| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-02.08.2019 |
| Received On : | 02.08.2019 08:54 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 02.08.2019
ტელევიზია
02.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ჯანდაცვის სამინისტრომ საავამდყოფოების მონიტორინგი დაიწყო. მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა. უწყება აქტიურ ჩართვას გეგმავს ხარისხის მართვის პროცესში. სამინისტროში ამბობენ, რომ ორ კვირაში, ოცამდე ოქმია დაწერილი, საიდანაც სამში სისხლის სამართლის დარღვევები გამოიკვეთა და შესაბამის ორგანოებს გამოძიებისათვის მიმართეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6254911
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6254995
---
02.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11 :00
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მონიტორინგს იწყებს, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის უსაფრთხოდ და ხარისხიანად მომსახურების მიზნით უწყება ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6254782
---
02.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 07:30
ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების მონიტორინგს იწყებს. ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოდა ხარისხიანად მომსახურების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება ხარისხის მართვის პროცესში. თოთოეულ სამედიცინო დაწესებულებაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, სამედიცინო პერსონალი, ინფექციური კონტროლის ღონისძიებები, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირება და დამედიცინო სერვისით დაკავშირებული, სპეციფიკური პირობები, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების საფუძველია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6254304
---
02.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საქართველოს მთავრობამ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა. 36-გვერდიან დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხელი 16 ივლისს მოაწერა. სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი 800 ათასი ლარია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის. როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას უწყება? საქართველოში ექთნების რაოდენობა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6254494
---
01.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების რაოდენობის შემცირება არ იგეგმება-ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ რეორგანიზაცია ოპერატიულობისა და ფუნქციური მოქნილობის გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს. რეორგანიზაცია უწყებაში 24 ივლისიდან დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6253964
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6253695
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6253345
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6253037
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6252735
---
01.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
რეორგანიზაციაა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურებში ქვეყნის მასშტაბით. ერთი კვირის წინ გამოცემული ბრძანების თანახმად, ამას შესაძლოა შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვეს, თუმცა თანამშრომელთა შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ. აქ ამბობენ, რომ არათუ შემცირება, არამედ გაძლიერება იგეგმება. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს - შესაძლოა ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი მალე ცენტრალიზებული გახდეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაექვემდებაროს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6254016
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6253136
---
01.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებს უფასო ტესტირება ჩაუტარდათ. ორგანიზაცია „ჰეპა პლუსის“ წარმომადგენლების მობილური ამბულატორიის ჯგუფი პირველ არხთან მთელი დღის განმავლობაში იქნება. ისინი თანამშრომლებს აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე უტარებენ ტესტირებას. არასამთავრობო ორგანიზაცია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელია. ქსელში სულ 14 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, რომლებიც საქართველოს რვა ქალაქში მუშაობენ. 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში ჰეპატიტის კვირეული მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6252791
---
01.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება მსოფლიოში, თბილისსა და არა მარტო, ტარდება ლვირეული, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს შეუძლიათ, რომ ტესტირება უფასოდ ჩაიტარონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6252635
---
01.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე მიმდინარე საკანალიზაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების პროცესში გზა ჩაიშალა და ორი ადამიანი ჩავარდა. ორივე მათგანის ამოყვანა სამაშველო სამსახურმა უკვე შეძლო და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6253395
პალიტრა ტვ- პალიტრა ნიუს 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6253963
---
ინტერნეტი
02.08.2019
ორ კვირაში 30 სამედიცინო კლინიკის შემოწმების შედეგად, 20 ოქმი დაიწერა, აქედან 3 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
2 კვირის განმავლობაში საავადმყოფოების კომპლექსური შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობასთან, კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან,უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის კომენტირებისას განუცხადა. ზაალ კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის უკვე შემოწმდა 30 კლინიკა და მათ შორის გამოვლინდა 3 ისეთი დარღვევა, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის რისკები იკვეთება. „გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშორებით, ასევე კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით, უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით. სულ შემოწმდა 30 კლინიკა და დაიწერა 20 ოქმი. როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, იყო დაახლოებით 3 საქმე, რომლებშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ასეთი საქმეები შესასწავლად შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ,- აცხადებს ზაალ კაპანაძე. მისივე თქმით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება ქვეყნაში რეგისტრირებული 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება. „რეგისტრირებულია 2800-მდე სამედიცინო დაწესებულებაა. ხდება მათი დიფერენციაცია, 300-ზე მეტი სტაციონარული ტიპის დაწესებულებაა, რომელიც ვალდებულია აკმაყოფილებდეს სანებართვო-სალიცენზიო პირობებს. თუ რა ვადებში დასრულდება შემოწმება, კონკრეტულ ვადებზე საუბარი ამ მომენტში არ შემიძლია,“-განაცხადა კაპანაძემ.
---
02.08.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/558783-jandacvis-saministrom-saavadmqopoebis-kompleksuri-monitoringi-daicqo
ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, სამინისტრო იწყებს აქტიურ ჩართვას ხარისხის მართვის პროცესში. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებების შესწავლას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. "ამ საკითხზე თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრხოების საფუძველი. აღნიშნული მოგვცემს შესაძლებლობას, შეფასდეს სამედიცინო დაწესებულებების მზაობა მათ მიერ მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე, დავგეგმოთ და გავატაროთ ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის", -განაცხადა ბოხუამ. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნული მონიტორინგის შედეგად სულ დაიწერა 20 ოქმი. კერძოდ, უკანასკენლი 2 კვირის განმავლობაში - სანებართვო პირობები შემოწმდა 5 დაწესებულებაში და დაიწერა 5 ოქმი; სალიცენზიო პირობები შემოწმდა 2 დაწესებულებაში და დაიწერა 2 ოქმი ტექნიკური რეგლამენტის პირობები შემოწმდა 4 დაწესებულებაში და დაიწერა 4 ოქმი. აღნიშნულის გარდა, დაიწერა 4 ოქმი უკანონო საექიმო საქმიანობაზე, 3 ოქმი დოკუმენტაციის წარმოებაზე და 2 ოქმი - სანებართვო პირობის დარღვევაზე (დოკუმენტაციის წარმოება; დასაქმება).
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-saministrom-saavadmyofoebis-kompleqsuri-monitoringi-daiwyo/
---
02.08.2019
მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/221257/
მშენებარე კორპუსში, საიდანაც ლიფტი ჩავარდა, სამუშაოები შრომის ინსპექციამ შეაჩერა
შრომის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა იმ მშენებარე კორპუსში, საიდანაც 29 ივლისს სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა. ლიფტით 6 ადამიანი გადაადგილდებოდა და აქედან 3 დაშავდა. შრომის ინსპექცია მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, როცა მშენებლობის პროცესი სამშენებლო უსაფრთხოების სტანდანტებთან კრიტიკული შეუსაბამოა. ამ ეტაპზე ინსპექციაში ვერ გვითხრეს, კონკრეტულად რა დარღვევები გამოვლინდა კომპანია „გრანდ სითის“ მშენებლობაზე ბათუმში, აღმაშენებლის 2ა-ში. ინსპექციაში განმარტეს, რომ მშენებლობის პროცესი მას შემდეგ გაგრძელდება, როცა კონკრეტული დარღვევები აღმოიფხვრება. შრომის ინსპექცია აგრძელებს მოკვლევას ამ სამშენებლო ობიექტზე. „ჩვენ არ გაგვიპროტესტებია შრომის ინსპექციის ეს გადაწყვეტილება, ეს არ მიგვიღია სასჯელად. პირიქით, კომპანიის მიდგომაა, რომ ეს არის სისტემის დახვეწის წინაპირობა,“ – ამბობს კომპანია „გრანდ სითის“ იურისტი, მერაბ დიმიტრაძე. მისი თქმით, პროკურატურამ გამოკითხა დაზარალებულები, რომლებიც უკვე გაწერეს კლინიკებიდან. პროკურატურას ამ საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
