წელიწადზე მეტია წითელა ვერ მოვიშორეთ. შემოდგომაზე იგiვე ვარიანტია, რომ ისევ მოიმატოს. მასობრივად უნდა მოხდეს ვაქცინაცია. თუ მასობრივად არ მოხდა აცრა ეს არ გაჩერდება. ვინც აცრილია მას არ დაემართება", - თქვა იმნაძემ.
---
30.08.2019
ჩერნოვეცკის ფონდი საოჯახო ტიპის სახლებს ხურავს, მიზეზად ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას ასახელებს
საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ამა წლის 1 ოქტომბრიდან დახუროს ქობულეთში მოქმედი და ფონდის მიერ ოპერირებული სამი საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ასთი გადაწყვეტილების მიღების საბაბს წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უარყოფითი პოზიცია ფონდის თხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ ტიპის ახალი სახლების გახსნის საკითხს. ფონდის მიერ ჯანდაცვის მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი წარმოადგენს ფონდის მიმართ უპატივცემულობას და წინააღმდეგობას უქმნის მის მუშაობას! ფონდის დამფუძნებლის აზრით, „უარი ჩვენთან საუბარზე მიუსაფარ ბავშვთა პრობლემებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოადგენს უპასუხისმგებლო ნაბიჯს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პრობლემაა მთელი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენთვის, - აღნიშნულია წერილში. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს გადახდილი ბავშვებისათვის კუთვნილი თანხა და მან ფაქტიურად უკვე მოახდინა არსებული ლიცენზიის ანულირება, ფონდის დამაარსებელი წყვეტს მათ დაფინანსებას, ხოლო ფონდი იწყებს ბავშვების მეურვეებისათვის გადაცემის პროცესს. სრულად გთავაზობთ ჩერნოვეცკის ფონდის ხელმძღვანელობის მიერ ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნილი წერილის ტექსტს, რომელიც ეხება ქობულეთში მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლების დახურვის საკითხს : საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ქალბატონო მინისტრო! გაცნობებთ, რომ ჩვენი საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა ბატონმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ამა წლის 1 ოქტომბრიდან დახუროს ქობულეთში მოქმედი და ფონდის მიერ ოპერირებული ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელთა დაფინასებას პირადად იგი აწარმოებს. მისი გადაწყვეტილების მიღების საბაბს წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უარყოფითი პოზიცია ფონდის თხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ ტიპის ახალი სახლების გახსნის საკითხს, რომელთა მსგავსი მომსახურებისა და ბავშვებზე ზრუნვის კუთხით საქართველოში არ არსებობს! ფონდის დამფუძნებლის აზრით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ფაქტიურად წახალისებას ახდენს იმ ბავშვთა სახლებისა, რომლებიც სინამდვილეში რელიგიურ სტრუქტურებს წარმოადგენენ, სადაც „გულუბრყვილო სულები“ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იმყოფებიან! იგი არ არის დაინტერესებული სასამართლო პროცესებით ერთ ან ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლის გამო, რაც ქვეყანას არაფერს მისცემს, რამეთუ ფონდის გამოცდილებას არავინ იზიარებს. მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთა დამოკიდებულება მის მიერ წამოჭრილი პრობლემებისადმი. ფონდი იყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო მინისტრები და მათი ქვეშევრდომები მას არ იზიარებენ. აღსანიშნავია, აგრეთვე, პირადად ფონდის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, რაც გამოიხატება ფონდის მიერ ოპერირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების დისკრიმინაციაში, კერძოდ, ბავშვებისთვის კუთვნილი თანხის არმიცემაში! ეს არ არის მარტო ფულის საკითხი, რომელიც ძალიან მწირია. ჩვენ არ გვინდა „ბრძოლა“ სასამართლოებში, არამედ გვსურს მუშაობა და მოვითხოვთ პატივისცემას. ფონდის დამფუძნებლის აზრით, უარი ჩვენთან საუბარზე მიუსაფარ ბავშვთა პრობლემებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოადგენს უპასუხისმგებლო ნაბიჯს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პრობლემაა მთელი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენთვის! ჯანდაცვის სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი წარმოადგენს ჩვენი ფონდის მიმართ უპატივცემულობას და წინააღმდეგობას უქმნის ჩვენს მუშაობას! რატომ უნდა დავხარჯოთ ჩვენი ძალები ამ „ომში“? ჩვენ მოვედით, რომ ვაშენოთ და განვაგრძობთ მოსახლეობის დახმარებას იმ სფეროებში, სადაც ხელს არ შეგვიშლიან. გთხოვთ, უახლოეს ვადაში განიხილოთ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გააუქმოთ ქობულეთის ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლის რეგისტრაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს გადახდილი ბავშვებისათვის კუთვნილი თანხა და მან ფაქტიურად უკვე მოახდინა არსებული ლიცენზიის ანულირება, ფონდის დამაარსებელი წყვეტს მათ დაფინანსებას, ხოლო ფონდი იწყებს ბავშვების მეურვეებისათვის გადაცემის პროცესს. ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორი ო. პოლიშუკი
---
ბეჭდვითი მედია
02.09.2019
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
ფრთხილად! ჯანდაცვას საძაგლიშვილის-ნაირები ქუჩაში ჰყავს გაშვებული!
გასულ კვირას პეკინის გამზირზე 51 წლის მხატვარი თამარ საძაგლიშვილი 2 წლის ბავშვს დანით დაესხა თავს და სახის არეში მძიმე ჭრილობა მიაყენა. საძაგლიშვილი დაკავეს. ის ცნობილი მომღერლის მარეხ გოძიაშვილის შვილთაშვილია. საბედნიეროდ, 3 წლის მძიმედ დაჭრილი ბავშვი გადარჩა და ჟვანიას კლინიკიდან სახლშია გაწერილია. მაგრამ ტრაგედია აქ არ მთავრდება. მართლაც ვინ იცის, ქუჩაში კიდევ რამდენი საძაგლიშვილისნაირი დადის. როგორც საძაგლიშვილის დედამ მანანა ჩხიკვაძემ განაცხადა, მის შვილი ი 2017 წელს ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მკურნალობდა, პრეპარატებიც დანიშნული ჰქონდა, მაგრამ კლინიკაში დაწვენის აუცილებლობა გამორიცხე და მკურნალობა სახლში გააგრძელებინეს. ქავთარაძის ქუჩაზე არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრის მუშაობისა და ექიმთა გულისხმიერების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, როცა 2019 წლის თებერვალში ფსიქიკურად დაავადებულ ვალერი ირემაძეს დახმარება არ აღმოუჩინეს, კლინიკაში არ დააწვინეს და შედეგად, სახლში დაბრუნებულმა, 13 წლის ძმისშვილი მოკლა! ამ კლინიკის ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი დღეს დაკავებულია. დღევანდელი მდგომარეობით, ქავთარაძის ქუჩაზე არსებული ფსიქიატრიული ცენტრის მსგავსი დაწესებულებები ფუნქციონირებს ღუდუშაურის კლინიკის გვერდით ორსართულიან შენობაში, ასევე თემქის დასახლებაში - სამშობიარო სახლის ახლოს. სახელმწიფოს მხრიდან ამ ცენტრებში პაციენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება, თუმცა, მათ მკურნალობაზე დიდი თანხა რომ არ დაიხარჯოს, პაციენტებს მცირე ხნით იტოვებენ, მაქსიმუმ 15-20 დღე, შემდეგ კი ვის და სად მიჰყავს ისინი, ამაზე პასუხს აღარავინ აგებს! როგორც ამბობენ, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული კლინიკის ტერიტორია, სადაც დღეს მრავალსართულიანი კორპუსი დგას, თავის დროზე მამუკა ხაზარაძემ ჩაიგდო ხელში. არადა, ბაღსაც და შენობასაც დღეს ერთ კომპანია "თბილისი გარდენსი" ემსახურება, რომლის დამფუძნებელიც, რეესტრის მონაცემით, ამერიკელი ქალბატონია. მოდით ამჯერად ხაზარაძეს თავისი ცოდვებიც ვაკმაროთ, თუნდაც წერა ატანილი "უბორნიის პოეტების" ასპარეზზე გამოყვანა, რომლებმაც ქართველი საზოგადოების ზნეკეთილი ნაწილი თავიანთი უხამსი ნაწერებით ლამის ჭკუიდან გადაყვანეს!
---
02.09.2019
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
მურთაზ მამაგეიშვილი: გოჩა ინგოროყვა არის ნაძირალა და არაკაცი!
ალბათ, ყველას გემახსოვრებათ 70 წლის ტრამვატოლოგი, 45 წლის სტაჟის მქონე ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი, რომელიც ნაციონალებისა და მათი ყურმოჭრილი მონის გოჩა ინგოროყვას შეთქმულების მსხვერპლი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 ივნისს ინგოროყვას კლინიკას ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა მიაკითხა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილე გახლდათ და ამტკიცებდა, რომ პოლიციის მიერი იყო ნაცემი. მას შემდეგ, რაც მურთაზ მამაგეიშვილისგან სასურველ სამედიცინო დასკვნის დაწერაზე უარი მიიღეს, ნაციონალებმა ტრავმატოლოგი პოლიტიკური შეხედულების გამო დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. შედეგად, 45 წლიანი სტაჟის მქონე ექიმი, ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ნინო კვიტაიშვილის უახლოესი მეგობრის ნიკა გვარამიას მოთხოვნით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა გოჩა ინგოროყვამ აზრის უკითხავად სამსახურიდან გაათავისუფლა. -უიმედი მდგომარეობაში ვიმყოფები. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო რეგულირების სააგენტოში სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, სამსახური მაინც არავის აღვუდგენივარ. აღარ გვარამია ბრძანდებს "რუსთავი 2"-ის შეფი, თუმცა, ინგოროყვა დღემდე დუმს. სიმართლე გითხრათ, კლინიკაში დაბრუნების იმედი დიდი ხანია, გადამეწურა და უკვე მუშაობის სურვილიც დავკარგე. ხვალვე რომ დაწეროს ბრძანება გოჩა ინგოროყვამ ჩემი სამსახურში აღდგენის შესახებ, უარს ვიტყვი! ამ მაიმუნი კაცის დანახვა აღარ მინდა! -როგორც მახსოვს, მიუხედავად თქვენ მიმართ ჩადენილი უსამართლობისა, თავს იკავებდით და არასოდეს გაგილანძღავთ გოჩა ინგოროყვა, რომელმაც დაუმსახურებლად გამოგიშვათ სამსახურიდან... -აქამდე ვფიქრობდი, იმიტომ ვერ აღამადგინა სამსახურში, რომ ნიკა გვარამიასი ეშინია-მეთქი. მართლაც რაში აწყობდა ინგოროყვას გვარამიას გადამტერება ჩემ გამო? კლინიკასთან იმორიგევებდა ჟურნალისტთა ჯგუფი და ყველა გარდაცვლილის ახლობელს ექმინების წინააღმდეგ აამხედრებდნენ, ძირს გამ9ოუთხრიდნენ საავადმყოფოს სამუდამოდ შულახავდნენ სახელს. ახლა, როცა გვარამიას დასაჭერად აქვს საქმე, ინგოროყვას შეეძლო, სინანული მაინც გამოეხატა ჩემ მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო, თუმცა, სრულ მდუმარებაშია. ნაციონალების ფულითა და მხარდამჭერით გაკეთებულ კლინიკაში ტკბილად არის მოკალათებული. ცამდე მართალი კაცი ფეხებზე დამიკიდა! გოჩა ინგოროყვა ნაძირალა და არაკაცია! მეტი არაფერი მაქვს სათქმელი! -რამე კონფლიქტი თუ გქონიათ ამ ადამიანთან? იქნებ თქვენი სამსახურიდან გაშვება ადრეც სურდა და შესაბამის მომენტს ელოდა? -მასთან კონფლიქტი არასოდეს მქონია. ზოგადად, ეგ რომ არაკაცია, მაგას ყველა ლაპარაკობს. ადამიანს ვერ ნახავთ იმხელა კლინიკაში, თუკი მისი ახლობელი არ არის, რომ გოჩა ინგოროყვას დადებითად ახასითებდეს. ფულზე დახამებული და ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი კაცუნაა. სხვათაშორის, ცნობილი ფაქტია, რომ ინგოროყვა ნაციონალების ფინიაა. მე ვარ ერთ-ერთი ექიმი, რომელიც 7 ნოემბერსა და 26 მაისს მაგათი სისხლისმსმელი რეჟიმის მიერ ნაცემ და დასახიჩრებულ ადამიანებს ვმკურნალობდი და თანავუგრძნობდი. შეიძლება, ამიტომაც ამითვალწუნა ინგოროყვამ. თანამშრომლებს ხელფასებს უგვიანებს, გადამგდები და გამყიდველია. ეგ ნაძირალა ისეთ მაქინაციებს ატრიალებს, ჯანდაცვის სამინისტრომ სამართლიანად რომ გამოიძიოს მაგისი შავბნელი საქმეები, კლინიკას დაუხურავენ.
---