| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი 03.10.2019 |
| Received On : | 03.10.2019 08:15 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი
03.10.2019
03.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები
მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მთავრობის სხდომა იწყება
მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მთავრობის სხდომა იწყება. გიორგი გახარია: "კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ნამდვილად ეს ის შემთხვევაა, როდესაც გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და საქართველოს მოქალაქეებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შევიტანეთ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი ერთობლივი მუშაობის შედეგად საკმაოდ დაბალანსებული გამოგვივიდა. მასში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან. ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება, თუმცა კოორდინირებული მუშაობა შემდგომში, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღურ ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ, ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2.7%, რომელიც სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს კიდევ ერთი ფაქტი ბიუჯეტის დაბალანსების. კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს. ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგალითად ლარის კურსი, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტური. მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და რაც მთავარია უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე, სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ, როგორ კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა. ამ ზომების შედეგად ჩვენ საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდა დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენ ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორალურ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ეკონომიკაში, იყოს აღმოფხვრილი. ესაა ჩვენი საერთო დავალება, უახლოეს პერიოდში და ყველამ ერთად ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6374500
---
02.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
აქცია იაფი მედიკამენტი
აქცია იაფი მედიკამენტის ფარგლებში კახა კუკავამ ერთ-ერთ პენსიონერს შეღავათინ ფასად პრეპარატი მიყიდა. პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერმა მედიკამენტი ერთ ლრთჯერადად თურქეთიდან შემოიტანა და დაბალ ფასად გაყიდა. კუკავას გაცხადებით ფართო მოხარებადი მედიკამენტები ქართულ ბაზარზე რეალურ ღირებულებას სამჯერ აღემატება. სწორედ პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროს თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებულ ნებართვაზე წერილობით მიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6373490
---
02.10.2019
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
კუკავას და ნათელაშვილის ინიციატივები
პარტია თავისუფალი საქართველსო ლიდერი მედიკამენტებზე მაღალ ფასს აპროტესტებს. კახა კუკავა იაფი წამლების საკუთარ პროგრამას განაგრძობს. მან რამდენიმე დასახელების წამალი თურქეთიდან შემოიტანა და საქართველოს მოსახლეობას მათ თვითღირებულებაში ურიგებს. კუკავა მედიკამენტების ფართო გავრცელებაში შესაბამისი ნებართვის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროსთვის გეგმავს მიმართვას. შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, რომ 2 ოქტომბერი ქართველების გენოციდის დღედ გამოცხადდეს. შესაბამისი დადგენილების პროექტი მან პარლამენტში შეიტანა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6374059
---
02.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
აქართველოში სამედიცინო დაწსებულების სერთიფიცირება შესაძლოა გერმანული სტანდარტების მიხედვით მოხდეს
საქართველოში სამედიცინო დაწსებულების სერთიფიცირება შესაძლოა გერმანული სტანდარტების მიხედვით მოხდეს. კომპანია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს სხვა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს "კატექიუ ინტერნეიშენალია" რომელსაც სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება ავქვს და სავადმყოფოების სერთიფიცირებს:გერმანიაში, ჩინეთში, ავსტრიაში და ბალტიის პირეთის სხვა ქვეყნებში ახორციელებს. პროექტი პაციენტის უსაფრთხოების დაცვას და საავადმყოფოების მიმართ ნდობის ამაღლეაბს ისახავს მიზნად-აეთია ოფიციალური ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან, იცინიციატივა, სწორედ ამ უწყებას ეკუთვნის. ეკატერინე ტიკარაძე კომპანიის წარმომადგენლებს სამინისყროში შეხვდა. თამარ გაბუნია:"ჯანდაცვის სამინისტრო თანამსრომლობას იწყებს გერმანულ პარტნიორებთან, ვინც დაგვეხმარება ქვეყანაში დაინერგოს კატექიუ სტანდარტები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6373204
1 არხი - მოამბე 21:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6374283
1 არხი 18:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6374085
რუსთავი 2 კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6373933
---
02.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა:მაესტროელები
საშიში კოსმეტიკა
რამდენად ხშირად ვკითხულობთ ეტიკეტს და ვიცით თუ არა კოსმეტიკის, სარეცხი ფხვნილების , შამპუნების ან სხვა საოჯახო ნივთების შემადგენლობა.ხშირ შემთხვევაში საოჯახო ქიმიას ეტიკეტი არ აქვს,ან თუ აქვს ბევრმა არ ვიცით. ქვეყანა, კი რომელიც ძირითადად იმპორტზეა, არ ინტერესდება რა შემოდის საზღვარზე და რას მოიხმარს მისი მოსახლეობა. ამ საკითხზე სახელმწიფოს დუმილს დროდადრო არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებული კვლევები არღვევს. ლაბორატორიული კვლევები ადასტურებს, ქართულ ბაზარზე ბრენდირებულ მაღაზიებსა, თუ ბაზრობებზე არსებული კოსმეტიკა, თუ ჰიგიენური საშუალებები ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ერთ-ერთი კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ-"მომხმარებელი ჯი-ის "დაკვეთით საფრანგეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარდა.რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჩვენ იმ პროდუქციას მოვიხმართ, რომელიც სიმსივნეს ,ასთმას, კანისა და თვალის ღია გაღიზიანებას იწვევს.მაგალითად: თვალის ჩრდილში იყო ტყვია დარიშხანი, ნიკელი ქრომი. ასევე მაღალი იყო მეტალების შემცველობა ფრჩხილის ლაქსა და ტუჩსაცხში. საქართველოში კოსმეტიკისა და ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოებას კანონი არ იცავს. -"გამოთქმა " სილამაზე მოითხოვს მსხვერპლს" არ არის ხატოვანი გამოთქმა და ხშირად ჩვენ ამ სილამაზეს ვწირავთ ჩვენს ჯანმრთელობას "" -აცხადებს სალომე ლაბაძე. -"არსებობს ევროკავშირის სტანდარტები და აუცილებელია ეს სტანდარტები გავითვალისწინოთ, თუმცა მათ გათვალისწინებას ასოცირების ხელშეკრულება არ გვავალდებულებს, ამიტომ სახელმწიფოს კეთილი ნებაა დაინტერესდეს როგორი სტანდარტებია საზღვარგარეთ, და შემდეგ ეცადოს დააკისროს კონკრეტულ უწყებას პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და კოსმეტიკური საშუალებები რომლებიც ჩვენს ბაზარზე იყიდება ამ სტანდარტებს შეუსაბამოს"-სალომე ლაბაძე. ვახტანგ კობალაძე-" სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე ლაბორატორიული კვლევები საერთოდ არ ტარდება,ან აკრედიტაცია არ აქვთ.იმიტომ რომ მოთხოვნა არ არის, არც დანადგარები, სახარჯი მასალა, კვალიფიკაცია პერსონალის და დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ჩვენი კვლევებით ჩვენ ვცდილობთ ვაიძულოთ სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება შემოიღოს სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობაზე სახელმწიფო კონტროლი". -"ჩვენ პირველივე გამოქვეყნებული შედეგბი გავუგზავნეთ პარლამენტის თავჯდომარეს და პრემიერმინიტრს და ერთადერთი გამოხმაურება რაც მივიღეთ ეს იყო,რომ მთავერობის ადმინისტრაციამ ჩვენი წერილი გაუგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და სთხოვა, რომ პასუხი გაეცა და პოზიცია გამოეხატა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია". ინგა ღვინერია-"ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს პროდუქცია, რომელიც არ არის შემოწმებული.უნდა ხდებოდეს ყველა შემოსული საქონლის რეგისტრაცია." -"არის ჯანდაცვის სამინისტროში გადადგმული ნაბიჯები, თუმცა ეს ძალიან აგვიანებს, და მე ვიტყოდი რომ ჩვენი მომავალი თაობა, რომელიც გვეზრდება და ვიტყვით ასე, რომ იმ რეგიონებში სადაც არის ქიმია გამოყენებული უკონტროლოდ ისეთი დაავადებები როგორიცაა: ბავშვთა პათოლოგიები და ონკოლოგიური დაავადებები იზრდება. ამის შესამცირებლად ჩვენ არც ქიმიური კლასიფიკაცია გვაქვს მიღებული, არც მარკირების ახალი წესი გვაქვს მიღებული, არც ნივთიერებების შესახებ ქართულ ენოვანი ბაზა არის მომზადებული, რომ შეძლოს ექიმმა წაიკითხოს, ან მეწარმემ. ეს ნაბიჯები დასაჩქარებელია".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6373928
---
02.10.2019
არხი:რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ
დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის რასაც დეკანოზის ჯანმრთელობის შესახებ მისი ოჯახის წევრები ყვებოდნენ, მსჯავრდებულმა თავად დაადასტურა. "კურიერი" გიორგი მამალაძის ძმას დაუკავშირდა. თორნიკე მამალაძემ "კურიერთან" დეტალურად ისაუბრა დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. როგორც დეკანოზის ძმა ამბობს, მსჯავრდებული მასთან პაემანზე საწოლით ჩაყავთ. თორნიკე მამალაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოთხოვნით ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა. ოჯახი მეორე ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რომელიც ოჯახის და მსჯავრდებულის თხოვნით, წამებისა და ძალადობის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" უნდა ჩაატაროს. დეკანოზის ოჯახის წევრების მსგავსად სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოთხოვნით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ კითხვები "ემპათიის" ხელმძღვანელსაც აქვს, თუმცა, მარიამ ჯიშკარიანი დეტალებზე ვერ საუბრობს. გიორგი მამალაძის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის დაწყებას "ემპათია" კვირის ბოლოდან გეგმავს. პირველი ვიზიტი 4 ოქტომბერს შედგება. ჯიშკარიანის თქმით, კომპლექსური ექსპერტიზის ჩასატარებლად მინიმუმ 2 ვიზიტია საჭირო. ექსპერტიზა, რომელსაც გიორგი მამალაძის ოჯახი არ ენდობა, მსჯავრდებულს 27 ივლისიდან 6 აგვისტოს პერიოდში ჩაუტარდა. დეკანოზის ფსიქიკური მდგომარეობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოთხოვნითა და მსჯავრდებულის თანხმობით "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა" შეისწავლა. უწყებამ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროცესში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად იყო ჩართული და გიორგი მამალაძის პატიმრობის ყველა ეტაპზე ინფორმირებული იყო მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი ის პროცესი, რაც უწყების მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ოჯახისთვის გადაცემას მოჰყვა. დეკანოზის ახლობლებმა მეორე ექსპერტიზა მოითხოვეს. გიორგი მამალაძე ამ დრომდე ციხის საავდმყოფოში რჩება. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან მსჯავრდებული მეორე ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება, უწყებას დეკანოზისთვის სასჯელის მოხდის ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია. "ემპათიის" ხელმძღვანელის თქმით, მეორე ექსპერტიზის პასუხი დაახლოებით 1თვეში იქნება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6374257
---
02.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
ინტერნეტიზაცია; კიბერბულინგი
გადაცემის თემაა ინტერნეტიზაცია, ინტერნეტის შემოჭრა ყოველდღიურ ცხოვრებაში. გადაცემის სტუმარია ჯეოლაბის მენტორი გიორგი ნონიკაშვილი; ნინო კომახიძე- ფსიქოლოგი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6372915
---
02.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილამშვიდობისა
ვაქცინაცია
საქართველოში ოქტომბრის ბოლოდან უკვე სახელმწიფოს მხრიდან შესყიდული ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდება. ვინ შედის რისკ ჯგუფში? - ამაზე გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ სტუდიის სტუმრები არიან დააკადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი და მედიკოსი თემურ მიქელაძე. ხათუნა ზახაშვილი: " ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია ამბობს, რომ გრიტის გართულების ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები არიან ბავშვები 5 წლამდე ასაკში, ხანდაზმული ადამიანები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ორსულები და მედპერსონალი".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6372826
02.10.2019
არხი: ტვ 1
გადაცემა: საქმიანი დილა
მინიმალური პენსია საოკუპაციო ხაზის მიღმა
აფხაზეტის და ცხინვალის რეგიონი ფულის გათეთრების, იარაღით ვაჭრობის და სხვა არალეგალური საქმიანობის საკმაოდ მსხვილ პოლიგონად აქციეს, სადაც დომინაცია აქვს ყველას ადგილობრივი აფხაზების და ოსების გარდა. რთულ ვითარებაშია ადგილობრიცი ინფრასტრუქტურაც. ეპიზოდური ეკონომიკური აქტივობა ძირითადად რუსული გავლენის რამდენიემ ადგილობრივი ბიზნესდაჯგუფების ხელშია. საქართველოს აქვს შანსი მიმზიდველი გახდეს ერთ დროს თავისი სრულფასოვანი მოქალაქეებისთვის. ამის დასტურია ოსი და აფხაზების მიერ ჩვენი ჯანდაცვის სისტემების და დაწესებულებების აქტიური მიმართვიანობა. გასულ წელს განათლებაც აქტიურობდა. საპენსიო უზრუნველყოფის დეტალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში სრულად რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6372029
---
02.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
გრიპის სეზონური აცრები
დადგა შემოდგომა, სახიფათო პერიოდია ვირუსების გავრცელების. ძალიან ხშირად არის საუბარი, რომ "გავცივდი, ან გრიპი მაქვს". ვირუსები არის სხვადასხვანაირი, არის ადენოვირუსები, რინოვირუსები, ა, ბე და ცე ტიპის ვირუსები. ამისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. საქართველოში ოქტომბრიდან იწყება საყოველთაო ვაქცინაცია, რომლის შესახებაც სტუდიაში ინფექციონისტი ფატი გაბუნია საუბრობს. 10:26"ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ ვენდოთ სახელმწიფოს. იმიტომ, რომ ის ვაქცინა, რომელიც შემოდის ქვეყანაში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყიდულობს".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371923
---
02.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კვლევა
საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კვლებადი ტენდენციის მიუხედავად, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება კვლავ პრობლემად რჩება. აისეტმა კვლევა ჩაატარა, რომელიც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გავლენას მიმოიხილავს. როგორც აღმოჩნდა, სქესის შერჩევის პრაქტიკის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ რეგიონების მიხედვით. რამდენად განსაზღვრავს ეკონომიკური პირობები ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭებას, აისეტის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი დავით კეშელავა გაგვაცნობს. (01:05) "გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა აღნიშნული კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა შეგვესწავლა სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები ქვეყანაში."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371915
---
ინტერნეტი
03.10.2019
ინტერპრესნიუსი-
კახა კუკავა - სამედიცინო პრეპარატები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს და როგორც ვყიდულობთ, ისე ვყიდით, გვსურს მაფია დავამარცხოთ
---
03.10.2019
კომერსტანტი- 1 ნოემბრიდან საბანკო არხებით გაყიდული სადაზღვევო პოლისებიდან საკომისიოს მიღება შეიზღუდება
---
03.10.2019
ბიემჯი
რა არის პენსია აფხაზეთში?
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასცა დაპირება, რომ 2020 წელს საქართველოში ასაკობრივი პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის კი დამატებით 30 ლარით (ჯამში 50 ლარით) გაიზრდება. ეს დაპირებაც ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური დახმარებების შესახებ გაცემული სხვა დაპირებები, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებსა და საქართველოს პასპორტის არმქონე პირებს ვერ შეეხება. დღეს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ დაზუსტებული და სანდო სტატისტიკური ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს. რუსული მედიისა და კიდევ სხვა წყაროების მეშვეობით შესაძლებელია გავიგით თუ რა არის დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული რეჟიმისა და კრემლის მიერ გაცემული პენსიების ოდენობა. აფხაზეთში დაახლოებით 50 ათასამდე ასაკით პენსიონერი ცხოვრობს, რომელთა უდიდესი ნაწილიც რუსულ პასპორტს ატარებს. რუსული სააგენტო სპუტნიკის, ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საბაზო პენსია 5,334 რუბლით განისაზღვრება, რაც ლარებში 244 ლარს შეადგენს. 2024 წლიდან კი საბაზო პენსიის მოცულობა 7,131 რუბლამდე გაიზრდება, რაც დღევანდელი კურსით 327 ლარს უდრის. ამასთანავე, აფხაზეთში გაიცემა ადგილობრივი პენსიებიც, რაც მრავალ კრიტერიუმზე არის მიბმული. საბაზო პენსია, რასაც აფხაზეთის ე.წ. “პასპორტის” მფლობელი პენსიონერები იღებენ 1500 რუბლს უდრის, რაც ლარებში 68 ლარსა და 85 თეთრს შეადგენს. ამავე სისტემით, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, ხანდაზმულობის პენსიის დანამატი 200 რუბლს უდრის. განსხვავებული ვითარებაა გალის რაიონში, რომლის მაცხოვრებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს რუსულ პასპორტს, რის გამოც მათი უმეტესობა აფხაზურ პენსიას იღებს. სხვა საფეხურებსა და დანამატებს რაც შეეხება, 100 წელზე უფროსებისა და ომის ვეტერანებისთვის 5000 რუბლის პენსია, მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის კი 1000 რუბლის, ანუ 45 ლარისა და 90 თეთრის შემწეობა არის დადგენილი.
https://bm.ge/ka/article/ra-aris-pensia-afxazetshi/41290/
---
02.10.2019
ბიპიენი
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება შესაძლოა, გერმანული სტანდარტების მიხედვით მოხდეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანული კომპანიის, „კა ტე ქიუ ინთერნეიშენალის“ წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების, გერმანული სტანდარტების მიხედვით, შეფასებასა და მათი სერტიფიცირების თემას. „პროექტი პაციენტის უსაფრთხოების დაცვას და საავადმყოფოების მიმართ ნდობის ამაღლებას ისახავს მიზნად. სერტიფიცირება სავალდებულო არ არის, თუმცა ჩვენი სერტიფიკატი პაციენტებს მისცემს იმის გარანტიას, რომ აღნიშნული დაწესებულება სანდოა და გერმანული სტანდარტების შესაბამისადაა შემოწმებული. იმ შემთხვევაში თუ კლინიკებს სერტიფიკატის აღება სურთ იმ მოთხოვნებს უნდა პასუხობდნენ, რაც ჩვენს კომპანიას გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მეტი სამედიცინო დაწესებულება ჩაერთოს სერტიფიცირების პროგრამაში და მოახერხოს ამ პროცედურის გავლა“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. პირველ ეტაპზე საქართველოსთვის შეფასების კრიტერიუმების ადაპტაცია მოხდება. პროცესი ეტაპობრივი იქნება. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ 2-3 წელიწადში პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი იქნება ჩართული. სამუშაო შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძეც დაესწრნენ. თამარ გაბუნიას თქმით, ხარისხის სტანდარტების დანერგვა სამედიცინო სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას იწყებს. „ჩამოვაყალიბებთ მექანიზმებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, უმოკლეს დროში დაიწყოს ამ სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში. თანამშრომლობა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს აქტიური ჩართულობით შედგება. სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირების პროცესში ჩართვა მათივე სურვილის გათვალისწინებით მოხდება. ეს პროექტი თითოეულ კლინიკას მისცემს საშუალებას, უკეთ გააცნობიეროს, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მისი მომსახურება ჩაითვალოს და იყოს მაღალი ხარისხის. გააუმჯობესებს პაციენტის უსაფრთხოებას და მოგვცემს გარანტიას კარგი კლინიკური გამოსავლების მიღებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. საერთაშორისო კომპანიას სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კლინიკების სერტიფიცირებას გერმანიაში, ჩინეთში, ავსტრიაში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში ახორციელებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი, ჯანდაცვის სისტემაში მაღალი ხარისხის დანერგვაა. პაციენტის უსაფრთხოება და რისკების მენეჯმენტი კომპანიის პრიორიტეტია. სამედიცინო დაწესებულებები 55 კრიტერიუმის მიხედვით ფასდება და სერტიფიკატებსაც ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში იღებენ. კომპანიას 150 ექსპერტი ჰყავს. წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სპეციალისტებს საქართველოშიც გადაამზადებენ.
ინტერპრესნიუსი -
ექსპრესნიუსი- https://expressnews.com.ge/?id=90780
---
02.10.2019
ჯი ბი სი
სამედიცინო ნარჩენების გადაყრაზე კონტროლი მკაცრდება - ჯარიმები 12-ჯერ იზრდება
თბილისი (GBC) - კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება. კახა კალაძის თქმით, რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობა შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა იკრძალება. მისი თქმით, სამედიცინო ნარჩენების გადაყრას თავისი წესი აქვს. შესაბამისად, კონტეინერებში მათი განთავსება სწორედ აღნიშნული წესის მიხედვით უნდა მოხდეს. მისივე განმარტებით, თუ აქამდე დარღვევი ფიზიკური პირი 400 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა ის 5 000 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირი აქამდე ჯარიმდებოდა 1 000 ლარით და ახლა 10 000 ლარით დაჯარიმდება. „მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, რომ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც კლინიკებთან განთავსებული ნარჩენების ურნებში სამედიცინო ნარჩენების განთავსება ხდება, რაც სერიოზული პრობლემაა. სამედიცინო ნარჩენების გადაყრას აქვს თავისი წესი და ის არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში. ამაზე შესაბამის სამსახურებს მაქსიმალური მონიტორინგი დაგვჭირდება, რათა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
http://www.gbc.ge/index.php?m=home&newsid=111111
---
02.10.2019
ჯიბისი
კაკი ზოიძე: კლინიკებმა სამედიცინო ნარჩენების მართვა უნდა უზრუნველყონ
თბილისი (GBC) - ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეპიდემიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად სამედიცინო ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამიტომ გამართლებულად მიაჩნია სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდა. აკაკი ზოიძის თქმით, სამედიცინო ნარჩენების მართვის წესის დარღვევის შემთხვევაში, განვითარებულ ქვეყნებში, ხშირად, ჯარიმაზე მკაცრი სასჯელებია. „არა მხოლოდ ჯარიმები, არამედ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც. საუბარი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანებს, პრევენციის მიზნით, განვუმარტოთ, რომ ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. საუბარია ძირითადად, კლინიკებზე, ეს არ არის ძირითადად, ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი დანაშაული. საუბარია იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც საკმარისი მოგება და შემოსავალი აქვთ, იმისთვის, რომ უზრუნველყონ სამედიცინო ნარჩენების მართვა ისე, რომ ადამიანებს საფრთხე არ შეუქმნან“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
---
02.10.2019
ბიპიენი
დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები განიხილება
3 ოქტომბერს, 14:30 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავს და პოზიციებს წარადგენს. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების პაკეტი შეეხება შემდეგ საკითხებს: წინასახელშეკრულებო ურთიერთობა; დასაქმების კანდიდატის ინფორმირება; ვადიანი ხელშეკრულების დადება; სამუშაო დროის ხანგრძლივობა; ზეგანაკვეთური სამუშაო; შვებულება; დროებითი შრომისუუნარობა; ხელშეკრულების შეწყვეტა; ხელშეკრულების შეწყვეტის წესი; კოლექტიური დათხოვნა; ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები; შრომითი დავა; გაფიცვა და ლოკაუტი. განხილვის პროცესს "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია წარუძღვება. შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც წარედგინება შესაბამის სტრუქტურებს.
