| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | m.tskitishvili@mrdi.gov.ge; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tgabunia@moh.gov.ge |
| Subject : | ეპისიტუაციის პროგნოზირება და სააღდგომო რეკომენდაციები |
| Cc : | gsakhokia@gov.ge |
| Received On : | 11.04.2020 21:02 |
| Attachments : |
ქალბატონო
მაია,
ქალბატონო
ეკა,
ქალბატონო
თამარ,
გიგზავნით
ჩვენთან მომზადებულ გათვლებს ეპიდემიის განვითარების შესაძლო სცენარებთან დაკავშირებით.
მოგეხსნებათ
ამ ტიპის გათვლები და სცენარები დღეს აქვს მრვალ უნივერსიტეტსა და ინსტიტუციას.
ჩვენ
გავითვალისწინეთ ბევრი მათგანი და შევჯერდით ქვემოთ მოყვანილ ციფრებზე. თავისთავად შეფასებითი მაჩვენებლები ხშირად არ ემთხვევა რეალობას
და
არ გვაქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, მაგრამ მოცემული
სცენარი ჯერ-ჯერობით ასახავს რეალობას.
ჩვენი
გუნდი (5-7 ადამიანი) მზად ვართ ის კიდევ ერთხელ განვიხილოთ გარე ექსპერტებთან ერთად ნებისმიერ დროს რათა შევჯერდეთ ოპტიმალურ ვარიანტზე.
ასევე
ვაგზავნი ჩვენს მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში.
არსებული მდგომარეობის ანალიზი,
11.04.2020
2019 წლის დეკემბერში ჩინეთში წარმოშობილმა ახალმა კორონავირუსმა (COVID-19) სწრაფი გავრცელება ჰპოვა მსოფლიოს ქვეყნებში და განსაკუთრებით ევროპის რეგიონში. დაინფიცირების
შემთხვევების მზარდ რაოდენობაზე რეაგირების, ასოცირებული სიკვდილიანობის კონტროლის, ჯანდაცვის სისტემების დაზოგვისა და საჭირო დახმარების ადექვატური დოზით მიწოდების მიზნით, ქვეყნის მთავრობებმა შეიმუშავეს პანდემიაზე რეაგირების
ღონისძიებების ნაკრები, რომელსაც ეწოდა არა-ფარმაცევტული
ღონისძიებები, ე.წ. NPI (non-pharmaceutical interventions). გატარებული
ღონისძიებები, მოწოდებით, დოზით, ხანგრძლივობით,
განსხვავებულია ქვეყნებს შორის, რაც შესაბამისად აისახება ამ გეოგრაფიულ ლოკაციაზე არსებულ COVID-19 მიმდინარეობაზე. შემუშავებული NPI-დან მოწოდებულია საგანგებო მდგომარეობა / ჩაკეტვა, ცნობილი lockdown სახელით, მასობრივი და საჯარო
თავყრილობების აკრძალვა (100 ადამიანზე მეტი, 50 ადამიანზე მეტი, 10 ადამიანზე მეტი და ყველაზე მკაცრი - 3 ადამიანზე მეტი), სასწავლო დაწესებულებების დაკეტვა და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თვითიზოლაცია (მათ შორის სავალდებულო კარანტინი) და სოციალური დისტანცირება
(ე.წ. ფიზიკური დისტანცირება, 2 მეტრი და მეტი დაცილების შენარჩუნება ადამიანებს შორის და ახლო კონტაქტის მაქსიმალური მორიდება). ეს ყოველივე საგრძნობ გავლენას ახდენს ვირუსის გადაცემის რაოდენობაზე და ამცირებს ე.წ. Rt-ს
(იხ. Figure 1).
დეტალური ინფორმაცია ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოკაციებიდან (მეზობელი ქვეყნები), წარმოდგენილია დანართ 1-ში.
საქართველოში ამჟამად არის lockdown-დან მე-11 დღე (იხ. Figure 2), თუმცა მოწოდებული ინტერვენციები ეტაპობრივად წინ უსწრებდა აღნიშნულ ღონისძიებას, რაც დადებითად
აისახა ეპიდემიის შეკავებაზე და საშუალება მისცა ერთის მხრივ ჯანდაცვის სისტემას,
განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, მიეღო და ემკურნალა სტაციონარულ პირობებში ყველა დადასტურებული შემთხვევა (რაც დადებითად
აისახა დაავადების გამოსავალზე) და მეორეს მხრივ - დრო მისცა ქვეყანას უკეთ მომზადებულიყო მზარდი დარტყმის მისაღებად.
