• ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება თავისი შინაარსით და მასშტაბით, დიდი ხანია გასცდა ქველმოქმედების ჩვეულებრივ ფორმატს, მოიცვა ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი სფერო და დარგი.
• წმინდა წყლის ქველმოქმედებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკური ქველმოქმედების აქტებს და საქველმოქმედო ინვესტიციებს, რომლითაც ქმნის ინფრასტრუქტურას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის სწორად განვითარებისთვის.
• სწორედ ამ ტიპის, უპრეცენდენტო მასშტაბის საშვილიშვილო საქმეა წყალტუბოს აღორძინების პროექტი, რომლის შესახებაც ბატონმა ბიძინამ დღეს განაცხადა.
• წყალტუბო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო დონის კურორტი იყო, თუმცა ბედის უკუღმართობით, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, პრაქტიკულად მიტოვებული და გავერანებული იყო. სამწუხაროდ, დღემდე ვერც ბიზნესმა და ვერც სახელმწიფომ, მცდელობის მიუხედავად, წყალტუბოს მასშტაბი ვერ დაძლია და ვერ დაუბრუნა ამ ქალაქს თავისი დანიშნულება და მასშტაბი.
• დღეს, ჩვენ ვართ ისტორიული პროცესის სათავეებთან, როდესაც ამ საქმეს ბიძინა ივანიშვილმა მოკიდა ხელი, რაც ნიშნავს იმას, რომ წყალტუბოს დაუბრუნდება ძველი დიდება. ქალაქი დაიბრუნებს ფუნქციას და თავისი მასშტაბით მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს, ეკონომიკურ აქტივობას, იმერეთის რეგიონსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოში.
• ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დიდი საჩუქარი საქართველოსათვის.
• ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ის მზადაა წყალტუბოში არსებული 22 სასტუმრო და 9 აბანო გამოისყიდოს, შემდეგ კი მათი სრული რეაბილიტაცია ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში მოახდინოს. ამავდროულად კი მან ქართულ ბიზნესს უნიკალური შეთავაზებით მიმართა და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ ექსპლუატაციაში ჩაშვება, არათუ თვითღირებულებით, არამედ ფასდაკლებით გაასხვისოს აღნიშნული ობიექტები ნებისნმიერ ინვესტორზე, რათა მათ განაგრძონ წარმატებული საქმიანობა.
• ეს მიდგომა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ წყალტუბოს აღორძინება, არა მოგებაზე ორიენტირებული პროექტი, არამედ უპრეცენდენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინვესტიციაა.
• სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესში მინიმუმ 8000 ადამიანი დასაქმდება, მათი აღდგენის შემდეგ კი 600 000 – 800 000 ტურისტის მიღება იქნება შესაძლებელი.
• კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება წყალტუბოსა და მის შემოგარენში. ამავდროულად, სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახები ღირსეული საცხოვრებლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი და მათ დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდებათ. საბოლოო ჯამში,რეგიონში 15 000 – 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც მთელი იმერეთის ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევს, სარგებლის მიღებას კი რაჭა ლეჩხუმის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის მოსახლეობაც შეძლებს.
• რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების დრულად ინფორმირება, რადგანაც, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ სხვა დიდ საქმეებს, აღნიშნულ პროექტსაც, უამრავი ოპონენტი გამოუჩნდება, რომლებიც საკუთარი მავნებლური პოლიტიკური ინტერესების გამო, თეთრის შავად წარმოჩენას შეეცდებიან. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება ამ მართლაც უნიკალური კურორტის აღდგენის პროექტთან დაკავშირებით სწორ დასკვნებს გამოიტანს.
• ყველას უნდა გვიხაროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით ჩვენ ქვეყანას ყავს ადამიანი, რომელიც თავისი ქველმოქმედებით, თავისი საქმეებით ყოველთვის დგება იქ, სადაც უჭირს სახელმწიფოს, უჭირს ბიზნესს უჭირს ხალხს და ქვეყანას.