---
02.08.2019
სამედიცინო განათლების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატის დამზადების ფაქტზე პროფესიული სასწავლებლის დირექტორი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
---
01.08.2019
რით გარდაიცვალა 3 მცირეწლოვანის 35 წლის დედა მცხეთის საავადმყოფოში - ექიმი სულ სხვა მიზეზს ასახელებს
მცხეთის საავადმყოფოში სამი მცირეწლოვანის დედის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, დეტალების გარკვევისას, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, 35 წლის ქალს 2 თვის წინ სხვა საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია. მას ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტს აღენიშნებოდა სიყვითლე, ორგანიზმში მიმდინარეობდა ინტოქსიკაცია. 9 ივლისს პაციენტი თავისივე ექიმმა სხვა კლინიკაში გადაამისამართა ე.წ. დრენაჟის ჩასადგმელად, რათა ორგანიზმი ტოქსინებისგან განტვირთულიყო. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ „ჯეოჰოსპიტალის“ უფროსმა ექიმმა, კახა გზობავამ უამბო. პაციენტის გადაწყვეტილებით ის კლინიკაში დაგვიანებით, 12 ივლისს გამოცხადდა და სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამო დაეცა. 18 დღე კომპატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მე-19 დღეს კი - გარდაიცვალა. „პრაიმტაიმი“ ჯეოჰოსპიტალის უფროს ექიმს კახა გზობავას დაუკავშირდა. როგორც ის აცხადებს, 35 წლის ქალი არა დაცემის შედეგად, არამედ იმ მიზეზებით გარდაიცვალა, რამაც დაცემა გამოიწვია. მედიკოსის განმარტებით, პაციენტს პოლიორგანული უკმარისობა ჰქონდა. „ის რაც რეალურად მოხდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა იციან. საპირფარეშოდან გამოსვლის დროს დაეცა, ტუმბოს თავი ჩამოარტყა და გარდაიცვალა. ჩვენი აზრით, ის პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა, რადგან გულისა და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნებოდა. ექსპერტიზა დაადგენს გარდაცვალების მიზეზებს. ქალბატონმა 2 თვის წინ სხვა კლინიკაში გაიკეთა ოპერაცია. როცა მისი მდგომარეობა გართულდა პაციენტს ექიმმა ურჩია, რომ ე.წ. დრენაჟი ჩაედგა, ეს ცოტა რთული მანიპულაციაა და ყველგან არ კეთდება, ჩვენი თანამშრომელი ურჩიეს და ასე მოხვდა ჯეოჰოსპიტალში...“ - განმარტავს კახა გზობავა. შეგახსენებთ, გუშინ 05:00 საათზე, 35 წლის ქალი, სახისა და თავის არეში მრავლობითი მოტეხილობებით 18 დღის განმავლობაში კომაში იყო და მე-19-ე დღეს გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახი სამედიცინო პერსონალს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. აღინიშნულზე უკვე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ფაქტის შესწავლა. შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაიწყო. გარდაცვლილი ყაზბეგიდანაა, მას 4 წლის, 2 წლისა და 9 თვის შვილები ჰყავდა.
