From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი 21.10.19
Received On : 21.10.2019 08:33
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 21.10.2019

 

ტელევიზია

20.10.2019

არხი:            მთავარი არხი

გადაცემა: პოსტ ფაქტუმი

1 თვიანი პროტესტი სამინისტროში ფოიეში - დევნილების გაუსაძლისი ყოფით მინისტრი არ ინტერესდება. რა პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ადამიანებს? საკუთარი სახლის მოლოდინში და მოთხოვნთ ღამეებს დევნილები უკვე ჯანდაცვის სამინისტროში ათენებენ, და ამბობენ , რომ ქირის გადახდას ვეღარ აუდიან . მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე ღამეებს სამინსტროს ფოიეში ათენებენ, მინისტრი ამთ არც დაინტერესებულა. სამინისტროში ამბობენ, რომ დევნილებს ბინებით წლის ბოლომდე დააკმაყოფილებენ. ერთ-ერთი დევნილის თქმით, ისინი უკვე ამზადებენ ლომჯარიასთან შესატანი წერილი უკვე მზად აქვთ, რათა ისიც ჩართოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6410288

---

 

20.10.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 22:00  

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკა საფრთხეშია. საავადმყოფოს თანამშრომლების ინფორმაციით, შესაძლოა დაწესებულება დაიხუროს ან ფუნქცია სეიცვალოს, რასაც დასაქმებული პერსონალის უსამსახუროდ დარჩენა მოჰყვება. ადგილობრივების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ნარკოლოგიური ცენტრი უნდა განთავსდეს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ფსიქიატრიული პაციენტები სხვა დაწესებულებაში მართლაც გადანაწილდებიან, თუმცა უწყება პირობას დებს, რომ 50-მდე თანამშრომელი უსამსახუროდ არ დარჩება. კლინიკის მდგომარეობა სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6410284

---

 

20.10.2019

არხი:            რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

78 წლის მოხუცი შეწყვეტილი სოციალური დახმარების აღდგენის მოლოდინში. პენსიონერს შემწეობა იტალიურ ეზოში მდებარე იმ ერთი ოთახის გამო მოუხსნეს, რომელიც დოკუმენტაციით მის საკუთრებაშია, მაგრამ რეალურად ვერ სარგებლობს. ქალი ალვანში უმძიმეს საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს. დაზიანებული შენობა და უსახსრობა ერთადერთი პრობლემა არ არის. 78 წლის ხანდაზმულს დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს და ეტლით დახმარებასც ითხოვს. სოფელ ზემო ალვანში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს 62 წლის მარტოხელა მამაკაციც.  ომარ ლაგაზიძე გვიყვება, რომ 3 წლის წინ სოციალური დახმარება საკუთრებაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის გამო მოუხსნეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6410246

---

 

20.10.2019

არხი:            მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 15:00

წალმების ლარიანი პროგრამა რომლითაც ბენეფიციარები ვერ სარგებლობენ მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს პოლიტიკური გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ჯანდაცვის სამინისტროს სრულ კრახზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომაგდენლები მართველ გუნდში კი ამბობენ რომ მოსახლეობა ლარიანი წამლების პროგრამით ძალიან კმაყოფილია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409788

მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409373

---

 

20.10.2019

არხი:            მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 15:00

ჯანდაცვის სამინისტროში აცხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტს ხვალიდან ცხინვალის რეგიონიდან დევნილები შეუერთდებიან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ხელისუფლება მათ საცხოვრებელ ფართებს დროულად არ დაუკანონებს. საუბარია ხაშურის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში შესახლებულ 35-ე ოჯახზე რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცვრობენ. მათ დახმრებისთვის მთავარ არხს მიმართეს და არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409784

მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409372

---

 

19.10.2019

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 21:00

აფთიაქებში ლარიანი წამლების დეფიციტია. მთავრობის მიერ ზარზეიმით გამოცხადებული შეღავათიანი წამლების პროგრამას პრობლემები აქვს. პროგრამა კი ქართული ოცნების კიდევ ერთი ფუჭი დაპირება აღმოჩნდა. ყოველდღე ქრონიკული დაავადებების მქონე ათასობით ადამიანები აფთიაქიდან სახლში მედიკამენტის გარეშე ბრუნდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409271

---

 

20.10.2019

არხი:            იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების დროს დაშავებულის მდგომარეობა ისევ მძიმეა. დაშავებულებს, 4-დან 1-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც ცნობილია, მას სხეულის 60% აქვს დამწვარი. ადგილზე ელოდებიან მერიის წარმომადგენელბს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409356

19.10

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409172

ტვ პირველი - დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409278

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409252

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409204

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408939

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408925

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408795

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408778

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408548

მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408500

---

 

19.10.2019

არხი:            I არხი

გადაცემა: რეალური სივრცე 18:30

ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეა, თუმცა თვის დამთავრება სიმწვავეს არ დააკლებს საკითხს, რომელიც მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6409150

---

 

19.10.2019

არხი:            იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს იმ უბანზე, სადაც 39 წლის გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა, მადნეულის მოპოვების პროცესი შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გადაწყვეტილებას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტექნიკური და საზედამხედველო სამსახურის სააგენტოსთან ერთად მიიღეს. სამუშაო პროცესი გამძიების დასრულებამდე შეწყვეტილია. დაღულ მაღაროელს ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408648

---

 

18.10.2019

არხი:            იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ჯორჯიან მანგანეზს დარკვეთის მაღაროში წარმოების უფლება შეუჩერდა. გამოძიება იმის გარკვევას ცდილობს, თუ რა გახდა 29 წლის გაგა ბოჭორიშვილსი გარდაცვალების მიზეზი. შიდა მოკვევა დაიწყო კომპანიამაც. პირველად ვერსიით ავარიული შემთხვევა მიწის მასის ჩაშლა ან ტექნიკური გამოირიცხა. ჯორჯიან მანგანეზისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. ადგილზე მადნეულის მოპოვების პროცესი შეწყდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408074

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408053

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408041

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408003

ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407938

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407513

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407464

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407208

მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408169

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407983

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407812

ტვ პირველი - დღის ამბები 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6406703

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6406550

---

 

18.10.2019

არხი:           მაესტრო

 გადაცემა:  ახალი ამბები 15:00

ჭიათურის მაღაროში 29 წლის მუშა დაიღუპა. ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი, იმერეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი მივიდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407318

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6406950

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407823

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407397

---

 

18.10.2019

არხი:            ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 20:00

სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოქალაქეები უკვე მიმართავენ, რისკ-ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია კი ქვეყანაში ჯერ ისევ არ დაწყებულა. არადა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ ვაქცინაციის დაწყება 15 ოქტომბრისთვის დააანონსა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მედიკამენტს რეგიონში თვის ბოლოს ელოდებიან, განაწილებამდე კი ვაქცინა ცენტრალურმა უწყებამ უნდა მიიღოს - ვადა ახლა ამ შემთხვევაშიც ოქტომბრის ბოლო დასახელდა. სხვათაშორის უფასო ვაქცინის გარდა ქალაქში მედიკამენტი აფთიაქებშიც არ იძებნება. როდის იწყებოდა გრიპის ვირუსზე აცრა გასულ წლებში და რომელია არის საუკეთესო პერიოდი. ჯიპისი ერთადერთი აფთიაქია, სადაც ვაქცინის შეძენაა შესაძლებელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408136

---

 

18.10.2019

არხი:            იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულებულია. პარლამენტში გამოთქმულ შენიშვნებზე ახლა მთავრობამ უნდა იმსჯელოს. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ნოემბრის დასაწყისში დაბრუნდება და სწორედ მაშინ გაირკვევა რა დოზით გაითვალისწინა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კანონმდებელთა პრეტენზიებიდან. შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა. სოციალური მიმართულებით 2020 წლისათვის მთავრობას არაერთი ნაბიჯი აქვს დაგეგმილი. ასიგმებები მომავალი წილასთვის და პირველადი პროექტით 14 მილიარდ ლარს აჭარბებს და უკვე ტრადიციულად ხარჯების 39%-ზე მეტი ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავდა, რომ ვალის მატება სწორედ სავალიუტო რყევებმა განაპირობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6408029

---

 

 

18.10.2019

არხი:            ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს - ეს მონაცემი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებული სტიგმის გამო, შესაძლოა პაციენტების რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს. ძირითადად ფსიქიკური დარღვევები სხვადასხვა სახის დეპრესიულ აშლილობას, შიზოფრენიას, ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას მოიცავს. მათ შორის დეპრესიული აშლილობა ყველაზე ხშირად გვხვდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407947

---

 

18.10.2019

არხი:            მაესტრო

გადაცემა: მაესტროელები

ფემიციდი ეს ტერმინი გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობას ნიშნავს.ანუ ქალისთვის სასიკვდილო განაჩენი მხოლოდ იმიტომ გამოაქვთ რომ ისინი ქალები არიან.მკვლელობას წინ უმრავლეს შემთხვევაში ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობა უძღვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6407627

---

 

ინტერნეტი

20.10.2019

მედიასაშუალება: ინტერპრესნიუსი: https://www.interpressnews.ge/ka/article/569000-tbilisis-saxelmcipo-samedicino-universitetis-pediatriis-klinikashi-bavshvta-xangrzlivi-movlisa-da-paliatiuri-mzrunvelobis-magali-standartis-centri-ashendeba

 

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კლინიკაში ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის მაღალი სტანდარტის ცენტრი აშენდება

დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადეკ პოლიცარი; ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ურთიერთობების განვითარების საკითხებში, იან ჩერნიკი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლუცია ნეჩასოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების პროგრამების კოორდინატორი, სოფია ქამუშაძე ეწვევიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ვიზიტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. „მემორანდუმის საფუძველზე, - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აფინანსებს გ. ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკის მიმდებარედ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ხუთ-სართულიანი კლინიკის მშენებლობას, რომელშიც გაერთიანდება ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრი და აშენების შემდეგ იზრუნებს მის ფუნქციობასა და მოვლა-პატრონობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი პროექტის - “ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ - განხორციელებასთან დაკავშირებით.

---

20.10.2019

მედიასაშუალება: ინტერპრესნიუსი: https://www.interpressnews.ge/ka/article/568995-proektis-kartul-norvegiuli-tanamshromloba-sazogadoebriv-janmrtelobashi-parglebshi-konperencia-gaimarteba

 

პროექტის ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავედებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, კონფერენციას ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს მისიის წარმომადგენლები. ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციაზე პროექტის მონაწილე მხარეები, სხვა მომხსენებლებთან ერთად, წარმოადგენენ საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგებს, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს. „ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უმაღლესი განათლების სფეროში ოც წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში განხორციელებული ერთობლივი პროექტების საშუალებით გაიზარდა ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი აკადემიური პროგრამების მომზადების და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების კუთხით, ქართველ სტუდენტებს მიეცათ ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა, დაინერგა და ამუშავდა ქართული დაბადების რეგისტრი და სხვა. მიმდინარე პროექტის წარმატება დიდად განსაზღვრავს სამომავლო თანამშრომლობას საქართველოსა და ნორვეგიას შორის. აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი შესაძლებლობაა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

---

 

20.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/fuli-romelsac-sayoveltao-jandacvashi-saxelmwifo-xarjavs-araracionalurad-gamoiyeneba/42170/

“ფული, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯავს, არარაციონალურად გამოიყენება”

ფული, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯავს, არარაციონალურად გამოიყენება”- ამის შესახებ პედიატრიული კლინიკა kids co-ს დირექტორმა ივა ყაჭიურმა განაცხადა. მისი თქმით, ამ სერვისს სახელმწიფო არ უნდა ახორციელდებდეს და ის კერძო სადაზღვევო კომპანიების ოპერირების ქვეშ უნდა იყოს. მიზეზად კი ყაჭიური თანხების არარაციონალურ და არაეფექტურ ხარჯვას ასახელებს. “საყოველთაო ჯანდაცვის შემოტანამ და დაწყებამ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გაზარდა ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე, მაგრამ მას მოჰყვა ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი. ის ფული, რომელსაც სახელმწიფო იხდის და ხარჯავს, ამ მიმართულებით არარაციონალურად გამოიყენება. იმიტომ, რომ პრაქტიკულად ვერ ხდება ფულის დაგროვება ერთ ან რამოდენიმე ხელში და მერე ამ ფულის რეინვესტირება სამედიცინო სექტორში. ეს ფული განიბნა ამ წლების განმავლობაში წავიდა ბევრ ახალ გახსნილ კლინიკაში და დაიკარგა ფაქტობრივად. დარგისთვის ეს ფული დაკარგულია. მე ვფიქრობ, რომ ჯობია სახელმწიფო საერთოდ არ იყოს ამ სერვისების მყიდველი. კერძო სადაზღვევო კომპანიები უნდა ახორციელებდნენ ამას და სახელმწიფო უნდა ყიდულობდეს თავისთვის საჭირო სერვისებს კერძო სადაზღვევო კომპანიებში. ეს კი ბევრად უფრო ხარჯეფექტური იქნებოდა“-ამბობს პედიატრიული კლინიკა kids co-ს დირექტორი ივა ყაჭიური. ყაჭიურმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს თანხების ჩარიცხვას 5 თვით უგვიანებს, რაც ბევრ კლინიკას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. “რასაც ვაკეთებთ მერე ის დოკუმენტაცია მიდის ჯანდაცვის სამინისტროსთან, მერე იწყება დამუშავება, რომელსაც მიაქვს გარკვეული დრო. მერე ხდება დადასტურება ამ შესრულებული სამუშაოსი. რაღაც ნაწილი დასტურდება, რაღაც ნაწილი არ დასტურდება. მერე ხდება ოქმზე ხელმოწერა, შეთანხმება, ხდება აღიარება გადასახდელი თანხის და მერე ამ თანხის გადმორიცხვა. თუმცა, აი ეს პროცესი არის 5 თვიანი დაგვიანებით დროში გაწელილი. ბევრი პროცედურაა, რასაც დიდი მუშაობა სჭირდება, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც გზები არის მოსაძებნი ამის გამოსასწორებლად. იმიტომ რომ 5-თვიანი ჩამორჩენა ნებისმიერი კლინიკისთვის ძალიან ბევრია. შეიძლება მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ შეიძლოს სწორად დალაგება ამ პროცესების. დანარჩენს ყველას უჭირს”-აცხადებს პედიატრიული კლინიკა kids co-ს დირექტორი ივა ყაჭიური.

---

 

20.10.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/509422

ნინოწმინდაში ელექტროსადგურზე “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდაში, სოფელ განძაში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომელს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. კომპანიაში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ქვესადგურის ოსტატი იყო. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზის დადგენას სამართალდამცველებთან ერთად, შიდა მოკვლევით აპირებენ. “გამოცდილი, დიდი ხნის თანამშრომელი იყო. სავარაუდოდ, ერთი შეხედვით, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა, შიდა მოკვლევითაც დავადგენთ, რა დროს, რა სამუშაოს შესრულების დროს მოხდა”, – ამბობს “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1571581054-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

---

20.10.2019

მედიასაშუალება:ბიემჯი : https://bm.ge/ka/article/nika-nanuashvili-shromis-kodeqsis-cvlilebebze-kanonproeqti-acdenilia-evrokavshiris-direqtivebs-/42169/

 

 

ნიკა ნანუაშვილი შრომის კოდექსის ცვლილებებზე: „კანონპროექტი აცდენილია ევროკავშირის დირექტივებს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ იურისტი ნიკა ნანუაშვილი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების აკრიტიკებს. მისი შეფასებით, კანონპროექტი საქართველოსთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს, რომელზე გადასვლაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს და არა ერთბაშად. „40 განაკვეთური და 8 ზეგანაკვეთური საათი ევროდირექტივით არის სტანდარტი, თუმცა, აქ არის მთელი რიგი დათქმები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ამ სტანდარტამდე ეტაპობრივად მივიდეს, ან საერთოდ უარი თქვას ამ „ჩაკეტვაზე“. ჩვენ არ ვიყენებთ გამონაკლისის საშუალებას. ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე ბევრად მდიდრები და განვითარებულები არიან, ასევე შრომის ორგანიზების სტანდარტებით ბევრად მაღალ საფეხურზე დგანან; 28 ქვეყნიდან 18, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, იყენებს ამ და სხვა დათქმებს, რომლის შედეგადაც იქ არ არის განსაზღვრული, რომ ადამიანს არ შეუძლია კვირის განმავლობაში 48 საათზე მეტი იმუშაოს“, - აღნიშნავს ნიკა ნანუაშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში შრომის კოდექსის კანონპროექტზე საუბრისას. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას იურისტი დასძენს, რომ რეგულაციების შემოღებისას საჭიროა ბიზნესის, ბიუჯეტისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა; გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტორიც, რომ ბიზნესის ხარჯების ზრდა, ავტომატურად იწვევს მის მიერ წარმოებული პროდუქციისა თუ სერვისის ღირებულების ზრდას. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება. ცვლილებების მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება კვირაში 40 საათით, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში მაქსიმუმ 8 საათით. იკრძალება კვირაში 8 საათზე მეტი ზეგანაკვეთური მუშაობა. უქმდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებისათვის ნორმირებული სამუშაო დრო (48 საათის ოდენობით კვირაში) ზეგანაკვეთური სამუშაო საათისათვის წესდება ანაზღაურების სტანდარტი ნორმირებული სამუშაო საათის ანაზღაურების 125%-ის ოდენობით.

---

19.10.2019

მედიასაშუალება:  https://expressnews.com.ge/?id=91571

ჭიათურის მაღაროს იმ უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა

ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა. გადაწყვეტილება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად მიიღეს. პროცესში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აქტიურად იყო ჩართული. ეკატერინე ტიკარაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტში დილიდან იმყოფებოდა. მინისტრმა პირველადი ინფორმაცია, შრომის ინსპექტორებისგან ადგილზე მოისმინა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ამ ეტაპისთვის მოვისმინეთ ანგარიში ჩვენი უწყებიდან, შრომის ინსპექცია მოკვლევას დილის ექვსი საათიდან აწარმოებდა. მოძიება მიმდინარეობს სამი უწყების ჩართულობით, ვთანამშრომლობთ შსს-სთან და ეკონომიკის სამინისტროდანაც იმყოფება ჯგუფი. რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა იყო ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევი მიზეზი. ეს ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი. ჩვენი თანამშრომელი რჩება ადგილზე და ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრთან ერთად ჭიათურაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძეც იმყოფებოდა. „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N2 სანგრევის შეჩერების შესახებ. მოკვლევის და ინსპექტირების პროცედურები გრძელდება, დეტალურად მოხდება ობიექტის დათვალიერება და შესწავლა, რის საფუძველზეც გახდება ცნობილი რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ვიზიტამდე ეკატერინე ტიკარაძე წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში, იმყოფებოდა. მინისტრმა დაღუპული მაღაროელის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა. 2019 წლის 17 ოქტომბერს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროს მიწისქვეშა უბნის N 2 სანგრევზე მიმდინარეობდა გვირაბის გაყვანის სამუშაოები, კერძოდ აფეთქებული მასის (მარგანეცის) გამოტანითი სამუშაოები. დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა უბედური შემთხვევა, გარდაცვლილი მაღაროელი მტვირთავ დანადგარსა და გვირაბის კედელს შორის მოყვა, რა დროსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

