| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი 27.09.2019-- 30.09.2019 |
| Received On : | 30.09.2019 09:26 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი
27.09.2019
ტელევიზია
არხი- იმედი - ქრონიკა 14:00
კრაზანების შემოსევა გურიაში
კრაზანების შემოსევა გურიაში.ადგილობრივების ინფორამციით ბოლო 1 კვირაა სუფსაში განსაკუთრებვით დიდი რაოდენობით მწერია. კრაზანების უმეტესად ხის ფუღუროებსა და მიტივებულ სახლებში ბინადრობენ.ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მიმართვიანობის გაზრდაზე საუბრობენ კლინიკებშიც.
-----
27.09.2019
არხი: რუსთავი2 კურიერი 18:00
ამ წუთებში თუშეთში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, დაღუპულია უცხოელი ტურისტი.
ამ წუთებში თუშეთში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, დაღუპულია უცხოელი ტურისტი. კურიერის ინფორმაციით, ტურისტული ჯგუფის 7 წევრი, ომაოსკენ ველოდეიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზიდან ერთ-ერთი გადავარდა. მაშველებმა ცხედრის ამოყვანა რამდენიმე წუთის წინ შეძლეს. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც რამდენიმე თვის წინ ტრაგედია მოხდა. ვაჟა ნასტყიდაშვილი:"ადგილზე არის მობილიზებული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6363166
ტელევიზია
არხი: აჭარის ტელევიზია
გადაცემა: მთავარი 20:00
მწერების მომრავლებას უჩივიან ფოთში
მწერების მომრავლებას უჩივიან ფოთში,ამბობენ რომ მისი ნაკბენი ალერგიულ რეაქციას იწვევს, ასეთი ნიშნებით 3 ადამინაი სამედიცინო დაწესებულებაშიც მოხდა .მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს რომ მწერების გავრცელების წყარო პორტში იმპორტირებული ხორბალია, რომელსაც ნავსადგურის ადმინისტრაციაში კატეგორიულად გამორიცხავენ.ფოთის მერიაში განაცხადეს რომ ქალაქის შეწამვლას დღეს გეგმავდნენ.თუმცა არც თათბირი ჩატარებულა და არც ქალაქი შეუწამლავთ.ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს რომ აღნიშნული ჭიანჭველა რამდნეიმე დღეში თავისით იღუპება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6363834
27.09.2019
ტელევიზია
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სამდღიანი გაფიცვის შემდეგ ტყიბულში ახლა სიმშვიდეა
სამდღიანი გაფიცვის შემდეგ ტყიბულში ახლა სიმშვიდეა. ნათია თურნავა:" მთავარი ჩვენი კონტროლის სფერო იქნება, თუ როგორ არის დაცული მეშახტეების შრომის უსფრთხოების პირობები. რაც შეეხება ვალდებულებების მეორე ნაწილს, ეს არის თბოსადგურის აშენება, რომელიც იმუშავებს ტყიბულის ნახშირზე".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6363773
ტელევიზია
არხი. ტვ. პირველი
გადაცემა : საქმის კურსი 22:30
ტყიბულის შახტებს ახალი მფლობელი ჰყავთ
ტყიბულის შახტებს ახალი მფლობელი ჰყავთ. ოფიციალური ვერსია ასეთია: საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა საქნახშირისთვის ინვესტორი კომპანია, "სთილ ინთერნეიშენალ თრეიდ ქომფანი", თავად იპოვა. ჯიაიჯიმ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტასა და ბაზრიდან გასვლაზე მზაობა ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში გამოხატა. ნაციონალური მოძრაობის მთავრობის პერიოდში, ჩვენი ინფორმაციით, ჰაიდელბერგცემენტს ჰქონდა არაოფიციალური ვალდებულება, რომ შეეძინა ქართული ნახშირი, სანაცვლოდ კი რკინიგზამ მას ტრანსპორტირების ტარიფები შეუმცირა. 2014 წლიდან, მაშინ პრემიერი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილი იყო, საქნახშირის მენეჯმენტი ელაპარაკებოდა ჩინელ ინვესტორებს ტყიბულში თბოელექტროსადგურის აშენებაზე. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანელ ექსპერტებს შახტების შესწავლა დაუკვეთა, ჯიაიჯიმ თქვა, რომ ისინი შახტებში დებდნენ ინვესტიციებს ტექნიკური უსაფრთხოების გასამართად. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, "სთილ ინთერნეიშენალ თრეიდ ქომფანი" 2018 წლის დასაწყისშია რეგისტრირებული. მისი მესაკუთრეა გიორგი ჭელიძე და მას ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 120 ათასი ლარი აქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში შეწირული. ერთადერთი პირი, ვინც ტყიბულის შახტების ახალი მფლობელი კომპანიის სახელით საუბრობს, ალექსანდრე ჩოჩიაა, რომელიც ბიზნეს რეესტრის მონაცემებით 2018 წლიდან შპს ჯორჯიან მარგანეც მენეჯმენტის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ამავდროულად. ნათია თურნავა: "დაიწყება მოპოვება. იქნება იმდენი ნახშირი, რომ არა მარტო 13 მეგავატს ეყოს, არამედ მინიმუმ 150 მეგავატიანი უნდა იყოს ახალი თბოსადგური. გერმანელი ექსპერტების დასკვნა გადაცემული აქვს დღევანდელ მფლობელ კომპანიას, საქნახშირ ჯიაიჯი ჯგუფს."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6364029
27.09.2019.
ტელევიზია
არხი: 1არხი
გადაცემა მოამბე
წითელას და გრიპის გავრცელების საფრთხე
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს. უწყება მოქალაქეებს გრიპის ვირუსისგან და წითელას ინფექციისგან თავდასაცავად დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. სპეციალისტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, როგორი იქნება დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი წელს, თუმცა შარშანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე რისკები მაღალია. წითელას საწიანაღმდეგო აცრების მაჩენებელი შარშანდელთან შედარებით მაღალია, თუმცა დაავადების გავრცელების მასშტაბების შესამცირებლად ექიმები მას მაინც არასაკმარსიად მიიჩნევენ. ამირან გამყრელიძე: "ეხლა წითელას შემთხვევები რადიკალურად შემცირებულია იანვარ-თებერვალ-მარტთა შედარებით, მაინც შემოდგომაზე მოსალოდნელია, რომ მან კვლავ იფეთქოს."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6364001
27.09.2019.
ტელევიზია
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
დევნილების მოთხოვნა.
დევნილები, რომლებიც მე-10 დღეა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში იმყოფებიან დღეს მინისტრს საგანგებო განცხადებით მიმართავენ. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის ნანა ბუკიას თქმით თუ მათი მოთხოვნები 2 დღეში არ დაკმაყოფილდება პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. მთავარი მოთხოვნები კი მუდმივი საცხოვრებელი ფართით ან დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფაა. დევნილების მოთხოვნებს მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. გიორგი წოწკოლაური: "მსჯელობს ამ საკითხზე კომისია, ასევე მსჯელობს კრიტერიუმებიდან გამომადინარე, რომელი კრიტერიუმებიც შეადგინა რამოდენიმე არასამთვრობო ორგანიზაციამ, ჩვენმა ხელისუფლებამ და ამაში ასევე ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციები."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6363935
28.09.2019
ტელევიზია
არხი : მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
დევნილების პროტესტი
ჯანდაცვის სამინისტროში დევნილების პროტესტი გრძელდება. 11-ე დღეა აქციის მონაწილეები უარს ამბობენ შენობის დატოვებაზე, ვიდრე მათი მოთხოვნა თავშესაფრის უზრუნველყოფაზე არ დაკმაყოფილდება. დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრას ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6364427
28.09.2019
ტელევიზია
არხი : იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00 დევნილების პროტესტი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6364360
28.09.2019
ტელევიზია
არხი : მთავარი არხი. გადაცემა მთავარი ამბები 15:00 დევნილების პროტესტი http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6364838
28.09.2019
ტელევიზია
არხი : იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00 დევნილების პროტესტი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6364793
28.09.2019
ტელევიზია
არხი : მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი მიუნხენში
ჯანდაცვის მინისტრმა მიუნხენში ოფიციალური შეხვედრები გამნართა. ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის ჯანმრთელობის სადაზღვევო მოდელს და იმ რეფორმების განერგვას რასაც საქართველოში ლექტრონული ჯანდაცვის განვითარებას ითვალისწინებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6364381
-----
28.09.2019
ტელევიზია
არხი : იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ჯანდაცვის მინისტრი გერმანიაში სამუშაო შეხვედრებს მართავს
ჯანდაცვის მინისტრი გერმანიაში სამუშაო შეხვედრებს მართავს. ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის "ბავარიის" ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა გერმანიის ჯანმრთელობის სადაზღვევო მოდელის გაზიარებაზე, ასევე იმ რეფორმების დანერგვაზე ისაუბრეს, რაც საქართველოში ელექტრონული ჯანდავის განვითარებას ითვალისწინებს. ეკატერინე ტიკარაძე:"შეხვედრა გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სადაზღვევო კომპანიასთან გაიმართა. მათ თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს და მზადყოფნა გამოთქვეს დაგვეხმარონ".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6364610
28.09.2019
ტელევიზია
არხი : რუსთავი2.
გადაცემა: კურიერი 18:00
ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი მიუნხენში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6365350
28.09.2019
ტელევიზია:
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები
მე-6 კლასელმა მასწავლებელი კიბიდან დააგორა
მე-6 კლასელმა მასწავლებელი კიბიდან დააგორა. ამბავი რუსთავის მე-5 სკოლაში მოხდა. პედაგოგს თავის ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს. დაშავებული ამ დრომდე რუსთავის კლინიკაში მკურნალობს. მდგომარეობა სტაბილურია. რატომ დააგორა მოსწავლემ მასწავლებელი უცნობია. დაწყებულია მოკვლევა. მიხეილ გურასპიშვილი: ,,პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისას იყო საშუალო სიმძიმის. ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევები, ამჟამად პაციენტი მკურნალობას გადის ქირურგიულ განყოფილებაში და მდგომარეობა არის სტაბილური.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6365374
28.09.2019
ტელევიზია
არხი: 1არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ინციდენტი რუსთავის სკოლაში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6365522
29.09.2019
ტელევიზია
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 12:00 , კურიერი 15:00
"თუ საცხოვრებლით არ დაგვაკმაყოფილებთ, ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელს გადავკეტავთ" - დევნილების ულტიმატუმი
ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე დღეა, დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დევნილებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. თუ მათი მოთხოვნა 24 საათში არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან უწყების შესასვლელს გადაკეტავენ და თანამშრომლებს შენობაში არ შეუშვებენ. მათი მთავარი მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაა. ისინი უკვე მეცამეტე დღეა, ქუჩაში დგანან და სამინისტროსგან პასუხებს ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6365897
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366062
ტელევიზია
არხი: 1არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
"თუ საცხოვრებლით არ დაგვაკმაყოფილებთ, ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელს გადავკეტავთ" - დევნილების ულტიმატუმი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366007
ტელევიზია
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
"თუ საცხოვრებლით არ დაგვაკმაყოფილებთ, ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელს გადავკეტავთ" - დევნილების ულტიმატუმი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366118
29.09.2019
ტელევიზია
არხი: რუსთავი2
დევნილები შიმშილობას აანონსებენ
დევნილები შიმშილობას აანონსებენ. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. დევნილებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატული წაუყენეს, თუ მათი მოთხოვნა 24 საათში არ დაკმაყოფილდება ისინი ხვალიდან უწყების შესასვლელს გადაკეტავენ და თანამშრომლებს შენობაში არ შეუშვებენ. მთავარი მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაა. უწყებაში ამბობენ პირველი ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა კანონშესაბამისად ვინ მიიღებს საცხოვრებელს პირველ ეტაპზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366222
ტელევიზია
არხი: 1არხი
გადაცემა: მოამბე
