From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი 07.10.19
Received On : 07.10.2019 08:30
Attachments :

მედიამონიტორინგი

 

07.10.19

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ბავშვთა უფლებების კოდექსის პრეზენტაცია

ამ წუთებში ბავშვთა უფლებების კოდექსის პრეზენტაცია იწყება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახსნის. ბავშვის უფლებებს ამიერიდან ახალი კოდექსი დაიცავს. არჩილ თალაკვაძე: "ჩემთვის დიდი პატივია დღეს განვაგრძოთ ჩვენი სამუშაო პროცესი. როგორც იცით საზოგადოებას მცირე ხნის წინ წარვუდგინეთ 10 მთავარი სამუშაო საკითხი, 10 გამოწვევა რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს საშემოდგომო სესიაზე. ერთერთი ამათგან იყო ბავშვის უფლებები, რომელიც მიგვაჩნია ჩვენ პრიორიტეტულად და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით, პარლამენტს შეუძლია შექმნას უფრო უკეთესი საკანონმდებლო ჩარჩო. შეუძლია მიაღწიოს უფრო მეტ შედეგებს". (03:19) მე მიმნდა ქალბატონ სოფო კილაძეს გადავუხადო მადლობა, ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას "იუნისეფს", ევროკავშირის ელჩს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელერბს, აშშ და ამერიკის საელჩოს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ რეფორმებში". სოფო კილაძე: "მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი და ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს ჩვენი ბავშვების კეთილდღეობას, მათ დაცვას სიღარიბისგან, მათ დაცვას ძალადობისგან, მათთვის ხარისხიანი განათლების და შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6381680

---  

07.10.19

არხი: პირველი არხი

გადაცემა: ახალი დღე

თბილისში უროლოგთა პირველი რეგიონული კონგრესი გაიმართა.

თბილისში უროლოგთა პირველი რეგიონული კონგრესი გაიმართა. მეზობელი სახელმწიფოების წარმოამდგნელების გარდა, 2 დღიან ღონისძიებას ევროპის წარმყვანი სპეციალისტებიც ესტუმრენენ, ჰოლანდიიდან , ბელგიიდან. ღონისძიება საქართველოში სამეცნიერო და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ემსახურება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6381658

---

07.10.19

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 08:00

ვაქცინაციის პროგრამა

გრიპის რა ვაქცინა შემოდის ქვეყანაში და რამდენად უსაფრთხოა ის? დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ახალი 4 კომპონენტიანი ვაქცინები მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს სრულად შეესაბამება და მოსახლეობას დროული აცრებისკენ მოუწოდებს. ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ვაქცინები შემოაქვს. აცრები რამდენიმე კვირაში დაიწყება. პაატა იმნაძე: "ოქტომბრის ბოლოდან, სახელმწიფო პროგრამიდან დაიწყება აცრები. ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6381295

---

06.10.19

არხი:1 არხი

გადაცემა:ახალი კვირა

ინციდნეტი რუსთვის სკოლაში

გასულ კვირაში ახალი ამბების ეპიცენტრში რუსთვის მეუთე სკოლა მოყვა, სადაც მეექვსე კლასის მოსწავლემ მასწავლებელი კბიდან დააგორა, პედაგოგოი საბედნიეროდ გადარჩა,მეორე დღეს კი მშობლებმა მოსწავლის წინააღმდეგ სკოლაში აქცია მოაწყვეს და ამ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვეს.დისციპლინური სახელის დაკისრების შემდეგ, სკოლის ყოფილი დირექტორი ყვება , რომ ბავშვმა არაერთხელ გაიმეორა აგრესუული ქმედება, სწორედ ამიტომ სკოლის დირექციამ განათლების სამინისტროს მიმართა. მიხეილ ბატიაშვილი:" გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6381104

---  

06.10.19

არხი:რუსთავი 2

გადაცემა:დილა უქმეებზე

თემა:აცრა და მასთან დაკავშირებული შეხედულებები გადაცემის სტუმარია-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი ირინა კალანდაძე -"სამწუუხაროდ აცრებს ჰყავს მოწინააღმდეგეები და ნაწილი,არის სამედიცინო პერსონალიდან გამომდნარე...ამ შემთხევვაში, უნდა ვენდოთ ყველაზე სარწმუნო ორგანიზააციას, ამ შემთხვევაში ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოში ეს არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი."-ირინა კალანდაძე -"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულებისთვის შეიძლება და აუცილეებლია მაგრამ ორსულობის პერიოდში წითელას საწინააღმდეგო აცრა არ შეიძლება."-ირინა კალანდაძე -"გრიპის საწინააღდმეგო ვაქცინა არის ყველაზე უსაფრთხო, რომელიც აბსოლუტურად ყველასთვის შეიძლება."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6381045

---

06.10.19

არხი:რუსთავი2

არხი: კურიერი 21:00

ძალადობა ბავშვზე

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში შუახნის მამაკაცი 5 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. ცნობილია, რომ მამაკაცი წარსულშიც რამდენჯერმეა ნასამართლევი. მცირეწლოვანი გოგონას დედის ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ახლობელია. 5 წლის ბავშვის დედა იმ დღე სიხსენებს, როცა მცირეწლოვანი შვილის დაცვის გამო ნათესავი დაემუქრა. მაშინ მუქარის სიმძიმე ვერ გაიაზრა, რადგან ფაქტები, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დედისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ამბობს, რომ მამაკაცი ბავშვს მასთან ფიზიკურ შეხებას აიძულებდა. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო. შემთხვევის შემდეგ, მცირეწლოვანის ოჯახმა სოფელი დატოვა და საცხოვრებლად დედის მშობლებთან გადავიდა. მამაკაცი, რომელიც წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი, პოლიციამ უკვე დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე პროცესი არსებითი განხილვით დაიწყო. წინასწარი მოსმენა რამდნიმე დღის წინ გაიმართა. საქმეში ადგილობრივი სოციალური დახმარების სამსახურიც ჩაერთო. მცირეწლოვან გოგონას რეაბილიტაციასა და მდგომარეობიდან გამოსვლაში ფსიქოლოგი დაეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 141 მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 5 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6381026

---

06.10.19

არხი:რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

დაიწყო თუ არა გრიპის სეზონი?

დაიწყო თუ არა გრიპის სეზონი ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით, უფრო ადრე? როგორია დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაცია. ექიმები მოსახლეობას გაფრთიხლებას აძლევენ. რეკომენდაციები იგივეა: აცრები, პრევენციული ზომები და დროული რეგაირება. ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სმაინისტროს ახალი ავქცინები შემოაქვს. ირინა კალანდაძე:"ქვეყანამ შეისყიდა წლს 100 ათასი ვაქცინა, მაღალი რისკის ჯგუფებსიატვის, რომელიც განსაზღვრა სახელმწიფომ."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380935

კურიერი 12- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380300

კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380725

---

 

06.10.19

არხი:იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარება

საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და სეულის ეროვნული უნივერსიტეტის კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრეს. კორეელმა ექსპერტმა ქართულ მხარეს საკუთარი ხედვები გააცნო. ქირურგი თვლის, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი ღვიძლის ტრანსპლანტაციის სფეროში ამიერკავკასიის ცენტრი გაცხეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380513

მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380441

რუსთავი 2- კურიერი 15:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380751

---

 

შაბათი

 

05.10.19

არხი:იმედი

გადაცემა:ქრონიკა 20:00

უნივერსალური სამედიცინო კლინიკის ცენტრის ექიმების აქცია

სახელფასო დავალიანება, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და გაუმართავი აპარატურა. უნივერსალური სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს. პარალელურად "ონკო ცენტრის" სახელით ცნობილი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები ინვესტორის მოლოდინში არიან. მიუხედავად პროტესტისა ჯერჯერობით უცნობია როდის მოგვარდება მედიკოსთა პრობლემები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380186

---

05.10.19

არხი:იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ზეგანაკვეთურ შრომაზე ლიმიტი წესდება

ზეგანაკვეთურ შრომაზე ლიმიტი წესდება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს. კანონის ინივიატორებს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს თემაზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. არჩილ თალაკვაძე: "დასაქმებულები და დამსაქმებლები, რომელბიც 50 წელია ელოდებიან ამ სფეროში თანამედროვე და სამართლიან კონონებს იმსახურებენ, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი კანონები შრომის სფეროში, რომელიც არა ახალ სირთულეებს წარმოშობს, არამედ პირიქით მოაგვარებს საჭიროებას ორივე მხარის."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380158

---

 

05.10.19

არხი:მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები : 21:00

საცხოვრებლის გარეშე დარჩენილები

აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი დედა საცხოვრებლის გარეშე რჩება. მაია გვაჯავას თიტქმის დასრულებული სახლი მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა დაანგრია, თუმცა მას მანამდე არც გაფრთხილება მიუღია და არც გონივრული ვადა ვითარების გამოსასწორებლად. მაია გვაჯავა ახლა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის იმედადაა დარჩენილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380136

---

 

05.10.19

არხი: იმედი

გადაცემა:ქრონიკა 20:00

"ჯორჯიან მანგანეზის" ანგარიში

ჯორჯიან მანგანეზის ანგარიში ხელისუფლებას. ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხრისთვის მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმე სატვირთო მანქანების გადაადგილება შეიზღუდა. აშენდა ახალი სარკინიგზო ხაზი, საწყობი და მადნის გადამამუშავებელი ქარხანა. ნაწილობრივ მოგვარდა მაღაროელთა პრობლემებიც. მათ მაისის პროტესტის შემდეგ ხელფასები გაეზარდათ. დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შუამავლის როლი მთავრობამ შეასრულა. მაისში მაღაროელთა მასშტაბური პროტესტის დასრულების შემდეგ შემდეგ კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა გაცემული პირობის შესრულება დაიწყო. ნიკოლოზ ჩიქოვანი: "ეს ქარხანა ძალიან დიდი ინვესტიციაა. 22 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. ოდესღაც ეს ქარხნები უნდა დაიხუროს, რადგან ქვეყანა ვითარდება." დავით დავითაშვილი: "ერთი წლის წინ მე მქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, საწარმოს თანამშრომლებთან და კომპანიის წარმომადგტენლებთან. ჩვენ ვიმსჯელეთ არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე. მათ შორის იმ დროინდელ არსებულ ვითარებაზე, თუმცა გასაკეთებელი ძალიან ბევრი იყო."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380127

---

 

05.10.19

არხი: რუსთავი2

გადაცემა:კურიერი 21:00

დევნილების პრობლემები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის სამინისტროს შესასვლელთან კარავი სამ დევნილ პირს აქვს გაშლილი, შენობის შიგნით კი ექვსი პირი რჩება, რომლებიც შიმშილობას აგრძელებენ. "გარეთ ვერ გამოვდივართ, დაცვა გვეუბნება თუ გარეთ გახვალთ შიგნით ვეღარ დაბრუნდებითო, ჩვენ მაგ სიებში ვეღარ ვხვდებით და ვართ უკმაყოფილო,"-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე "კურიერთან" საუბრის დროს. "დღეს არავინ არ მოსულა ოფიციალური პირი, ეტყობა თბილისობაა და არ სცალიათ,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები. ჯანდაცვის სამინისტროში მოშიმშილე დევნილები მუდმივი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. უწყებაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად, კონკრეტულად ვინ მიიღებს საცხოვრებელს, ამ ეტაპზე საუბარი შეუძლებელია, ინფორმაცია მხოლოდ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი. დევნილები უკვე მე-19 დღეა, ქუჩაში დგანან და სამინისტროსგან პასუხს ითხოვენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380111

