| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი |
| Cc : | tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 22.04.2020 19:41 |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 12 აპრილს მოგმართეთ წერილობით, ცენტრში არსებული სიტუაციის თაობაზე და გთხოვეთ უმოკლეს დროში რეაგირება, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ბოლო შვიდი წელი „ჯაყოს ხიზნების“ მდგომარეობაში და უმძიმეს პირობებში გავატარეთ, რაც გარწმუნებთ, ძალიან ძნელი ასატანია. ბოლო თვეებში კი ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო აუტანელი გახდა და ყველასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ადამიანები ვართ და არა ნახირი.
არ გვგონია, რომ ვინმემ გაიგოს, თუ რატომ ამყოფებს სახელმწიფო ასეთ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მთავარ როლს თამაშობს დევანდელი დღის სამ მთავარ გამოწვევაში - აივ/შიდსში (ექსკლუზიურად), C ჰეპატიტის ელიმინაციაში და COVID-19-ში. შეგვირცხვენია ასეთი სახელმწიფო.
ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს - თუ სახელმწიფოს ჩვენი ცენტრი სჭირდება, რაიმე გააკეთოს, ხოლო თუ არ სჭირდება - პირდაპირ თქვას, მაგრამ ახლავე.
კიდევ ერთხელ გთხოვთ რეაგირებას უმოკლეს დროში.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე