From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : კიბოს კონტროლი
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 30.08.2019 14:22
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

 

დიდი მადლობა გუშინდელი საინტერესო შეხვედრისთვის.

ჩვენი საუბრიდან სხვა მრავალთა შორის ერთ-ერთ მთავარ საკითხად გამოიკვეთა ქვეყანაში კიბოს კონტროლის გაძლიერების აუცილებლობა. როგორც მოგახსენეთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მრავალმხრივ მუშაობას ახორციელებს კიბოს პრევენციისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით: 2015 წლიდან დაინერგა კიბოს პოპულაციური რეგისტრი, 2011 წლიდან ქვეყანაში მიმდინარეობს კიბოს სკრინინგის (ძუძუს, საშვილოსნოს ყელის,  კოლორექტული კიბოს სკრინინგი და პროსტატის კიბოს მენეჯმენტი) სახელმწიფო პროგრამა, ამჟამად კი ხდება კიბოს ერთიანი ელექტრონული მოდულის შექმნა, რომელიც თავს მოუყრის ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ყველა ინფორმაციას.

 

კიბოს რეგისტრის დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კიბოს შემთხვევების რეგისტრაცია და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების გავრცელებისა და მართვის თავისებურებების შესახებ. რაც შეეხება კიბოს სკრინინგს, მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა, კვლავაც გამოწვევად რჩება კიბოს სკრინინგში მიზნობრივი პოპულაციის ჩართულობის და შესაბამისად მოცვის მაჩვენებლთა ზრდა. ჩვენი ანალიზისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის (მისია განხორციელდა 2019 წლის ივლისის თვეში) რეკომენდაციების საფუძველზე, 2020 წლიდან ვგეგმავთ სკრინინგის ფორმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენს წინადადებს სექტემბრის ბოლოს შემოგთავაზებთ.

 

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, გაგიზიაროთ ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული ჩვენს მიერ მომზადებული რამოდენიმე დოკუმენტი:

 

1.      კიბოს პოპულაციური რეგისტრის 4 წლის (2015-2018) შედეგების ელექტრონული ვერსია, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ.გვერდზე და რომლის ქართული და ინგლისურის ნაბეჭდი ვერსიებიც გადმოგეცათ;

2.      კიბოს რეგისტრის მონაცემთა ბაზის ჩაღრმავებული  ანალიზის პირველადი სამუშაო ვერსია, რომელზეც მუშაობა გრძელდება თითოეული მაჩვენებლის დაზუსტების მიზნით;

3.      კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია, და

4.      კიბოს კონტროლის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა (არ დამტკიცებულა).

მოგახსენებთ, რომ კიბოს კონტროლის ეროვნული სტარტეგია და 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა მომზადდა 2015-2016 წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჩართულობით, თუმცა ის ჯერ-ჯერობით არ დამტკიცებულა, რადგან 2017 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც შევიდა კიბოს პრევენციისა და მართვის ძირითადი ასპექტები. თუმცა, გამომდინარე კიბოს საკითხის უაღრესად დიდი მნიშვნელობიდან, მიგვაჩნია, რომ სასურველია, ქვეყანას გააჩნდეს კიბოს კონტროლის დამოუკიდებელი სტრატეგია და ამასვე გვირჩევენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

ამდენად, ვფიქრობთ მიზანშეწონილი იქნება აღნიშნული დოკუმენტის განახლება თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით და მთავრობის წინაშე წარდგენა.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში ცენტრი მზადაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს ქვეყანაში კიბოს კონტროლის გაძლიერების მნიშვნელოვან საკითხში.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3