• ხელისუფლების დროულმა რეაგირებამ და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეაკავა. დღეს კი ხელისუფლება აგრძელებს ასეთივე დროული ნაბიჯების გადადგმას ეკონომიკის აღდგენის კუთხითაც.
• ჩვენი ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ, ეპიდემიის შეკავებაში ვართ მოწინავეები, ჩვენ ასევე ერთ-ერთი მოწინავეები ვიქნებით ეკონომიკის გახსნაშიც.
• ქვეყანა იბრძვის ორ ფრონტზე - ეპიდემიის გავრცელების აღკვეთისა და ეკონომიკის გადარჩენისთვის. ამიტომ, არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მთავრობამ რიგი შეზღუდვების მოხსნა უკვე დაიწყო, რითაც ეკონომიკის გახსნა და წარმოდგენილი 6 ეტაპიანი გეგმის ნაწილი დააჩქარა.
• ხვალიდან, 5 მაისიდან ჩაკეტილი ქალაქის სტატუსი მოეხსნება ქუთაისს და ბათუმს. ქალაქში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვა აღარ იქნება დაწესებული, მაგრამ ადგილზე რჩება შსს-სა და თავდაცვის ძალების საკონტროლო პუნქტები, სადაც მოხდება მოსახლეობის პროაქტიური თერმოსკრინინგი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქალაქებში მოქმედებს ყველა სხვა შეზღუდვა, რაც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. მათ შორის, ძალაშია 3 კაციანი შეზღუდვა ავტოსანტრანსპორტო გადაადგილებისას და მოქმედებს კომენდანტის საათი.
• თბილისსა და რუსთავში გარკვეული შეზღუდვები რჩება, რაც პირდაპირ უკავშირდება მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელია კვირის ბოლომდე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნას მიღებული და თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს.
• ასევე, 5 მაისიდან დაშვებულია მშენებლობები და სამშენებლო მასალების წარმოება. დასაშვებია ავტოსამრეცხაოების და ავტოსერვისების საქმიანობა, სამშენებლო მასალების რეალიზაცია კი დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ფორმით.
• ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა სავალდებულოა. მუშაობის განახლებისთანავე ყველა ეს სუბიექტი პარალელურად შემოწმდება შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.
• ყველა შეღავათი, რომელსაც სახელმწიფო დაუშვებს, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე და კომპანია, პასუხისმგებლობით მოეკიდება ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას.
• ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ პირბადე და სოციალური დისტანცია, ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება. ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, ეკონომიკის აღდგენა დროულად იყოს შესაძლებელი.
• ასევე ხვალიდან, ყველა იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. იმისათვის, რომ მიიღოთ ესა თუ ის სერვისი იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტის შენობაში, საჭიროა პორტალ MYGOV.GE-ის მეშვეობით დაჯავშნოთ ვიზიტი. შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები.
ხშირად დასმული კითხვები და პასუხები: