• პანდემიამდე დეველოპერული სექტორი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორი იყო, რომელშიც პირდაპირ დასაქმებულია დაახლოებით 120 ათასზე მეტი მოქალაქე, დაკავშირებულ ბიზნესებში კი, როგორიცაა რემონტის და ავეჯის წარმოება, ტექნიკით ვაჭრობა თუ სხვა - არანაკლებ ამდენი ადამიანი.
• დიახ, ჩვენ ვეხმარებით ასობით ათას ადამიანს, რომელიც დასაქმებულია მშენებლობაში და მასთან დაკავშირებულ დარგებში.
• ეს სექტორი ქმნის ერთიან მსხვილ ჯაჭვს და მისი დროულად, კვლავ სისტემური ამოქმედება ეკონომიკის აღდგენის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რაც მოხდა 2008 წლის მერე წლობით გაჩერებული მშენებლობების და დაზარალებული ოჯახების სახით - ეს არ უნდა განმეორდება.
• სიმბოლურია, რომ გეგმა წარმოდგენილი იყო „აქსის თაუერსში“. რომ არა ჩვენი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის შექმნილი „თანაინვესტირების ფონდის“ დაახლოებით 50 მილიონიანი ინვესტიცია, ეს პროექტი იყო გაჩერებული.
• დღესაც, 25 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს, ხშირ შემთხვევაში უკანასკნელი თანხების მობილიზებით, აღებული აქვს იპოთეკური სესხი - ამ ხალხს სახელმწიფო ახლა ნამდვილად დაუდგება მხარში.
• სახელმწიფოს ეს პოლიტიკა დაზღვეულია რომ მიმართული იყოს მხოლოდ საშუალო და დაბალშემოსავლიან მოქალაქეებზე და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე - შეღავათი შეეხება მსესხებლების მხოლოდ იმ კატეგორიას, რომელიც აიღებს 200 000 ლარზე ნაკლებ იპოთეკურ სესხს და შეიძენს მშენებარე საცხოვრებელ ბინას.
• სახელმწიფო წლის ბოლომდე დაეგეგმილზე 3-ჯერ მეტ ბინას შეისყიდის 1800-მდე ოჯახისთვის და დაახლოებით 6 000 დევნილს საშუალოდ დაგეგმილზე 3 წლით ადრე ექნება საკუთარი საცხოვრებელი.
სიმბოლურია, რომ გეგმა წარმოდგენილი იყო „აქსის თაუერსში“.
ეს პროექტი ერთგვარი სიმბოლოა, რომლითაც შეიძლება ჩვენი და წინა ხელისუფლებების შედარება.
თაუერსი სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს დაიწყო და მაშინ ამ პროექტს ყველა აღმშენებლობის სიმბოლოდ წარმოაჩენდა.
ომმა და 2008 წლის კრიზისმა, სხვა ბევრის მსგავსად, გააჩერა ეს მასშტაბური პროექტი. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს შეძლო კერძო ბიზნესმა გაეცოცხლებინა ეს პროექტი და სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს დასრულდა პირდაპირი დახმარებით თანაინვესტირების ფონდიდან.
რომ არა ეს დახმარება, გვექნებოდა კიდევ ერთი დიდი პროექტის ამოთხრილი საძირკველი.
დღეს კი, იგივე ხალხი, ვინც ზუსტად ამ პროექტს აღმშენებლობას ეძახდა, ცდილობს ყველა შენება ნგრევად მონათლოს, ნებისმიერი მშენებლობა დანაშაულთან გააიგივოს.
ნაციონალური მოძრაობა იმით იწონებდა თავს, თითქოს რაიმეს აშენებდა და ეკონომიკას ავითარებდა. სინამდვილეში 2008 წლის შემდგომ კრიზისში მან აბსოლუტურად მოიხსნა პასუხისმგებლობები და მარტო დატოვა მოსახლეობაც, ბიზნესიც, მეწარმეობაც - სახელმწიფომ არ გადადგა კრიზისთან გამკლავების და ეკონომიკის დახმარების არანაირი ნაბიჯები. შედეგად, ამ კრიზისმა წლობით უკან დაწია ქვეყანა და გააღარიბა ადამიანები. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნებ ქვეყანაში განმეორდეს 2008 წლის მსგავსი ეკონომიკური მოვლენები.
მაშინ როდესაც ასეთ პროექტები ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ მიზიდულობის ცენტრებს, შემოსავლებს ქვეყნის ბიუჯეტში და ა.შ.
ამაშია, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ნარატივის აბსურდულობა.