| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | ეპიდსიტუაცია |
| Cc : | zbokhua@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; atalakvadze@moh.gov.ge; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| Received On : | 08.07.2019 13:06 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე მოგესალმებით.
გიგზავნით ინფორმაციას გასული კვირის ეპიდსიტუაციის შესახებ, ასევე C
ჰეპატიტის სკრინინგის ყოველკვირეულ ანალიზს. ეს უკანასკნელი, ეგზავნება ხოლმე კურატორ მინისტრის მოადგილეს. თუ ჩათვლით მიზანშეწონილად გამოვგზავნით ყოველკვირეულად.
საყურადღებოა გალში სავარაუდო ცოფის შემთხვევა. გალში როგორც ჩანს, იქ სერიოზული დეფიციტია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების.
ამ ერთი კვირის წინ მესაუბრე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა რომ მივეხმაროთ ისევე როგორც სხვა ვაქცინებით
ვეხმარებით, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილება და სასურველია დაჩქარდეს ეს საკითხი. ამ შემთხვევის დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს შესაძლებლობის ფარგლებში (მოგეხსენებათ გართულებია გალიდან სწორი ინფორმაციის მიღება) და შედეგებს მოგვიანებით
მოგახსენებთ.
28 ივლისი გახლავთ ჰეპატიტების მსოფლი დღე, რომელსაც გამომდინარე ელიმინაციის პროგრამიდან გაფართოებულად ავღნიშნავთ ხოლმე (გასულ წელს მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრი,
წინა წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორი, ამერიკის ელჩი და ა.შ.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამაში არის გარკვეული თანხა (8000 ლარი) ამ ტიპის ღონისძიების ორგანიზებისთვის.
გთხოვთ თქვენს მითითებას რომ გადაწყდეს ჩატარების თარიღი (28 კვირაა), მაშტაბი და ფორმატი, რათა დროულად დაიწყონ მოსამზადებელი სამუშაოები.
პატივისცემით
ამირანი