| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი 09.10.19 |
| Received On : | 09.10.2019 08:33 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი
09.10.19
08.10.19
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: სიახლენი 22:00
მნიმალური ხელფასის ოდენობა საერთაშორიო კონფერენციაზე განიხილეს.
მინიმალური ხელფასი, საერთაშორისო გამოცდილება და ქართული პრაქტიკა. აღნიშნულ თემაზე კონფერენცია სასტუმრო რუმსში გაიმართა. შეხვედრა თამილა ბარკალაიამ გხსნა. მან არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მინიმალრუი ხელფასის სიტემა ევროპაში, ეკონომიკური მნიშვნელობა და სხვადასხვა ქცვეყნის გამოცდილება - ეს ის თემებია, რაზეც აღნიშნულ კონფერენციაში იყო საუბარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6386495
1 არხი - პროფკავშირები ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გადახედვას ითხოვს - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6385956
იმედი - შრომის ანაზღაურება და სტატისტიკა - თამარ ბარკალაია "მინიმალური ხელფასი რომელიც დაფიქსირებულია 90-იან წლებში საქართველოში არის 20 ლარი, რომელიც არც არსებულ რელობას შეესაბამება და არც საერთაშორისო სტანდარტებს. " - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6385762
---
08.10.19
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ჯანდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული 51 ადამიანი - "კურიერის" ინფორმაციით თანამშრომლებს განცხადება იძულებით დააწერინეს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ. "კურიერის" ინფორმაციით, თანამშრომლებს წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. რეორგანიზაცია სამინისტროში უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გათავისუფლებულია დეპარტამენტის თითქმის ყველა ხელმძღვანელი - საუბარია 51 ადამიანზე. გათავისუფლებულებს შორისაა მამუკა ცოტნიაშვილი, რომელიც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის პოზიციას 7 წელი იკავებდა. "დაახლოებით 7 წელი ვიყავი ამ თანამდებობაზე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ერთ თანამდებობაზე იყოს ადამიანი ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება იმ რეორგანიზაციის შედეგებს, რაც ლოგიკურად განხორციელდა დღეს, არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, ზოგადად, რეორგანიზაციის შემდეგ გვექნება ახალი ხედვა, ახალი მიმართულება და ახალი გადაწყვეტილებების მიღება იმ მიმართულებაზე, რა მიმართულებითაც განხორციელდა ეს რეორგანიზაცია," - განაცხადა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას მამუკა ცოტნიაშვილმა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების ზოგადი კომპეტენციის შესასწავლად კომისია შეიქმნა და თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდა. გაბუნიას თქმით, რადგან სამმართველოს უფროსის პოზიცია გაუქმდა, ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს ალტერნატიული თანამდებობები შესთავაზეს. მისი თქმით, ნაწილი შემოთავაზებას დათანხმდა, ნაწილმა კი უარი განაცხადა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ გათავისუფლებულ თანამშრომელთა რიცხვი გაიზარდოს. რეორგანიზაციის მიზანი ოთხი მიმართულების - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის, და სოციალური დაცვის გაერთიანებაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6386416
კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6385873
---
08.10.19
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 14:00
20-21 ივნისის ღამე
სამართალდამცველებმა 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან ლევან ჯიქური გაათავისუფლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. დღეს სასამართლო 20-21 ივნისის ღამეზე დაკავებულ 6 პირის სასამართლო პროცესს მართავდა. ლევან ჯიქური: ,, მე დამნაშავედ თავს არ ვცნობ. რაც კადრში ჩანს, რომ ფარს ვხმარობ მხოლოდ მაგ ნაწილს. ეს ხალხი სასამართლოში გავიცანი,ამიტომ ჯგუფური ძალადობის ფაქტს არ ვცნობ. ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული,პრობლემები დამეწყო ფილტვებზე. 50 დღე ვიშიმშილე, რათა ამ დღისთვის მიმეღწია.აქციაზე მშვიდობიანი მიზნით მივედი, ხოლო ფარი შეკავების მიზნით გამოვიყენე. ალექსანდრე ზუბიაშვილი: ,, შუამდგომლობა დავაყენე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გირაოს თანხაც მინიმალური იქნა გამოყენებული, თუმცა ეს მტკიცებულებების უდაობას ან აღიარებას არ ნიშნავს". 4. გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ცნო 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე. ასეთი 3 თვიანი გამოძიების შედეგი ციფრებში. ეს სტასტიკა საიამ გამოითხოვა. 21 ივნისს ჯანდაცვის მინისრის მოადგილე ზაზა ბოხუა ამბობდა, რომ სტაციონარებში 240 ადამიანი იყო მიყვნილი, აქედან 80 პოლიციელი. არასამთავროებო ორგანიზაციებმა დაზარალებულთა შორის დათვალეს 38 ჟურნალისტი და დეტალურად აღწერეს მათი დაზიანებები და სამუშაო ადგილები. ხოლო თუ დავეყრდნობით ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 240დან, დაშავებული 80 პოლიციელია, 38 კი ჟურნალისტი, გამოდის რომ კიდევ 122 მოქალაქეს მიუღია დაზიანება. და ამ ოთხ დაზარალებულს შორის არ არის მაკო გომური. გიორგი გახარია: ,, დაზარელებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები. მაკო გომურის შესახებ პროცედურები მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება მას ეს სტატუსი მიენიჭება". კახი კალაძე: ,,მაკო გომურის დაზარალებულად ცნობის სტატუსის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, ამიტომ განცხადებას ვერ გავაკეთებ". სულხან სალაძე: ,, ოფიციალური ინფორმაციით, 20-21 ივნისის ღამეს დაზიანება მიიღო 275 პირმა. მათ შორის 187 არის სამოქალაქო პირი, ხოლო 73 პირი არის შსს თანამშრომელი, რომელთაგან 67 მიიჩნია დაზარალებულად, ხოლო მოქალაქებიის შემთხვევაში 187-დან მხოლოდ 4ს. ჩნდება კითხვა, თუ მოქალაქეების შემთხვევაში პროცედურების პრობლემაა, იგივე რატომ არ ხდება სამართალდამცველების შემთხვევაში. საინტერესოა თუ რისი ექსპერტიზია დანიშნული, ის თუ ვინ ესროლა მაკო გომურს თუ იმის ექსპერტიზა, რომ მან დაკარგა მხედველობა. ამაზე კი სადაო არაფერია. მე ვფიქრობ, რომ პროცესის სანდობაა ეჭვქვეშ დგენა, თუმცა ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცებიან. აუცილებელია, კონკრეტულ პირებს დროულად მიენიჭოს დაზარალებული სტატუსი, მითუმეტეს მედიის წარმომადგენლებს".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6385230
---
08.10.19
არხი:1 არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან
სამედიცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განახლება , სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ასევე სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესება ინოვაციური მეთოდებით ამ თემაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტირმა სებასტიან მოლინეუსმა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6384735
მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6384454
იმედი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6384320
---
08.10.19
არხი:პალიტრა ტვ
გადაცემა: ოალიტრა ნიუს 12:00
ჯანდაცვის სამინისტრო ,,ევროპული საქართველოს" წევრის - ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ეხმაურება
ჯანდაცვის სამინისტრო ,,ევროპული საქართველოს" წევრის - ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ეხმაურება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამინისტროს რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა კომისია, რომელიც ორიენტირებული იყო კანდიდატების ობიექტურ შეფასებაზე და თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმები შერჩეული იყო ზოგადი კომპეტენციის გამოსავლენად. სამინისტროს განცხადებით, კომისიის მუშაობამ გამოავლინა თანამშრომლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ზოგად კომპეტენციას. ჯამში ასეთი თანამშრომლების რაოდენობა 51-ია. მათთვის შესაბამისი სამსახურის მოიერ განხორციელდა ალტერნატიული პოზიციების შეთავაზება, ხოლო მათთვის ვისთვისაც ალტერნატივა მისაღები არ აღმოჩნდა, კანონის შესაბამისად გათვალისწინებულ იქნა მობილობის საკითხი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6384620
---
ინტერნეტი
09.10.19.
მედიასაშუალება: ინტერპრესნიუსი
ხარაგაულში მუშის გარდაცვალების გამო, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს სამუშაო პროცესი შეუჩერა და 50 000 ლარით დააჯარიმა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას, რომელსაც აწარმოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მუდმივმოქმედი ფილიალი საქართველოში, მოხდა უბედური შემთვევა, რასაც მოჰყვა ერთი დასაქმებულის გარდაცვალება. „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მოახდინა მყისიერი რეაგირება და დაიწყო უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცედურები. მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მიმდინარე წელს არაერთგზის განხორციელდა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტების ინსპექტირება, რის საფუძველზეც კომპანის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება. აქედან გამომდინარე, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნას სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით. შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების - უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
08.10.19- მედიასაშუალება: აიპრესი
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სებასტიან მოლინეუს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავცრელებს შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და ხარჯეფექტურობის ზრდის საკითხებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მმართველობის გაძლიერების შესაძლებლობებს, ასევე ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ინოვაციური მიდგომების დანერგვის საკითხებს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნიაც დაესწრო. მისი თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. „ვისაუბრეთ მთელ რიგ პრიორიტეტულ სერვისებზე, რომელშიც შედის პირველადი ასევე ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მმართველობის სისტემის დახვეწა, იმ თვალსაზრისით, რომ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შედეგად სისტემა უფრო გამჭირვალე გახდეს, რაც დადებითად აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც. ასევე ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებაზე. ამას გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებებზე, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ სისტემამ მიაღწიოს მდგრადი განვითარების ამოცანებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
https://ipress.ge/new/jandatsvis-ministri-msophlio-bankis-regionalur-direqtors-shekhvda/
პია ჯი- https://pia.ge/post/285647-jandacvis-ministri-msoflio-bankis-regionalur-direqtors-sexvda
ექსპრესნიუსი- https://expressnews.com.ge/?id=91070
ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/567153-ekaterine-tikaraze-msoplio-bankis-regionalur-direktors-shexvda
---
08.10.19 - მედიასაშუალება: კომერსანტი -
ჯანდაცვის სამინისტროს მინიმალური ხელფასის დადგენა უნდა
ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით და საქართველოს პროფესიული კავშირების მონაწილეობით საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: მინიმალური ხელფასის სისტემები ევროპაში, მინიმალური ხელფასი საქართველოში, მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მნიშვნელობა და მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები უკრაინასა და სომხეთში. „ახლა პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, სადაც სამუშაო ჯგუფში ჩვენც, შრომის სამინისტრო აქტიურად ვართ ჩართულები. მუშაობა მიმდინარეობს შრომის კოდექსის ცვლილებებზე, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისათვის, ქალებისა და მამაკაცებისათვის. რა თქმა უნდა, არის ასევე მინიმალურ ხელფასზეც საუბარი, თუმცა შრომის კოდექსში ეს განმარტება არ არის. ორგანული კანონი მინიმალურ ხელფასს არ არეგულირებს. საჭიროებაა, რომ ცალკე დარეგულირდეს მინიმალური ხელფასი. თუ რამდენი იქნება მინიმალური ხელფასი, როგორი ფორმით იქნება დაანგარიშებული, ეს ჯერ კიდევ დისკუსიის პროცესშია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის საშუალო ხელფასი, რომელიც საქართველოში 1200 ლარია და საარსებო მინიმუმი, რომელიც თუ არ ვცდები, დაახლოებით 185 ლარია. ეს 2 ფაქტორია გასათვალისწინებელი მინიმალური ხელფასის დაანგარიშებისას. არსებული მინიმალური ხელფასი მოგეხსენებათ, 90-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა, არის 20 ლარი და რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არც რეალობას შეესაბამება და არც რეალისტურია. შესაბამისად, ამიტომაც მიმდინარეობს ახლა დისკუსიები მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. კონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანება მის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შინაარსის პრეზენტაციას გააკეთებს.
https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-minimaluri-xelfasis-dadgena-surs
---
08.10.19. მედიასაშუალება: კომერსანტ.ჯი
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვირაბის მშენებლობაზე დაღუპულის ოჯახს კომპენსაცია მიეცეს
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დაღუპული მუშის საქმის გამოძიებაში პროფკავშირები ხვალიდან ჩაერთვებიან. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა დაზარალებულის ოჯახმა კომპენსაცია მიიღოს. „შემთხვევის შესახებ დასაქმებულმა ადამიანმა გვაცნობა, მაშინ, როდესაც კომპანიას ცალსახად აქვს აღებული ვალდებულება, პროფკავშირები ჩააყენოს საქმის კურსში. ჩვენ ხვალ ჩავერთვებით აღნიშნული საქმის გამოძიებაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაღუპული ადამიანის ოჯახს შესაბამისი კომპენსაციები მიეცეს“, – აღნიშნა ვიტალი გიორგაძემ. გიორგაძის განცხადებით, ვერ ხდება უბედური შემთხვევების პრევენცია, ვინაიდან სამუშაოების მწარმოებელი კომპანია პროფკავშირებთან შეთანხმებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. „ჩვენ სწორედ ამ ნაწილში ვართ სუსტები. ჩვენ ვერ ვახდენთ უბედური შემთხვევებისას პრევენციას, რადგან კომპანია არასოდეს ასრულებს პროფკავშირების მიერ გაცემულ ვალდებულებებს. პროფკავშირები უკვე ექვსი წელია, ამ კომპანიასთან ურთიერთობს, რამდენიმე გაფიცვა და საპროტესტო აქცია მოეწყო დასაქმების ადგილზე, გაფორმდა უამრავი ხელშეკრულება, თუმცა განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში, კომპანია ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო შრომას. აქედან გამომდინარე, პროფკავშირები მაქსიმალური სიმკაცრით მოითხოვს, როგორც შრომის ინსპექციიდან, ასევე შესაბამისი სტრუქტურებიდან, მაქსიმალური სიმკაცრით იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი, რადგან ეს უკვე სისტემატურ ხასიათს იღებს. ჩვენი სპეციალისტები ხვალ დილიდან დასაქმების ადგილზე იქნებიან. ვესაუბრეთ კომპანიის ხელმძღვანელობას და იმედს გამოვთქვამთ, მათი მხრიდანაც არ იქნება ხელის შეშლა ამ საქმის ობიექტურად გამოძიებაში“, – განაცხადა ვიტალი გიორგაძემ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მუშა დაიღუპა. 41 წლის მამაკაცს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
---
ბეჭდური მედია
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
წამლები 1 ლარად... ფაააფუ?!
ერთი თვის წინათ ტელევიზორში ყური მოვკარი, მთავრობა პენსიონერებს წამლების ერთ ლარად ჩუქებას ჰპირდებაო. სიმართლე გითხრათ, არ დავიჯერე. ვიფიქრე, ალბათ, გვეხუმრებიან, თორემ, წამლებზე ამ ცეცხლისკიდებაში 1 ლარად რომელი ხელგაშლილი აფთიაქი გამოიმეტებს უსახსროდ მიტოვებული პენსიონერებისთვის მედიკამენტებს-მეთქი. მაგრამ, მერე და მერე ამაზე საუბარს რომ მოუხშირეს, თავი დავირწმუნე, რომ ხელისუფლება ტყუილს არ იკადრებდა და ვითარების გასარკვევად კლინიკაში ოჯახის ექიმს ვეწვიე. მან მითხრა, რომ წამლების იმ ჩამონათვალში, რომლის მიხედვითაც აფთიაქები მედიკამენტებს 1 ლარად გასცემენ, "კოპლავიქსი" და "სორვასტა" შეტანილი არ არის, მაგრამ არის მათი შემცვლელები, რომლებსაც, თუ გნებავთ, რეცეპტით მიიღებთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და რეცეპტებით აღჭურვილმა პირველ რიგში საბურთალოს სოციალურ განყოფილებას მივაკითხე. -ამ რეცეპტით თქვენი სურვილისამებრ შერჩეული აფთიაქებიდან წამალს ვერ მიიღებთ, - გამაფრთხილეს და გამომიწოდეს იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც მედიკამენტებს გასცემენ 1 ლარად. ჩემისთანა სიქაგაცლილი მოხუცისთვის ამ ობიექტებზე წინ და უკან სირბილი ცოტა მკრეხელურად ხომ არ გეჩვენებათ?! ვერ გეტყვით, ამაზე რა პასუხი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს თავკაცებს (თავქალებს!), მაგრამ მათთვის საქმე რომ არ გამერთულებინა, ავდექი და სააფთიაქო მარულაში ჩემი ახალგაზრდა შვილიშვილები ჩავრთე. იცოცხლეთ, მათ ერთი აფთიაქიდან მეორეში მთელი ორი კვირა იორღა ცხენებივით იჭენავეს, მაგრამ რას ეძებთ, რა დაგკარგვიათ, სასურველი ერთლარიანი წამლები ვერცერთში ვერ მოიხელთეს... ჩემს საცხოვრებელთან შედარებით ახლომდებარე ფარმადეპოში პირადად შევიარე. თეთრხალათიან აფთიაქარს ჩემთვის საჭირო წამლები ისე დავუსახელე, რეცეპტი არ მიჩვენებია. -კი ბატონო, მაგ წამლებს ახლავე მოგართმევთ, რა რაოდენობით გნებავთ? - მეკითხება აფთიაქარი. -იმ რაოდენობით, რაც ამ რეცეპტშია მითითებული, - ვპასუხობ. -ააა, ერთლარიანი წამლების რეცეპტები გაქვთ? მაგით ამ წამლებს ვერ მოგცემთ იმიტომ რომ 1 ლარად გასაცემი წამლები ჯანდაცვის სამინისტროს აღარ შემოუტანია. ადრე გვქონდა, მაგრამ სწრაფადვე გათავდა. ყველა აფთიაქში პასუხი თითქმის სტანდარტულია.
---