From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : ბრძანება
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Received On : 09.07.2019 05:59

ქალბატონო ეკა, დილა მშვიდობისა!


ბოდიშს ვიხდი, რომ ასეთი მეთოდით ვურთიერთობ თქვენთან, მაგრამ ბატონ გიორგისთან გავდივარ ხოლმე საკითხებს და თქვენი დაკავებულობიდან გამომდინარეც ვცდილობ ნაკლებად შეგაწუხოთ. შემდგომში, იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება.


ქალბატონო ეკა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს, დისციპლინური წარმოების დაწყების შემთხვევაში, ბრძანების გამოცემას ამა თუ იმ პირის მიმართ ქმედებების დაწყების შესახებ. ასეთი ბრძანება იყო გამოცემული ბატონი სერგეენკოს მიერ ცხელის ხაზის თანამშრომელთა შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით, რაც მსუბუქ გადაცდომად შეფასდა ჩვენს მიერ და გავათავისუფლეთ ხალხი პასუხისმგებლობიდან, რაზეც უნდა ავტვირთოთ დასკვნა, უკვე თქვენთვის.


ასევე, ბრძანებაა გამოსაცემი ქალაბატონი ბარკალაიას მომართვაზე, რაც თქვენ დაგვავალეთ შესასწავლად. ამისათვის ეხლა ავტვირთავთ მოხსენებით ბარათს და გთხოვთ, გადააწეროთ იურისტებს, რომ მოამზადონ ბრზანების პროექტი. ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა საკითხზე მუშაობის დაწყებისა. ამას მოითხოვს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი.


რაც შეეხება სხვა დავალებებს, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ მათზე და ვეცდებით ყველა დავალება ხარისხიანად შესრულდეს.


მადლობა.


პატივისცემით, კახა