მოგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ჩვენი რეორგანიზაციის პაკეტი, რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს სოციალური მომსახურების სააგენტოდან ტრეფიკინგის ფონდში მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის გადატანაში, რომელიც კანონის თანახმად განხორციელდება
2020 წლის 1 თებერვლიდან. აგრეთვე, შესაძლებელი ხდება, რომ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით საგრანტო ღონისძიებები სამინისტროს ცენტრალური აპარატის ნაცვლად განხორციელდეს სსიპ-ების მიერ
(დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ იხ. მიღებული კანონპროექტების თანდართული ვერსიები).