From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი 11.10.19
Received On : 11.10.2019 08:17
Attachments :

მედიამონიტორინგი

11.10.19

 

11.10.19

არხი: 1 არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

უკვე თითქმის 1 თვეა ბინებით უზრუნველყოფის მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული პირები აქციას მართავენ. შეკრებილები უწყების ხელმძღვანელთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6391842

ტვ პირველი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6391437

ტვ პირველი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6391436

კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6391436

მთავარი 21:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6391364

---  

10.10.19

არხი:რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

"ჯანდაცვის სამინისტრო ბინების გადაცემას უკანონოდ ახორციელებს" - დევნილებმა პროკურატურაში სავარაუდო კომპრომატი მიიტანეს

დევნილები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოშიმშილე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, პროკურატურას სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან დევნილებისთვის ბინების უკანონოდ გადაცემის ფაქტების გამოძიებას მოუწოდებენ. აქციის მონაწილეებმა დღეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში საჩივრის წერილი და დისკი მიიტანეს. მათი მტკიცებით დისკზე აღბეჭდილია ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბესიკ სიმონიშვილი, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, ბინების უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე საუბრობენ. "2019 წლის 30 სექტემბერს ნომერი 225-ე სამარშრუტო ტაქსიში ერთ-ერთი პირი ესაუბრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს ბესიკ სიმონიშვილს,საუბარი შეეხებოდა იმას თუ როგორ ხდებოდა არაკანონიერი გზებით პირებზე ბინების გადაცემა,"-უყვება"კურიერს"ერთ-ერთი აქციის მონაწილე დევნილი ქალბატონი. იძულებით გადაადგილებული პირები პროკურატურაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6390874

---  

 

11.10.19

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

დირექტივა დამსაქმებლებისთვის

არ ვიცი, გუშინ გახარიას ჰქონდა თუ არა წაკითხული გუშინდელი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლის მაია მიქაიას კომენტარი, მაგრამ მე კარგად გავერთე ამ კომენტარზე. მაია მიქაია ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოს მთავრობა მიიღებს ევროდირექტივას, რომელიც დაარეგულირებს მონიტორინგთან მუშაობის წესებს. დირექტივა განსაზღვრავს იმ ოთახის ფართობს, რომელშიც დასაქმებულს უწევს მუშაობა. დირექტივა დამსაქმებლებს დაავალდებულებს იმის უზრუნველყოფასაც, რომ გამოსხივება დასაქმებულების თვალებს საფრთხეს არ უქმნიდეს. თუ დასაქმებული აღმოაჩენს, რომ მისი თვალების მდგომარეობა არის შეცვლილი, მას ექნება უფლება დამსაქმებელს მოსთხოვოს შესაბამისი შემოწმება და გაიაროს თვალის ექიმთან კონსულტაციები-ამბობს შრომის ინსპექტორი. ინფორმაცია გადავამოწმეთ ჯანდაცვის სამინისტროში და ასეთი პასუხი მივიღეთ: მთავრობა ახალ ევროდირექტივას ამუშავებს, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6391647

---  

10.10.19

არხი:პირველი არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

საქართველოში სუიციდის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება

საქართველოში სუიციდის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. ბოლო ექვსი თვის სტატისტიკა სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. ცალკეა მოყვანილი თვითმკვლელობის მცდელობის სტატისტიკური მონაცემებიც, რაც ასევე მაღალია. სუიციდის მთავარ მიზეზად ექიმები ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებს ასახელებენ. სპეციალისტები გამოსავალს პრევენციული ზომების გამკაცრებაში ხედავენ. სპეციალისტები და უფლებადამცველები მთავრობას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მიმართ კომპლექსური პროგრამის ამოქმედების ვალდებულებასაც ახსენებენ. ნინო ლომჯარია:" მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენ ეს პროგრამა არ გვაქვს". თამარ გაბუნია:" აუცილებელია სხვადასხვა სექტორის კოორდინაცია, რათა დროულად მოხდეს სუიციდთან დაკავშირებული რისკების შეფასება და დახმარება".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6391422

მთავარი 18:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6391120

---  

10.10.19

არხი:რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 15:00

სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი სამართალდამცველების არასათანადო მუშაობაზე საუბრობს. საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მხრიდან თანაშემწეზე შესაძლო ძალადობას. ნინო ლომჯარიას განცხადებით, თამთა თოდაძის საქმეზე გამოძიების დაწყებისას არ მოხდა ყველა მტკიცებულების ამოღება და შესწავლა. საკითხს დღესვე გამოეხმაურა თბილისის მერი. "პირველ ეტაპზე მრჩებოდა შტაბეჭდილება, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ იყო მყისიერად და დროულად ჩატარებული, განსაკუთრებით ეს ეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, როგორც ვიცი, იმ დღესვე არ იქნა ამოღებული ტენსაცმელი ამჟამად ბრალდებული პირის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ "დაველოდოთ გამოძიებას, საკმაოდ მძიმე ბრალდებაა და ვნახოთ, რას დადებს გამოძიება", - განაცხადა კალაძემ. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა თემაზე "ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები" საჯარო შეხვედრა გამართა. ნინო ლომჯარიას თქმით, ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი პრობლემური სფეროა და სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. "შარშან 400-ზე მეტ სუიციდის შემთხვევას ჰქონდა ადგილი და უფრო მეტ შემთხვევაში სუიციდის მცდელობას. 6 თვის მონაცემებით, წელს 200-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. გარკვეულ სტაციონალურ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა იქ არსებული ვითარება, თუმცა ეგ არის ნამდვილად მინიმალური და არასაკმარისი,"- აღნიშნა ომბუდსმენმა. "სხვა გამოწვევებთან ერთად იქნება სუიციდის პრევენციის ღონისძიებები, რომელიც საჭიროებს მულტიდისციპლინარულ და მულტისექტორულ მიდგომას. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის ძალისხმევა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჯეროვანი პასუხი გავცეთ სუიციდთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აუცილებელი იქნება სოციალური დაცვის განათლების სექტორის და ბევრი სხვა სექტორის მონაწილეობა,"- განაცხადა გაბუნიამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6390627

მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6390507

იმედი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6389963

---

 

10.10.19

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი

როგორი უნდა იყოს სამუშაო სივრცე და როგორ მოხდება უსაფრთხოების ნორმების კონტროლი

როგორი უნდა იყოს სამუშაო სივრცე და როგორ მოხდება უსაფრთხოების ნორმების კონტროლი. მთავრობა ახალ ევროდირექტივას ამუშავებს, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა. როგორც საქმის კურსს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს სამუშაო სივრცე 3 კვადრატზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ადგილი სადაც დასაქმებულს სამუშაო დროის გატარება უწევს, შესაბამისი განათებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6390892  

---

10.10.19

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე

ბიზნეს სექტორს დღეს შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია

ბიზნეს სექტორს დღეს შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესთან დღეს პანელური დისკუსიაც გაიმართა, რომლის დროსაც შრომის უსაფრთხოების ნორმები, დამსაქმებლის ვალდებულებები, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და შრომის ინსპექტორთა უფლება-მოსილებები განიხილეს. კერძო სექტორი ფიქრობს რომ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე ეს ცვლილებები არ უნდა გავრცელებულიყო. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში აღნიშნავენ რომ იანვრიდან დღემდე სულ არის გადამზადებული 4 000-მდე სპეციალისტი, თუმცა ეს არ არის საკმარისი და კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა როგორც მოიწვიონ ეს სპეციალისტები, ისე კომპანიაშივე დაასაქმონ სპეციალისტები. ბექა ფერაძე "რეკომენდირებულია მომეტებული საფრხის შემცველმა კომპანიებმა როგორიც არის სამშენებლო, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და ა.შ, არათუ მოიწვიონ, არამედ იმისთვის რომ მაქსიმალურად მიღწეულ იქნას უსაფრთხოება ადგილზე ჰყავდეთ უსაფრთხოების სპეციალისტი." ბიზნესი აღნიშნავს რომ დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში არ არიან ინფორმირებულნი იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც პირველ სექტემბერს ამოქმედდა. გიორგი არველაძე "დღევანდელი კონფერენცია მაგ მიზნებს ეძღვნება, რათა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება მოერგონ ამ რეგულაციებს და მაქსიმალურად თანხვედრაში იყვნენ კანონთან. " ბიზნესომბუდსმენი აღნიშნავს რომ უნდა მოხდეს ამ კანონის გადახედვა და ირაკლი ლექვინაძე ზოგადად ამ რეგულაციას ფორმალურ უწოდებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6390780

---

ინტერნეტი

 

10.10.19.

მედიასაშუალება: ინტერპრესნიუსი

საქართველოს ბანკისორგანიზებით, შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკმა“ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ პანელური დისკუსია გამართა. შეხვედრას მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიზნესებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაკავშირებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესულ ცვლილებთან, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ნორმები, დამსაქმებლის ვალდებულებები, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკითხები და შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილება. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ, ბიზნეს ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, ასევე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ. „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. იქედან გამომდინარე, რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შრომის უსაფრთხოების საკითხები, გვსურდა, ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, მათთვის საჭირო და საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღოთ თავად დარგის სპეციალისტებისგან, რათა უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი იმ წესებისა და ნორმების შესახებ, რომლის დაცვაც მათ, როგორც დამსაქმებლებს, სექტემბერში ამოქმედებული კანონის ახალი რედაქციით მოუწევთ. ეს მათ დაეხმარება უფრო მარტივად და ამასთან, სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

https://www.interpressnews.ge/ka/article/567546-sakartvelos-bankis-organizebit-shromis-usaprtxoebis-temaze-paneluri-diskusia-gaimarta

---

10.10.19-  მედიასაშუალება: ბიემჯი

აიკრძალება თუ არა მონიტორთან 3 საათზე მეტხანს მუშაობა?-ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

როგორ უნდა იყოს თქვენი სამუშაო სივრცე და როგორ მოხდება უსაფრთხოების ნორმების კონტროლი? მთავრობა ახალ ევროდირექტივას ამუშავებს, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა. როგორც "საქმის კურსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამუშაო სივრცე 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო სივრცე კი, სადაც დასაქმებულს სამუშაო დროის გატარება უწევს, შესაბამისი განათებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ვინაიდან არასათანადო განათება მათი შეფასებით, ნევროლოგიურ დაავადებებს იწვევს. ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინიტროში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებები ძალაში მთავრობის დადგენილების საფუძველზე შევა და მას შრომის ინსპექცია გააკონტროლებს. რაც შეეხება მონიტორთან მუშაობის ახალ წესებს, მას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი ექნება, კონკრეტულად კი დასაქმებულმა 3 საათის შემდეგ კომპიუტერის ეკრანისგან უნდა დაისვენოს.

https://bm.ge/ka/article/aikrdzaleba-tu-ara-monitortan-3-saatze-metxans-mushaoba-jandacvis-saministros-ganmarteba/41688/

---

10.10.19

მედიასაშუალება: ბიეფემ

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვაში პრობლემები საკმაოდ მრავლადაა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხია. ხელისუფლება ცდილობს ამ პრობლემას სხვადასხვა გადაწყვეტა მოუძებნოს, რისთვისაც სულ ახლახანს შეიმუშავა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები 35 დასახელების მედიკამენტს 1 ლარად შეიძენენ. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანებმა 1 ლარად შეძლონ მედიკამენტების შეძენა, საჭიროა ფორმა 100 და რეცეპტი წარადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირდნენ. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ამ პროგრამის რეალიზების პროცესში ყურადღებას იპყრობს. კერძოდ, ერთი მხრივ სახელმწიფო ცდილობს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, რაც მიმდინარე ეტაპზე ჯანდაცვის სისტემის აქილევსის ქუსლია, სხვადასხვა გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ პენსიონერის პენსიის 70-80% სწორედ მედიკამენტების შესყიდვაში იხარჯება. ამ შემთხვევაში მთავრობამ მიმართა პირდაპირი სუბსიდიის მექანიზმს, რასაც ნაკლოვანებები გააჩნია. სხვადასხვა გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ქართულ ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტებზე ფასნამატი საგანგაშოდ მაღალია. მაგალითად, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული მედიკამენტების ბაზრის კვლევების თანახმად, ცალკეულ მედიკამენტებზე ფასნამატი 1000%-საც აჭარბებდა. მთლიანობაში კი ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე, ძირითადად, არარეალურად გაბერილი ფასებით ოპერირებენ. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობამ 1 ლარად გადასაცემი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში პირდაპირ ბიუჯეტიდან დაასუბსიდირა ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ისედაც სასათბურე პირობებში იმყოფებიან. ესე იგი რა გამოდის, ფარმაცევტულმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს მოსახლეობის გაჭირვებული ფენის ხარჯზე და პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღეს ტკბილი ლუკმა. ამ პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ფარმაცევტული კომპანიებისთვის არ იყოს მიმზიდველი რიცხვი, თუმცა ის უაზროდ გაფლანგულია იმ თვალსაზრისით, რომ მისი მოცვა მცირე მასშტაბისაა, მცირე რაოდენობაა მედიკამენტების, ხოლო სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არასწორია. ბუნებრივია, იბადება კითხვა სხვა გზასთან დაკავშირებით. პირველ რიგში საჭიროა სათანადოდ იქნეს გამოკვლეული ბაზარი და დადგინდეს საშუალო ფასნამატი ბაზარზე არსებულ მედიკამენტებზე, შემდეგ უკვე სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება და ლოგიკური ზედა ჭერი დააწესოს ფასნამატზე. ეს მექანიზმი საკმაოდ აპრობირებულია ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, გამონაკლისს შეერთებული შტატები წარმოადგენს, სადაც კონკურენციის ხარისხი საკმაოდ მაღალ დონეზეა და ფასებსაც შესაბამისად ბაზარი არეგულირებს მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე. თუ პირდაპირ ჩარევას არ განახორციელებს მთავრობა ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობაში, მაშინ კონკურენციის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი და ბაზარზე ახალ-ახალი მოთამაშეები შემოიყვანოს. უახლოესი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამგვარმა მიდგომამაც არ გაამართლა, როდესაც საპარტნიორო ფონდის მსხვილი ფინანსური მხარდაჭერით ბაზარზე ახალი მოთამაშე – „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვიდა, რასაც ბუნებრივი მოლოდინი მოჰყვა, რომ მედიკამენტებზე ფასები დაიწევდა, რაც ცალსახად არ განხორციელდა, მას შემდეგ მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაზრდილია. ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის გაჩენით ფასების შემცირება თითქმის შეუძლებელი პროცესია, რისთვისაც საჭიროა პირდაპირი ჩარევები და გარკვეული საერთო თამაშის წესების შემუშავება. სხვა შემთხვევაში ამგვარი პროგრამებით, როგორიც 1 ლარად მედიკამენტების მიყიდვაა, მთავრობა მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების მოგების მადას ზრდის, ხოლო მოსახლეობის მოწყვლადი ფენისთვის დანახარჯების შემცირების თვალსაზრისით არაფერი იცვლება.

http://bfm.ge/ert-larad-medikamentebis-programit-biujeti-farmacevtul-kompaniebs-asubsidirebs/

---

ბეჭდური მედია

მედიასაშუალება: ახალი თაობა

საქართველოში 6 თვეში 207-მა ადამიანმა თავი მოიკლა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში სუიციდის სტატისტიკაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. „ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს”, - განაცხადა ლომჯარიამ. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემები ძალიან ხშირად ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებითაა გამოწვეული. “სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც გარკვეული შემთხვევები ძალიან ტრაგიკულად სრულდება, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისკენ. გარკვეულ სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს - განაცხადა სახალხო დამცველმა. მისი თქმით, პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში შარშან პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. მისივე შეფასებით, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის. „ხშირად პაციენტს, რომელსაც ამ ნიადაგზე ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა, დროულად ვერ ეხმარებიან, რადგან ერთი მხრივ, ნარკოლოგიურ დაწესებულებებში არ აქვთ სათანადო შესაძლებლობები, რომ ფსიქიატრიული მიმართულებით უმკურნალონ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი ნარკოლოგიური პაციენტების მართვის უნარები არ აქვთ”, - განაცხადა ლომჯარიამ. 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6391524&name=11.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---​