• აქტიურად ვაგრძელებთ ვირუსთან ბრძოლას და ამ ბრძოლაში მიღწეული შედეგების კვალდაკვალ, ეკონომიკის გახსნის ეტაპებს თანმიმდევრულად ვაჩქარებთ.
• ამასთან, მხოლოდ წესების ზედმიწევნით დაცვა გვაძლევს გარანტიას, რომ ეკონომიკას სწრაფად და ეფექტიანად ავამოქმედებთ.
• საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ახლა კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე და მაღალი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება.
o დღეიდან გაიხსნა ქალაქები რუსთავი და გარდაბანი - შესაძლებელია ქალაქში შესვლა და გასვლა;
o 18 მაისიდან უქმდება საკარანტინო რეჟიმი ქალაქ მარნეულშიც.
o 18 მაისიდან იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
o ასევე, მოიხსნება 3 კაციანი შეზღუდვა შეკრებაზე, თუმცა ეს არ შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას.
• ჩვენი მთავარი მიზანი - კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად.
• შესაბამისად, სექტორული ანტიკრიზისული გეგმები ითვალისწინებს როგორც მიზნობრივ დახმარებებს, ასევე ახალი შესაძლებლობების მიცემას ჩვენი ეკონომიკისთვის.
• წარმოვადგინეთ პანდემიით ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა.
• გარდა სახელმწიფოს მიზნობრივი დახმარებებისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე.
• პირველი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან.
• მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ავსტრიასთან, ჩეხეთთან, პოლონეთთან, თურქეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.
• როგორც იცით, მომავალი კვირიდან ამოქმედდება გეგმა „ზრუნვას სოფელზე“, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
• ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე უნდა იყოს ქართული პროდუქტი, ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება.
• ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად გაგრძელება.
• ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი.
• გადმორიცხულია 30 მილიონი დოლარი. პროექტის სრული ღირებულებაა 93 მილიონი დოლარი. სამუშაოები დაიწყება უახლოეს დღეებში.
• ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გაღრმავების, არა მხოლოდ უსაფრთხოების, ან დემოკრატიზაციის, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც.
იხილეთ ვრცლად: