· მამუკა ხაზარაძეს სავარაუდოდ პასუხი უნდა გავცეთ როგორც ბიზნესმენს, რომელსაც კონკრეტულ და ძალიან მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და ალბათ უკვე პასუხი უნდა გავცეთ როგორ პოლიტიკოსსაც, რომელსაც ჩვენი აზრით, ძალიან დაბალ ხარისხიანი სტარტი აქვს ქართულ პოლიტიკაში, რადგან ამდენი ტყუილის თქმა პირველივე განცხადებაში, ნებისმიერისთვის დამაზიანებელია და საზოგადოება ამას მარტივად არ მიიღებს.
· პირველი ტყუილი, რაც იყო ამ განცხადებაში, არის ის, რომ თითქოს ქართველმა სამართალდამცავებმა მიმართეს ბრიტანეთს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში. როგორც პროკურატურის განცხადებიდან შევიტყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისთვის, პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობის შესახებ, ანუ აღნიშნული კომუნიკაცია შედგა სწორედ ბრიტანელების მოთხოვნით.
· მეორე - ძალიან სასაცილოა ის, რომ თითქოს ბრიტანელებმა შეიძლება ვერ დაინახონ პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა. მთელი მსოფლიოდან ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს, თუნდაც უამრავი ადამიანია რუსეთიდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი, რომელიც ბრიტანეთს აფარებს თავს.
· ასევე, როგორც პროკურატურის კომენტარიდან გახდა ცნობილი, საუბარია კონვენციაზე, რომელსაც ჰქვია - „ფულის გათეთრება, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრება, მოძიება, ამოღება, კონფისკაცია და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“. ასე ჰქვია იმ კონვენციას, რომლის ფარგლებშიც ქართული და ბრიტანული მხარე თანამშრომლობენ. ძალიან იაფფასიანია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ ამოიღეს ერთი სიტყვა - ტერორიზმი - და თქვეს, რომ თანამშრომლობა ვითომ ტერორიზმის ფარგლებში მიმდინარეობდა.
· რაც შეეხება ანაკლიის პორტს - რაც არ უნდა ილაპარაკოს მამუკა ხაზარაძემ, ეს ვალდებულება სახელმწიფოს აქვს პირველ რიგში საკუთარ თავზე აღებული. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, რამდენი ბრიფინგიც არ უნდა ჩაატაროს, მას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აუცილებლად მოუწევს.
(ერთ ადგილას ის ამბობს, რომ ანაკლიის პორტთან შემხებლობა არ აქვს, მეორე ადგილას ამბობს, რომ მის ფულს აყადაღებენ, რათა პროექტის თანამშრომლებს ხელფასი ვერ გადაუხადოს. ერთხელ და სამუდამოს ჩამოყალიბდეს, აქვს თუ არა მას პროექტთან შეხება.)
· რაც შეეხება მისი გამოსვლის და მთელი მისი პოლიტიკური „ალღოს“ კულმინაციას, ეს იყო დებატებში ბიძინა ივანიშვილის გამოიწვევა. რამდენადაც გვახსოვს, სულ ახლახან, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებების უწყვეტ კასკადზე, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ვიცე-პრემიერს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და ხაზარაძეს, ღია ეთერში კითხვებისთვის პასუხის გაცემა შესთავაზა და როგორც გვახსოვს, მან ამ დებატებზე უარი თქვა.
ხაზარაძემ ჯერ მაია ცქიტიშვილთან გაბედოს მისვლა იმ საკითხზე, რაზეც ამდენს ლაპარაკობს და შემდეგ ისაუბროს სხვა პოლიტიკოსებთან და ლიდერებთან დებატებზე.
· და ბოლოს, მამუკა ხაზარაძეს, როგორც თავად თქვა, პოლიტიკაში მეგობრების იმედი აქვს, თუმცა ყველას შევახსენებთ, რომ ერთადერთი რისი იმედიც უნდა ჰქონდეს, არის ის, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმორჩილი ადამიანი უნდა იყო. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გქონდეს ყველაფრის იმედი.
https://www.primetime.ge/news/1566913328-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90?fbclid=IwAR0BPd4-rNzBF3Xm_p3wRs8ruMOSRwHsVp1Ql-qe0oT1obtI2GakG6eD2-A#tX41F1IKpKSyYoZS.99