From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი 04.10.2019
Received On : 04.10.2019 07:57
Attachments :

                            მედიამონიტორინგი

04.10.2019

 

04.10.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

კვებითი აშლილობები და პათოლოგიური გემბლინგი

კვებითი აშლილობები და პათოლოგიური გემბლინგი - ამ თემებზე იმსჯელეს ფსიქიკური აშლილობის ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, განიხილეს კვებითი დარღვევების და აზარტული თამაშების მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები. ირმა ხაბაზი: "მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ლონდონიდან ჩამოგვეყვანა ქართველი პროფესიონალები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6376843

---

03.10.2019

არხი:ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი

გახარიას დავალებები

მთავრობა ბიზნესთან სექტორების მიხედვით შეხვედრებს გამართავს - ასეთი დავალება მინისტრთა კაბინეტმა პრემიერისგან მიიღო. გიორგი გახარიას მიზანი კერძო სექტორის პრობლემების მოსმენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა. გახარიას დავალება ეკონომიკის მინისტრმა გაითავისა და აპირებს, ბიზნესგარემო უფრო მიმზიდველი გახადოს. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობას პრივატიზების მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების კუთხით. თურნავა ამბობს, რომ აქ ნამდვილი გარღვევის მოხდენაა საჭირო, რათა ეს საწარმოები, რომლებმაც თავისი ფუნქცია დაკარგეს, კერძო სექტორის ხელში გადავიდეს და დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ნათია თურნავა: " მთავარი აქცენტები გაკეთდება იმაზე თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნეს გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი". საქრთველოს ბიზნეს ასოციაციის აღმსრულებელმა დირექტორმა სექტორების მიხედვით გვითხრა სად რა პროვლემაა. მაგალითად ენერგეტიკაში ინვესტორები გაურკვეველ საინვესტიციო გარემოს უჩივიან. სამსენებლო სექტორს გამკაცრებული სამშენებლო რეგულაციები აწუხებს,სამედიცინო დარგს კი ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული რეგულაციები. " თუ ეროვნული ბანკი არ შეამსუბუქებს რეგულაციებს ამ შემთხვევაში ისევ და ისევ გაგრძელდება ის პრობლ;ემები რაც იყო მშენებლოვაში"- ლევან ვეფხვაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6376598

---  

03.10.2019

არხი:ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი

ზეგანაკვბეთურ შრომაზე ლიმიტი წესდება

ზეგანაკვეთურ შრომაზე ლიმიტი წესდება - კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში კვირაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური მუშაობა იკრძალება. ინიციატივის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: “ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს,”- წერია კანონპროექტში. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორები მიუთითებენ, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას ვერ უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს მომზადებული "ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილსაც, რაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვას, ზეგანაკვეთის დამატებით ანაზღაურების განსაზღვრას, შეთავსებითი სამუშაოს რეგულირებას, საწარმოს გაყიდვის დროს, დასაქმებულთა უფლებების განსაზღვრას და კიდევ სხვა საკითხებს ეხება, თუმცა აღნიშნული ინიციატივა ჯერ პარლამენტში ინიცირებული არაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6376593

მაესტრო - ბიზნეს სექტორს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები კვლავ რჩება - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6376589

---

 

03.10.2019

არხი: ერთსულოვნება

გადაცემა: სიახლენი

იაშვილის კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ლელა წაქაძემ ისაუბრა სამედიცინო დაწესებულებებისთვის კანონით გათვალისწინებულ იმუნურ ნორმებზე რომელიც სამედიცინო ნარჩენების გაუნებელყოფას ითვალისწინებს.

იაშვილის კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ლელა წაქაძემ ისაუბრა სამედიცინო დაწესებულებებისთვის კანონით გათვალისწინებულ იმუნურ ნორმებზე რომელიც სამედიცინო ნარჩენების გაუნებელყოფას ითვალისწინებს. ეპიდემიოლოგმა ამ წესის დარღვევებზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6376586

---

 

03.10.2019

არხი:რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 18:00

ხმაური ქობულეთში - მოქალაქე თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა

ხმაური ქობულეთში. მომსახურების სააგენტოში მოქალაქე თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა. სოციალურად დაუცველი გიორგი წულაია ამბობს, რომ მის ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს, რის გამოც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. წულაიას თქმით, მომსახურების სააგენტომ მის ოჯახს სოციალური დახმარება გასულ წელს მოუხსნა და მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ამ დრომდე არ აღუდგენიათ. დღეს გიორგი წულაიას კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, გაერკვია სოციალური დახმარების აღდგენის საკითხი, რასაც ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში ხმაური და ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ოჯახში შრომისუნარიანი წევრი ფიქსირდება, რის გამოც წულაიებს მაღალი ქულა მიანიჭეს და დახმარებაც სწორედ ამიტომ მოუხსნეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6376213

---

03.10.2019

არხი:მაესტრო

გადაცემა: მაესტროელები

ტაქსების რეფორმა სახიფათო ნარჩენები

ტაქსების რეფორმა სახიფათო ნარჩენები

2. თბილისის მერია სამედიცინო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას იწყებს. კახი კალაძე:" ჩვენ ბევრი პრობლემები გვქონდა, ეს მხოლოდ სამედიცინო ნარჩენებს არ შეეხება, ეს არის სამშენებლო ნარჩენების თვალსაზრისითაც, პრობლემები გვქონდა უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებითაც". მარინა ბაიდაური:" სამედიცინო ნარჩენების მხრივ გარემოს დაბინძურების საკითხი ძალიან აქტუალურია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მონიტორინგის ფარგლებში ბევრი სამედიცინო დაწესებულება მოწმდება, აღნიშნული უზრუნველყოფს შესაბამისი დადგენილების პირობების დაცვას. ჩვენ მივესალმებით თბილისის მერიის ამ წამოწყებას, ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს იმ რეგულაციების შესრულებას, რაც ჩვენს დადგენილებაში წერია (ვიდეო 2, 00:11:30) ". თინათინ გაბრიჩიძე:" 2015 წელს ევროასოცირების ხელშეკრულებით განისაზღვრა ეს ვალდებულება, არასახიფათო ნარჩენი ძირითადად გადის პოლიგონებზე, სადაც ბოლო პერიოდში ევროკავშირის დახმარებით ხდება მოწესრიგება ამ პოლიგონების (ვიდეო 2, 00:13:55)".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6376434

---

03.10.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

სამშენებლო კომპანიების ჯარიმები

სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე ჯარიმები რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისი ცვლილებების პროექტი თბილისის მერიამ უკვე მოამზადა, რომელიც უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. მერიის ინფორმაციითვე 9 თვეში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო დარღვევების გამო 1000-ე მეტი ოქმი გამოიწერა. როგორ აფასებს ბიზნესი გამკაცრებულ ჯარიმებს? სტუმარი: გიორგი ბაგრატიონი - თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი. გიორგუ ბაგრატიონი:"2018 წლის მარში ჩვენ მივიღეთ გაზრდილი ჯარიმები სხვადასხვა მიმართულებით. ადგილი ჰქონდა სამშენებლიო ობიექტებზე პროექტების დარღვევას, უნებართვო მშენებლობებს, უსაფრთხოების ზოების დარღვევას. კიდევ ერთხელ მინდა, რომ სამშენებლო კომპანიებს და დეველოპერებს ვუთხრა, რომ ჩვენი მთავარი მიდგომა ჯარიმის წერა არ არის. ეს ქალაქის მერმაც აღნიშნა. ჩვენი მიზანია, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს. ჯანდაცვის სამინისრტროს შრომის ინსპექციათან და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურთან სამმხრივი მემორანდუმი გავაფორმეთ და ქალაქში ობიექტების არჩევით გადამოწმება დავიწყეთ".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6374622

---

 

03.10.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა:  დღის ამბები

 სეზონური ვირუსები

წითელას რისკი მატულობს. ბოლო პერიდოში შემცირებული სტატისტიკა იზრდება. ამ დაავადებამ მარტო 20190-ში 2 ბავშვი შეიწირა. სპეციალისტები ამბობენ, რომ საზოგადოება ვაქცინაციის აუცილებლობას უკეთებს იგნორირებას, რაც შესაძლოა საბოლოო ჯამში ეპიდემიის საფუძველიც კი გახდეს. ვაქცინაცია საჭიროა სეზონური ვირუსული დაავადებებისთვისაც. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მსგავსი ინფექციით ჯერ პაციენტები არ შესულან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6376548

---

03.10.2019

არხი: ტვ 1

გადაცემა:  დღის ამბები 17:00

36 წლის მარიამ გამცემლიძეს საზოაგდოების დახმარება სჭირდება

36 წლის მარიამ გამცემლიძეს საზოაგდოების დახმარება სჭირდება. მარიამს გამოკვლევები თურქეთს ერთ-ერთ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6375843

---

03.10.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  იმედის დილა

ნარკოტიკები საქართველოში

ბოლო კვლევის თანახმად, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინექციური ნარკოტიკების მოხმარების სიხშირით. ამ საგანგაშო სტატისტიკის მიუხდავად ირკვევა, რომ 2016 წლის შემდეგ კვლევა ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვის დასადგენად არ ჩატარებულა. ამიტომ დაზუსტებით ვერ ვამბობთ გაიზარდა თუ შემცირდა მათი რაოდენობა. (00:24) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თ;უ დავეყრდნობით, გაზრდილია ნარკოლოგიურ კლინიკებში მიმართვიანობა. ამას ისიც ემატება, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ქუჩაში დაგდებული ნემსის შემთხვევით შერჭობის შემდეგ აკითხავენ კლინიკას გამოკითხვებისთვის. კორპუსისა და პარკის ტერიტორიას (01:53) თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ, თუმცა გამოყენებულ შპრიცებს ადგილზე ტოვებენ. დასუფთავების სამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ხათუნა ზახაშვილი ჭკვიანი შპრიცების საქართევლოში შემოტანაზე საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6374713

---

 

03.10.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა  

სამშენებლო კომპანიების ჯარიმები

სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე ჯარიმები რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისი ცვლილებების პროექტი თბილისის მერიამ უკვე მოამზადა, რომელიც უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. მერიის ინფორმაციითვე 9 თვეში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო დარღვევების გამო 1000-ე მეტი ოქმი გამოიწერა. როგორ აფასებს ბიზნესი გამკაცრებულ ჯარიმებს? სტუმარი: გიორგი ბაგრატიონი - თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი. გიორგუ ბაგრატიონი:"2018 წლის მარში ჩვენ მივიღეთ გაზრდილი ჯარიმები სხვადასხვა მიმართულებით. ადგილი ჰქონდა სამშენებლიო ობიექტებზე პროექტების დარღვევას, უნებართვო მშენებლობებს, უსაფრთხოების ზოების დარღვევას. კიდევ ერთხელ მინდა, რომ სამშენებლო კომპანიებს და დეველოპერებს ვუთხრა, რომ ჩვენი მთავარი მიდგომა ჯარიმის წერა არ არის. ეს ქალაქის მერმაც აღნიშნა. ჩვენი მიზანია, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს. ჯანდაცვის სამინისრტროს შრომის ინსპექციათან და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურთან სამმხრივი მემორანდუმი გავაფორმეთ და ქალაქში ობიექტების არჩევით გადამოწმება დავიწყეთ".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6374622

---  

 

ინტერნეტი

 

 

04.10.2019

ბიემჯი

რა მიმართულებით სჭირდება ბიზნესს მთავრობის დახმარება? - პასუხი გიორგი გახარიას

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე იმ პრობლემებს ასახელებს, რაც ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიხედვით ბიზნესის წარმომადგენლებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში ხელს უშლით. ამის შესახებ მან BM.GE-ისთან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას იმ გეგმების საპასუხოდ განაცხადა, რაც მომავალი კვირიდან ბიზნეს სექტორებთან მთავრობის წევრების შეხვედრებს და მათი პრობლემების მოსმენას ეხება. "ინდუსტრიების მიხედვით გავყვეთ. იმისთვის, რომ ინვესტორმა მაგალითად, ენერგეტიკაში ინვესტირება მოინდომოს, ამისთვის აუცილებელია მას ჰქონდეს წარმოდგენა, რა ტიპის ტარიფს მიიღებს - ჯერჯერობით მთავრობისგან ამის ნიშნები არ არის. ენერგეტიკაში ინვესტიციების ვარდნა გვაქვს და თუ ამ პოლიტიკას, ხედვას მთავრობა არ წარმოადგენს, ენერგეტიკაში ვერ ვხედავ, რომ უახლოეს თვეებში სწრაფი ინვესტირების პერსპქტივა იყოს. მეორე - მშენებლობა. ეროვნული ბანკი თუ არ შეამსუბუქებს საბანკო რეგულაციებს, ამ შემთხვევაში ისევ და ისევ გაგრძელდება პრობლემა, რაც იყო და არის - ეს არის მშენებლობაში ინვესტიციების ვარდნა, რადგან დეველოპერმა საბოლოო პროდუქტი თუ ვერ გაყიდა და მყიდველმა ეს გრძელვადიანი დაკრედიტებით ვერ მიიღო, იქნება პრობლემა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. ამავე კონტექსტში ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან მოსალოდნელი რეგულაციები გაიხსენა. "სამედიცინო სფერო ბოლო პერიოდში საინვესტიციოდ ძალიან მომხიბვლელი იყო, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც მან მთავრობის დამტკიცების დროს გააკეთა, გარკვეული ბუნდოვანება შეიტანა და მე ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მოახერხოს და ეს მიმართულება განმარტოს, რას გულისხმობდა მინისტრი. ჩვენ მზად ვართ, მინისტრთან შეხვედრა მოვაწყოთ და მან იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში არიან, განუმარტოს, რა ტიპის ახალ რეგულაციებზეა საუბარი", - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ როგორც მიმდინარე წლის 4 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების ყველა კლინიკისთვის გათანაბრებას ითვალისწინებს. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ცვლილება ამჟამად ჯანდაცვის სისტემაში არსებულმა რიცხობრივმა მონაცემებმა განაპირობა. "პაციენტების ჯიბიდან გადასახადი თანხა 20-22%- აღემატება, ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35%-ზე მეტია. აღნიშნული მონაცემები სისტემურ ცვლილებების საჭიროებას ნათლად წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს, რაც ყველა კლინიკისთვის ითვალისწინებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და რა თქმა უნდა ხარისხს. ეს ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტის გახდება", - განაცხადა ტიკარაძემ.

https://bm.ge/ka/article/ra-mimartulebit-schirdeba-bizness-mtavrobis-daxmareba---pasuxi-giorgi-gaxarias-/41346/

---

 

03.10.2019

ბიემჯი

რატომ არის მიუღებელი შრომის კოდექსში ცვლილებები - დამსაქმებელთა ასოციაციის არგუმენტები

"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა განიხილეს და საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს. ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა ცხაკაიამ კანონპროექტიდან ის ძირითადი მუხლები გამოყო, რაც კერძო სექტორისთვის განსაკუთრებით პრობლემურია. "მოგეხსენებათ, შემოთავაზებული პროექტით, 48 საათით იზღუდება სამუშაო დრო, რომელშიც შედის მხოლოდ 40-საათიანი ნორმირებული სამუშაო დრო, პლიუს 8-საათიანი ზეგანაკვეთური სამუშაო დრო კვირაში. ვფიქრობთ, რომ ამ შეზღუდვის ყველა სექტორზე გავრცელება ქართული ბიზნესისთვის ნაადრევია და ამან გარკვეული პრობლემები შეიძლება შექმნას არა მხოლოდ დამსაქმებლებისთვის, არამედ, თავად დასაქმებულებისთვისაც, რომელთაც სურვილი აქვთ, 48 საათზე მეტი იმუშაონ და ასეთი ბევრია დღეს საქართველოში. კანონპროექტით სტაჟირებასთან დაკავშირებითაც წესდება შეზღუდვები, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ მძიმედ დააწვება თვითონ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სურვილი აქვთ, სტაჟირების მეშვეობით მიიღონ ცოდნა და ის უნარები შეიძინონ, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა არ იძლევა", - განმარტა შალვა ცხაკაიამ. შეხვედრას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" იურისტი თინათინ ქემაშვილი აღნიშნავს, რომ "შრომის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ამ დარგში სერვისების მიწოდებას შეაფერხებს. "დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სპეციფიკური დარგისთვის, როგორიც არის სამედიცინო სფერო და დაწესებულება. სამუშაო დროის შეზღუდვა, ასევე ალტერნატიულ სამუშაოზე დასაქმების შეზღუდვა, პირველ რიგში, პრობლემას შეუქმნის სამედიცინო დაწესებულებას იმ ფონზე, როცა სამედიცინო სფეროში კადრები ისედაც დეფიციტურია. ამ რეგულაციებით სამედიცინო სფეროში ფაქტობრივად, რისკის ქვეშ დგება სრულყოფილი სამედიცინო სერვისის მიწოდება პაცინტებისთვის", - განაცხადა თინათინ ქემაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "შრომის კოდექსში" ცვლილებები რამდენიმე სამსახურში ერთდროულად დასაქმებაზე შეზღუდვებს აწესებს, ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებს ითვალისწინებს, სტაჟირების პირობებს ამკაცრებს და კიდევ არაერთ სიახლეს გვთავაზობს, რასაც კერძო სექტორი ეწინააღმდეგება. დიმიტრი ცქიტიშვილის გარდა, "შრომის კოდექსით" დასაქმებულთა შრომის საათების გაკონტროლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და საბჭოს წევრს ილია ვერძაძეს სურთ. მათ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვით, კვირაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური მუშაობა იკრძალება.

https://bm.ge/ka/article/ratom-aris-miugebeli-shromis-kodeqsshi-cvlilebebi---damsaqmebelta-asociaciis-argumentebi-/41348/

---

03.10.2019

პია ჯი

ქუტირის ფსიქიატრიული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

„ქუტირის აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და 2022 წლის 1 ივლისამდე დასრულდება“. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, პროექტი კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ფსიქიატრიული დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადაკეთებას ითვალისწინებს. ცენტრი 454 საწოლზე იქნება გათვლილი და ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის, რომელთაც გრძელვადიანი მოვლა სჭირდებათ ქუთაისში, ფოთსა და სენაკში 4 საცხოვრისი აშენდება, მათ შორის 2 ქუთაისში, 1 ფოთში და 1 სენაკში. აღნიშნული პროექტის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამკურნალო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათთვის შესაბამისი, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.

https://pia.ge/post/284869-qutiris-fsiqiatriuli-klinikis-reabilitaciis-proeqtis-ganxorcieleba-daiwyo

ინფო9 - http://www.info9.ge/chven-shesakheb/214402-qutiris-fsiqiatriuli-klinikis-reabilitaciis-proeqtis-gankhorcieleba-daitsyo.html?lang=ka-GE

ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/566514-kutiris-psikiatriuli-klinikis-reabilitaciis-proektis-ganxorcieleba-daicqo?fbclid=IwAR2d0MnC_IUmhSB3cMEgd2BJ_krcEHCQ6n80_jHmC0v04kZZGWYpky_X7xs

1 ტვ ჯი- https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2F1tv.ge%2Fnews%2Fqutiris-fsiqiatriuli-klinikis-reabilitaciis-proeqtis-gankhorcieleba-daiwyo%2F%3Ffbclid%3DIwAR32IbxTRZLa4gNjQUwkclRWcw4C3UDUesB8KyLfC_eyG8JtpKBOkvX-RDs&h=AT3_WZSnAAI72r7oKAZb6BmoNgo2GTjPU2PjGA5fSOvaHAVJckFTiltlSmAkY3vBi1ofxyfZEiKqiLruTq6S5hT9JTd25coH86VNsUSufkvI9o1fjJS8FrseLN5YdsqP84uhY0PDRxTDunfc

---

 

03.10.2019

ბიპიენი

 

მედალფას" იურისტის შეფასებით, "შრომის კოდექსში" ცვლილებები რისკის ქვეშ აყენებს პაციენტებისთვის სრულყოფილი სამედიცინო სერვისის მიწოდებას

ბიზნეს სექტორს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები კვლავ რჩება. კომპანიებისთვის მიუღებელია დაგეგმილი რეგულაციების ყველა სექტორზე გავრცელება. კერძო სექტორი მიიჩნევს რომ კანონპროექტის ინიცირებული ფორმით დამტკიცებამ შესაძლოა უმუშევრობა გაზარდოს, ხოლო ხელფასები შეამციროს. რეგულაციები დღეს დამსაქმებელთა ასოციაციაში განიხილეს. დამსაქმებელთა ასოციაციისთვის ყველაზე პრობლემური ცვლილებები უკავშირდება ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირებას. კერძო კომპანიებისთვის ასევე პრობლემურია სტაჟირებასთან დაკავშირებული შეზღუდვა. კიდევ ერთი სადავო მუხლი და რეგულაცია უკავშირდება დადგენილ ლიმიტებს, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული აჭარბებს ამ ლიმიტებს კანონპროექტში წერია რომ მას ეზღუდება სხვა სამუშაოს შეთავსებაც. სამედიცინო სექტორი ჩვენთან საუბარში ამბობდა რომ შრომის ბაზარზე ისედაც არსებობს კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო ცუდ ვითარებაში აღმოჩნდებიან დამსაქმებლები. კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები განმარტავენ რომ პროექტის მიღების შემდეგ ქვემდებარე აქტებით უნდა გაიწეროს თუ რა ტიპის და სექტორში დასაქმებულებს აღარ შეეძლებათ შეითავსონ ზეგანაკვეთურის გარდა სხვა სამუშაო. დიმიტრი ცქიტიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ შესაძლოა ეს ისეთი სფერო იყოს როგორიც არის მეტროს მემანქანეობა და დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით ეს შეზღუდვა შეეხებათ იმ პროფესიის ადამიანებს, რომელთაც მესამე პირის მიმართ აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობები. როგორც დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება უკვე მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება, მანამდე კი კვლავ გაგრძელდება საჯარო განხილვები და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციები

https://www.bpn.ge/article/61193-medalpas-iuristis-shepasebit-shromis-kodeksshi-cvlilebebi-riskis-kvesh-aqenebs-pacientebistvis-srulqopili-samedicino-servisis-micodebas/

---

03.10.2019

პია ჯი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო კლინიკური სერვისების გაძლიერებას განაგრძობს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განაგრძობს მიმდინარე წლის თებერვალში გაცხადებული პროექტების განხორციელებას და კლინიკის ბაზაზე არსებული რეანიმაციული განყოფილების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. "კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტების რეფერირება ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში განხორციელდება, სადაც პაციენტებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული გარემო შეიქმნა. უახლესი აპარატურით აღიჭურვა სამედიცინო სივრცე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს პალიატიური მომსახურებისთვის საჭირო სერვისებს. ახლადგახსნილ განყოფილებას დაემატა ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური. მკურნალობის პროცესში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მშობლებისა და პაციენტების ურთიერთობას სპეციალურად მათთვის შექმნილ ადაპტირებულ გარემოში. ახალი პალიატიური განყოფილების პაციენტებს სამედიცინო სერვისს ამ დარგში გადამზადებული მედპერსონალი მიაწვდის. იაშვილის კლინიკიდან რეფერირების პროცესი ყველა კლინიკური სტანდარტის დაცვით განხორციელდება",- ნათქვამია განცხადებაში.

https://pia.ge/post/284821-m-iasvilis-saxelobis-bavsvta-centraluri-saavadmyofo-klinikuri-servisebis-gazlierebas-ganagrzobs

---  

03.10.2019

კვირა ჯი

“ჩემმა ქმარმა თავი მოიკლა, ლუკმაპურის გარეშე დავრჩით” – აბესაძეების რვაშვილიან ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

აბესაძეების ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მათ საცხოვრებელში არც შუქია და არც სველი წერტილები, 8 არასრულწლოვან ბავშვს გაუსაძლის პირობებში უხდება არსებობა. “ჩერნოვეცკის ფონდი” მათ დედას, თამარ აბესაძეს ესაუბრა: – თამარ, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში? თამარ აბესაძე: ჩემი ოჯახი 3 თვის წინ უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. აქამდე გარდაბნის რაიონის სოფელ მთის ძირში ვცხოვრობდით. ძალიან ადრე გავთხოვდი. 16 წლის ვიყავი პირველი შვილი, ლევანი, რომ შემეძინა! მე თვითონ მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილები. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ქმარი მხარს მიჭერდა ამაში. არ ვიყავით მდიდრები, მაგრამ სითბოსა და თანხმობაში ვცხოვრობდით. ლევანის შემდეგ ჯონი გაგვიჩნდა, შემდეგ მურმანი. სამი ბიჭის შემდეგ კი ნანატრი გოგოები შეგვეძინა – ჟანა, მაკა და ანამარია. ეს უბრალოდ ბედნიერებაა! – კონკრეტულად რამ შეცვალა თქვენი ცხოვრება უარესობისკენ? თამარ აბესაძე: 4 წლის წინ ჩემს ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მან ვერ შეძლო მუშაობა, უფსკრულის პირზე ვიდექით. ჩემმა ქმარმა სმა დაიწყო. დანაზოგიც კი აღარ გვქონდა და ლუკმა პურის გარეშე დავრჩით. იმდენად დამცირებულად გრძნობდა თავს, რომ ერიდებოდა ბავშვების, სახლშიც კი არ მოდიოდა. ერთ უბედურ დღეს კი თავი მოიკლა… – სოფლიდან როდის წამოხვედით? თამარ აბესაძე: იმ პერიოდში ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით სოფელში და ჯართს ვაგროვებდით: სახლის ქირას ვიხდიდით, კომუნალურებს, როგორღაც გაგვქონდა თავი. ერთხელაც, ჩემი უმცროსი გოგო ანა-მარია მეორე სართულიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა… ძალიან შევშინდით! გამოკვლევები ჩავუტარეთ, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაც დაგვჭირდა. ქირისთვის გადადებული თანხა სულ წამლებში დამეხარჯა. ვერ გადავიხადეთ ქირა და სახლიდან გამოგვყარეს. მესამე თვეა, რაც ამ დანგრეულ შენობაში შევსახლდით. ლევანი 17 წლის არის, ჯონი – 15, მურმანი – 12, ჟანა – 10, მაკა – 6, ანა-მარია კი 4 წლის. – ეს გოგოები ვინ არიან, ისინიც ხომ აქ ცხოვრობენ? თამარ აბესაძე: ეს ანაა, ჩემი დისშვილი. 15 წლის არის და თითქმის 8 წელია ჩემთან ცხოვრობს. ჩემი და თურქეთში წავიდა და მას შემდეგ ღვიძლი შვილივით მყავს. ეს კი შორენაა, 19 წლის. 8 თვის წინ ისიც ჩემი შვილი გახდა. ჩემს უფროს ბიჭს შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა. – ღმერთის გწამთ? თამარ აბესაძე: ღმერთს ყოველდღე ვემადლიერები იმისთვის, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები არიან! ეს ერთადერთია, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდება არ ვიცი რა გვეშველება. თირკმლის გაყიდვასაც კი ვფიქრობდი, მაგრამ ბავშვებმა გადამაფიქრებინეს. – შვილიშვილებს არ ელოდებით? თამარ აბესაძე: ჯერ არა, მაგრამ თუ დაორსულდება ასეთ საშინელ პირობებში, მუდმივ შიმშილსა და სიცივეში, ეს ღვთის ნება იქნება! იმედი მაქვს, რომ ღმერთი შეგვიბრალებს, და შვილიშვილებს ისეთ ოთახში მაინც გავზრდი, რომელსაც ფანჯრები და წესიერი ჭერი ექნება! – როგორ უძლებთ ამ ყველაფერს? თამარ აბესაძე: იმასაც ვერ ვამბობ, რომ ჭერი გვაქვს, იმასაც ვერ ვამბობ, რომ ოთხ კედელში ვცხოვრობთ. ერთი კედელი არ არის აქ მთელი, წყალი, გაზი და შუქიც კი არ გვაქვს, ტუალეტი, რომ ტუალეტია ეგეც კი არ გვაქვს. გთხოვთ, ნუ მეკითხებით როგორ ვუმკლავდებით ყველაფერ ამას – ვერანაირად ვერ ვუმკლავდებით! მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი აბესაძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს. ამ ოჯახს ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი ესაჭიროებათ! თამარ აბესაძის ტელეფონის ნომერია: 588 88 73 27 თანხა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE64BG0000000470458000 ან GE42LB0115113036665000 (დანიშნულება: აბესაძეების ოჯახი) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/523-abesadze

http://kvira.ge/504047

---

02.10.2019

ბიპიენი

დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები განიხილება

3 ოქტომბერს, 14:30 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავს და პოზიციებს წარადგენს. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების პაკეტი შეეხება შემდეგ საკითხებს: წინასახელშეკრულებო ურთიერთობა; დასაქმების კანდიდატის ინფორმირება; ვადიანი ხელშეკრულების დადება; სამუშაო დროის ხანგრძლივობა; ზეგანაკვეთური სამუშაო; შვებულება; დროებითი შრომისუუნარობა; ხელშეკრულების შეწყვეტა; ხელშეკრულების შეწყვეტის წესი; კოლექტიური დათხოვნა; ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები; შრომითი დავა; გაფიცვა და ლოკაუტი. განხილვის პროცესს "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია წარუძღვება. შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც წარედგინება შესაბამის სტრუქტურებს.

https://www.bpn.ge/article/61133-damsakmebelta-asociaciashi-shromis-kodeksshi-mosalodneli-cvlilebebi-ganixileba/

---

02.10.2019

კვირა ჯი

დიმიტრი ხუნდაძე: ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია

როდესაც დადგენილი წესები და საჯარიმო სანქციები ვერ აღწევს მიზანს, საჭიროა რეგულაციების შემოღება და ზოგჯერ, არსებულის გამკაცრებაც, – ასე აფასებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, თბილისის მერის ინიციატივას სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდის შესახებ. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, საქართველოში ყოველწლიურად 5-დან 10 ათას ტონამდე სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნება, ხოლო აქედან 2 ტონამდე სახიფათო ნარჩენია, რომელიც ეპიდემიის გავრცელების მაღალ რისკს ქმნის. „ხშირია ფაქტები, როდესაც საყოფაცხოვრებო სანაგვე ურნებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო ნარჩენები ხვდება. ეს, განსაკუთრებით, სამედიცინო კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე შეინიშნება. როდესაც დადგენილი წესები და საჯარიმო სანქციები ვერ აღწევს მიზანს, საჭიროა რეგულაციების შემოღება და ზოგჯერ, არსებულის გამკაცრებაც. ამიტომ, მივესალმები ქალაქ თბილისის მერის ინიციატივას, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 12-ჯერ გაიზარდოს და გახდეს 5 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგ ოდენობას მიაღწიოს და შეადგინოს 10 ათასი ლარი. ვფიქრობ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ისევ პირველ პრიორიტეტად რჩება, ამიტომ ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა. სამართალდამრღვევმა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაითვალისწინოს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

http://kvira.ge/503818

---

 

ბეჭდური მედია

 

მედიასაშუალება : ახალი თაობა

ბექა ნაცვლიშვილი: "ცხრა წელზე საუბარმა შიწირა ყველაფერი"

კოალიცია `ქართული ოცნების~ ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. _ ბატონო ბექა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ნოემბერში პოლიტიკას უბრუნდება. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გააქტიურდეს. თქვენ რას უკავშირებთ მათ პოლიტიკაში დაბრუნებას? _ რამდენი ადამიანიც არ უნდა დაბრუნდეს ან ახალი გამოჩნდეს, ქართული პოლიტიკის შინაარსს ვერ შეცვლის. _ მათი დაბრუნება პოლიტიკურ ლანდშაფტს ვერ შეცვლის? _ ვერ შეცვლის! რამდენი ბანკირი შემოვა პოლიტიკაში, რამდენი წარსულში გაბრაზებული და ნაწყენი ადამიანი დაბრუნდება, ეს რას შეცვლის და რას გვიშველის?! მთავარია ახალი იდეები. სახეები, პერსონები მეორე და მეათეხარისხოვანია. ვინც მოდის, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს და ერთმანეთს ებრძვიან. ეს არის ქართული პოლიტიკა, ამას ვერ გასცდა. მთელი პოლიტიკა შოუ გახდა, რომელიც ტელეეთერებში მიდის. ამის შემხედვარე ხალხი კი გაწბილებულია, რადგან მისთვის არაფერი იცვლება. ამ 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ხდება, ეს ცირკი არა და არ მთავრდება. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე დიდი პრობლემა. იდეების ჭიდილი, რეალური ხედვების ჭიდილი არ არის. საქმეს ვინ უკეთ გააკეთებს და როგორ გააკეთებს, ამაზე კი არ არის საუბარი, ოღონდ მე მოვიდე, ამაზეა საუბარი! მითხარით, ვაჟა ერქმევა, არჩილი თუ რაც არ უნდა ერქვას, რა მნიშვნელობა აქვს?! რეალურ ცვლილებებს პო ლიტიკოსები ვეღარ მოახდენენ, პოლიტიკოსები უკვე ვერაფერს ვეღარ შეცვლიან. _ აბა ვინ უნდა შეცვალოს? _ ხალხმა. თავად ხალხი თუ გააკეთებს რამეს. ხაზარაძე და კეზერაშვილი თუ გამოჩნდე ბიან, მათი იმედი არ უნდა გვქონდეს. ოლიგარქები საკმარისად გვყავს პოლიტიკაში, მეტი აღარ გვჭირდება. დახლები კი არ გვჭირდება, გვჭირდება ხალხი, ადამიანები, რომლებიც ტელევიზორებში არ ჩანან. პირადი ამბიციებითა და ურთიერთწყე ნებით გამოწვეული და გაბრაზებული პოლიტი კოსების დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ. უბრა ლო ხალხი უნდა მოვიდეს, გულანთებული ხალხი, რომელიც მოიტანს ცვლილებებს. _ შვიდწლიანი მმართველობა შეაჯამა `ქარ თულმა ოცნებამ~. თქვენ თავის დროზე ამ ერთო ბაში იყავით. რას იტყვით? _ სერიოზული შეჯამება იყო! უკეთესს ვერ ინატრებდი! გულის მომაკვდინებელი იყო ის სიტ ყვა, რომელიც ვითომ აჯამებდა ამ შვიდწლიან მმართველობას. გული მწყდება იმაზე, რომ 2012 წელს ადამიანებში ჩასახული იმედები, ტემპერამენტი, დუღილი, შემართება, უკეთესის მოლოდინი სრუ ლიად დაიკარგა, გაქრა. მეტიც, ადამიანები, პირი ქით, უიმედობაში გადავარდნენ. მთელი სულის კვეთება, ერთიანობის განცდა, რომელიც ნამდვი ლად იყო, დაიკარგა. ცხრა წელზე საუბარმა შეიწირა ყველაფე რი. ადამიანების მდგომარეობა არ გამოსწორე ბულა, ეკონომიკური ვითარება არ გაუმჯობესე ბულა, სამართლიანობა არ აღმდგარა. მართალია, ძალადობა არ არის და სახელმწიფოს რეპრესიუ ლი აპარატი იმდენად ძლიერი არ არის, როგორც მაშინ იყო, მაგრამ განვითარება არ არის. ქვეყანა წინ ვერ მიდის. სამწუხაროდ, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გა დავდგით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმარ თულებით. _ ირაკლი ღარიბაშ ვილმა თქვა, რომ ყველა ხელი სუფლებამ დაკარგა ტერიტო რიები, ჩვენს ხელისუფლებას ტერიტორიები არ დაგვიკარ გავსო. _ ეს რა, ხელისუფლე ბის მახასიათებელი ხომ არ უნდა იყოს?! მცოცავ ოკუპა ციას რას ვუშვრებით?! ადამიანები ქვეყნიდან გადიან, გადიან იმი ტომ, რომ აქ საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ. როდესაც ადამიანებს მომავლის იმედი არ აქვთ და უიმედობაში არიან, ეს ყველაზე დიდი მტერია სახელმწიფოსი. ერთადერთი, რითაც თავს იწონებდა `ქარ თული ოცნება~, ჯანდაცვის რეფორმა იყო, მაგრამ აქაც რა მოხდა _ ერთი ხელით რეფორმა გატარდა, ადამიანებს ამან მართლაც სულზე მიუსწრო, მაგ რამ კერძო კომპანიები გამდიდრდნენ და რეფორ მა წინ ვეღარ წავიდა. ცხადი იყო, რომ ეს რეფორ მა, საბოლოო ჯამში, განწირული იყო. იმის ნაცვლად, რომ ეს შვიდი წელი გამოგ ვეყენებინა ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად, წინა შეცდომების გასააზრებლად, პირიქით მოხდა. ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ შეცდომად. ეს დრო ვერ გამოვიყენეთ. _ რატომ, პოლიტიკური ნება არ არის თუ არ შეუძლიათ საქმის კეთება? _ არავინ იღებს პასუხისმგებლობას. ქვეყ ნის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, გრძელ ვადიან განვითარებაზე აღარავინ საუბრობს. ამ მისიას საკუთარ თავზე არავინ იღებს. არც ერთმა მინისტრმა არ იცის, ხვალ და ზეგ სად იქნება. _ ამიტომ ურჩევნიათ, არა ფერი გააკეთონ? _ რა თქმა უნდა! მეორე, იდეოლოგია, მათი მიდგომა. რა ღაც რწმენა აქვთ, რომ უხილავი ხელი დაარეგულირებს. როგორც ამბობენ, ბაზარი დაარეგულირებს, ბაზრის ყოვლისშემძლეობაზე არი ან ორიენტირებული. _ მაგალითად, რას ამბო ბენ? _ რომ ბაზარი შექმნის სა მუშაო ადგილებს. თურმე ბაზარი გადაარჩენს ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ვერ მიხვდნენ, რომ ეს ფუჭი იმედებია. ჩვენ კიდევ ამის გვჯერა. გვჯერა მსოფლიო ბანკის იმ კვლევების, რომლებიც გვეუბნება, რომ თურმე რაღაც მაჩვე ნებლებით დავწინაურებულვართ, ესპანეთი, იტა ლია, ჩეხეთი უკან მოგვიტოვებია. შემოიტანეს ტაქსის რეგულაციები, რომ ლითაც ადამიანებს ცხოვრება უფრო ურთულდე ბათ, უფრო უძვირდებათ. მოქალაქეები როგორ ჩავახრჩოთ რეგულაციებში, ამას ვფიქრობთ, იმას კი არა, მეტი სამუშაო ადგილი როგორ შევქმნათ. დოვლათის გადანაწილებაზე, მის შექმნაზე არავინ ფიქრობს. ვერ გეტყვით, ეს რისი ბრალია _ გაუბედაობის, უმოქმედობისა თუ მსხვილი ბიზნე სინტერესების დიქტატის, რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლებაზე ვრცელდება. _ ბიზნესინტერესებს ვინ ლობირებს? _ არ ვიცი. ხვალ პარლამენტში შევდივარ კანონპროექტების ინიცირებით მცირე და საშუა ლო ბიზნესთან დაკავშირებით და ვნახოთ, მაგრამ უკვე არის მითქმამოთქმა, ვინ გაიმარჯვებს, ვის უფრო მეტი ძალა ექნება და ა.შ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა გაიგოს და ანალიზი გააკეთოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6376611&name=04.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

მედიასაშუალოება: რეზონანსი

რა ვითარებაა რუსთავის მეხუთე სკოლაში, სადაც 11 წლის მოსწავლეს აქციას უწყობდნენ

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში 2 მანდატური და ფსიქოლოგი დაემატა, ამ ფაქტს რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილი ადასტურებს. ხეჩიკაშვილი აცხადებს, რომ სკოლაში მოსწავლეების უსაფრთხოება დაცულია. მისივე ინფორმაციით, სურვილის შემთხვევაში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი ნებისმიერ ბავშვთან იმუშავებს. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ რადგან საფრთხე ამ დრომდე არსებობს. მშობლებმა დირექტორს პრობლემის მოსაგვარებლად 2 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც ხვალ იწურება. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ისინი აქციებს უკვე ორშაბათიდან განაახლებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6376624&name=04.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---​