მოკლე გზავნილი:
ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად საქართველოსა და
დასავლეთის ურთიერთობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ხაზგასმით უნდა
აღინიშნოს, ევროპულ სახელმწიფოებთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არასდროს
გვქონია, ევროკავშირთან კი ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.
ამის კიდევ ერთი, ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ 11-12 ივლისს, ბათუმში
საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ იმართება. ამ
მასშტაბის კონფერენცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჩატარებულა, რასაც
მონაწილე ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლების სტუმრობა, ასევე
კონფერენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის პირველად
მონაწილეობა ადასტურებს. კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს
8 ქვეყნის მინისტრი, 3 ქვეყნის საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილეები, 2
ქვეყნის სახელმწიფო მდივანი და 3 ვიცე სპიკერი ეწვევა. აღსანიშნავია
ისიც, რომ წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს
ემთხვევა.
ასეთი რანგის კონფერენციის ჩატარება და უმაღლესი დონის ოფიციალური
პირების სტუმრობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპული სახელმწიფოებისა და
ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის სრულ მხარდაჭერას.
ამ ფონზე, როდესაც მსოფლიოს ლიდერები გვერდში გვიდგანან, მსჯელობენ
საქართველოსა და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების გზებზე,
კიდევ უფრო მძიმე სანახავია, ოპოზიციის საფარქვეშ გაერთიანებული ქვეყნის
შიდა მტრების მცდელობა, რომ როგორმე ქვეყანაში ვითარება არიონ,
არასტაბილური გარემოს განცდა შექმნან და სახელმწიფოს უსფრთხოება
დაანგრიონ. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ, მათ საერთოდ არ აინტერესებთ
ხალხისა და სახელმწიფოს მდგომარეობა, ნაბიჯებს კი მხოლოდ პირადი
სარგებლის მიღების მიზნით დგამენ.