---

05.10.19

არხი:იმედი

გადაცემა:ქრონიკა 20:00

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დიასპორის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დეპუტატებს პარამეტრები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ეს დოკუმენტი მოქალაქეებზეა ორიენტირებული და მთელი დამატებითი შემოსავალი ხალხის საჭიროებებზეა მიმართული. უმრავლესობაში ბიუჯეტის პროექტს, რომელიც 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაფუძნებული სოციალური საჭიროებების უკვე უწოდეს. დღევანდელმა საკომიტეტო განხილვამ ოპოზიციის გარეშე ჩაირა. პარლამენტმა ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. გიორგი კაკაურიძე: "მთელი დამატებითი შემოსავალი მიემართა მოქალაქეების საჭიროებებზე, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებდა დახმარებას. ეს არის როგორც საპენსიო და სოციალური მიმართულებით, ასევე განათლების სისტემა და ჯანდაცვის მიმართულება. პოლიცია და ჯარი."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380106

---

 

05.10.19

არხი:მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 18:00

10 ოქტომბერს, მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს

10 ოქტომბერს, მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, თსუ-ში, კვირეული მრგვალი მაგიდით გაიხსნა. მედიცინის, მედიის, ფსიქოლოგიისა და სამართლის სპეციალსტებმა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება შეეხო საზოგადოებაში არსებულ სტიგმას, რომელიც ფსიქიკური ჯაანმრთელობის მქონე პირთა მიმართ არსებობს. გიორგი შარვაშიძე: "ეს არის საკითხები, რომლებზეც ფიქრი სამეცნიერო ფიქრი არის აუცილებელი და საჭირო." თამარ გაბუნია :"ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯამრთელობის გარეშე არ მიიღწევა,ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება, სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი ვმუშაობდეთ იმაზე, რომ სტიგმა შემცირდეს."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380082

---

05.10.19

არხი:მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 18:00

12 მრალი გამავლობის სპეცმანქანა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ავტოპარკს 12 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა შეემატა. ჯიპის ტიმის მანქანები სპეციალურად რთულ რელიეფზე მისასვლელადაა გათვლილი და მისი საშუალებით, გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. ავთანდილ თალაკვაძე:"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მაღალი გამავლობის 12 სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადმოეცა".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380067

ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379474

კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379413

ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379189

---

 

05.10.19

არხი:მთავარი არხი

გადაცემა:მთავარი ამბები 18:00

დაპირისპირება დევნილებთან

დაპირისპირება დევნილებთან აქციის ერთი მონაწილის ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. ერთერთმა ქალბატონმა გონება იმ დროს დაკარგა, როდესაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. ხმაური კი ჯანდაცვის სამინისტროში გვიან ღამემდე გრძელდებოდა. 19 დღეა, ჯანდაცვის სამინისტროში მყოფი აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა დევნილებს ამ დრომდე არავინ შეხვედრია. ერთმა ჯგუფმა შიმშილობაც კი გამოაცხადა, მათი აგრესია კი აკაკი ზოიძის გამოჩენას მოჰყვა, რომელიც სამინისტროში, უკანა კარიდან ისე შევიდა, რომ პროტესტის მონაწილეებს არც კი გასაუბრებია. "პარლამენტარმა სოფო კილაძემ გაიარა, თითქოს არც ვარსებობდით" - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე. გიორგი წოწკოლაური: "რომ ვიწყებდით ბინების განაწილებას, მთლიანი რეესტრი გადაეცა კომისიას და მოცემულ ეტაპზე კომისია იხილავს ბინების გადაცემას. ესაა კომისიის და არა მინისტრის პრეროგატივა."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6380044

1 არხი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379971

კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379947

მთავარი 15:00 - http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379617

კურიერი 15:00-  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379579

კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379351

მთავარი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379233

---

 

05.10.19

არხი:მთავარი არხი

გადაცემა:მთავარი ამბები 15:00

ყურის ნაწილის ამპუტირება დასჭირდა ერთერთ მუშას, რომელიც გორში, კომბინატის დასახლებაში

ყურის ნაწილის ამპუტირება დასჭირდა ერთერთ მუშას, რომელიც გორში, კომბინატის დასახლებაში. სამშენებლო მასალების ერთერთ საამქროში დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს, 60 წლამდე მამაკაცი სამშენებლო ბლოკის დაზგას წმენდდა, რა დროსაც ელექტრომექანიზმი ჩაირთო და მან სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარზე შსს-ს გამოძიება დაწყებული ჯერ არ აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379640

---

05.10.19

არხი:მთავარი არხი

გადაცემა:მთავარი ამბები 12:00

ხუჯაძე-გოგნიაშვილის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობს

ხუჯაძე-გოგნიაშვილის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში საქმეს კლინიკის მიერ განხორციელებული სანებართვო სამუშაოების დარღვევასთან დაკავშირებით მოსამართლე ვალერიან ფინიშვილი განიხილავს. ირაკლი კობიაშვილის 2019 წლის 21 მარტს გარდაიცვალა ცხივირის ოპერაციის შემდეგ განვითარებული ტვინის ჰიპოქსიის გამო

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6379236

---

პარასკევი

04.10.19

არხი:ტვ პირველი

გადაცემა:ახალი ამბები 22:00

გაფიცული მედიკოსები

გაუსაძლისი პირობები ექიმებისა და პაციენტებისტის, ასეთია მდგოიმარეობა უნივერსალურ სამედიცინო ცენტში, რომელის ონკოლოგიურ პაციენტებს ემსახურება და რომლის ექიმებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მედიკოსები რომლებსაც ბოლო 7 თვეა კუთვნილი ანაძღაურება არ მიუღიათ ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ. ყოფილი ონკოლოგიური კლინიკა საპარტნიორო ფონდის საკუთრებაა სადაც აცხადებენ რომ ექიმებს მალე რესპუბლიუკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, თუმცა პროექტი ჯერ ჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზეა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ანაზღაურება დადგენილი წესით ხდება და რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული კლინიკა 2015 წლიდან საპარტნიორო ფონდის საკუთრებაშია. ფონდში აღნიშნავენ რომ მათ მიერ შემუშავებული საინვესტიციო პროექტის მიხედვით თანამედროვე სტანდარტებით რესპუბლიკური საავადმყოფო გარემონტდება სადაც ონკოლოგიურ კლინიკაში მყოფ ექიომებს გადაიყვანენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378917

---

04.10.19

არხი:რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 21:00

ონკოლოგიური ცენტრის პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს

ჩამონგრეული კედლები, ძველი ინვენტარი და ცარიელი საავადმყოფო. კლინიკა, სადაც 400-მდე ექიმი მუშაობს, პაციენტის გარეშეა დარჩენილი. ონკოლოგიურ ცენტრში მხოლოდ 12 პაციენტს უვლიან, თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფო სავალალო მდგომარეობაშია. დაბალია მედპერსონალის ანაზღაურება. სანიტარს 250, ექთანს 400, ხოლო უფროს ექიმს ხელფასი პაციენტის რაოდენობის მიხედვით ერიცხება, რაც ხშირ შემთხვევაში 200 ლარს არ აღემატება. ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა არსებული პირობები დღეს აქციით გააპროტესტეს და 7 თვის აუღებელი ხელფასი და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოითხოვეს, მათი ადრესატი ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდია, რომლის ბალანსზეც ონკოლოგიური საავადმყოფო ირიცხება. კლინიკის დირექტორი თანამშრომლების პრეტენზიებს არ იზიარებს. მამუკა გელოვანი კლინიკაში არსებული პირობების გამო წუხს, თუმცა ამბობს, რომ პერსონალს მხოლოდ მარტის თვის ანაზღაურება აქვს ასაღები, თანხის ჩარიცხვა კი მათთვის ეტაპობრივად განხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროში საკითხის მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, ხელფასების გაცემის თაობაზე დამატებითი კონსულტაციები საპარტნიორო ფონდთან ექნებათ. საპარტნიორო ფონდი საავადმყოფოს შენობის გრძელვადიანი იჯარით გაცემას გეგმავს. კლინიკების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, პროექტი უკვე შემუშავებულია - რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეიქმნება მრავალპროფილური კლინიკა, თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრი ისევ ადგილზე დარჩება. ონკოლოგიური საავადმყოფო მრავალი წელია ასეთ მდგომარეობაშია. ონკოლოგიური ცენტრის ექიმები პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების პრობლემის მოგვარებას პირველად არ ითხოვენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება მედპერსონალი სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378845

მაესტრო- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378754

მთავარი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378691

მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378648

მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378464

---

04.10.19

არხი:რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 21:00

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯანდაცვის სამინისტროში

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯანდაცვის სამინისტროში. დევნილებმა, რომლებიც მე-19 დღეა უწყების ფოიეს არ ტოვებენ და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ, სამინისტროში შეჭრა სცადეს. დევნილების პრეტენზიებთან დაკავშირებით "კურიერი" მინისტრის მოადგილეს ესაუბრა. გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, პრობლემების მოსაგვარებლად უკვე მუშაობს სპეციალური კომისია და ეს იქ მყოფმა ადამიანებმა იციან. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ეჭვობს, პროტესტი, რომელიც უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს, მართულია. ჯანდაცვის სამინისტროში შეკრებილების თქმით, მინისტრის მოადგილე იტყუება და მათ ამ დრომდე არავისგან მიუღიათ კონკრეტული პასუხი, დაკმაყოფილდებიან თუ არა საცხოვრებელი ფართით. ისინი ქუჩაში არიან დარჩენილნი. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. გიორგი წოწკოლაური: "ვფიქრობთ, რომ ალბათ ცალსახად მართული არის ეს პროცესი."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378803

მთავარი არხი- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378786

მოამბე - http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378633

---

04.10.19

არხი:აჭარის ტვ

გადაცემა:მთავარი 20:00

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა. გია წულუკიძე, გვიყვება, რომ სხეულზე საწვავი გადაისხა, პოლიციის ჩარევის შემდეგ კი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე დროებით უარი თქვა. იგი პოლიციის განყოფილებაში გუშინ გამოკითხეს. პროტესტის მიზეზად მოქალაქე სოციალური შემწეობის მოხსნას ასახელებს, ამბობს, რომ სამუშაოს ვერ პოულობს, ბოლო პერიოდში მისთვის განკუთვნილი 60-ლარიანი შემწეობა კი მოუხსნეს. სააგენტოში მიზეზად შრომისუნარიანობას ასახელებენ. მძიმე სოციალურ პირობებში, ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე, რეალობის წინაშე დარჩენილი მოქალაქე და სახელმწიფოს როლი, თუ სამსახურების უმოქმედობა... თემურ კახიძე" "რაც შეეხება იმას, რომ სოციალური შემწეობა მოეხსნა რათა შერმდგომ ის დასაქმებულიყო არის გამორიცხული, ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ 1 წლის განმავლობაში სოციალური დახმარების მიმღები ადამიანი დასაქმების შემთხვევაშიც კი მიიღებს იმ შემწეობას, რასაც ღებულობდა."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6378767

---

04.10.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

 

თამარ გაბუნიას პასუხით

ონკოლოგიური საავადმყოფოს პერსონალი გაიფიცა

რამდენიმესაათიანი გაფიცვის შემდეგ ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები სამუშაოს დაუბრუნდნენ, თუმცა მათი მოთხოვნები ისევ ძალაშია. მედპერსონალი ხელისუფლებას სთხოვს დაინტერესდეს იმ ადამიანების ბედით, რომელთაც უკვე 7 თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ. მედიკოსები საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზეც საუბრობენ, მათი თქმით, საპარტნიორო ფონდი, რომლის ბალანსზეც არის აღნიშნული საავადმყოფო, უნდა გავიდეს ონკოლოგიური საავადმყოფოდან. "ჩვენი თხოვნა არის, რომ ან მიხედონ ამ დაწესებულებას ან დახურონ, არ შეიძლება სახელმწიფოში ასეთი დაწესებულება იყოს, ეს პრობლემები წლების განმავლობაში არსებობს, არაერთხელ მივმართეთ დასახმარებლად შესაბამის ორგანოებს მაგრამ შედეგი არაფერი არ არის,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ექიმმა. მედიკოსების განცხადებით, მათ მიმართ სახელფასო მხრიდან სახელფასო დავალიანებაც არსებობს. როგორც ექიმები აამბობენ, 7 თვეა რაც კუთვვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ექიმები სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377774

კურიერი 12:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377323

--- 

04.10.2019

არხი: იმედი

ქრონიკა 14:00

საპროტესტო აქცია გამართეს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ექიმებმა

საპროტესტო აქცია გამართეს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ექიმებმა. პორსონალი კუთვნილი ანაზღაურების დროულად ჩარიცხვას და კლინიკაში ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას ითხოვს,. როგორც მედიკოსება განაცხადეს მათ არაერთხელ მიიღეს დაპირება ადმინისტრაციისგან თუმცა უშედეგო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377951 - თამარ გაბუნიას კომენტარით

---

ტვ პირველი

დღის ამბები 13:00

გაფიცული ონკოლოგები

გაუცემელი ხელფასები და გაფიცული ონკოლოგები, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში, ექიმებს რამდენიმე თვეა ხელფასები არ აუღიათ. ისინი "ჯანდაცვის სამინისტროს" და "საპარტნიორო ფონდს" მიმართავენ. "უნივერსალური სამეიდიცნო ცენტრის" შენობას საკმაოდ ბევრ წელს ითვლის და როგორც ექიმები გვეუბნებიან არასდროს ჩატარებულა სარემონტო სამუშოები, როგორც ექიმები გვეუბნებიან სპეციალური აპარატურაც არ გააჩნიათ და ის აპარატურა არ არის საკმარისი მოემსახურონ აქ მოსულ პაციენტებს, ამ პრობლემებით შესახებ რამდენჯერმე მიმართეს სახელმწიფოს კონკრეტულად კი "ჯანდაცვის სამინისტროს" თუმცა კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377602

---

04.10.2019

არხი:მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი 12:00

თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი გაფიცულია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377568 

--- 

04.10.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ესმა გუმბერიძე სიტყვით გამოვიდა. ესმა გუმბერიძემ შშმ პირებზე ისაუბრა და იმ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც აღნიშნული პირები კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში აწყდებიან. რუს დელეგატს, რომელმაც აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ მოიხსენია, ესმა გუმბერიძემ შეახსენა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის ფაქტი აღიარებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377892

--- 

04.10.2019

არხი: იმედი 

გადაცემა:ქრონიკა 14:00

ზეგანაკვეთურ შრომაზე ლიმიტი წესდება, კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

ზეგანაკვეთურ შრომაზე ლიმიტი წესდება, კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. არჩილ თალაკვაძე: - "დამსაქმებლები რომელიც 30 წელია ელოდებიან ამ სფეროში სამართლებრივ კანონპროექტს, იმსახურებენ რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი კანონები შრომის სფეროში, რომელიც მოაგვარებს საჭიროებებს."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377873

--- 

04.10.2019

არხი: პალიტრა

გადაცემა: პალიტრა ნიუსი 12:00

"შრომის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებები

ბიზნეს სექტორმა ,,დამსაქმებელთა ასოციაციასთან " ერთად საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური კომიტეტის მომზადებული "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პაკეტი განიხილა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებისთვის ბიზნესი მზად არ არის და მისმა ამოქმედებამ უმუშევრობა და ხელფასების ზრდა გამოიწვიოს. შალვა ცხაკაია : ,, მე ვფიქრობ, რომ რეგულაციები სამუშაო ადგილებისა და ანაზღაურების შემცირებასა გამოიწვევს. ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც უფრო დიდი დროით საქმდებიან, ეს შეზღუდვა კი მათ შემოსავალს მოაკლდება. არ არის ადვილი საქართველოში მუშა-ხელის ადვილად მოძებნა, თუ ვერ ვასაქმებთ თანამშრომელს ზეგანაკვეთური სამუშაოთი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გამოჩნდება ახალი თანამშრომელი, რომელსაც შრომას გადავუნაწილებთ". თეონა კუპრეიშვილი: ,,კომპანიებს ეზღუდებათ ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ასევე მნიშვნელოვანია შრომითი ხელშეკრულებების ასებით პირობებთან დაკავშირებული ცვლილებები, მაგალითად სამუშაო ადგილი გახდა არსებითი ცვლილება, კომპანიებს შეეზღუდებათ დამსაქმებელთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე შეიცვალონ კომპანიის მისამართი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამზადებთ ჩვენი რეკომენდაციებისა და ცვლილებების პაკეტს". შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას შეშფოთება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. მათი თქმით, საავადმყოფოებში კადრების დეფიციტია და თუ ორ ან მეტ სამსახურში დასაქმება შეიზღუდება, პაციენტების სრულყოფილ სამედიცინო მომსახურეობას ვერ მიიღებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377740

---

04.10.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:საქმიანი დილა

დევნილებს ქვეყნის დატოვების ვადა სამ თვემდე ეზრდებათ

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც დევნილებს ქვეყნის დატოვების ორთვიანი ვადა სამ თვემდე ეზრდებათ ისე, რომ მათ დახმარება არ შეუჩერდეთ. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, დევნილს შემწეობა შეუწდება, თუ იგი 3 თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377674

--- 

04.10.19

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი

გაძვირებული ცხოვრება

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა, რა ზომის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (16.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.0 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.0 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.6 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 4.0 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6.6 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.1 პროცენტი). გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა კობა გვენეტაძის განკარგულება. ბოლო ორ სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ჯამში 1%-ით, 7.5%-მდე გაზარდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377611

--- 

04.10.19

არხი: მაესტრო 

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

უროლოგთა კონფერენცია

წელს პირველად, საქართველოს უროლოგთა ასოციაციმ კავკასია ცენტრალური აზიის რეგიონის რვა ქვეყნის სამეცნიერო კონგრესს უმასპინძლა. რვა მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლების გარდა, ორდღიან ღონისძიებას ევროპის წამყვანი სპეციალისტებიც ესტუმრნენ. ღონისძიება საქართველოში სამეცნიერო და სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6377279

---

 

ინტერნეტი

 

07.10.19.

მედიასაშუალება: ბიემ ჯი

ჯანდაცვის სამინისტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს“ - რეორგანიზაცია გრძელდება

https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministrodan-80-ze-meti-tanamshromeli-gaatavisufles---reorganizacia-mimdinareobs-/41446

 

06.10.19- ჯი ეიჩ ენი - მასშტაბური "წმენდა" ჯანდაცვის სამინისტროში - "ქართული ოცნებისთვის" არასასურველ კადრებს თანამდებობებიდან ათავისუფლებენ http://ghn.ge/news/233580-masshtaburi-tsmenda-jandatsvis-saministroshi-kartuli-otsnebistvis-arasasurveli-kadrebs-tanamdebobebidan-atavisufleben?fbclid=IwAR0ZFvRKOKHTvWEG_GkZbfp37iOqt-fBio7s5IBCYVl1u--ljJIWBHJHXNA

 

06.10.19 - ფორმულა ნიუსი -  ჯანდაცვის სამინისტრო 80-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს https://formulanews.ge/new/index.php?m=41&cat_id=13&news_id=11905&fbclid=IwAR3RjCVQRCoBrffQKXkH6hgbHxNlYEZ1rS5E98JQKFuzeZ67yKF3jC1BjkY

---

07.10.19.

მედიასაშუალება: ბი ემ ჯი

როგორ აპირებს სახელმწიფო მედიკამენტების ფასების რეგულირებას?-პარლამენტი სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

https://bm.ge/ka/article/rogor-apirebs-saxelmwifo-medikamentebis-fasebis-regulirebas-parlamenti-seqtortan-shemajamebel-shexvedras-martavs-/41438/

---

07.10.19.

მედიასაშუალება:

 

07.10.19

მედიასაშუალება:ექსპრესნიუსი

საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრა გაამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კორეელმა ექსპერტმა, ქართულ მხარეს, საკუთარი ხედვები გააცნო. ქირურგი თვლის, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში ამიერკავკასიის ცენტრი გახდეს. პროფესორმა საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 18 წარმატებული ოპერაცია უკვე ჩაატარა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი ექიმების გადამზადების, ასევე რთული ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებების საკითხს. მინისტრის თქმით, დოკუმენტაციაზე მუშაობა და პარტნიორი კლინიკების შერჩევა უკვე მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძემ კორეელ ქირურგს 18 ქართველი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ჩართულობით ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება. შეხვედრას საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტიც დაესწრო, რომელსაც კორეელ ქირურგთან ერთად არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.

https://expressnews.com.ge/?id=90980

06.10.19

მედიასაშუალება: აიპრესი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კორეელმა ექსპერტმა, ქართულ მხარეს, საკუთარი ხედვები გააცნო. ქირურგი თვლის, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში ამიერკავკასიის ცენტრი გახდეს. პროფესორმა საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 18 წარმატებული ოპერაცია უკვე ჩაატარა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი ექიმების გადამზადების, ასევე რთული ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებების საკითხს. მინისტრის თქმით, დოკუმენტაციაზე მუშაობა და პარტნიორი კლინიკების შერჩევა უკვე მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძემ კორეელ ქირურგს 18 ქართველი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ჩართულობით ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება. შეხვედრას საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტიც დაესწრო, რომელსაც კორეელ ქირურგთან ერთად არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.

https://ipress.ge/new/saqarthveloshi-transplantologiis-dargis-ganvitharebasthan-dakavshirebith-jandatsvis-ministrma-shekhvedra-gaamartha/

კვირა ჯი- http://kvira.ge/504962

პია ჯი - http://pia.ge/post/285302-saqartvelosi-transplantologiis-dargis-ganvitarebastan-dakavsirebit-jandacvis-ministrma-sexvedra-gaamarta

ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/566888-sakartveloshi-transplantologiis-dargis-ganvitarebastan-dakavshirebit-jandacvis-ministrma-shexvedra-gaamarta

---

06.10.19

მედიასაშუალება: ბიემჯი

კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა შეეზღუდებათ

მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდება შემდეგ წლებში და სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბარ კონკურენტულუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მომსახურების ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და მეტად გარანტირებულ ხარჯვას”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გასული თვის დასაწყისში პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის დროს განაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ ტიკარაძე მედიასთან აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა და მეტი დეტალის გარკვევა დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ შევძელით, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, აკაკი ზოიძეს მივამართეთ და ვკითხეთ, იგულისხმა თუ არა მინისტრმა მათ შორის კერძო კლინიკების მართვაში სახელმწიფოს მონაწილეობა. როგორც ზოიძე განმარტავს, საუბარია სახელმწიფო კლინიკების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე კერძო კლინიკებთან მიმართებაში. იქნება თუ არა ეს კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის ფარგლებში, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი საკითხია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იმ კლინიკების მონაწილეობა, რომელთა მომსახურების ხარისხი საკმაოდ დაბალია. „ძალიან მომრავლდა ასეთი კლინიკები, რაც არ იმოქმედებს კარგად ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, იმიტომ რომ კლინიკა პაციენტს ყოველთვის პულობს, თუმცა რამდენად სჭირდება პაციენტს ის მომსახურება მეორე თემაა. საუბარია, რომ სახელმწიფო გადავა აქტიურ შესყიდვაზე, სტრატეგიულ შესყიდვაზე. ეს ნიშნავს, რომ ყველასთან არ იქნება ხელშეკრულება დადებული. იქნება მხოლოდ იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამის ხარისხს, გარანტიებს და შესაბამისი მოცულობის სამუშაოებს შეასრულებენ, რომელიც გარანტია იქნება, რომ ინფრასტრუქტურა, პერსონალი, პროცესები ხარისხის არის ადექვატური ამ დაწესბეულების. როცა სახელმწიფო ყიდულობს ამ მომსახურებას, ეს მომსახურება უნდა იყოს ხარისხიანი. ეს გაკეთდება, ეს არის სტრატეგიული შესყიდვის არსი. შესაბამისად ტარიფები და ფასები დარეგულირდება ისე, რომ ის, რასაც ხარჯავს სახელმწიფო, იმის სანაცვლოდ მიიღოს გაცილებით მაღალი შედეგები“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

https://bm.ge/ka/article/klinikebs-sayoveltao-jandacvis-programashi-monawileoba-sheezgudebat-/41433/

---

06.10.19

მედიასაშუალება: ბიემჯი

რაზე დაიხარჯება 4,3 მლრდ ლარამდე გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი?

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მლრდ 968 მლნ-დან 4 მლრდ 347 მლნ ლარამდე იზრდება. პირველადი პროექტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი ხარჯები 2 მლრდ 784 მლნ-დან 3 მლრდ 126 მლნ-მდე გაიზრდება. აქედან საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2 მლრდ 230 მლნ ლარია გათვალისწინებული. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას და სოციალურ დახმარებას 880 000 ადამიანზე მეტი, ხოლო 1 ივლისიდან კი 450 000 პირი მიიღებს. „ჩვენი გათვლები ემყარებოდა საქართველოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას, ზუსტად ამ კუთხით გადავდგით ნაბიჯები, რომ ის მატება, რაც ბიუჯეტში გვაქვს, მიმართული ყოფილიყო სოციალური ფენისკენ. ორ ეტაპად ზრდა ბიუჯეტში არსებული რესურსების გათვალისწინებით მოხდა. 1 იანვრიდან 880 000 ადამიანზე მეტი აიღებს გაზრდილ პენსიას და სოციალურ გასაცემლებს, 1 ივლისიდან კი ეს ზრდა 450 000 ადამიანზე გავრცელდება“- განაცხადა წოწკოლაურმა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 770 მლნ-დან 793-მდე იზრდება მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება, სოციალურ რეაბილიტაციასა და ბავშვების ზრუნვისთვის გამოყოფილი თანხა კი 37 მლნ 400-ათასს ლარს მიაღწევს. ასევე 46 მლნ-დან 58 მლნ- მდე გიაზრდება სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაშიც.

https://bm.ge/ka/article/raze-daixarjeba--43-mlrd-laramde-gazrdili-jandacvis-biujeti/41428/

---

 

 

06.10.19

მედიასაშუალება: პრაიმთაიმი

გრიპის პიკური სეზონი ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით იქნება

გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაციები უცვლელია - აცრები, პრევენციული ღონისძიებები და დროული რეაგირება. ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ვაქცინებს შემოიტანს, პიკური სეზონი კი ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით იქნება. ვაქცინაციის ფასები 3-დან 40 ლარამდე მერყეობს. რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის კი, 100 000 ვაქცინას სახელმწიფო უფასოდ გამოყოფს.

https://www.primetime.ge/news/1570352485-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

06.10.19

მედიასაშუალება: კვირა ჯი

გორმედისსამედიცინო ქსელში მრავალპროფილური, ხარისხზე ორიენტირებული სერვისები ინერგება

“გორმედის“ ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში მთელი რიგი ახალი მიმართულებების დანერგვა მიმდინარეობს. ქსელის კლინიკების რენოვაცია-რესტრუქტურიზაცია მაღალი ხარისხის მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების მიწოდებასა და ამ სერვისების პაციენტების კომფორტზე მორგებაზეა ორიენტირებული. “ვფიქრობთ, შემოვიტანოთ ახალი დარგები, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გავზარდოთ ამით ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ანუ მათ აღარ მოუწევთ სიარული თბილისში თუ სხვაგან და აღნიშნულ სამედიცინო სერვისებს მიიღებენ აქ, ადგილზე, ზუსტად იმავე ხარისხით, რა ხარისხის მომსახურებასაც იღებენ, ვთქვათ – თბილისში. უახლოეს მომავალში, ჩვენ, ეტაპობრივად, როგორც კი გაჩნდება ახალი დარგი, ახალი სერვისები, მოსახლეობას მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას. რაც მთვარია, ეს სერვისები ფინანსურადაც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის, გაცილებით ნაკლები ფინანსური რესურსის გაღება მოუწევთ, ვიდრე თბილისში”, – ნათქვამია სამედიცინო ცენტრის განცხადებაში

http://kvira.ge/504948

---

06.10.19

მედიასაშუალება: ბიპიენი

„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ“ და „სახალხო აფთიაქმა“ პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეზე უმასპინძლეს

https://www.bpn.ge/article/61273-sakartvelos-pensionerta-gaertianebam-da-saxalxo-aptiakma-pensionerebs-xandazmulta-saertashoriso-dgeze-umaspinzles/

---

შაბათი

05.10.19

მედიასაშუალება: კვირა ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მაღალმთიანი რეგიონებისთვის ჯიპის ტიპის სპეცმანქანები გადაეცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 12 მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის სპეცმანქანა შეემატა. ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მის მოადგილე ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად დაათვალიერებინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯიპის ტიპის მანქანები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვისაა გათვლილი და მისი საშუალებით, გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცგამავლობის მანქანების გადაცემა მთაგორიანი რეგიონებისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

http://kvira.ge/50477234

ექსპრესნიუსი - https://expressnews.com.ge/?id=90952

პია ჯი- https://pia.ge/post/285214-sagangebo-situaciebis-koordinaciisa-da-gadaudebeli-daxmarebis-centrs-specmanqanebi-gadaeca

ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/566813-sagangebo-situaciebis-koordinaciisa-da-gadaudebeli-daxmarebis-centrs-magalmtiani-regionebistvis-jipis-tipis-specmankanebi-gadaeca

ბიპიენი- https://www.bpn.ge/article/61270-sagangebo-situaciebis-koordinaciisa-da-gadaudebeli-daxmarebis-centrs-magalmtiani-regionebistvis-jipis-tipis-specmankanebi-gadaeca/

კომერსანტი- https://commersant.ge/ge/post/sagangebo-situaciebis-avtoparks-12-specmanqana-sheemata

---

05.10.19

მედიასაშუალება:ბიემჯი

1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის ფარგლებში, 4 კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა, 16 კომპანიას წერილობითი გაფრთხილება მიეცა

1-ლი სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის ფარგლებში, ჯამში 20-მდე კომპანია შემოწმდა, საიდანაც 4 კომპანიაზე საქმიანობის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა, ხოლო 16 კომპანიას წერილობითი გაფრთხილება არსებული საფრთხის გამოსწორების მიზნით მიეცა. ამის შესახებ BM.GE-ს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. როგორც ფერაძე აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული 20 კომპანიიდან სხვა სუბიექტებთან ერთად ძირითადად სამშენებლო (ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა) სექტორის წარმომადგენლები არიან. „1-ლი სექტემბრიდან შრომის ინსპექციას უპირობო შემოწმების მანდატი მიეცა. მას შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს კომპანიები. თუ 1 სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, 1 სექტემბრიდან შეიცვალა ის, რომ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობა ხდება. წელს 700-ზე მეტი კომპანია გვაქვს შემოწმებული და ყველას გადამოწმების გონივრული ვადა ჯერ არ გასულა. შესაბამისად, შემოწმების შედეგად საბოლოო შედეგი გამოკვეთილი არ არის“ - განაცხადა ფერაძემ. ცნობისთვის: 2019 წლის პირველ სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, ხოლო 1-ლი სექტემბრიდან კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებულ კომპანიაზე გავრცელდა. შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის ფარგლებში, შემოწმების შედეგად, კომპანია პირველ ეტაპზე გაფრთხილებას იღებს, ხოლო თუ ის გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მისი დაჯარიმება. ჯარიმის ოდენობა 100 ლარიდან 50 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ის დარღვევის სიმძიმით და კომპანიის ბრუნვის მიხედვით განისაზღვრება. საბოლოო მესამე საკითხი შეჩერების მექანიზმია, კერძოდ მისი ამოქმედება ხდება მაშინ, როდესაც კომპანია შემოწმდება და ჩანს, რომ შეუსაბამობა კრიტიკულია (ადამიანის სიცოცხლეს და საფრთხეს მყისიერად შეიძლება მიადგეს საფრთხე).

https://bm.ge/ka/article/1-seqtembridan-shromis-usafrtxoebis-zedamxedvelobis-farglebshi-4-kompanias-saqmianoba-sheucherda-16-kompanias-werilobiti-gafrtxileba-mieca-/41365/

---

05.10.19

მედიასაშუალება: ბიემ ჯი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკები განსხვავებულ ტარიფებს ვეღარ დაადგენენ

სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კომპანიების დაფინანსების მექანიზმს შეცვლის. ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა პარლამენტში გასული თვის დასაწყისში განაცხადა, როცა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენდნენ. ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით განხორციელდება, რაც ითვალისწინებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. იმის გამო, რომ სამთავრობო სხდომების დროს ჯანდაცვის მინისტრი ერთხელაც არ ჩამოსულა მედია ოთახში და არ მოგვეცა შესაძლებლობა მინისტრისგან მოგვესმინა მეტი განმარტება, როგორ და რა მექანიზმით აპირებენ კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას, ამ კითხვით ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელს, აკაკი ზოიძეს მივმართეთ. როგორც ზოიძე bm.ge-თან განმარტავს, საუბარია ფასთწარმოქმნის ერთიანი პრინციპის დანერგვაზე, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს არ მისცემს საშუალებას მომსახურებაზე განსხვავებული ტარიფები დააწესონ. „ეს ის რეფორმაა, რომელიც სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს. სამწუხაროა, რომ მთავრობამ ეს აქამდე ვერ შეძლო. ეს ნიშნავს, რომ იქნება სამართლიანი ფასთწარმოქმნის პრინციპზე დამყარებული სისტემა, რომელიც ერთიანი იქნება. იქნება ეს სახელმწიფო, იქნება ეს პაციენტი, რომელიც ჯიბიდან იხდის თუ კერძო სადაზღვევო კომპანია. ერთიანი პრინციპი იქნება ფასთწარმოქმნის და არა ისე, რომ ახალი კლინიკა თუ ხარ შეგიძლია დაადო 5000 ლარი მომსახურებას და ძველი კლინიკა თუ ხარ 500 ლარზე მეტს არავინ გადაგიხდის. ეს ნაწილი აწვება მოქალქეებს ჯიბეზე. ჩვენ შეიძლება ვამბობდეთ, რომ 70%-ს ვფარავთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სინამდვილეში ზოგიერთ კლინიკაში ფასების განსხვავებიდან გამომდინარე, შეიძლება 70% კი არ გამოვიდეს სახელმწიფოსგან დაფარული, არამედ 30-40-20%, ხოლო დანარჩენის გადახდა მოუწიოს პაციენტს. ამიტომ ეს სქემა უნდა შეიცვალოს და ეს დიდი ხანია გასაკეთებელი იყო“-განაცხადა აკაკი ზოიძემ. კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გარდა წელს ჯანდაცვის სისტემაში სხვა არაერთი რეფორმა დაანონსდა. როგორც ზოიძე ამბობს, ცვლილებების ნაწილი წელსვე განხორციელდება. „ცდების ეტაპი უკვე გავიარეთ.ახლა მოქმედების დროა“-აცხადებს ზოიძე.

https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-programashi-monawile-klinikebi-gansxvavebul-tarifebs-vegar-daadgenen-/41402/

---

 

05.10.19

მედიასაშუალება : ბიემ ჯი

ექიმები პაციენტებს ე.წ 1-ლარიან მედიკამენტებს არ უწერენ“-რა ცვლილებები იგეგმება უფასო მედიკამენტების პროგრამაში?

https://bm.ge/ka/article/eqimebi-pacientebs-ew-1-larian-medikamentebs-ar-uweren-ra-cvlilebebi-igegmeba-ufaso-medikamentebis-programashi-/41408

---

პარასკევი

 

04.10.19

მედიასაშუალება:კომერსანტი

ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იაკო აკასაკას შეხვედა. მხარეებმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და 2020 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმის დანერგვას, უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებას, დევნილთა საარსებო წყაროების პროგრამებში ჩართვასა და სტატუსიდან საჭიროებაზე დაფუძნებულ დახმარებაზე გადასვლას ეხება. მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი და მათი ღირსების შენარჩუნებაა. სიღარიბის დაძლევისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, შრომითი კუთხით მოტივირება და უნარჩვევების განვითარებაა. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა დასაქმების კუთხით რეფორმების გატარების მნიშვნელობას და ამ მიზნით დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. შეხვედრას დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც დაესწრო. ბესარიონ სიმონიშვილმა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. ავარიულ შენონებში მცხოვრები დევნილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში 24 ნგრევადი ობიექტი იხურება, რამდენიმე თვეში კი რეგიონებში 15 ობიექტი დაიხურება. დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წელს მინიმუმ 300 დევნილი გრანტს მიიღებს. განსახლების პროგრამის ფარგლებში დევნილებს 900-ზე მეტი ბინა გადაეცემათ თბილისში, 38 გორში, 25 ხაშურში. სოფლად სახლში პროექტის ფარგლებში ხდება 800-ზე მეტი ბინის შესყიდვა. 2020 წელს იგეგმება თბილისში 500 ბინის გადაცემა, ზუგდიდში - 720, წყალტუბოში - 560, ქუთაისში კი 420 ბინის მშენებლობა. გაეროს წარმომადგენელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების დაკანონების პროექტზეც მიაწოდეს ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში 698 შენობის აღწერა მოხდა, გაკეთდა აზომვითი ნახაზები და ეტაპობრივად, ამ საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა მიმდინარეობს. შეხვედრის ბოლოს, იოკო აკასაკამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradze-gaeros-ltolvilta-umaglesi-komisariatis-warmomadgenels-shexvda

პია ჯი- https://pia.ge/post/285121-ekaterine-tikaraze-nebismieri-saxelmwifos-prioriteti-adamiani-da-mati-rirsebis-senarcunebaa

იპნ- https://www.interpressnews.ge/ka/article/566744-jandacvis-ministri-gaero-s-ltolvilta-umaglesi-komisariatis-carmomadgenels-shexvda

---

 

04.10.19

მედიასაშუალება:ბიემჯი

როდის გადაკეთდება სსიპ-ად შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი?

„შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, ვალდებულება გვაქვს, რომ 2020 წლიდან შრომის ინსპექცია ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს,“ - ამის შესახებ BM.GE-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. ფერაძის განმარტებითვე, დღეის მდგომარეობით, ინსპექტორთა რაოდენობა 40 საშტატო ერთეულით არის განსაზღვრული, თუმცა 2020 წლიდან, როცა შრომის ინსპექცია ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, ინსპექტორების რიცხვიც გაიზრდება. „ჯამში, დაგეგმილი გვაქვს, რომ ინსპექტორთა რაოდენობა 100 საშტატო ერთეულით იქნება განსაზღვრული. ინსპექტირებას ერთ ობიექტზე მინიმუმ ორი პირი განახორციელებს. ჩვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ და მომზადების ეტაპზე ვართ იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტებით მოხდეს კადრების დატრენინგება, გადამზადება და სექტორული გადანაწილება. პროცესი დაწყებულია და მომზადებულია სსიპ-ად ჩამოყალიბების კანონპროექტიც, რომლის განხილვა ბიზნესთან და პროფკავშირებთან ერთად უკვე დაწყებულია; შემდგომ ის პარლამენტს წარედგინება", - განაცხადა ფერაძემ და დასძინა, რომ შრომის ინსპექციის სსიპ-ად ჩამოყალიბების კანონპროექტის თანახმად, ასევე, დაგეგმილია რეგიონალური წარმომადგენლობების შექმნა. „თბილისიდან აღმოსავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი დაიფარება, ხოლო რეგიონალური წარმომადგენლობები ცენტრალური სააგენტოს ქოლგის ქვეშ იქნება", - აღნიშნა ფერაძემ. ცნობისთვის: 1 სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის ფარგლებში, ჯამში 20-მდე კომპანია შემოწმდა, საიდანაც 4 კომპანიაზე საქმიანობის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა, ხოლო 16 კომპანიამ წერილობითი გაფრთხილება მიიღო. ამის შესახებ BM.GE-ს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. როგორც ფერაძე აღნიშნავს, შემოწმებული 20 კომპანია ძირითადად სამშენებლო სექტორს წარმოადგენს. შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობა ბექა ფერაძე

https://bm.ge/ka/article/rodis-gadaketdeba-ssip-ad-shromis-pirobebis-inspeqtirebis-departamenti-/41369/

---

 

 

04.10.19

მედიასაშუალება:პია ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ექიმების ხელფასების ანაზღაურება სამინისტროს კომპეტენცია არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მედიკოსების ანაზღაურების საკითხი კლინიკის შუა რგოლის მენეჯმენტის ფუნქციაა, რაშიც სამიმინისტრო არ ერევა. ამის შესახებ გაბუნიამ ექიმების გარკვეული ნაწილის პროტესტის საპასუხოდ განაცხადა, რომელთაც დღეს აქცია გამართეს. მინისტრის მოადგილის თქმით, ონკოლოგიურ საავადმყოფოსთან უწყება იმავე პირობებით მუშაობს, როგორც ქვეყანაში არსებულ 300-მდე დაწესებულებასთან, შესაბამისად, ფინანსების საკითხი წინასწარ განსაზღვრული დაგეგმილი ვადებისა და მექანიზმების საფუძველზე გვარდება. "სამინისტროსთვის ცნობილია, რომ ონკოლოგიური კლინიკის დატვირთვა დაბალია, საავადმყოფოში უტილიზაცია არის 20%, ეს განპირობებულია ინფრასტრუქტურის გარკვეული საჭიროებებით. საავადმყოფოს შენარჩუნებისთვის და გაძლიერებისთვის საჭიროა მეტი ინვესტიცია. ონკოლოგიური საავადმყოფო მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების ფარგლებში და აწვდის სერვისებს, რაც გათვალისწინებულია საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. გადახდა და ანაზღაურება სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ხდება დადგენილი წესების მიხედვით, აქედან გამომდინარე მაისის თვის თანხა არის გადახდილი ისევე, როგორც ყველა სხვა კლინიკაში და მიმდინარეობს ივნისის თვის ფინანსური მონაცემების დამუშავება, რათა მოხდეს თანხის ანაზღაურება. სააგენტოსთან, აბსოლუტურად იდენტურ რეჟიმში ფუნქციონირებს ყველა სხვა კლინიკა, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობს და ეს არის წინასწარ განსაზღვრული დაგეგმილი ვადები და მექანიზმები. რაც შეეხება იმას თუ რატომ ვერ მოხდა პერსონალისთვის ხელფასების გადახდა, ამაზე პასუხი კონკრეტულ დაწესებულებაში მენეჯმენტს ექნება, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო, დაწესებულებების მიკრო მენეჯმენტში ვერ ერევა, ქვეყანაში არის 300-მდე დაწესებულება, მათ შორის, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, ჯანდაცვის სამინისტრო ამ დაწესებულების მიკრო მენეჯმენტი ფუნქციებში არ შედის", - აცხადებს თამარ გაბუნია.

https://pia.ge/post/285085-jandacvis-ministris-moadgile-eqimebis-xelfasebis-anazraureba-saministros-kompetencia-ar-aris

---

 

 

04.10.19

მედიასაშუალება:ინტერპრესნიუსი

ჯანდაცვის სამინისტროში მყოფ დევნილებთან შესახვედრად სოცმომსახურების სააგენტოს დირექტორი მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

