გზავნილები 20-21 ივნისს პარლამენტის შტურმის აღკვეთასთან დაკავშირებით
Received On :
12.07.2019 09:15
- 20-21 ივნისს სრულიად ლეგიტიმური ბრძანების ფარგლებში პოლიციამ
შეასრულა საკუთარი მოვალეობა და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი ძალადობრივი
თავდასხმისგან. ეს ფაქტია.
- სამწუხაროა, რომ დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები, როგორც მოქალაქეები,
ასევე პოლიციელები.
ეს ძალა იყო პროპორციული, რაზეც მეტყველებს ის მარტივი ფაქტი, რომ მეორე
დღეს საავადმყოფოში მყოფი დაშავებულების თითქმის ნახევარი
სამართალდამცავები იყვნენ (მეორე დღეს სამედიცინო დაწესებულებებში
რჩებოდა დაახლოებით 190 კაცი და მათ შორის 80 პოლიციელი იყო) ე.ი.
დაშავდა პრაქტიკულად იგივე რაოდენობის შესაბამისად შეიარაღებული და
დაცული სამართალდამცავი, რამდენიც აქციის მონაწილე. ეს თავისთავად
ნიშნავს იმას, რომ არაპროპორციული ძალა გამოყენებული არ ყოფილა.
- რაც შეეხება კონკრეტული პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტებს, ყველა პირი, ვინც იმ დღეს სამართალდარღვევა
ჩაიდინა, იქნება ეს სამართალდამცავი, თუ აქციის მონაწილე, შესაბამისად
აგებს პასუხს კანონის წინაშე.
- ადგილი ჰქონდა უკანონობას, რომელსაც სახელმწიფომ გასცა პასუხი,
კანონით განსაზღვრული ქმედებებით და საშუალებებით. როგორც კი ჩვენ
მსგავსს უკანონობასთან მიმართებით გარკვეულ კომპრომისზე წავალთ,
სახელმწიფოს მშენებლობაზე პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს.
- ძალიან მნიშვნელოვანი რამ განაცხადა გუშინ შს მინისტრმა, როდესაც
სახელმწიფოს ემსახურები, შესაძლოა მძიმე არჩევანის წინაშე დადგე -
გააკეთო არჩევანი უკანონობასთან კომპრომისსა და მასზე მძიმე პასუხის
გაცემას შორის. ესეთი არჩევანი ყოველთვის შესაძლოა დადგეს. ვინც ამისთვის
მზად არ არის, ან ვინც არჩევანს კომპრომისის სასარგებლოდ აკეთებს, და
ამით საკუთარ იმიჯს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენებს, მისი ადგილი
სახელმწიფო სამსახურში არ არის.
- შესაბამისად, გასაგებია მავნებლური ძალის მცდელობა, რომ მუდმივად
იძახონ გახარიას გადადგომა, რომ დემორალიზაცია გაუკეთონ, ძალა გამოაცალონ
შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთელ პოლიციას. მაგრამ ფაქტი ერთია -
პოლიციამ დავიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ამ ძახილებით ვერც მინისტრს და
ვერც პოლიციას კომპლექსს ვერ გაუჩენენ.
- რა ხდება რეალურად, დამნაშავეები, პარლამენტზე მიტანილი
ანტიკონსტიტუციური იერიშის ავტორები, ითხოვენ იმ ადამიანის გადადგომას
ვინც კონსტიტუცია და კანონი დაიცვა. გახარიას გადადგომას ითხოვს ხალხი,
რომელსაც უნდა რომ შსს, როგორც ინსტიტუტი დაინგრეს; ვისაც უნდა, რომ 20
ივნისი, ძალადობა და შტურმი გააიგივოს 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი
აქციის სადამსჯელო ოპერაციასთან, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე
ემსხვერპლა, უამრავი ადამიანი დაიჭირეს და დაჭერილ ადამიანებზე
აგრძელებდნენ ძალადობას, მათ წამებას და შეურაცხყოფის მიყენებას.
- მათი მიზანია დაისაჯონ პოლიციელები, რომლებმაც აღკვეთეს ძალადობა და
პარლამენტზე შტურმი და არ დაისაჯონ ისინი, ვინც ამ ძალადობას და შტურმს
აორგანიზებდა და ახორციელებდა.
- დღეს პოლიციის დელეგიტიმაციის ნებისმიერი მცდელობა არის
ანტისახელმწიფოებრივი ზრახვა, ვინაიდან პირდაპირ ემსახურება ქვეყანაში
დესტაბილიზაციის უზრუნველყოფას.