COVID-19 მსოფლიო გამოწვევაა და ბევრი ორგანიზაცია ჩართულია რისკის მითიგაციასა და რეაგირებაში. Google კომპანია სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების გათვალისწინებით (smart
მობილურების ანალიზი) იძლება მონაცემებს, თუ როგორ ხორციელდება სოციალური დისტანცირება შესაბამის გეოგრაფიულ ლოკაციაზე. ბოლო ანგარიშით საქართველოსთვის 68%-ით შემცირებულია საჯარო ადგილებში თავყრილობები, 36%-ით სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში, მხოლოდ 23%-ით პარკებში,
43%-ით შემცირდა სამუშაო ადგილებზე ადამიანების ყოფნა და თავისთავად, გაზრდილია 14%-ით სახლებში ყოფნა.
მიღებულია, რომ ვირუსის ეფექტური კონტროლისთვის სასურველია სოციალური დისტანცირების აღსრულება ხდებოდეს 75% დოზით, თუმცა ისიც
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ეფექტურია ე.წ. lockdown და ასევე სხვა დანარჩენი NPI ღონისძიებების ერთდროული იმპლემენტირება. გათვალისწინებით საქართველოს მოსახლეობის ტრადიციებისა
და კულტურული თავისებურებებისა, ამჟამინდელი (კათოლიკური და გრეგორიანული აღდგომა, ებრაელური პასექი,
მართლმადიდებლური ბზობა) და მომავალი (მართლმადიდებული აღდგომა)
სარიტუალო დღესასწაულები იძლევა არსებული და დამატებითი ღონისძიებების მაშტაბური იმპლემენტირებისა და აღსრულების მონიტორინგის საჭიროებას, რასაც დამატებით, წარსული გამოცდილებაც მიანიშნებს (მარნეული-ბოლნისის კლასტერი).
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა მოდელირება, რომელიც საქართველოსთვის სპეციფიური მონაცემების (მოსახლეობა, ასაკ-სტრუქტურული შემადგენლობა, იმპორტირებული
და მიმდინარე შემთხვევები, გამოჯანმრთელებულები, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობები) და NPI-ის გათვალისწინებით წარმოადგინა
სამი შესაძლო სცენარი: დღესასწაულების გათვალისწინებით შემსუბუქება, შენარჩუნება და გამკაცრება. შედეგად, არსებული კონტროლის
ღონიძიებების შენარჩუნების შემთხვევაში მომდევნო კვირის ბოლოს 19.04.2020 საქართველოში
ინფიცირებულთა კუმულაციური რიცხვი (გამოჯანმრთელებულების გამოკლებით) იქნება მიახლოებით 400.
არსებული ღონისძიებების შესუსტებისას
შეუძლებელი გახდება დაავადების გავრცელების ტემპის შენარჩუნება და დაინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს, რამაც შესაძლოა 4 კვირის შემდეგ (9.05.2020) მოგვცეს
>5000 აქტიური ინფიცირებული, შემდგომი ზრდის ტენდენციით (Figure 3). თავისთავად, ამ დატვირთვას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ქვეყნის რესურსები ვერ გაუძლებს და შეიქმნება საგანგაშოდ კრიტიკული მდგომარეობა. ამასთან ერთად, საგანგაშოდ მაღალი იქნება სიკვდილიანობის
რიცხვი, რაც მოსახლეობის დამატებით პანიკას გამოიწვევს და სიტუაცია იქნება ძნელად
კონტროლირებადი. თუ ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება შენარჩუნება, 9.05.2020 იქნება დაახლოებით 2318 შემთხვევა, მაგრამ თუ შესაძლებელი იქნება ამ კვირეების მანძილზე გამკაცრება - შედეგად 9.05. შეფასებითი მაჩვენებელი იქნება დაახლოებით 8-ჯერ ნაკლები.
