| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი 10.10.19 |
| Received On : | 10.10.2019 07:55 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი
10.10.19
10.10.19
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 7 მეექვსეკლასელი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში მოხვდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 7 მეექვსეკლასელი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში მოხვდა. სოფელ ლამბალოში მოზარდების ინტოქსიკაციას სკოლასთან არსებულ მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებს უკავშირებენ. სასწრაფო დახმარებმ ისინი საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6389301
---
10.10.19
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში გვიან ღამემდე გაგრძელდა
ხმაური იყო გვიანობამდე ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც დევნილები უკვე 25-ე დღეა საცხოვრებელის გადაცემის მოთხოვნით აქციას მართავენ. შეკრებილებსა და უწყების წარმომადგენლებს შორის გუშინ რამდენიმე დაპირისპრიება მოხდა, მათ შორის ყველაზე მწვავე დღის ბოლოს მინისტრის მოადგილესთან იყო - მიზეზი კი დისკია გახდა, რომელზეც დევნილების მტკიცებით ჩაწერილია, როგორ საუბრობს უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბინების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებზე. შეკლებილები მინისტრთან შეხვედრას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6389044
---
09.10.19
არხი:რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
"კანონს თავზე ახევთ საზოგადოებას" - ხმაური და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელში
ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელში ხმაური იყო. უკვე 23-ე დღეა, დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით სამინისტროს შენობაში აქციას მართავენ. დევნილებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დღეს რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ერთ-ერთი დაპირისპირება სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან დევნილებისთვის საჭირო ინვენტარის შეტანის აკრძალვამ გამოიწვია. მეორე დაპირისპირება უკვე ადგილზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის მისვლის შემდეგ, მოხდა. დაპირისპირების მიზეზი კი დისკი გახდა, რომელიც დევნილებმა "კურიერს“ გადასცეს. საუბარია აუდიო ფაილზე, სადაც დევნილების მტკიცებით, არსებობს ჩანაწერი, როგორ უმარტავს სამინისტროში დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესარიონ სიმონიშვილი ბენეფიციარებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ როგორ უნდა მიიღონ მათთვის კუთვნილი ბინები. დევნილები მინისტრის მოადგილისგან ითხოვდნენ, დისკის მოსმენა საჯაროდ, კამერების წინ მომხდარიყო, თუმცა მინისტრის მოადგილემ დისკთან და ჩანაწერთან დაკავშირებით საუბრის გაგრძელება არ ისურვა. ადგილზე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო შენგელია, რომელმაც გიორგი წოწკოლაურს დოკუმენტი წარუდგინა, სადაც განმარტებული იყო, რომ სახელმწიფო ვალდებულია დევნილები თავშესაფრით უზრუნველყოს. "აქ წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დევნილები თავშესაფრით. თქვენ ამ კანონს თავზე ახევთ საზოგადოებას. პასუხს აგებთ ამაზე, თორემ მე დაგახევთ თავზე ამ კანონს“ - მიმართა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელიამ მინისტრის მოადგილეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6388757
მთავარი: - 21:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6388864
ტვ პირველი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6388854
მთავარი 18:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6388520
---
10.10.19
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ახალი ცენტრი ნიუ ჰოსპიტალში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6388953
---
09.10.19
არხი:1 არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
შრომის ინსპექცია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ობიექტზე
ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შემდეგ შრომის ინსპექციას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ობიექტზე სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერა და 50 000 ლარით დააჯარიმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტი აქამდეც შემოწმდა და მას უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფისთვის დაეკისრა სანქციები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6388825
მოამბე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6388380
---
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00 -
ხელისუფლების წარმომადგენლები ანანურის მოსახლეობას შეხვდნენ
ხელისუფლების წარმომადგენლები ანანურის მოსახლეობას შეხვდნენ მათ ადგილობრივებისაგან საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია და გააცნეს მიმდინარე პროექტებიც. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით ანანურსა და მიმდებარედ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინაროებს, მათ შორის არის სკოლების მოწყობა, ხიდის მშენებლობა ატრაქციონების მონტაჟი და სხვა. ზაზა ბოხუა: - "ეს არის ჯანდაცვის სისტემის პროგრამები, ქრონიკული დაავადებების ანუ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს ინფორმაცია"
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6387913
---
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს,. მსჯელობა შეეხო საფრანგეთის სადაზღვეო მოდელს, ასევე ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების კუთხით პარტნიორობას, მათ სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებზეც ისაუბრეს. დიეგო კოლასი: - " სამინისტროსთან ბევრუი საერთო თემა გვაკავშირებთ, ვმუშაობთ სოციალური დაცვის, ჯანდაცვის და ფარმაცეპტულ საკითხებზეც."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6387894
---
ინტერნეტი
09.10.19.
მედიასაშუალება: ნეტგაზეთი
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერეს და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმეს
ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას, რომელსაც აწარმოებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალი საქართველოში, დასაქმებული დაიღუპა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით, მან დაიწყო უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცედურები. “მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მიმდინარე წელს არაერთგზის განხორციელდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტების ინსპექტირება, რის საფუძველზეც კომპანის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება. გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნას სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში. შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.“
https://netgazeti.ge/news/396934/
ექსპრესნიუსი - https://expressnews.com.ge/?id=91125
---
09.10.19- მედიასაშუალება: პია.ჯი
ეკატერინე ტიკარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს - დიეგო კოლასს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, საფრანგეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საფრანგეთის სადაზღვევო მოდელის გაზიარებას, ასევე ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების კუთხით თანამშრომლობას. ისაუბრეს მიგრაციის, პირველადი ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ საკითხებზე. განიხილეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხებიც. მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დევნილთა პრობლემების მოგვარებისთვის არის გამოყოფილი, რაც გულისხმობს ბინათმშენებლობას, მათ დასაქმებასა და ინტეგრაციას. საფრანგეთის ელჩი სამინისტროს აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის პრევენციის პროგრამების განხორციელების კუთხით დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიეგო კოლასმა მინისტრს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებული რეფორმებისთვის, რასაც სამინისტრო ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ახორციელებს. "სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმით, რომ საქართველოს პრიორიტეტული სფეროები ხშირ შემთხვევაში ემთხვევა საფრანგეთის მიზნებსა და პრიორიტეტებს. თქვენმა ქვეყანამ განვითარების ევროპული მოდელი აირჩია, რომელიც სოციალურ საჭიროებებზეა მორგებული. სამინისტროსთან ბევრი საერთო თემა გვაკავშირებს. ვმუშაობთ სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ფარმაცევტულ საკითხებზე. ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა. შეხვედრას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძეც ესწრებოდა
http://pia.ge/post/285859-ekaterine-tikaraze-safrangetis-respublikis-elcs-sexvda
ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/567349-ekaterine-tikaraze-saprangetis-respublikis-elchs-shexvda
ექსპრესნიუსი- https://expressnews.com.ge/?id=91127
---
ბეჭდური მედია
მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები
ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვაში პრობლემები საკმაოდ მრავლადაა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხია. ხელისუფლება ცდილობს ამ პრობლემას სხვადასხვა გადაწყვეტა მოუძებნოს, რისთვისაც სულ ახლახანს შეიმუშავა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები 35 დასახელების მედიკამენტს 1 ლარად შეიძენენ. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანებმა 1 ლარად შეძლონ მედიკამენტების შეძენა, საჭიროა ფორმა 100 და რეცეპტი წარადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირდნენ. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ამ პროგრამის რეალიზების პროცესში ყურადღებას იპყრობს. კერძოდ, ერთი მხრივ სახელმწიფო ცდილობს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, რაც მიმდინარე ეტაპზე ჯანდაცვის სისტემის აქილევსის ქუსლია, სხვადასხვა გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ პენსიონერის პენსიის 70-80% სწორედ მედიკამენტების შესყიდვაში იხარჯება. ამ შემთხვევაში მთავრობამ მიმართა პირდაპირი სუბსიდიის მექანიზმს, რასაც ნაკლოვანებები გააჩნია. სხვადასხვა გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ქართულ ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტებზე ფასნამატი საგანგაშოდ მაღალია. მაგალითად, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული მედიკამენტების ბაზრის კვლევების თანახმად, ცალკეულ მედიკამენტებზე ფასნამატი 1000%-საც აჭარბებდა. მთლიანობაში კი ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე, ძირითადად, არარეალურად გაბერილი ფასებით ოპერირებენ. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობამ 1 ლარად გადასაცემი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში პირდაპირ ბიუჯეტიდან დაასუბსიდირა ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ისედაც სასათბურე პირობებში იმყოფებიან. ესე იგი რა გამოდის, ფარმაცევტულმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს მოსახლეობის გაჭირვებული ფენის ხარჯზე და პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღეს ტკბილი ლუკმა. ამ პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ფარმაცევტული კომპანიებისთვის არ იყოს მიმზიდველი რიცხვი, თუმცა ის უაზროდ გაფლანგულია იმ თვალსაზრისით, რომ მისი მოცვა მცირე მასშტაბისაა, მცირე რაოდენობაა მედიკამენტების, ხოლო სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არასწორია. ბუნებრივია, იბადება კითხვა სხვა გზასთან დაკავშირებით. პირველ რიგში საჭიროა სათანადოდ იქნეს გამოკვლეული ბაზარი და დადგინდეს საშუალო ფასნამატი ბაზარზე არსებულ მედიკამენტებზე, შემდეგ უკვე სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება და ლოგიკური ზედა ჭერი დააწესოს ფასნამატზე. ეს მექანიზმი საკმაოდ აპრობირებულია ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, გამონაკლისს შეერთებული შტატები წარმოადგენს, სადაც კონკურენციის ხარისხი საკმაოდ მაღალ დონეზეა და ფასებსაც შესაბამისად ბაზარი არეგულირებს მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე. თუ პირდაპირ ჩარევას არ განახორციელებს მთავრობა ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობაში, მაშინ კონკურენციის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი და ბაზარზე ახალახალი მოთამაშეები შემოიყვანოს. უახლოესი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამგვარმა მიდგომამაც არ გაამართლა, როდესაც საპარტნიორო ფონდის მსხვილი ფინანსური მხარდაჭერით ბაზარზე ახალი მოთამაშე - „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვიდა, რასაც ბუნებრივი მოლოდინი მოჰყვა, რომ მედიკამენტებზე ფასები დაიწევდა, რაც ცალსახად არ განხორციელდა, მას შემდეგ მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაზრდილია. ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის გაჩენით ფასების შემცირება თითქმის შეუძლებელი პროცესია, რისთვისაც საჭიროა პირდაპირი ჩარევები და გარკვეული საერთო თამაშის წესების შემუშავება. სხვა შემთხვევაში ამგვარი პროგრამებით, როგორიც 1 ლარად მედიკამენტების მიყიდვაა, მთავრობა მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების მოგების მადას ზრდის, ხოლო მოსახლეობის მოწყვლადი ფენისთვის დანახარჯების შემცირების თვალსაზრისით არაფერი იცვლება.
---
მედიასაშუალება: რეზაონანსი
მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მუდმივად მცირდება - 200 ლარი 144 ლარის დონემდე ჩამოვიდა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 6-7%-ით შემცირდა. რეკორდულად გაუფასურებულმა ლარმა და ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მოსახლეობას გადახდსუნარიანობას დიდი პრობლემები შეუქმნა. სექტემბერში ინფლაცია დაგეგმილზე მეტად გაიზარდა და 6.4%-ს მიაღწია. სპეციალისტები კი უფრო საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ორნიშნა რიცხვსაც მიაღწიოს. ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რომ არასახარბიელოა, ეს ფაქტია. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დღითი დღე მცირდება და მათი განკარგვადი შემოსავალი სულ უფრო ნაკლებია. ამის პარალელურად, თუკი ინფლაციის მაჩვენებელსაც გავითვალისწინებთ, რომელიც წინა თვეში ნახტომისებურად გაიზარდა, ვითარება უფრო დრამატული ხდება. მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის დიდი ნაწილი გაძვირებულმა ფასებმა, სასესხო ვალდებულებებმა და მათ შორის, აზარტულმა თამაშებმაც შეამცირა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "რეზონანსთან" საგანგაშო მაჩვენებლებზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და განკარგვადი შემოსავალი საკმაოდ დაბალია. ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე სტატისტიკაშია ასახული. "სამომხმარებლო ფასების ინდექსი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მცირდება ფულის ერთეულის მსყიდველუნარიანობა. მაგალითად, თუ ფასები გაიზარდა 10%-ით, ეს ნიშნავს, რომ მსყიდველუნარიანობას დაახლოებით 91%-ს მივიღებთ. შესაბამისად, მსყიდველუნარიანობა დაახლოებით 9%-ით იქნება შემცირებული. ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით, მხედველობაში მისაღებია, რომ ყველაზე სწრაფად იზრდება პირველადი მოხმარების საქონლის ფასი, მათ შორის სურსათი. სურათის ფასების მატება თითქმის 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელი. ამიტომ, სამომხმარებლო ფასების ოფიციალური ინდექსით გაანგარიშება არასწორ სურათს მოგვცემს. მდგომარეობა უფრო დრამატულია, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გამუდმებით იკლებს. პური ფასი გაიზარდა 10-11%-ით, ხორცი - 12%-ით, რაც პირდაპირ მოქმედებს მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე. მოსახლეობას განკარგვადი სახსრები ფორმალურად რჩება სავალდებული გადასახადების და შენატანების შემდეგ. მაგრამ, თუ იმას გავითვალისწინებით, რომ სესხების ოდენობა იზრდება, პროცენტის თანხა მატულობს, ამასთან, ბოლო წლებში მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი ერთვება აზარტულ თამაშებში, ეს ნიშნავს, რომ განკარგვადი შემოსავალი კი არ იზრდება, პირიქით, უფრო მცირდება. ამ ყველაფერს სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელს თუკი დავუმატებთ, ორმაგი სენდვიჩის ფასებს მივიღებთ. ანუ, ერთი მხრიდან ფასები იზრდება, მეორეს მხრივ მატულობს მოსახლეობის მიერ სხვადასხვა დაწესებულებებსა და აზარტული თამაშის ობიექტებში გადახდილი თანხა. ამ ყველაფრით კი მოსახლეობის კეთილდღეობას სერიოზული საფრთხე ემუქრება", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო არჩვაძემ. ინფლაცია ყველაზე მეტად პირველადი მოხმარების საქონელს აძვირებს როგორიაა საკვები, სასმელი, მედიკამენტები და მომსახურება. ეკონიმისტი სოსო სიმონიშვილის აზრით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ინფლაცია ყოველწლიურად მეტად იზრდება. "თუკი 2012 წელს ადამიანს 200 ლარი ჰქონდა შემოსავალი და ყიდულობდა, გარკვეული რაოდენობის საქონელს (რასაც მოიხმარენ საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები), 2013 წელს ეს თანხა მსყოდვეუნარიანობის თვასაზრისით შემცირდა, ხოლო 2014-ში კიდევ უფრო დაიკლო და დაახლოებით 144 ლარის დონეს გაუტოლდა. შემდეგ ცოტა მატება შეინიშნებოდა და შეიძლება ითქვას, რომ 200 ლარი თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ფართო სპექტრის საქონლის მიმართ 156 ლარის ფარგლებში მერყეობდა. პრაქტიკულად, ამ ხნის განმავლობაში თითქმის თავისი ფასის მეოთხედი დაკარგა. წლის დასაწყისისათვის 200 ლარი პრაქტიკულად მსყიდველუნარიანობით დაახლოებით უდრიდა 144 ლარს. წამლებისა და ჯანდაცვის კუთხით, 200 ლარი 142 ლარს უდრიდა, რაც ცხადია კატასტროფაა. ეს დინამიკა კიდევ გაგარძელდა და დაჩქარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 15-20%-ით შემსუბუქდა ამ ჯგუფის მიმართ ეროვნული ვალუტა. ოთხ წევრიან ოჯახებს, რომელსაც შემოსავალი აქვს 300-350 ლარი ფარგლებში, განკარგვადი შემოსავლი აღარ რჩებათ. იგივე ვითარებაა ოჯახებში, რომელთაც 500-600 ლარი აქვთ შემოსავალი. ის კი არა, 1000-1200 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახმა რომ შეძლოს დანაზოგის გაკეთება, პრაქტიკულად, ესეც კი შეუძლებელია. მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი აღარ რჩება", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა. ლარის კურსი კი რეკორდულად უფასურდება და მას მიჰყვება ინცლაციაც. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობას მსყიდველუნარიანობა ეცემა. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აღნიშნავს, რომ ხალხსს შემოსავალი არ ემატება, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი ძვირდება ეზრდებათ. "ოფიციალური სტატისტიკით, ინფლაციის მაჩვენებელი 6.4% გახდა. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შესაბამისად, მსყიდველუნარიანობა მინიმუმ 6.4%-ით დაცემულია. ეროვნული ბანკის მიერ, მინიმალური დარეზერვების მაჩვენებლის შემცირებამ, შესაძლოა, ოდნავ შვება მოგვცეს (როგორც მინიმუმ ლარი ისე აღარ გაუფასურდება) და შესაბამისად, ზეწოლა ინფლაციურ პროცესებზე შემცირდება. ამიტომ ჩემი ვარადაუდი უფრო ოპტიმისტურია და წლის ბოლომდე მაქსიმუმ 7%-ს მიაღწევს ინფლაცია. განკარგვად შემოსავლებთან მიმართებაში მეეჭვება, რომ რაიმე დრამატული ცვლილება მომხდარიყოს. შემოსავლები შესაძლოა, იგივე დარჩა, უბრალოდ, მოსახლეობას საყიდელი პროდუქცია გაუძვირდა", - განუცხადა "რეზონანსს" გივი მომცელიძემ.
---