From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : თენგიზ ცერცვაძისგან
Received On : 29.10.2019 19:35

ქალბატონო ეკატერინე,

 

ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინდელი შეხვედრა მთავრობის წევრებთან და სამედიცინო საზოგადეობასთან. მოკლე, კომპაქტური და ძალიან ტევადი პრეზენტაცია. მკაფიოდ და სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები და მათი მიღწევის გზები. საქმიანი და საინტერესო დისკუსია და ინტერაქტივი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლამის ხელოვნების დონეზე აყვანილი დიზაინი (სლაიდების ჩათვლით). თუ დასახული პრიორიტეტები განხორციელდა, რამოდენიმე წელიწადში სამაგალითო ჯანდაცვის სისტემა გვექნება. ჩვენც იმედი მოგვეცა, რომ პირადად თქვენი და თქვენი გუნდის ხელმძღვანელობით ბოლო პერიოდში ჩვენს დარგში ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზებით განპირობებული სერიოზული გამოწვევების და სიძნელეების დაძლევა მოხერხდება და ქვეყანა შეძლებს არამარტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის რეალურად განხორციელებას, არამედ აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულებას (იგულისხმება ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანა). ასეთ შემთხვევაში საქართველო გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც შეძლებს ერთდროულად 21-ე საუკუნის ორი მთავარი ეპიდემიის დამარცხებას.

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე