· დღეს, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 მიმართულია სოციალური ხარჯებისთვის. 2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
· მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა. 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე.
· 2012 წელს, ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება იყო 332 მლნ ლარი -გაჭირვებული ადამიანი ოპერაციის გასაკეთებლად სახლს ყიდდა და უკიდურესი სიღატაკისთვის იყო სამუდამოდ განწირული. დღეს კი 1 მლრდ 76 მლნ ლარია.
· 2013 წლიდან, საქართველოში საბავშვო ბაღები გახდა უფასო. ასევე, მშობლები ბავშვების სკოლის წიგნებში ფულს აღარ იხდიან. განსაკუთრებით მთიან რაიონებში, დაიწყო ბავშვების ტრანსპორტირება სკოლებში. ბიუჯეტი - 100 მლნ ლარი.
· 2012 წელს, განათლების ბიუჯეტი იყო 757 მილიონი, დღეს 1 მილიარდ 800 მილიონია. 2012 წელს, მასწავლებლის ხელფასი იყო საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1 028 ლარია.
· შშმ პირთა სოციალური დახმარება იყო 115 მილიონი, დღეს 240 მილიონია. საქართველოში 2012 წელს პენსიები და კომპენსაციების ბიუჯეტი იყო 905 მილიონი დღეს - 2 მილიარდ 267 მილიონი ლარია.
· 2012 წლის 1 სექტემბრიდან 67 წლამდე იყო 115, 67 წლის და ზემოთ 125 ლარი; ეხლა 220 ლარია მთაში მცხოვრების სტატუსი ვისაც აქვს ემატება 20%, 1-ლი ივლისიდან, ვინც 70 წელს ზემოთაა კიდევ დამეტება 30 ლარი, ანუ 250 ლარი იქნება ბარში მთაში +20%,
· მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება. მოხდება მუდმივი ინდექსირება ინფლაციასთან მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის დაემატება ეკონომიკური ზრდის 80%.
· მიმდინარე ხარჯები ბოლო წლების განმავლობაში 24%-დან, 21%-მდე შემცირდა.
სახელმწიფოს ანტიკრიზისული, მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემა:
· დღეის მდგომარეობით (25 მაისიდან), 72 175-მა მოქალაქემ უკვე მიიღო 200 ლარის ანტიკრიზისული სოციალური დახმარება. ასევე, 52 151 თვითდასაქმებულმა დღეს მიიღო 300 ლარის კომპენსაცია.
· 194 796 მოქალაქეს, ვისი სარეიტინგო ქულაც 65 000 - დან 100 000-მდეა, ჩაერიცხა სოციალური დახმარების პირველი ნაწილი.
· 22 644-მა მოქალაქემ - მრავალშვილიანმა ოჯახმა, უკვე მიიღო სახელმწიფოს დახმარების პირველი ტრანში.
· ასევე, 40 440 შშმ პირს, მათ შორის, ბავშვებს, უკვე ჩაერიცხათ სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.
· ასევე, 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგრო-დიზელი შეღავათიანი ფასით და 27 000 ფერმერს დაერიცხა აგრო ქულები, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაწყებული აქვთ.
· შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება ნაღდი ფულის სახით უკვე მიიღო 427 206-მა ადამიანმა.
გამოჩნდა რამხელა განსხვავებაა სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის. მაშინ როდესაც პრემიერი საუბრობდა ფაქტებით, ოპოზიციის რიტორიკა დაფუძნებული იყო მხოლოდ პოპულიზმზე. მაშინ როდესაც ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი არის ათასნაირად აწონილი, ყოველმხრივ არგუმენტირებული და პასუხისმგებლბით სავსე როგორც თითოეული მოქალაქისადმი, ისე ქვეყნის გრძელვადიანი მიზნებისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის.
ნაციონალებს და მათ განაყოფებს რა პრეტენზია უნდა ქონდეთ პოლიტიკაზე და მმართველობაში მოსვლაზე როცა მთელი მათი პოლიტიკური პროგრამა შემოიფარგლება ერთი აკვიატებული აზრით - გადასახადების შემცირება. სხვა პოლიტიკური მართვის მექანიზმებს უბრალოდ არ იცნობენ და ვერც მოსახლეობის დაცვის, ვერც ეკონომიკის დაცვის ვერანაირ პოლიტიკას ისინი ვერც ვერავის თავაზობენ და ვერასდროს გაატარებენ. ჩვენმა ქვეყანამ უკვე გამოსცადა, რომ ჯერ ომი ვერ ააცილეს ქვეყნას და ომისა და კრიზისის შემდეგ არავის მდგომარეობის შემსუბუქებაზე მათ არ უფიქრიათ.