---
02.10.2019
კვირა ჯი
დიმიტრი ხუნდაძე: ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია
როდესაც დადგენილი წესები და საჯარიმო სანქციები ვერ აღწევს მიზანს, საჭიროა რეგულაციების შემოღება და ზოგჯერ, არსებულის გამკაცრებაც, – ასე აფასებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, თბილისის მერის ინიციატივას სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდის შესახებ. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, საქართველოში ყოველწლიურად 5-დან 10 ათას ტონამდე სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნება, ხოლო აქედან 2 ტონამდე სახიფათო ნარჩენია, რომელიც ეპიდემიის გავრცელების მაღალ რისკს ქმნის. „ხშირია ფაქტები, როდესაც საყოფაცხოვრებო სანაგვე ურნებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო ნარჩენები ხვდება. ეს, განსაკუთრებით, სამედიცინო კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე შეინიშნება. როდესაც დადგენილი წესები და საჯარიმო სანქციები ვერ აღწევს მიზანს, საჭიროა რეგულაციების შემოღება და ზოგჯერ, არსებულის გამკაცრებაც. ამიტომ, მივესალმები ქალაქ თბილისის მერის ინიციატივას, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 12-ჯერ გაიზარდოს და გახდეს 5 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგ ოდენობას მიაღწიოს და შეადგინოს 10 ათასი ლარი. ვფიქრობ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ისევ პირველ პრიორიტეტად რჩება, ამიტომ ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა. სამართალდამრღვევმა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაითვალისწინოს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
---
ბეჭდური მედია
მედიასაშუალება : გზა
ხელფასი და პენსია იზრდება...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 2020 წლის ბიუჯეტში პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პენსიის გაზრდაა გათვალისწინებული. "პრინციპების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის 20 ლარით პენსიის გაზრდა. გარდა ამისა, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით" - განაცხადა გახარიამ. ამასთან, პრემიერმა 2020 წელს გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ხელფასების ზრდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა მასწავლებლების, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, სამართალდამცავებისთვის, ჯარისკაცებისთვის, ექიმებისთვის და ა.შ.
---
მედიასაშუალება : გზა
ამბები დაჩაგრულ და მოძალადე ბავშვებზე
რუსთავის N5 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე 30 სექტემბერს დილიდან ხმაური იყო. მშობლები და მოსწავლეები სკოლიდან იმ გოგონას გარიცხვას ითხოვდნენ, რომელსაც მასწავლებელი კიბიდან დაგორებაში ადანაშაულებს. ინციდენტი 27 სექტემბერს მოხდა. მუსიკის პედაგოგი მე-6 კლასელ გოგონას ფიზიკურ ძალადობაში ამხელს. ნანა წიქარიშვილი ტვინის შერყევით კლინიკაში მოხვდა. ის აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გოგონას მას უთვალთვალებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და დასცინოდა. ბავშვის დედა მისი შვილის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალს აბსურდულს უწოდებს. აცხადებს, რომ პედაგოგი ცრუობს და მისი შვილის უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. დედა შვილის სკოლიდან გადაყვანას არ აპირებს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. საქმეში პოლიციაა ჩართული და გამოძიება დაადგენს სიმართლეს, თუმცა ამ ფაქტმა განათლების სისტემაში არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოსწია. აშკარად გამოჩნდა, რომ ბევრი პრობლემა მოუგვარებელია. განათლების მინისტრი დღის ბოლოს გამოეხმაურა ფაქტს და თქვა, რომ მზად არის, შეხვდეს აქციის მონაწილე მშობლებს. ჩაგვრის თემა მწვავეა და ამას ეს ფაქტიც ადასტურებს. ისიც ცალსახაა, ვერა და ვერ მოახერხა განათლების სამინისტრომ ამ კუთხით განათლების სისტემასი მჭიდრო ღონისძიებების გატარება. ფსიქოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გოგონა თავად გახდა ჩაგვრის მსხვერპლი.
---
მედიასაშუალება : რეზონანსი -
დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება - დიმიტრი ხუნდაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებით დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება,- ამის შესახებ ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „პირისპირში" ისაუბრა. ხუნდაძემ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, საქართველო პრაქტილულად ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს C ჰეპატიტის პროგრამას სთავაზობს. „გავზარდეთ წამლით უზრუნველყოფის პროგრამა 10-დან 20-მდე მილიონამდე. ეტაპობრივად მოვახდენთ ქრონიკული დაავადებების და ასევე, შემდეგი ეტაპი იქნება სხვა დაავადებებისათვის საჭირო პრეპარატებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ცე ჰეპატიტის პროგრამით ჩვენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, რადგან ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს ამ პროგრამას სთავაზობს ამერიკელი მეგობრების დახმარებით". - განაცხადა ხუნდაძემ. პარლამენტარმა მშობიარობის დაფინანსების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იმ ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები. „დემოგრაფია - ეს არ არის მხოლოდ შობადობისა და სიკვდილიანობის თვლა, ეს არის პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ შემოვიტანეთ პროგრამა, რომელიც მუშაობის 2014 წლიდან და ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვი დაფინანსდება იმ კრიზისულ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ ჭარბობს სიკვდილიანობა შობადობას - ბარში 150 ლარის ოდენობით და მთაში 200 ლარის ოდენობით, სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება". - აღნიშნა ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძე პატიმართა მდგომარეობასაც შეეხო. „გახსოვთ, 2003 წლის შემდეგ პატიმართა რიცხვი როგორ მზარდი იყო და 2003 წლიდან 3500-დან თითქმის 25 ათას მიაღწია პატიმართა რაოდენობამ. აქ რეპროდუქციული ასაკი იყო თითქმის 60-70%. ეს იყო პირდაპირი გენოციდი საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ჩვენ ამ პროგრამებს დავუპირისპირეთ ერთი ის, რომ საპატიმრო პროგრამები შევცვალეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ასევე, შობადობის წამახალისებელი პროგრამა შემოვიტანეთ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, მთის კანონი ეს არის მთის გადარჩენის და პრაქტიკულად ქვეყნის ყველაზე კრიზისული მიმართულების ხსნის პროგრამა. „მთაში სოციალური პროგრამასთან ერთად, წავახალისეთ მეწარმეებიც, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები თუ მეწარმე მთის სტატუსის მქონე რეგიონში შექმნის საწარმოს ის თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისაგან 10 წლის ვადით", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ხუნდაძემ ომში დაღუპულთა ოჯახებიც ისაუბრა და თქვა, რომ მათ დახმარების სახით 1000-ლარიანი ყოველთვიური დახმარება მიეცათ. „რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ეს არ არის კომპენსაცია იმ ზიანისა, რაც ამ ოჯახებმა მიიღეს, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, რაც არის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის და პრაქტიკულად ქვეყნის ღირსების საკითხი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ
---
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ბავშვებში ფსიქიკურ აშლილობებს ჰაერის დაბინძურებასაც უკავშირებენ
26 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა მცირე ხნითაც კი ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკს ზრდის. იმ დღეებში, როცა დაბინძურება იზრდება, შფოთვითი აშლილობების და დეპრესიის ინციდენტებიც მატულობს.. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, პი-ემ 2.5 გარემოში ხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური გზით. ძირითადად მისი წყაროა შიდა წვის ძრავების გამონაბოლქვი, როგორც დიზელის, ისე ბენზინის.
---