ასევე, ჩვენს მიერ შესწავლილი მოწინავე ინსტიტუციების კვლევები, რეკომენდაციები (ლონდონის იმპერიალ კოლეჯი, ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი) და ჩვენი ადგილობრივი
ექსპერტების გამოცდილებით, თუ შენარჩუნდა ვირუსის გამოვლენის ეს ტენდენცია, პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლო პერიოდიდან მაისის პირველ კვირაში. შესაბამისი მოლოდინია ევროპის სხვა ქვეყნებშიც, გარდა ესპანეთი / იტალია / საფრანგეთისა, რომელთა დიდი დანაკარგის ხარჯზე მეტ-ნაკლება
შეძლეს პიკის გადალახვა.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, ამ დაავადების ერთ-ერთი ბოლომდე შეუსწავლელი მხარე არის მიმდინარეობის ციკლი. გარკვეული სამეცნიერო მტკიცებულება უჩვენებს, რომ ღონისძიებების
შესუსტებისას მოსალოდნელია მეორე პიკის გამეორება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემისა და ქვეყნისთვის მძიმედ გადასატანი იქნება.
ამ მიმართულებით განვითარების პრევენციის მიზნით რეკომენდაციას ვუწევთ აღებული კურსის და შემუშავებული ღონისძიებების შენარჩუნებას მაისის ჩათვლით, რათა არ იყოს
·
პიკი მაღალი
·
დროზე ადრე არ მოხდეს ფსევდო შემცირება და სავარაუდო მეორე ტალღის წარმოქმნის ალბათობის გაზრდა
მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულ იყოს - პიკის გადავლად ითვლება სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.3 / 1 000 000 მოსახლეზე და უფრო დაბლა დაწევა. ამ ნიშნულამდე სანამ
არ დავა, სოციალური დისტანცირება უნდა გაგრძელდეს (შესაბამისად, მოიცავს მაისს ბოლომდე). ამ ეტაპზე საქართველოსთვის ეს მონაცემი 0.8 / 1 000 000 არის.
ასევე, აუცილებელია, რომ ამ პერიოდისთვის ქვეყანას უნდა ქონდეს შევსებული მარაგი მასიური სკრინიგისთვის ტესტირების საშუალება (პჯრ და სწრაფი ტესტები), იგივე ტემპით კონტაქტების
გამოვლენის ტენდენცია, სავალდებულო კარანტინისა და თვითიზოლაციის შენარჩუნება.
მასიური სკრინინგი, კონტაქტების გამოვლენა, სავალდებულო კარანტინი და რესურსების გათვალისწინებით ნიღბების ტარება.
Figure
1
NPI-ს % გავლენა დაინფიცირების გადაცემაზე
Figure
2
საქართველოში
COVID-19
მიმდინარეობა, კუმულირებული მონაცემები და ახალი შემთხვევები
Figure
3
NCDC
მოდელირება
NPI-ს შესაძლო ცვლილებასთან მიმართებაში, 14.04-9.05. პერიოდი
რეკომენდაციები, ქვეყნის ტრადიციებისა და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით
ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისა და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით, რომელიც თან ახლავს რელიგიურ დღესასწაულებს და რიტუალურ ღონისძიებებს,
დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრი ანახლებს რეკომენდაციებს,
ამ განსაკუთრებულ პერიოდზე სწორი რეაგირებისა და პანდემიის მართვის ეფექტურობის გასაზრდელად.
-
მოყოლებული 12.04.2020-დან 9.05.2020-მდე შენარჩუნდეს და გარკვეულ წილად გამკაცრდეს შემზღუდველი ღონისძიებები და
სოციალური დისტანცირება (ე.წ. NPI) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მოსალოდნელია ხალხის ნაკადის მასიური დინება. მოსახლეობის ფართო ნაკადების გადაადგილების და ინფიცირების მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრად შეიზღუდოს ქალაქებს
შორის გაადგილება პარასკევი-ორშაბათის პერიოდში (17.04.2020-20.04.2020)
-
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს რელიგიურ დაწესებულებებს, ეკლესია-მონასტრებს და მაქსიმალური ხელშეწყობა შევთავაზოდ
პროცესების კონტროლისთვის - თერმოსკრინინგის გაძლიერება, შენობების შიგნით დამატებითი დეზინფექცია და გახშირება, შესასვლელში ხელის დასამუშავებელი ხსნარები, ხატების და ჯვრების ანტისეპტიკური ხელსაწმენდებით ხშირი დამუშავება, დისტანციის დაცვა 2 მეტრი, რელიგიური რიტუალების
გარეთ ჩატარება და მაქსიმალურად სატელევიზიო ტრანსლირება
-
ეკლესიასთან შეთანხმებით, ხუთშაბათსა და პარასკევს (16.04-17.04.2020) მოხდეს საეკლესიო მსახურების მასიური სკრინინგი,
რომელიც განმეორებით ჩატარდება სამშაბათ-ოთხშაბათს (21.04-22.04.2020)
-
მოეწოდოს მონასტრებს, რომ ამ პერიოდის მანძილზე არ მიიღონ გარეშე პირები და საერო წარმომადგნლები
-
აღდგომის ღამეს სასურველია ღამის საეკლესიო მსახურება ჩატარდეს სასულიერო პირების მიერ, რომლის ტრანსლირებაც მოხდება მედიის საშუალებით
(რამდენიმე არხი და რადიო), ხოლო საერო პირთათვის სააღდგომო წირვა გაიმართოს კვირას დღის მანძილზე, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით
-
რომ არ იყოს მასიური უკმაყოფილება და პროტესტის ტალღა, ალტერნატიულად მოსახლეობისთვის მერიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების
მიერ უმწეო და სოციალურად დაუცველებს დაურიგდეთ პასკა და კვერცხი
-
განხორციელდეს ტაძრებში მომსახურე ადამიანების მომზადება და სწავლება (მღვდელმსახურები, სტიქაროსნები, მეფსალმუნეები, მგალობლები),
რათა ფლობდნენ სრულფასოვან ინფორმაციას, აანალიზებდნენ საფრთხეს და გააკონტროლონ მრევლი. ჩვენის მხრივ, ცენტრი მზადაა შემდგომი კვირის მანძლზე აქტიურად ითანამშრომლოს ამ პროცესებში, ჩაატაროს ინფორმატიული შეხვედრები, ტრენინგები და საგანმანათლებლო კამპანიები
-
თუ მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეთავაზებული იქნება ავტობუსები (განხილულ იქნეს საერთოდ აკრძალვაც) ქალაქიდან
სასაფლაოზე მისასვლელად, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს დისტანცია მგზავრებს შორის, მათი ჭადრაკისებური დასხდომა, მძღოლის დაცულობა, ასვლისას ყველა მგზავრისთვის ხელების დამუშავება და / ან ხელთათმანების და ნიღბების დარიგება
-
გაკეთდეს მოწოდება როგორც მთავრობის, ასევე ეკლესიის მხრიდან, რომ სასაფლაოზე ხალხის მასიური თავყრილობის ასაცილებლად, სასურველია
გასვლა მოხდეს არა კონკრეტულ ერთ დღეს, არამედ მთელი კვირის მანძილზე, და მოწოდებული იყოს ოჯახის მხოლოდ ერთ წევრის მისვლა
-
დაუშვებელია სასაფლაოებზე ჭამა-სმა. სასაფლაოებზე მაქსიმალურად გაკონტროლდეს ალკოჰოლის შეტანა, განსაკუთრებით სოფლად.
ამ მოწოდების აღსრულების მიზნით სასურველია მითითებული იყოს ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა.
-
სოფლად შემცირდეს და გაკონტროლდეს ბავშვთა/მოზარდთა თავყრილობები და ტრადიციული გართობა
-
როგორც მთლიანად საგანგებო მდგომარეობისას, განსაკუთრებით ამ პერიოდში დაუშვებელია ტრადიციული თავყრილობები ოჯახებში
-
მაქსიმალურად შეიზღუდოს 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების სახლიდან გასვლა აღდგომის დღესასწაულებზე
-
კვერცხის ჩუქების ტრადიციის შეზღუდვის პროპაგანდა და ვიდეო რგოლების ინტენსიური გაშვება, სადაც ნაჩვენებია, როგორ ხდება ვირუსის გავრცელება
საზიარო ნივთებიდან, ან / და ნივთების გადაწოდებისას
-
წინასააღდგომოდ სასურსათო გაყიდვების გააქტიურების გამო სასურველია მაღაზიების სამუშაო საათები დახანგრძლივდეს 8 საათამდე, მაგრამ
მკაცრად იყოს დაცული დისტანცირება, მაღაზიაში მყოფი ადამიანების რაოდენობა და ჰიგიენური ნორმები. განსახილველია წინასააღდგომო გარევაჭრობების დაშვება (ღია ბაზრები) შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვით.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან
გამყრელიძე,
მედ.
მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრი
გენერალური
დირექტორი
მ.
ასათიანის 9, თბილისი 0186
ტელ/ფაქსი:
+995 32 2311755
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge