From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორიგი 30.09.2019--1.10.2019
Received On : 01.10.2019 09:18
Attachments :

                                                   მედიამონიტორინგი

30.09.2019

ტელევიზია

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

დაჭრა ყიფშიძის ქუჩაზე

ყიფშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილებიდან ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. დაშავებულებს დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს. დაახლოებით 3 საათია ორი მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის განმარტებით, ერთ-ერთს დაზიანება მუცლის ქვედა კიდურისა და ზურგის არეში სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც ექიმი აცხადებს, მისთვის ჭრილობების სიცოცხლესთან შეუსაბამო არ არის, თუმცა ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. რაც შეეხება მეორე დაჭრილ მამაკაცს, ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და რამდენიმე საათში შესაძლოა საავადმყოფოდან გაწერონ. "ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. მე შემიძლია გითხრათ, რომ არის ბასრი საგნით მიყენებული და ცივი იარაღია თუ რა, მე ახლა ექსპერტი არ ვარ. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ზედაპირული ჭრილობა აქვს ქვედა კიდურის არეში, იმყოფება დაკვირვების ქვეშ და ალბათ რამდენიმე საათში გაეწერება ბინას," - განაცხადა გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა. შეგახსენებთ, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი ამ დრომდე მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადის. რაც შეეხება იარაღს, რომლითაც მოხდა დაპირისპირება, როგორც ექიმმა "კურიერთან" საუბარში განაცხადა, კლინიკაში მოყვანილებს მხოლოდ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ცნობილია, რომ სავარაუდოდ საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა, კლინიკაში გადაყვანილ მამაკაცებს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნებათ. როგორც "კურიერს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო. უწყების ცნობით, ამ დროისთვის პოლიცია დამნაშავეების დასაკავებლად მუშაობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6364716

 

30.09.2019

ტელევიზია

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

2020 წლის ბიუჯეტი

მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სამართალ დამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს ანზღაურება მოემატებათ. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით გაიზდება პენსიაც. დრეს მტავრობამ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილ. როგორც ცნობილია საქართველოს 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ქინება. პრემიერის განცხადებით 2020 წლის ბიუჯეტი სოციალური პასუხისმგებლობით განსჭვალული და ეკონიმიკურ განვითღარებაზე ორიენტირებული იქნება. ფინანსთა მინისტრის თქმით კი მომავალი წლის ბიუჯეტი 5% ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6365286

----

30.09.2019

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დილა

პროფკავშირების პოზიცია შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე

საქართველოს პროფესიული კავშირების, შრომის კანონდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი შენიშვნები აქვთ. მათ შორის გაერთიანება ითხოვს, რომ კოდექსით განისაზღვროს ანაზღაურების დეფინიაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით. პროფკავშირების ვერსიით, ანაზღაურება გულისხმობს, ჩვეულებრივ ძირითად ხელფასს და ასევე ნებისმიერ ანაზღაურებას, რომელსაც დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის პირდაპირ ან ირიბად. კიდევ რა მოთხოვნები აქვს გაერთიანებას და რატომ მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა ისინი უნდა გაითვალისწინონ, თემაზე თამარ სურმავა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი საუბრობს. "მინდა ავღნიშნო, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის, ანუ ასე ვთქვათ ამ წინადადებების პათოსს, პრონციპებს სრულად ვიზიარებთ. აღნიშნულ კანონპროექტში ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის ცვლილებები, თუმცა პროფკავშირების გაერთიანებას გვაქვს გარკვეული შენიშვნები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით". (03:16) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას განსაზღვრული აქვს შრომი სტანდარტი, ეს არის ორგანიზაცია, გაეროს ერტერთი სააგენტო, რომელიც შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მთელ რიგ სტაბდარტს ადგენს. მათ შორის ევროკავშირი და ევროდირექტივებიც ამ სტანდარტებს ეყრდნობა, რომელიც შემუშავებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366512

30.09.2019

არხი: 1 არხი

გადაცემა :  მოამბე 10:00

ამ წუთებში ხმაურია რუსთავის მესამე საჯარო სკოლასთან

ამ წუთებში ხმაურია რუსთავის მესამე საჯარო სკოლასთან. სკოლის მოსწავლეების მშობლები იმ მეექვსეკლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომლის შვილსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ, რადგან ბავშვები საფრთხის ქვეშ არიან და მოსწავლის სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ. ბრალდებებს უარყოფს მეექვსეკლასელის დედა და ამბობს, რომ შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას არ აპირებს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი, ადგილზე იმყოფება რუსთავის მერიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366655

---------------

 

30.09.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები

შრომის კოდექსი

დღე-ღამის განმავლობაში 2 საათზე მეტი დროით, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლოა აიკრძალოს. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. კანონპროექტის ინიციატორი ხაზს უსვამს, რომ მოქმედი შრომის კოდექსით არ არის გათვალისწინებული კვირის განმავლობაში ზეგანკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა. შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მესამე ნაწილში ვკითხულობთ, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგძლივობა კვირის განმავლობაში აღემატება 40 საათს, 16-დან 18 წლამდე კვირაში 36 საათს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366840

---------------------

 

 

30.09.2019

არხი: 1არხი

გადაცემა: მოამბე 12: 00

მთავრობის რიგგარეშე სხდომა იწყება

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის რიგგარეშე სხდომა იწყება. დღეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. გიორგი გახარია: "ვასრულებთ მუშაობას ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტზე, რომლის საბოლოო განხილვა გვექნება დღეს, რის შემდეგაც ბიუჯეტს წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს. ბიუჯეტის პროექტი ჩვენი მთელი გუნდის შრომის შედეგია. მასში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებსაც ეყრდნობა ჩვენი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება 2020 წელს. 2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით განმსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქის უფრო მეტი შესაძლებლობების, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მოქალაქეების საჭიროებებზე არის დაყრდნობილი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს, იმ ჯგუფების, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და პირველ რიგში ეს არიან ბავშვები, რა თქმა უნდა, ასევე არიან ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზეც ზრუნვის უდიდესი ვალდებულება გვაქვს. ასევე რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცავებსა და ჯარისკაცებზე. სწორედ ამიტომ ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ უნდა ატაროს. 2020 წლის ბიუჯეტი არის განმსჭვალული იმ სულისკვეთებით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მოხმარდეს ხალხს. ეს არის პირველი ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ, მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად ვმუშაობდით. ამ ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე, ასევე მთავრობის თითოეული წევრი, თითოეული დეპუტატი, ყველა დაინტერესებული პირი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ეს ბიუჯეტი არის განმსჭვალული იმ სულისკვეთებით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მოხმარდეს ხალხს. ეს არის ის სულისკვეთება, როემლსაც ეყრდნობა ეს ბიუჯეტი. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე." პრემიერმა სთხოვა მინისტრებს, თავიანთი სამინისტროების პრიორტეტების შესახებ ისაუბრონ და პირველს სიტყვა მაია ცქიტიშვილს გადასცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6366834

----

 

 

30.09.2019

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა:  პალიტრანიუსი 12:00

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას ,პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ეხმაურება

მთავრობის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას ,პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ეხმაურება.მისი განცხადებით ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი, განსაკუთრებით კი, პირველად ჯანდაცვაში არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით. მისივე ინფორმაციით, ძირითადი აქცენტი განათლების სფეროში დაფინანსებასა და ხელფასების მატებაზე იქნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6367276

----

30.09.2019

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა:  პალიტრანიუსი 12:00

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6367295

 

30.09.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

შიდა ქართლში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს ტუბერკულოზის შესახებ

შიდა ქართლში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს ტუბერკულოზის შესახებ. კამპანიის ფარგელბში პედაგოგები გადაამზადეს და დაავადებების სიმპტომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კამპანია გლობალური ფონდის დაფინანსებით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6367371

-----

 

30.09.2019

არხი:  კურიერი

გადაცემა: კურიერი 15:00

2020 წლის ბიუჯეტი იზრდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6367915

 

30.09.2019

არხი: კურიერი

გადაცემა: კურიერი 18:00

2020 წლის ბიუჯეტი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6368065

 

30.09.2019

არხი: კურიერი

გადაცემა: კურიერი 15:00

სროლა ყიფშიძეზე

სროლა იყო ყიფშიძის ქუჩაზე. ჩვენი ინფორმაციით დაჭრილია ერთი ადამიანი. ყიფშიძის ქუჩაზე იარაღიდან გასროლით ორი მამაკაცი დაჭრეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც "კურიერის" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაჭრილები საავადმყოფოში ამ წუთებში გადაყავთ. მომხრდათან დაკავშირებით შს სამინისტრო კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6367819

-----

30.09.2019

არხი: კურიერი

გადაცემა: კურიერი 18:00

რა ვითარებაში დაიჭრა ორი მამაკაცი ყიფშიძის ქუჩაზე - "კურიერის" ექსკლუზივი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6368054

 

30.09.2019

არხი: მთავარი

გადაცემა: მთავარი აბები

პედაგოგი კი, რომელიც მოსწავლემ კიბიდან დააგორა, მთავარს პირველ ინტერვიუს აძლევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6368324

-----

30. 09.2019

არხი: მთავარი

გადაცემა: მთავარი აბები

კრიმინალური გარჩევა ვაკეში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6368481

----

30.09.2019

არხი: პალიტრა ტვ.

გადაცემა: პალიტრანიუსი

თუ საჭირო გახდება, მზად ვარ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მივიდე - მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ის მზად არის რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მივიდეს ამასთან, ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტრო პრობლემის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6368461

------

 

30. 09.2019

არხი: მთავარი

გადაცემა: მთავარი აბები

ყაჩაღობა ცხელი უთოთი

 

90-იანი წლების კრიმინალური საქართველო. დღეს თბილისის ცენტრში ახალგაზრდა ქალი ცხელი უთოთი აწამეს, ბლაგვი საგანი ურტყეს და სასტიკად უსწორდებოდნენ, ვიდრე არ გაიგეს სად ინახავდა ოჯახი ძვირფასეულობას და ფულს. სასტიკ თავდასხმას წინ უძღვოდა მუქარა. ნატა ფუტკარაიამ რამდენიმე საათით ადრე მობილურზე შეტყობინება მიიღო, რომ მის შვილს მოკლავდნენ. სავარაუდოდ ეს იყო გაფრთხილება, რომ 35 წლის ქალს წინააღმდეგობა არ უნდა გაეწია. ერთ-ერთი ვერსიით თავდამსხმელებმა იცოდნენ ყველაფერი ოჯახის შესახებ, მათ შორის ისიც, რომ როდის იყო ნატა ფუტკარაია სახლში მარტო. ნაწამები ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია. მას დამწვარი აქვს ზურგის დიდი ნაწილი და სხეულის სხვადასხვა კიდურები ბლაგვი საგნით აქვს დაბეჟილი. როგორც შს სამინისტროში განმარტეს ამ დრომდე ძალოვან უწყებას დაკავებული არ ჰყავს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ყაჩაღობა და ახლა სწორედ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6368864

-----

30. 09.2019

არხი: მთავარი

გადაცემა: მთავარი აბები 21: 00

კრიმინალური გარჩევა ვაკეში

დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი დღეს სისხლიანი კრიმინალური გარჩევის ეპიცენტრი გახდა. ყიფშიძის ქუჩიდან სასწრაფო დახმარების მანქანებმა კლინიკაში 2 დაჭრილი გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელსაც დანით თავდამსხმელმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დანასთან ერთად სისხლიან დაპირისპირებაში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღიც, საიდანაც მეორე დაზარალებული დაჭრეს. არსებული ინფორმაციით სისხლიანი გარჩევა ფულს უკავშირდება, რომელსაც დაზარალებულებს სძალავდნენ. პირი, რომელმაც ორი ადამიანი დაჭრა ვაკეში არის იდენტიფიცირებული, თუმცა შს სამინისტროს ის არ დაუკავებია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდიანრეობს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6368891

-------------

 

30. 09. 2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20 :00

სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6368946

----

 

30. 09. 2019

არხი: 1არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

სისხლიანი დაპირისპირება ქალაქის ცენტრში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6368950

---

 

01.10.2019

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დილა

დეკრეტული შვებულება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369174

 

 01.10.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10: 00

მოწამლული ბავშვები მარტვილში. ბაღში გუშინ 16 ბავშვი მოიწამლა. ფაქტტთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა, ხოლო შსს გამოძიება დაიწყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369339

 

01.10.2019

 

 არხი: რუსთავი2

გადაცემა:  კურიერი 08:00

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369331

 

 

01.10.2019

 

 არხი: ტვ. პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

სამინისტროების ასიგნებები

2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 14 211 880 700 ლარი იქნება, რაც 2019 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 1 121 000 000 მლნ ლარით მეტი არის. პრეოქტის ტანახმად, ყველაზე მეტი თანხით ჯანდაცვის სამინისტრი დაფინანსდება. ფინანსთა სამინისტროს ასიგნებები 93 მილიონია, ეკონომიკის სამინისტროს შემთხვევაში 364 მლნ ლარი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში 2.071.6 მლრდ ლარი. იუსტციის სამინისტროში 203 მლნ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემთხვევაში 4 347 მლრდ ლარი აქვს ეკატერინე ტიჯკარაძეს განსაკარგი. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 159 მლნ იქნება განკარგვაში. თავადცვის სამინისტროს 880 მლნ ლარი ექნება, შსს-ს 770 მლნ ლარი. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში 353 მლნ ლარი ნაწილდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კი 1 636 მლრდ ლარი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369231

 

01.10.2019

 

 არხი: ტვ. პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

2020 წლის ბიუჯეტი 14 მლრდ- გადააჭარბებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369229

 

 

01.10.2019

 

 არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცები ამ დრომდე ექიმების ზედამხედველობის ქვეს რჩებიან. ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გვიანობამდე გაგრძელდა იმ მოქალაქეთა გამოკითხვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369403

 

01.10.2019

 

არხი:  კურიერი

გადაცემა:   კურიერი 09:00

პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს წინ შეკრებილი დევნილები

პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს წინ შეკრებილი დევნილები და სოციალურად დაუცველები. აქციის მონაწილეები შიმშილობას იწყებენ და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი უკვე რამდენიმე დღეა ჯანდაცვის მინისტრისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. როგორც სამინისტროს წინ მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტს მანამდე გაააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369402

 

01.10.2019

 

 არხი:  1არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

დასაქმება ბულგარეთში

ქართველი მოქალაქეები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან. შესაბამისი დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია. დოკუმენტი მოთხოვნად პროფესიებზე დრობით დასაქმების შესაძლებლობას იძლევა. შრომითი ემიგრაციის საკითხზე მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.

 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369526

 

 

არხი:  1არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

მარტვილის რაიონულ საავადმყოფოში ამ დრომდე 2 მოზარდი რჩება.

მარტვილის რაიონულ საავადმყოფოში ამ დრომდე 2 მოზარდი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მარტვილის საბავშო ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით სულ 19 ბავშვი გადაიყვანეს.საბავშო ბაღში სურსათის ეროვნული სამსახურის წარმოამდგენლები იმყოფებოდნენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369489

 

ბეჭვდითი მედია

პრესა: ბანკები და ფინანსები

მეთადონის სამკურნალო პროგრამა - ნელი სიკვდილი სახელმწიფოს ხელით

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6366578&name=30.09.2019+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

 პრესა : ალია

ვინ არის თელავში ქმრის მიერ მოკლული ქალი და რა გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6366510&name=30.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

 პრესა: მთელი კვირა

რას ჰყვება 16 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმე

6 წლის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეში „რუსთავი2"-მა ახალი დეტალები გაარკვია. ცნობილი ხდება იმ ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელმაც სახურავიდან გადმოვარდნილი მოზარდის ცხედარი პირველად ნახა. მოწმის ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდი აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად იმყოფებოდა. „დაახლოებით 19 საათსა და 20 წუთზე გამოვედი ბინიდან. ჩავედი კორპუსის პირველ სართულზე, მივდიოდი მაღაზიაში. გავედი მეორე სადარბაზოდან და სანამ მესამე სადარბაზოს გავცდი, ჩემს წინ, დაახლოებით 1 მეტრში, დავინახე პიროვნება, რომელიც დაეცა სახით ასფალტზე და ჰქონდა ძლიერი დაცემის ხმა. მე ზევით არ ამიხედავს. როდესაც მიუახლოვდი და შევხედე, აღნიშნული პიროვნება იყო ჩემი შვილის თანაკლასელი. ის არ ინძრეოდა და ჰქონდა ძლიერი სისხლდენა. მალევე დავრეკე 112-ზე, გამოვიძახე სასწრაფო. აღვნიშნავ, რომ კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-9 სართულზე, სახურავზე ასასვლელი კარი არ იკეტება და მეც ხშირად შემინიშნავს ადამიანები, რომლებიც სახურავზე იმყოფებოდნენ. თუმცა რისთვის, უცნობია", - ამბობს მოწმე ჩვენებაში. 16 წლის არასრულწლოვანი ვარკეთილში მე-9 სართულიდან 23 სექტემბერს საეჭვო ვითარებაში გადმოვარდა. შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ექვსი პირია დაკავებული. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, გამოძიებას დაემატა კიდევ ერთი, სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6366726&name=30.09.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

 

პრესა:  საქართველოს რესპუბლიკა

ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთსა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. უწყების ცნობით, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი საქართველოს მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ბისერ პეტკოვმა მოაწერეს. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, 6 თვის ვადაში, მხარეები მუშაობას გააგრძელებენ ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე გააგრძელებენ. აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას შექმნის. მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობის გახსნაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6369127&name=01.10.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

 

01.10.2019

 

პრესა:  ქრონიკა+

"ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურად დაუცველებს შეურაცხყოფა მიაყენა"

საქართველოში მილიონამდე ადამიანი სოციალურად დაუცველად მიიჩნევა. ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილით იღუპებიან, ხელისუფლება ყოველწლიურად ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ახალი მანქანების შესაძენად. ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება ცინოსნების საწვავით მომარაგებაზე. მილიონობით ლარს ხარჯავს ბიუჯეტი მათი სარესტორნე თუ სამივლინებო ხარჯების დასაფარად. პრემია-დანამატებს სათვალავი საერთოდ არ აქვს. სამაგიეროდ, სოციალურად დაუცველებისთვის ჭირს თანხების მოძიება. როგორ კეთდება ფული უფასო სასადილოებში? რატომ ტოვებენ გაჭირვებულებს დახმარების გარეშე? რატომ დასცინა ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურად დაუცველებს? - ამ თემებზე "ქრონიკა+"-ს "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ესაუბრება: -ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამ მდგომარეობას ციფრებში თუ გადავიყვანთ, კიდევ უფრო მწვავედ შევიგრძნობთ ამ ვითარების სიმძიმეს. ოფიციალურად, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში ერთი მილიონი ადამიანია. აქედან დაახლოებით 500.000 ღებულობს შემწეობას. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები დახმარებას ფულადი სახით იღებენ. ყოველთვიური შემწეობა განისაზღვრება 60, 50 და 30 ლარის ოდენობით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქულა აქვს ამა თუ იმ ოჯახს მინიჭებული. ქულებს გაჭირვებულ ოჯახებს სპეციალური სამსახური ანიჭებს. საარსებო შემწეობების დანიშვნის, შეჩერებისა და შეწყვეტის პროცედურები, რომელიც კანონით არის დადგენილი, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ გულგრილია. -გულგრილობაში რას გულისხმობთ? -პერიოდულად ხდება იმ ოჯახების გადამოწმება, რომლებიც შემწეობას ღებულობენ. ყოველი ამ გადამოწმების დროს, როცა ამ ოჯახის წევრი დააპატიმრეს ან ოჯახს მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მათ უჩერდებათ საარსებო შემწეობა სამი თვის განმავლობაში. სამი თვის თავზე, როდესაც ბიუროკრატიული პროცედურების გავლის შემდგომ დადასტურდება, რომ ოჯახი იმსახურებს დახმარებას ისინი შეჩერებულ დახმარებას ერთიანად იღებენ, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ეს ადამიანები სამი თვე ულუკმაპუროდ რჩებიან. სამწუხაროდ, საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს და ეს ადამიანები ვალსაც ვერ აიღებენ, რომ ის პერიოდი გადააგორონ, როცა დახმარება შეჩერებული აქვთ. "ენდიაის" ბოლო კვლევაში გამოკითხულთა უმრვლესობა ამბობს, მათ ოჯახს 300 ლარის სესხება რომ დასჭირდეს, ამ თანხას მევახშის გარდა ვერავისგან ისესხებენ. მევახშისგან ფულის სესხება კი იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხა უნდა დააბრუნონ, პროცენტი გადაიხადონ. ეს უარეს დღეში ცააგდებს ისედაც უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ადამიანებს. ახლახან ორ ისეთ ოჯახში ვიყავი, რომელსაც საარსებო შემწეობა შეჩერებული აქვს. ერთი გახლდათ შშმ პირი. ამ ადამიანს დაბადებიდან არ აქვს კიდურები, ხელები. ის იზრდებოდა ბავშვთა სახლსი. არ ჰყავს ოჯახი, ნათესავები. მარტო ცხოვრობს. -ასეთ ადამიანს დახმარება შეუჩერეს? -დიახ! ადამიანს კიდურები არ აქვს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი საკუთარ თავს თავად პატრონობს. სახელმწიფომ ესეც არ აკმარა და სოციალური შემწეობა სამი თვით შეუჩერა. რით უნდა იარსებოს? რით უნდა გადაიხადოს კომუნალური გადასახადები? - ეს სახელმწიფოს არ ადარდებს. მეორე ოჯახი ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. მათ სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ერთი სულ თოთოა, ახლა დაიბადა. მონაცემთა ბაზის გადამოწმების ფარგლებში ოჯახს დახმარება შეუჩერდა. არაერთხელ მივწერეთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აკლებული გვყავდა, ახლა ეკატერინე ტიკარაძეს მივმრთავთ და ვითხოვთ, გადამოწმების პერიოდში სოციალურად დაუცველებს არ შეუჩერდეთ დახმარება. მათგან არანაირი რეაგირება არ არის. -თქვენ აქტიურად მუშაობდით უფასო სასადილოების კუთხით. უამრავი დარღვევა აღმოაჩინეთ და მასალები პროკურატურას გადაეცით რამე იქ? ან გამოძიება თუ დაიწყო? -უფასო სასადილოები თბილისში დიდი რაოდენობით გვაქვს, სადაც ყოველდღიურად 40.000-მდე ბენეფიციარი იკვებება, ასევე რიგ მუნიციპალიტეტებშიც. სახალხო დამცველის ანგარიშებში არაერთხელ არის მითითებული, რომ ყველა ადამიანს არ მიუწვდება ხელი კვებაზე. დღეს არსებული უფასო სასადილოები გაჭირვებულებს არ ჰყოფნის. მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილი. მოლოდინის რეჟიმში მყოფ პირთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც წლებია ელოდებიან, რომ მოუწიოთ რიგი. სამი წლის წინ ჩვენ მართლაც მივმართეთ პროკურატურას. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, კორუფციულ სქემაზე იყო საუბარი. თავიდან პროკურატურა აქტიურად შეუდგა საქმეს. არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მაგრამ დღემდე საბოლოო დასკვნა არ გაკეთებულა. -საკვების ხარისხზე რა ხდება? -უფასო სასადილოებში ყველგან ერთნაირი საკვები ვერ იქნება - ყველა რაიონში სხვადასხვა ბიზნესოპერატორია. ძალიან მწირია თითო ბენეფიციარისთვის საკვების მოსამზადებლად გამოყოფილი თანხა. ძირითადი პრობლემა იყო სიები. აღმოვაჩინეთ, რომ სიებში მყოფი ბენეფიციარების ხშირი მონიტორინგი და აღრიცხვიანობა არ ხორციელდებოდა. ბიზნესოპერატორები ხედავდნენ, რომ ბენეფიციარების ნაწილი არ დაიოდა სასადილოებში და მათთვის განკუთვნილ ულუფას არ ამზადებდნენ. მაგალითად, სასადილოში სიაში იყო 600 ბენეფიციარი, მაგრამ ყოველდღე მხოლოდ სამასი დადიოდა. ეს იცოდნენ ბიზნესოპერატორებმა და იმ დანარჩენ სამას ულუფას არ ამზადებდნენ, თანხას კი ექვსას ულუფაზე იღებდნენ. აი, ეს იყო იმათი მოგება. ჩვენი ჩარევის შემდეგ მერიის შიდა აუდიტის სამსახური იძულებული გახდა, მონიტორინგი დაეწყო. თბილისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნით ჩვენი კვლევის შედეგები კიდევ უფრო გამყარდა. -მთელი ინტერვიუს მანძილზე სიღარიბეზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მილიონი სოციალურად დაუცველი გვყავს, "ქართული ოცნება" ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სიღარიბე დაამარცხა. ბოლო ხანებში კი აღიარეს, რომ საქართველოში სიღარიბეა გამეფებული. რამ აუხილა თვალი ხელისუფლებას? -სიღარიბეს ხან აღიარებს ხელისუფლება, ხან - არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ვითარებაა ქვეყანაში. მთავრობის დამტკიცების დროს პარლამენტის წინაშე ანგარიშით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც წარდგა. მან განაცხადა, რომ სოციალური მიმართულებით უამრავი ცვლილებები დაგეგმეს. მინისტრი დაგვპირდა, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ამა თუ იმ სამინისტროსთან, რომ მოქალაქეების დასაქმებას ხელი შევუწყოთო. ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რათა მოქალაქეებს დასაქმების მოტივაცია გაუჩნდეთ და არ იყვნენ დამოკიდებული საარსებო შემწეობაზეო. ამით მან სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა, ისინი აბუჩად აიგდო. -რატო გგონიათ, რომ სოციალურად დაუცველებს შეურაცხყოფა მიაყენა? -ამ განცხადებით მან ხაზი გაუსვა, თითქოს ადამიანები, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, ზარმაცები არიან. თითქოს მათ საარსებო შემწეობა ურჩევნიათ ღირსეულ სამსახურს. ისე დახატა სურათი, ვითომ უამრავი სამუშაო ადგილია საქართველოში და მუშაობა არავის უნდა".

 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6369248&name=01.10.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

 

პრესა:  ქრონიკა+

იმერეთი საქართველოს რეგიონებს შორის სიმსივნით გარდაცვლილთა მაჩვენებლით პირველ ადგილზეა

ონკოლოგიური დაავადებები საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილიანობის 94% არაგადამდები დაავადებითაა გამოწვეული. ამასთან 14% ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კიბოს პოპულაციური რეგისტრის ინფორმაციით, 2014 წლიდან მოყოლებული, სიმსივნით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და იმერეთშია. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში სიმსივნით მამაკაცების უფრო დიდი რაოდენობა იღუპება, ვიდრე - ქალების. კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ ანგარიშში, სხვა ფაქტორებთან ერთად კარცენოგენებით დაბინძურებული გარემო სახელდება. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმსივნური დაავადებები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, ძირითადად, მაჩვენებლის ზრდას არა შემთხვევების მატებას, არამედ დაავადებათა რეგისტრაციის გაუმჯობესებას უკავშირებენ. კიბოს პოპულაციურ რეგისტრს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აწარმოებს. აქვს თუ არა სიმსივნის გავრცელების ლოკაციას კავშირი ინდუსტრიულ ზონებთან? - ამ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის კვლევაში ვკითხულობთ, რომ გარკვეულწილად კი. მაგალითად, მამაკაცებში გავრცელებული ხორხისა და ფილტვის კიბოს ძირითადი მიზეზი მწეველთა მაღალი რიცხვია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იმერეთის რეგიონში სიმსივნით დაავადებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საჩხერის, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებზე მოდის, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს გადაადგილებები ინდუსტრიულ ზონებს განეკუთვნება, ადგილობრივები კი მაღალი რისკის შემცველ სამუშაოს ეწევიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ზესტაფონში 2017 წელს მანგანუმის დიოქსიდის კონცენტრაცია ჰაერში 1.5-ჯერ აღემატებოდა დაშვებულს. თემასთან დაკავშირებით "ქრონიკა+" საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" იმერეთის ორგანიზაციის კოორდინატორს, ეკოლოგ თეიმურაზ კეპულაძეს ესაუბრა. კეპულაძე აღნიშნავს, რომ მამაკაცებში გავრცელებული ხორხისა და ფილტვის კიბოს ძირითადი მიზეზი სიგარეტის პასიური და აქტიური მწეველობაა, თუმცა არ შეიძლება გამოირიცხოს იმერეთში არსებული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი. ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ქუთაისში ავტომობილების გამონაბოლქვი და ქალაქთან ახლოს არსებული ნაგავსაყრელია. ზესტაფონი წლების ინდუსტრიული ზონაა, ფეროშენადნობთა ქარხნის გამონაბოლქვი ქალაქის მოსახლეობას სერიოზულად აზარალებს. ფილტვის მეოთხე სტადიის სიმსივნეს პიანისტ ნინო სამნიაშვილის მამა მეორე წელია, ებრძვის. ნინო ამბობს, რომ ოჯახებმა მკურნალობის სახსრები სრულად ამოწურა და ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად რჩებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6369288&name=01.10.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

 

  ინტერნეტი

 

ინტერპრესნიუს.ჯი

მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს ხელფასები, პენსიონერებს კი - პენსია ეზრდებათ

https://www.interpressnews.ge/ka/article/565957-mascavleblebs-sabavshvo-bagebis-agmzrdelebs-samartaldamcavebs-jariskacebs-da-ekimebs-xelpasebi-pensionerebs-ki-pensia-ezrdebat

 

ბიემჯი :

2020 წლიდან სოციალურ მუშაკებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს ხელფასები გაეზრდებათ

უკან საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ასაკით პენსიონერების გარდა, 2020 წლის 1 იანვრიდან შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის არსებული დახმარება 20 ლარით, ხოლო 1 ივლისიდან კიდევ 30 ლარით გაიზრდება. როგორც ტიკარაძემ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების მატება სოციალური მუშაკებისა და სასწრაფოს ექიმებისათვისაც. "ასაკით პენსიონერებისთვის პენსიების ზრდასთან ერთად, გაიზრდება მოცულობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და შშმ ბავშებზე. კერძოდ, 1 იანვრიდან მოიმატებს 20 ლარით, ხოლო 1 ივლისიდან მათი პაკეტიც 30 ლარით გაიზრდება. მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე, ვგეგმავთ სოციალური მუშაკებისთვის დანაპირები ხელფასების მატებას და ასევე, სასწრაფო ბრიგადების ექიმებისთვის ხელფასების მატებასაც", - აღნიშნა ტიკარაძემ. მისივე განცხადებით, დევნილი მოსახლეობისთვის ბიუჯეტში 65 მლნ ლარი გამოიყოფა, 2 500-მდე მოქალაქეს კი ბინები დაუკანონდებათ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია დევნილი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის ზრდა, მათთვის 65 მლნ ლარის მობილიზება გავითვალისწინეთ. იგეგმება ბინების დაკანონების პროექტი, რომელიც 2500 მოქალაქისთვის ითვალისწინებს ბინების დაკანონებას. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი ეფექტურობის გაზრდა და ხელმისაწვდომი მედიკამენტების კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვილებების შეტანა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

https://bm.ge/ka/article/2020-wlidan-socialur-mushakebsa-da-saswrafo-daxmarebis-eqimebs-xelfasebi-gaezrdebat-/41104/

 

 

 ექსპრესნიუს.ჯი

ქართველი მოქალაქები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ხელი მოეწერა ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართელოს მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა - ბისერ პეტკოვმა. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, 6 თვის ვადაში, მხარეები მუშაობას გააგრძელებენ ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე. აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვიზიტის ფარგლებში, აღნიშნული შეთახმების ხელმოწერასთან ერთად, გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციის სამუშაო შეხვედრაც, რომლის დროსაც მინისტრების მიერ განხილულ იქნა შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რასაც ეს შეთანხმება ქვეყნებს და მათ მოქალაქეებს მუტანთ . „ამ ხელშეკრულებას ძალიან დადებითი გავლენა ექნება ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ შევძლებთ გავცვალოთ კვალიფიცური კადრები, რომლებიც იმ ვაკანსიებზე დასაქმდებიან

სადაც კადრების ნაკლებობაა. ქართველებს ბულგარეთში, ასევე ბულგარელებს საქართველოში ერთი წლის განმავლობაში შეეძლებათ მუშაობა, თუმცა ექნებათ ვადის სამ წლამდე გაზრდის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას არამარტო დასაქმებულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც გამოიყენებენ“, - განაცხადა ბისერ პეტკოვმა.

https://expressnews.com.ge/?id=90628

 

  კომერსანტ.ჯი

 

ეკატერინე ტიკარაძე: 2500-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება იგეგმება

„2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ.“ - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ტერიოტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გარზდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასების ზრდაც. ასევ, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. „ჩვენი სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. იგეგმება ყველაზე მასშტაბური დაკანონების პროექტის განხორციელება, რომელიც 2500-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითვალისწინებს.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება მოქალაქეებზე და ისეთი მიმართულებების გაძლიერებაზე, როგორიც არის ხარისხიანი და მაღალ სტანდარტზე ორიენტირებული საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა

 

https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradze-2500-mde-devnili-odjaxistvis-sacxovrebeli-fartis-dakanoneba-igegmeba

 

  ინტერპრესნიუს.ჯი

ბულგარეთსა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

https://www.interpressnews.ge/ka/article/566027-bulgaretsa-da-sakartvelos-shoris-shromiti-migraciis-regulirebis-shesaxeb-shetanxmebas-moecera-xeli

 

აიპრესი.ჯი

ქართველი მოქალაქები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან

https://ipress.ge/new/qarthveli-moqalaqebi-bulgarethshi-legalurad-dasaqmdebian/

 

  აიპრეს.ჯი

პარლამენტი ივანე მაჭავარიანს 26-29 ნოემბერს, ეკა ტიკარაძეს კი, 29-31 ოქტომბერს მოუსმენს

პარლამენტის ბიუროს მიერ 2019 წლის თებერვალში დამტკიცებულ განრიგში ცვლილებებია. 3 Shares 3 საქმე ეხება დამტკიცებულ გეგმას პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენების შესახებ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის წინაშე “მინისტრის საათის” ფორმატში, 26-29 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, 29-31 ოქტომბერს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 15-18 ოქტომბერს წარდგებიან.

https://ipress.ge/new/parlamenti-ivane-matchavarians-26-29-noembers-eka-tikaradzes-ki-29-31-oqtombers-mousmens/

 

  ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი - 2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ

https://www.interpressnews.ge/ka/article/566056-jandacvis-ministri-2020-clis-pirveli-ianvridan-asakobrivi-pensia-220-lari-gaxdeba-xolo-pirveli-ivlisidan-70-cels-zevit-pensionerebi-250-lars-miigeben

 

აიპრესი.ჯი

2020 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო 1 ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ

https://ipress.ge/new/2020-tslis-1-ianvridan-asakobrivi-pensia-220-lari-gakhdeba-kholo-1-ivlisidan-70-tsels-zevith-pensionerebi-250-lars-miigheben/

 

რეპორტიორი.ჯი

ქართველი მოქალაქეები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან

http://reportiori.ge/inside.php?menuid=11&id=107980

 

 კომერსანტი.ჯი

ბულგარეთსა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

https://commersant.ge/ge/post/bulgaretsa-da-saqartvelos-shoris-shromiti-migraciis-regulirebis-shesaxeb-shetanxmeba-gaformda

 

პრაიმთაიმ.ჯი

დევნილთა საცხოვრებლელების უზრუნველსაყოფად, 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი ლარის გამოიყოფა

„2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ“, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გარზდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასების ზრდაც. ასევ, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. „ჩვენი სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. იგეგმება ყველაზე მასშტაბური დაკანონების პროექტის განხორციელება, რომელიც 2500-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითვალისწინებს.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება მოქალაქეებზე და ისეთი მიმართულებების გაძლიერებაზე, როგორიც არის ხარისხიანი და მაღალ სტანდარტზე ორიენტირებული საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა.

https://www.primetime.ge/news/1569844920-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90

 

 ბიპიენ.ჯი

ბულგარეთსა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

 

https://www.bpn.ge/article/60996-bulgaretsa-da-sakartvelos-shoris-shromiti-migraciis-regulirebis-shesaxeb-shetanxmebas-moecera-xeli

 

პია.ჯი

ქართველი მოქალაქეები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან

http://pia.ge/post/284199-qartveli-moqalaqebi-bulgaretsi-legalurad-dasaqmdebian

 

  ინტერპრესნიუს.ჯი

2020 წლისთვის სასწრაფო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის ორმაგდება, с ჰეპატიტის პროგრამისა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების დაფინანსება კი მცირდება

2020 წლისთვის სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის ორმაგდება. როგორც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, ამ მიმართულებით დაფინანსება 37.5 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 82.2 მილიონ ლარს შეადგენს. 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის დაახლოებით 44 მილიონი ლარი იყო. პროგრამის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია 2020 წლის 1 ივლისიდან ანაზღაურების ზრდა 100 ლარით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან 4 მილიონი ლარით მცირდება с ჰეპატიტის მართვისთვის გამოყოფილი თანხა და იგი 7 მილიონი ლარით განისაზღვრება. გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 10 მილიონი ლარით მცირდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება.

https://www.interpressnews.ge/ka/article/566074-2020-clistvis-sascrapo-daxmarebistvis-gamoqopili-tanxa-titkmis-ormagdeba-s-hepatitis-programisa-da-kronikuli-daavadebebis-medikamentebis-dapinanseba-ki-mcirdeba

 

კვირა.ჯი

ეკატერინე ტიკარაძე: 2020 წლიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ

http://kvira.ge/502934

 

ექსპრესნიუს.ჯი

ტიკარაძე - 1-ლი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, 1-ლი ივლისიდან კი, 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ

https://expressnews.com.ge/?id=90662

 

 ბიპიენ.ჯი

2020 წლისთვის სასწრაფო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის ორმაგდება, с ჰეპატიტის პროგრამისა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების დაფინანსება კი მცირდება

https://www.bpn.ge/article/61020-2020-clistvis-sascrapo-daxmarebistvis-gamoqopili-tanxa-titkmis-ormagdeba-s-hepatitis-programisa-da-kronikuli-daavadebebis-medikamentebis-dapinanseba-ki-mcirdeba

 

ბიპიენ.ჯი

 

სამინისტროების დაფინანსება - ბიუჯეტის პროექტი 2020

2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 14 211 880 700 ლარი იქნება, რაც 2019 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 1,121 მლრდ ლარით მეტია (2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 13 090 000 000 ლარს) პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსდება. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროების ასიგნებების მოცულობები ასე გამოიყურება: ფინანსთა სამინისტრო: 93 მილიონი (2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით ზრდა 2 მლნ ლარი) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 364 მილიონი (2019 წელთან შედარებით კლებაა 5,5 მლნ ლარი) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2 071 600 0000 (ზრდა 71,6 მლნ ლარი) იუსტიციის სამინისტრო: 203 000 000 ლარი (ზრდა 21,870 მლნ ლარი) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 4 347 000 000 ლარი (ზრდა 378,6 მილიონი) საგარეო საქმეთა სამინისტრო: 159 000 000 ლარი (ზრდა 22,5 მლნ ლარი) თავდაცვის სამინისტრო: 880 000 000 ლარი (ზრდა - 5 მლნ ლარი) შინაგან საქმეთა სამინისტრო: 770 000 000 ლარი (ზრდა 28,4 მლნ ლარი) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 353 000 000 ლარი (ზრდა - 14,1 მლნ ლარი) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 1 636 000 000 ლარი (ზრდა 132,3 მლნ ლარი)

 

https://www.bpn.ge/article/61011-saministroebis-dapinanseba-biujetis-proekti-2020

 

 კომერსანტი.ჯი

 

წყალტუბოში ჯერ შვილმა, შემდეგ კი დედამ თავი მოიკლეს

წყალტუბოში 18 წლის ახალგაზრდა ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივმა დილით ნახა. მისი თქმით, დაცემის ხმა გაიგო, მოგვიანებით, კი გარეთ გამოსულმა ძირს დაცემული მამაკაცი აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. შვილის სიკვდილის გაგების შემდეგ, 18 წლის ბიჭის დედამაც თავი მოიკლა. ის სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" სახელდება. 18 წლის ბიჭმა წყალტუბოს ნომერ პირველი საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა. სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი კარგი მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა. მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა სახლში ფურცელი იპოვეს, სადაც ეწერა, გარდაცვალების დღე და ადგილი. მისი თქმით, ეს ინტერნეტთამაშის ვერსიას ამყარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

https://commersant.ge/ge/post/wyaltuboshi-djer-shvilma-shemdeg-ki-dedam-tavi-moikles

 

კომერსანტი.ჯი

დევნილების 27-წლიანი რიგი ბინისთვის

https://commersant.ge/ge/post/devnilebis-27-wliani-rigi-binistvis

 

  ინტერპრესნიუს.ჯი

წყალტუბოში ჯერ შვილმა, შემდეგ კი დედამ თავი მოიკლეს

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/566103-cqaltuboshi-jer-shvilma-shemdeg-ki-dedam-tavi-moikles

 

  1.10.2019

ნიუპოსტ.ჯი

ავარია დიდ დიღომში - დაშავებულია ორი ადამიანი

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთ დაშავებულს ტვინის შერყევა აღენიშნება, ხოლო მეორეს თავი აქვს გატეხილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო.

http://www.newposts.ge/?l=G&id=215371-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98

 

ინტერპრესნიუს.ჯი

სახალხო დამცველი - სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს ხანდაზმულთა საჭიროებებს და მათი პრობლემები წლიდან წლამდე თითქმის უცვლელია

https://www.interpressnews.ge/ka/article/566137-saxalxo-damcveli-saxelmcipos-mier-gadadgmuli-nabijebi-ver-pasuxobs-xandazmulta-sachiroebebs-da-mati-problemebi-clidan-clamde-titkmis-ucvlelia

 

 ​