ჯანდაცვის სამინისტროში მყოფ დევნილებთან შესახვედრად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური მივიდა. სააგენტოს დირექტორის გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. როგორც წოწკოლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დევნილებს, არაერთხელ განემარტათ, რომ ბინების გადანაწილება არა ჯანდაცვის მინისტრის, არამედ სპეციალური კომისიის კომპეტენციაა. მისი ინფორმაციით, კომისიის სხდომა სამშაბათს დასრულდება და გამოქვეყნდება რეესტრი, თუ ვის უნდა გადაეცეს ბინა. მან დევინლებთან კომუნიკაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. წოწკოლაურმა სამინისტროს ტერიტორია უკვე დატოვა. დევნილების ნაწილი ამ დრომდე კვლავ სამინისტროს შენობაში რჩება. აფხაზეთიდან დევნილები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში უკვე 18 დღეა აქცია იმართება. აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს.

https://www.interpressnews.ge/ka/article/566793-jandacvis-saministroshi-mqop-devnilebtan-shesaxvedrad-socmomsaxurebis-saagentos-direktori-mivida-rasac-dapirispireba-mohqva

---

 

 

04.10.19

მედიასაშუალება:პრაიმტაიმი

სამტრედიის, ავტობანზე დასაქმებული ახალციხელი მუშები ხელფასების ანაზღაურებას ითხოვენ

თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის, სამტრედიის მონაკვეთზე დასაქმებული 30-მდე ახალციხელი მუშა ექვსი თვეა ხელფასს ითხოვს. მუშები სამი თვეა, რაც გაიფუცლები არიან. ახლა გვეუბნებიან ხუთ რიცხვში ჩაგირიცხავთო. ყოველ თვე ასე გვეუბნებიან და გავიდა ასე ნახევარი წელი, - ამბობს ერთ-ერთი მუშა, უტი მესხი. მუშები პროტესტის ნიშნად სამი თვეა გაფიცულები არიან. ავტობანზე სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია გრენვა ახორციელებს. კომპანიაში განმარტავდნენ, რომ ხელფასების დროულად გაცემა ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხდა. კომპანიის დირექტორი, სენან ომაროვი, ასევე, ამბობდა, რომ მუშების წინაშე არსებულ დავალიანებას აგვისტოს შუა რიცხვებისთვის გაისტუმრებდა. სენან ომაროვი ამჯერად ამბობს, რომ ხელფასებს აუცილებლად ჩარიცხავს, ოღონდ არ იცის როდის.

https://www.primetime.ge/news/1570174184-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C

---

 

04.10.19

მედიასაშუალება:კომერსანტი

გიორგი კაკაურიძე - 2020 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტი გაერთიანდება

2020 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტი გაერთიანდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროში სისტემის გაუმჯობესება. „სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ხდება სასწრაფოებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაერთიანება. მათ შორის თბილისის სასწრაფო, ბათუმის სასწრაფო ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოექცევა, რაც ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მობილიზებას იწვევს. გარდა ამისა, როგორც სასწრაფო ბრიგადების, ასევე პერსონალის, ასევე სოფლის ექიმებისა და ექთნების ნაწილში ხდება მომდევნო წლის შუა პერიოდიდან დამატებით 100-ლარიანი ზრდა ყოველთვიური ანაზღაურების, რაზეც დაახლოებით 5 მლნ, ხოლო ჯამში სასწრაფოების გაერთიანების ნაწილში დამატებით დაახლოებით 40 მლნ ლარამდე იქნა გამოყოფილი“, – განაცხადა კაკაურიძემ

https://commersant.ge/ge/post/giorgi-kakauridze-2020-wels-saswrafo-samedicino-daxmarebisa-da-soflis-eqimis-instituti-gaertiandeba

---

 

04.10.2019

 

მედიასაშუალება: ინტერპრესნიუსი 

ჯანდაცვის მინისტრი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა

- https://www.interpressnews.ge/ka/article/566744-jandacvis-ministri-gaero-s-ltolvilta-umaglesi-komisariatis-carmomadgenels-shexvda?fbclid=IwAR0K2MEEY07xTj5SWc64VuOUUuceSI8-FQK26rOQsrj-Kaley9v2y-DgzSo

პრაიმტაიმი - https://primetime.ge/news/1570194065-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90?fbclid=IwAR0OSgx6rX74BScZ95w4lBKLRshccl49NC-F9vztLJ6AdlWUAl99KGJS53Y

---

მედიასაშუალება 1tv.ge

 

თამარ გაბუნია - სამინისტროს სტრატეგიული ხედვაა, რომ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა

https://1tv.ge/news/tamar-gabunia-saministros-strategiuli-khedvaa-rom-onkologiur-saavadmyofos-hqondes-shesabamisi-standartis-infrastruqtura-da-aghchurviloba/?fbclid=IwAR2-WKYytGafQBmdlvm_QLMUJziJPrWEmqNuD7GDDd5_ds8Bz4hMTGCS0M0

ipress- https://ipress.ge/new/thamar-gabunia-jandatsvis-saministros-khedvaa-onkologiur-saavadmqhophos-shesabamisi-standartis-inphrastruqtura-hqondes/?fbclid=IwAR0-UL1FZG6T42Z2IwYMQswI5yhBYOYaJMZysO8Ms9INuou06SGazyXFfNo

---

 

 

მედიასაშუალება: ჰოთნიუსი

შიმშილით სიკვდილის მოლოდინში - 85 წლის მამა და მისი 37 წლის ინვალიდი შვილი საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს

http://hotnews.ge/index.php/en/africa/item/1761-85-37?fbclid=IwAR3zMozGpUyKvtjqDW9u_T1bEVhB_fKR-vvUcF1MNjaitvtTaBe6yAVC9KY

 

ბეჭდური მედია

 

07.10.19

მედიასაშუალება: რეზონანსი

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაციები უცვლელია, აცრები, პრევენციული ღონისძიებები და დროული რეაგირება. ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ვაქცინებს შემოიტანს, პიკური სეზონი კი ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით იქნება. ვაქცინაციის ფასები 3-დან 40 ლარამდე მერყეობს. რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის კი, 100 000 ვაქცინას სახელმწიფო უფასოდ გამოყოფს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6381893&name=07.10.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

07.10.19

მედიასაშუალება: ალია

"მღვდლის საქმე არაა მკურნალობის დანიშვნა. როგორც ჩემი საქმე არაა პაციენტის ზიარება"

ჯაბა ზარქუა, გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მინდა რამენაირად მივაწვდინო ჩემი, ერთი ექიმის ხმა საპატრიარქოს: როგორც იცით, საქართველოში მოქმედებს C ვირუსის ელიმინაციის პროექტი - საქვეყნო საქმე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს სიკვდილს აარიდებს თავიდან. ამ პროექტით სარგებლობს საქართველოს ყველა მოქალაქე - ერიცა და ბერიც. ერთი წლის წინ მყავდა ორი ახალგაზრდა პაციენტი, რომლებსაც მღვდელი აბრკოლებდა, მკურნალობის დაწყებამდე ეუბნებოდა რა, რომ არ იცოდა მკურნალობას რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა მომავალში და რომ ამაზე თავად პასუხისმგებლობას არ აიღებდა. დიდი მოწადინების შედეგად დავაჯერე პაციენტები, რომ მღვდლის საქმე არაა მკურნალობის დანიშვნა და გვერდითი მოვლენების კონტროლი, ისევე როგორც ჩემი საქმე არაა პაციენტის სულზე ზრუნვა და ზიარება. პაციენტებთან ვირუსი გავანადგურეთ. ახლა კიდევ გვყავდა ერთი პაციენტი, რომელიც მღვდლის კურთხევას ელოდა მკურნალობის გაგრძელების შესახებ და შედეგად მკურნალობა ძააალიან ნაადრევად შეწყვიტა. როცა კურთხევა მიიღო, თავიდან დავიწყეთ პროცედურები მკურნალობის ხელახლა დასაწყებად - სათამაშო არაა მედიკამენტები, როცა მოგვეპრიანება მაშინ რომ დავლიოთ. ასევე ჩემი კოლეგა-მეგობრებისგან მსმენია მსგავსი ფაქტების არსებობის შესახებ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ზემოთ მოყვანილ ორს უბრალოდ თავად შევესწარი. მინდა ვთხოვო ჩვენს საპატრიარქოს, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა აქვს მოპოვებული, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რადგან ზუსტად ვიცი რომ სასულიერო მაღალიერარქები თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე თავად უარს არ ამბობენ და ცუდი იქნება თუ ვინმე სადმე სხვებს აბრკოლებს თანამედროვე მედიცინის მიღწევებისგან. იმედი მაქვს, ამ პრობლემას სისტემური ხასიათი არ აქვს და მორწმუნე ადამიანებს მართლა არ ევალებათ კურთხევის აღება სამედიცინო პროცედურების ჩატარებამდე. თუ ეს საეკლესიო რუტინაა (მკურნალობამდე კურთხევის აუცილებელ აღებას ვგულისხმობ), მაშინ ეს რუტინა გადასახედია, ჩემი მოკრძალებული აზრით. ადამიანის ხორცზე ზრუნავს ექიმი, სულზე - სასულიერო პირი. მოხარული ვიქნები თუ მღვდლები არათუ დააბრკოლებენ პაციენტებს სამკურნალოდ, არამედ პირადი მაგალითით გახდებიან მისაბაძი ობიექტები მათთვის, გვერდში ამოუდგებიან, დაეხმარებიან, ათასი ჭორისა და მითის განადგურებაში დაგვეხმარებიან ექიმებს და შედეგად ამ მკვლელ ვირუსს, რომლითაც 150 000 ადამიანია ინფიცირებული და უამრავის სიცოცხლე უკვე შეუწირავს, ერთად დავამარცხებთ! მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. პატივისცემით."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6381552&name=07.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

07.10.19

მედიასაშუალება: რეზონანსი

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ, "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. გია წულუკიძის თქმით, სხეულზე საწვავი გადაისხა, პოლიციის ჩარევის შემდეგ კი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე დროებით უარი თქვა. იგი პოლიციის განყოფილებაში გუშინ გამოკითხეს. პროტესტის მიზეზად მოქალაქე სოციალური შემწეობის მოხსნას ასახელებს, ამბობს, რომ სამუშაოს ვერ პოულობს, ბოლო პერიოდში მისთვის განკუთვნილი 60-ლარიანი შემწეობა კი მოუხსნეს. სააგენტოში მიზეზად შრომისუნარიანობას ასახელებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6381333&name=07.10.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

07.10.19

მედიასაშუალება: ალია

რა მოგვცა და რა წაგვართვა ამ 7 წელში ივანიშვილმა და მისმა "ოცნებამ?"