პია.ჯი- https://pia.ge/post/287730-wiaturis-mararos-sadac-ubeduri-semtxveva-moxda-samusaoebi-mokvlevis-dasrulebamde-secerda

---

 

19.10.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/509063

“განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში 14 გამარჯვებული გამოვლინდა

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს “განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში გამარჯვებული იძულებით გადაადგილებული 14 პირი გამოვლინდა. “განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ითვალისწინებს საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს დევნილებისათვის. საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს საგრანტო პაკეტების მიხედვით. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია. პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები. პროგრამა მორგებულია დევნილთა საჭიროებებს, რომლებიც წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა. კვლევის შედეგების ანალიზით პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება. გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა საგრანტო პაკეტები, რომელთა შეთავაზება ხდება პროგრამის სამიზნე ჯგუფისათვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერის სამი პაკეტია გათვალისწინებული: – მინი ტრაქტორი; – მოტობლოკი – ძირითადი იმპლემენტებით – მრავალწლიანი კულტურები. სურსათის წარმოება-გადამუშავების სექტორში დასაფინანსებელი მიმართულებები შეზღუდული არ არის,”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

---

19.10.2019

მედიასაშუალება:    https://www.primetime.ge/news/1571411840-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%96%E1%83%94

„ხშირად დგას მაღაზიებთან, იმისათვის, რომ ვინმემ საკვები მიაწოდოს“ - ნანგრევებში მარტო დარჩენილი შშმ ახალგაზრდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ბადურ ღელაღუტაშვილის მდგომარეობის შესახებ ყველამ იცის. გასულ წელს მამაკაცს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაეწვა და მას შემდეგ სახლის გვერდით, ამორტიზებულ ნანგრევებში ცხოვრობს. „შარშან სახლი დაეწვა. მას შემდეგ, წარმოუდგენლად მძიმე პირობებში, ისეთ შენობაში ცხოვრობს, მხოლოდ ცხოველის სადგომად თუ გამოდგება“, - უყვება „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.  30 წელს გადაცილებულ ღელაღუტაშვილს მშობლები ადრევე გარდაეცვალა. მარტო დარჩენილ, უსახლკარო მამაკაცს ქცევითი პრობლემები აქვს და ადგილობრივებს მისი მდგომარეობა აშფოთებთ კიდეც. „მშობლები ადრევე გარდაეცვალა. შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და არც არავინ ჰყავს, ვინც მასზე იზრუნებს. დროდადრო აგრესიულია და დარწმუნებული ვარ, წამლებსაც არ იღებს. რაღაც ეტაპზე არ შეიძლება, რომ საშიშიც გახდეს?“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. ბადურ ღელაღუტაშვილს სკოლაში არ უვლია, არ გააჩნია უნარ-ჩვევები საკუთარი თავის მისახედად. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებაც რამდენიმე თვის წინ, სხვების დახმარებით მოახერხა. ღელაღუტაშვილის ნათესავები ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებიან და რატომ არ სურთ, მას მხარი ოფიციალურად დაუჭირონ, არ განმარტავენ. მეზობლები კი ჰყვებიან, რომ მარტოხელა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი, ყოველდღიური საკვების საშოვნელად სოფლის მაღაზიებთან, იქ შესული მყიდველების იმედად ჩერდება. „ხშირად დგას მაღაზიებთან, იმისათვის, რომ ვინმემ საკვები მიაწოდოს. ვაძლევთ რაც შეგვიძლია, მაგრამ პატრონი სჭირდება და არავინ ჩანს“, - ამბობს მეზობელი. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ალექსანდრე გიგაურის ინფორმაციით, მერიამ ღელაღუტაშვილის დამწვარი სახლისათვის კომპენსაციის თანხა დაიანგარიშა, მაგრამ ოფიციალური მხარდამჭერის არ არსებობის გამო, დაზარალებულისათვის თანხის გადაცემა ვერ მოხერხდა. „დავიანგარიშეთ ზარალი და დაახლოებით ხუთი ათას ლარამდე თანხის გადარიცხვას ვგეგმავდით, მაგრამ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ოფიციალური მხარდამჭერი კი არ ჰყავს“, - განაცხადა გიგაურმა. ყვარლის სოციალური სააგენტოს უფროსის, ნინო მაზანაშვილის განმარტებით, თუ მუნიციპალიტეტის მერია მსგავს პრობლემას წააწყდა, სააგენტოსათვის უნდა შეეტყობინებინა. „თუ ასე იყო, რატომ არ შეგვატყობინეს, რომ მხარდამჭერი მოგვეძებნა. იქნებ, არც აქვს რამე სახის შეზღუდვა დაწესებული. თუ პირადობის მოწმობის აღება შეუძლია, მიეცათ თანხა, რა პრობლემა იყო. გავერკვევი ამ საკითხში“, - უთხრა მაზანაშვილმა „პრაიმტაიმს“. ვიდრე ოფიციალური უწყებები ერთმანეთთან სიმართლეს არკვევენ, ბადურ ღელაღუტაშვილი კეთილი ადამიანების და მათგან მიწვდილი ლუკმა-პურის იმედად, ნახანძრალ ნანგრევებში, მარტო რჩება.

---

18.10.2019

მედიასაშუალება: http://www.gbc.ge/index.php?m=tst

ომბუდსმენი: ბიზნეს გარემოზე ნეგატიური რისკების შესაფასებლად RIA აუცილებელია

თბილისი (GBC) - ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის მომზადებული ოფიციალური სამართლებრივი დასკვნები გააცნო. ბიზნესომბუდსმენს “შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე 17, ხოლო „საქართველოს შრომის კოდექსზე“ 10 შენიშვნა-წინანადადება აქვს. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მიზნად ისახავს დასაქმებულთა შრომითი უფლებების გაფართოებას. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით კი შრომის ინსპექციას ენიჭება შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგისა და მათ შესრულებაზე კონტროლის ფუნქცია. „ვფიქრობთ, რომ ისეთი ძირეული ცვლილებების განხორციელება, როგორიც არის ნორმირებული სამუშაო დროის დადგენა, ზეგანაკვეთური მუშაობის მაქსიმალური საათების რაოდენობის განსაზღვრა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მოცულობის დადგენა, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების საფუძვლებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების გამკაცრება, შრომის ინსპექციისთვის ფართო უფლებამოსილებების მინიჭება და ა. შ. მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე.ცვლილებები აუცილებლად იქნება დაკავშირებული დამსაქმებლების ფინანსური ვალდებულებების ზრდასთან. აღნიშნული კი მძიმე ტვირთად დააწვება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს.“ - განაცხადა ბიზნესომბდუდსმენმა. ირაკლი ლექვინაძის თქმითვე, აღნიშნული ფორმით შრომის კოდექსის ცვლილება გაააქტიურებს ჩრდილოვან შრომითი ურთიერთობებს, რაც როგორც დასაქმებულისთვის ასევე დამსაქმებელისთვის არის დამაზიანებელი. „მოსალოდნელია, რომ შემოთავაზებულმა ცვლილებებმა გამოიწვიოს ჩრდილოვანი შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, როცა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობები მიმდინარეობს კანონის რეგულაციებს მიღმა. აღნიშნული კი გაართულებს ახლად შექმნილი შრომის ინსპექციის მიერ შრომითი პირობების დაცვის მონიტორინგს. გარდა ამისა, ქვეყანაში ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით და უმუშევრობის შემცირების მხრივ, მეტად მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შემოთავაზებულმა ცვლილებებმა ბიზნეს გარემოზე. მიგვაჩნია, რომ ახალი შრომითი რეგულაციები ბიზნესს შეუქმნის ბარიერებს, ნეგატიურად შეცვლის ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლებს, რაც დიდი ალბათობით აისახება ზემოაღნიშნულ რეიტინგებზე.“ - ამბობს ლექვინაძე. ბიზნესომბუდსმენი კანონ პროექტების ინიციატორებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებამდე ცვლილებებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ჩატარებას სთავაზობს და გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეგულირების ზემოქმედების შეფასების (RIA) განხორციელებაში. „RIA მოგვცემს შესაძლებლობას გავაანალიზოთ მოსალოდნელი რისკები ბიზნესისთვის, რაც შეიძლება მოჰყვეს შემოთავაზებული ცვლილებების მიღებას და ამაგვარად, გამოირიცხოს ის ნეგატიური შედეგები ბიზნეს გარემოსთვის, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს შრომითი კანონმდებლობის დაგეგმილ რეფორმას.“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე

---

18.10.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1571400651-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90

მაღაროში დაღუპულის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის გუბერნატორთან და ჭიათურის მერთან ერთად მივიდა

მაღაროში დაღუპულის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის გუბერნატორთან და ჭიათურის მერთან ერთად მივიდა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული სამუშაო ადგილზე. მისი თქმით, ადგილზე უკვე გაგზავნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალებს შეისწავლის. რაც შეეხება საწარმოებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, მინისტრი მიიჩნევს, რომ კანონის ეფექტურად განსახორციელებლად სახელმწიფოა კონტროლი საკმარისი არ არის და უნდა მოხდეს როგორც დამსაქმებლის, ასევე, დასაქმებულის ცნობიერების ამაღლება. „ინფორმაციის მოსაძიებლად გაგზავნილია უკვე ჯგუფი. კანონის გამკაცრება მოხდა და 2019 წლის 1 სექტემბრიდან ის ამოქმედებულია. ჩვენ შრომის ინსპექციასთან ერთად ვახორციელებთ 24 საათიან კონტროლს,მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ცნობიერება უნდა იყოს ამაღლებული როგორც კომპანიის, ისე დასაქმებულის, რომ ეფექტური იყოს ჩვენი მუშაობა,- განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, ჭიათურაში დარკვეთი მაღაროში გიგა ბოჭორიშვილი გუშინ დაიღუპა. გარდაცვლილი მაღაროში რამდენიმე თვე მუშაობდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 240–ე მუხლით, რაც სამთო– სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