---
01.08.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია
სამინისტროში არის რეორგანიზაცია, მათ შორის სასწრაფოშიც, ამაზე ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია და მათ მოაწერეს განცხადებას ხელი იმის შესახებ, რომ ინფორმირებულნი არიან რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ გაფრთხილებას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე,- ამის შესახებ განმარტება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის და თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააკეთა. როგორც მინისტრის მოადგილე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მცდარია ინფორმაციას, თითქოს სასწრაფო დახმარების თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იგეგმება. „რეორგანიზაციის შესახებ მინისტრის ბრძანება არსებობს, რომელიც 24 ივლისს გამოიცა. ეს ბრძანება ითვალისწინებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატაში და მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში რეორგანიზაციის პროცესს. ეს იქნება სტრუქტურული ცვლილებები, რაც სამინისტროს სისტემას მეტად მოქნილს გახდის, გაამარტვივებს ანგარიშვალდებულების პროცესებს და მეტად უფრო სწრაფს და მარტივს გახდის საპასუხო ღონისძიებებს ამა თუ იმ დავალებაზე ან ზოგადად, სისტემური ხასიათის საჭიროებებზე. ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილეები, ყველა თავის საკურაციო ზონაში ვამზადებთ წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან კოორდინაციაში. 8 აგვისტოსთვის ჩვენ ეს რეკომენდაციები უნდა წარვადგინოთ მინისტრთან და შემდეგ, ერთობლივად ვიმსჯელებთ და ჩამოვყალიბდებით რა იქნება ყველაზე მისაღები და მოქნილი სტრუქტურა, რაც შედეგებთან იქნება შესაბამისობაში. აქ საუბარია შედეგებზე ორიენტირებული სისტემის სტრუქტურის ფორმირებაზე, რაც სამინისტროს ფუნქციების უკეთესად განხორციელების საშუალებას მოგვცემს“,- განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, რეორგანიზაცია შესაძლოა გულისხმობდეს საშტატო ერთეულის გადანაცვლებას ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში ან სხვა სახის გადანაცვლება, თუმცა არა თანამშრომლებიც სამსახურიდან გაშვებას. „რაც შეეხება კონკრეტულად სასწრაფო დახმარების სამსახურს, ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები არიან სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ არის სრულიად მცდარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული წუხილი. შესაძლებელია ბრძანების ნახვა, რომ იწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც დაუკავშირდება სტრუქტურულ ცვლილებებს და შესაძლოა, მოხდეს შტატის შემცირება. შტატის შემცირება შეიძლება ნიშნავდეს რაღაც საშტატო ერთეულის გადანაცვლებას ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს კონკრეტული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას. მაგალითისთვის, შესაძლოა მოხდეს გარკვეული სამმართველოების შერწყმა, გამსხვილება, მაგრამ სასწრაფოსთან მიმართებაში, სადაც ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული საჭიროება ადამიანური რესურსის, სადაც მუშაობს უკვე მომზადებული, კვალიფიციური პერსონალი, იქ კადრების დამატებაზე თუ ვიფიქრებთ და არც ერთ შემთხვევაში შემცირებაზე. მით უფრო, რომ სამინისტროს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა სასწრაფო-გადაუდებელი სერვისების გაუმჯობესებისთვის, როგორც ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით. ჩვენ დღეს საჭიროება გვაქვს მოვიზიდოთ მეტი რესურსი სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახურში და არა ის, რომ ვინც იქ მუშაობს და გამოცდილება აქვს მის გათავისუფლებაზე ვიფიქროთ. ეს არის საფუძველს მოკლებული შიში. ეს ალბათ, გამოიწვია იმან, რომ მივყვებით ჩვეულებრივ რეორგანიზაციის პროცედურას, ამაზე ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია და მათ მოაწერეს განცხადებას ხელი, რომ ინფორმირებულნი არიან რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ გაფრთხილებას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე“,- განაცხადა გაბუნიამ.
---
01.08.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/384883/
რეორგანიზაციის მიუხედავად, სამინისტრო უარყოფს სასწრაფოს თანამშრომელთა შემცირებას
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, ცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლების შემცირებას უარყოფს, სხვა რამ წერია თალაკვაძის ბრძანებაში. “სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოცხადდეს რეორგანზიაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები”, – ნათქვამია 25 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში. „აი, ფაქტის“ ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელებს ხელს აწერინებენ დოკუმენტზე, ე.წ გამაფრთხილებელ ბარათზე, რომელშიც წერია, რომ ისინი გაფრთხილებულნი არიან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. „ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხი, თუ რა ბედი ელის თანამშრომლებს, ვინც ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, და რა პრინციპებით მოხდება მათი თავიდან შერჩევა. ვერც იმაზე გვიპასუხეს, რატომ ხდება კადრების შემცირება და ოპტიმიზაცია მაშინ, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებში ისედაც ბრიგადებისა და კადრების ნაკლებობაა“, – ნათქვამია „აი, ფაქტის განცხადებაში“. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს. მათი თქმით, გამოცემული ბრძანების თანახმად, მთელ სამინისტროში გამოცხადდა რეორგანიზაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხდება კადრების გათავისუფლება. რაც შეეხება კონკრეტრულად სასწრაფო სამედიცინო ცენტრს, იგეგმება რესურსების გაძლიერება და არა არსებული კადრების გათავისუფლება. „არ არის სიმართლე, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის რომელიმე თანამშრომელი გათავისუფლდება. პირიქით, ცვლილებების მეშვეობით რაოდენობის გაზრდაცაა მოსალოდნელი“,- გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში. რაც შეეხება გაფრთხილების ბარათს, უწყების თქმით, ამ ბარათზე ხელი სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სსიპების თანამშრომლებმაც მოაწერეს. „ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმა, როდესაც რეორგანიზაცია ცხადდება საჯარო სამსახურში. ეს არის სტანდარტული ფორმა, რომელსაც ყველა თანამშრომელი ხელს აწერს“, – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.
---
01.08.2019
მედიასაშუალება: https://droni.ge/?m=9&AID=45588
სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების განცხადებაზე ხელს აწერინებენ
ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ხელს აწერინებენ. განკარგულება რეორგანიზაციის შესახებ რეგიონებში არსებულ საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტებს ეხებათ. ბრძანება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე აწერს ხელს, სასწრაფო დახმარების ცენტრებშია გამოკრული. ბრძანების თანახმად, რეორგანიზაცია ოპერატიულობისა და ფუნქციონალური მოქნილობის გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს. თანამშრომლების უმრავლესობამ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. "მე მოვაწერე ხელი, ჩვენ ერთდერთი ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რომ ახალი მინისტრის ბრძანებაა, რომ როგორც ყოველთვის ასე ხდება, თავისი ახალი კადრები უნდა,"-აცხადებენ სასწრაფოს თანამშრომლები. განმარტებების გაკეთებას ჯანდაცვის სამინისტროში დღეს აპირებენ.
---
01.08.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/index.php?id=87881
აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება - დაფიქსირდა 369 ახალი შემთხვევა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 396 შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული. 1-ელი აგვისტოს მონაცემებით შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7803 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5854 – მამაკაცია, 1949 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4150 პაციენტს განუვითარდა, 1579 გარდაიცვალა. 30 ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4798 (4245 + 553 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.9 % (3032) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 47.4 % (3695) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (881) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2874 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1103; შემდეგ იმერეთში 943; აჭარაში 869; აფხაზეთში (513); კახეთში (379) ქვემო ქართლში (443); შიდა ქართლში (281); გურიაში (164); სამცხე-ჯავახეთში (100) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672. 2019 წელს გარდაიცვალა 60 აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი. 2019 წელს 60 გარდაცვლილთაგან: 44 მამაკაცია და 16 ქალი. საქართველოში სულ გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან; განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4; დაუდგენელი – 2.
აპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/saqarthveloshi-aiv-inphitsirebis-369-akhali-shemthkhveva-daphiqsirda/
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/mimdinare-tsels-saqartveloshi-aiv-infitsirebis-369-akhali-shemtkhveva-dafiqsirda/61250
---
01.08.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=87910
სტატისტიკის გავრცელება მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და აივ/შიდსის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაღრმავებას
აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია "ასოციაცია ბროწეული" ეხმიანება ინფექციური პათოლოგიების შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს, რის მიხედვითაც, ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სათემო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სტატისტიკური მონაცემების არაგეგმიური გავრცელება მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და აივ/შიდსის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაღრმავებას, რაც წარმოადგენს სტატისტიკით მანიპულირების მავნე პრაქტიკას. "დღეის მდგომარეობით აივ დადებით პირთა 52%-მა ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს. გამოვლენილ შემთხვევათა უმრავლესობა კი შიდსის სტადიაზე დგება. რაც უფასო ეფექტიანი მკურნალობის არსებობის ფონზე სამწუხარო მოცემულობაა და მიანიშნებს პრევენციული პროგრამების ხარვეზებზე. მკურნალობაზე მყოფი აივ ინფიცირებული პირები აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს და მედიის მხრიდან სტატისტიკური მონაცემების იმგვარი გავრცელება თითქოს აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ქვეყანაში, ქმნის სურათს თითქოს გამოვლენილი ახალი შემთხვევები საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. იმ ფონზეც კი როცა ახალგამოვლენილი შემთხვევები გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობა აივ/შიდსის მკურნალობის სისტემაში არსებული ბარიერების გამო შეწყვიტა 8% დან 10 % აივ ინფიცირებულმა პირმა რაც საგანგაშო მოცემულობაა. ამგვარი მონაცემების არსებობის ფონზეც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს მკურნალობაზე დამყოლობის ეფექტიანი პროგრამები. ყოველი მეათე აივ დადებითი პირი კი მზადაა მოკვდეს. ასოციაცია ბროწეული მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს იქონიონ რეაგირება და გაუწიონ მეთვალყურეობა მაღალი სტიგმის მქონე დაავადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელებას და მის პერიოდულობას რაც სათანადო აუცილებლობის არ არსებობის ფონზე ქმნის მაღალ რისკს მოსახლეობაში მცდარი წარმოდგენების შექმნის და იძლევა ინტერპრეტირების საშუალებებს. " - ნათქამია გავრცელებულ განცხადეაში.
---
01.08.2019
ორი მუშის მდგომარეობა, რომლებიც ზუგდიდში სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასიდან ამოიყვანეს, სტაბილურია
ორი მუშის მდგომარეობა, რომლებიც მაშველებმა ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასიდან ამოიყვანეს, სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მუშებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ. თვითმხილველების ინფორმაციით, მიწის ჩამოშლის მომენტში საკანალიზაციო არხში რამდენიმე მუშა იმყოფებოდა და ორის გარდა, ამოსვლა ყველამ მოასწრო. ადგილზე სამუშაოებს კომპანია „ფაიფერი“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის ლაშა ლატარიას განცხადებით, მშენებლობისას რკინის დამცავი ჯებირები ჰქონდათ, თუმცა მიუხედავად ამისა მიწა მაინც ჩამოიშალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
---
01.08.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/rogor-moviqtseth-phutkris-bzikis-an-krazanas-kbenis-shemthkhvevashi-rchevebi/
როგორ მოვიქცეთ ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას კბენის შემთხვევაში- რჩევები
დაავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას კბენის შემთხვევაში, რომლის გაღიზიანებამ, შესაძლებელია შეშუპება, ქავილი და ინფიცირება გამოიწვიოს. დაავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენისაკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიშიალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს.განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის. ხშირად, ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს. დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები: – იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია – დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით – ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან – დაიდოს ცივი საფენი ან ყინულიშეშუპების შესამცირებლად – არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება. – დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგიექიმის დანიშნულების მიხედვით – მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიას, თუნდაც მხოლოდერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს. შეგახსენებთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კრაზანის ნაკბენით 1 კვირის განმავლობაში ორი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ერთი მამაკაცი სოკოს საკრეფად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე კრაზანამ დაკბინა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე შემთხვევაში, მამაკაცი ტყეში იმყოფებოდა რა დროსაც კრაზანამ უკბინა და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან კრაზანები მუნიციპალიტეტში ხშირად შეუნიშნავთ.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/230522-rogor-unda-moviktset-futkris-bzikis-an-krazanas-kbenis-shemtkhvevashi-ncdc
---
01.08.2019
"არ გვაქვს წამლების და საკვების ფული, პენსია და სოციალური დახმარება ბანკების ვალში მიდის"- უმძიმესი დაავადების მქონე დედა-შვილი დახმარებას ითხოვს
საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანი" უმძიმეს დღეში მყოფ მყოფ დედა-შვილზე წერს. სუახნის ქალი, რომელიც თვითონაც მძიმე დაავადებებს ებრძვის, მარტო უვლის ჯანმრთელობა შერყეულ დედას. ძვირათღირებულ წამლებთან ერთად, დედა-შვილი უმძიმეს სოციალურ წნეხს განიცდის და უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. "ეს წერლი მივიღეთ დღეს აგილზე კი იმაზე უარესი მდგომარეობა დაგვხდა ვიდრე წერილშია აღწერილი, გთხვთ ვისაც შეგიძლიათ დაეხმართ თუნდაც 1 ლარით . ჩვენ ჩავერთვებით რომ სახელმწიფოსგან ყველა არსებული სერვისი მიიღონ თუმცა თავადც ხედავთ ამ ფოტებში რომ ერჯერადად აქ პრობლემბი არ მოგვარდება. გვახსვდეს რომ ჩვენც დავბერდებით. ჩვენ ვართ მოხუცი დედა და შვილი, მე ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, დედა გულზე ნაინფაქტარი და ნაოპერაციებია, არ გვაქვს წამლების და საკვების ფული პენსია და სოციალური დახმარება ბანკების ვალში მიდის, სახში ჭერიდან ჩამოგვდის წყალი, წვიმს გარეთაც და ჩვენთანაც, დენის გაყვანილობა კუსტარულია, რომელსაც აწვიმს და ცეცხლი რომ არ გვეკიდება ღმერთი გვიფარავს, ფანჯრები გავარდნაზეა და ვეღარც ბოლომდე ვაღებთ გვიჭირს დახურვაც, მე ძალიან მაღალი მაქვს პროლაქტინი და შესაძლოა განვითარდეს სიმსივნე როცა ავთვისებიანი სიმსივნის რამოდენიმე ოპერაცია მაქვს გადატანილი, მესაჭიროება ძვირადღირებულ კლინიკაში მკურნალობა რისი საშუალებაც მე არ მაქვს, წამლების და საკვების ფულს მეგობრებს ვეხვეწები და ვმათხოვრომ, მრცხვენია მეგობრების რამდენჯერ შეიძლება დამეხმარონ მით უფრო რომ ახლა ყველას თავისი პრობლემა აქვს, თუ შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ. დახმარების მსურველებისთვის და კეთილი ადამიანების მოლოდინში ვართ სასწარფოდ უნდა დავეხმაროთ ამ ოჯახს მდგომრეობა უფრო რომ არ დამძიმდეს"- მოგვწერეს "იქლქანიდან". ☎ 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ ნინო თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.
---
01.08.2019
„საჭმლისთვის თმები შევიჭერი და გავყიდეთ“ - პატარა ელენეს უმძიმესი ისტორია ხარაგაულიდან
ხარაგაულში მცხოვრებმა ელენე სირაძემ იმისთვის, რომ საჭმლის ფული ჰქონოდა, თმა შეიჭრა. ელენე ხარაგაულში ბებიასთან, და-ძმასთან და დედ-მამასთან ერთად, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მისი ცხოვრების შესახებ ვიდეო „სიკეთის ქალაქი“ გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ ელენეს მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დედა კი ბავშვებს უვლის. „ჩემს წინ რომ დიდი სახლია, იქიდან გამოდის სულ კარგი საჭმელების სუნი და მეც მინდება. ბებია რომ მიდიოდა ზესტაფონში, თმებს რომ იჭრიან იქ წავიკითხე, რომ თმებს იბარებენო. ბებოს ვუთხარი მე თმებს შევიჭრი და ჩავაბარებ და საჭმლის ფული გვექნება-თქო. ჩემს კლასელებს და ჩემს ამხანაგებს, საჭმლის გულისთვის არ შეუჭრიათ თმები. სასადილოდან მოტანილ საჭმელს წესიერი სუნი არ აქვს,“ – ამბობს ელენე. „თმები ძალიან დამენანა“- ამბობს ელენე ვიდეოში და თავის სურვილსაც უმხელს მაყურებელს „ყველაზე ძალიან მინდა სასადილოდან აღარ მოგვქონდეს საკვები და სახლში გემრიელი კერძები, ხილი და შოკოლადები გვქონდეს“. „სიკეთის ქალაქი“ ელენესთვის საკვებსა და თანხას აგროვებს. მსურველებს წვლილის შეტანა შეუძლიათ, როგორც პროდუქტების ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში (კორპუსი 5ა) მიტანით, ასევე ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. თიბისი ბანკი GE09TB7069345061100069 საქართველოს ბანკი GE80BG0000000101366407 მიმღები: მეგი კანდელაკი. დანიშნულება: ელენეს საკვებისათვის. ჩასარიცხი აპარატიდან ჩარიცხვა პ/ნ 01001022567 მეგი დაგვირეკეთ 577566599 whatsapp, viberi…. ელენე სირაძის ოჯახის მისამართი: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 18.
---
01.08.2019
როგორ გადაარჩინა სიკვდილს 3 წლის ბავშვი აჭარის სოციალური სააგენტოს უფროსმა
სოციალური ქსელის მომხმარებელი ირმა ხახუტაშვილი ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსით, მიმართავს თემურ ქარცივაძის (სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი) ვაჟს, მამუკა ქარცივაძეს და წერს: “მამუკა, ჯერ შეიძლება შენ არ იცი, მაგრამ, დღეს შენი მამა, ბატონი თემური ქარცივაძე, იქცა მინიმუმ ერთი უკრაინელი ოჯახისთვის გმირი. დღეს გაუმართლა უკრაინელ ტურისტების ოჯახს , ბათუმი – თბილისის ტრასაზე , სოფელ ლესასთან მათ უკან რომ მიდიოდა პროფესიით პედიატრი თემურ ქარცივაძე , უცებ უკრაინელი ტურისტებს ავტომობილი გზიდან გადავიდა და გადაყირავდა, რა თქმა უნდა, ეგრევე გააჩერა მამათქვენმა, მოახერხა სხვების მოსვლამდე, ჩაეტეხა მინა და მომაკვდავი 3 წლის ბავშვი გამოეყვანა, მან ეგრევე ჩაუტარა პირველად დახმარება, შეიძლება ითქვას მან იხსნა მისი სიცოცხლე. (თვითმხილველების მონაყოლიდან გავიგე, როგორ ოპერატიულად მოახერხა ჯერ მანქანიდან ბავშვის ამოყვანა, და შემდგომ მისი გადარჩენა).”
---
ბეჭდვითი მედია
02.08.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
რა სახის დაავადებებია საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული
ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (8 პროცენტი) დაავადებები, - ამის შესახებ საქსტატის 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი მაჩვენებლების ამსახველ ანგარიშშია აღნიშნული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზოთ რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 1.9 პროცენტით გაიზარდა. „2017 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 14.1 პროცენტით, სიმსივნეების - 10.3 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების - 30.7 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 5.6 პროცენტით, ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების - 5.6 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 3.8 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 14.1 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 57.2 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 7.4 პროცენტით, ხოლო ტრავმები, მოწამვლები და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები გაზრდილია 53.5 პროცენტით,“-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
---