7 წელი გავიდა უკვე, რაც ხალხმა მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა მოიშორა და არჩევნების გზით ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოიყვანა. ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხალხს სამოთხეს პირდებოდა არჩევნების მოგების შემთხვევაში. არადა იმ დროს ვითარება ისეთი გაუსაძლისი იყო, იმდენად ამოსული ჰქონდა ხალხს ყელში სააკაშვილის რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილს ხალხისთვის რომ ეთქვა, მხოლოდ იმას გპირდებით, სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას" მოგაშორებთო, ხალხი მაინც "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას. ჰოდა, შე დალოცვილო, ეგრე მოიქეცი რა. იმდენი ვალდებულებები რომ აიღე, იმდენი დაპირებები რომ დაახვავე წინასაარჩევნოდ, ხომ იცოდი, რომ ხალხი მოგკითხავდა? საქართველოში არც ერთ პარტიას არც ერთი არჩევნების წინ არ გაუცია იმდენი დაპირება, რამდენიც ქართულმა ოცნებამ გასცა. შესაბამისად, არც ერთ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ გადაუგდია ხალხი ისე მწარედ, როგორც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ გადააგდეს. ვინც "ნაცების" დროს დანაშაული ჩაიდინა, დაიჭირე, ჩასვი ციხეში. ვინც ხალხს კერძო საკუთრება, ბიზნესი წაართვა, იმ ხალხს დაუბრუნე თავისი ქონება და ის წამრთმევები დასაჯე. დაუბრუნე ხალხს საკუთარი ქონება და ღირსება. არა, ივანიშვილმა არც ეს გააკეთა. ხალხის დასაბოლებლად პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შექმნა, რომელსაც ხალხისთვის წართმეული ქონება უნდა დაებუნებინა, მაგრამ დღემდე იმ ქონების 1% თუა დაბრუნებული. ხალს ღირსეულ ცხოვრებას პირდებოდა ივანიშვილი.. ომის ვეტერანებს 22 ლარი აქვთ პენსია და ამით, ამ ქვეყნისთვის მებრძოლ ხალხს დასცინის ეს ხელისუფლება და ახალგაზრდებს ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს. ხალხის სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად ხელი არ გაუტოკებია ამ ხელისუფლებას. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ერთადერთი ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობდა შედარებით ეფექტურად. "ცე" ჰეპატიტისა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის ქიმიო და სხივური თერაპიის დაფინანსებისა და სხვა პროგრამებს ვერ დავუკარგავ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის საჩუქარი. ყველა პროექტი ხალხის ფულით, ბიუჯეტით ფინანსდება და ხალხს მადლობა არავისთვის არ აქვს გადასახდელი. სამაგიეროდ კატასტროფულად გაძვირდა სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები. არც მიკვირს, ასეთ დღეში რომ ჩაგვყარა ბიძინა ივანიშვილმა. მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი გახარია დაგვინიშნა, რომელიც ერთ დროს მის ბიზნესში საქმიანობდა. შს მინისტრი მისი პირადი დაცვისა და "ქართუ ჯგუფის" დაცვის ყოფილი უფროსია, ანზორ ჩუბინიძე სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფია, "ქართუს" ყოფილი თანამშრომელი მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრი, სუს-ის უფროსად გიორგი ლილუაშვილი ინიშნება, ესეც "ქართუში" მუშაობდა. ივანიშვილის ზვიგენს რომ უვლის, ის ბიჭი რატომ დამიჩაგრეთ? რაც ხელისუფლებაშია "ქართული ოცნება", კახა კახიშვილზე რეიტინგული მინისტრი არ ჰყოლია. იმდენი ქნა ივანიშვილმა, ჯერ პრემიერის აპარატის უფროსად გადაიყვანა(მამუკა ბახტაძე პრემიერი რომ იქნება და კახი კახიშვილი მისი აპარატის უფროსი, იმ ქვეყნის დედაც!) ახლა ადგა, ახალი პრემიერის, გიორგი გახარიას მრჩევლად დანიშნა კახიშვილი. არც ერთ ქვეყანაში, ჩინოვნიკებს იმდენი და ისე უნამუსოდ არ გამოუწერიათ პრემია-დანამატები, როგორც ჩვენთან. დღევანდელი ინფრასტრუქტურისმ მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის კანცელარიის უფროსი რომ იყო, დეკემბერში პრემიის სახით 12 390 ლარი მიიღო. კანცელარიის ზოგიერთ თანამშრომელს დეკემბერში სამჯერ მისცა პრემია. ფეხებზე არ ეკიდა? საკუთარი ჯიბიდან არ მიდიოდა და არც ივანიშვილის ბიზნესიდან. ლევან იზორიამ შსს-სა და სუს-ში ორწელიწადნახევარში 143-ჯერ აიღო პრემია. თბილისის მერის ორმა მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში პრემია და დანამატებიო 15-ჯერ, ვიცე-მერმა კი 13-ჯერ მიიღეს. ქალაქ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობა ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის 20-86 დადგენილებით არის განსაზღვრული, რომლის თანახმად, მერის პირველი მოადგილის ხელფასი 2950 ლარია, სხვა მოადგილეების - 2800 ლარი. დედაქალაქის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ 2016 წლის განმავლობაში 73 475 ლარი მიიღო, მათ შორის ხელფასი 35 400 ლარი, ხოლო 13-ჯერ მიღებული პრემია-დანამატების სახით - 38 075 ლარი. 15-15 დანამატი და პრემია აიღეს დავით ნარმანიას მოადგილეებმა - ნინო ხატისკაცმა და ირაკლი ლექვინაძემ. მამუკა ხაზარაძე ამოიჩემეს ახლა, რომლის მიმართაც არანაირი სიმპათია არ გამაჩნია. მამუკა ხაზარაძემ 25 ძარცვა და ყვლიფა ხალხი და რა მორალური უფლება აქვს პოლიტიკაში მოვიდესო, გაიძახიან ქოცები. მამუკა ხაზარაძემ რაც 25 წელი ატყავა ხალხი, ასი იმდენი ვანო ჩხარტიშვილმა ერთ დღეში გაძარცვა. ჩხარტიშვილის ერთი დაქალი ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრია, მეორე ნინო ენუქიძე -მისი მოადგილე. ლევან მურუსიძე და ვანო ზარდიაშვილი არიან "ქართული ოცნების" სახეები, შეგირცხვეთ სახეები და იმიჯი! ფეხბურთელ მურთაზ ხურცილავას "ნახალოვკის" ბაზარში ხორცის გამყიდველს, სოსო გოგაშვილს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ რომ დანიშნავ, იქ მორჩა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ლაპარაკი. ქვეყანა ნარკოტიკებს მიაქვს, ახალგაზრდობა გადაადგვარა ნარკოტიკებმა, გამოაშტერა და ეს კრეტინი, ივანიშვილი "პლანის" პლანტაციების გაშენებას და ფულის შოვნას აპირებდა, სხვა კრეტინები პარლამენტარ აკაკი ზოიძის თამადობით, ამ იდიოტობას "აპრავებდნენ".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6381316&name=07.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

07.10.19

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა:

აკაკი ზოიძე: "ყველაზე ხშირად მოხმარების წამლები 1 ლარად უნდა გაიყიდოს

ლარის კურსის ვარდნას ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება მოჰყვა - ბოლო რამდენიმე თვეში წამლის ფასი 25-30%-ით გაიზარდა. აფთიაქებში აცხადებენ, რომ მედიკამენტების უმრავლესობა 2-3 ლარით გაძვირდა და ამ ეტაპზე სტაბილურ ფასს მხოლოდ ქრონიკული დაავადებების წამლები ინარჩუნებს. რამ განაპირობა წამლის ფასის ასეთი ზრდა და რა ღონისძიებების გატარებას აპირებს სახელმწიფო, "კვირის პალიტრა" პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს ესაუბრა. - ფასების მატება წამლებზე პირველად არ ხდება, ამიტომაც ჯანდაცვის კომიტეტი ხარისხიანი წამლების ხელმისაწვდომობასა და ფასების დარეგულირების საკითხზე აქტიურად მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია წარმოადგინოს გეგმა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ჩვენი სურვილია, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად - ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების გარდა, ხშირად მოსახმარი წამლებიც გაიყიდოს. მომხმარებელთა ის კატეგორია, ვისაც წამლები ლარად ეკუთვნის, გაფართოვდა და 700 000-მდე კაცს მოიცავს. ესენი არიან: სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები და შშმ პირები. - ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები არც გაძვირებულა. - არც გაძვირდებოდა, რადგან სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ უნდა გაფართოვდეს მედიკამენტების სია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ისიც ლარად გაიყიდოს. ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი თუ ანტიბიოტიკი, ანუ ყველაზე ხშირი მოხმარების წამლებიც უნდა შევიდეს ამ სიაში. ლაპარაკია სულ 90 სახეობის წამალზე. ეს ჩვენი სურვილი და ინიციატივაა და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ. ფასები ასევე უნდა დარეგულირდეს გადაუდებელ და აუცილებლად საჭირო მედიკამენტებზე და გაიყიდოს სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად. - რა ეშველებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ კატეგორიას არ განეკუთვნებიან? - მედიკამენტები ნებისმიერი მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სოციალურად დაუცველები თუ სიმბოლურ ფასად ან უფასოდ შეიძენენ, დანარჩენებისთვის მათი ფასი უნდა განახევრდეს და კიდევ უფრო დაიწიოს. აუცილებელია მედიკამენტების სახელმწიფო სუბსიდირება მინიმუმ 100 გადაუდებელი საჭიროების წამალზე. თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა, სხვა მექანიზმებიც უნდა ამოქმედდეს. მაგალითად, ექიმებმა ნაკლები წამალი უნდა გამოწერონ. ყველასთვის ცნობილია, რომ ექიმი პაციენტს 2-ის ნაცვლად 5 წამალს უწერს. ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს კონტროლი - ელექტრონული რეცეპტებით გამოჩნდება, ვინ უწერს პაციენტს ზედმეტ წამალს. იგეგმება წამლების ხარისხის გაკონტროლებაც. - მაგრამ სუბსიდირება ხომ დროებითია და ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა ისევ იჩენს თავს. - ეს სწორედ გრძელვადიანი პრობლემის აღმოფხვრას გულისხმობს. მთელ მსოფლიოში ასეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6381325&name=07.10.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

07.10.19

მედიასაშუალება:ალია

"ავერსისა" და "პეესპეს" ზღაპრები წამლების მაღალ ფასებზე დამთავრდა!

"თავისუფალმა საქართველომ", რომლის ლიდერი კახა კუკავაა, თურქეთიდან მედიკამენტების ანტიმონოპოლიური იმპორტი დაიწყო. "ალია" ესაუბრა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს თენგიზ ომანიძეს: -ბატონო თენგიზ, როგორ გაჩნდა იდეა? - საქართველოში მედიკამენტთა ფასი 5-ჯერ და 6-ჯერ უფრო მაღალი რომ არის, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ამაზე სულ ვსაუბრობდით, ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც გვქონდა ამაზე საუბარი და დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ რეალობის შეცვლას ვეცდებოდით. მთავრობის მხრიდან ბევრჯერ იყო დაპირება, ამ 7 წლის მანძილზე, მაგრამ არცერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა. გადავწყვიტეთ დაგვეწყო არაორდინალური პროექტი - შემოგვაქვს მედიკამენტები ჯერჯერობით თურქეთიდან, თუმცა სხვა მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოვიტანთ. -დიდია მედიკამენტებზე მოთხოვნა? - მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ერთი კვირაა, მედიკამენტების შემოტანა დავიწყეთ და ეს ერთი კვირა საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით წამლების შემომტან სააგენტოდ, თუმცა მანდაც პროცედურებია, ჯერჯერობით მხოლოდ 15 სახეობის მედიკამენტი შემოვიტანეთ, მხოლოდ მესამე ჯგუფის წამლები - ეს არის წამლები, რომლებსაც არ სჭირდება რეცეპტები, წნევის, გულ-სისხლძარღვთა და სხვათა წამლები მაგალითად. მომავალში ვფიქრობთ, ბავშვთა კვების შემოტანასაც, რადგან, ბავშვთა კვებაც ბევრად ძვირი ღირს საქართველოში, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. - თქვენ მინიმალურ პროცენტს არ ამატებთ? ტრანსპორტირების ხარჯს, თანამშრომლების ხელფასებს როგორ იხდით? - ჯერჯერობით ჩვენი არსებული თანამშრომლების ძალებით ვმუშაობთ, ჩვენივე ფინანსებით ვახერხებთ ტრანსპორტირებასაც. პარტიის ოფისი ისტუმრებს ხარჯებს. თუ დაგვჭირდება რამდენიმე პროცენტის მომატება გზის ხარჯის დასაფარად, თანამშრომელთა ხელფასების გადასახდელად - არც ეგ იქნება პრობლემა, რადგან ძალიან მინიმალურ ცვლილებას გამოიწვევს ფასის. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ მოვამარაგოთ მთელი საქართველო მედიკამენტებით. ჩვენი მიზანია - წამალი გაიყიდოს გაცილებით იაფ ფასად. ზღაპრები, რსაც გვეუბნებიან "ავერსში" და "პეესპეში", რომ აი, საზღვარზე იბეგრება და ასე შემდეგ - დაძველდა. წამლების სააგენტო ბიუროკრატიული ორგანო გახდა. მას არ აქვს არსებითი გავლენა ფასების რეგულაციაზე, რადგან არ სურთ, რომ ჰქონდეთ. ხელისუფლება თავად არის ამ ბიზნესის წარმომადგენელი. მონოპოლისტ აფთიაქებს თავიანთი წარმომადგენლები სულ ჰყავთ პარლამენტში. -ოქრიაშვილზე ამბობთ? - ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენს, რომ "პეესპე" მისი საკუთრებაა? კახა ოქრიაშვილი ამიტომ იყო შევარდნაძის მთავრობასთანაც კარგად, სააკაშვილის მთავრობასთანაც და ახლა ბიძინასთანაც კარგად გრძნობს თავს. სჭირდებათ - გამოდის, ხომ? რისთვის? ამბობდნენ, შეუძლებელია უფრო იაფად ჩამოიტანოო. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია. ვიცით, რომ შესაძლოა, მოისურვონ გარკვეული პრობლემების შექმნა, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ სამართლებრივად და ღიად გამჭვირვალე პროექტს ვაწარმოებთ, შესაბამისად ჩვენთვის ხელისშეშლა არ გამოუვათ. გარდაუვალია, აუცილებლად მოუწევთ ფასის დარეგულირება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6381124&name=07.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

07.10.19

მედიასაშუალება:ასავალ დასავალი

ქართველმა ექიმმა პროსტატის ადენომის და მასტოპატიის უოპერაციოდ განკურნების უნიკალური საშუალებები შექმნა!

გვესაუბრა ექიმი-ჰომეოპათი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, ცნობილი "გულის ელექსირის" შემქმნელი კახა საბახტარიშვილი. კახა საბახტარიშვილი: "ექიმმა-ჰომეოპათმა ნატალია სემიონოვამ პროსტატის ადენომიის დასამარცხებლად შეიმუშავა უნიკალური ფორმულა, რომლის ძირითად შემადგენელ ნაწილს ჰომეოპათიური ტექნოლოგიით დამზადეებული და ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილი მცენარეები - კონიო, ტუია და ხეპილპილა შეადგენდა!" კახა საბახტარიშვილი: "პროსტატის ჯირკვალტან დაკავშირებული ყველა პრობლემის არაქირურგიულად მოგვარება ჰომეოპათიური საშუალებებით, სავსებით შესაძლებელია". კახა საბახტარიშვილი: "მამოსოლმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოში წარმატებით გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია და 18.05.2012წ ბრაძანების საფუძველზე დამტკიცდა, როგორც ბუნებრივი სამკურნალო წამალი, რომლის გამოყენებაც ნებადართულია ექიმის დანიშნულების გარეშეც!". კახა საბახტარიშვილი: "მამოსოლი უნდა მიიღოს ყველამ, ვინც მკერდზე, საშვილოსნოზე სიმსივნის გამო ოპერაციუა გადაიტანა!". კახა საბახტარიშვილი: "ჩემი, როგორც მამოსოლის ავტორის და "ჯი-პი-სის" შეთანხმებით, მამოსოლი 19 ლარამდე ეღირება". კახა საბახტარიშვილი: "პროსტატჰერბი" მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია" (სამედიცინო ცენტრი ნეო-კლინიკის მისამართია თბილისი, ბახტრიონის ქ10)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6381161&name=07.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

07.10.19

მედიასაშუალება:თბილისელები

"ციფრული ექიმი" დიაგნოზს სახლიდან გაუსვლელად დაგისვამთ

DigitalMed პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტია მედიცინაში, რომლის შემქმნელიც 20 წლის გეგა თათულიშვილია. გეგა თათულიშვილი: ვსწავლობ BTU -ში ფინანსების ფაკულტეტზე. ბავშვობიდან მიყვარს ბიოლოგია, ყოველთვის ვცდილობ, გავიგო რაღაც ახალი და ხშირად ვეცნობი უახლეს კვლევებს მედიცინის მიმართულებით. - უფრო კონკრეტულად - რა დანიშნულება აქვს და რამდენად მარტივია მისი გამოყენება? - DigitalMed სპეციალური ალგორითმით შექმნილი პროდუქტია, რომელიც სრულიად განსხვავებული და ახალი მიდგომით ანაცვლებს დიაგნოსტიკის, ექიმთან კონსულტაციის პროცედურებს, სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სხვა პროცესებს. უნიკალური პროდუქტი - ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში, თვითგანვითარებადია, მუშაობს მეგამონაცემთ ანალიზზე და დაფუძნებულია ხელოვნურ ნეირონულ ქსელზე. მომხმარებელს ვირტუალურ ასისტენტთან კომუნიკაცია "მესენჯერის" საშუალებით შეუძლია. ასევე, შეუძია შევიდეს საიტზე digitalmed.ge, სადაც წაიკითხავს ძალიამ კარგ, განსხვავებულ, საინტერესო და რაც მთავარია, სანდო სტატიებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6381223&name=07.10.2019+-+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.10.19

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

რატომ გვემართება ზამთარში გრიპი და შველის თუ არა ვაქცინა?

ზამთრის დადგომასთან ერთად გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, შარშან 20 000 ვაქცინა იყო გამოწერილი, წელს სახელმწიფომ 100 000 ვაქცინა შეიძინა, რადგან შარშანდელმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოებამ ნელ-ნელა დაიწყო ვაქცინაცია, მაშინ როცა წინა წლებში რისკჯგუფში მყოფი ადამიანებიც კი ნაკლებად იცრებოდნენ. რა უნდა იცოდეთ, სანამ სტატიის კითხვას გააგრძელებთ გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი. არსებობს გრიპის ვირუსის ოთხი ტიპი: A, B, C, D; A B და C გრიპით აინფიცირებს ადამიანს. საქართველოში შემოდის სამკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. სამკომპონენტიანი შეიცავს A ტიპის ვირუსის 2 ვარიანტს და B ტიპის ვირუსის 1 ვარიანტს; ოთხკომპონენტიანი შეიცავს A ტიპის ვირუსის 2 ვარიანტს და B ტიპის რუსის 2 ვარიანტს. რატომ არის საჭირო ვაქცინის გაკეთება გრიპს შეიძლება გართულებები მოჰყვეს. სეზონზე ათიათასობით ადამიანი ავადდება და არსებობს გრიპისგან დაღუპვის შემთხვევებიც. იმისთვის რომ რისკჯგუფებს არ გაურთულდეთ გრიპი, საჭიროა ვაქცინაცია, - უპასუხა რადიო თავისუფლებას პაატა იმნაძემ ვინ განეკუთვნება რისკჯგუფს ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, სუნთქვის სისტემის დაავადების მქონე ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები. მაღალი რისკის ქვეშ არიან დახურულ ტიპის ობიექტები: ბავშვთა სახლები, მოხუცებულთა თავშესაფრები. რისკის ქვეშ არიან ექიმებიც, რადგან ხშირად უწევთ პაციენტებთან ურთიერთობა. რამდენად იცავს ვაქცინა გრიპისგან გრიპის ვაქცინა იმით განსხვავდება სხვა ვაქცინებისგან, რომ მისი დამცველობითი ეფექტი არ არის ძალიან მაღალი, დაახლოებით 60 %-მდეა, მაგრამ იგი იცავს მძიმე გართულებებისგან. ყოველწლიურად ვაქცინა მზადდება იმ მოსალოდნელი შტამების საწინააღმდეგოდ, რომლის ცირკულაციაც არის მოსალოდნელი. იმიტომაცაა სამკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი ვაქცინები, რომ გათვალისწინებული იყოს გრიპის ის ვარიანტები, რომელიც შეიძლება შეხვდეს ადამიანს. რატომ გვემართება ზამთარში გრიპი ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს. სეზონი ნოემბრის ბოლოს იწყება. ცივ გარემოში ვირუსი ძლებს, დაახლოებით, 7 საათს, მაშინ როდესაც სითბოში თითქმის მომენტალურად კვდება. გრიპის გავრცელებას ხელს უწყობს დახურულ გარემოში ყოფნა. როდის დაიწყება ვაქცინაცია კერძო კლინიკებში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია და ამ დროისთვის სამკომპონენტიანი ვაქცინები კეთდება. ოქტომბრის ბოლოს კი ოთხკომპონენტიანი ვაქცინაც შემოვა და სახელმწიფო პროგრამით 100 000-მდე ადამიანისთვის, მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია იქნება უფასო (ორსულები, დიალიზზე მყოფი ადამიანები, მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფი ხანდაზმულები, დიაბეტიანი უფროსები და ბავშვები, ასევე სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები). ფასიანია თუ უფასო? სხვადასხვა კერძო კლინიკაში ვაქცინაცია 30-50 ლარამდე ჯდება, სახელმწიფო პროგრამა კი უფასოა და კონკრეტულ ჯგუფებზეა გათვლილი. ვაქცინაციის გვერდითი მოვლენა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ განაცხადა, გრიპის ვაქცინას ყველაზე ნაკლებად ახასიათებს გვერდითი მოვლენა, ნემსის გაკეთება კი შეიძლება ვინმესთვის ისედაც უსიამოვნო იყოს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6379119&name=05.10.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---​