პრაიმთაიმი-https://www.primetime.ge/news/1571398445-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90

ჯანდაცვის მინისტრი მაღაროში მუშის დაღუპვაზე: ვმუშაობთ, რომ მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს - https://pia.ge/post/287628-jandacvis-ministri-mararosi-musis-darupvaze-vmusaobt-rom-msgavsi-faqtebis-prevencia-moxdes

 

---  

18.10.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/61807-tetricqaroshi-dasakmebisa-da-propesiuli-ganatlebis-porumi-gaimarta/

თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში ჩატარდა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა. ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს. RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა პროფესია საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5 მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კომერსანტი - https://commersant.ge/ge/post/tetriwyaroshi-dasaqmebisa-da-profesiuli-ganatlebis-forumi-gaimarta

კვირა.ჯი - http://kvira.ge/508927

პია.ჯი- https://pia.ge/post/287662-tetriwyarosi-dasaqmebisa-da-profesiuli-ganatlebis-forumi-gaimarta

ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/568776-tetricqaroshi-dasakmebisa-da-propesiuli-ganatlebis-porumi-gaimarta

---

 

18.10.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1571406821-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97019-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98

ნახეთ დეტალურად, რაში დაიხარჯება 2020 წლის ბიუჯეტი

ქვეყნის მთავარi ფინანსური დოკუმენტის განხილვა პარლამენტში დასრულდა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით კვლავ მთავრობას დაუბრუნდება. დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს კი საკანონმდებლო ორგანოში კენჭს საშემოდგომო სესიის ბოლომდე უყრიან. მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 2020 წლის ბიუჯეტი 16 მილიარდ ლარზე მეტით განისაზღვა. დოკუმენტის მიხედვი მომავალ წელს სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით უფრო მეტი დაიხარჯება. სოციალური სისტემის გაუმჯობესება: 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სოციალური გასაცემლები, რაზედაც მიიმართება 220.0 მლნ ლარზე მეტი; 2020 წლის 1 ივლისიდან, დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა სოციალური გასაცემლები, რაზედაც დამატებით მიიმართება 80 მლნ ლარი. 2020 წლის 1 ივლისიდან სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმების პროგრამების ფარგლებში ანაზღაურება გაიზრდება 100 ლარით; განათლების სისტემა 2020 წელს განათლების სისტემაზე ბიუჯეტიდან 1.8 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება. საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი გაიზრდება 150 ლარით 2019 წლის 1 ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით - 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი; 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება, რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 280.0 მლნ ლარზე მეტი; პოლიცია და ჯარი 2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზედაც მიიმართება 50 მლნ ლარამდე; მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები გაეზრდებათ 2020 წლის 1 ივლისიდან საშუალოდ 125 ლარით; ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდა გაგრძელდება 2019 წლის ბოლომდე ეტაპობრივად, მათი წოდებების შესაბამისად; ჯარისკაცების, მეხანძრე-მაშველების, პოლიციელების და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასებზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 1.0 მლრდ ლარზე მეტი; ინფრასტრუქტურა 2020 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 3.7 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამინისტროების დაფინანსება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 378.6 მლნ ლარით და შეადგენს 4 347.0 მლნ ლარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 2 071.6 მლნ ლარი, რაც 71.6 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 132.4 მლნ ლარამდე შეადგენს 1 636.0 მლნ ლარს.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

---

21.10.2019

მედიასაშუალება: ასავალ დასავალი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6410320&name=21.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

"მივმართავ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს - ქალბატონო ეკა, სასწრაფოდ გადახედეთ საკეისროთა პროცენტული მაჩვენებლების შესახებ შეზღუდვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია!"