"თუ საცხოვრებლით არ დაგვაკმაყოფილებთ, ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელს გადავკეტავთ" - დევნილების ულტიმატუმი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366200
ტელევიზია
არხი: ტვ პირველი
გადაცემადღის ამბები
დევნილები, რომლებიც ჯანდაცვის სამნისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366459
----------------
ტელევიზია
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00 ახალი ამბები: 14:00
სკრინინგის პროგრამა
რუსთავში მცოხვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამკვლევები ჩაუტარდათ. ცე ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგი დევნილებმა სხვადასხვა დარგის სპეიცალისტების მომსახურება დევნილებმა უფასოდ მიიღეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6365806
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6365986
---
29.09.2019
არხი:ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხნეს. სოციალური დამხრების სააგენტო მიზეზად მაღალ სარეიტინგო ქულაას ასახელებს. მორის მაჩალიკაშვილი 21 ივნისის აქციების შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი გიორგი წოწკოლაური ხვალ შეხვდება მალხაზ მაჩალიკაშვილს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6365940
29.09.2019
არხი: 1არხი:
გადაცემა: მოამბე 15:00
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366009
-----
29.09.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 15:00
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმის ოჯახის მიმართ სოციალური დახმარების შეწყვეტას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფასებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6365996
----
29.09.2019
არხი: ტვ.პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366151
------
29.09.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმის ოჯახის მიმართ სოციალური დახმარების შეწყვეტას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფასებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366247
----
29.09.2019
არხი: 1არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366201
29.09.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366199
30.09.2019
ტელევიზია
არხი: იმედი
გადაცემა : ქრონიკა
ავტოსაგზაო შემთხვევა
ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366746
30.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა : ქრონიკა
პარლამენტში ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის განხილვა გრძელდება
პარლამენტში ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის განხილვა გრძელდება. დღეს ამ დოკუმენტზე ჯანდაცვისა და ევროპასტან ინტეგრაციის ერთობლივ სხდომასა და ასევე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებათა კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით მიმდინარე წელს დაფინანსების გაზრდა 25 მლ ლარით იგეგმება. იზრდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიც. ცვლილებები ასევე შეეხება დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებასაც. ირაკლი კოვზანაძე: 223 მლ იზრდება ხარჯების ნაწილი". რომან გოცირიძ: "ბიუჯეტის განხილვა შეიძლება ითქვას, რომ არის უკანონო და დანაშაულებრივი". აკაკი ზოიძე: "ცვლილებების მიხედვით, ძირითადი აქცენტი განათლების ბიუჯეტის და ხელფასები მატებაზე არის მასწავლებლების".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366701
-----
30.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა : ქრონიკა
ტყიბულში მეშახტეები კუთვნილ ანაზღაურებას დღეიდან მიიღბენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366623
30.09.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 09:00
დღეს იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც დევნილებმა ხელისუფლებას მისცეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366739
-------
30.09.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამებბი 10:00
დღე-ღამის განმავლობაში 2 საათზე მეტი დროით, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლოა აიკრძალოს. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. კანონპროექტის ინიციატორი ხაზს უსვამს, რომ მოქმედი შრომის კოდექსით არ არის გათვალისწინებული კვირის განმავლობაში ზეგანკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა. შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მესამე ნაწილში ვკითხულობთ, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგძლივობა კვირის განმავლობაში აღემატება 40 საათს, 16-დან 18 წლამდე კვირაში 36 საათს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366840
--------------------
30.09.2019
არხი: ტვ.პირველი
გადაცემა : საქმიანი დილა
გერმანიაში ქართველმა პაციენტებმა, შესაძლოა, შეღავათიან ფასში იმკურნალონ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიუნხენში ოფიციალური შეხვედრები გამართა. ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია TK-ს ბავარიის ხელმძღვანელს, ქრისტიან ბრედლის შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრი გერმანიაში „მიუნხენ კლინიკის“ ხელმძღვანელებსაც შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, შესაძლოა ათთან ოფიცილაური ხელშეკრულება გაფორმდეს, რაც ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას და გერმანიაში ქართველი პაციენტების შეღავათიან ფასში მკურნალობას ითვალისწინებს. “მათ აქვთ საკმაოდ მსხვილი სპექტრი დაწყებული ბავშთა ონკოლოგიიდან დამთავრებვული გერიატრიით. ისინი მზად არან მიიღონ ქართველი პაციენტები და ასევე მნიშვნელოვნად დაგვეხმარონ ჩვენი ექიმების გადამზადებაში, რათა სამომავლოდ პაციენტებს, საქართველოში კვალიფიციური დახმარების მიღების საშუალება ქონდეთ“, - განაცხადა მინისტრმა. „მიუნხენ კლინიკის“ სამედიცინო კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის, დოქტორ ულფ დელნერის განცხადებით ისინი მზად არიან ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს და საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6367060
------------------
ბეჭვდითი მედია
--------------------------
პრესა: საქართველოს რესპუბლიკა
მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ
ტყიბულში, მეშახტეების საპროტესტო აქცია ახალი მოთხოვნით განახლდა. მეშახტეები ხელისუფლებისგან ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება მოსახლეობას კომუნალური გადასახადების კუთხით შეღავათს მისცემს და რაიონის მოსახლეობას სოციალური პრობლემების ნაწილს მოუხსნის. ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტემბრიდან საპორტესო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი. როგორც მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში პრობლემების მოსაგვარებლად ჩავა
პრესა: ახალი თაობა
"მოვითხოვთ ეკატერინე ტიკარაძის მოხსნას!"
დევნილები, რომელბიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე 10 დღის განმავლობაში იმყოფებიან, შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათ 27 სექტემბერს მორიგი აქცია გამართეს, რომლის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად, თავშესაფრით უზრუნველყოფა რჩება. დევნილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. -გუშინ საღამოს ჩვენთან გასაუბრება ცადა ორმა მაღალჩინოსანმა - წოწკოლაურმა და გორგაძემ. მათი დამოკიდებულება ჩვენი სენსიტიური საკითხების მიმართ არის უპასუხისმგებლო, ცინიკური, არაადამიანური და არაპროფესიონალური. ამ ბატონებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და ვალდებულები არიან, იზრუნონ ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე, - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ნინო ბუკიამ.
30.09.2019
პრესა: თბილისელები
რატომ მოიხმარს მოსახლეობა უზომო რაოდენობის მედიკამენტებს
ოფიციალური მონაცემებით , ქრონიკული წამლების შესყიდვაში ყოველწლიურად 726 მილიონ ლარს ხარჯავს საკუთარი ჯიბიდან. დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე: - მე,როგორც დემოგრაფმა, შემიძლია, ვთქვა, რომ ამ რაოდენობის მედიკამენტების მოხმარება ლოგიკურად შედეგია იმისა, რომ გვყვას დაბერებული მოსახლეობა. ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკმენტები შემოტანილი აქვთ ლარის გაუფასურებამდე, ინახავენ მარაგებს და შემდეგ უამტებენ ფასებს. მეორე პრობლემა მედიმანტებზე ხელმიუწვდომლობაა. თითქოს ეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლობას, მაგრამ, რომ გადახედოთ ლარად შეძენილი წამლების სარისხს, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ფუჭი მცდელობაა. - როდესაც ამდენი თანხა იხარჯება წამლებზე, რომ შეიძლება, დაიხარჯოს პრევენციაზე, გაჯანსაღებაზე,
დადებით ემოციებზე, მოგზაურობაზე, წვეულებებზე და ადამიანებმა სიამოვნებისთვის მოიხმარონ ეს თანხა. - რა თქმა უნდა, ისეთ დონეზე უნდა იყოს დაავადებების პრევენცია, რომ ექიმების მიერ წამლების გამოწერა იყოს საკმარისი და ოპერაცია არ დასჭირდეს. ამდენად, ჰაერივით აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითრება.
30.09.2019
პრესა: ახალი თაობა
სამგორში სამარშრუტო ტაქსი მანქანას დაეჯახა 1 გოგონა დაშავდა
გუშინ, 29 სექტემბერს, სამგორში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც სამარშრუტო ტაქსის მგზავრი გოგონა მსუბუქად დაშავდა. როგორც `ინტერპრესნიუსს~ შსსში განუცხადეს, დაშავებული გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
----------
პრესა: მთელი კვირა (რეზონანსი)
სამგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
------------------
30.09.2019
პრესა: კვირის პალიტრა
ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის საშიში თუთუნი იყიდება
პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. გადაწყვეტილება პარლამენტში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ახსნეს. იყო მოლოდინი, რომ სიგარეტის გაძვირება მის მოხმარებას შეამცირებდა. მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდამ მოხმარება 3%-ით შეამცირა, თუმცა, რამდენად ზუსტია ეს მონაცემი, ამის თქმა რთულია, რადგან მწეველების დიდმა ნაწილმა გაძვირებული სიგარეტი შედარებით დაბალფასიანი ე.წ. გასახვევი თუთუნით ჩაანაცვლა, რომელიც აქციზით არ იბეგრება და შესაბამისად, მისი ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია. რა ხარისხის თუთუნი შემოდის ქვეყანაში, ამის კონტროლი არ ხორციელდება. ხშირ შემთხვევაში იმპორტირებული ნედლეული ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ჰამბურგის აკრედიტირებულმა ლაბორატორიამაც დაადასტურა. EUROFINS (Hamburg Germany) ლაბორატორიაში საქართველოში სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებული 20 სხვადასხვა სახეობის შესაფუთი თამბაქოს ნიმუში შეამოწმეს. აგრეთვე, ანალიზი ჩაუტარდა, 15 სხვადასხვა სახეობის ყველაზე გაყიდვად სიგარეტსაც. ანალიზმა შეუფუთავი თამბაქოს 20 ნიმუშიდან 11-ში პესტიციდების კვალი აჩვენა, რაც დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. სიგარეტთან შედარებით, შესახვევი თამბაქო შეიცავდა სამჯერ მეტი ოდენობით ბენზპირენს (პოლიციკლური ნახშირწყალბადების ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერება). თუთუნის შემადგენლობაში ბევრად მეტი ოდენობით იყო ქრომი (Cr) და თამბაქოსთვის სპეციფიკური ნიტროზამინების უფრო ფართო სპექტრი. გასახვევი თუთუნის შემადგენლობაში დაფიქსირდა მძიმე მეტალები - სიგარეტთან შედარებით ორჯერ მეტი ტყვია (Pb), და კადმიუმის (Cd) უფრო ფართო სპექტრი. EUROFINS (Hamburg Germany)-ის მეცნიერებმა შესახვევი თუთუნის შვიდ ნიმუშში აღმოაჩინეს მწერსაწინაღმდეგო პრეპარატის (DDT - დიქლორ-დიფენილ-ტრიქოლოეთანი) კვალი, რომლის გამოყენება განვითარებულ ქვეყნებში აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია. ჩვეულებრივი სიგარეტის ნიმუშებში ასეთი ნარჩენები არ დაფიქსირდა. საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის სამ სინჯში აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული თამბაქო. გენმოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენება ბრენდული სიგარეტის წარმოებაში მკაცრად კონტროლდება, რადგან მომხმარებლები მასში განსაკუთრებულ საფრთხეს ხედავენ. ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შემოტანილი თუთუნის შემთხვევაში ამის გაკონტროლება შეუძლებელია. აქციზის განაკვეთის მომატებით მთავრობა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების მიღებას ვარაუდობდა, თუმცა, ასე არ მოხდა. ბიუჯეტმა თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადის საპროგნოზო მოცულობის დაახლოებით 80% მიიღო. ეკონომიკური ექსპერტები ამ დანაკლისს ერთი მხრივ, ქვეყანაში გადასახვევი თამბაქოს დაუბეგრავად შემოტანას და მეორე მხრივ, სიგარეტის კონტრაბანდით ხსნიან. „როცა აქციზს ვზრდით პროდუქტზე, რომლის არალეგალური გზით შემოტანა არის ადვილი, შეუძლებელია, კონტრაბანდის რისკები არ დადგეს. თამბაქო სწორედ ასეთი პროდუქტია და თანაც, ის მეზობელ ქვეყანაში თითქმის 50%-ით იაფი ღირს. საბიუჯეტო შემოსავლებს თუ შევხედავთ, მოსალოდნელი რისკები დადასტურდა. სიგარეტის გაძვირებამ მწეველთა რაოდენობა კი არ შეამცირა, არამედ ყველაზე ცუდი შედეგი დადგა-ისინი დაბალი ხარისხის, უფილტრო სიგარეტის მოხმარებაზე გადავიდნენ. თუ ბრენდირებული სიგარეტი დამუშავებულია და იფილტრება, გადასახვევი თამბაქო ამ ყველაფერს მოკლებულია და ლოგიკურად, ჯანმრთელობაზე მისი მავნე ზემოქმედება მეტია”,- ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი. ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა რეგულაციებმა თამბაქოს სექტორზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. „თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენა ინდუსტრიისთვის კვლავ კრიტიკულ საკითხად რჩება, კომპანიების შეფასებით, მათი ბიზნეს აქტივობა და რეალიზაციის მაჩვენებელი 30-40%-ის ფარგლებში არის შემცირებული. კრიტიკულ საკითხებად რჩება - დაჭრილი თამბაქოს აქციზით დაბეგვრასთან, აქციზის გათანაბრებასთან და თამბაქოს ახალი პროდუქტის დეფინიციასთან დაკავშირებული საკითხები. მიგვაჩნია, რომ თამბაქოს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის თანაბრად სამართლიანი საგადასახადო წესები უნდა არსებობდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გათანაბრება, დაჭრილ თამბაქოზე აქციზის დაწესება. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველომ თამბაქოს ნაწარმის აქციზზე 2024 წლამდე უნდა მიაღწიოს ევროპის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ მინიმალურ განაკვეთს, რაც გულისხმობს 1000 ღერ სიგარეტზე 90 ევროს აქციზის დაწესებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა, რომელშიც გადასახადის ზრდის დინამიკა დროში იქნება გაწერილი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შემუშავდეს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის გრაფიკი. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს ბიზნესის ინტერესები და ის კონტრაბანდული ზეწოლის რისკები, რაც შესაძლოა, თან ახლდეს აქციზის განაკვეთის ცვლილებას ზრდის მიმართულებით”,-აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე. „გაუაზრებელი საგადასახადო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში შემოდის გაურკვეველი წარმომავლობის შესახვევი თამბაქო. არავის შეუმოწმებია რა ხარისხისაა ეს პროდუქტი და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას. ამავე დროს, ამ თამბაქოს იმპორტიორები ბიუჯეტში გადასახადს არ იხდიან. მთავრობის წარმომადგენლები აქციზის გაზრდას იმით ხსნიდნენ, რომ საგადასახადო შემოსავლების მატება უნდოდათ და ამბობდნენ, რომ ჯანდაცვაზე ზრუნავდნენ. მაგრამ მივიღეთ საპირისპირო შედეგი- შემცირებული გადასახადები და გაურკვეველი, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი”,- ივანე ხასია კომპანია „ჯი-თი-აი”-ს კორპორაციული დირექტორი. „სიგარეტის ბიზნესის ლეგალური ნაწილი თუთუნის ჩრდილოვანმა ბიზნესმა ჩაანაცვლა. იმპორტიორები საბაჟოზე აჩვენებენ, რომ დაჭრილი თამბაქო საწარმოო დანიშნულებით შემოაქვთ. რეალურად კი მას აფასოებენ 500 გრამიან შეფუთვაში და გადასახადებს თავს ამ გზით არიდებენ. რამდენად საშიში მინარევების შემცველი თამბაქო შემოდის ქვეყანაში, ეს ჰამბურგის ლაბორატორიის კვლევამაც აჩვენა. ამას დაემატა კონტრაბანდის პრობლემა. მეზობელ სომხეთთან შედარებით ჩვენთან უკვე 3 ლარით ძვირია სიგარეტი, რაც ბიძგს აძლევს სიგარეტის არალეგალური გზით შემოტანას. ამან გამოიწვია ის, რომ ლეგალურ კომპანიებს შემოსავლები დაახლოებით 60%-ით შეუმცირდათ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ბიზნესმა უკვე დაიწყო თანამშრომლების შემცირება, რადგან შემოსავლები შეუმცირდათ ”,- ამბობს „ბრითიშ ამერიკან თობაქოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე.
ინტერნეტი
27.09.2019
კვირა ჯე. http://kvira.ge/502273
ტყიბულელი მეშახტე: მისასალმებელია, რომ პრობლემის გადაწყვეტა დროულად მოხდა, კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით
“კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით, რადგან ეკონომიკის მინისტრისგანაც და ახალი კომპანიისგანაც მივიღეთ დაპირება, რო შესრულდება ჩვენი ორი მოთხოვნა – გაიცემა დავალიანება და მომავალში გავაგრძელებთ მუშაობასაც”, – ამის შესახებ ტყიბულელმა მეშახტემ, გია ბაბუხადიამ განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პრობლემის გადაწყვეტა ოპერატიულად მოხდა, დროში არ გაიწელა და ახალი მფლობელი მალე გამოინახა. „ძირითადად გვქონდა ორი პრობლემა – დავალიანების გაცემა და სამომავლოდ რა ბედი ეწეოდა კომპანიას, ეს ორივე პრობლემა მოგვარებულია. დანარჩენი უკვე შიდა სამზარეულოა და უშუალოდ ახალ მფლობელებთან დავარეგულირებთ ყველაფერს. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვართ მიღწეული შედეგით, რაც მთავარია ოპერატიულად მოხდა ყველაფერი და დროში არ გაწელილა“, – აღნიშნა გია ბაბუხადიამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გუშინ ტყიბულში, გაფიცულ მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. კომპანია „საქნახშირმა“ კი ახალი ინვესტორი Steel Investment Trades Company წარადგინა, რომელიც მეშახტეთა მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს.
27.09.2019
ექსპრესნიუს.ჯი
ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
დღეს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია "ჯეოანესთეზია" მეოთხედ გაიხსნა. კონფერენციაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებთან ერთად მონაწილეობას იღებენ გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები და ტოქსიკოლოგები. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ილია ნაკაშიძემ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ. "ჯეოანესთეზია" მასპინძლობს საერთაშორისო სპიკერებს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. დაგეგმილია 50-მდე მოხსენება, ინდივიდუალური მოდულები რეზიდენტებისათვის და ახალგაზრდა ექიმებისთვის, ასევე ჩატარდება ინდივიდუალური სესიები მედდებისთვის. კონფერენციის პროგრამაში შედის გერმანელი და ფრანგი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული რამდენიმე ვორქშოპი. "ჯეოანესთეზია" არის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტარდება აჭარის მთავრობის პატრონაჟით. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. კონფერენცია ორგანიზებულია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით. თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ში და უფლება აქვს გასცეს კრედიტ ქულები. გარდა ამისა, გამოიცემა სტატიებისა და თეზისების კოლექცია სამეცნიერო პროგრამასთან ერთად. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:
https://expressnews.com.ge/?id=90515
------------
27.09.2019
ბიემ.ჯი
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ "სიტროენ ჯორჯიასთან" დაკავშირებით დავა ამ დრომდე გრძელდება
------------------------
27.09.2019
ინტერპრესნიუსი.ჯი
დევნილები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე 10 დღის განმავლობაში იმყოფებიან, შენობის დატოვებას არ აპირებენ
დევნილები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე 10 დღის განმავლობაში იმყოფებიან, შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათ დღეს მორიგი აქცია გამართეს, რომლის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად თავშესაფრით უზრუნველყოფა რჩება. დევნილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. „26 წლის წინ ჩვენ დაგვატოვებინეს სახლები, ჩვენი მშობლიური მიწ, ა უსაყვარლესი მხარე და საკუთარ ქვეყანაში ვიქეცით დევნილებად. 10 დღე-ღამეა, რაც ჩვენ მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და ვიმყოფებით მუდმივად სამინისტროს ფოიეში. ჩვენი კანონიერი და საფუძვლიანი მოთხოვნები დღემდე უგულვებელყოფილია სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ. გუშინ საღამოს ჩვენთან გასაუბრება სცადა სამინისტროს ორმა მაღალჩინოსანმა ბატონმა წოწკოლაურმა და გორგაძემ. მათი დამოკიდებულება ჩვენი სენსიტიური საკითხების მიმართ არის უპასუხისმგებლო, ცინიკური, არაადამიანური და არაპროფესიონალური. ამ ბატონებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და ვალდებულები არიან, იზრუნონ ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე,“ - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ნინო ბუკიამ აქციის მონაწილეების თქმით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ორშაბათამდე აქვს ვადა, რათა მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი ფორმას შეიცვლის და გახდება კიდევ უფრო უკიდურესი, ამასთან, საკითხებს დაემატება მინისტრისა და მისი მოადგილეების დაუყონებლივი გადადგომის მოთხოვნა. „ასევე, ჩვენთვის დანამდვილებით ცნობილია რომ საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა მინისტრი და ჩვენთან, დევნილებთან არ გამოჩენილა. ამ ქმედების შემდეგ, ჩვენთვის ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. მათ არ სურთ იდგნენ გაწბილებული ხალხის გვერდით. ქალბატონ მინისტრს ორშაბათამდე ვაძლევთ ვადას, დაუყონებლივ იქნას მოგვარებული ჩვენი პრობლემები და წარდგენილი ყველა საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი შეიცვლის ფორმას და გახდება კიდევ უფრო უკიდურესი. საკითხებს დაემატება მინისტრისა და მისი მოადგილეების დაუყონებლივი გადადგომის მოთხოვნა,“ - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ნინო ბუკიამ.
ფორ.ჯი
დიდი შეთანხმება ტყიბულში - ინვესტორმა ვალებიც გადაიბარა და შახტებსაც აამოქმედებს
------------------
27.09.2019
ინტერნეტი
მარშალპრეს.ჯი
რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
https://marshalpress.ge/archives/258146
-----------------
27.09.2019
ინტერნეტი
ქუთაისი.პოსტ.ჯი
“ლიფტი ჩავარდა, შიგნით 10 წლის ბავშვი იყო” - რა ხდება დევნილთა მრავალსართულიან კორპუსებში
--------------------
ინტერნეტი
ამბები.ჯი
"სახლში ოთხი შვილი დავტოვე, გამოვედი და მტკვარში გადავხტი..." - მარტოხელა დედები და მათი ბედი საქართველოში
-----------------------
ინტერნეტი
28.09.2019
პია.ჯი
ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელს, ქრისტიან ბრედლის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიუნხენში ოფიციალური შეხვედრები გამართა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია TK-ს ბავარიის ხელმძღვანელს, ქრისტიან ბრედლის შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი იყო გერმანიის ჯანმრთელობის სადაზღვევო მოდელის გაზიარებაზე, ასევე იმ რეფორმების დანეგრგვაზე, რომელიც საქართველოში ელექტრონული ჯანდაცვის განვითარებას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი დაიგეგმა საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრი გერმანიაში „მიუნხენ კლინიკის“ ხელმძღვანელებსაც შეხვდა. “მათ აქვთ საკმაოდ მსხვილი სპექტრი დაწყებული ბავშთა ონკოლოგიიდან დამთავრებვული გერიატრიით. ისინი მზად არან მიიღონ ქართველი პაციენტები და ასევე მნიშვნელოვნად დაგვეხმარონ ჩვენი ექიმების გადამზადებაში, რათა სამომავლოდ პაციენტებს, საქართველოში კვალიფიციური დახმარების მიღების საშუალება ქონდეთ“, - განაცხადა მინისტრმა. „მიუნხენ კლინიკის“ სამედიცინო კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის, დოქტორ ულფ დელნერის განცხადებით ისინი მზად არიან ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს და საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმონ. „საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ვისაუბრეთ ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე, რომელიც ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება, რის შემდეგაც ქართველი პაციენტებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა შეეძლებათ. ასევე მზად ვართ საქართველოსთან დავდოთ ხელშეკრეულება, ჩვენს კლინიკებში, ქართველი პაციენტების მიღების შესახებ და მათ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ“, - განაცხადა დოქტორ ულფ დელნერმა. ცნობისთვის, ორგანიზაცია სხვადახვა პროფილის ხუთ სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს. შესაძლოა უახლოეს მომავალში მათთან ოფიცილაური ხელშეკრულება გაფორმდეს, რაც ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას და გერმანიაში ქართველი პაციენტების შეღავათიან ფასში მკურნალობას ითვალისწინებს.
28.09.2019
ექსპრესნიუსი
ჯანდაცვის მინისტრმა მიუნხენში ოფიციალური შეხვედრები გამართა
https://expressnews.com.ge/?id=90551
----------------------
28.09.2019
ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრმა მიუნხენში ოფიციალური შეხვედრები გამართა
-------------
28.09.2019
აიპრეს.ჯი
ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია TK-ს ბავარიის ხელმძღვანელს შეხვდა
----------
28.09.2019
ბიემ.ჯი
გერმანიაში ქართველმა პაციენტებმა, შესაძლოა, შეღავათიან ფასში იმკურნალონ
-----------------
29.09.2019.
ბიემ.ჯი
იურისტი სახელმწიფოს მიერ დეკრეტის ანაზღაურებაზე: ვინმემ დათვალა, რამდენად ასწევს ამას ბიუჯეტი?
იურისტმა დავით კლდიაშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. „მთავარი პრობლემა კანონპროექტს ის აქვს, რომ ძალიან ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია, ბევრი წინასწარ განუჭვრეტელი სიტყვაა გამოყენებული“- აღნიშნავს იურისტი. მისი განმარტებით, შრომითი ბაზრის გაუმჯობესება მხოლოდ კანონზე არაა დამოკიდებული. იურისტი განიხილავს იმ შესაძლებლობასაც, რომ გაზრილი მოთხოვნების და რეგულაციების ფონზე დამსაქმებლები და დასაქმებულები შეეცდებიან გააფორმონ არა შრომითი, არამედ სამსახურეობრივი და მომსახურების ხელშეკრულება, რომლებიც ნაკლებად დაცულია. ასეთ შემთხვევაში „ტვირთი“ გადადის დამსაქმებელზე, რომელსაც შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა. დავით კლდიაშვილი კანონპროექტის მნიშვნელოვან პრობლემად განიხილავს იმ ასპექტსაც, რომ ყველა დამსაქმებლისა და სამსახურის მიმართ ერთნაირი სტანდარტის დადგენა არასწორია. ამასთანავე, იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შეუძლებელია ყველა მოსალოდნელი მომენტი წინასწარ განსაზღვრო, ეს კი კანონმდებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. იურისტი ეხება ჩანაწერს დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებითაც. კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, ე.წ. დეკრეტული ანაზღაურების შემთხვევაში დედას სახელმწიფო გადაუხდის ხელფასის 80%. „ეს მოსასმენად არის ძალიან კარგი და მეც მივესალმები, მაგრამ ვერსად ვნახე, არსებობს თუ არა ამის ეკონომიკური გათვლა. ვინმეს დათვლილი აქვს ეს რა ხარჯთან არის დაკავშირებული? რამდენად ასწევს ამას სახელმწიფო ბიუჯეტი?“,- აცხადებს დავით კლდიაშვილი.
ტივი25.ჯი
ტაღლითობა-თუ შეცდომა-სოციალური დაუცველი ოჯახი, რომლის პირადობას სხვა სარგებლობს
თაღლითობა თუ სეცდომა? მაცნეს მტავარ გამოშვებაში ნახავთ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მდგომარეობის შესახებ რეპორტაჟს. გულნარა ლეფსაია არკვევდა , რატომ მოუხსნეს სოციალური დახმარება ტამილა ირემაძეს? საიდან აღმოცნდა ბაზაში მოქალაქის სახელზე ხელფასი, მაშინ როცა შემოსავლების სამსახური ამას არ ადასტურებს თამილა ირემაძე უკვე რამდენიმე წელია, რაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხება, თუმცა სექტემბერში, კუთვნილი 210 ლარის მიღება ვერ შეძლო. სოციალური მომსახურების სააგენტოში უთხრეს, რომ მას დაახლოებით ოთხი თვეა რაც ხელფასი ერიცხება. ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა ბენეფიციარისთვის, რადგან ირწმუნება, რომ რამდენიმე წელია, არსად უმუშავია. იმის დასამტკიცებლად, რომ არ მუშაობს და არც ხელფასი ერიცხება შემოსავლების სამსახურსაც მიმართა. უწყებამ დაუდასტურა, რომ მის სახელზე ანაზღაურება არ ფიქსირდება. ფაქტზე მოკველვა უკვე დაიწყო ორგანზიაცია,,იალქანმა“. თიკო აბაშიძე პროცეში საგამოძიებო უწყების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს და სავარაუდო თაღლითურ სქემაზე ამახვილებს ყურადღებას. რის საფუძლველზე შუეჩერდა ოჯახს სტატუსი?- სოციალური მოსახურების სააგენტოს ბათუმის ფილიალში ჩვენი არაერთი კთხვის მიუხედადვამზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. დირექტორის მოადგილე არც იმაზე საუბრობს, ვინ ფიქსირდება ბაზაში ქალის დამსაქმებლად. თამილა ირემაძე მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. იმის გამო, რომ სოციალური დახმარება ვერ აიღო, ვერც ქირის გადახდას ახერხებს. სოციალური მოსახურების სააგენტოში კი აცხადებნე, რომ ხელახლა შესწავლის შემდგომ, თუ აღმოჩნდება რომ ბაზაში შეცდომა იყო, ოჯახს დაკარგული თანხა, მომდევნო თვეში დაერიცხება.
http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=16198
29.09.2019
ინფორუსთავი.ჯი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში. "ჰონდას" მარკის ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკა "ნიუჰოსპიტალში" გადაიყვანეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, დაშავებულ მამაკაცს გონება არ დაუკარგავს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11814
-----------------
29.09.2019
ინფორუსთავი.ჯი
რა ვალდებულებები უჩნდებათ დამსაქმებლებს
შრომის კოდექსში ცვლილებების განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი. კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს. დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება. ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით. „მამობის შვებულებას ემატება 14 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მამამ ბავშვის გაჩენის პირველ ორ კვირას; ასევე შემოდის მამობის 30 დღიანი შვებულება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით,“ - აღნიშნულია პროექტში. რაც შეეხება კონკრეტულად ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დაგეგმილ რეგულაციების, ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ: ზეგანაკვეთური შრომა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირაში 8 საათს; ასევე დგინდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რომელიც არ უნდა იყოს ნომრირებულის 125%-ზე ნაკლები; შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაცვლად დამატებითი დასვენების საათების მიცემაზეც; ზუსტდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვადები; შემოდის ზეგანაკვეთური შრომის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება (გამონაკლისია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროება).
https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11719
ინტერნეტი
კვირა.ჯი
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისთვის სოციალური დახმარების სტატუსის შეჩერებაში სახელმწიფოს ადანაშაულებს
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისთვის სოციალური დახმარების სტატუსის შეჩერებაში სახელმწიფოს ადანაშაულებს. მისი თქმით ოჯახს, სტატუსი აქციების დაანონსებისა და ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეუჩერეს. ,,როგორც კი დაიწყეს სოციალური დახმარების სტატუსის მინიჭება, იმ დროიდან იღებს ჩემი ძმის ოჯახი სოციალურ დახმარებას. სხვა შემოსავალი მათ არ ჰქონიათ. როგორც კი სახელმწიფომ ჩემი ოჯახის მიმართ ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, მომიწია ქუჩაში გამოსვლა. ჩემს გვერდით აღმოჩნდა ჩემი ძმა და ძმისშვილი. ამის შემდეგ მოეხსნათ სტატუსი და შემწეობის გარეშე დარჩნენ,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მაჩალიკაშვილის ბრალდებებს უარყოფენ ჯანდაცვის სამინისტროში და უწყებაში განმარტავენ, რომ ოჯახს დახმარება 2018 წლის ოქტომბერში მაღალი ქულების გამო მოეხსნა. მათივე განმარტებით, ოჯახების შემოწმება ყოველწლიურად ხდება და იმ შემთხვევაში თუ ცვლილება განხორციელდა, მაგალითად ოჯახში ახალი წევრის შეძენის შემთხვევა ფიქსირდება, ოჯახს უფლება აქვს განმეორებითი შემოწმებისათვის რაიონული სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს. კახეთის რაიონული მომსახურების სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილის თეონა ქალდანის თქმით, მაჩალიკაშვილებს ნამდვილად შეეძინათ ოჯახის ახალი წევრი, თუმცა ოჯახს ხელახალი გადამოწმების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს. ,,აღნიშნული ოჯახი გადამოწმებულია, 2018 წლის ოქტომბერში, ვიზიტი ,,სოც-აგენტს” განხორციელებული აქვს 14 ოქტომბერს. სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე ოჯახს დახმარება აღარ ეკუთვნოდა.რაც გამორიცხავს პოლიტიკურ ბრალდებებს,” – განაცხადა თეონა ქალდანმა.
-----------
ინტერნეტი
პრაიმთაიმ.ჯი
ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ხობში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომლის შედეგად ,,მერსედესის“ მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი, დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით , მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ,,პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამბები.ჯი
ხობში ავარია მსხვერპლით დასრულდა
https://www.ambebi.ge/article/237923-xobshi-avaria-msxverplit-dasrulda/
30.09.2019
ბათუმელები.ჯი
ავტომანქანა მოპედს დაეჯახა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი
დღეს, 30 სექტემბერს, რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, მოპედის მძღოლი დაჟეჟილობებით, პოლიტრავმით გადაყვანილია კლინიკაში. სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტური იყო.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/230738/
-------------
30.09.2019
ინტერპრესნიუს.ჯი
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაურია
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაურია. მოსწავლეების ნაწილი, პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე შესვლაზე უარს აცხადებს. მე-5 სკოლის მოსწავლეების მშობლები, იმ მეექვსეკლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში და ბულინგში ადანაშაულებს. მშობლები ამბობენ, რომ შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ და ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მშობლები აღნიშნული მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანას მოითხოვენ. ბრალდებებს უარყოფს მეექვსეკლასელის დედა, რომელიც აცხადებს, რომ ის შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას არ აპირებს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ადგილზე იმყოფება რუსთავის მერიც. რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ მეექვსეკლასელმა ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/565924-rustavis-me-5-sajaro-skolashi-xmauria
-------------------
30.09.2019
პრაიმთაიმ.ჯი
2018-2019 წლებში აბორტი 124 არასრულწლოვანს გაუკეთდა
30.09.2019
კომერსანტ.ჯი
2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა
https://commersant.ge/ge/post/2018-2019-wlebshi-saqartveloshi-22-763-aborti-gaketda