• რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელია, რომ ამაზონის ხანძრის შედეგების აღმოფხვრაში, ბერა ივანიშვილის სახით, თუნდაც ერთ ქართველს მაინც შეაქვს თავისი წვლილი.
• ჟანგბადს ნაციონალობა არ გააჩნია და ის ერთნაირად საჭიროა, როგორც ქართველებისთვის, ისე მთლიანად კაცობრიობისთვის.
• დედამიწის ფილტვებად წოდებულ ამაზონის ტყეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფა, არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ბერას, როგორც მუსიკოსს და ქველმოქმედს, თავისი წვლილი შეაქვს ამ გლობალური პრობლემის აღმოფხვრაში, ისევე, როგორც მის კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
• რაც შეეხება ოპონენტების მორიგ მცდელობას, ეს ცალსახა სიკეთეც რამენაირად ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინონ, ეს უბრალოდ ამორალურობის ყოველგვარ ზღვარს ცდება.
• საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან ასეთი ღირსეული ქმედებები არც პირველია და არც უკანასკნელი. ეს ადამიანი განთქმულია თავისი ქველმოქმედებით, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.
• სისულელეების ლაპარაკს, აჯობებს ოპონენტებმა კარგად გაიხსენონ, რომ იმ ოჯახზე საუბრობენ, რომელსაც საქართველოში, ქველმოქმედების სახით, ჯამურად უკვე 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ მისი ყოველწლიური შემოსავლის 90 პროცენტს სწორედ ქველმოქმედებაზე მიმართავს!
ამასთანავე, სწორედ ამ ოჯახის სახელს უკავშირდება არაერთი უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო პროექტი, მათ შორის ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის გრანდიოზული, მილიარდ ევროიანი პროექტი, ასევე, საქართველოს ისტორიული ძეგლების და ტაძრების რესტავრაცია (800-ზე მეტი ობიექტის რესტავრაციაზე უკვე დახარჯულია – 86, 539, 010 ლარი); ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების და არაერთ სხვა სფეროში განხორციელებული უამრავი საქველმოქმედო პროექტი.
• ოპონენტებმა კარგად გაიხსენონ ისიც, თუ რამდენი აქვს ბიძინა ივანიშვილის ოჯახს გაკეთებული საქართველოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ნაკრძალების, ეროვნული მნიშვნელობის პარკებისა და ბოტანიკური ბაღების გადარჩენისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
• ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა ფონდმა „ქართუმ“ ეკოლოგიის მიმართულებით, პარკების, ბაღების მოწყობასა და პატრონობაში ასობით მილიონი ლარი დახარჯა:
• თბილისის ბოტანიკური ბაღის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა - 14, 751, 940 ლარი (მიმდინარე პროექტი)
• ბოტანიკის ინსტიტუტის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა - 2, 687, 500 ლარი (მიმდინარე პროექტი)
• ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა - 4, 022, 729 ლარი (მიმდინარე პროექტი)
• გასართობი პარკის - ,,ციცინათელას'' მშენებლობა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა - 60, 485, 273 ლარი
• თბილისის ბოტანიკური ბაღის სარესტავრაციო, ინფრასტრუქტურული და გამწვანებითი სამუშაოები - 11, 452, 226 ლარი (მიმდინარე პროექტი)
• ბათუმის ბოტანიკური ბაღის სარესტავრაციო, ინფრასტრუქტურული და გამწვანებითი სამუშაოები - 8, 010, 595 ლარი
• ბათუმის ახალგაზრდობის პარკის მოწყობა - 11, 100, 000 ლარი
• ყუმისთავის მღვიმის რეაბილიტაცია - 5, 041, 150 ლარი
• ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის'' დაფინანსება - 515, 391 ლარი
• კახეთში 2012 წლის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საქველმოქმედო დახმარების პროგრამა - 98, 084, 427 ლარი
• ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის რეაბილიტაცია - 168, 000 ლარი
• ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეაბილიტაცია - 412, 908 ლარი
• 2015 წლის 13 აგვისტოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა - 8, 000, 000 ლარი
• ურეკის მინიატურების პარკის მოწყობა - 10, 665, 810 ლარი
• ურეკის მუსიკოსთა პარკის მოწყობა - 3, 638, 500 ლარი
• თუშეთის დაცული ტერიტორიის რეაბილიტაცია - 350, 000 ლარი
• საგურამოს პარკის რეაბილიტაცია - 1, 406, 764 ლარი (მიმდინარე პროექტი)
• შადრევანის მოწყობა ნატანების საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ - 5, 770, 000 ლარი
• საჩხერეში ბუნების დაცვის სამსახურის თანამშრომელთა დაფინანსების პროგრამა - 900, 000 ლარი (მიმდინარე პროექტი)