"ასავალ-დასავალი" წლების მანძილზე სამედიცინო სისტემაში არსებული იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესახებ წერდა, რომლებიც უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი გახლდათ. დიახ, მრავალი წლის განმავლობაში ბატონ მინისტრს დაუღალავად ვთხოვდით, ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, თუმცა, უშედოგ! მკითხველს შევახსენებ, რომ სერგეენკოს მინისტრობის ერთ-ერთ შავ ლაქას ინფექციური საავადმყოფო წარმოადგენს. მრავალი დაპირების მიუხედავად, დავით სერგეენკომ არაფრად ჩააგდო ინფექციური საავადმყოფოსა და მისი მედპერსონალის ბედი. შიდსის ცენტრს დღესაც ღია ცის ქვეშ დარჩენა და ფუნქციონირების შეწყვეტა ემუქრება, არადა, 2013 წლიდან მოყოლებული ამ უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობის სამედიცინო დაწესებულებისათვის ახალი შენობის ასაშენებლად სერგეენკოს უწყებამ რამდენიმე ტენდერი ჩაატარა, პროექტიც დამტკიცდა და ჯანდაცვის ბიუჯეტში 18 მილიონი ლარიც იქნა გათვალისწინებული, თუმცა, ამაოდ... სამაგიეროდ, სერგეენკომ უტიფრად მიისაკუთრა შიდსის ცენტრის ღვაწლმოსილი თანამშრომლებისა და პირადად ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის დამსახურება და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით წლების განმავლობაში უტიფრად ამაყობდა! პირადად მისი და მისი უვიცი ქვეშევრდომების გამოისობით 20 მილიონი ლარის ზარალი მიადგა აღნიშნულ პროექტს და მოხდა 6 ათასი კოლოფი ძვირადღირებული პრეპარატის ჰარვონის ჩამოწერა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გაზეთის მრავალწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და სერგეენკო მინისტრის პოსტს აღარ იკავებს, მისი ქმედებების მწარე ნაყოფს დღემდე ვიმკით. დავით სერგეენკო მაოხრებელი გზირივით მოევლინა ქართულ ჯანდაცვის სისტემას და მისი მინისტრობის დროს მიღებულ ყოვლად გაუმართლებელ და წინდაუხედავ რეგულაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სამშობიარო სახლებს დაუწესა, ამა წლის 15 ოქტომბერს ხაშურში კიდევ ერთი მშობიარისა და ახალშობილის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე დღის წინათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ, რომელმაც ხელისუფლება მოსალოდნელი სავალალო შედეგების შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა. ჩვენი გაზეთი მას სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრება. - ქალბატონო სალომე, 15 ოქტომბერს ხაშურში 40 წლის მშობიარე ქალი და ახალშობილი დაიღუპნენ. უკავშირებთ თუ არა ამ ტრაგედიას საკეისროების შეზღუდვის უაზრო რეგულაციებს? - ერთს გეტყვით, - საკეისროების შეზღუდვის აბოსლუტურად უპასუხისმგებლო რეგულაციების გამო კლინიკები იხურება. დღევანდელი მონაცემებით, მუშაობა ხუთმა კლინიკამ უკვე შეწყვიტა! ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ შეშინებული და ფინანსურად განადგურებული ექიმი ვერასოდეს იქნება კარგი ექიმი! დროა, ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა გაიაზროს ის უსერიოზულესი საფრთხე, რაც აღნიშნული რეგულაციიდან მომდინარეობს. თავისთავად მისასალმებელია, რომ წინა მინისტრის პერიოდში გამკაცრდა კონტროლი საკეისროთა წარმოებაზე, თუმცა, ამგვარი ხისტი მიდგომა სერგეენკოს გუნდის შეცდომა იყო. სამწუხაროდ მისი მინისტრობის დროს დაწყებული სამშობიარო სახლების ტერორი და მშობიარეთა უფლებების დარღვევა დღემდე გრძელდება!

---

21.10.2019

მედიასაშუალება:ალია - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6410702&name=21.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

ვინ არის მუშა, რომელიც ჭიათურის მაღაროში გარდაიცვალა

მუშა, რომელიც ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროზე გარდაიცვალა, ტყვარჩელიდან იყო და ჭიათურაში ლტოლვილის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ამის შესახებ ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ განაცხადა. „შემთხვევა დაახლოებით ორი სააათის წინ მოხდა. გარდაცვლილი გაგა ბოჭორიშვილი გამწმედ სამუშაოს ატარებდა. თავად ეკავა მანქანის პულტი. რა გახდა დარკვეთის მაღაროში გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გარდაცვლილს თავად ეკავა მანქანის პულტი და მანქანასა და კედელს შორის მოჰყვა“, - განაცხადა ქალაქის მერმა. გარდაცვლილ მაღაროელს მეუღლე და რვა თვის ბავშვი დარჩა.

---

21.10.2019

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6410604&name=21.10.2019+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

კომპანია "ბაუსეიფტი" - ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ ახალ რელსებზე მოძრაობას

რა არის შრომა, შრომის უფლება და რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოება? — ეს, ის ძირითადი კითხვებია, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ შევიდა ძალაში. გარდამავალ და დასკვნით დებულებებში მითითებული ვადის მიხედვით კანონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუხლი 2019 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. ეს გულისხმობს, რომ ზემოთ აღნიშნული კანონი შრომის უსაფრთხოების სფეროში ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონით ,,შრომის კოდექსი“ და საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე. 2014 წლის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები. ერთ-ერთი სწორედ შრომის უსაფრთხოების დაცვის მოწესრიგებასთან არის დაკავშირებული, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს.

ვრცლად იხილეთ ბმულზე

---

​